თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის შესახებ... _ მოდერატორის ვაკანსია

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 30 2012, 07:53 PM

მოკლედ ხუმრობა იქეთ იყოს და ერთერთ იოლ განყოილებაში საჭიროა ახალი მოდერატორი. ძველი პრაქტიკულად დაგვეკარგა, შემოდის მხოლოდ პრივეტების დასაგდებად და გამოცდების საკითხების გასარკვევად smile.gif

ნუ მოკლედ ნუ მიწყენს ბარონ მიუნ ჰაუზენი და Der Rote Baron-ის ექაუნთი მოდერობიდან გადადის ჩვეულებრივი წევრის სტატუსზე, ხოლო განყოფილებები:

საერთო -> ფლეიმი
და
პნევმატური იარაღის გამოყენება -> ნადირობა პნევმატიკით

რჩება მოდერის გარეშე. ნუ მეორე განყოფილებას ჯერ მოდერი არ სჭIრდება FOXI არის მანდ ასევე მოდერატორი და დარჩება ჩვეულებრივად, მაგრამ აი ფლეიმი -ს მოდერატორობაზე ცხადდება ღია ვაკანსია.



იგივე უაზრობები რომ არ მოხდეს და მოკლე ვადაში განყოფილება ისევ მოდერის გარეშე რომ არ დარჩეს, მომავალ მოდერის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს და უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:

1) ფორუმზე აქტიურობა და არა თვეში ერთხელ შემოსვლა, ეს ერთერთი აუცილებელი პირობაა,რადგან მოდერი შესაბამისი თემების საქმის კურსში უნდა იყოს.

2) მართვის ნიჭი, მინიმალურ დონეზე. ანუ შეეძლოს გადაწყვეტის მიღება და ფორუმის საერთო დაწერილი თუ დაუწერელი კანონების მიხედვით მოქმედება, გადაწყვეტილების მიღება

3) მოდერატორის ვაკანსიაზე განიხილება ფორუმის წევრი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება შესაბამის თემაში, უბრალოდ ფლუდერობა და კაი ბიჭი ვარ, ან მინდა და მორჩა, არ განიხილება

4) ფორუმელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 500 პოსტი დაწერილი და უმეტესობა წონანი პოსტები უნდა იყოს და არა ფლუდი და სიცილაკები.

5) ვაკანსიის მსურველი, ან პირადად უნდა იყოს ფორუმელებთან შეხვედრაზე ნამყოფი (ვიზუალურად უნდა იცნობდეს მას ხალხი და არა მხოლოდ ვირტუალურად), თუ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მოდერატორის ან ადმინისტრატორობის დადებითი დახასიათება და შუამდგომლობაა საჭირო.

6) წერა კითხვისა და მეტყველების უნარი, უნდა შეეძლოს არასწორი პოსტის ჩასწორება, დამრღვევისთვის კი მართებულად ახსნა შეცდომის (უნდა შეატყობინოს PM-ის მეშვეობით). თუ თქვენი სტილია აღწერა გააკეთოთ მაგალითად:
- ვორნი მიიღე
- კაროჩე რა დაგვორნე
- შემდეგში არ ქნა ეგრე
და ასე შედმეგ, მაშIნ თქვენ მოდერატორობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეთ, დამრღვევმა სრულად უნდა იცოდეს რის გამო მიირო გაფრთხილება ვორნი თუ ბანი.

მტააკ ნუ მგონი ძირითადი მოთხოვნები ესაა, დანარჩენს კანდიდატურების წარდგენისას განვიხილავთ.


მესმის პირობები მკაცრია, მაგრამ ამით ვკვეთავ ზედმეტ კითხვებს რომ ყოველმა მეორემ არ დაწეროს მე მინდა მე მინდა. ვიცი რომ საქართველოში მოდერობა ყველას უნდა, მაგრამ მხოლოდ სურვილი ხშირად საკმარისი არაა.

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 30 2012, 09:27 PM

მე ვაკმაყოფილებ მგონი smile.gif მართლა, ვაყენებ ჩემს ვაკანსიას.

