თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ პნევმატური იარაღის ჩამოტანა + გაფორმება

პოსტის ავტორი: nch7 Feb 10 2015, 08:55 PM

სალამი,

მთელი დღეა ვეძებ პნევმატური იარაღის ჩამოტანა + გაფორმებაზე ინფოს და ვერსად ვერ ვნახე ნორმალურად რომ ეწეროს და თქვენ დამაკვალიანოთ იქნებ?

აქაც გადავიკითხე თემები და გაურკვეველი სიტუაციაა როგორც მივხვდი, 20 იანვარს ელოდებოდით ვნახე მარა რა მოხდა 20 იანვარს ეგ ვეღარ გავიგე biggrin.gif ძველ თემებში გადაღეჭილია ეს საკითხი ვიცი მარა ამ ახალმა კანონმა ხო შეცვალა რაღაცეები და ვეღარ გავარკვიე მოკლედ რა უნდათ..

18 წლის ვარ და მინდა პნევმატურის გამოწერა (ბესტექსს ჩამოაქვსო წავიკითხე სადღაც), თუ გამოწერა არ გამოვა მაშინ აქ ყიდვა და თუ იცით ამჟამად რა სიტუაციაა გაფორმებაზე, ტარების ნებართვაზე და ა.შ. იქნებ გამარკვიოთ მეც, ალბათ სხვებსაც გამოადგებათ smile.gif

ხო კიდე, ტარების ნებართვა ზუსტად რას ნიშნავს? ლისზე რო ავიდე მანქანით, ვიფლინქაო და უკან წამოვიდე ამისთვის იარაღის ტარების ნებართვა მჭირდება?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 10 2015, 09:14 PM

nch7
გაგიმარჯოს,

მოკლედ გეტყვი, გაურკვევლობაა მაგ საკითხში და ვერავინ ევრ გირჩევს ზუსტად როგორ მოიქცე, კანონის მიხედვით თავისუფალ გაყიდვაშია და ამავდროულად გაფორმებასაც ითხოვენ, მიდიხარ გასაფორმებლად გეუბნებიან არ ფორმდებაო და დაგიჭერენ და გაუფორმებლობის მიზეზით ჩამოგათმევენ, მოკლედ აი იცი როგორი სიტუაციაა, როგორიც ქვეყანაში რა biggrin.gif ანუ სადღაც ტრაკის იქით ვართ მაგრამ სად ზუსტად ჯერ არ ვიცით wink.gif

პოსტის ავტორი: nch7 Feb 10 2015, 09:30 PM

geojorjika

ხო დაახლოებით ეგეთი წარმოდგენა შემექმნა მეც თემებს რო ვკითხულობდი წეღან biggrin.gif

ჩამოტანაზე რა სიტუაციაა? როგორც ჩვეულებრივად ვიწერ სხვა ნივთებს ისევე იქნება ყველაფერი?

საბაჟოზე თუ გააჩერეს და რამე პრობლემები იყო, რომც გამომატანონ ალბათ გაფორმებას მომთხოვენ ხო?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 10 2015, 09:42 PM

nch7
ჩამოტანაზეც იგიცე , ჯერ ჩამოდის ჩვეულებრივად მაგრამ ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის smile.gif

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 10 2015, 09:46 PM

ციტატა(nch7 @ Feb 10 2015, 10:30 PM) *
geojorjika

ხო დაახლოებით ეგეთი წარმოდგენა შემექმნა მეც თემებს რო ვკითხულობდი წეღან biggrin.gif

ჩამოტანაზე რა სიტუაციაა? როგორც ჩვეულებრივად ვიწერ სხვა ნივთებს ისევე იქნება ყველაფერი?

საბაჟოზე თუ გააჩერეს და რამე პრობლემები იყო, რომც გამომატანონ ალბათ გაფორმებას მომთხოვენ ხო?



ჯერჯერობით გადამზიდი კომპანია ნახე რომელსაც ჩამოაქვს ოღონდ .177 იგივე 4.5მმ უნდა იყოს კალიბრი მეტი არა smile.gif და ჩამოიტან, უბრალოდ სადმე თუ გაგაჩერეს მერე მაგ თოფით წაგართმევენ და 200 ლარიანსაც გადმოგცემენ sad.gif ასე რომ მოერიდე გარეთ გატანას

პოსტის ავტორი: nch7 Feb 10 2015, 09:55 PM

kubi11
geojorjika

გასაგებია მოკლედ ვიყიდი და ჩემთვის წყნარად ვიკაიფებ, სადღაც ტყეში იმედია პატრული არ ჩამისაფრდება biggrin.gif

ისე, თქვენც ასე ფრთხილობთ უბრალოდ რო პატრულს არ გადაეყაროთ თუ გაფორმებული გაქვთ?

