გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით, რა შეიძლება გამოვიდეს 50$-იანი ფიშტოდან
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 11:00 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით.

ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს.



ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ.

მოკლედ თითონ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები.

როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები.

თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და....


ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება

რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის.

კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით.





საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს.

ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და....




იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ biggrin.gif ნუ როგორც ამ კლიპის რეჟისორმა და პროდუსერმა ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ინგლისურ იტალიური აქცენტის მქონე წამყვანი არ გამოგვადგებოდა, ამიტომ ეროვნულ წამყვანს ვთხოვე გადაცემას ჩადგომოდა სატავეებში smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამდენი ელოდით ალბათ ვერაზე ამოსულ პოლ კაპელოს ჰა biggrin.gif მომიტევეთ არ შემეძლო არ მეშაყირა, რაღაც ისეთი გაჩერებული იყო ფორუმი რაცხა გამოსაცოცხლებელი იყო მოსაფიქრებელი და....

კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი.







კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა.

იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს



როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში.

ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს?

ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია.



ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია.

რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში:




ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა biggrin.gif პატარა შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ქრონვას.



ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა biggrin.gif დაგვიბრაკა ვირთხმინატორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ შემდეგი გარემოებები, საცოდავ კროსმანს ზამბარა აქვს დამჯდარი. ბოლომდე მოჭერილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება არცერთ ზამბარას არ უხდება. აქედან მორალი საჭიროა გამძლე ძლიერი ზამბარა. სხვათაშორის JAH-მა თქვა რომ ზამბარა მთლად ჯანზე ვერ იყო და ახლა ელოდება ახალ ზამბარებს. იმედი ვიქონიოთ რომ ეს მშვენიერი ეგზემპლარი მინიმუმ 200 მეტრ წამს მიაღწევს. თუმცა ამ 160 მეტრ წამითაც თავის საქმე მშვენივრად გააკეთა ამ თოფმა (ფაქტები დახურულ განყოფილებაში დევს, ვინც დახურულ განყოფილებაში ვერ შედიხართ მოგიწევთ სიტყვებზე დაჯერება).

ბოლოს განვიხილოთ კონდახი.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით.

კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს.





დასკვნები

იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება.

არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება.

საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი?

როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და....

P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე.

P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი.

______________________________________________________________________________

ბონუსი

ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ.



ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 10 2009, 11:29 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ნუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის იქ ვიყავი და ეს რომ წავიკითხე დავფიქრდი ნეტა რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი (ანუ იქ ყოფაში რამე ხომ არ გამომეპარათქო) smile.gif ნადვილი სიტყვის ოსტატი ხარ ჯაჯ . დიდი მადლობა გაიხარე smile.gif

რაც შეეხება ჩემს დასკვნას , მე გამოვდივარ იქიდან რომ 800$-ად და მეტად მე მაგ ფიშტოს არ ვიყიდი ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე , თორემ ისე რაც აუცილებლად აღსანიშნავია ხელშI ჯდება იდეალურად ძალიან გამიკვირდა თუ ესე აწყობის შაშხანას ესეთი კარგი ბალანსი ექნებოდა smile.gif , მომწონს მაგრამ ძვირია , რადგან ძვირია ესეიგი აღარ მომწონს biggrin.gif biggrin.gif , მარტივი ლოგიკაა biggrin.gif , არ ვიცი შეიძლება მე ვცდები მაგრამ იგივე ფასად მემგონი ბრენდსაც იყიდის კაცი smile.gif

Evanix Renegade Take Down Rifle 530$


ან

Air Arms TDR ფასი როგორც ჩვეულებრისვ AA S 400/410-თს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 11 2009, 08:36 AM
პოსტი #3


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



საქმე იმაშია რომ წესით და კანონით ეს ყველაფერი, თავისი დონორით ანუ 1337-ით უნდა დამჯდარიყო მაქსიმუმ 550-600$
მაგრამ... იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ...-ში თავისი გადაგზავნა გამოგზავნებით, ყველაფერი დაჯდა ბევრად ძვირი sad.gif
მარტო 1337, გაგეცინებათ მაგრამ 55$-ის მაგივრად დამიჯდა 150$ დანარჩენ სატიუნინგო ნაწილებზე ხო საერთოდ...
მოკლედ ვეცდები გავიხსენო და დავწერო დეტალურად რა და რამდენი დაჯდა.
რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა smile.gif აი Air Arms TDR საკმაოდ სერიოზული აგრეგატია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 11 2009, 10:16 AM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დავამატე ბოლო ბონუს ვიდეო. სადაც ნაჩვენების დისკოს და 1377-ის ძალა. თუმცა ეს ტესტი შეიძლება შემდგომ გასამეორებელი იყოს, რადგან 1377-ის ზამბარა პრაქტიკულად დამჯდარია და ახალი ზამბარისშედმეგ ხელახლა იქნება ყველაფერი სანახავი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 11 2009, 10:39 AM
პოსტი #5


