თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ პრესი ტყვიების დასამზადებლად

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 26 2018, 02:22 PM

სალამი მეგობრებო, გადავიკითხე ფორუმის შესაბამისი გვერდები და ვერ ვნახე თემა ტყვიების დამამზადებელ პრესთან დაკავშირებით. მაინტერესებს თუ ვინმეს ქონია შეხება, ძირითადად რუსი და უკრაინელი აირგანელები სარგებლობენ. აქვთ ნორმალური შედეგებიც და ცუდიც. ასევე მაინტერესებს დასამზადებელი კალის ღერო, თუ შეგიმჩნევიათ და სად შეიძლება მისი ყიდვა

პოსტის ავტორი: userman Jan 26 2018, 03:56 PM

giga2010

კი ჰქონდა ერთ ჩვენს ფორუმელს . ამზადებდა , მაგრამ შედეგი ანუ სიზუსტე ვერ მიიღო , თუმცა გარეგნულადაც და წონითაც თითქოს მსგავსები გამოსდიოდა .

მოკლედ ეგ მეთოდი მე თუ მკითხავ მოგონილია დიდი კალიბრებისთვის და დიდ სამიზნეებზეა ( ანუ ცხოველებზე ) გათვლილი , სადაც სიზუსტე მაინც დამაინც, საჭირო არ არის. .

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 26 2018, 04:15 PM

giga2010
კალის ღერო შემიმჩნევია ხოლმე ელიავაზე ფერადი ლითონების განყოფილებაში, მაგრამ კალა უფრო მსუბუქია ვიდრე ტყვია და თან უფრო მყარია და ძნელია პრესში გატარება

რაც შეეხება პრესს ფორმას, ნუ რუსებთან ზოგი ლამის ბოლტგაიკიდან აკეთბს პრეს ფორმებს და ხარისხიც შესაბამისია, არის მაღალი დონის ყალიბებიც და არის ქარხნული ყალიბებიც, ქარხნულს ერთახელ გადავაწყდი იბეიზე მაგრამ ნამეტანი ძვირი იყო ფასი, 10 ცატილაი პრესი 380 დოლარს უაკკუნებდა და კაი მასიური ფოლადის შტუკა იყო...

თუმცა ასევე შეიძლება იპოვო ჩამოსასხმელი ყალიბებიც რაც რა თქმა უნდა დაპრესილისგან განსხვავებით გაცილებით არასრულფასოვან ზედაპირებს გაძლევს....

P.S. და რამ ჩაგაფიქრა საკუთერი ტყვიების გაკეთებაზე? ან რით არ მოგწონს ქარხნული ან რას მოელი ხელნაკეთისგან ეგეთ საოცრებას?

პოსტის ავტორი: gela Jan 26 2018, 05:44 PM

აი ამას გადავაწყდი ინტერნეტში smile.gif


პოსტის ავტორი: okela84 Jan 26 2018, 07:44 PM

gela
კარგია, მაგრამ თვითინ ტყვიის ფორმა არაა ოპტიმალური, ძაან დიდი ფართობი ექნება მაგას ნარეზზე მოკიდების და შესაბამისად ჰაერის პორციებიც შესაძლოა ორჯერ მეტი დასჭირდეს საჭირო სიჩქარისთვის, ეს იმ შემთხვევაში თუ ტყვიის დიამეტრის შემცირედით არაა დაკომპენსირებული.
ჩოკში ხო საერთოდ რუჩნოის ამოწევს.

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 27 2018, 02:41 AM

ციტატა(ja_ja @ Jan 26 2018, 05:15 PM) *
giga2010
კალის ღერო შემიმჩნევია ხოლმე ელიავაზე ფერადი ლითონების განყოფილებაში, მაგრამ კალა უფრო მსუბუქია ვიდრე ტყვია და თან უფრო მყარია და ძნელია პრესში გატარება

რაც შეეხება პრესს ფორმას, ნუ რუსებთან ზოგი ლამის ბოლტგაიკიდან აკეთბს პრეს ფორმებს და ხარისხიც შესაბამისია, არის მაღალი დონის ყალიბებიც და არის ქარხნული ყალიბებიც, ქარხნულს ერთახელ გადავაწყდი იბეიზე მაგრამ ნამეტანი ძვირი იყო ფასი, 10 ცატილაი პრესი 380 დოლარს უაკკუნებდა და კაი მასიური ფოლადის შტუკა იყო...

თუმცა ასევე შეიძლება იპოვო ჩამოსასხმელი ყალიბებიც რაც რა თქმა უნდა დაპრესილისგან განსხვავებით გაცილებით არასრულფასოვან ზედაპირებს გაძლევს....