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 10 2015, 10:00 PM

ციტატა(nch7 @ Feb 10 2015, 10:55 PM) *
kubi11
geojorjika

გასაგებია მოკლედ ვიყიდი და ჩემთვის წყნარად ვიკაიფებ, სადღაც ტყეში იმედია პატრული არ ჩამისაფრდება biggrin.gif

ისე, თქვენც ასე ფრთხილობთ უბრალოდ რო პატრულს არ გადაეყაროთ თუ გაფორმებული გაქვთ?



მთავარია არაფერი მოკლა ნადირობაც აკრძალულია, დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 200 მეტრი უნდა იყოს დაშორება და შეიძლება მაინც წაგართვან არიცი რა ხასიათზე გადაეყრები, არ აფორმებენ და სად გავიფორმებდი sad.gif

პოსტის ავტორი: nch7 Feb 11 2015, 12:32 AM

მადლობა ბიჭებო, დავკვალიანდი ცოტა რა და როგორ უნდა ვქნა smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 11 2015, 08:02 AM

აქ ფორუმელებს მგონი ჯერ 4.5 ზე მაღალი არ ჩამოგვიტანია მაგრამ,
2 კვირის წინ კამექსში ვიყავი ბათუმში, 4.5მმ ზე მაღალი კალიბრი შემოდის და სანებართვოდან რაღაც საბუთი მოაქვთ და თავისუფლად გააქთო, არ დამიზუსტებია.

პოსტის ავტორი: gela Feb 11 2015, 01:08 PM

Ex3

ციტატა(Ex3 @ 11th February 2015 - 09:02 AM) *
2 კვირის წინ კამექსში ვიყავი ბათუმში, 4.5მმ ზე მაღალი კალიბრი შემოდის და სანებართვოდან რაღაც საბუთი მოაქვთ და თავისუფლად გააქთო, არ დამიზუსტებია.



ეგ ცოტა ისეთი ინფოა რომ დარწმუნებული ვარ ბევრ ჩვენგან დააინტერესებს, თუ შეგიძლია და თუ გაქვს მაგის დრო, იქნებ დაგვიზუსტო ზუსტად რა ნებართვას და სად იძლევიან, მთელი ფორუმი მადლობელი დაგრჩებით, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლების გადამკიდე ისეთი სიტუაციაა, შეიძლება კანონი მიიღონ და ხვალ მთელი პნევმო მფლობელები კრიმინალებად გამოგვაცხადონ

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 11 2015, 02:10 PM

კამექსის გვერდზე მსგავსი არაფერი წერია სამწუხაროდ sad.gif დიდი წითელი ასოებით მხოლოდ 4.5მმ ჩამოგვაქვსო და მეტი არაფერი sad.gif ნუ ეგეც კაია სულ არაფერს ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 11 2015, 03:23 PM

gela
ხვალ გასასვლელი ვარ კამექსში და ვკითხავ კონკრეტულად საიდან მოაქვთ და რა საბუთია,ალბათ გავალ იქაც სადაც იძლევიან და ვნახავ რას მეტყვიან.

kubi11
ხო მეც გამიკვირდა , პნევმატურის გამოსატანად ვიყავი და ლაპარაკი წავიდა იქ თოფებზე და თვითონ კამექსის თანამშრომელმა მითხრა.რომ ვიღაცამ ჩამოიტანა, რაღაც საბუთები მოიტანა და წაიღოო თოფიო.

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 11 2015, 03:45 PM

ციტატა(Ex3 @ Feb 11 2015, 04:23 PM) *
gela
ხვალ გასასვლელი ვარ კამექსში და ვკითხავ კონკრეტულად საიდან მოაქვთ და რა საბუთია,ალბათ გავალ იქაც სადაც იძლევიან და ვნახავ რას მეტყვიან.

kubi11
ხო მეც გამიკვირდა , პნევმატურის გამოსატანად ვიყავი და ლაპარაკი წავიდა იქ თოფებზე და თვითონ კამექსის თანამშრომელმა მითხრა.რომ ვიღაცამ ჩამოიტანა, რაღაც საბუთები მოიტანა და წაიღოო თოფიო.



