თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო აღჭურვილობა _ სანადირო აღჭურვილობა

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 1 2010, 01:59 PM

მოკლედ გამოვიწერე რაღაც ნივთები და მინდა გაგაცნოთ მათი შესაძლებლობები.

გამოვიწერე 2 ნივთი ერთი ბინოკლი, მეორე კომუფლაჟის ფირი "ლენტა", დეტალურად მივყვეთ ყველაფერს.

პირველი ბინოკლი, მინდოდა რაღაც მარტივი ასე 6, 8 მაქსიმუმ 10 ჯერადობის ბინოკლი, პატარა და მსუბუქი. სუფთა სანადირო თვალსაზრისით. ხანდახან გინდა ხე ან ბუჩქი შეათვალიერო და ოპტიკიდან ობიექტის ძებნა ყოველთვის მოსახერხებელი არაა. ასე იყო თუ ისე შევაჩერე არჩევანი იაფიან მოდელზე, თან აღმოვაჩინე რომ ცვალებადი ჯერადობა აქვს, 7-21. მოკლედ ეს არის Barska-ს მოდელი ამერიკაში ღირს 29.99$, ტრანსპორტირების წონა გამოვიდა 1.1 კილო ანუ უხეშად კიდევ 8-9$ დაამატეთ და გამოდის 38-39$.

ახლა მოვყვეთ რა მივიღე ამ ფასად:

ეს არის კოლოფი, სხვათაშორის საკმაოდ პატარაა ასე რომ შიშები იმის შესახებ რომ დიდია გაქრა კოლოფის დანახვისთანავე.



ეს კი დეტალური მარკა, მოდელი, თაობა თუ კლასი და ასე შემდეგ.



ბილოკლი გამოიყურება აი ასე:



მოყველა წინა და უკანა ოკულარების ხუფები, თუმცა დასამაგრებელი არ აქვს, ასე რომ თუ მოხსენი სავალე პირობებში, ან სადრაც შორს უნდა შეინახო, ან უნდა გადაყარო. საველე პირობებში სადღაც ჯიბეში ძრომიალი და ხუფების მოძებნა ცოტა არ იყოს და მაგარი მოუხერხებელია.

წინა ობიექტივები წითელი საფარველით გამოირჩევა, ანუ მზის სხივმა რომ არ მოჭრას ხედი



რამდენად ხარისხიანადაა საფარველი დატანილი ამას დრო გვიჩვენებს

ეს კი სამუშაოდ გამზადებული ბინოკლი



როგორც წესი აქვს ცენტრალური ფოკუსის გასასწორებელი სამოძრაო რგოლი, აქვს მარჯვენა თვალის რეგულირების დამოუკიდებელი შესაძლებლობა, ანუ თუ თვალებში შაშუბეში გაქვს, შეგიძლია მარჯვენა თვალი დახურო, გაასწორო მარცხენაზე სასურველი ხედი, შემდეგ დახურავ მარცხენა თვალს და გაახელ მარჯვენას, ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ოკულარს გაასწორებ ისე რომ მკაფიოდ ჩანდეს ყველაფერი და მორჩა შეგიძლია ორივე თვალი გამოიყენო, გამოსახულება ფოკუსში იქნება.

პლიუს აქვს კიდევ ერთი დანამატი, დააკვირდით მარჯვენა ოკულართან პატარა ამოშვერილი "რიჩაგია", მისი მოძრაობით შეიძლება ჯერადობის მომატება დაკლება, ანუ შიგნით ლინზების ნაკრები ცალკე კაფსულაში ზის და ამ "რიჩაგის" გადაადგილებით ხდება კაფსულის მიწევა დაწილება, შედეგად გერადობა იცვლება. საკმაოდ კაი რაღაცა smile.gif

აი ახლოდან ჯერადობის ვარიაციები (მინიმალური და მაქსიმალური ჯერადობა):





ხელში საკმაოდ მოსახერხებელი დასაჭერია, პატარაა და არც თუ ისე მძიმე, მოკლედ კოხტა შტუკაა. სხვათაშორის მოყვა კიდევ ჩამოსაკიდებელი ქამარი (შესაბამისი ყურები აქვს ბინოკლს) და მოყვა ტავისი ჩასადები ჩანთაც. აგერაა მთელი კომპლექტაცია რაც კოლოფში დევს:



ესეც ჩასადები ჩანთის ხედები:





მართალია რაღაც მინი სიამოვნება არის რომ მწარმოებელი რაღაცას გაძლევს, მაგრამ რეალურად ეს ჩანთა მემგონი გამოუდეგარი დეტალია, იაფიანი მოდელია რათ უნდა ახლა ამას კიდევ ჩანთა და ასე შემდეგ, ჩააგდე ზურგჩანთაში და მორჩა რა საქმე, მე შენ გეტყვი დიდიად დაიცავს თუ რა, მტვერი და ნაგავი საველე პორობებში მაინც მოხვდება ლინზებზე... მოკელდ არის რა smile.gif, მარა რისთვისაა... it's a big, big question.

ჰო ახლა რამდენად ამართლებს თაცვის საქმეს? ნუ რადგან იაფიანი მოდელია ავტომატურად იგულისხმება რომ დიდი ვერაფერი ვერ უნდა იყოს და ეგრეც არის. ანუ 7 ჯერადობაზე ყველაფერი კარგად ჩანს, ვერ ვიტყვი უმაგრესი ხედია, მეთქი, მაგრამ სუფთა კარგი ლინზებია ყველაფერი ჩანს, აი აწევისას კი პრობლემები ჩნდება, 14-15 ჯერადობამდე ყველაფერი ნორმალურადაა ჩემის აზრით 16 ჯერადობა ასევთქვათ "პატალოკია" ამ ბინოკლისთვის, მერე იწყება Blur-ვიზიონ.

რაც არ უნდა ეჩალიჩო, სუფთა ხედს ვერ მიიღებ, ვერც წინა რეგულირებით ვერც სხვა ვერაფრით. თუ გინდა ცალ ოკულარში გაიხედე, მაინც არ არის სუფთა ხედი. ვერ ვიტყვი თვალებს დაგთხრისთქო, მაგრამ 2-3 წუთი დაჟინებული ყურების მერე ხვდები რომ თვალები დაძაბულია და იღლება.

მე რა მიჭირს ასე თუ ისე მაქვს ოპრიკასთან შეხება, ძველი რუსული სამხედრო ბინოკლიც მაქვს სახლში, მაგრამ აი თანამშრომლებმა გუშინ პირვალეად დაიჭერეს ხელში 21-ჯერადობა (ვაბშეტა ეგ ცალკე თემაა არის კია რეალური 21???), ესეიგი აღფრთოვანების ზღვა გადმოინთხა, სიხარულის წივილი, თვალების დათხრამდე ხალხის თვალიერება და გოგოების ფეხებზე პრიშიკების თვალიერება biggrin.gif, მხოლოდ ერთი მიხვდა სადღაც 40 წუთი ჩაშტერებული ყურების მერე რომ რაღაც ნიტოა და თვალები ეტკინა smile.gif

დასკვნა:
იაფიანი ვარიანტია, ასე რომ ბევრს არც ველოდი, მინდოდა მაქსიმუმ 10-ის ჯერადი, და გამოვიდა რომ სადღაც 15-16 ჯერადი მაქვს, smile.gif რეალურად კი 14-ის ჯერადი. ასე რომ ნორმალური შენაძენია. 1-2 კვირა მოვუწყობ საველე ტესტირებებს თუ არ გაამართლა ჩანაფიქრი და... კარგად მიყოლოს mymarket-ის ადმინისტარცია, მანდ ისეთ ხალხს ვნახავ რომ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ახლა კი გადავერთოთ კომუფლაჟის ლენტაზე. არ დავმალავ Davitus-ის იდეა მომეწონა, ანუ ტავის დისკოს რომ ნაჭერი შემოახვია, მაგრამ ცოტა უფრო ცივილური ფორმის მიცემა მინდოდა ამ საქმისთვის. ამიტომაც ვიყიდე აი ასეთი კომუფლაჟის ლენტა:



საკმაოდ ფართე რაღაც აღმოჩნდა თითქმის 5 სანტიმეტრია, სიგანეში და 20 იარდი, ანუ 18 მეტრი... კაი სიგრძეა smile.gif



დაჯდა ეს ბედნიერება 10$ ნუ პლიუს ჩამოტანის თანხა 400 გრამიმ უხეშად 4$ სულ 14$, იდეაში მე ჩემს შეცდომას აღარ გავიმეორებ, რადგან იგივე ფორმის ლენტა გუში აღმოვაჩიე "მაგნუმ"-ის საიტზე და მაგდაგვარი ლენტა არის 2 ცალი, 1 ღირს 12 ლარი, ემორე 17 ლარი. მართალია ციგრძე სიგანე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ლენტა უხესად დამიჯდა 25-26 ლარი, ამშინ როდესაც 2-ჯერ იაფად აქაც არის smile.gif იშვიათი შემთხვევაა...



