თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ დაბაძველში გასეირნება . . . :)

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 27 2012, 09:30 PM

ესეიგი ერთი კვირის უკან მომიწია დაბაძველში წასვლა ძმაკაცთან სტუმრად.მანამდე წაღვერში ვიყავი და ჩემი ახლადშეძენილი ფიშტოც კარგად გავტესტე. რათქმაუნდა ამჟამადაც AT 44-ი ჩემთან ერთად იყო. უფრო სწორად დაბაძველში ჩასვლის მიზეზიც უფრო ეს იყო. ჩემი ძმაკაციც ნადირობს ოღონდ გლუვით და დამირეკა ჩამოდი აქ იმდენი გვრიტები და ქედნებია ვერ გამოლევო. ცოტა საეჭვოდ დასაჯერებელი კი იყო მისი სიტყვები მაგრამ შარშან შევპირდი ჩასვლას და წავედი კიდეც.

იქ რომ ჩავედი მეორე დღეს იმ ადგილების საჩვენებლად წავიყვანე სადაც ვითომ უნდა ყოფილიყო ფრინველები. კაკრაზ მეორე გღეს სეზონიც იხსნებოდა. ნუ მივათვალიერ მოვათვალიერე ადგილები, მოვხაზე მარშუტი, დავადგინე ხელსაყრელი პოზიციები და მეორე დღეს დილის 6 საათზე დავგეგმე გასვლა ოღონდ მარტო. პნევმატიკას არ უყვარს ხმაურიანი ხალხი smile.gif ძმაკაცი მისი გლუვით საპირისპირო მხარეს გავისტუმრე ხრიოკში სადღაც.სანადირო ადგილი სახლიდას საკმაოდ მოცილებული იყო სადღაც 2-3 კილომეტრი და სულ მაღლობზე უნდა მევლო თან ტყე იყო შერეული, უმეტესად ნაძვები იყო.

დილით დარეკა მაღვიძარამ 05:30-ე. ეგრევე ოპერატიულად ავიკაზმე, მოვიმარაგე საგზალი და გავემზადე წასასვლელად.
http://www.radikal.ru

გარკვეული დროის მერე ავაღწიე წინა დღის დაზვერილ ტერიტორიაზე. მივდიოდი ძან ნელ-ნელა და ირგვლივ ყველაფერს ვუსმენდი. (სმენას ნამდვილად არ ვუჩივიsmile.gif ) ესეიგი ფერდობს უნდა მოვქცეოდი ზემოდან რადგან იქედან იყო კარგი აბზორი ასევთქვათ. ამ სიარულში უცებ ერთ ხეზე რაღაც შეფრინდა. რა იყო უცებ ვერ დავინახე მაგრამ ხმა რომ ამოიღო ეგრევე ვიცანი ჩხიკვის ხმა. ნუ ახლა არვიცი სხვები როგორ უყურებენ ამ ფრინველის ხორცს მაგრამ მე ძალიან მომწონს და სიამოვნებით მივირთმევ.
ბარაკუდა ჰანტერი უკვე მიმწოდებლის წვერზე იყო გამზადებული, მოვწიე შევაყენე, ნელა მივიღე ბედუინის პოზა და ლაწ ...! ობიექტი დაეშვა, ერთი აიფართხალა და გაცერდა. არ ჩავსულვა ამოსაყვანად რადგან დავაფრთხობდი ფრინველებს. მერე ავიღე როცა მეორე პოზიციაზე გადავინაცვლე. სურათებზე წითლად მონიშნული რგოლები ის ადგილებია საიდანაც სანადირო ობიექტები მოიხსნა.
http://www.radikal.ru

დაველოდე ხუთი წუთი. არაფერი გამოჩელილა. ამოვიყვანე მონადირებული ჩხიკვი და ჩამოვჯექი ზედა ცანტრალურ პოზიციაზე საიდანაც თითქმის ყველა ხე ჩანდა იმ ფერდობზე. ცოტა წავიხემსე, წყალი მივაყოლე და თან გაფაციცებით ვუსმენდი ირგვლივ ყველაფერს.
http://www.radikal.ru

მალე გვრიტისმაგვარი ხმა მომესმა თითქოს და გადმოვდექი ზემოდან. ამ პოზიციიდანაც ორი გვრიტი იქნა მონადირებული მარგამ დიდი დრო დაჭირდა ლოდინს.
http://www.radikal.ru