ნუ სანებართვოშია მისასვლელი და დასაზუსტებელი, მერე კამარას უნდა დაელაპრაკო და შეუთანხმდე სავარაუდოდ თუ ეგრე შვებიან smile.gif ისე კაი იქნებოდა სულ მინიმუმ .22-ზე რომ მაინც იძლეოდნენ უფლებას smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 13 2015, 03:04 PM

კამექსმა გადამამისამართა ე.წ. საპატრულოში(არ მგონია საპატრულო ერქვას , მართვის მოწმობებს სადაც იძლევიან რა) , მივედი და ვკითხე 4.5მმ ზე მაღალი კალიბრის პნევმატური იარაღი შემოტანა მინდა და ნებართვისთვის ვის მივმართო მეთქი.
იმათმა კიდე პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ამჟამად შეჩერებულიაო, უკვე მივხვდი რომ აზრზე არ იყვნენ, მაგრამ ვკითხე მაინც რეგისტრაცია არ მინდა შემოტანა მინდა და მაგის ნებართვას გეკითხებით მეთქი.
რეგისტრაცია შეჩერებულია და შესაბამისად შემოტანაც არ შეიძლებაო(ზოგადად თქვა პნევმატურ იარაღზე) . აზრი არ ქონდა მაგრამ რავიცი მაინც ვუთხარი რომ 4.5 მმ ი კალიბრის მქონეს შემოტან შეიძლება მეთქი და არაო.
წამოვედი
ორშაბათს მისასვლელი ვარ კიდე კამექსში და თუ დამაკავშირებენ იმასთან ვისზეც თქვეს რომ შემოაქვსო იქნებ რამე გავარკვიო.

პოსტის ავტორი: butana Mar 25 2015, 11:27 AM

გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს walmart-დან ვაპირებდი benjamin-ის გამოწერას camex-ის ამერიკის მისამართი რო მიუთითე, დამიწერა მაგ შტატში შეზღუდვაა პნევმატიკის გადაზიდვაზეო და ხომ არ იცით რაშია საქმე.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 25 2015, 12:13 PM

butana
არის ზოგიერთი შტატები რომ შეზღუდვაა

პოსტის ავტორი: butana Mar 25 2015, 03:31 PM

ბაიკერი
კი ეგ ვიცი მაგრამ იცი რას ვერ ვიგებ, camex მხოლოდ მაგ შტატში აქვს მისამართი და აბა როგორ ჩამოაქვს თუ მაგ შტატში შეზღუდვაა?

პოსტის ავტორი: nikusha90 Mar 25 2015, 03:37 PM

ისე კანონის მხრივ როგორ ვართ? ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში რაიმე სიახლე ხოარ გვაქვს?
კვლავ, ყიდვას არ გვიშლიან არ გვიფორმებენ და თუ დაგვიჭირეს გაუფორმებლობაზე 200 ლარიანი ჯარიმაა + ჩამორთმევა ფიშტოსი?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 25 2015, 03:53 PM

nikusha90
საქართველოა რას იზამ biggrin.gif

butana
თითონ წალმარტია ეგეთი საიტი თორე სხვა საიტიდან მიყიდა კამექსით

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 25 2015, 04:08 PM

butana
რაღაცას ვოლმარტი ატრაკებს...

და შენც სხვა საიტზ ერომ იყიდო რა მოხდება? დავიჯერო მარტო მანდაა ეგეთ საინტერესო ფასად smile.gif თუ ეგრეა, მაშინ დადეგი არჩევანის წინაშე:

1- იყიდო ვოლმარტIშ და ვერ ჩამოიტანო, შედეგად ვაბშე ვერც გამოიწერო რაც არ უნდა კაი ფასი იყოს
2 - იყიდო სხვა მაღაზიაში ცოდა ძვირად, მაგრამ ჩამოიტანო და ამოისუნთქო smile.gif


nikusha90

ციტატა(nikusha90 @ 25th March 2015 - 04:37 PM) *
ისე კანონის მხრივ როგორ ვართ? ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში რაიმე სიახლე ხოარ გვაქვს? კვლავ, ყიდვას არ გვიშლიან არ გვიფორმებენ და თუ დაგვიჭირეს გაუფორმებლობაზე 200 ლარიანი ჯარიმაა + ჩამორთმევა ფიშტოსი?

