თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ CO2 პნევმატიკა _ პნევმატურ იარაღში გარკვეული ხალხის რჩევა მჭირდება

პოსტის ავტორი: g. giorgi Nov 28 2014, 02:08 AM

ფორუმელებს გაუმარჯოს! Umarex USA Hämmerli CR20-S CO2 Combo .177 Pellet ჩამოტანა ხერხდება 600 ლარად, თქვენის აზრით ღირს ეს იარაღი ეს თანხა ან რაიმე უკეთესის ყიდვა ხომ არ შეიძლება ამ ფასად ამაზონზე. ტყვიის სიჩქარე უწერია დაბალი- 560 FPS, და ამის გამო წამოვაყენე ეს საკითხი. გამოდგება მიზანში სასროლად?
ან კიდევ თუ შეგიდზლიათ მითხრათ ესეთ თოფებზე არი მოთხოვნილება? რომ არ მომეწონოს გაყიდვა შესაძლებელია?

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 28 2014, 11:36 AM

g. giorgi
CO2-ში ამხელა ფულის გადაყრა ღიირს?
მემგონი მაგ ფასად PCP-ის იყიდი თავის ნასოსიანად.
უფრო გამოცდილები გირჩევენ ალბათ!
მე ამ საკითხში გამოცდილება არ მაქვს.გაყიდვაც ჩემი აზრით გაგიჭირდება

პოსტის ავტორი: gregory Nov 28 2014, 12:17 PM

g. giorgi
წმინდა სპორტული იარაღია
ლოტარ ვალტერის ლულა, გერმანული ხარისხი...
ჩემი აზრით CO2 მინუსია: სად უნდა იშოვო 88გრამიანი ბალონები?
გაყიდვას რაც შეეხება ნამდვილად გაგიჭირდება

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 28 2014, 12:25 PM

მგონი ჯერ ვერ ჩამოყალიბებურხარ რა რისთვისაადა შენ რა გინდა....

თუ არ წაგიკითხავს გადაიკითხე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2248, მერე გადაწყვიტე რა გინდა და ნუ ფიქრობ პირდაპირ იმაზე რომ იყიდი არ მოგეწონება გაყიდი, ეგრე ცხოვრებაში ვერაფერს გამოსაყენებელს ვერ იყიდი თუ რა თქმა უნდა ვაჭრობას არ აპირებ....


მარა ვაჭრობის შემთხვევაშიც უნდა იცოდე რა რომელი კუთხით ჯობია და რამდენად მოახერხებ ამა თუ იმ საქონლით ადამიანის დაინტერესებას, შენ კი ნამეტანი სპეციფიურ ნივთს მიადექი....

შენი მინი პოსტიდან ჩანს რამდენიმე პუნქტი:

1) ძალიან ახალი ხარ და ჯერ ძებნაში ხარ რა გინდა
2) აშკარად შორს ხარ ჯერ იმისგან თუ რომელი იარაღი რისთვისაა
3) ძალიან სპეციფიური იარაღი გაქვს არჩეული და თუ წინასწარ არ იცი რისთვის გინდა, ან თუ შესაბამისი სპეც მოთხოვნა არ გაქვს ტრენერისგან, ან ვინმე მრჩეველისგან მაშინ მგონი შარში გაყოფ თავს
4) მგონი მხოლოდ ფასით აფასებ და ფასდაკლებით რომ გაიჩითა ეგ უფრო გიზიდავს ვიდრე მისი პირდაპირი დანინულება

კონკრეტულად შენს ამორჩეულს რომ გადავხედოთ შემიძლია გითხრა შემდეგი:

ფირმა არის ძალიან სპეციფიური და უშვებს სპორტულ მოდელებს იუნიორებისთვის (ანუ ახალგაზრდა სპორცმენებისთვის). ნუ ეგ არის საკმაოდ ძლიერი გერმანული მწარმოებლის ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც ძვირიანი მოდელების მაგივრად ყიდის იუნიორებისთვის შედარებით იაფიან მოდელებს, (ნუ ახლა ჯერ მოზარდს რომელიც ბოლომდე სპორცმენი არაა ძალიან ძვირიანი მოდელი რათ უნდა, ჯერ სროლა უნდა დაამუღამოს და რამე)...

