გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> პირველი შეჯიბრი BR25 (EURO), 2012 წლის 19-20 მაისი
ja_ja
პოსტი May 23 2012, 11:30 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ამ თემაში იქნება მხოლოდ შეჯიბრის განხილვა და არა შეჯიბრს მოყოლებული გასვლის განხილვა



2012 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ბენჩ რესტის (Bench Rest) შეჯიბრი პნევმატური იარაღიდან სროლაში.



შეჯიბრი პირველი იყო, ამიტომაც მისი ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო საორგანიზაციო საკითხების გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩატარდა. საბოლოოდ შემუშავდა წესები, პრინციპები, დაიგეგმა შეჯიბრის ადგილი...





შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25 რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.

შეჯიბრი ჩატარდა ბოლნისში ხრამის ხეობაში, ვისაც გსურთ ადგილის ნახვა შეგიძლიათ ისარგებლოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


როგორც მოითხოვს ბენჩ რესტის პირობები, ერთერთი აუცილებელი ფაქტორია ამინდის მიერ კორექტივების შეტანა, ანუ ნიავი წვინა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს თან გვახლდა smile.gif.

მოხდა ადგილის შემოღობვა და სასროლი დისტანციის გამზადება. მაგიდების დალაგება, ქარის მაჩვენებლების დამონტაჟება. ვიდეო ჩანაწერი რომელიც ამ ყველაფერს ნათლად გვიჩვენებს, შეგიძლიათ აქვე იხილოთ.



იმის გამო რომ ჩვენთან თოფი მყარი კეისით არავის დააქვს, ადგილზე მისვლამდე თოფები ოპტიკებიანად მანქანის საბარგულში იყო და გემრიელად ყანყალებდნენ, ყველა მსროლელს მიეცა საშუალება შეჯიბრის დაწყებამდე სატესტო სროლა გაეკეთებინა და თოფი, ოპტიკა და პირობები მოეყვანა წესრიგში. ამ საქმეზე გამოყოფილი იყო 10-10 წუთი, როდესაც მსროლელი ამთავრებდა თოფის და ოპტიკის გასწორებას, ის თავის თოფს ტენიდა და დებდა ცალკე გამოყოფილ ადგილზე საიდანაც თოფის აღება აღარ ხდებოდა სანამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის თოფი არ დასჭირდებოდა.



იმისათვის რომ არ ყოფილიყო ქართული დასწრებანობა ვის, ვის მერე მოუწევდა სროლა, გადაწყვეტილი იყო მოგვეწყო გათამაშება. კერძოდ ყველა მონაწილის სახელი იყო ჩამოწერილი ქაღალდებზე და ერთერთი მონაწილე ბრმა მეთოდით იღებდა თითო-თითო ქაღალდს.















შედეგად მონაწილეებს მოუწიათ შემდეგი სიით მონაწილეობა:

1 - Davitus
2 - beqa
3 - norica
4 - monadire
5 - Gregory
6 - templar
7 - ja_ja
8 - ilariona
9 - KAKA 8079
10 - CZ 80
11 - kako
12 - Koknara
13 - Power Vano
14 - name
15 - soxa
16 - iorama

გარდა ამისა ზოგიერთ მონაწილეს არ ჰქონდა თავისი თოფი, ამიტომაც ვისაც არ ჰქონდა თოფი, მათი სახელები იყო ჩამოწერილი და ასევე კენჭისყრის მეთოდით იყო ამორჩეული რომელი უთოფო რომელი თოფით გაისროდა.

შედეგად მივიღეთ შემდეგი სია:
Davitus - ისროდა ja_ja-სSteyr LG110-დან
Monadire – beqa-ს Benjamin Marauder-ით
Templar – norica-ს AA s510 -ით
KAKA 8079– name-ს Hatsan AT44-10-ით (თუმცა ბოლოს თავისი დაშლილი თოფით ისროლა)
Kako - Power Vano -ს Benjamin Discovery-ით
Soxa –Gregory-ისBenjamin Discovery-ით

მაშ ასე მონაწილეები განაწილებულია, პოზიციები გასწორებულია, თოფები მზადაა. ჩავატარეთ საბოლოო მინი ინსტრუქტაჟი











და შეჯიბრის ძირითადი ნაწილი დავიწყეთ 14:00 წუთზე. პირველი წყვილი გამოვიდა სასროლ პოზიციაზე.



