თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ ჰატცანის ბულპაპი

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 11 2017, 07:07 PM

მივესალმებუ ფორუმელებს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ნაშრომი. არავითარ შემთხვევაში თავს არ ვიწონებ, უბრალოდ ვისაც დრო აქვს შესაძლებელია ბულპაპ კონდახის გაკეთებაც. მეც არ მომწონს და იდეალურად არ ვთვლი, მაგრამ როცა დათბება კიდევ შევეცდები რომ გავაკეთო და დავხვეწო. შენიშვნები და რჩევებიც მისაღებია. დავიწყე ფანერით, რადგანაც ვიფიქრე რომ უფრო მარტივია. ვიყიდე სამი ათიანი ფანერა 18-- 65სმ. და ორი შვიდიანი ფანერა 20--65. გამოვჭერი სამი ერთნარი ნაჭერი და ორიც სიმაღლეში 2 სანტიმეტრით მაღალი. მოკლედ დავდებ ფოტოებს და მიხვდებით
http://pix.ge/
http://pix.ge/

ჭრა და შკურკის შემდეგ გამოვიდა ესეთი
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 11 2017, 07:48 PM

ყოველთვის ჯობია რომ შენით ეცადო რამე)) ჩემი თავი გამახსენდა პირველ ბულკას რომ ვთლიდი)) მეორედ კი უკეთესუ და უფრო დახვეწილი გამომუვიდა.

კარგია რომ შენც გადაწყვიტე ბულკის გაკეთება. ფანერით უფრო ადვილია ვიდრე მასიურით და ხელსაწ გაწაფავ. ეგ რაც გააკეთე მოხვეწის და ფერის დადების მერე უფრო გალამაზდება.

და ქვემოდან ხიდი არ გინდოდა მეტი შეკრულობისთვის?

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 11 2017, 08:16 PM

ციტატა(sekurifa @ Jan 11 2017, 08:48 PM) *
ყოველთვის ჯობია რომ შენით ეცადო რამე)) ჩემი თავი გამახსენდა პირველ ბულკას რომ ვთლიდი)) მეორედ კი უკეთესუ და უფრო დახვეწილი გამომუვიდა.

კარგია რომ შენც გადაწყვიტე ბულკის გაკეთება. ფანერით უფრო ადვილია ვიდრე მასიურით და ხელსაწ გაწაფავ. ეგ რაც გააკეთე მოხვეწის და ფერის დადების მერე უფრო გალამაზდება.

და ქვემოდან ხიდი არ გინდოდა მეტი შეკრულობისთვის?

კი მინდოდა და თავიდან გათვალისწინებულიც მქონდა, მაგრამ მერე დამუშავება გამიჭირდა. მეც გეთანხმები რომ მეორედ უკეთესი გამოვა, მე ესე მგონია. თანაც ორი დღე დამჭირდა, გარეთ საკმაოდ ცივა და სისწრაფეშიც დამახინჯდა, ეხლა დავშპაკლე და ხვალ გავშკურკავ

პოსტის ავტორი: bubusicha Jan 11 2017, 09:05 PM

მშვენიერია !
წარმატებას გისურვებ wink.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 12 2017, 09:56 AM

კარგია , წარმატებები, smile.gif ისა და, რელსზე რას ფიქრობ? ანუ ოპტიკის წინ გადატანას როგორ აპირებ?

პოსტის ავტორი: gregory Jan 12 2017, 10:20 AM

ციტატა(gela @ 12th January 2017 - 10:56 AM) *
ისა და, რელსზე რას ფიქრობ? ანუ ოპტიკის წინ გადატანას როგორ აპირებ?