მიუხედავად იმისა რომ Hamerly უშვებს იაფიან მოდელებს, ნუ გაიფიქრებ რომ იაფი გულისხმობს 1000$-ზე ნაკლებიან ფასებს... ეს საუბარია PCP მოდელებზე, მაგრამ არის უფრო იაფანი მოდელები სულ მთლად დამწყები სპორცმენებისთვსი ისეთი რომელსაც შენ მიადექი...

შენს მიერ ამორჩეული მოდელი არის სპორტული FT ვერსია AR20-ის შესუსტებული ვერსია სახელად CR20, სიმბოლო C შენს შემთხვევაში ნიშნავს Co2, ხოლო ორიგინალში არსებული სიმბოლო A ნიშნავს Air ანუ ჰაერზე მომუშავე სრულყოფილი PCP ვერსიაა.

AR20 იაფი არ ღირს, ეს კი საკმაოდ იაფია, ბევრი ნაწილი პლასტმასისაა და ალბათ ლულაც იმ დონის არაა რაც საჭიროა. ეგ მოდელი ალბათ განკუთვნილია სროლის სწავლისთვის, რომ არ იწვალო PCP იარაღის დატენვაზე, ნუ იქ ცალკე ნასოსის, თუ ბალონის შეძენაზე და ასე შედმეგ... მარტივი გამოსავალი ახალგაზრდებისთვის არის co2 ბალონი რომელიც დიდ დატვირთვებს და ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს (იარაღის აირით დატენვისთვის შემთხვვეაში იღლება ადამიანი ან ფულს ხარჯავს ბალონში და შედეგად სროლისთვის ნაკლები დრო გრჩება თუ ნასოს იყენებ, ან ბევრ ფულს ხარჯავ ბალონში ) შედეგად უფრო მეტ დროს უთმობ სროლას.

იმის გამო რომ იარაღი განკუთვნილია სპორტული სროლისთვის თან co2-ზე, მას არ გააჩნია პრეტენზიები მაღალ სიჩქარეებზე, co2 იდეალური გამოსავალია, დაბალი სიჩქარე და მსუბუქი ტყვია კი ნიშნავს მოკლე მანძილებს, პლიუს სპეციფიური კონდახის ფორმა, მოკლედ რავიცი, 35 მეტრზე ეს იარაღი უკვე კაი დიდ გაფანტვას იძლევა, ასე რომ მგონი მაქსიმუმ 10-20 მეტრია მაგის სამუშაო მანძილი

მაგ იარაღს ვერ გამოიყენებ ნორმლაური ტყვიების სასროლად, ანუ თუ მსუბუქ ტყვიაზე იძლევა 165 მეტრ წამს, ნორმალურ მძიმე ტყვიაზე მოგცემს 110-120 მეტრ წამს, ეგ კი მაქსიმუმ 10-15 მეტრზე ბოთლების დასამტვრევად გამოდგება.

ამ იარაღს არ აქვს მცველი რას სპორტულ ღონისძიებაში გამართლებულია, მაგრამ სანადირო ან საპლინკაო საქმეში გაუმართლებელია და შეიძლება შემთხვვეით გაგივარდეს იარაღი, ასევე სპორტული სპეციფიკაციებიდან გამომდინარე აქვს ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი და ოპტიკის რელსი სპეციალური 5 გრადუსიანი დახრით რომელიც სპორტული იარაღისთვისაა განკუთვნილი.

