მოკლედ დღეს სახლში უსაქმოდ ვიყავი, ვერ შეჯიბრზე წავედი და ვერც ვერაფერი გავაკეთე სახელოსნოში ისეთ სიცხე იყო, ჰოდა ავდექი და დავიწყე ადრე იუთუბზე ნანახი ქედნის ღვეზელის ჩემებურად მომზადება, მოკლედ დავიწყეთ:
საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სამზარეულოშ გულიოს მკერდი ამას გამოვტოვებ
საჭიროა:
1)ორი ცალი გულიოს გულმკერდი
2)კარაქი 70-80 გრამი
3)სოკო კონსერვის ან ცოცხალი , უმჯობესია შამპინიონი 200 გრ
4)ნაღები 20% 100გრ
5)ნიორი, ხახვი, ნახევარი მწვანე ბულგარული
6)ფენოვანი ცომი (ერთი შეკვრა მზად იყიდება)
7)მარილი, შავი წიწაკა
ვიღებთ გულიოს გულმკერდს და ვაკეთბ ფილეს, ვჭრით ნიორს, ხახვს და ბულგარულს წვრილად
ვიღებთ საჭმლის შესაფუთ პარკს, ვაფარებთ გულიოს ფილეზე და ვიწყებთ მის დაბეგვას , გულიოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს და მისი მომზადება რომ გაადვილდეს და ასევე რბილი რომ იყოს, პარკი კი იმისთვისაა საჭირო რომ ოჯახის წევრები არ დასვაროთ დაბეგვილი ხორცით
დაბეგვილ ხორცს ვჭრით წვრილად
ვიღებთ 70-80 გრამ კარაქს , ვაგდებთ ცხელ ტაფაზე და ვალღობთ
ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხორცს
2-3 წუთის მერე ვამატებთ სოკოს
5-7 წუთის მერე ვამატებთ , ნიორს, ხახვს , ბულგარულს, მარილს და წიწაკას და ვურევთ კარგად
ვამატებთ ნაღებს და ვურევთ
უნდა მივიღოთ ესეთი მასა დაახლოვებით 3-4 წუთში
მიღებულს მასას ვათავსებთ კონტეინერში და შემდეგ მაცივარში 2-3 საათით
ვიღებთ ფენოვან ცომს, ვაბრტყელებთ და ვჭრით იმდენ ნაწილად რამდენი ღვეზელის გაკეთებასც ვაპირებთ 12X18 სმ მართკუთხედი უნდა იყოს ზომა
ვათავსებთ მაცივარშიდან გამოღებულ წინაწარ გამზადებულ გულსართს , გადავკეცავთ და ნაპირებტს მოვუხვევთ
ვიღებთ კულინარიულ ქაღალდს, ვათავსებს ჟარონაზე, ვუსმევთ გამდნარ კარაქვს რომ არ დაიკრას, ღვეზელებსაც ვუსმევთ თავზე გამდნარ კარაქს და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავზებთ 20-25 წუთით
20 წუთის შემდეგ ვიღებთ ასეთ ღვეზელებს
გადმოვიღებთ თეფშზე და მივირთმევთ
არის ძალიან მსუყე და გემრიელი 1 ცალზე მეტს ნუ გათვლის კაცზე
სუპერ
შენ რა მაგარი ყოფილხარ ჯორჯიკ ნერწყვი მომივიდა.
გამოაცოცხლე ფორუმი
აპეტიტნო ვიგლიადიტ
სგ
მსუყე იქნება შეკაცო, კილონახევარი კარაქი და სლივკები უთავაზე 100გრ ჩიჩიას აი ბულგარულს ვერაფერში ვერ ვგუობ მარა რანცხა მანდ მგონი მოუხდებოდა.
მოკლედ საბანკეტო სუფრაზე ახალი პოვარი ამოციმციმდა
შენა ძმა კულინარიელი ხარ????? ;D
წამოთრეულიყავი ცეცხლსასროლთა შეჯიბრზე... ისეთი დამწვარი მოვედი რავარცა ზანგი, უფროსწორეთ კი ისეთი წითელი ვარ რავარცა ორთქლზე მოხარშული კიბორჩხალა ;D
ja_ja
დილას მაგისთვის ვერ ავდგებოდი ნაღდად , ერთI კვირადღე ვისვენებ
ზატო რა სიგრილე იყო დილის 5 საათზე ბლიაძ!!!!
iorama
დიდი ვერაფერი, მარა მაგრა დავაშინეთ
დაახვიეთ ეხლა ამ თემიდან
iorama
გველი გაგიზრდია უბეში, გველი)))) აგახევს ახლა შეფობას და ნახე მერე))))
iorama
ja_ja
ჰოდა მერე ეძებე ნატვრის თვალი და ბროწეულები
geojorjika
ეს გამახსენდა უცებ
nihontoman
კი ზუსტად ეგ
geojorjika
გემრიელად გამოიყურება ორივე ვარიანტი. გასინჯავდა კაცი
საღოლ ჟორჟიკ, მაგრამ იმ ღვეზელს საგიტალურ კვეთაში ვატყობ, რომ ცომს ცოტა აკლია ცხობა, იმედია კუჭმაც არ შეატყო
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services