მერე ფრინველებმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლეს. ჩხიკვებმა შემამჩნიეს და ჩხავილით თან გაიყოლიეს ყველა. წავედი აბხოდში ჩემს შერჩეულ მეორე ფლანგზე. გზადაგზა ბუჩქებშიც იყვნენ ფრინველები ამოფრენა რომ იციან უცებ ისინი smile.gif შავი ფერის რომ არიან და ყვითელი ნისკარტები რომ აქვთ smile.gif ნუ მათზე არ მისვრია რადგან ისინი კანონით ხელშეუხებლები არიან და გავაგრძელე გზა.
http://pix.ge/

ესეც მეორე პოზიცია. აქედან იქნა მოხსნილი ორი მიზანი. ძირითადად მიწევდა სროლა 30- 40 -50 მეტრზე. ბარაკუდები ძალიან კარგად მიფრინავენ ჩემი ლულიდან შორ მანძილზე. მოხვედრისას კი ისმოდა გახეთქვის ხმა, თითქოს პატარა ბუშტი რომ გასკდება ეგეთი რა. ბარაკუდა ჰანტერები ცნობილია თავისი გამანადგურებელი თვისებით მაგრამ ხანდახან ძალიან ზედმეტად უარყოფითი შედეგები ქონდა. რამოდენიმე გვრიტი მთლიანად გამოფატრა.მოხვედრისას მუცლებს უხეთქავდა პირდაპირი გაგებით. თუ გექნებათ სურვილი ერთერთი გვრიტის სურათს დავდებ რაც მაგ ტყვიამ უქნა.
http://pix.ge/

ამის მერე მესამე პოზიციაზე გადავინაცვლე, იქაც ორი ობიექტი მოიხსნა. იქ მოჭრილი მორის ქვეშ ვიჯექი და ვიყავი ჩასაფრებული.
http://pix.ge/

ერთი სიტყვით ჩემი ატ-44 ით ძალიან კმაყოფილი ვარ. ესარის რომ მოდერატორი სიგრძეს უმატებს და მოუხერხებელია ცოტა ბარდებში და ბუჩქებში. მომავლისთვის ბულკათი უნდა გადავაკეთო.
http://pix.ge/

ესეც ნანადირევი. მართალია ყველა გვრიტი არაა, ჩხიკვებიც არის თან კარგად მოზრდოლები. სულ 12 ცალი იყო.
http://pix.ge/

ბოლოს კი " ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა"
იმ დღეს ეგრე დასრულდა ნადირობის ამბავი. მერე კიდე იყო გასვლები და ბარაკუდები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას smile.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 27 2012, 10:01 PM

ეს კოლუმბიის ტყეებშია ხომ გადაღებული smile.gif ნარკოდილერებს დასდევდი აშკარად biggrin.gif

კარგია კარგია, ასე მეგონა ახლა სადმე ხიშნიკი და შვარციკაც გაეძრობიან მეთქი smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 27 2012, 10:05 PM

ციტატა(ja_ja @ 27th August 2012 - 11:01 PM) *
ეს კოლუმბიის ტყეებშია ხომ გადაღებული

ხოოsmile.gif განსაკუთრებით მეხუთე სურათია კარგი გამოსული. კოკაინის პლანტაციებს რომ გავს smile.gif ამხელა ანწლები ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 27 2012, 10:11 PM

sekurifa
ესეიგი შენი რეპორტების კითხვას სანამ დავიწყებ სურათებს რომ გადავათვალერებ მგონია რაიმე ბოევიკია biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 27 2012, 10:29 PM

ციტატა(giorgi @ 27th August 2012 - 11:11 PM) *
ესეიგი შენი რეპორტების კითხვას სანამ დავიწყებ სურათებს რომ გადავათვალერებ მგონია რაიმე ბოევიკია

მაგია მთავარი აბა ? smile.gif მარტო წერა არაა საკმარისი. სურათები ავსებენ ვიზუალურად მოყოლილ ამბავს.

პოსტის ავტორი: gregory Aug 28 2012, 07:58 AM

sekurifa
მშვენვრად გიტარებია დრო, გილოცავ smile.gif

ერთი ვერ გავიგე:

ციტატა(sekurifa @ 27th August 2012 - 10:30 PM) *
და მეორე დღეს დილის 6 საათზე დავგეგმე გასვლა ოღონდ მარტო. პნევმატიკას არ უყვარს ხმაურიანი ხალხი

მარტო იყავი, თუ ოპერატორიც გყავდა?!