შინაარსი ასეთია, არის სპეციფიური იარაღი სპეციფიური დანიშნულებისთვის, არავინ ამბობს იმას რომ შენ ახლა ვერ შესძლებ ჯინაზე სხვა საქმეში გამოყენებას, ნუ აქ ისეთი პონტია რა აი ყველას ყავს ნავაროჩენი სპორტული მანქანები და შენ მათ საგონკაოდ უდგები შენი ჟიგულით... ნუ არავინ გიკრძალავს დადგომას და მონაწილეობას მაგრამ შედეგი ხომ წინასწარ ცნობილია smile.gif... გაყიდვა მოგინდება და უნდა უმტკიცო ვიღაცას რომ მაგარი მანქანაა და რავი....

პლიუს მგონი მაგას 88 გრამიანი co2 ბალონები უნდა რაც ჩვენთან არ იშოვება, რაფერ აპირებ მაგის გამოყენებას ეგ ვააბშე ცალკე საკითხია...

ასე რომ მგონი ჯობია სხვა რამისკენ გაიხედო smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 28 2014, 01:44 PM

g. giorgi

ციტატა(g. giorgi @ 28th November 2014 - 03:08 AM) *
ჩამოტანა ხერხდება 600 ლარად

თან მემგონი არც თუ ისე იაფად ჩამოგაქვს.ახლები კი ღირს 600$ ვითომ,მაგრამ 200 დოლარად ნახმარებიცაა,ერთი შემხვდა ამაზონზე.

პოსტის ავტორი: okela84 Nov 28 2014, 02:15 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 28th November 2014 - 12:36 PM) *
მემგონი მაგ ფასად PCP-ის იყიდი თავის ნასოსიანად.

მაგალითად რომელს ?

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 28 2014, 03:18 PM

okela84
http://www.ebay.com/itm/Benjamin-Discovery-PCP-Rifle-22-Cal-BP9M22GSL-/400781888358?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item5d50764b66

440 ლარი ან კიდე უფრო ნაკლები, და წონა

განბაჟებით ყოველ შემთხვევაში მე შევძლებ რომ განბაჟების გარეშე ჩამოვიტანო.+ შემიძლია ცოტა დავაკლებინო.
ან თუნდაც ამაზე იაფად რაიმე მეორადის ჩამოტანა ან აქვე ყიდვა.

რაც შეეხება ნასოსს
მაგ ეს:
http://www.aliexpress.com/item/JUFENG-high-pressure-pcp-hand-pump-4500psi-down-40-directly-to-90-for-supporting-new-buyers/1351088235.html

133$ და წონაც არ ექნება გადასახდელი.

ჯამში გამოვიდა 680 ლარი,
მაგრამ მე მგონია რომ თუ კიდე კარგად დაძებნი უფრო იაფადაც იყიდი smile.gif
ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რომ ვაჭრობა მეხერხება ფორუმიდან (თბილისის) biggrin.gif

შეიძლება იდეალური ვარიანტები არ დავწერე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდიც არ იქნება მგონი.იმასთან შედარებით რაც ზემოთაა და გასაყიდადაც მარტივი იქნება ალბათ smile.gif

თუ რამეში ვცდები ესეც არ უნდა იყოს საგანგაშო,იმიტომ რომ დიდად ვერ ვერკვევი იარაღში,
უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრება იყო მეტი არაფერი.ესეც დავაფიქსირე,რომ უფრო კომპეტენტურებიც გირჩევენ თქო smile.gif

პოსტის ავტორი: DaV1nCh Nov 28 2014, 04:52 PM

temo-777
ეგ დისკო .22-ია, მაგ კალიბრს კიდე აქ საბაჟოზე არ გამოგატანენ, ჩამოგართმევენ.