გახსნილი ლენტა წააგავს ნაჭრის იზოლენტას, პროსტა ნახატია სხვა smile.gif, ხედაპირი რაღაც სტრანნია, წვრილად მოქსოვილ ბინტს წააგავს



ზედაპირეზე დატანა შემდეგნაირია, უნდა აიღოთ და დაახვიოთ იმ ზედაპირზე რომელზეც გინდათ მისი დატანა. ცალი მხარე წებოვანია, და როგორც მწარმოებელი და მთელი იუტუბი ამბობს არ ეწეპება თოფის ზედაპირს და მოხსნისას არ ტოვებს კვალს.. ხრენ ივო ზნაიტ ეგ გასასინჯია.



იდეაში მე ცოტა სხვანაირ ლენტას ველოდებიდი, ეს რაღაც ნამეტანი გეომეტრული ფორმისაა და რაღაც ძონძების და ნაჩალიჩარის ეფექტს არ იძლევა. მემგონი ნაჭერი ჯობია ისევ, მაგრამ რა ნაჭერი უნდა გამოვიყენო ჯერ არ ვიცი, ამ ლენტას ჯერ დავიტოვებ, გაყიდვით ამას mymarket-ზ ეალბათ ვეღარ გავყიდი რადგანაც უკვე გავხსენი. ნუ კაროჩე ვახოთ რა.

პოსტის ავტორი: koknar Jul 1 2010, 02:32 PM

ხოო კარგათ გივაჭრია. ისე ცოტა დახიე ეგ ლენტა და არ დაიძენძება? კატა რო გყავდეს 1 დღეში გამოძონძავდა biggrin.gif biggrin.gif. მარტო თოფი ხო არაა სხვა რამეზეც მიეკრობა.

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 1 2010, 02:37 PM

koknar

ციტატა(koka @ 1st July 2010 - 03:32 PM) *
მარტო თოფი ხო არაა სხვა რამეზეც მიეკრობა.

მიკრობით თუ გინდა შენ მოგაკრობ smile.gif

პროსტა მე უფრო ის პონტი მომწონს სნაიპერებს რომ აქვთ ხოლმე ჯონძები, უფრო წააგავს ბალახს და რაღაცას, ტყუილა დავიწუნე თავიდან დავითუსის ნაჭერი smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Jul 1 2010, 02:42 PM

მშვენიერი შენაძენია გიო wink.gif

ანუ ლენტა დაიწუნე არა? biggrin.gif

მოდი რამე ნაჭერი ვიყიდოთ ერთობლივად(კომუფლირებული) ხოოდა მივძონძოთ wink.gif
ერთ ადგილას ვნახე,მაგრამ მეტრაში 18 ლარი მითხრეს...მაგარი შიგ აქვთ...
თუ სადმე წააწყდები ნორმალურ ფასში,დავითრიოთ wink.gif

პოსტის ავტორი: koknar Jul 1 2010, 02:58 PM

დაძონძვილებში იქნება იაფად 100% biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 1 2010, 03:45 PM

ციტატა(koka @ 1st July 2010 - 03:58 PM) *
ხოო კარგათ გივაჭრია.

+1 smile.gif

სამხედრო ფორმები იყიდება ნავთლუღის ბაზარში, ბოლო 3 რიგში. სავარაუდოდ იქნება ნაჭერიც. კამუფლირება რამდენიმენაირი იყიდება იქ, ვუდლენდი, მარპატი. და შეიძLება უკვე ახალი ფორმა, მულტიკამიც შემოვიდა.