კი ზუსტად ეგრეა. ვის სცხელა ცვლილებისთვის ომია პოლიტიკაში გაქანებული, ხოცავენ ერთმანეთს smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Mar 25 2015, 06:03 PM

butana
და რის ჩამოტანას აპირებ თუ საიდუმლო არაა?


პოსტის ავტორი: okela84 Mar 25 2015, 06:14 PM

ციტატა(gela @ 11th February 2015 - 02:08 PM) *
ეგ ცოტა ისეთი ინფოა რომ დარწმუნებული ვარ ბევრ ჩვენგან დააინტერესებს

+1

სადაც 22 იქაც 25 ბარემ, თუ გარისკვაა 25 გავრისკავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: SVD Apr 2 2015, 02:51 AM

ბოლობოლო რაო რახდება არაპირებენ ახალ კანონს 5.5 რო დაუშვან მაგრად მინდა რა

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2015, 08:18 AM

რა ხდება და ასე თქვეს არც იოცნებოთ, მიუხედავად იმისა რომ ოცნების სახელით ვართ მოსულიო smile.gif

ასეთი რაღაცეები, 2-3 დთეში კვირაში და თვეში არ წყდება და არ იცვლება. ასე რომ რაღაც სასწრაფო გამოსავალს და გადაწყვეტილებას ნუ ელი

პოსტის ავტორი: SVD Apr 2 2015, 01:26 PM

მაგრად ტეხავს ისევ xxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxx xxxxxxxx xxxxx რა

პოსტის ავტორი: Archery Apr 2 2015, 05:22 PM

სალამი კარგ ხალხს, ეს შეზღუდვები, ""გაშმონვები"" და ჯარიმები აირსოფტსაც ეხება? ელექტრო ან ზდპ დავუშვათ

აბა სულებზე მონადირეებში არ მიშვებთ რომ ვნახო რა ხდება რა წერია biggrin.gif 4წლიანი სტაჟით იუზერს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2015, 06:56 PM

Archery

ციტატა(merabi1995 @ 2nd April 2015 - 06:22 PM) *
აბა სულებზე მონადირეებში არ მიშვებთ რომ ვნახო რა ხდება რა წერია

და ვინმეს რაიმე მიწერე ? smile.gif რაიმე მოითხოვე მხოლოდ პრეტენზიები რომ გაქვენ????

SVD
კანონ საწინააღმდეგო ტექსტების დაწერას და მოწოდებებს შეეშვი ახლავე გაფრთხილებ, შენი პოსტი ჩასწორებულია და 10%-იანი ვორნი გაქვს ჩახუტებული. დაუკვირდი რას წერ... შენი საქციელის გამო შეიLძება ყველას გაუფუჭდეს საქმე და შემდგომში ეს ადგილი შეიძლება განიხილონ კანონდამრღვევების და ტერორისტების ბუდედ, რაც არავის არ გვინდა, ასე რომ შემდეგში ცოტა დააყოლე ვიტამინები იმას რასაც დაწერ!!! გადაიკითხე http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules!

პოსტის ავტორი: tsumbusha Apr 4 2016, 09:25 AM

ყველას მოგესალმებით, დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ და აღარც თოფი მაქვს sad.gif მოკლედ ისევ მომაწვა ყიდვის სურვილმა, მინდა გამოვიწერო PCP, მაინტერესებს ეხლა რა მდგომარეობა გამოწერასთან დაკავშირებით და საბაჟოზე შემექმნება პრობლემები თუ არა? კალიბრზე ისევ შეზღუდვაა თუ მოხსნეს რო აპირებდნენ?

პოსტის ავტორი: davita76 Apr 4 2016, 10:48 AM

tsumbusha

ციტატა(tsumbusha @ 4th April 2016 - 10:25 AM) *
მაინტერესებს ეხლა რა მდგომარეობა გამოწერასთან დაკავშირებით და საბაჟოზე შემექმნება პრობლემები თუ არა?

