თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ რამე მირჩიეთ დავიღალე ფიქრით?

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 19 2019, 08:54 PM

გამარჯობათ ყველას. ყიდვა მინდა ისეთი პნევმოსი ზუსტი რომ იყოს და ძლიერიც, დაახლოებით 50 მეტრზე რომ კარგ ჯგუფებს აკეთებდეს. ვფიქრობდი benjamin trail np xl 1500 და benjamin trail np2. თქვენგან მაინტერესებს ამ ორიდან რომელი სჯობს სიზუსტეში და კიდევ რას მირჩევდით . დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში..

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 19 2019, 08:55 PM

ჩერო
არც ერთს. პცპ იყიდე , ჰაცანი, კრალი , არტემისი ან ნებისმიერი რომელიც მაგ ფასში მოგივა

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 19 2019, 09:00 PM

ვფიქრობდი მარა პცპ არმინდა. ჩემთვის მოუხერხებელია მაგის ბალონების ტენვა და თან ბალონიც ძვირი ღირს

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 19 2019, 09:09 PM

ჩერო
თუ პცპ არ გინდა, მაშინ მე ამას გირჩევდი weihrauch hw 97 kt

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 19 2019, 09:43 PM

ჩერო
ჩემი აზრით რაღაცეების დათმობა მოგიწევს როცა საუბარია ძალაზე და სიზუსტეზე. მითუმეტეს ზდპ_ში ორივე კარგი ჰქონდეს არ გამოდის. მთავარია დაბალანსებული იყოს, ნორმალური სიზუსტე/ძალა.

50 მეტრზე 3 სანტიმეტრს ვერცერთი ვერ გაგიკეთებს. მითუმეტეს ბენჯამინ 1500. კარგი ჯგუფები 3 სმ და უფრო ცოტა მაშინ პცპ.

თუ ზდპ მაშინ benjamin trail np2, ან რომელიმე კროსმანის გადასატეხ ლულიანი. არ არის სუსტი თოფები, ნორმალური ძალა აქვთ. საკმარისი. სასურველი გარე სამიზნიანი იყიდო ვთქვათ ოპტიკა რო არ გქონდეს მაგიტო.
მაგ 2 თოფში არ მისცე 1000 კი არა 800 ლარიც კი. მაგხელა ფასი სჯობს ვაირაუხში ან რომელიმე გერმანულში გადაიხადო. შეიძლება ცოტა სუსტი იყოს, შეიძლება მაგრამ ხელში გეჭირება კარგი აგრეგატი, ზუსტი და ხარისხიანი.

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 19 2019, 09:47 PM

ციტატა(giga2010 @ Jan 19 2019, 10:09 PM) *
ჩერო
თუ პცპ არ გინდა, მაშინ მე ამას გირჩევდი weihrauch hw 97 kt



კიი გიგა კარგი არჩევანია, მარა აქ მაგ მოდელს ვეღარ იშოვის, თუ ჩამოიტანს არვიცი??

თუმცა არის ვაირაუხის 2 მოდელი დარჩენილი, მემგონი 35 (სანადირო ვერსია, ხოლოთ 1125 ღირს მგონი, კონდახის გამო) და მეორე 95 დელუქსი, ესკი მოუვა მგონი 985 ლარი ღირს.

მოკლედ ამ ფირმის თოფებს მხოლოდ მე კიარა აქ ვინცაა ყველა შეგიქებს, მეთვითონ მაქვს მაგ ფირმის 2 მოდელი, გიგამ რაც გირჩია 97 კ და 50, ძალიან კარგი ხარისხის ნამუშევრებია და კმაყოფილივარ, მართლაც საშვილიშვილო თოფებია.მარა ჟორჟიკას თქმისა არიყოს რამდენად გამართლებულია და გიღირს ზ.დ.პ. ში 1000 ლარის გადახდა, როცა თღუ მხოლოდ შედეგი გაინტერესებს თითქმის იგივე შედეგებს გაცილებით იაფ 400ლ. თოფებითაც იოღებენ ან სულაც თითქმის მაგ ფასად კრალის პცპ+ნასოსი მოგდის??? დასაფიქრებელია და რათქმაუნდა ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია მეგობარო...

წარმატებები!!! smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 19 2019, 10:07 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 19th January 2019 - 10:47 PM) *
კიი გიგა კარგი არჩევანია, მარა აქ მაგ მოდელს ვეღარ იშოვის, თუ ჩამოიტანს არვიცი??


ან მე თუ გავყიდი biggrin.gif

ისე მაგ ფასად შემიძლია კრალის პცპ+ნასოსი+ოპტიკა მოგცე smile.gif





ასეთი ნასოსი , ან ბენჯამინის ნასოსი რომელიც გინდა



და 3X9X40 ოპტიკა

ან კაი დაჟე 950 ლარად შემიძლია

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 20 2019, 03:41 PM

მე კარგად ვერ ვერკვევი pcp სისტემის იარაღებში და რა მაინტერესებს ყველა pcp დატენვა ნასოსით შეიძლებაა? თუ მეტ წილს დიდი ბალონიდან საჭიროებს შევსება? და ნასოსით დატენვა საწვალებელი არაა რამდენი ხანი უნდა დატენვას?

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 20 2019, 03:55 PM

ჩერო
ყველა იტენება ნასოსითაც და ბალონითაც. გააჩნია რა , 60-70 ბუქნი უნდა 110 ბარიდან 200 ბარზე რომ ავიდეს, შეიძLება ცოტა მეტიც

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 20 2019, 04:29 PM

მაქსიმუმზე შევსება შეუძლია ნასოსს?

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 20 2019, 05:28 PM

ციტატა(ჩერო @ Jan 20 2019, 05:29 PM) *
მაქსიმუმზე შევსება შეუძლია ნასოსს?



ნასოსს შეძლებით 300 ბარც შეუძლია, მთავარია შენ შეძლო smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 20 2019, 09:14 PM

დღეს ვათვალიერებდი პსპ თოფებს და Kral punchur jumbo მომეწონა. ფასიც კარგი ჰქონდა. რას იტყვით ამ იარაღზე? მემგონი კარგი უნდა იყოს ამ ფორუმზე სადმე ხომარა ამ მოდელზე საუბარი გამარკვიეთ რომ ვნახო

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services