თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ შეჯიბრებების სახეობები _ შეჯიბრი BR-ში, 25 და 50 მეტრზე

პოსტის ავტორი: pilotina Aug 8 2018, 04:50 PM

თანაფორუმელებო, ასეთი იდეა მომივიდა თავში, მომივიდა რა, კაი ხანია ამაზე ვფიქრობ, მარა ფორუმის აქტიურობის შემხედვარე არ მეგონა თუ ვინმე მხარს დამიჭერდა.
მოკლედ რა ხდება, ბევრი ჩვენგანი ასე თუ ისე გადის ბუნებაში და ახარებს ჭიას, ზოგი ქაღალდზე სროლით და ზოგიც ნადირობით, უმეტესობას ფორუმელებისას აქვს ესა თუ ის პნებმატური იარაღი.
რაღა ცალ-ცალკე დავდივართ, მოდით მოვახერხოთ და ერთი პატარა შეჯიბრი მოვცხოთ.
მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება, ვისაც რა თოფით უნდა იმით გამოვიდეს. გასაგებია, რომ არსებობს BR-ის წესები,რომლებიც ამ განყოფილებაშია აღწერილი, მგრამ ეხლა ყველა ვერ შეძლებს თავისი თოფის ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანას,
ამიტომ ამ ეტაპზე შესაძლებლად მიმაჩნია გამარტივებული წესებით სარგრბლობა.
თუნდაც 8-10 კაცი რომ შევიკრიბოთ უკვე რაღაცაა, შეიძლება, რამე სიმბოლური საპრიზო ფონდის დაწესებაც.
რა თქმა უნდა ეს დღეს და ხვალ ვერ მოხერხდება, მაგრამ, სადღაც ოქტომბრამდე საკმარისი დროა, რომ კაცმა შეჯიბრის წესებიც შეისწავლოს, თოფიც მოამზადოს და თავადაც მოემზადოს მეტ-ნაკლებად.
შეჯიბრის მერე რა თქმა უნდა შესაბამისი აღნიშვნა ამ საქმის. biggrin.gif


P.S. უბრალოდ ამ საქმეს სჭირდება ორგანიზატორი, რომელსაც აქვს გარკვეულწილად მეტ=ნაკლები თავისუფალი დრო და რომელიც ითავებს საორგანიზაციო საკითხებს, როგორიცაა მაგ. სამიზნეების მომზადება, სასროლი მაგიდები, სამიზნეების დასამაგრებელი
, სასროლი ბალიშები და ა.შ.

რავი, თუ რამე ისე არ მესმის, ან რაცხა სასწაულს ვცდილობ, შემოვა ფორუმის უფროსობა და გაგვანათლებს იმედია. smile.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 8 2018, 04:54 PM

კარგი იდეაა ჩემი აზრით. ჩემი სახით 1 კაცი შემოგიერთდებათ. მონაწილეთა რაოდენობას მაინც შევავსებ.

პოსტის ავტორი: aleqsa Aug 8 2018, 05:46 PM

pilotina

შენს იდეას +1 ხმა ჩემგანაც.

საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება (მაგიდებს სამიზნე ქაღალდების სამაგრებ ვგულისხმობ) 3 მაგიდა სამეგობრო უკვე გვაქვს, მე გიგას და გიოს, ჩემი ცაცია მსროლელზეა აწყობილი, გიგასი და გიოსი მარჯვენაზე. ალბათ სხვებსაც ექნებათ? სამიზნე ფურცლების სამაგრიც გიგას აქვს კაი ვარიანტები რამდენიმე და საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მე დაგიმზადოთ დამატებითი მაგიდებიც და გიგას როგორიცააქვს ან მსგავს თუ მაჩვენებთ ისეთ სამიზნე სამაგრებს ჩემი ხარჯებით?

პოსტის ავტორი: userman Aug 8 2018, 07:59 PM

მეც მივესალმები წამოწყებას .

მაგიდები, მემგონი, ორიც საკმარისია.

ისე რამდენს აქვს ზუსტი სროლის ამბიცია , ხოოდა ძალიან კარგი იდეაა.