არანაირი პრობლემა აქ შეგექმნება. 4.5 კალიბრი გამოწერე(რაც ნებადართულია ჩვენთან)კამექსით გამოიწერე. მაგათ ჩამოაქვთ უპრობლემოდ

პოსტის ავტორი: mister_io Apr 4 2016, 03:03 PM

ციტატა(ja_ja @ 2nd April 2015 - 07:56 PM) *
და ვინმეს რაიმე მიწერე ? რაიმე მოითხოვე მხოლოდ პრეტენზიები რომ გაქვენ????

მე მივწერე მარა ''ნივიჟუ'' გამიკეტეს sad.gif ალბათ არასანდოდ მიმიჩნიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 4 2016, 04:28 PM

mister_io

ციტატა(mister_io @ 4th April 2016 - 04:03 PM) *
მე მივწერე მარა ''ნივიჟუ'' გამიკეტეს ალბათ არასანდოდ მიმიჩნიეთ

ვის მიწერე?

უნდა გყავდეს 2 ადმაინი ტავმდები და უნდა მიწერო ადმინებს... ჟორა, მე, ბაზუკა, ან ილარიონა თუმცა ბოლო ორი არ აქტიურობს, ასე რომ მე ან ჟორას უნდა მიგვეღო წერილი

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2018, 10:01 AM

რაღაცეები აქა იქ გადავიკითხე და აზრი გამოვიტანე, მაგრამ საბოლოოდ რო ვიკითხო და დასკვნის სახით დაწეროს ვინმემ რაც არის დღევანდელი დღის მაჩვენებლებით:

1) ჩამოვიტანთ პნევმატურ იარაღს უპრობლემოდ ხო? იმ გადამზიდის მეშვეობით რომელსაც ჩამოაქვს მსგავსი პროდუქცია და რამდენი კალიბრის ჩამოტანა შეგვიძლია მაქსიმუმ?
2) პირდაპირ საქართველოსში რომ წამოიღონ და საქართველოს ფოსტამ ჩაიბაროს (მაგალითად გლდანის ფილიალში) შეიძლება მასე? არის საიტები სადაც უწერია რომ საქართველოშიც გადმოვზიდავთ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემთხვევაშიო და რას ფიქრობთ?
3) განბაჟებას რაც შეეხება ისევ 300 ლარს ზემოთ ღირებულების პროდუქცია ექვვემდებარება განბაჟებას ხო?
4) პნევმატური იარაღის ფლობის შემთხვევაში, არის რაიმე გამოცდები ჩასაბარებელი? თუ მხოლოდ გაზის და ცეცხლსასროლის ამბებშია ცვლილებები და ეს ისევ ჰაერშია გამოკიდული?ანუ გაფორმებით ისევ ვერ ვიფორმებთ ხო?

პოსტის ავტორი: gregory Mar 8 2018, 11:00 AM

ხ.მ.ე.ლ.ო
1 თუ გადამზიდავი ჩამოიტანს მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნება(შესაბამისი ინვოისი უნდა გქონდეს აუცილებლად). მხოლოდ 4,5მმ კალიბრის
2. არც მანდაა პრობლემა. უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ბევრად ძვირი დაგიჯდება ტრანსპორტირება
3. კი
4. არანაირი გამოცდები არ ბარდება პნევმატურზე. გაფორმებით ისევ ვერ იფორმებ


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2018, 11:11 AM

ციტატა(gregory @ Mar 8 2018, 12:00 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
1 თუ გადამზიდავი ჩამოიტანს მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნება(შესაბამისი ინვოისი უნდა გქონდეს აუცილებლად). მხოლოდ 4,5მმ კალიბრის
2. არც მანდაა პრობლემა. უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ბევრად ძვირი დაგიჯდება ტრანსპორტირება
3. კი
4. არანაირი გამოცდები არ ბარდება პნევმატურზე. გაფორმებით ისევ ვერ იფორმებ

მადლობა გრეგორ, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: მარჯვე Mar 25 2019, 11:34 AM

გაგიმარჯოთ
რახანია არ შემოვსულვარ, იმის იმედით რაღაც ცვლილება დამხვდება თქო შემოვიჭყიტე
ეხ
წლები გადის ამ უქნარების შემხედვარე
სამწუხაროა
1000$ გავიქნევდი დიდი სიამოვნებით მაგრამ ნერვების წყვეტად არ მიღირს, მგონი უფრო მალე მე წავალ აქედან ვიდრე გამართავენ გაფორმების თემას