P.S. და რამ ჩაგაფიქრა საკუთერი ტყვიების გაკეთებაზე? ან რით არ მოგწონს ქარხნული ან რას მოელი ხელნაკეთისგან ეგეთ საოცრებას?

პირველ რიგში მინდა ყველას მოვუხადო მადლობა გამოხმაურებისთვის და თქვენ, რომელიც არ იშურებთ თქვენს გამოცდილებას და გაზიარებებს . მე ცოტა გამიჭირდა 4,5 კალიბრში მძიმე ტყვიების შერჩევა , არ ვგულისხმობ ჯსბ-ის, რომელიც ბაზარზეც და მხომარებაშიც უნაკლოა, მთავარია სწორი სიჩქარეების შერჩევა. პირადად მე, მომწონს დამზადების პროცესი, შერჩევის პროცესი წონისა და ვიზუალის მიხედვით. მაგრამ მიზეზი ამ ცალკე თემის გახსნის არის ინტერესი გარკვეული ფორმის ვაზნების დამზადების და გამოყენების, არც ვდაობ, რომ ყველაფერი ქარხნული ბევრად დახვეწილი და გათვლილია ზუსტი სროლისთვის. ეხლა კი დავაკონკრეტებ და გაჩვენებთ ვიზუალით თუ რა მომწონს, მჯერავს რომ ამ ფორმის ვაზნებიც ბევრს ნანახი ექნება
https://radikal.ru


პოსტის ავტორი: datka25 Jan 27 2018, 11:21 AM

]giga2010

ციტატა(giga2010 @ 27th January 2018 - 03:41 AM) *
არც ვდაობ, რომ ყველაფერი ქარხნული ბევრად დახვეწილი და გათვლილია ზუსტი სროლისთვის.

აი მაგაში კი ვერ დაგეთანხმები. . . მითუმეტეს შორ მანძილებზე.
ყველაზე დიდი პლიუსი კი მაგ ტყვიების (რაც ყველაზე მთავარია 50+ მ-ზე) არის მაგისი BC (ბალისტიკური კოეფიციენტი). სამჯერ და მეტჯერ მეტი აქვს ვიდრე იგივე ნაქებ ჯსბ-ს. . .
ამ ვიდეოში კარგად არის შედარებული ჯსბ და ე.წ პალნაწელკები. . .



30:00- დან ნახე რა სიზუსტე აქვს wink.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 27 2018, 01:58 PM

ჩიტი ბრდღვნად არა ღირდა დევნა მეტი იყოო.
თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.
მე დამიმზადებია ოთხმოცდაათიანებში ჭიქის ფორმის უბრალო ტყვიები თვითნაკეთი პრესით, უბრალოდ მაშინ მეტი თავისუფალი დრო და ნაკლები საშუალება იყო.

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 27 2018, 02:03 PM

ja_ja
სავარაუდოდ ეგ პრიპოი ოლოვო სვინცოვი ჩხირებია კალის და ტყვიის სხვადასხვა თანაფარდობით. თუ სწორედ მახსოვს პოს-47 და პოს-63 გამოდიოდა. თუმცა შეიძლება არ მახსოვს ციფრები სწორად. ერთი ეგაა ციფრი კალის წილს აღნიშნავდა შენადნობში.

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 9 2018, 05:53 PM

ციტატა(ja_ja @ 26th January 2018 - 05:15 PM) *
10 ცატილაი პრესი 380 დოლარს უაკკუნებდა და კაი მასიური ფოლადის შტუკა

ხომ ვერ მაჩვენებთ ლინკს?
ამდაგვარი მატრიცა მომწონს, ტყვიის ფორმას ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: datka25 Nov 10 2018, 07:40 PM

https://forum.guns.ru/forummessage/370/2016015.html

თუ ჩამოტანას დააპირებ მეც გამაგებინე . . . smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 13 2018, 07:03 PM

ვიზუალურად კარგად გამოიყურება, მაგრამ წონებს თუ აკვირდებით… საკმაოდ მძიმე გამოდის ყველა… სერიოზული გადახარჯვა უნდა თოფებს რომ კაი სიჩქარით გაისროლოს ეგ საქონელი ნებისმიერ კალიბრში….

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2018, 10:52 AM

ja_ja
სანადირო ტყვიებია იდეაში და 10-15 გასროლა რომ გქონდეს ეგეთი ენერგეტიკით ერთ დატენვაში მემგონი მისაღებია , ბეღურებს ხომ არ ესვრი 100 ჯოულიან იარაღს

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 14 2018, 11:58 AM

ja_ja

geojorjika

მოიცათ და ეგ 5.5 კალიბრზეა ლაპარაკი რომ 10-15 მდე გასროლაზე ჩამოიწევს რაოდენობა თუ უფრო მსხვლ კალიბრებზე?