+100
ესეთი კონსტრუქციით ოპტიკაში ვერ შეიხედები. აუცილებელია წინ გადატანა


პოსტის ავტორი: vexam Jan 12 2017, 10:44 AM

ციტატა(giga2010 @ Jan 11 2017, 09:16 PM) *
კი მინდოდა და თავიდან გათვალისწინებულიც მქონდა, მაგრამ მერე დამუშავება გამიჭირდა. მეც გეთანხმები რომ მეორედ უკეთესი გამოვა, მე ესე მგონია. თანაც ორი დღე დამჭირდა, გარეთ საკმაოდ ცივა და სისწრაფეშიც დამახინჯდა, ეხლა დავშპაკლე და ხვალ გავშკურკავ

სიმყარეს რაც შეეხება, ესეც არაფერი უჭირს. ოპტიკა ესე ძალიან გაგაწვალებს, მოუწევს წინ გადაწევა და ბალანსიც გაუჯობესდება (ბულპაპს დიდად ბალანსის პრობლემა აწუხებდეს არ მგონია, მაგრამ მაინც). მეორე და მესამე ცდაზე კი ნამდვილად უკეთესი და დახვეწილი გამოვა, ამ ეგზემპლიარის ექსპულატაციის გამოცდილებიდან, შემდეგში ისეთ დეტალებს გაითვალისწინებ, რაზეც ეხლა საერთოდ არც გიფიქრია. კარგია შენით როცა აკეთებ, სხვა სითბოს დებ ნივთში.

პოსტის ავტორი: vexam Jan 12 2017, 12:27 PM

ამ ეგზემპლარის ექსპლუატაციისას გამოჩნდება რამდენად მყარია ჩარჩო. უკუცემა და დარტყმა არ აქვს, შესაბამისად, პრობლემა არ უნდა იყოს სიმყარესთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 12 2017, 12:58 PM

ციტატა(vexam @ 12th January 2017 - 12:27 PM) *
უკუცემა და დარტყმა არ აქვს, შესაბამისად, პრობლემა არ უნდა იყოს სიმყარესთან დაკავშირებით.


უკუცემა და დარტყმა არანაირი პრობლემა არაა რადგან ეგ პცპ ეს არ გააჩნია. ხოლო მაგ მხრივ ფანერის კონდახები უფრო გამძლეა ზდპ ეებზე.

სიმყარეს რაც შეეხება სახელურიდან უკანა ხონდახამდე ოვალურ ხიდებს რომ უკეთებენ ის აძლევს სიმყარეს მარტო სასხლეტის ტარს რითიც ძირითადად ვიჭერთთოფს.

როცა ცალი ხელით გიკავია ბულკა მარტო სასხლეტი ტარით მთელი დატვირთვა მაგ ტარის ყელზე მიდის. ხან რეზკად მოტრიალება უწევს ხან აქნევა-დაქნევა სიარულისას. ჰაცანს კი თან ლონგს წონა აქვს იცოცხლე.

მასთან ერთად იმ დამაკავშირებელი ხიდით ძან მოსახერხებელია თოფის ტარება ცალი ხელით.

პოსტის ავტორი: pilotina Jan 12 2017, 02:20 PM

giga2010

ძალიან კარგია, რომ თავად ცდილობ ჩანაფიქრების რეალიზებას. თანდათან უფრო დახვეწავ. რაც შეეხება ოპტიკას აქ სწორად შენიშნეს, ასე დამაგრებას აზრი არა აქვს, გაგაწვალებს, ფაქტიურად კონდახს ვერ მიიდებ მხარზე.
მაგას შეიძლება აიhttp://www.pyramydair.com/s/a/AirForce_Self_Centering_Tri_Rail_11mm_Dovetail/427, არც დამატებითი ხიდების ჩარხვა დაგჭირდება.

პოსტის ავტორი: koknar Jan 12 2017, 03:34 PM

ერთი და იგევე რო ღირდეს რომელს აიღებდით ? კონდახს ვგულისხმობ



პოსტის ავტორი: bubusicha Jan 12 2017, 04:00 PM

giga2010

ოპტიკა მაქსიმალურად წინ გაწია, კონდახი მხარზე მიიბჯინე და სცადე აბა ოპტიკას გახედვას თუ მოახერხებ?

თუ ვერ მოახერხე კრალის რელსი შიძლება წავიდეს გრეგორის შეიძლება ქონდეს ან ესეთი რაღაც შეგიძლია შეარჩიო

http://www.pyramydair.com/s/a/BKL_1_Pc_Mount_1_Rings_14mm_Dovetail_4_Long_Matte_Black/2919

პოსტის ავტორი: gela Jan 12 2017, 04:23 PM

koknar

ციტატა(koka @ 12th January 2017 - 04:34 PM) *
ერთი და იგევე რო ღირდეს რომელს აიღებდით ? კონდახს ვგულისხმობ


პირველი როლიც არის , უფრო სადა და სიმპიტაურია ჩემი აზრით smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jan 12 2017, 04:43 PM

koknar

ციტატა(koka @ 12th January 2017 - 04:34 PM) *
ერთი და იგევე რო ღირდეს რომელს აიღებდით ? კონდახს ვგულისხმობ


ხო, მემგონი პირველი უფრო დახვეწილია.