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

ხო და კანონითაც არ შეიძლება.
ციტატა
რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა

რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ -_- ჩემი აზრით მაგას მარტო გადიდებული რეზერვუარი და და ჰაერის კარგი ჰერმეტიზაცია საკმაოდ კარგ ვარიანტად აქცევს...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Aug 11 2009, 10:51 AM
პოსტი #6


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108



ძალიან კარგი ნამუშევარია.

უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

პროცესში განიცდი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 11 2009, 11:01 AM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხო და კანონითაც არ შეიძლება.

ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი??

ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ

მეეჭვება, კროსმანს ერთხელ დაახარჰავ მიიყვან კონდიციამდე და მუშაობს, ერთადერთი ჩემის აზრით დაგჭირდება ზამბარის ცვლა, დანარჩენი კი იმუშავებს და იმუშავებს, აი ევანიქსზე კი ყველა ამბობს, იმ დირკას ამოქოლავ ეს გაიჩითება, ამას ამოქოლავ და იგერ პრობლემაა. მოკლედ ნიხტ ვორკენ რა biggrin.gif


beqa
ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

ოქროს სიტყვებია, აწყობის პროცესი ხშირად უფრო საინტერესო და ჩამთრევია ვიდრე გამოყენება. აზარტი აქვს თავისებური, ტვინს ამოძრავებ მუშაობ რაღაცაზე...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 11 2009, 11:22 AM
პოსტი #8


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი??

არა ღმერთმა დაგვიფაროს, ნადირობაა აკრძალული საერთოდ პნევმატური ირაღით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Aug 11 2009, 05:40 PM
პოსტი #9


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ! მშვენიერი რეპორტია smile.gif

Jah-საც ვულოცავ კიდევ ერთხელ, მშვენიერი ფიშტო გამოსულა კროსმან 1377-დან smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 11 2009, 05:42 PM
პოსტი #10


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

პროცესში განიცდი.

+1000
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 11 2009, 05:49 PM
პოსტი #11


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ევანიქსს რო დაახარჯო

მერცმუნე, რომ არსებობს იარაღი, რომელიც არამარტო უხარისხოა და კონსტრუქციულად ბანზია, რომ ტიუნინგიც არ უშველის...'
ბევრი რომ არ ვობაასოთ ტყუილად... ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე" biggrin.gif
ანუ არ აქვს მიმწოდებელი... და ტყვია კლიპიდან პირდაპირ დარტყმით ერჭობა ლულის კვეთში... ხო და წარმოიდგინე - 1. ტყვიის დეფორმირება, და გამომდინარე უზუსტობა.
2. ბარაბნიდან ლულაში გადასვლისას უამრავი აირის დაკარგვა, აქედან "ზვერსკი" გადახარჯვა, რაც ახასიათებს ყველა ევანიქსს, და რაზეც ფაქტრიურად უშედეგოდ იტანჯებიან მფლობელები და ხელოსნები.
+ სტატისტიკით 100 დან 98%-ტი ჟონავს ყველა ხვრელიდან, და ზოგჯერ ჟონვა გამოუსწორებელია და მფლობელს უწევს მიმართოს გამყიდველს გარანტიაზე...
ეს არ არის ცემი აზრი, ეს სტატისტიკაა wink.gif
კიდე შემიძლია 5-6 მაგის მინუსი მოვიყვანო მაგრამ მეზარება biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Aug 11 2009, 09:01 PM
პოსტი #12


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



მშვენიერი ფიშტოა სროლაც მაგრად ასწორებს მაგ იარაღიდან smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Aug 11 2009, 10:00 PM
პოსტი #13


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



მმმაგარია ბიჭებო! საღოლ ჯაჯას და პოლ კაპელოს ანუ ჯორჯიკას biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 12 2009, 09:51 PM
პოსტი #14


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



Jah
ციტატა(Jah @ 11th August 2009 - 06:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე"

მგონი სცდები. ყველას არ აქვს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 12 2009, 09:58 PM
პოსტი #15


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(bazuka @ 12th August 2009 - 09:51 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მგონი სცდები. ყველას არ აქვს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ხო მართალი ხარ, ბლიზარდი დამავიწყდა... ახალი გამოსულია.
მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ... smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 13 2009, 10:17 AM
პოსტი #16


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ...