პ.ს. ზემოთ მითითებულ ლინკზე ყველა კალიბრი იყო 7.62 ის ჩათვლით და მაგიტო დავიბენი smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 14 2018, 12:14 PM

aleqsa
ესე იქნება ალექს. სამჯერ მეტი გამოდის ტყვიის წონა. მაგ წონის ტყვიები კარგი იქნება კოლბიანი ფიშტოებისთვის

პოსტის ავტორი: datka25 Nov 14 2018, 12:47 PM

https://www.youtube.com/watch?v=qnmkWWs6eOQ

აი ეს პრესფორმაა კაი მარა სად იყიდება ვერ ვნახე.. sad.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 14 2018, 01:49 PM

giga2010

მდააა... აბა მაშინ მაგ პრესისი გამოწერის აზრს ვერ ვხედავ მე პირადად!! ნუ ჩემი გადმოსახედიდან რათქმაუნდა, ჯერ მაგ ტყვიების დაპრესვა დამზადება, შემდეგ ჰაერის ხარჯი, წარამარა ტენვა (ჩემი ამჟამინდელი თოფების რეზიკები ერთი 230კბ. მეორის 280კბ.) და საბოლოოდ რაზე შეიძლება გამოვიყენო? ფრინველზე 4.5 იც მშვენივრად ართმევს თავს, ბოლო-ბოლო მსუბუქ 5.5 გამოიყენებ, წვრილ-წვრილ ცხოველებზეც და არამგონია თუნდაც მაგ ტყვიებზე 2 ჯერ მეტი წონით ვინმე მგელზე გარისკოს ნადირობა smile.gif ასერომ ჩემთვის ეგ შესაძლლოა მომავლის გეგმებში მხოლოდ, როცა კოლბიან პცპ ეს ვიყიდი ალბათ???...

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2018, 03:33 PM

datka25

ციტატა(datka250885 @ 14th November 2018 - 01:47 PM) *
აი ეს პრესფორმაა კაი მარა სად იყიდება ვერ ვნახე..

დარწმუნებული ხარ რომ გინდა?

The price of each HEN is 800USD (excluding slugs's HEN). This price does not include shipping price and extra service charge 4/4% of PayPal.


ანუ მარტო ეგ პრესს ფორმა ღირს 800$, პლიუს 4.4% პეიპალის თანხაო, პლიუს დაამატე მაგას კიდევ 40$ თავისი სპეც ყუთისთვის და ბოლოს აქ ჩამოტანის ფასი... მგონი უკვე 900$-ს გავცდით ხომ smile.gif

დალშე ტიპი გთავაზობს მისგან იყიდო....

Lead wire: 7USD/1kg/2.2lb (each pellets needs lead wire of different diameters to make, otherwise it may lead to head defect of pellets

ანუ 7$ თითო კილო ტყვიის მავრთულში, ნუ იასნია რომ სხვადასხვა კალიბრს სხვადასხვა ზომის მავრთული უნდა,

ამის მერე კიდევ ტიპი ამბობს რომ საჭიროა კარგი პრესიო, ნუ იასნია რომ ჩაქუჩით მთლად ეგეთ სუფთა ფორმას ვერ მიიღებ, ანუ ჩინეთში შეგიძლია იყიდოო

If you need to buy from China, there are two prices. 100 and 600USD.

ესეიგი კიდევ 100-დან 600$ დაემატა პრესის, პლიუს ჩინეთიდან მაგხელა წონის პრესის ჩამოთრევა, ნუ მიმნიმუმ 15-20 ლლო კი იქნება... უკვე ვავა. დალშე კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ რომელსაც ეს ტიპი არ ამბობს, არადა ყველა ტყვიის მწარმოებელი მიმართავს ამ მეთოდს, და სხვატაშორის არამარტო ტყვიის მწარმოებელი... კერძოდ თუ დააკვირდები პრესიდან ამოღებულ ტყვიებს მაინც აქვს თხელი კანტი პრესის 2 ნაწილის...

ეგ კანტი ჰაერში ჰრენაზე და სიზუსტეზე კარგად არ მოქმედებს, ამიტომაც, საჭიროა მისი დატკეპვნა / დაგლუვება ან მოცილება, ამისათვის ყველა იყენებს ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმს, კერძოს დახრილ ბარაბანს რომელიც ტრიალებს გარკვეულ სიჩქარეზე, ნუ რარაცით გავს ბეტონის მოსაზელს, ნუ იასნია გაცილებით პატარაა, მაგრამ პრინციპს იმედია მიხვდები.