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 28 2014, 05:25 PM

DaV1nCh
ეგ ვიცი კაცო რომ ამას არ შემომატანინებენ smile.gif ,ეს სიტყვაზე დავწერე,თორე ა ბატონო იგივე 4.5-იანი:
http://www.ebay.com/itm/Benjamin-Discovery-PCP-Rifle-177-Cal-BP1K77GSL-/351184996479?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item51c441c87f

პოსტის ავტორი: g. giorgi Nov 28 2014, 08:25 PM

გმადლობთ პასუხისთვის ბატონებო, 670$-იანი რაგაც 199$-ად გაიჩითა და იქნებ მაგარი რამეა მეთქი დამაინტერესდა. მოკლედ გადავიფიქრე ყიდვა დეფიციტური ბალონების გამო. 105$-ად ვიყიდი Crosman Vantage Nitro Piston Air Rifle with Scope, და ეგ იქნება

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 28 2014, 10:12 PM

g. giorgi

ციტატა(g. giorgi @ 28th November 2014 - 09:25 PM) *
რაგაც 199$-ად გაიჩითა

ნუ მამენტ ახლა შენი ფინანსური მდგომარეობა არ ვიცი, თორემ მაგ ფასად კი ღირდა ყიდვა smile.gif ნუ ჩემის მოკრძალებული აზრით რა თქმა უნდა...

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 28 2014, 10:19 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 28th November 2014 - 11:12 PM) *
რაგაც 199$-ად გაიჩითა


რა თლათ ჩემნაირად აზროვნებ შენც biggrin.gif , სად გაიჩითა აბა დაგვილინკე ერთი smile.gif

პოსტის ავტორი: g. giorgi Nov 29 2014, 12:29 AM

http://www.amazon.com/gp/product/B004XVIRM0/ref=ox_sc_sfl_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A2QRZCM62H31GG

პოსტის ავტორი: g. giorgi Nov 29 2014, 12:34 AM

წერია რომ უხმარია და ოთხი ცალინ აქვთ გასაყიდი, ერთი მითხარით ტყვიები სათითაოდ ჩადის? თუ მჭიდი აქვს

პოსტის ავტორი: cz80 Nov 29 2014, 01:16 AM

ციტატა(g. giorgi @ Nov 29 2014, 01:34 AM) *
წერია რომ უხმარია და ოთხი ცალინ აქვთ გასაყიდი, ერთი მითხარით ტყვიები სათითაოდ ჩადის? თუ მჭიდი აქვს

სათითაოდ

პოსტის ავტორი: cz80 Nov 29 2014, 01:29 AM

ამ ლინკზე ორი ცალი აქვთ და ორივე მეორადი.. Aქედან ერთი 199 მწვანე პლუს 11 დოლარი შიპინგი და ერთიც 480 დოლარი..
ჩისტა სპორტული კარაბინია, 10-15 მ-ზე სასროლად..პლუს ამას ბალონები პრობლემა

პოსტის ავტორი: g. giorgi Nov 29 2014, 09:39 AM

199-ია, 11 დოლარი აღარ მიუმატა camex-ზე რომ ვაგზავნიდი, უკვე სამი დგეა და ჯერ არც ერთი არ გაეყიდათ ოთხიდან. ეტყობა სახარბიელო მართლა არაფერია

პოსტის ავტორი: temo-777 Dec 3 2014, 04:37 PM

ერთი ის მითხარით რა: რეფითერი და ბლოუბექი,სხვადასხვა რამეა? biggrin.gif თუ sad.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Dec 3 2014, 04:51 PM

თუ კი თვითოეულს რა დანიშნულება აქვს. მაშინ,ვიცი რომ ბლოუბექი შემდეგ გადატენვას აკეთებს მგონი. (თუ სწორად ვიცი smile.gif )
კიდევ რამოდენიმე კითხვა.SEMI-AUTO DA და აუტო-ს შორის განსხვავება. რას აკეთებს აუტო რასაც სემი ვერ აკეთებს?
და კიდევ აი მაგ. ვნახულობ იარაღის მონაცემებს აქ.
http://www.pyramydair.com/s/m/ASG_Bersa_Thunder_9_PRO_BB_Pistol/2909#
სად წერია რომ სიტყვაზე BB-საც ისვრის და ჩვეულებრივ ტყიებსაც.ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 3 2014, 05:34 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 3rd December 2014 - 05:51 PM) *
და კიდევ აი მაგ. ვნახულობ იარაღის მონაცემებს აქ. http://www.pyramydair.com/s/m/ASG_Bersa_Th...BB_Pistol/2909#სად წერია რომ სიტყვაზე BB-საც ისვრის და ჩვეულებრივ ტყიებსაც.ვერ ვნახე