ყველაფერს აფიქსირებდა არაოფიციალური ფოტოგრაფი თავისი კამერით (თავის სურათებს ალბათ მოგვიანებით დადებს)





-------------------------------------------------------
პირველი წყვილის შედეგები



Davitus – 112 ქულა (0X)
Beqa–158 ქულა (0X)

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მეორე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:



Norica– 186ქულა (1X)
Monadire– 147ქულა (2X)

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მესამე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:



Gregory– 0 ქულა დისკვალიფიკაცია (0X)
Templar– 171ქულა (1X)
აქ მოგვივიდა კურიოზი, ამაზე ცოტა მოგვიანებით

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მეოთხე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:


ja_ja– 199 ქულა (2X)
ilariona– 163ქულა (2X)
აქაც მოგვივიდა კურიოზი, ამაზეც ცოტა მოგვიანებით

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მეხუთე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:


KAKA 8079– 59ქულა (0X)
CZ 80– 85ქულა (1X)

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მეექვსე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:


kako – 49ქულა (0X)
Koknara– 54ქულა (0X)

შესაბამისი სამიზნეები:




-------------------------------------------------------
მეშვიდე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:


Power Vano– 94 ქულა (0X)
name– 153ქულა (1X)

შესაბამისი სამიზნეები:



-------------------------------------------------------
მერვე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:


Soxa– 142ქულა (0X)
iorama– 141ქულა (0X)
აქაც მოგვივიდა კურიოზი, ამაზეც ცოტა მოგვიანებით

შესაბამისი სამიზნეები:



შეჯიბრის მსვლელობისას ხდებოდა ქულების დაჯამება და ადგილების განაწილება, აქვე უნდა დავძინო საკმაოდ მოუხერხებელია წრეში ხალხთან ერთად ქულების დათვლა, იქ ილარიონა თვლის, აქ მე ვთვლი, იქ კიდევ ვიღაც თვლის, პლიუს წარამარა გეძახიან, შედეგად პატარა იაღლიშები მოხდა... ამაზე ცოტახანში მანამდე კი გამოვლენილი პრიზიორების დაჯილდოების ვიდეო მასალას გთავაზობთ.

ჯერ ვიდეო მასალა თუ როგორ ხდებოდა სიგელების შევსება ლამაზი კალიგრაფიის მქონე მონაწილის მიერ smile.gif




დაჯილდოვდნენ ასევე წმახალისებელი სიგელებით 3 მონაწილე, ყველაფერ ამას ვიდეო მასალაში იხილავთ.



ასე ჩატარდა ადგილზე შეჯიბრი, რა თქმა უნდა პრიზიორებისთვის არ გვქონდა პედესტალი, რა თქმა უნდა არ იყო ბეტონის მაგიდები, რა თქმა უნდა მიუხედავად წინა მოსამზადებელი სამუშაოებისა, მაინც გაიპარა რამდენიმე ხარვეზი, მაგრამ ძრითადი ფაქტი ერთია - პირველი შეჯიბრი საქართველოში ბენჩ რესტში ჩატარდა, დარიგდა რეალური მედლები ჩვენი პორტალის სიმბოლიკით, მედლები რეალურად იყო ოქროსი ვერცხლის და ბრინჯაოსი, ისე როგორც მოითხოვს ყველა შეჯიბრი, იყო ძირითადი პრიზი, სიგელები და რა თქმა უნდა შეჯიბრის შემდეგ ასევე იყო დიდი აღნიშვნა და ქეიფი, თუმცა ქეიფი ამ კონკრეტულ თემას არ ეხება და აქ განხილული არ იქნება.





ახლა რაც შეეხება პლიუს მინუსებს.
პლიუსი ის არის, რომ
1) ჩეჯიბრი შედგა,
2) მსურველები იყვნენ
3) შემართება იყო
4) აზარტი იყო
5) შესაბამისი პრიზები იყო

მინუსებში კი ბევრი რამ არის, არის დასახვეწი საკითხებიც და არის რეალური მინუსებიც.
მაგალითად დასახვეწი არის შეჯიბრის ადგილის მოწყობა, ადრე თუ გვიან მოგვიწევს პრესის წარმომადგენლების წინ გამოჩენა და ცოტა არ იყოს მუყაოს კოლოფის სამაგრი, მოყანყალე სკამები, არ არსებული მსაჯის ზომა, არ არსებული საგამოფენო ადგილი, მყარი მაგიდები...

ძალიან არასასიამოვნო აღმოჩნდა ის რომ პრაქტიკულად 1-2 მონაწილეს ჰქონდა წესები წაკითხული, დანარჩენი კი იმ იმედად იყო მოსული რომ წესების ცოდნა საჭირო არაა, სხვამ იცის და მე რატომ უნდა ვიცოდე... მოკლედ წესების დარღვევა იყო პრაქტიკულად ყველგან. ძირითადი დარღვევა იყო სროლის დროს, უმეტესობამ არ გადაიკითხა პუნქტი სადაც აღნიშნულია თუ როგორი მიმდევრობით უნდა მიმდინარეობდეს სროლა. თუ დაიწყე ჩათვლით ზონაში სროლა არ გაქვს უფლება გადახვიდე მისასროლ ზონაშ უნდა მიყვე სამიზნეებს ნომრების მიხედვით.