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 12 2017, 05:31 PM

მგონი ჰაცან ლონგისთვის ეს ვარიანტი მშვენიერუსია) ჩემი აზრით ძაან მაგარ ვიდზეა good.gif

http://radikal.ru

გიგა შენი უკანა კონდახი ცოტა გრძელია ბულკასთვის.სადღაც 10სმ გაძლევს კიდე სასუალებას დაამოკლო/




პოსტის ავტორი: bubusicha Jan 12 2017, 06:00 PM

koknar

მე მეორე უფრო მომეწონა, უფრო სანადირო დიზაინი აქ. პირველი უფრო საკოლექციო და ნაზი მეჩვენა.

ციტატა(sekurifa @ 12th January 2017 - 06:31 PM) *
გიგა შენი უკანა კონდახი ცოტა გრძელია ბულკასთვის.სადღაც 10სმ გაძლევს კიდე სასუალებას დაამოკლო/


მაგ სიგრძის ხარჯზე შესაძლებელია ოპტიკის წინ გაწევა მოახერხოს და რელსი აღარ დაჭირდეს

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 12 2017, 06:53 PM

giga2010
კარგია თვითონ რომ ცდილობ. მე მაინც ხეს გირჩევდი, ფანერა უფრო კაპრიზნია. მითუმეტეს იმ ხარისხის
რაც აქ იყიდება. გაშპაკვლას ვერ გადაურჩები.
კონდახის საბჯენსა და სასხლეტს შორის მანძილი იგივე უნდა იყოს როგორც კლასიკურში.

ციტატა(bubusicha @ 12th January 2017 - 07:00 PM) *
მაგ სიგრძის ხარჯზე შესაძლებელია ოპტიკის წინ გაწევა მოახერხოს და რელსი აღარ დაჭირდეს

ოპტიკის ოკულარიდან საბჯენამდე დაახლოებით 25-26 სმ უნდა იყოს. მაგ შემთხვევაში კი არა მგონია
ოპტიკამ მაგდენით წინ წაიწიოს. თან არ დაგავიწყდეს, სიმაღლეშიც დასარეგულირებელია. სალოყედან ოპტიკის
შუა ღერძამდე დაახლოებით 6 სმ. ია.

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 12 2017, 09:51 PM

ციტატა(bubusicha @ 12th January 2017 - 06:00 PM) *
მაგ სიგრძის ხარჯზე შესაძლებელია ოპტიკის წინ გაწევა


მაგ საბჯენზე სალოყე არ ექნება და ეგ არვარგა. რკინის კოლოფის უკანა ნახევარზე უნდა ჩამოდოს ლოყა. ეგ რომ ქნას ძაან უნდა გაჭიმოს კისერი.

გადაკიდებული ხიდია ყველაზე კარგი მარიანტი მაქ. მე რომ მქონდა ბულკაზე ისეთი.

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 11 2017, 10:55 PM

სალამი ფორუმელებს, დასრულდა ბულპაპი და მინდა გაგიზიაროთ, მაგრამ აქ დავამატებ რომ მომავალში ვაპირებ ახლის გაკეთებას და გაუმჯობესებას
http://pix.ge/