და სათაური თუ წაიკითხე კარგად smile.gif

ესეიგი მაგი არის ASG Bersa Thunder 9 PRO მოდელიო და ბოლოს 2 სიტყვა აღარაა საჭირო თუ??? smile.gif კაკრაზ მანდაა ნათქვამი რა ოხრობას ისვრის...BB Pistol

დალშე:

1) ბლოუ ბექი - ანუ სიმულირება რეალური პისტოლეტის გადატენვის, სინამდვილეშI არაფერი არ იტენება უბრალოდ ჩახმახი ანუ კოლოფი ისე დადის წინ და უკან როგროც რეალურ პისტოლეტში, ანუ მაქსიმალურიად მიახლოებულია რეალურ მოდელთან. გაითვალისწინე ბლოუ ბექი ერთის მხრივ რეა;ისტურია და ხელშიც კარგად დახტის და რეალურის შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ გაზს გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვეულებრივი მოდელები

2) რეპიტერი - შედარებით ახალი ამერიკული გამომცხვარი სიტყვაა და მაგით აღნიშნავენ ხოლმე კლიპს რომელიც ყოველი გადატენვისას თვითონ ტრიალდება და ტყვიას ლულის წინ აყენებს.

3) ახლა Semi Auto და Full-Auto ქე უნდა იცოდე, ანუ ნახევრად ავტომატური და სრულიად ავტომატური. პირველით აღინიშნევა იარაღი (ძირითადად ცეცხლსასროლში) რომელიც სასხლეტის თითო გამოკვრაზე თითო გასროლას აკეთებს, თან გადაიტენება ახალ ტყვიას ჩადებს ლულაშI, მაგრამ არ ისვრის სანამ მსროლელი არ გაუშვებს სასხლეტს ხელს და თავიდან არ მოწიმავს სასხლეტს. სრული-ავტომატი, ჩვენთან უფრო ჩვეული პროსტა ავტომატი, ნიშNავს იმას რომ ერთხელ დააჭიროე ხელი სასხლეტს და რაც რამე იყო "აბოიმაში" გაუშვა და დახარჯა smile.gif იმედია ახლა გსაგებია რა არის smile.gif




პოსტის ავტორი: temo-777 Dec 3 2014, 06:19 PM

ja_ja
გასაგებია ყველაფერი,გარდა ამისა.

ციტატა(ja_ja @ 3rd December 2014 - 06:34 PM) *
BB Pistol

ეს მივხვდი რომ BB-ის ისვრის,მაგრამ რახან BB-ის ისვრის ესე იგი ჩვეულებრივ ტყვიებსაც გაისვრის თუ როგორ არის მანდ?

პოსტის ავტორი: gregory Dec 3 2014, 06:28 PM

ციტატა(temo-777 @ 3rd December 2014 - 07:19 PM) *
მაგრამ რახან BB-ის ისვრის ესე იგი ჩვეულებრივ ტყვიებსაც გაისვრის თუ როგორ არის მანდ?