მიუხედავად იმისა რომ იყო ნახსენები მინი ბრიფინგზე როდესაც მორჩებით მისროლას აუცილებლად ნომრებს უნდა გაყევით რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვლინდეს პირველი აცდენაო... როგორც ჩანს არავინ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი. ამან შემდგომ იმავე დღეს და მეორე დღესაც კამათი გამოიწვია, თან საკმაოდ ცხელ-ცხელი smile.gif.

რეალური მინუსები კი გამოჩნდა ქულების დათვლისას, როდესაც 3-4 კაცი ითვლის და თან შეძახილებით ჩქარა ჩქარა, რატომღაც არ ვაღიარებთ კალკულატორს და ნაჩქარევად მიდის გონებაში გადაანგარიშება... ნუ აქ შეცდომების არ არსებობს უკვე გამორიცხულია.

ყველაზე პატარა შეცდომა მოხდა Ioramas შემთხვევაში, მას დავუთვალეთ მე-6 სამიზნიდან მე-10 სამიზნის ჩათვლით ქულების რაოდენობად 17 ქულა თუმცა სულ 14 ქულაა რეალურად ამ სტროქონში დაგროვებული, შედეგად საერთო 141 ქულის მაგივრად რეალურად იორამამ დააგროვა 138 ქულა. მართალია ეს არ ცვლის იორამას მიერ მოპოვებულ პოზიციას, მაგრამ ფაქტი მთლად სასიამოვნო არაა.

აი ყველაზე ცუდი შემთხვევა მოხდა საპრიზო ადგილზე გასულ Templara და Ilariona-ს შორის.

არიქა მშია დათვლილია და წავედითო, შედეგად მესამე ადგილის პრიზიორად დავაჯილდოვეთ Templara, რომელსაც ნაჩქარევად დათვლილი შედეგებით აგროვებული ჰოქნდა 171 ქულა, ხოლო Ilariona-ს კი 163 ქულა შედეგად მეოთხე ადგილზე იყო გასული. სინამდვილეში კი თბილისში ჩამოსვლისა და ყველა სამიზნის ქულების ხელახლა გადათვლისას აღმოჩნდა რომ Templara-ს ქულების დათვლისას შეცდომა იყო დაშვებული და მან რეალურად 160 ქულა ააგროვა.
Ilariona-ს ეწერა 163 ქულა და რეალურად კი დაგროვებული აქვს 165 ქულა... გამოვიდა სრული კალამბური, რეალურად მესამე ადგილზე გასულმა არასწორი დათვლის გამო მიულოცა მეოთხე ადგილზე გასულს საპრიზო მესამე ადგილი მედალი და სიგელიც გადასცა და... smile.gif და ახლა გაირკვა ეს ყველაფერი...
თითის მოკაკვით Templara-ს შევატყობინეთ მისთვის უსიამოვნო ფაქტი, და ჩუმათ შევაპარე Ilariona-ს მისი ერთი საფეხურით წინ გადაადგილება, შედეგად ილარიონა ლოგინიდან სიხარულით წამოხტა, Templara კი გასაგებია რომ გულდაწყვეტილია 2 დღე ატარა მედალი და ახლა უკან ჩაახუტა ილარიონას.

ამის გამოა რომ აუცილებელია წესების დაცვა ზუსტად, ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ უნდა იყოს დახვრეტა.

დანარჩენში კი რა ვთქვა... დანარჩენის მხრივ ყველაფერი გადასარევი იყო, თვითონ შეჯიბრიც კარგი გამოვიდა, ასე ვთქვათ ჭკუაც ვისწავლეთ, გამოცდილებაც მივიღეთ და შემდეგი შეჯიბრებები უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება.

გილოცავთ გამარჯვებულებს, და გისურვებთ უფრო უკეთეს და უკეთეს შედეგებს, ისე კი ამ შეჯიბრში ყველა გამარჯვებული იყო, შესაბამისი სიგელის გარეშე არავინ გაგვიშვია. ყველას გისურვებთ შედეგების გაუმჯობესებას და შემდგომში პირველ ადგილზე გასულის ჩანაცვლებას თქვენი შედეგებით.