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 1st July 2010 - 03:37 PM) *
პროსტა მე უფრო ის პონტი მომწონს სნაიპერებს რომ აქვთ ხოლმე ჯონძები, უფრო წააგავს ბალახს და რაღაცას, ტყუილა დავიწუნე თავიდან დავითუსის ნაჭერი

მაგას ჰქვია ე.წ. Ghillie Camouflage. რამდენიმე ამაზონზეცაა: http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=ghillie+camouflage&x=0&y=0

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 1 2010, 03:56 PM

Power_VANO
აი ეგეთი კოსტუმი გაასწორებდა ქესალოში, პროსტა ცხელა ჯერ მაგისთანა რაღაცეებისთვის

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 1 2010, 08:06 PM

ja_ja
გილოცამ smile.gif

შენადა მაგ ბინოკლი რა წონაა? მძიმე არარის? smile.gif

სხვა კამუფლირება არ იყო? ვერ ვიტან ეგეთ სამხედრო კამუფლირებას smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Jul 1 2010, 08:13 PM

ისე დაძონძილი კამოფლიაჟი თუ გინდათ ვინმეს,რუსის ნაბოზარ ჯარისკაცებს აცვიათ! lol2.gif სულ ჩასვრილ ჩამოძონძილები არარიან
ეგ პირქვე ...ები ეგენი!

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 1 2010, 08:17 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 1st July 2010 - 09:06 PM) *
შენადა მაგ ბინოკლი რა წონაა? მძიმე არარის?

არა კაცო რა მძიმე, ტი ჩტო დარაგოი!

მოგვიანებით დავყრი სურათებს ხელში რომ მიჭირავს... ნუ მანძილმზომზე მძიმე არის, მარა კონკრეტულად რამდენი გრამია არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jul 1 2010, 11:35 PM

ციტატა(foxi @ Jul 1 2010, 10:13 PM) *
ისე დაძონძილი კამოფლიაჟი თუ გინდათ ვინმეს,რუსის ნაბოზარ ჯარისკაცებს აცვიათ! lol2.gif

lol2.gif

* * *
მართლა კარგად გივაჭრია ჯაჯ.. აი კამუფლირებული ლენტა კი ჯერ თავიდანვე აქ გენახა, მარა მაგარი იშვიათი შემთხვევაა რო რაღაც აქ უფრო იაფი ღირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 2 2010, 12:16 AM

რა გაჭირვებაა ეს კამუფლირებული ნაჭერი, იყიდეთ ბენდენა, ღირს 3 ლარი, დაჭერით და შემოახვიეთ, გილის გაკეთებაც ადვილია, უბრალოდ ცოტა შრომატევადია, და კეთდება მარტივად, მასალად სხვადასხვა სამხედრო ნაჭრები, მუქი ბრეზენტის ტომარაც გამოდგება, აი თუ მოვიცალე გავაკეთებ ტუტორიალს

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 2 2010, 08:43 AM

Davitus

ციტატა(Davitus @ 2nd July 2010 - 01:16 AM) *
აი თუ მოვიცალე გავაკეთებ ტუტორიალს

ქენი სიკეთე.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 10:08 PM

ცალკე თემას არ გავხსნი ჯერ და ამ ტოპიკს გავაოფებ თქვენის ნებართვით smile.gif


შეამჩნევდით ალბათ ამაზონის სასწორების ინვოისში სხვა ნივთებიც იყო. მოკლედ, დღეს ესენიც ჩამომივიდა:


Gerber Big Rock (440A ფოლადი) და Gerber Gator II (420HC ფოლადი)
მართალია ორივე ძალიან მომეწონა, მაგრამ Gator II-ით განსაკუთრებით მოხიბლული დავრჩი.





კააი მსხვილი ზურგი კი აქვს ამ "დიდ კლდეს"



ვიკენდისთვის Cold Steel-ებს ველოდები, იმათ სურათებსაც დავდებ.