რაც შეეხება პრიზებს, ჩემი აზრი ასეთია :
ყველა მონაწილემ უნდა შემოიტანოს გარკვეული თანხა და ეს თანხა უნდა გადანაწილდეს პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებზე პრიზების სახით .

თქვენ თქვენი აზრი თქვით და შევჯერდებით ალბად .

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 8 2018, 09:43 PM

მოკლედ სანამ ადგილზე და პრიზებზე მივა საქმე მემგონი ჯერ სროლის ტენხნიკაზე, ქულების სისტემაზე და ასე შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს.

სროლა:
სროლა სჯობს ალბათ 2 მაგიდიდან, მიმდევრობით, წყვილად. წყვილს გარკვეული დრო მიეცემათ სიტყვაზე 15-20 წუთი. რავიცი. სანამ ორივე არ მორჩება სროლას მანამ სხვა წყვილი არ დაიწყებს. ან კიდევ მორჩება მაგიდა და დაჯდება შემდეგი მსროლელი ოღონდ თითოეულ მონაწილეს მიეცემა ისევ დროს სიტყვაზე 15-20 წუთი.
ასევე გამოყენება შეიძლება ბალიშების, სოშკების, მეტი არ მახსენდება.


სამიზნე:
ამ საკითხში გამოცდილება აქვთ ძველ ფორუმელებს, ალბათ შემოვლენ დაწერენ როგორ სჯობს. ერთს ვიტყვი მხოლოდ რო მემგონი A3 ფორმატი სჯობს, რგოლები და პლიუს მისროლის ადგილებიცეტევა როგორც ვიცი. თითონ დასამიზნებელი 25 რგოლის სტანდარტულ ზომებს თუ გამოცდილები დაწერენ კარგია თუ არადა მოძიება ადვილია.

ასევე ადვილად მოსაზიებელია ქულების დათვლის და შეჯამების პრინციპი. სჯობს ალბათ კიდევ რომ მხოლოდ 1 ნასროლით არ დამთავრდეს ყველაფერი, ანუ ისევ წრეზე წავიდეს სროლა და 2 ან 3 რაუნდი იყოს. საბოლოო დაჯამებული ქულებით გაირკვევა ყველაფერი.

თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უფრო დროში უფრო ადრე მორჩენილ მონაწილეს.

პოსტის ავტორი: pilotina Aug 8 2018, 10:28 PM

იდეები შემოდის ნელ ნელა. ეს კარგია. თანდათან ამ თემაში მოგროვდება კარგი იდეები ტექნიკურ და საორგანიზაციო ნაწილებში და მერე საერთო აზრამდე მივალთ, დავხვეწავთ და საბოლოო სახით მივიღებთ.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 8 2018, 10:46 PM

ციტატა(bedo @ 8th August 2018 - 10:43 PM) *
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უფრო დროში უფრო ადრე მორჩენილ მონაწილეს.

X-ებით ითვლება თუ არ ვცდები და ეგეც თუ თანაბარია მერე ალბათ დრო

პლიუს კიდევ სპეციალური ხელსაწყოა საჭირო ქულების დასათვლელად

მოკლედ jaja ვიხაძი, ენთუზიამს ნუ ჩაუქრობ ბიჭებს biggrin.gif






პოსტის ავტორი: S.T.A.L.K.E.R Aug 9 2018, 01:04 PM

მეც მივიღებ მონაწილეობას დიდი სიამოვნებით P15 მაქ 12X ოპტიკით რას ვიზამ არ ვიცი მარა ჭიას გავახარებ smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Aug 9 2018, 04:12 PM

მივესალმები იდეას.

აქვე რამდენიმე პრაქტიკული შენიშვნა:

ციტატა(bedo @ 8th August 2018 - 10:43 PM) *
წყვილს გარკვეული დრო მიეცემათ სიტყვაზე 15-20 წუთი

უაზროდ დიდი დროა. რეალურად 5 წუთზე მეტს არავინ ანდომებს.