პოსტის ავტორი: daviti Jan 30 2012, 09:51 PM

nihontoman შენ ამას ვერ აკმაყოფილებ smile.gif

ციტატა(ja_ja @ 30th January 2012 - 08:53 PM) *
5) ვაკანსიის მსურველი, ან პირადად უნდა იყოს ფორუმელებთან შეხვედრაზე ნამყოფი (ვიზუალურად უნდა იცნობდეს მას ხალხი და არა მხოლოდ ვირტუალურად),



პოსტის ავტორი: nihontoman Jan 30 2012, 10:24 PM

daviti
ეგ ჯაჯა ბატონმა გადაწყვიტოს :P

პოსტის ავტორი: foxi Jan 31 2012, 01:51 AM

ციტატა(ja_ja @ 30th January 2012 - 08:53 PM) *
ნადირობა პნევმატიკით


ამას მე და ბარონა ვინაწილებდით და იმედია ეხლა ერთპიროვნული პატრონი მე ვიქნები. თორემ ჩემ ჩასწორებულს სხვა დაგაასწორებს და უაზრობები დაიწყება. ნიჰოს ფლემიზე პრეტენზია ააქვს. მე მგონი კარგი კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ. ასევე ჯორგიკას ვულოცავ დაწინაურებას.

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2012, 02:30 AM

ციტატა
ამას მე და ბარონა ვინაწილებდით და იმედია ეხლა ერთპიროვნული პატრონი მე ვიქნები. თორემ ჩემ ჩასწორებულს სხვა დაგაასწორებს და უაზრობები დაიწყება.


+1

ციტატა
ნიჰოს ფლემიზე პრეტენზია ააქვს. მე მგონი კარგი კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ.


i-m_so_happy.gif ფოქსი ბატონი ამბობს, დაუჯერეთ biggrin.gif

ციტატა
ასევე ჯორგიკას ვულოცავ დაწინაურებას.


უი, ეგ სულ დამავიწყდა. გილოცავ ჯორჯიკ smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Jan 31 2012, 09:42 AM

ისა და..თქვენთან სამუშაო გრაფიკი როგორია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რავი, მაიტა და მე მივხედავ ფლეიმს თუ გინდათ smile.gif
მაინც დღედაღამე აქ ვაგდივარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Jan 31 2012, 10:49 AM

cz80

დაე იყავი შენც მოდერატორი, მე პირადად შენ გიჭერ მხარს, შემოვა შეფი და გადაწყვიტოს.

nihontoman

შენ იმედია არ გეწყინება smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 31 2012, 11:34 AM

მოკლედ ხვალამდე ვიცდი და მერე ვნახოთ.

ისე nihontoman შენ 2 განყოფილება გაქვს უკვე და ... მოკლედ თუ სიტუაცია არ შეიცვლება უფრო ჩეშსკა ზბრუებკას მხარეს იწევს სასწორი smile.gif


foxi
შენ ნადირობაში უკვე ერთპიროვნული მმართველი ხარ smile.gif, ოღონდ წესების დაცვით smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Jan 31 2012, 12:22 PM

ციტატა(ja_ja @ 31st January 2012 - 12:34 PM) *
foxi
შენ ნადირობაში უკვე ერთპიროვნული მმართველი ხარ , ოღონდ წესების დაცვით


ვეცდები ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად დავარიგო ვორნები და ბანები. spiteful.gif

cz თუ niho? საკითხავი აე ეს არის. მე ორივე კანდიდატს ვუჭერ მხარს ორივეს ძალიან დიდი სტაჟი აქვს ამ ფორუმზე.იმედია cz-ს მიმართ მეგობრობა არ ჩამეთვლება მიკერძოებაში.ისე ნიჰოს ძალით თუ გამოვიყვანთ გასვლებზე თორე სტელსივით უჩინარია.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 31 2012, 01:01 PM