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 28 2012, 08:31 AM

ციტატა(gregory @ Aug 28 2012, 08:58 AM) *
sekurifa
მშვენვრად გიტარებია დრო, გილოცავ smile.gif

ერთი ვერ გავიგე:

მარტო იყავი, თუ ოპერატორიც გყავდა?!

პროფესიონალი ჰქონდა წაღებული და ალბად იმას აყენებდა გადაღების დროზე და თითონ მანამდე გამოიპრანჭებოდა, გაემზადებოდა და ისიც ჩააჩხაკუნებდა რა biggrin.gif

პირველი სურათი რო ვნახე ვიფიქრე რემბო გაიჩითა მეთქი biggrin.gif გილოცავ ზურა კაი განხილვაა. (აუ წარმომიდგენია რა მაგარი იქნებოდა მანდ ხეტიალი sad.gif )

პოსტის ავტორი: ilariona Aug 28 2012, 09:22 AM

sekurifa
შენ გაიხარე smile.gif

ცოტა გაიღვიძა ფორუმმა.

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 28 2012, 09:28 AM

ციტატა(gregory @ 28th August 2012 - 08:58 AM) *
მარტო იყავი, თუ ოპერატორიც გყავდა?!

არა ოპერატორი არ მყავდა smile.gif მეთვითონ ვიღებდი სურათებს. ჯერ თავისთავად ვესროდი ობიექტს და მერე იგივე ადგილას სურათს ვიღებდი რომ გამოჩენილიყო თუ სად იჯდა ობიექტი. წამზომს ჩავრთავდი 10 წამიანს ფოტოაპარატზე და ამასობაში ვდგებოდი პოზიციაზე smile.gif ფოტოაპარატზე სპეციალური ხეზე მისამაგრებელი მაქვს გაკეთებული და სადაც მინდა იქ დავამაგრებ ან ჩავარჭობ.

პოსტის ავტორი: foxi Aug 28 2012, 10:01 PM

გილოცავ სეზონის გახსნის პირველ სრულ რეპორტს. იმედია სხვა მონადირეებიც არ დაიზარებენ და დადებენ თავის ამბებს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 28 2012, 10:09 PM

ზურა იარაღზე კომუფლირებული ქაღალდი გქონდა შემოკრული? smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 28 2012, 11:03 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 28th August 2012 - 10:09 PM) *
ზურა იარაღზე კომუფლირებული ქაღალდი გქონდა შემოკრული?

კი კომუფლირებული სკოჩია. ნახე ეს თემა კომუფლირებაზე და იქ მიდევს სურათები როცა ეგ სკოჩი ვიყიდე და შემოვაკარი თოფს.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1133&pid=97654&st=40&#entry97654

პოსტის ავტორი: Saint Dave Aug 28 2012, 11:41 PM

მალადეც სეკურიფ .... კაი ნამუშევარია smile.gif)))))

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 1 2012, 01:47 PM

საღო ძალიან მაგარია wink.gif შეხამებული ხარ მაგ ტყესთან. ნანადირევიც მაგარია, ეს 12-ი და სხვა მრავალი biggrin.gif

პოსტის ავტორი: giainterstar1 Oct 14 2012, 11:45 PM

მაგრად გინადირია ! 32.gif wink.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother Oct 15 2012, 03:10 PM

ყოჩაღ სეკურიფ მაგარი კაცი ხარ! მაგარი ვიდზე ხარ პირველ სურათში!

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 15 2012, 07:46 PM

ვა რამაგარი რეპორტია :| რატომ აქამდე არ ვნახე?!

მართლა საღოლ, კარგი ნამუშევარია ნამეტნავად smile.gif კარგად გავერთე სურათების თვალიერებით smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 07:07 PM

biggrin.gif საღოლ ზური ჯან. კარგი მსროლელი ხარ ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. 1 კვირაში ჩამოვალ სოფლიდან და ჩვენს მიერ გუშინ შერჩეულ ადგილებში გავაჯაზოთ.

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 18 2012, 08:22 PM

CHICO30 -- ეგ უეჭველი უნდა მოხდეს smile.gif თან ხვალ ახალ ოპტიკას ჩავიხუტებ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services