ციტატა(ale @ 8th August 2018 - 06:46 PM) *
3 მაგიდა სამეგობრო უკვე გვაქვს,

არცაა მეტი საჭირო. რეალურად 2 მაგიდიდან ისვრიან მონაწილეები. ცაციის ვარიანტი ხომ მთლად უკეთესი


ციტატა(bedo @ 8th August 2018 - 10:43 PM) *
სევე ადვილად მოსაზიებელია ქულების დათვლის და შეჯამების პრინციპი. სჯობს ალბათ კიდევ რომ მხოლოდ 1 ნასროლით არ დამთავრდეს ყველაფერი, ანუ ისევ წრეზე წავიდეს სროლა და 2 ან 3 რაუნდი იყოს. საბოლოო დაჯამებული ქულებით გაირკვევა ყველაფერი.

ციტატა(aleqsandre @ 8th August 2018 - 11:46 PM) *
X-ებით ითვლება თუ არ ვცდები და ეგეც თუ თანაბარია მერე ალბათ დრო


მგონი ჯობს ტრადიცული სისტემა დაიტოვოს.


ციტატა(pilotina @ 8th August 2018 - 05:50 PM) *
შეიძლება, რამე სიმბოლური საპრიზო ფონდის დაწესებაც.

ციტატა(userman @ 8th August 2018 - 08:59 PM) *
რაც შეეხება პრიზებს, ჩემი აზრი ასეთია :
ყველა მონაწილემ უნდა შემოიტანოს გარკვეული თანხა და ეს თანხა უნდა გადანაწილდეს პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებზე პრიზების სახით

რაიმე პრიზს მეც დავაწესებ ))


პოსტის ავტორი: giga2010 Aug 9 2018, 07:10 PM

ვუერთდები მეც ამ იდეას. მთავარია პირველი ნაბიჯები გადაიდგას.

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 9 2018, 07:16 PM

ვისაც ზდპ აქვს როგორ იქნება მისი საქმე ? მემგონი სჯობს თუ საკმარისი ზდპ მონაწილე არ იყო მერე გაერიოს პცპ_ში თუ ამის სურვილი იქნება. ან პირდაპირ პცპ_თან თუ ისევ სურვილი იქნება თავისთავად.





ციტატა(bedo @ 8th August 2018 - 10:43 PM) *
სჯობს ალბათ კიდევ რომ მხოლოდ 1 ნასროლით არ დამთავრდეს ყველაფერი, ანუ ისევ წრეზე წავიდეს სროლა და 2 ან 3 რაუნდი იყოს

აი ამაზე რას იტყვით ???

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 9 2018, 08:13 PM

რა ზომის არის იქსი სამიზნეზე, ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: pilotina Aug 9 2018, 09:24 PM

ციტატა(giga2010 @ 9th August 2018 - 09:13 PM) *
რა ზომის არის იქსი სამიზნეზე, ხომ არ იცით?


ზუსტად ვერ გეტყვი,მარა მგონი 1 მმ-ია


პოსტის ავტორი: MonSoon Aug 9 2018, 09:38 PM

ესეთი რამე ვიპოვე 25 იარდის და 50 მეტრის სასროლი სამიზნეების ზომების

25 იარდზე
https://radikal.ru
https://radikal.ru


50 მეტრზე
https://radikal.ru
https://radikal.ru


წყარო. pdf ფაილი.
http://www.erabsf.org/rules/eurorules%202007-2008.pdf

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 9 2018, 09:47 PM

pilotina
MonSoon
მადლობა

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 9 2018, 09:48 PM

ესეც ქულების დათვლის წესები მაგრამ ინგლისური არ ვიცი biggrin.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: pilotina Aug 9 2018, 10:14 PM

ინგლისურად რად გინდა, აგერ ჯა-ჯას აქვს აღწერილიhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2390

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 9 2018, 10:19 PM

pilotina
ძაან კაი

.............................

პოსტის ავტორი: okela84 Aug 11 2018, 11:51 AM

ფულის დადება და შემდეგ აფ ფულის 3 კაცზე გადანაწილება არაა მთლად კაი იდეა, მგონი ისევ პრიზები სჯობს, მაზიანზე სროლას რო არ დაემსგავსოს, იმ ატმოსფეროს რომელიც გასვლების დროს სუფევს ხოლმე ნაკლებად შეჰფერის. რამდენიმე კაცმა ავიღოთ ორგანიზება საკუთარ თავზე და მოვიფიქროთ რამე ისეთი პრიზები რომლებიც ყველას გაუხარდება.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 11 2018, 12:23 PM

კაროჩე ვინც მონდომებული ხართ დამიკავშირდით

ეხლა დავრეკე ქარავანში და პრიზებზე დამიატკაზეს.