რატო ვერ იტან ევანიქსს? smile.gif არა, მართლა ამერიკელები იმენა ანძრ***ნ ამ თოფებზე, რუსები კი ატრაკებენ მაგარი ბანძიაო, მარა მე რატომღაც მგონია, რომ ბლიზრდი სწორედ იმიტომ გამოუშვეს კორეელებმა, რომ ძველი მოდელის უმთავრესი ნაკლი-ჰაერის გადახარჯვა და რევოლვერული სისტემით გამოწვეული უზუსტობა აღმოეპხვრათ.
მე რომ ამ მოდელს ვუყურებ, ვხედავ ლამაზ, დახვეწილ (გარეგნულად მაინც) "ბოლტოვიკს". საიტზე კორეელებს უწერიათ ჩოკიანი ლულა აქვსო და მგონი თუ ისეთივე მძლავრი იქნება, როგორც ძველი მოდელები და ისეთი სტაბილური, როგორიც თუნდაც იგივე დისკოა, მე მაგალითად ვიყიდი.
მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 13 2009, 02:03 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა

მგონი ეგ ერთერთი შენ იქნები biggrin.gif მე მარადიორს ველოდები უკვე. დროის ათვლა დაწყებულია, მინიმუმ 3 კვირაში ვფიქრობ რომ აქ იქნება, მაგრამ მაქსიმუმ რამდენი იქნება არ ვიცი შეიძლება მთელი 5-6 კვირაც იყოს. მოკლედ დავეთა წასულია და კროსმანის ამბავი რომ ვიცი სადღაც 10-14 დღე უნდებიან გამზადება გამოგზავნას. წინა ჩამოტანა 3-4 დრეში მორჩა, მერე 2-3 დღე განბაჟება და....

იმედია საბაჟო ისევე არ გაახურებს როგორც დისკოს მოუწია (ტფუი, ტფუი, ტფუი), და იმედია ეს ჟოპოზიცია ისევ ქუჩაში არ გამოვა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 13 2009, 02:14 PM
პოსტი #18


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რატო ვერ იტან ევანიქსს?

იმიტომ რომ არსებობს აირგანერების 2 კატეგორია.
1. როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები)
2. ვისაც არ ჭირდება ზედმეტი ენერგია, და ან*რევენ © იარაღის სიზუსტეზე, და მის ტაქტილურ სრულყოფილებაზე. (სპორტსმენ-პლინკერ-მოყვარულები biggrin.gif)

აი მე სწორად ამ მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. და რომ მქონდეს "დუროსტრელი" ევანიქსი, ყველაფერს ვიზამდი რომ ჩამოუხრჩო ცოტა და ნორმალურ ენერგიაზე დავაყენო wink.gif
ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 13 2009, 02:23 PM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



Jah
მერს-ი არანალებ დაკუთულია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 13 2009, 02:24 PM
პოსტი #20


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები)


მერე ერთი კია არა, სამი ვარსკვლავი ჩავსვი!
ციტატა
ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ

ცნობისათვის, გუშინ თუ გუშინწინ, სვეტაფორიდან სვეტაფორამდე ჩავხადეთ ახალ bmw 745-s და რაღაც მერსედეს სლკ-ს. ფორესტერით 2.0 xt.
ორივეს ეცინებოდა ფორესტერმა როგორ უნდა გვაჯობოსო, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა, 80000 დოლარიან სპორტულ bmw-ს 5000 დოლარიანმა ფორესტერმა აჯობა. ასე რომ გამოიტანე დასკვნა.

p.s. არ გეგონოს რომ იმათმა შეგვიცოდეს, პროსტო არცერთ მანქანას ტრაკი არ ეყო ფორესტერისთვის ეჯობა, ასე რომ სუბარუ არაა ხელწამოსაკრავი მანქანა. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მარა მე ფაქტი მოვიყვანე, თავიდან მეც არ მჯეროდა რო გადავასწარით, მარა ბმვ-ს გამწარებული მძღოლის სახე რო ვნახე, დავიჯერე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:05 PM
Hosted by Pro-Service