P.S. ბოლოს გთავაზობთ შეჯიბრის შედეგებს ცხრილის სახით. შესაბამისი შესწორებების შეტანით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 12:04 AM
პოსტი #2


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



dance2.gif beach.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 24 2012, 12:14 AM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



უი უი რა მომხდარა 3-4 ადგილებს შორის biggrin.gif

პირველი შეჯიბრისთვის კარგი იყო ნამდვილად ყველაფერი, ნელ-ნელა დავხვეწავთ ყველაფერს smile.gif


P.S. არ დავიწყოთ FT-სთვის მზადება აქედანვე? უფრო მეტ რამეს მოვასწრებთ, ტექნიკურად უფრო გამართული შეჯიბრი რომ გამოგვივიდეს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 24 2012, 12:35 AM
პოსტი #4


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



გიო, ბოლო ცხრილში მაინც შეცდომაა smile.gif ნორიკას 186 ქულა აქვს smile.gif

ისე კი ხვალ ცოტა ვრცლად ჩემს აზრს დავაფიქსირებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 12:46 AM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ჰა ჰაა ხო გითხარი არ დაეძინებათქო biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 24 2012, 01:06 AM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ეს 3-4 რა ხდება? biggrin.gif

TAMPLIER
რამდენი? თქვი რამდენი? biggrin.gif

აუ მაგარი გასვლა გავმაზე რა , მალადეც , კარგები ხართ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი May 24 2012, 01:34 AM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



მოკლედ, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მოსაფიქრებელი, სამიზნეების "დახვრეტის" ვიდეო ჩაწერა, აი მანდ გამოჩნდება ბევრი წყალქვეშა კლდეები

მემგონი არ უნდა იყოს ძალიან ძნელად განსახორიციელებელი, ანალიზისთვის უტყუარი მასალები იქნება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 24 2012, 07:23 AM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Davitus
ციტატა(Davitus @ 24th May 2012 - 02:34 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მოსაფიქრებელი, სამიზნეების "დახვრეტის" ვიდეო ჩაწერა, აი მანდ გამოჩნდება ბევრი წყალქვეშა კლდეები

კი კაი აზრია, მაგრამ ეგ ნიშნავს კაკ მინიმუმ ინდენივე ფოტო ან ვიდეო კამერის გამოყენებას რამდენი სამიზნეც იქნება.

პლიუს მინიმუმ ერთი პელტოპი იქნება საჭირო გასვლაზე რომ ვიდეო მასალა უცებ დაათვალიერო (თან აჩქარებულ რეჟიმში, თორემ ზოგი მონაწილე 10 წუთშI ამთავრებს საქმეს ზოგი სრულად მოიხმარს 30 წუთს და რავარია თითოეულ ჩანაწერს 30-30 წუთი უყურო...?).

geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th May 2012 - 02:06 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეს 3-4 რა ხდება?

ჩიტატ ნადო უმეტ smile.gif მარტო ლამაზ სურათებს რომ გადაურბინე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ilariona
ციტატა(ilariona @ 24th May 2012 - 01:35 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გიო, ბოლო ცხრილში მაინც შეცდომაა ნორიკას 186 ქულა აქვს

ვნახე გავასწორე... ამყვა ტემლიერას ქულები smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 08:46 AM
პოსტი #9


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th May 2012 - 02:06 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
TAMPLIER
რამდენი? თქვი რამდენი?

18----------18 biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ganja1981
პოსტი May 24 2012, 11:26 AM
პოსტი #10


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 197
ქალაქი:თბილისი



გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით პრიზიორებს!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი May 24 2012, 02:26 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ციტატა(ja_ja @ 24th May 2012 - 07:23 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვიდეო მასალა უცებ დაათვალიერო

სამზერ მილზე რო მიამაგრო ფოტოკამერა და რამდენი გაისვრის მონაწილე იმდენჯერ გადაიღო, მერე შეადარეფ რა ფოტოებს დირკები როგორ დაემატება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 02:37 PM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



განსზე აქვს კაცს გაკეთებული ლეპტოპში უყურებს რა სად ხვდება
მაგარია ძალიან თან მანძილი კილომეტრამდე აქვს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 24 2012, 02:41 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



TAMPLIER
ჰო მაგრამ საუბარია იმაზე რომ ყოველ მსროლელს თავისი დამკვირველელი ან პერსონალური აპარატურა სჭIრდება და არა იმაზე რომ 1 თუ 10 კილომეტრზე იქნება დაკვირვება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 02:59 PM
პოსტი #14


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ja_ja
იესლი მენია სპროსიტე ია ტაკ დუმაიუ
ნადა იმეტ(ნე პაიმეტ smile.gif )სუდიუ დლია კანკრეტნავა ზადანია ი ონ დოლჯენ სლედიტ ზა ნიმ
ვ ეტომ კანკრეტნომ სლუჩაე
მე ასე მგონია რომ (თუ მართლა ლეპტოპით გაკეტდება გადასარევი!თან ჩაიწერს და თან ლაივში დაკვირვება იქნება შესაძლებელი) უნდა დავსვათ ერთი მსაჯი და უყუროს მარტო ნასლოლებს(თAნ მაინც ყველას სროლაზე იჯდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 24 2012, 03:01 PM
პოსტი #15