მაგნუმმა გამოიარეთო და ვნახოთო

აპაჩისაც ველაპარაკე და თვის ბოლოს გამოიარე და ზუსტ პასუხს გეტყვიო.

თუმცა მაგათი დაკერვა მარტო იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ტვ-ს მოვიყვანთ და საინფორმაციოში ნახევარ წუთიან სიუჟეტს მაინც დაგვითმობენ.

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 11 2018, 12:32 PM

ისე მიჩუმდა აქაურობა რო საბოლოოდ მემგონი 4-5 დარჩება რიმელიც ერთ კაი ჯიგრულ გასვლას გააკეთებს. ესეც სჯობს მემგონი.

ვაფშე ტა პირველ ჯერზე უბრალო გასვლა ვცადოთ, შევხედავთ, წესებსაც სროლის მომენტში გადავხედავთ, ფოტო ვიდეო თან დართული იქნება და სხვებიც შეხედავენ რა და როგორი სიტუაცია იყო. მერე უფრო მეტსაც მოუნდება ესე მგონია.

ყველა თავს იკავებს და მეჩვენება რო ერთი კაი ორგანიზება უნდა ამ ყველაფერს, აი ეს არ ჩანს. გასვლისთვის კი 4-5 კაცი მოგროვდება.

პოსტის ავტორი: pilotina Aug 11 2018, 12:55 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 11th August 2018 - 01:23 PM) *
თუმცა მაგათი დაკერვა მარტო იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ტვ-ს მოვიყვანთ და საინფორმაციოში ნახევარ წუთიან სიუჟეტს მაინც დაგვითმობენ.


ტვ და გაზეთები არა მგონია კაი იდეა იყოს ჩვენი კანონის გადამკიდე. ამას უფრო ჩვენ, ასე ვთქვათ ''შინაურულ", ფორუმულ შეჯიბრად აღვიქვამ.
პრიზებს რაც შეეხება, ეხლა ქარავანმა და მაგნუმმა თუ არ დაგვიეწსა პრიზი, ჩვენ რა ვერ მოვაბავთ ამას თავს?

MonSoon
ციტატა(bedo @ 11th August 2018 - 01:32 PM) *
ისე მიჩუმდა აქაურობა რო საბოლოოდ მემგონი 4-5 დარჩება რიმელიც ერთ კაი ჯიგრულ გასვლას გააკეთებს.


რატო ფიქრობ რომ მიჩუმდა?
ზუსტადაც, რომ ერთი რუტინული გასვლა რომ არ გამოგვივიდეს, სიჩქარე და არიქა ხვალ და ზეგ გავვარდეთ და ვისროლოთო არ არის მართებული ჩემი აზრით.
საფუძვლიანად უნდა მოვამზადოთ ღონისძიება, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, წესები შევისწავლოთ( შეიძლება იმ წესწბში პირველ ჯერზე რამე გავამარტივოთ), მონაწილეების სიები და ვინ რა იარაღით აპირებს გამოსვლას ჩამოვწეროთ კაი მყუდრო ადგილი(არავინ რომ არ შეგვიშალოს ხელი) მოვიძიოთ, და ა.შ.


პოსტის ავტორი: NRG Aug 11 2018, 12:57 PM

მე და ჩემი "ტურაც" წამოვალთ

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 11 2018, 01:02 PM

pilotina

ციტატა(pilotina @ 11th August 2018 - 01:55 PM) *
რატო ფიქრობ რომ მიჩუმდა?
ზუსტადაც, რომ ერთი რუტინული გასვლა რომ არ გამოგვივიდეს, სიჩქარე და არიქა ხვალ და ზეგ გავვარდეთ და ვისროლოთო არ არის მართებული ჩემი აზრით.
საფუძვლიანად უნდა მოვამზადოთ ღონისძიება, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, წესები შევისწავლოთ( შეიძლება იმ წესწბში პირველ ჯერზე რამე გავამარტივოთ), მონაწილეების სიები და ვინ რა იარაღით აპირებს გამოსვლას ჩამოვწეროთ კაი მყუდრო ადგილი(არავინ რომ არ შეგვიშალოს ხელი) მოვიძიოთ, და ა.შ.