ეგრე არაა, მანდ მჭიდის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს ჩვეულებრივი ტყვიების ჩადებას
თანაც ”BB" იარაღი გლუვლულიანია


პოსტის ავტორი: temo-777 Dec 3 2014, 06:31 PM

gregory
ხოდა როგორ გავიგო აბა,ისვრის თუ არა ჩვეულებრივს,რა პარამეტრებით შეიძლება რომ მივხვდე,თუ წერია სადმე და ვერ ვხედავ smile.gif
მაპატიეთ თუ მოგაბეზრეთ თავი კითხვებით smile.gif
შემხვედრია საიტებზე აღწერაში.ეწერათ რომ ისვრის BB-საც და ჩვეულებრივებსაც, ზოგს არაფერი უწერია

პოსტის ავტორი: gregory Dec 3 2014, 06:45 PM

temo-777
მჭიდს დააკვირდი,
თუ ეგეთია როგორიც ზემოაღნიშნულ იარაღს აქვს ეგ ცალსახად BB ტყვიებზეა,
თყ http://www.walmart.com/ip/Crosman-8-Shot-BB-Pellet-Clips-3pk/17173790?affilsrc=api&u1&oid=223073.7200&wmlspartner=q5QZHUbCIj8&sourceid=17824579210356093473&affillinktype=14&veh=aff ან http://www.pyramydair.com/s/a/Beretta_PX4_Storm_177_magazine/2098, ან http://ep.yimg.com/ay/airgundepot/beretta-air-rifles-beretta-cx-4-storm-co2-rifle-w-30-rd-pellet-capacity-9.gif მაგვარია, მაშინ კლასიკურ ტყვიებზეა

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 4 2014, 03:28 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 3rd December 2014 - 07:31 PM) *
ხოდა როგორ გავიგო აბა,ისვრის თუ არა ჩვეულებრივს,რა პარამეტრებით შეიძლება რომ მივხვდე,თუ წერია სადმე და ვერ ვხედავ

ცცოხალი თავით გინდა რომ ისროდეს იმას რაც ჩაიფიქრე და ამასობაშI არ ისვრის არა smile.gif smile.gif რა ვქნათ პირდაპირ უწერია რომ მხოლოდ BB იარაღია და ... smile.gif

რა ვქნათ ტყუილს ხომ არ გეტყვით smile.gif

თუ იარაღი არის ისეთი რომელიც ორივე ტყვიას ისვრის ეგეთს გაექეცი რაც შეიძლება შორს, იმიტომ რომ ან არის იარაღი BB-ზე გათვლილი და აქვს გლუვი ლულა, ან არის გათვლილი იარაღი ჩვეულებრივ ტყვიებზე (ინგლისურად Pellets) და მაშIნ ლულა მაგ შემXთვევაში არის ხრაზნებიანი (უფრო იცნობს ქართული საზოგადოება რუსულ სიტყვას "ნარეზიანი")...

BB ტყვიებს ანუ ბურთულებს ხრახნიანი ლულიდან ნორმალურად ვერ გაისვრი, აბა შენთვითონ წარმოისახე მრგვალი ტყვია ხრახნებზე რაფერ იტრიალებს, მარტო ისე კი არ იქნება როგორც შენ ჩაიფიქრებ რომ ერთი მხრიდან დაჯდეს ხრახნებზე და ვსიო, სიმანდვილეში ხან ისე გადატრიალედება ხან ასე და იმის მაგივრად რომ ტრიალით გამოვიდეს ტყვია თავისი ღერძის გასწვრივ, გამოვა ხვანცალ ხტუნავით, შედეგად სიზუსტე კაპუტენ smile.gif პლიუს ლითონის ბურთულები ხრახნებს აფუჭებს და კაპიკია მაგის მერე ხრახნიანი ლულის ფასი

ტყვიებს გლუვი ლულიდან ვერ ვიტყვი რომ ვერ გაისვრი მეთქი, მაგრამ ჩვეულებრივ ტყვიას ტრაექტორიაზე ფრენისას სტაბილურობა რომ ჰქონდეს სჭირდება თავისი ღერძის ირგვლივ ტრიალი, მაგას გიროსკოპის ეფექტი ჰქვია, გლუვ ლულაშI კი მაგის მიღწევა შეუძლებელია, თან გლუვი ლულა როგორც წესი ცოტაოდენ ყოველთვის დიდია დასახელებულკალიბრთან მიმართებაში რომ მრგვალი ტყვია არ გაეწედოს....