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 25 2019, 01:56 PM

მარჯვე

გაგიმარჯოს, და 4.5 კალ. შემოტანაზე რა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: temo-777 Mar 28 2019, 12:17 PM

სიახლე გვაქვს usa2georgia-სგან.
დაუშვა 4.5-იანი იარაღების ჩამოტანა,
და აგრეთვე ბალონების ჩამოტანაც შეიძლება უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Mar 28 2019, 01:39 PM

temo-777

ცარიელი ბალონები კამექსს ლენონი მემგონი ასე ქვია გეთით გი აქამდეც ჩამოქონდათ smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Mar 28 2019, 02:48 PM

კ.ვ.ა.დ.რ.ო
ცარიელი ბალონი რაღაში მჭირდება? biggrin.gif
სავსეზე მაქვს საუბარი. co2 კარტრიჯებზე


პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Mar 28 2019, 03:25 PM

temo-777

უი უი გეთქვა მერე შე კაი ადამიანო smile.gif ეგ მართლა კაი ამბავია smile.gif ბიბი პისტოს ყიდვა მინდა და დიდი შეღავათია smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 28 2019, 05:34 PM

ჩეხეთიდან რო გამოვაგზავნინო როგორ უნდა მოვიქცე და რა ჯდება იქნებ გამარკვიოთ?თუ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2019, 10:20 AM

მარჯვე

ციტატა(ბერიკაცი @ 25th March 2019 - 12:34 PM) *
1000$ გავიქნევდი დიდი სიამოვნებით მაგრამ ნერვების წყვეტად არ მიღირს, მგონი უფრო მალე მე წავალ აქედან ვიდრე გამართავენ გაფორმების თემას

რაღაც რიტორიკული გამოსვლა იყო მემგონი.... შენ თუ სურვილი გაქვს ხელი დაადე და იყიდე, არანაირი პრობლემა არ გექნება 4.5-ის ჩამოტანასთან.

mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 28th March 2019 - 06:34 PM) *
ჩეხეთიდან რო გამოვაგზავნინო როგორ უნდა მოვიქცე და რა ჯდება იქნებ გამარკვიოთ?თუ იცით ვინმემ?

მანდ მხოლოდ 3 გზა არსებობს,

1) გადამზიდავი რომელსაც ჩეხეთიდან ცამოაქვს, მაგრამ ეგეთი მე არ მეგულება

2) გამოაგზავნინო პირდაპირ საქართველოში თუ ეგეთი სერვისი აქვს გამყიდველს

3) გადააგზავნინო ევროკავშირის ქვეყნებში სადაც ჩვენი გადამზიდავები არიან, მაგალითად გერმანიაში და იქედან ჩამოატანინო გადამზიდავს

პოსტის ავტორი: მარჯვე Apr 2 2019, 10:32 AM

QUOTE (ja_ja @ Apr 2 2019, 11:20 AM) *
მარჯვე

რაღაც რიტორიკული გამოსვლა იყო მემგონი.... შენ თუ სურვილი გაქვს ხელი დაადე და იყიდე, არანაირი პრობლემა არ გექნება 4.5-ის ჩამოტანასთან.


Condor SS მინდა ოპტიკით მანძილმზომით და თავისი აქსესუარებით

რო ჩამომართვან რა ბერკეტი მაქვს? დიდი ვერაფერი

ჩამოტანასთან პრობლემა რომ არ შემექმნება ეგ ვიცი yes3.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 2 2019, 10:38 AM

მარჯვე

ციტატა(ბერიკაცი @ 2nd April 2019 - 11:32 AM) *
რო ჩამომართვან რა ბერკეტი მაქვს? დიდი ვერაფერი

ნუ აქ, უმეტესობა მაგ მხრივ ბომბზე ვზივართ, ზოგი უფრო ძლიერ მოქმედზე.

პოსტის ავტორი: temo-777 Apr 2 2019, 02:13 PM

მარჯვე
ჭკვიანად ვინც იქცევა არავის არ ართმევენ, და რაღა შენ ჩამოგართმევენ? biggrin.gif
არაფერი დააშოვო და ჩემი აზრით არავინ შეგიქმნის პრობლემას.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2019, 08:13 PM

მარჯვე
ახლა შენ თუ ყიდვა არ გინდა და რაიმე მიზეზს ეძებ მაშინ კიბატონო და დანარჩენზე პასუხი დაწერეს ბიჭებმა...