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587





ესეც ჩემი დაჯილდოვება smile.gif მე ყველაზე მაგარ პონტში ვარ, თავისი ხელით მომიტანეს და საკუთარი ბასასუნა თითებით ჩამომკიდეს კისერზე smile.gif


ნუ ახლა კი დავიწყებ მინუსებზე საუბარს:

1) შედეგების დათვლაში მეც და ჯაჯამაც მაგრად მივქარეთ, ცალკე რომ არ გამოვყავით ადგილი. შედეგად მივიღეთ 10 კაციანი ზედახორა და შედეგების არა სწორი დათვლა.
2) ძალიან გვიან დავიწყეთ ჩემპიონატი და ბოლოსკენ უკვე ყველა ჭამა სმაზე ვფიქრობდით.
3) ჩემპიონატის წესები ისევ დასახვეწია, სამწუხაროა თუ სასიხარულო ამბავი არ ვიცი, მაგრამ რაც ლაშამ გაატრაკა მგონი მართალი იყო ეგ კაცი biggrin.gif იქ კი მივაბით, რომ წააგო და ცუდ ხასიათზეაო, მაგრამ მოდით მე ცოტა ავხსნი რაზე საუბრობდა ლაშა!

მონაწილეობას იღებდა 16 კაცი, ნუ სია შედგა, განაწილებაც მოხდა და დაიწყეს სროლა, მაგრამ ლაშა კაკრას მაგას იძახდა, რომ პირველი მონაწილე რომ ისროდა მაგარი ქარი იყოო და მზე თვალებში ურტყავდაო, მეორე მონაწილეს დროს ნაკლები ქარი იყო და მზე უკვე აღარ ურტყავდა, იქ მზემ ძალა იმატა და უფრო დაცხა მსროლელს, საღამოთი უფრო აცივდა და მსროლელს ისევ შეცივდა!

უცხოეთში ესეთი ტიპის ჩემპიონატი, რომ ტარდება ყველა ერთად იწყებს სროლას და ავტომატურად ერთნაირ პირობებში უწევთ სროლა. ეს ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით.
ნუ არ შეიძლება სწორად ჩაითვალოს ის, რომ ერთი მონაწილე ისროდა მაშინ როდესაც ქარი უბერავდა 20 მეტრი წამით და მეორე კი 5 მეტრი წამით, მათი შედეგები სულ სხვადასხვა ნაირი იქნება.

აქ კი სულ სხვა რამეა პრობლემა, მაშინ ან სულ უარი უნდა ვთქვათ ჩემპიონატებზე, ან ტირში უნდა ჩავატაროთ, ან დავტოვოთ ესე როგორც არის.


ამას რატომ ვიძახი, არ არსებობს ამ ბუნებაში ტირი, რომ მზად იყოს 30 მაგიდა და ყველამ ერთად დაიწყოს და დაამთავროს ეს ოხერი ჩემპიონატი, თორე კი მაგარი იქნებოდა, ტერიტორიების მეტი რაა საქართველოში, მაგრამ მაგიდებ გამზადებული ტერიტორიები ფიზიკურად არ არის. ეს იწვევს იმას, რომ ვისვრით მოყანყალებული თვით ნაკეთი მაგიდებიდან და რაც მთავარია ამ მაგიდებს დავარბენინებთ იქეთ აქეთ biggrin.gif


(ისე ეს მესამე რამხელა გამოვიდა არა biggrin.gif დიიიდი მინუსი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

4) ორგანიზატორი+მსაჯი არ უნდა დაგსდევდეთ 25-40 წლის ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ბიძიებს და არ უნდა გეხვეწებოდეთ ცოტა ჩუმად იყავითო, თან ტყეში biggrin.gif სადაც იმხელა ტერიტორია იყო საჭიჭყინოთ biggrin.gif არა თქვენ მაინც მონაწილეს უკან უნდა დამდგარიყავით და უნდა გეხმაურათ ბოლო ხმაზე biggrin.gif biggrin.gif (ნესერიოზნიე ვი მოი)

5) ჩემპიონატის წინ არ მოსულა მე დავიძინებ, მე ახლა გავიღვიძებ (თაზო სროლის წინ ძლივს გავაღვიძეთ biggrin.gif თოფი რომ დაიჭირა თავიდან თოხი ეგონა biggrin.gif კაკოიემ საერთოდ ყველაფერი გამოტოვა და მოვიდა უკვე სიაშიც ჩაწერილი იყო და თოფიც ვისი ერგო არ იცოდა) აი ამან გამოიწვია კიდევ ერთი არეულობა.



აი ეს მინუსები იყო მე პირადად რაც შევამჩნიე და რაც მახსოვს.