შესაბამისად ან ერთი უნდა იყოს ან მეორე, კომბინირებული არ არსებობს ან სრული საგიჟეთი იქნება....

პოსტის ავტორი: temo-777 Dec 4 2014, 04:02 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 4th December 2014 - 04:28 PM) *
რა ვქნათ პირდაპირ უწერია რომ მხოლოდ BB იარაღია და .

biggrin.gif
ციტატა(ja_ja @ 4th December 2014 - 04:28 PM) *
თუ იარაღი არის ისეთი რომელიც ორივე ტყვიას ისვრის ეგეთს გაექეცი რაც შეიძლება შორს, იმიტომ რომ ან არის იარაღი BB-ზე გათვლილი და აქვს გლუვი ლულა, ან არის გათვლილი იარაღი ჩვეულებრივ ტყვიებზე

მადლობა ინფორმაციისთვის,არადა ვფიქრობდი მეთქი ბარემღა ვიყიდითქო ორივეს რომელიც ისვრის,
ხან pellet1-ებით ვისროდი და ხან BB-თი თქო smile.gif
როგორც ვიცი BB-ს უფრო მეტი ძალა აქვს და ჩვეულებრივ ტყვიებს შედარებით მეტი სიზუსტე ვიდრე ძალა.
ბარემ ახალი თემა რომ არ გავხსნა შერჩევაზე სიტყვაზე ეს ვთქვათ 80$ად როგორი იარაღი იქნებოდა?
fps-ებმა მომხიბლა!როგორც მივხვდი pellet-ებს ისვრის
http://www.ebay.com/itm/Gamo-Pt-85-Blowback-Socom-Pellet-Pistol-Box-Quad-Rail-611138654-/400751252163?ssPageName=ADME:X:AAQ:US:1123

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 4 2014, 05:26 PM

ციტატა(temo-777 @ 4th December 2014 - 05:02 PM) *
როგორც ვიცი BB-ს უფრო მეტი ძალა აქვს და ჩვეულებრივ ტყვიებს შედარებით მეტი სიზუსტე ვიდრე ძალა

სცდები...

BB - ნაკლები ძალა ნაკლები სიზუსტე
Pellets - მეტი ძალა და მეტი სიზუსტე

მიზეზი ზემოთა პოსტში ავღწერე, BB-ს ლულა გლუვია და ტყვიას ბოლომდე ზუსტად არ ერწყმის შედეგად ნაწილი აირი ტყუილა იხარჯება (გვერდებში იპარება და ძალა სუსტდება), პლუმბუმის და კალის შენადნობიანი ტყია კი ჯერესერთი ხრახნებზე ჯდება და ტტრიალის გამო მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს, პლიუს BB-ზე შედარებით მძიმეა (BB იწონის სტანდარტულად 5.1 გრეინს, ხოლო ყველაზე მსუბუქი Pellet-ი კი 7.9 გრეინს, შესაბამისად ერთიდ ა იგივე სიჩქარეზე უფრო მძიმე ტყვია მეტ ძალას მოუყრის თავს), გარდა ზემოთ თქმულისა Pellet-ის ტყვიებს აქვს უკან იუბკა, თან ტყუილა არ აქვს ეგეთი ფორმა, აირი დიდი სისწრაფით მაგ კაბაში მოხვედრისას აფართოვებს მაგ შტუკას რის გამოს ტყვიის უკანა ბოლო ლულის კეცლებს ბოლომდე ეხება და აირს ტყუილა იქეთ აქეთ არ აპარებს.