ყველა ზემოთხსენებულის გაკონტროლება შემიძლია, ხშირად შემოვდივარ მაგრამ ერთ ერთ პირობას ვერ ვაკმაყოფილებ.. "4) ფორუმელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 500 პოსტი დაწერილი." რაც შეეხება ამას: "5) ვაკანსიის მსურველი, ან პირადად უნდა იყოს ფორუმელებთან შეხვედრაზე ნამყოფი (ვიზუალურად უნდა იცნობდეს მას ხალხი და არა მხოლოდ ვირტუალურად), თუ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მოდერატორის ან ადმინისტრატორობის დადებითი დახასიათება და შუამდგომლობაა საჭირო." 3 კაცი მიცნობს ფორუმიდან.. გრამატიკულად შეცდომით კი ვბეჭდავ ხოლმე ხანდახან, მაგრამ დაუდევრობის ბრალია.. smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: gregory Jan 31 2012, 02:44 PM

მე პირადად CZ-ს ვემხრობი:
1. დიდი სტაჟი
2. გამოცდილება
3. იუმორის გრძნობა
4. sexy boy biggrin.gif
5......


ნუ ნიხოც კი აკმაყოფილებს პირველ 3 პუნქტს, მაგრამ ხომ არის უკვე მოდერი და ჯობს CZ-საც მივცეთ რეგალიები( თანაც სანსახურს ეძებს ამდენი ხანია) smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2012, 04:53 PM

cz80 ძლიერი კონკურენტი გამომიჩნდა biggrin.gif


პოსტის ავტორი: cz80 Jan 31 2012, 05:09 PM

ციტატა(nihontoman @ 31st January 2012 - 05:53 PM) *
cz80 ძლიერი კონკურენტი გამომიჩნდა

ე ბიჯო თუ ეგრე ძალიან გინდა იყავი შენ,
ეს მოდერატორობა პრივილეგია კი არაა კაცო, ვალდებულებების აღებაა, მეტი არაფერი.. ბჯოო biggrin.gif
მოვხსნი ბატონო ჩემს კანდიდატურას,თორე ემანდ მაგ კუნგ-ფუს ილეთების გაკეთების დროს არ გაიკვანძო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 31 2012, 05:21 PM

cz80

ციტატა(cz80 @ 31st January 2012 - 06:09 PM) *
მოვხსნი ბატონო ჩემს კანდიდატურას,თორე ემანდ მაგ კუნგ-ფუს ილეთების გაკეთების დროს არ გაიკვანძო

შენ რომც მოხსნა კანდიდატურა ნიხო ფლეიმში არ დაინიშნება smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2012, 07:07 PM

cz80
ეა უნდა მოხსნა, პირიქით, მგონია რომ კარგად გაართმევ თავს მეთქი... კომპლიმენტი იყო კომპლიმენტი biggrin.gif


პოსტის ავტორი: cz80 Jan 31 2012, 09:07 PM

ციტატა(nihontoman @ 31st January 2012 - 08:07 PM) *
კომპლიმენტი იყო კომპლიმენტი

ვინაა ბიჯო სიმპატიური?! biggrin.gif biggrin.gif rofl.gif კ/ფმ "სხვისი შვილები" biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Jan 31 2012, 11:05 PM

cz80

პურმარილს სად კისრულობ კოლლეგა?უკვე მოგილოცოთ? wink.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Jan 31 2012, 11:23 PM

foxi
ხვალამდე კაკ მინიმუმ 12 საათია კიდო smile.gif

პოსტის ავტორი: VTEC Feb 1 2012, 11:25 AM

ja_ja

ციტატა
ხვალამდე კაკ მინიმუმ 12 საათია კიდო smile.gif


ხვალამდე კიარადა თუ გინდა 1 თვე კიდე რომ აცალოთ, არამგონია cz80-ზე კარგი კადრი მოინახოს ვინმე მაგ საქმისთვის smile.gif


პ.ს. მოგესალმებით ყველას, თქვენზედ მონატრებული ფორუმელი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 1 2012, 08:38 PM

მოკლედ არავინ ახალი არ გამოჩნდა ხომ მსურველი? კაი ბატონო, მაშIნ CZ80 გადადის მოდერატორის რანგში და მას ბარდება ფლეიმის განყოფილება.

აბა მომილოცია ჩე და გემართოს მართებულად ჩაბარებული გალაქტიკის მე-15 კვადრანტის შესაბამისი ალფა სექტორი biggrin.gif.

ვსიო Tემა იხურება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services