თუ სურვილი და მოთხოვნა იქნება, ამათ მცირე მიმოხილვებსაც შემოგთავაზებთ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 5 2010, 10:52 PM

Power_VANO

გილოცავ , საკეცი მეც მომწონს

ციტატა(Power_VANO @ 5th August 2010 - 11:08 PM) *
თუ სურვილი და მოთხოვნა იქნება, ამათ მცირე მიმოხილვებსაც შემოგთავაზებთ

კი არის სურვილი smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Aug 5 2010, 11:00 PM

Power_VANO
მშვიდობაში...კაი ნოჟიკები ჩანს wink.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Aug 6 2010, 12:15 PM

კაი საჭირო ნივთია. გილოცავ

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 6 2010, 12:48 PM

geojorjika
cz80
ja_ja
თექნს-თენქს smile.gif

პოსტის ავტორი: daviti Aug 6 2010, 06:10 PM

გილოცავ!!!
მეც ვფიქრობდი მაგ დანების ყიდვას

ციტატა(Power_VANO @ 5th August 2010 - 11:08 PM) *
Gerber Gator II
რა დაჯდა ეს დანა ჩამოტანიანად?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 6 2010, 06:14 PM

daviti

ციტატა(daviti @ 6th August 2010 - 07:10 PM) *
მეც ვფიქრობდი მაგ დანების ყიდვას

კაცო შენ კიდევ აქ ხარ?? smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 6 2010, 09:09 PM

daviti
მადლობა smile.gif

Gator II დაჯდა ადგილზე 31$ + ესე 5$ ჩამოტანა (ამერიკაში შიპინგი უფასო, ამაზონიდან).

პოსტის ავტორი: soxa Aug 6 2010, 09:37 PM

Power_VANO
ვაა მაგარია ვანიჩკა, გილოცავ

პოსტის ავტორი: foxi Aug 6 2010, 11:34 PM

Power_VANO

გილოცავ. საინტერესოა რომელ გადამზიდავით ჩამოიტანე? ყველა წერს რომ მჭრელი და წვეტიანი ნივთები არ ჩამოგვაქო,საინტერესო დანებია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 7 2010, 07:25 AM

soxa
foxi
გმადლობთ smile.gif

ჩამოვიტანე USA2GEORGIA-თი, სწრაფად და უპრობლემოდ.

Cold Steel-ები getit.ge-თი გამოვგზავნე და ჯვარს მაცვეს რასაც ქვია, 7 ივლისს იქ მისული ნივთები დღემდე არაა ჩემთან smile.gif აქამდე ამოწმებდნენ რომ საბაჟოზე აამერიკაში არ იყოს რამე გართულებაო.
ახლა ძლივს მითხრეს გამოიგზავნაო...

პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2010, 06:13 PM

Power_VANO

ცოტა მეძვირება მაგ ფასი, ეგეთი მეტალისთვის... რავიცი, მე რომ ჩამომივა გაჩვენებ მერე, მაგრამ ეგ ცოტა სხვა დანიშნულებისაა, ნიჰონტომ აგვარჩევინა...

ისე მშვიდობაში smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 7 2010, 08:58 PM

Davitus

ციტატა(Davitus @ 7th August 2010 - 07:13 PM) *
ცოტა მეძვირება მაგ ფასი, ეგეთი მეტალისთვის... რავიცი, მე რომ ჩამომივა გაჩვენებ მერე, მაგრამ ეგ ცოტა სხვა დანიშნულებისაა, ნიჰონტომ აგვარჩევინა...

აბა ინტერესით დაველოდები smile.gif მოდელი მაინც ჩამაწვეთე წინასწარ biggrin.gif
მთავარია გამოგადგეს ადამიანს დანა, თორემ თუ გამოუსადეგარია, თუნდაც სულ ე.წ. "დამასკო" იყოს, კოლექციისთვის თუ ივარგებს.

ციტატა(Davitus @ 7th August 2010 - 07:13 PM) *
ისე მშვიდობაში

გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 7 2010, 09:53 PM

თქვენი არ ვიცი და მე ამას ვუმიზნებ Cold Steel Master Hunter VG-1 ფოლადით (VG-10 მინდოდა მარა ეგეთები FALLKNIVEN-ს აქვს და ორჯერ ძვირიც ღირს )



http://www.amazon.com/Master-Hunter-Stainless-Catagory-Accessories/dp/B0011MYRN2/ref=sr_1_4?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1281206860&sr=8-4


პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2010, 11:28 PM

ციტატა(Power_VANO @ 7th August 2010 - 09:58 PM) *
აბა ინტერესით დაველოდები მოდელი მაინც ჩამაწვეთე წინასწარ





პოსტის ავტორი: geojorjika Aug 7 2010, 11:31 PM

Davitus
რა ფოლადია?