ყველამ უნდა დაწეროს თავისი აზრი, რომ ნელ-ნელა დავიხვეწოთ და მივაღწიოთ იმ ევროპულ დონეს! მე პირადად ერთი წლის წინ ქაღალდ მარტო მიზნის გასასწორებლად ვესროდი და ახლა კი ბრ-მა ისე მომწამლა, რომ სულმოთმენლად ველი შემდეგი წლის ჩემპიონატს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ცუდია, რომ სროლის ფედერაციას სულ ცალ ფეხზე კიდა ასეთი ტიპის შეჯიბრებები და ყველაფერს ჩვენით ვაწყობთ, კარგი იქნებოდა რაღაცა მხარდაჭერა რომ მოგვცენ ცოტა მაინც.

ადრე თუ გვიან გავიზრდებით და 16 კაცის ნაცვლად 30-40-60 კაცი გამოვალთ ჩემპიონატზე და მერე ვავა ორი მაგიდით რა გაიტანს თავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


დანარჩენი კი რავი, უმაღლესი დრო ვატარეთ, მაგის რეპორტი კი ცალკე იქნება, მაგრამ არ შემიძლია აქაც არ აღვნიშნო ის სიამოვნება რაც მივიღე ამ ორ დღეში.

აწი მოვემზადოთ ფტ-თვის, იქ უკვე ჩემი მუჰაჰაჰააჰ-თი გამოვალ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ოხ მომინდა სროლა ბლად
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 24 2012, 03:16 PM
პოსტი #16


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ilariona
ყველაზე მაგარ პონტში მაშIნ იქნებოდი ადგილზე როგორც წესია ისე რო დაგაჯილდოვებდნენ biggrin.gif biggrin.gif
და არა ეგრე როგორც იყო biggrin.gif biggrin.gif ვინუჯდენი მედალი არ ვარგა ბრატ biggrin.gif biggrin.gif

ისე სულ პიორველ ვიდეოზე ვიკაიფე ამოჭრილი რო ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 24 2012, 03:43 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



TAMPLIER
ციტატა(TAMPLIER @ 24th May 2012 - 04:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე სულ პიორველ ვიდეოზე ვიკაიფე ამოჭრილი რო ვარ

ამოჭრილი არ ხარ, პროსტა ხან ჩესტიანი კაცი გაიჩითა კადრში და არ გამოაჩინა შენი თავი, ხან ოპერატორმა ნორიკას გაპარსულ ფეხებს გადაუღო ... და პირველი ვიდეო რაცხა სარეკლამოსავით მინდოდა გემეკეთებინა და ეს ნორიკას ფეხები და ჩესტიანი ხალხის გამოჩენა კადრში სერიოზულობას აკარგვინებდა smile.gif... მოკლედ პოსტ ფაქტუმ კადრები რაც დარჩა ზედმეტი შტუკების გარეშე ის კი არის გამოყენებული...

კი ამბობდა ილარიონა მიეცით ჯაჯას ფლეშკები ან ფაილებიო და ვინ მომცა?! (ნუ სურათები კი მამეცი კაცო მაგაზე არ ვატრაკებ, ვიდეო მასალაზე ვატრაკებ თან ინ კოლორში biggrin.gif ) ჰოოოდა ახლა ნუ მიწყენთ მაშინ smile.gif

მეტი ვიდეო მე არ მქონდა, მახსოვს მინიმუმ კიდევ ერთი კამერა იღებდა მარა ვიდეო ჩკა smile.gif ასე რომ მივვაჩიხლიფირთე და ელიავას მუშასავით წავიმუშავე მაგ ადგილზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 24 2012, 04:16 PM
პოსტი #18


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
მესამე პუნქტშI არ გეთანხმები, იქაც ვამბობდი და აქაც ვამბობ, მსოფლიო ჩემპიონატები რომ ტარდება 2-3 დღის მანძილზე რომელ ერთად დაწყებაზეა საუბარი? ან რამდენი მაგიდა უნდა იყოს? მაქსიმუმ კადრებზე რაც მინახია 15-20 მაგიდა არის ხოლმე მონაწილეების რაოდენობა კი 1000-კაცს აღემატება! რაფერ უნდა მოხდეს ყველას ერთად დასმა?

წესებშიც კი არის გაწერილი თავისუფალი მაგიდაო, არავინ დაიკავოსო და ასე შემდეგ.. მანდ გაკვრითაა ნახსენები მაგრამ ჩანს ის რომ წესები გათვლილია იმაზე რომ ხან შევსებულია მსროლელების პოზიციები და ხან თავისუფალია.

მოკლედ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამინდის ფაქტორი ერთერთი სპეციალურად მოფიქრებული ხელის შემშლელი ფაქტორია.. ახლა ეგრე მე რა ვატრაკო მეორე დღეს რომ ნიავი არ იძროდა მაშინ უნდა მესროლა და 240 ქულას ამოვიღებდი მეთქი? მე როცა დავჯექი (შენც მაშინ ისროდი კსტატე) ქარი იყო იმის ჭე!