ტვ და მსგავსი მე პირადადაც არ მინდა როგორც ერთ ჩვეულებრივ მოყვარულს.

დანარჩენი კი რავიცი, ალბათ ერთი უბრალო გასვლაა საჭირო, ადგილზე უკეთესი იქნება მოფიქრება ყველაფრის და დალაპარაკება. ამის შემდეგ დაიწერება ფორუმზე უკვე დაზუსტებული, შეთანხმებული ინფორმაცია და მერე გაიგებს ყველა. ფორუმზე ყველაფერს ვერ დაწერთ. რავიცი ალბათ ესე სჯობს ჩემი მოკრძალებული აზრით.

პოსტის ავტორი: aleqsa Aug 11 2018, 01:21 PM

"მიყრუებული" ადგილი თბილისის თავზე ორგან მეგულება, ისეთი რომ ხალხი ძალიან იშვიათად დადიან, ჩვენი თანაფორუმელებიდან გიგამ გა გიმაც იციან ეგ ადგილები, შემოვლითი რკინიგზის ახლის და დიდი ლილოს თავზე რო ვიყავით ბიჭებო მაგ ადგილებს ვგულისხმობ, მარა მან თუ ავალთ ქარის ნატამალიცკი არუნდა იყოს ტბილიში თორე ნიქვი იქ სულ არის და აქ თუ ნიავი იქნა იქ უკვე კაი გვარიანი ქარიახოლმე. ნუ რავიცი თუ სურვილი გექნებათ რამდენიმე კაცი შევიკრიბოთ, ძირითადათ ორგანიზატორები ვინც იქნებით და გაჩვენებთ წინასწარ რამდენიმე დღით ადრე რომ თუ რამეა და არ მოგეწონებათ სხვაგანაც მოვიძიოთ?

პოსტის ავტორი: gregory Aug 11 2018, 01:55 PM

ციტატა(aleqsandre @ 11th August 2018 - 01:23 PM) *
ეხლა დავრეკე ქარავანში და პრიზებზე დამიატკაზეს.

მაგნუმმა გამოიარეთო და ვნახოთო

აპაჩისაც ველაპარაკე და თვის ბოლოს გამოიარე და ზუსტ პასუხს გეტყვიო.

თუმცა მაგათი დაკერვა მარტო იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ტვ-ს მოვიყვანთ და საინფორმაციოში ნახევარ წუთიან სიუჟეტს მაინც დაგვითმობენ.



ციტატა(pilotina @ 11th August 2018 - 01:55 PM) *
პრიზებს რაც შეეხება, ეხლა ქარავანმა და მაგნუმმა თუ არ დაგვიეწსა პრიზი, ჩვენ რა ვერ მოვაბავთ ამას თავს?


ნუ ახლა არც მაგნუმი ვარ და არც ქარავანი, მაგრამ ხომ დავწერე::

ციტატა(gregory @ 9th August 2018 - 05:12 PM) *
რაიმე პრიზს მეც დავაწესებ ))

თრანაც არც ტვ -ს მოვითხოვ და არც გაპიარებას ))
ხოდა აბა რა გინდათ პრიზად?!

პოსტის ავტორი: pilotina Aug 11 2018, 02:13 PM

gregory

ციტატა(gregory @ 11th August 2018 - 02:55 PM) *
ნუ ახლა არც მაგნუმი ვარ და არც ქარავანი, მაგრამ ხომ დავწერე::