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 8 2010, 11:36 AM

geojorjika
Kershaw G10 Hawk - http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1530

ფოლადი: 8CR13MoV

20$-ად კაი რამე ჩანს smile.gif მშვიდობაში დავითუს smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 8 2010, 05:14 PM

Power_VANO

მალადეს, სურათის სორსის დაკოპირება გცოდნია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 9 2010, 12:56 AM

Davitus
მე მქონდეს ზ.დ.პ. თუ სურათის სურსი მენახოს biggrin.gif

რომ დავინახე Kershaw ეწერა, შევედი ეგრევე Knifecenter-ზე მაგის განყოფილებაში და ეგრევე ეგ გაიჩითა, ზედა რიგის შუაში smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Aug 9 2010, 03:48 AM

ციტატა(Power_VANO @ Aug 7 2010, 10:58 PM) *
მთავარია გამოგადგეს ადამიანს დანა, თორემ თუ გამოუსადეგარია, თუნდაც სულ ე.წ. "დამასკო" იყოს, კოლექციისთვის თუ ივარგებს.

100%-იანი ხარ, ეს დღეები პახოტშI ვიყავი ფშავში და რავი რა ჩემი ვენგერი მაგრად გამომადგა
რომ ვყიდულობდი (1 წლის წინ) ვერც ვიფიქრევდი რო ესეთ დიდ სამსახურს გამიწევდა


პ.ს აი ეს მოდელიც მაგრად მესიმპატიურება, მარა ჯერ ჩვენთან არ შემხვედრია

პოსტის ავტორი: Hellados Aug 9 2010, 07:51 PM

ხალხო საძილე ტომარა მინდა ვიყიდო კარგი და ხარისხიანი და რას მირჩევთ აქვე ვიყიდო თუ ჩამოვიტანო ამაზონიდან?

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 9 2010, 07:59 PM

ჩამოტანაში (მოცულობითი წონა) თუ არ გაიწეწები, იქიდან სჯობს. შეადარე ფასები და ისე იყიდე smile.gif

პოსტის ავტორი: Hellados Aug 9 2010, 08:56 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 9th August 2010 - 08:59 PM) *
ჩამოტანაში (მოცულობითი წონა) თუ არ გაიწეწები, იქიდან სჯობს. შეადარე ფასები და ისე იყიდე

ფასები აქ უფრო ხელასყრელია, 30-ლარადაც ნაახვ რაღაც ნორმალურს ანუ დაახლოებით 20$
იქ კი მინიმუმ 30$-დან იწყება ყველაზე იაფიანი და პლუს ამას წონაც გადასახდელი იქნება მერე...

ხო ისე პარალონის ყიდვაც მინდა და მირჩიეთ სად ვნახო კარგი ხარისხის პარალონი, ხელასყრელ ფასად. როგორც ვიცი მაგეებში დიდი განსხავევებია, ზოგი თხელებია და სიცივეს ატანსო...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Aug 9 2010, 09:06 PM

ციტატა(Hellados @ Aug 9 2010, 10:56 PM) *
ხო ისე პარალონის ყიდვაც მინდა და მირჩიეთ სად ვნახო კარგი ხარისხის პარალონი, ხელასყრელ ფასად. როგორც ვიცი მაგეებში დიდი განსხავევებია, ზოგი თხელებია და სიცივეს ატანსო...

მე რა პარალონებიც შემხვედრია ყველა ერთი სლეა, ფასი დაახლოებით 15-20 ლარი

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 9 2010, 09:32 PM

Hellados
ჰოდა თუ აქ უკეთეს ფასშია, აქვე იყიდე smile.gif


პარალონებს რაც შეეხება, კარგი სამხედრო პარალონები არის ნავთლუღის ბაზარში, ბოლო ორ რიგში იყიდება სამხედრო აღჭურვილობა და იქ. ღირს 15 გელა, 1 სმ სისქისები.

ოღონდ მიაქციე ყურადღება, 2-ნაირებს ნახავ იქ სამხედრო პარალონებს: არის ორივე მხრიდან "გლადკი" ზედაპირით და არის როგორ გითხრა, ნიანგის ტყავივით ზედაპირით, ამობურცულებით რა. აქებენ უფრო მაგ ამობურცულებიანს, უფრო გამძლე არისო.