პოსტის ავტორი: მარჯვე Apr 3 2019, 07:07 AM

QUOTE (ja_ja @ Apr 2 2019, 09:13 PM) *
მარჯვე
ახლა შენ თუ ყიდვა არ გინდა და რაიმე მიზეზს ეძებ მაშინ კიბატონო და დანარჩენზე პასუხი დაწერეს ბიჭებმა...


მცდარი ვარაუდია

მიღებული პასუხი ზოგადია და არ არის დამაკმაყოფილებელი ჩემთვის

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 3 2019, 09:02 AM

მარჯვე
ეხლა გაქვს რამე ??

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება არ გაქვს ან არ დადიხარ თორემ გამოცდილება გვიჩვენებს რომ იშვიათად ვინმეს ჩამოართვან თუ არ შეეფეთე.

აქ უმეტესობას პცპ აქვს და ხო ხვდები რა თანხებზეა საუბარი. 1000 ლარი და მეტი ოპტიკიანად. ანუ ყველა რისკავს.

მე და რამოდენიმე კაცი დავდივართ ხშირად. შეიძლება ზოგიერატი ცეცხლსასროლით არ დადიოდეს იმდენს მაგრამ ჯერ ჯერობით პრობლემა არ გვქონია.

ზევით პოსტში ნახსენებ "ჭკვიანად ყოფნაში" იგულისხმება სიფრთხილე პირველ რიგში.
მოერიდო ხალხს, დასახლებულ პუნქტებს, გზას, გზიდან გამოჩენას და იმ ადგილებს სადაც იცი რო კონტროლია სახელმწიფოსგან. ნუ გზაზე და დასახლებულ პუნქტში არ უნდა იარო უკეთესი კანონები რო გვქონდეს და არც ცეცხლსასროლით, არაეთიკურია მინიმუმ.

დალშე პიროვნების გადასაწყვეტია რა და როგორ იზავს. ვისაც გულით უნდა ჰქონდეს აქვს კიდეც და დადის კიდეც. გულდასაწყვეტია 1000 დოლარიანი კონდორის ჩამორთმევაც და 1000 ლარიანი კრალისაც.

მე მეტს ვერაფერს დავწერ, პიროვნების გადასაწყვეტია ყველანაირად. ის რომ ფრთხილად ვიაროთ აქ არავისთვის არ არის სრულად დამაკმაყოფილებელი. ყველა რისკავს ყურადღების გამოჩენით.

აქ იყო შემთხვევა, ადრე დაიწერა გასულები ვიყავით და დაგვადგნენო. არ გაინტერესებს რატომ დაადგნენ ?? სტარტოვკას ახმაურებდნენ პარალელურ რეჟიმში. ზუსტი დეტალები არ მახსოვს მარა შინაარსი ესე იყო.

პოსტის ავტორი: მარჯვე Apr 3 2019, 10:49 AM

MonSoon
პირველ რიგში მადლობა ვრცელი და ამომწურავი პასუხისთვის

QUOTE (bedo @ 3rd April 2019 - 10:02 AM) *
ეხლა გაქვს რამე ??

არა
QUOTE
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება არ გაქვს ან არ დადიხარ

კი ბატონო, სწორად გამოიცანი
QUOTE
აქ უმეტესობას პცპ აქვს და ხო ხვდები რა თანხებზეა საუბარი. 1000 ლარი და მეტი ოპტიკიანად. ანუ ყველა რისკავს.

მეც რომ დავთვალე ხარჯი, განბაჟება + რაღაცეები შორს გავდივარ, ნამეტარი ძვირი ჯდება ჭიის გახარება, მაგრამ ერთჯერადად ღირს biggrin.gif გოდ ბლეს ამერიკა და მათი ხარისხი
QUOTE
მოერიდო ხალხს, დასახლებულ პუნქტებს, გზას, გზიდან გამოჩენას და იმ ადგილებს სადაც იცი რო კონტროლია სახელმწიფოსგან. ნუ გზაზე და დასახლებულ პუნქტში არ უნდა იარო უკეთესი კანონები რო გვქონდეს და არც ცეცხლსასროლით, არაეთიკურია მინიმუმ.