სწორედ მაგიტომაა რომ ერთი და იგივე პორცია აირზე BB -ც და Pellet-იც ერთი სიჩქარით მიფრინავენ, თორემ ჰაერის გაპარება რომ არ იყოს მაშინ BB იმის გამო რომ მსუბუქია უფრო ჩქარა უნდა მიფრინავდეს.

შენს დადებულ პისტოლეტზე ვერაფერს გეტყვი, მაგაზე იმედია სხვა გაგცემს კომპეტენტურ პასუხს

პოსტის ავტორი: temo-777 Dec 4 2014, 05:30 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 4th December 2014 - 06:26 PM) *
სცდები...

BB - ნაკლები ძალა ნაკლები სიზუსტე

მადლობა.დაგიჯერებ როგორც მცოდნე და გამოცდილ ადამიანს smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Sep 24 2015, 07:17 PM

გამარჯობა ყველას ასი წელი არ ვყოფილვარ აქეთ, გადავალ პირდასპირ კითხვებზე.

წავიკითხე რაც შემეძლო აქაც _სხვაგან . მინდა ვიყიდო სოფლისთვის პისტოლეტი ბალონზე უნარეზო გლუვი ბურთულებს რო ისვრის! გასართობად მიზანში სასროლად .
აბსოლუტური ჩაინიკი ვარ ამ ცეო პისტოლეტებში. biggrin.gif
ორი რამ მინდა ქონდეს ფიშტოს შორს სროლა და ხარისხი...
ერთი მოდელიც რო დამისახელოთ საკმარისია ..ოღონდ პისტოლეტს რო გავდეს ..ზოგს გაუგებარი ფორმები აქვს wink.gif
ნუ შეწუხდებით ..ორი სიტყვაც საკმარისზე მეტია

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 24 2015, 08:07 PM

შორი სროლა დაივიწყე - 15 მეტრი მაქსიმუმი რეალში 5-10 მეტრი

მოდელებიდან კი Crosman Pro77 ან Walther P99 Compact-ი.. ნუ მემგონი, ანუ ჩემის აზრით smile.gif

პოსტის ავტორი: samuraisxmali Sep 25 2015, 10:44 AM

მიხომიტო
გლუვლულიანზე თუ ამბობ, ბურთულებს რომ ისვრის, მაგით 10 მეტრზე შორიდან 2 ლიტრიანი ბოთლისთვის გარტყმა გაგიჭირდება. მე მქონდა ეგეთი პისტოლეტი - კოლტი 1911.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Sep 26 2015, 10:30 AM

გამარჯობათ. მეგობარმა შეიძინა ქროსმანის პისტოლეტი დოლურიანი,ჩადის რვა ტყვია. მოკლედ,წნევას კარგავს ალბათ მინიმუმ მეოთხედს და შესაბამისად სუსტია. ორ ადგილას აპარებს,დოლურის წინიდან და უკნიდან. ეშველება რამე?

პოსტის ავტორი: temo-777 Sep 26 2015, 11:01 AM

co2 პისტოლეტი მიზანში ძალიან ბანძი გამოგონებაა.
http://www.pyramydair.com/s/m/Colt_1911_Special_Combat_Classic_BB_Pistol/2777
ეს მაქვს და ვეღარ გავიგე მიზანი როგორ გავუსწორო,ხან ამინდიო,ხან ტემპერატურა,ხან მე ვერ ვარტყავ biggrin.gif
მაგრამ ბლოუბექი რომ არა აქვს 100 გასროლამდე კი აკეთებს smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Sep 26 2015, 03:16 PM

ციტატა(SCORPIONS @ Sep 26 2015, 11:30 AM) *
გამარჯობათ. მეგობარმა შეიძინა ქროსმანის პისტოლეტი დოლურიანი,ჩადის რვა ტყვია. მოკლედ,წნევას კარგავს ალბათ მინიმუმ მეოთხედს და შესაბამისად სუსტია. ორ ადგილას აპარებს,დოლურის წინიდან და უკნიდან. ეშველება რამე?
აპ

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services