არ იყიდო ცისფერი პარალონები, ადვილად იხევა, "გრაჟდანსკია" biggrin.gif

პოსტის ავტორი: Hellados Aug 10 2010, 08:15 AM

გასაბერ პარალონებზე რას იტყვით ვარგა? ზოგი აქებს, ნესტს და სიცივეს უფრო ნაკლებად ატარებსო. სამაგიეროდ ისინი ცოტა ძვირი ღირს 40 ლარამდე და ცოტა მძიმეცაა მგონი..

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 08:21 AM

Hellados
გასაბერი? ეგეთიც თუ არ არსებობდა კი არ ვიცოდი smile.gif

იდეაში სწორია, ნესტს და სიცივეს ნაკლებად გაატარებს ჰაერის ფენის გამო, მაგრამ გამძლეობის მხრივ როგორი იქნება? ეგრე გასაბერი ლეიბი ჯობია საერთოდ, ის უფრო მაღალზე გაიბერება biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 24 2011, 07:32 PM

http://a-tacs.com/

ასეთი ფორმა მინდა. თქვენ რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: Hellados Feb 25 2011, 03:46 PM

ციტატა(foxi @ Feb 24 2011, 08:32 PM) *
http://a-tacs.com/

ასეთი ფორმა მინდა. თქვენ რას ფიქრობთ?

კაი ზმანებია მარა ჩვენს პირობებში ცოტა ნათელი ფერები ხომ არაა? ჩვენტან მაინც მომწვანო/ჭაობსიფერი უფრო პრაქტიკული იქნება ალბთ სახმარად

აუ ეს ბათინკები მომეწონა (უფრო ფასი 30$ biggrin.gif) ნახეთ რა ვიდზეა

http://thevintagebin.com/Black-Jungle-Boot-with-Cordura-Upper/M/B000JLACNA.htm

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 3 2012, 12:58 PM

ორი დღის წინ გუდვილში შევიძინე ეს კომუფლირებული ლენტა. ქონდათ 7 ლარიანი (სიგრძე 4მ) და 12 ლარიანი (სიგრძე 10მ) 7 ლარიანი ბინტივით იყო წებოვნების გარეშე და არ ვიყიდე რადგან ის მთლიანად უნდა შემომეხვია თოფზე. ანუ ვერ მოჭრიდი პატარ პატარებად და ცალკეულ ადგილებზე ვერ იხმარდი რა. თანაც პცპ-ზე ხომ ლულას ცალკე უნდა დაახვიო და რეზიკს ცალკე ისე რომ ერთმანეთს არ შეეხონ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

საბოლოოდ გამოვიდა ასეთი ვარიანტი. ახლა არც არც წიწვების შემეშინდება და არც ეკლიანი ბარდების smile.gif ტყესაც კარგად შეერწყმება ფერებში და უფრო მეტად უჩინარი გავხდებიsmile.gif მერე ცოტა ხელოვნურ ფოთლებს ჩავურთავ ალაგ-ალაგ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 3 2012, 03:42 PM

sekurifa
კაი კომუფლაჟია, უბრალოდ მემგონი რვიანთან რომ გადაბინტე კონდახი და ლულა, მაგი გექნება დასაცალკავებელი....

პოსტის ავტორი: sekurifa Aug 3 2012, 03:56 PM

ციტატა(ja_ja @ 3rd August 2012 - 04:42 PM) *
რვიანთან რომ გადაბინტე კონდახი და ლულა, მაგი გექნება დასაცალკავებელი....

რატო იმოქმედებს ვითომ? მაქ ხომ ორი რვიანია და მყარი ადგილია? ლულას არცკი ეხება ლენტა.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 3 2012, 04:15 PM

sekurifa
რავიცი რა გითხრა მე უბრალოდ რაც მაქვს, თოფები ყველაზე ლულა გამოკიდებულია, ერთი დისკო მყავს დაბმული და რავიცი მაგაზეც ვფიქრობ რამენაირად ავხსნა რომ დამოუკიდებელი იყოს.

ნუ შეიძLება წიკი მაქვს, უკვე, მაგრამ რავიცი რომ ვუყურებ დაბმულ ლულებს, მაჟრიალებს smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services