რაიმე პრიზს მეც დავაწესებ ))


friends.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 11 2018, 02:33 PM

მადლობა მეგობრებო ესე რომ განაგრძობთ მხარდაჭერას. პირადად მე პრიზის გარეშეც მივიღებ მონაწილეობას. მთავარია საფუძველი ჩაეყაროს შეჯიბრებას. ზოგადად წაადგება ჩვენ საქმეს სამომავლოდაც. მაგიდები არსებობს, სამიზნეებიც არ იქნება პრობლემა. საჭიროა ადგილი მოიძებნოს. ერთ ადგილს მეც გაჩვენებთ.
დავთქვათ თარიღი და მივყვეთ ნელ-ნელა. უკეთესი იქნება თუ სასწავლო წლის დაწყებამდე დავგეგმავთ და ჩავატარებთ შეჯიბრებას

პოსტის ავტორი: okela84 Aug 11 2018, 03:22 PM

gregory
pilotina
მშვენიერია, მადლობა გულუხვობისთვის. პრიზები ნამდვილად წაახალისებს და მეტ ხიბლს და აზარტს შესძენს შეჯიბრს.

სხვა დანარჩენი ხარჯი კიდე შეგვიძლია შევხვდეთ უახლოეს დღეებში და ისე დავიანგარიშოთ და გამოვიყვანოთ შეჯიბრში მონაწილეობის საფასური, პლიუს ამას არც თუ ისე ცოტა დეტალია დასაზუტებელი.

ჩემი აზრით შეჯიბრი წესებითურთ ერთი თვით ადრე თუ დაანონსდა, დაახლოებით 15-20 მდე ავა მონაწილეების რაოდენობა.




პოსტის ავტორი: ბაიკერი Aug 11 2018, 03:50 PM

რაღა ეხლა გავყიდე ტაიპანი ბლია

პოსტის ავტორი: aleqsa Aug 11 2018, 04:00 PM

მეც ვეთანხმები ოკელას, ორგანიზებაზე ბევრი წვრილმანია შესაჯერებელი და გიოსი არ იყოს მეც იმ აზრს ვემხრობი წინასწარ შევიკრიბოთ და ადგილებიც შევათვალიეროთ და წესებია თუ ორგანიზატორული ნიუანსები წინასწარ განისასზღვროს, რომ უშუალოდ შეჯიბრის დღეს არ იყოს "სიურპრიზები"

პილოტინას და ბატონ გრიგოლს დიდი მადლობა პრიზების დაწესებისთვის, ხოლოთ გიგასი არიყოს მეც მზადავარ ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშედაც მივიღო მონაწილეობა და არც რაიმე განსაკუთრებულ მსროლელობაზე მაქვს პრეტენზია, უბრალოდ ჩემთვის მთავარია რამენაირად საფუძველი მაინც ჩავუყაროთ ამ კარგ წამოწყებას, იქნებ შემდეგში უკვე ყოველწლიურ ან სყლაც სეზონურ შეჯირებაშიც გადაიზარდოს და ჩემი მონაწილეობით მინდა მხარში დაგიდგეთ ამ კეთილ საქმეში. ვხვდები რომ შეჯიბრები შედეგების მიუხედავად თვითეული ჩვენგანისთვის რაღაც სტიმულის მომცემი იქნება და ერთმანეთთან ურთიერთობით მჯერა რომ გაცილებით სწრაფად წავალთ წინ ვიდრე ისე როგორც ახლა ვართ, თვითეული ჩვენ ჩვენთვის რაღაცას ვჩალიჩიბთ, ჰაჰა რამდენიმე შევიკრებებით და პატარ პატარა გასვლებს ვაწყობთ და მხოლოდ აქ ვირტუალურად ვეხმაურებით ერთმანეთს. მგონია რომ ქართული პნევმომოყვარულებისტვის ასე აჯობებს!

ჩემთვის ძველი "ვეტერანების" აზრიც საინტერესოა რას ფიქრობთ ამ თემაზე? ვიცი რომ შეჯიბრებების მოწყობის გამოცდილება უკვე გაქვთ თქვენ და თქვენი ჩართულობა სასურველი და აუცილებელიცკი იქნება.

პოსტის ავტორი: aleqsa Aug 11 2018, 04:07 PM

ვახ! ეხლა გადავიკითხე ჩემივე პოსტი და გამეცინა ჩემს თავზე: ძველი პარტკომივით "რეჩი" გამომსვლია smile.gif

მარა მართლა გულით ასე მგონია რომ კარგი წამოწყებაა და ეს შეჯიბრებები ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წაგვწევს ყველას!!