დევს აქ მეოთხე წყვილის სროლაზე ვიდეო, აქ რატომღაც ცუდი ხარისხით აჩვენებს, გადადი აბა იუტუბზე, ამორჩიე 480 პპიქსელის რეჟიმი და დააკვირდი ვიდეოს მე-40 წამზე მე გავჩერდი და აღარ ვისროდი, კაკრაზ მაგ მომენტში ოპერატორმა უკნიდან შემოგვიარა და დალოცოს ღმერთმა კაკრაზ სასროლი პოზიციის მოახლოება გააკეთა. მაგ ვიდეოს 50-ე წამიდან ჩანს რა ქარი უბერავს! მიაქვს ნელტა! 59-დან 63-ე წამამდე ჩანს მარცხენა მხარეს ბოლოსკენ ლენტა რა დღეშია, ლამის 2 მეტრითაა ქარის ძალით გადმოსული!

აგერ დატკბით


მე მაგ დროს ჭკუა ვიხმარე, ვიცოდი რომ 30 წუთი, მაქვს და 5-10 წუთს თუ დავხარჯავდი ეგ არაფერი იყო ზატო დაველოდებოდი შედარებით წყნარ ამინდს. მერე ისევ ჩავიხედე და მაინც ყველაფერი იწეთ აქეთ დადიოდა, ბოლოს 2 წუთსა და 28 წამზე ჩანს რომ საერთოდ დავჯექი და წყნარად ველოდებოდი ჩემთვის საჭირო პირობებს, შენ კი მაგ დროს ისროდი და ისროდი, თუ გახსოვს პირველი აცდენის უფლებაც გამოიყენე იმიტომ რომ ქარმა ტყვია ჭირში და დოზანაში წაიღო!

თუ გეჩქარება და არიქა საღამოს ძროხაა მოსაწველი, დასაკლავია ღორი და ქათამი და ამიტომაც ჩქარა გინდა სროლა, არ იყენებ შენს დროს შენს სასარგებლოდ რა ვქნათ?

BR-ი არ არის სპეციალურად დახურული შენობისთვსი მოფიქრებული, სპეციალურად იმაზეა გათვლილი ვინ მოიცდის, ვის ეყოფა ნებისყოფა, ვინ ვერ გაიგებს ქარის მიმართულებას, ვინ ვერ დაჯდება სწორედ, ვის მუხლი ეტკინება და მზის დაბნელება შეუშლის ხელს....

თუ BR-ზე გვაქვს საუბარი, BR-ის შეჯიბრი უნდა იყოს, თორემ არის ცალკე კლასი დახურულ ტირში სროლაზე სადაც ამინდს არანაირი კორექტირება არ შეაქვს!

მსოფლიოში საერთოდ ხალხიც კი იყოფა ზოგი მხოლოდ ჯგუფზე ისვრის (კსტატე არის BR-ი ჯგუფებზე, უბრალოდ გაზომვა არის მაგარი საკამათო თემა, იზომება ნატყვიარების შუა ცენტრებს შორის მანძილით და არა ჩვენი მიჩვეული გარე კანტებით. გარე კანტებზე გვოქნდა რამხელა თავგადასავალი და ახლა მიდი ცენტრი ათვალე ზუსტად, ერთი ნატყვიარების ცენტრიდან მეორე ტყვიის ცენტრამდე, მანდ საერთოდ სასამართლო დავა აიწევა smile.gif ), ზოგი მხოლოდ FT-ზე, ზოგი მხოლოდ HFT-ზე, ზოგი მხოლოდ BR-ში მონაწილობს, ზოგი მხოლოდ დახურულ ტირში... არის სასტავი რომელიც ჩვენსავით ყველაფერში მონაწილეობს, მაგრამ მიყვება საერთო წესებს და არა იმას რომ აი ჩემს დროს მეტი ქარი იყო და იმის დროს არა...

კაცო ეგრე განს.რუს სასტავი მახსენდება ვეჩნა, ინგლისელების ჩემპიონატის შედეგები დადო 1000 იარდზე სასტავს 0.01 კუთხური მინუტა ჰქონდა აცდენა 5 ტყვიან ჯგუფებში, პრაქტიკულად ტყვია ტყვიაში იჯდა (ნუ იასნია ცეცხლსასროლზე ვსაუბრობ ამჯერად), რუსებმა დაიწყეს გატრაკება შეუძლებელია! აი, უი, ალბათ ეგენი ისროდნენ ისეთ ამინდში როდესაც ქარი არაა, გადახურულში იყვნენ და ასე შემდეგ...