პრობლემა მაქვს ოპტიკის ხიდზე, რა გამოსავალი შეიძლება რომ გამოიძებნოს. მე ვფიქრობ ჩვეულებრივ დაკიდებულ ხიდზე, რომელს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 11 2017, 11:01 PM

www.amazon.com/Slots-Profile-Picatinny-Bridge-BM1205EX/dp/B00BG20VV4/ref=sr_1_22?s=sports-and-fitness&ie=UTF8&qid=1486840550&sr=1-22&keywords=picatinny+rail
ესეთი რამ გამომადგება? 12 სლოტიანი ხომ არ იცით, რამდენია სიგრძეში, მე თუ არ ვცდები 12 სანტიმეტრი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: pilotina Feb 12 2017, 10:51 AM

giga2010

მაგას რც შენ დადე, https://www.amazon.com/Lion-Gears-Tactical-Extended-Cantilever/dp/B00N65LIVG/ref=pd_sim_200_3?_encoding=UTF8&pd_rd_i=B00N65LIVG&pd_rd_r=RVAA1J2XV0ZF47W9SBNH&pd_rd_w=kpgOV&pd_rd_wg=QDcau&psc=1&refRID=RVAA1J2XV0ZF47W9SBNH აჯობებს ჩემი აზრით. უფრო გრძელია და ოპტიკის მორგების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 12 2017, 06:25 PM

გიგა აი ეს გინდა შენ და სასხლეტ კაკვსაც ზედ დასვამ. ნუ გადმოკიდებ მაინც მაგხელა ლულას. ცუდად მოქმედებს ჰაცანის კარობკაზე და დაუცველია. ერთი რვიანი დასვი დსადმე თავისივე თუ გადმოკიდებული ხიდი გინდა.

http://radikal.ru/big/vc75fsfwe7bvt

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 12 2017, 09:46 PM

გაიხარე ზურა ბატონო, მარა სად ვიყიდო, ან ვის მივმართო, მეც მინდა ეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Feb 12 2017, 10:24 PM

giga2010

ვაფასებ შენს შრომას , მარა ამას წინ , რომ დაწერე ვერც-ერთ ტყვიას ვერ ისვრის თოფიო, ხომ არ აჯობებდა მაგის მოგვარებაზე გაგეწია ფიზიკური და ეკონომიური ხარჯები ?! შემდეგ კიდევ დანარჩენი .
თუმცა მაგასთან მაინც მიხვალ ( უფრო სწორად მოგიწევს smile.gif მისვლა ) ადრე თუ გვიან wink.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 12 2017, 11:25 PM

ხვალ მივწერ ოსტატს და გავარკვევ რა დაჯდება საქართველიში გამოგზავნიანად.

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 12 2017, 11:28 PM

გაიხარე ზურა, მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 13 2017, 08:15 AM

giga2010
აუცილებლად გადადი http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=58და დაამუღამებ ლინკის სურათის და ვიდეოს დადებას

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 13 2017, 04:45 PM

გასაგებია, არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: biocar Feb 14 2017, 10:53 PM

შტეერის მსგავსი ხიდი მაქვს. თუ დაგანიტერესებთ პირადში მომწერეთ.

პოსტის ავტორი: gela Feb 14 2017, 11:04 PM

biocar


შეგიძლია სურათიც დადო?

პოსტის ავტორი: biocar Feb 14 2017, 11:18 PM

ამ თემაშია ბოლო პოსტებში:

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3596

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 16 2017, 09:36 PM

ეს ხიდი რვიანით და სასხლეტის პლანკით ჯდება 1200გრივნი +15$ გამოგზავნა უკრაინიდან. ეგეთი ფასებია უკრაინაში.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 5 2017, 08:59 PM

ესეც ჩემი ახალი ნამუშევარი, ეხლა უკვე მომწონს
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 5 2017, 10:45 PM

ეგ სტანოკზეა გამოჭრილი?

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 5 2017, 10:59 PM

კი, ბოლო 2 ფენა

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 5 2017, 11:30 PM

უკან გამოწეული ისევ დატოვე? თუ ეგ იმიტომ რომ ჯერ გრძელი ხიდი არ გაქვს?

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 6 2017, 03:27 AM

კი, მაგის გამო. მემგონი მერე არაფერი მოუვა რომ გადავჭრა

პოსტის ავტორი: okela84 Mar 7 2017, 10:30 AM

giga2010
სკული ნაადრევად ხომ დაახატე ?

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 7 2017, 12:12 PM

რაში შეუშლის ხელს?

პოსტის ავტორი: okela84 Mar 7 2017, 03:28 PM

giga2010
დამუშავებისას ანუ გადაშკურკვისას არ წაიშლება ?

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 7 2017, 05:13 PM

დავამუშავე, არაფერი არ წაშლილა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services