პოსტის ავტორი: pilotina Aug 11 2018, 05:23 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 11th August 2018 - 02:21 PM) *
მარა მან თუ ავალთ ქარის ნატამალიცკი არუნდა იყოს ტბილიში თორე ნიქვი იქ სულ არის და აქ თუ ნიავი იქნა იქ უკვე კაი გვარიანი ქარიახოლმე.


ეგეთი ადგილი, ცოტა არიყოს და არ გვაწყობს, რავი, მე, გიგა და ოკელა რომ ვიყავით ის ადგილი არ ივარგებს ვითომ? რას იტყვი გიგა?
თან სულ უქარო ამინდს შეიძლება ვერც ვეღირსოთ და არც გვინდა. პატარა ქარში უფრო საინტერესოა სროლა, დროშების მდგომარეობის მიხედვით.
50 მეტრზე ჩემი აზრით 4 დროშა მაინც დაგვჭირდება.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 11 2018, 06:09 PM

ციტატა(pilotina @ 11th August 2018 - 06:23 PM) *
ქარში უფრო საინტერესოა სროლა, დროშების მდგომარეობის მიხედვით.

გეთანხმები

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 11 2018, 06:39 PM

ერთი დღე დავთქვათ და თუ გინდათ დავათვალიეროთ ადგილები. იმ ადგილსაც განახებთ და სხვებიც ვნახოთ. მე რა ადგილსაც გთავაზობთ იქ დაცული ვიქნებით უსაფრთხოების მხრივ, ანუ ხალხი არ მოძრაობს. ფერდობიც შემაღლებულია და ტყვიები მიწაში წავა. ისე საკმაო აღმართია. წეროვნის დასახლებიდან გრუნტიანი გზაა და ზუსტად 5 კილომეტრია.

პოსტის ავტორი: pilotina Aug 11 2018, 06:43 PM

ოკ, დავთქვათ ერთი დღე და გავისეირნოთ

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 17 2018, 11:13 AM

მეგობრებო. სამიზნეებს ვერ მივაგენი და ხომ ვერ დამეხმარებით სად უნდა მოვძებნო

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 17 2018, 11:13 AM

მეგობრებო. სამიზნეებს ვერ მივაგენი და ხომ ვერ დამეხმარებით სად უნდა მოვძებნო

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 17 2018, 11:54 AM

giga2010
წინა გვერდზე მიწერია პდფ ფაილით.

25_ზე სხვა და 50 ზე სხვა სამიზნეა.
ოღონდ მემგონი A3 ფორმატზეა საჭირო ამობეჭდვა რო რეალურ ზომებზე დაჯდეს ფურცელზე.

აქ არის ორივე სამიზნის რგოლების ზომები პლიუს ამოსაბეჭდი ვერსია.

http://www.erabsf.org/rules/eurorules%202007-2008.pdf

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 17 2018, 12:07 PM

MonSoon
მადლობა გიო, მაგრამ ცუდი ხარისხით გადმოიწერა. გუშინ ქონდათ ბიჭებს. ჩვენივე ფორუმის ლოგოთი, კარგი სამიზნეა.

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 19 2018, 06:20 PM

დღეს მე და გიგამ გავისეირნეთ და უბრალოდ ინტერესის გულისთვის ცოტა ვისროლეთ. უბრალოდ საჩვენებლად დავდებთ ნასროლ ფურცლებს. პირველად ვისროლეთ მსგავს დისციპლინაზე ამიტომაც დიდად საკრიტიკოც არ არის.

ჯგუფების შემდეგ დავიწყეთ სროლა და პირველი ცდისთვის არც ისე მარტივი და ცოტა დამღლელიც აღმოჩნდა.

თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ქარი არ იყო მემგონი ქარში უფრო საინტერესო სასროლი უნდა იყოს. გარდა მაგისა მხოლოდ თოფი კი არა მსროლელზეც ბევრია დამოკიდებული.