მერე ერთმა დაყარა ვიდეო და ფოტო მასალა... ჯერესერთი ინგლისში და წვიმა რომ არიყოს!, მეორესცესერთი სანაპიროსკენ იყვნენ და ქარი იასნია იყო, მესამე შეჯიბრი 2 დღე გრძელდებოდა და თითო მსროლეი დღეში 2-2 ჯგუფს აკეთებდა რომ საუკეთესო გამოვლენილიყო... (ნუ ცეცხლსასროლს თAვისი წესები აქვს). კაროჩე სნაიპერები იყვნენ იმის ჭე!, პროსტა რუსები იხეოდენ უკანა ნალზე და არ უნდოდათ დაჯერება იმიტომ რომ ყველაზე მაგარი შედეგი რუსეთში იმ მომენტში 1000 მეტრზე იყო 0,3 კუთხური მინუტა!, ვერ დაიჯერა სასტავმა რომ ხალხი დღედაღამ ვარჯიშობს და 0,01 მინუტას იღებს და არ გამოდიან შეჯიბრზე CKC და SVD-თი...

დაჟე ერთი რუსი იჭყანებოდა წვიმიან ამინდში ტყვია რომ წვეთს ეჯახება ტრაექტორიას იცვლისო და არ მინდა მონაწილეობაო... ჩემპიონატი ჩაეშალათ მაგის გამო?

არ გაიგოთ ეს ნაწერი ისე თითქოს ვინმეს ვუთითებდე სროლა არ იცითქო, ან მოთბინება არ გყოფნისთქო და ასე შემდეგ... უბრალოდ ფაქტები მომყავს ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველთვის BR-ი და რაც არ უნდა გჯეროდეთ არავითარ შემთხვევაში არ ისვრის ყველა მონაწილე პირველ 30 წუთში, როგორც უკვე ვთქვი ქარი და ბუნებრივი პირობები აუცილებელია. BR-ში მოწმდება არა მარტო ის თუ რა მაგარი თოფია და რა მაგარი რედუქტორი, ტყვია და სკამ მაგიდა გაქვს, არამედ აი ასეთ ხელის შემშლელ პირობებში როგორ ახერხებ სროლას!

გადმოვიტანოთ საბრძოლო პირობები, ნიავია თუ ქარია, მოდის მტრის ჯარი და სნაიპერი ესვრის მტერს, აცილა ერთი, ააცილა მეორე, ააცილა მეასე... დაადგა ბოლოს თავზე რუსი ვანია კალაშათი და ეს სნაიპერი რას იძახის?! - არ მესროლო არ ითვლება, ქარი იყო, ხელი შემეშალა და ვერ გაგარტყიო... აბსურდია smile.gif


აუ ბლიაძ ახლა გადავხედე არ დამიწერია პროსტინა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი May 24 2012, 04:41 PM
პოსტი #19


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



ja_ja

ბოლოს რო ერთიანდა გადავგეთ სურათები რამდენადაც მახსოვს 3 თუ 2 გადავიგეთ და აქ ერთნაირი დედევს ორივე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 24 2012, 04:51 PM
პოსტი #20


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ვეთანხმები ჯა_ჯა-ს, BR-ში სროლის კარგი პრაქტიკა საჭიროა ნამდვილად.

ნუ აი კარგი მაგალითი: დისკო smile.gif

შეხედეთ რა შედეგები მაქვს მე, კოკნარას, გრიგოლს და რა შედეგი დადო სოხამ, იმავე დისკოთი smile.gif იასნა გამოცდილების ხარჯზე.


კი ბატონო საკმაო წილი ფიშტოზეც მოდის, მაგრამ როცა ქარი უბერავს, მსროლელის გამოცდილების წილიც დიდია საკმაოდ.


ჩემი შედეგიდან გამომდინარე ვაანალიზებ მშვენივრად რა შეიძლება შევცალო იმისთვის რომ გაცილებით უკეთესი შედეგი დავდო სამომავლოდ.
1) უკეთესი ოპტიკა (მქონდა ერთი ცარიელი სამიზნე, სადაც თითქოს ვხედავდი რომ ნასროლი მქონდა და პირიქით, აღმომაჩნდა რამდენიმე სამიზნე, სადაც 2-ჯერ ვისროლე, იმიტომ რომ ვერ დავინახე ნატყვიანი ჩემი ოპტიკით)
2) 25 გასროლაში 2-ჯერ მინდა დატენვა იმისთვის რომ კარგი პლატო შევინარჩუნო (იმის გამო, რომ მისროლის ზონაზეც ვხარჯავთ ტყვიებს, საკმარისი აღარაა დისკოს სტანდარტული პლატო ბოლომდე)
3) პრაქტიკა, იმისთვის რომ უკეთესად შევიტანო კორექტირებები სროლაში (სროლის პრაქტიკის სასტიკი ნაკლებობა მე თვითონ ვიგრძენი, ბოლო 4 თვე პრაქტიკულად ტყვია არ მქონდა ნასროლი ფიშტოდან)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V   1 2 3 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:44 AM
Hosted by Pro-Service