გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> პნევმატური იარაღით სარგებლობისას უსაფრთხოების წესები, !!!აუცილებელია იცოდეს ყველამ!!!
Jah
პოსტი Feb 7 2009, 12:02 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



უსაფრთხოების წესები:

1. ყოველთვის მოექეცით პნევმატურ იარაღს, როგორც დატენილს და ტყვიაჩადებულს!
2. არასდროს არ დაუმიზნოთ ობიექტს რომელშიც არ აპირებთ სროლას. არავითარშემთხვევაში არ დაუმიზნოთ ადამიანებს!
3. პნევმატური იარაღი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული სამიზნეების მხარეს, გადატანისას კი ლულით ზევით ან ქვევით.
4. არასდრიოს არ გეჭიროთ თითი სპუსკზე თუნდაც პნევმატურ იარაღში ტყვია არ იდოს და არ იყოს დატენილი. თითი დაადეთ სპუსკს მხოლოდ დამიზნების შემდეგ, მხოლოდ გასროლის წინ.
5. პნევმატური იარაღის დატენვა და ტყვიის ცადება დაშვებულია მხოლოდ სასროლ პოზიციაზე.
6. სროლისთვის უნდა იყოს ამორჩეული მხოლოდ შესაბამისი მიზნები. უნდა გავითვალისწინოთ ტყვიის შესაძლებელი ტრაექტორია მიზნის გახვრეტისას, რიკოშეტის დროს ან თუ საერთოდ ვერ გავარტყით სამიზნეს.
7. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი პნევმატური შაშხანიდან სროლისას, გაითვალისწინეთ რომ ლულის არხის ღერძი არის სამიზნის ოპტიკური არხის ქვემოთ. შესაძლებელია ტყვიის მოხვედრა, ახლოს განლაგებულ საგნებში, რომლებიც არ ცანს ოპტიკურ სამიზნეში, ან თუ საგანი განლაგებულია სამიზნის ქვემოთ მაგრამ მაგიდის პირდაპირ.
8. ოპტიკურ სამიზნეში დამიზნებისას ნუ შეეხებით ობიექტივს წარბით. ზოგიერთ პნევმატურ იარაღს აქვს საკმაოდ დიდი უკუდარტყმა და გასროლისას შესაძლებელია მიიღოთ წარბის ან თვალის ტრავმა.
9. აუცილებლად გააკონტროლეთ ტერიტორია, რომელზეც მიმდინარეობს სროლა. განსაკუთრებით ოპტიკური სამიზნით სროლისას. ჯგუფური სროლების დროს არ დაუშვათ რომ მონაწილეები შედიოდნენ სროლის ხაზის იქეთ. (ან თუნდაც ლულის კვეთის ხაზის იქეთ, სროლის ხაზის პერპენდიკულარულად.)
10. მოკლე მანძილებზე (10 მეტრომდე) სროლისას, გამოიყენეთ დამცავი სათვალეები.
11. არ გადასცეთ ერთმანეთს ტყვიაჩადებული და (ან) დატენილი იარაღი.
12. არ დატოვოთ პნევმატური იარაღი ტყვიაჩადებული და (ან) დატენილი.
13. ეცადეთ არ დატოვოთ პნევმატური იარაღი თვალყურის გარეშე.
14. არ შეეხოთ სხვისს პნევმატურ იარაღს მფლობელის თანხმობის გარეშე.
15. ხელი არ მოკიდოთ პნევმატურ იარაღს, თუ მიზნების ზონაში არის ხალხი. თუნდაც პნევმატური იარაღი არ იყოს ტყვიაჩადებული და არ არის დატენილი.
16. როდესაც სროლა არ მიმდინარეობს (სასროლ ტერიტორიაზე მოძრაობისას) პნევმატური იარაღის საკეტი ქონდეთ გახსნილი, ან (ზამბარ დგუშიანების შემთხვევაში) ლულა უნდა იყოს ღია.
17. სროლის წინ შეამოწმეთ პნევმატური იარაღის ტექნიკური მდგომარეობა.
18. არ დაშალოთ ტყვიაჩადებული და (ან) დატენილი პნევმატური იარაღი.
19. პნევმატური იარაღის შეკეთება, რეგულირება და შემოწმება მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით.
20. სროლების ჩატარების დროს ირჩევა უფროსი, და ყველა დანარჩენი სროლის მონაწილე უსიტყვოდ ასრულებენ მაგის სიტყვებს, სხვა შემთხვევაში ტოვებენ სროლის ტერიტორიას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:10 PM
Hosted by Pro-Service