თოფი ორივე შემთხვევაში გიგას არტემისი პ15. ქარი არ იყო. მანძილი 25 მეტრი. სასროლი შავი რგოლის დიამეტრია 6.5 მმ. გარშემო კუბიკები მისი ნახევარი.
სროლა მიმდინარეობდა იმ პრინციპით რომ მაქსიმალურად შუაში ჩაგვესვა ტყვია მაგ შავ რგოლში.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 19 2018, 06:56 PM






მოდერს ვთხოვ თუ ჩემი ბოლო პოსტი არასწორ ადგილზე არის გადაიტანოს შესაბამის ადგილზ, სავარაუდოდ ნასროლი სამიზნეების გალერეაში.
უბრალოდ იმიტომ დავდე ამ თემაში ნასროლები რომ მაგ სროლებისავე მიზანი იყო 25 მეტრიანი დისციპლინის ჩვენება სხვებისთვის.

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 19 2018, 09:12 PM

MonSoon
ყველაზე გასაკვირია ის, რომ ჩემი თოფი რასაც 50 მეტრზე აკეთებს, იგივეს აკეთებს 60-70-80-90 მეტრზე. დღეს 90 მეტრზე 23მმ ჯგუფი გააკეთა.

პოსტის ავტორი: aleqsa Aug 20 2018, 05:14 AM

giga2010

MonSoon

გილოცავთ ბიჭებო smile.gif საღოლ! გიგა შენი თოფიდან მეც ხო მაქვს ნასროლი და რა მახსოვს იცი? რაღაც მომენტში ოპტიკაში ტყვიის მოძრაობას ვხედავდი და ტყვია აბსოლითურად სწორი, პირდაპირი ტრაექტორიით მიფრინავდა, მხოლოთ ბოლოში დაყვინთავდა ხოლმე. გახსოვს შემოვლით გზაზე რომ ვიყავით მაშინ 110 თუ 120 მეტრზე მეცკი გავარტყი რანდენიმეჯერ ბოთლს მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ძალიან მოუხერხებელი სასროლია შენი თოფიდან?
დანარჩენი რაცკი ანალოგიური მომენტი შემინიშნავს, ტყვიის რაექტორიას ვგულისხმობ ან გვერდიდან შედის სამიზნეზე ან სპირალურ მოძრაობას ვხედავხოლმე.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 20 2018, 10:04 AM

giga2010

ციტატა(ale @ 20th August 2018 - 06:14 AM) *
ყველაზე გასაკვირია ის, რომ ჩემი თოფი რასაც 50 მეტრზე აკეთებს, იგივეს აკეთებს 60-70-80-90 მეტრზე. დღეს 90 მეტრზე 23მმ ჯგუფი გააკეთა.

მაგის გაყიდვა თუ დააპირე 1000$-ზე ნაკლებად არ მისცე არავის biggrin.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 20 2018, 10:19 AM

მაგ 23 მილიმეტრის ამბავი იყო ესე.

4 ტყვია ძაან ახლოს დაჯდა ერთმანეთთან. მეხუთე ტყვია მსროლელს გაექცა შეცდომის გამო. გაკეთდა მეექვსე ნასროლი იმიტომ რომ ვიზუალურად მჭიდრო ჯგუფი იყო. მეექვსეც ახლოს მიაჯდა, გამოვიდა 23 მმ. იმ გაქცეული ტყვიანად იყო 3.5 სმ მაქსიმუმ. საინტერესო ის იყო რო შეცდომის შემდეგ მეექვსე იყო ისევ ზუსტი ნასროლი.

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 20 2018, 11:53 AM

მადლობა ბიჭებო გამხნევებისთვის.
აღარ გადავუხვევ თემას და ბარემ შეჯიბრის ორგანიზებაზე ვისაუბროთ. მოდით შევადგინოთ ჯერ მონაწილეთა სია. გავარკვიოთ რამდენი შევგროვდებით.

პოსტის ავტორი: name Aug 24 2018, 07:59 AM

კარგია მაგრამ ხალხი აღარა, სადა ძველი ხალხი ახლებმაც მოვცხოთ ერთ კარგი BR, ჯაჯა ისევ შენ უნდა ითაო როგორმე)) როგორც ფორუმის დამარსებელი და უხუცესი,თან უფრო ბევრი ვიქნებით,

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services