თემომაც ეგ იგულისხმა, რათქმაუნდა აქსიომაა ეს
QUOTE (bedo @ 3rd April 2019 - 10:02 AM) *
დალშე პიროვნების გადასაწყვეტია რა და როგორ იზავს. ვისაც გულით უნდა ჰქონდეს აქვს კიდეც და დადის კიდეც. გულდასაწყვეტია 1000 დოლარიანი კონდორის ჩამორთმევაც და 1000 ლარიანი კრალისაც.

მე მეტს ვერაფერს დავწერ, პიროვნების გადასაწყვეტია ყველანაირად. ის რომ ფრთხილად ვიაროთ აქ არავისთვის არ არის სრულად დამაკმაყოფილებელი. ყველა რისკავს ყურადღების გამოჩენით.

აქ იყო შემთხვევა, ადრე დაიწერა გასულები ვიყავით და დაგვადგნენო. არ გაინტერესებს რატომ დაადგნენ ?? სტარტოვკას ახმაურებდნენ პარალელურ რეჟიმში. ზუსტი დეტალები არ მახსოვს მარა შინაარსი ესე იყო.

მისასალმებელია და სასიამოვნოა ამ ჰობის/გატაცების მიმართ ინტერესი. სიყვარული, სერიოზული მიდგომა, რომელმაც თავის მხვრივ შვა კვალიფიციური ადამიანები საკმაო გამოცდილებით
ყველაფერი სწორად აღნიშნე
მაგრამ მაინც რისკად აღვიქვამ, გაბოროტებულ და პროჭებს რა დალევს ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს ჩამშვებებს და გაუნათლებლობა და უცოდინრობა რო მოწინავე სფეროა ჩვენთან ეს ცხადია, მერე უხსენი რომ ეს ის არაა რაც მას ჰგონია და ა.შ.
არ მინდა ბევრის დაწერა ამ თემაზე, ვისთვის როგორ, 24 წლის მანძილზე რაც მინახავს, ჩემთვის საკმარისი რისკია ასევთქვათ

ისე კი, ჩავაწვეთე ერთ პარტიას და ველოდები მოქმედებას
2020 მოდის, ბოლო გაბრძოლების შესაძლებლობაა biggrin.gif



პოსტის ავტორი: MonSoon Apr 3 2019, 11:25 AM

მარჯვე

ციტატა(ბერიკაცი @ 3rd April 2019 - 11:49 AM) *
ყველაფერი სწორად აღნიშნე
მაგრამ მაინც რისკად აღვიქვამ, გაბოროტებულ და პროჭებს რა დალევს ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს ჩამშვებებს და გაუნათლებლობა და უცოდინრობა რო მოწინავე სფეროა ჩვენთან ეს ცხადია, მერე უხსენი რომ ეს ის არაა რაც მას ჰგონია და ა.შ.

კი რისკია, აუცილებლად, მაგრამ გამოცდილებით და სიტუაციიდან გამომდინარე არის რისკის სიდიდე. ანუ თუ სხვების თვალში ნაკლებად მოხვდები, რისკი იწევს ქვევით.

ჩაშვება რავიცი, არც ისე ბევრია მსგავსი შემთხვევა თუ არავის არ აწუხებ.
იყიდი თოფს, იყიდი შალითას ან სხვა ჩასადებს, მაგალითად ჩანთას, ჩადებ მანქანაში და წაიღებ სასურველ ადგილზე. ჩემთან მხოლოდ სახლში იციან რაც მაქვს, მეტი არავინ, მითუმეტეს კორპუსში ვცხოვრობ.
არც არის საჭირო ვინმემ იცოდეს. აფასებენ როგორც კისტის თოფს, სათამაშოს, ამხელა კაცს რა უჭირავს ხელში, ჩემთვის შეურაცმყოფელია უცოდინარი კაცის შეფასება.


ჩვეულებრივი ზურგ ჩანთაა, შიგ დებ თოფსაც და დანარჩენ ატრიბუტებსაც, არაფერი ეტყობა შიგნით რა დევს, სამოგზაურო ჩანთასავოთაა.

ანუ არც სახლიდან გამოსცლისას და არც ადგილზე მისვლისას თვალში არავის ეჩხირები

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services