მოკლედ მაგ მინი ბეტონომესალკაში ყრი გარკვეულ რაოდენობა ტყვიას, რთავ და რამდენიმე საათი ნელი აბაროტით ეს ტყვები ერთმანეთს ნაზად გვერდებს უზილავენ, შედეგად ის ნაწიბურები, ნაწილი მოსძვრება, ნაწილი ტყვიის ტანში შეიჭყლიტება და მიირებ ყველა ერთნაირი ფორმის ტყვიას.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეგეც საყიდელი გექნება და ეგეც 100-200$ ეღირება...


ყველაფერი ამის ჩამოტანის და განბაჟების მერე, მგონი გასცდები 2500$-ს... ახლა მითხარი რამდენ ქარხნულ ტყვიას იყიდი მაგ ფასში და რამდენი წლის, ან ათწლეულის ზაპასი გექნება? თუ მაინც გირჩევნია ხელით პრესვა, დროის ხარჯვა ?? არარაფერს ვამბობ იმაზე რომ აფსოლუტურად უცნობი ფაქტორია რამდენად უფრო უკეთესია ეს ტყვია ნუ ვთქვათ იგივე JSB-სთან შედარებით. რაიმე სუპერ პლიუსებს გაძლევს? დადგენილი ფაქტია???


მოკლედ თუ მაინც გინდა აგი ყველაფერი, ტიპს მაგ ვიდეოს ქვემოთ აქვს მიწერილი საკონტაქტო მეილიც, ფეისბუქის გვერდიც, და მთელი ანოტაციაც, რომელსაც აქაც ჩაგიკოპირებ ყოველი შემთხვევისთვის

If you have questions about our products. Please contact our
email address: hmhenmold(ძაღლუკა)gmail.com
Facebook:
https://www.facebook.com/profile.php?id=100009767971349

The price of each HEN is 800USD (excluding slugs's HEN). This price does not include shipping price and extra service charge 4/4% of PayPal.

About shipping price:The exact shipping price depends on the total weight of the merchandise and accessories purchased by the customer. When I finish the final package, I will ask UPS according to the exact zip code. Ups will give me the most accurate and accurate shipping price.

About accessories and prices:
H.MHEN box:40USD(Strong boxes help to protect effectively during shipping. The function of sealing can help prevent rust.)
Planer: 20USD (High Quality Planer from STANLEY, UK, for removing excess lead from the tail after pellets are made)
Lead wire cutter: 30USD (used to cut lead wire into fixed length to avoid waste of lead wire).

Lead wire: 7USD/1kg/2.2lb (each pellets needs lead wire of different diameters to make, otherwise it may lead to head defect of pellets, for example, making. 22/16.50 pellets needs 3.5mm diameter lead wire, while making. 22/18.30gr pellets needs 3.2mm lead wire. The quality of lead wire is directly related to accuracy. Please choose high quality lead wire. There is no impurity in the lead wire.If you need to customize the lead wire containing antimony, you need 8USD per kg.)

Hand press:This is a very important accessory. Only use it to make pellets. A manual press with the principle of elbow pole shall be used. I hope you find it in your country. If you need to buy from China, there are two prices. 100 and 600USD. The 100USD is a blue manual press. It's rough and requires careful adjustment of the pressure stroke, but it works perfectly, and the pellets are perfect. Another is the 600USD Green Press, which is a highly copying German version of the same type of product, it is easy to adjust the itinerary, and when making pellets you feel more relaxed, of course it is expensive.

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 14 2018, 04:53 PM

მე პირადად მაგ ტყვიის პრესის შეძენაში აზრს ვერ ხედავ. რადგანაც გამოიწერ იგივე ჯსბ-ს და არ მგონია რომ ჯობდეს დამზადებული. ტყვიის ყალიბი უფრო გამართლებულია მძიმე ტყვიების დასამზადებლად რომელსაც მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტები აქვს. ეს ტყვიები ვინმეს ხომ არ შეგინიშნავთ მაღაზიაში
https://radikal.ru

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 14 2018, 05:05 PM

giga2010
ვააა და აწერია მხოლოდ პცპითვისო (ნუ ეგ წონიდან გამომდინარე ისედაც "იასნია")

ეიჩენდენის შემომტანი მაგნუმია და თუ ექნებათ მაგათ მარტო?
თუმცა დინამოსთანაც ვყიდულობდი ადრე ბარაკუდებს...

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 14 2018, 05:13 PM

aleqsa
გუდვილის მაგნუმს არ აქვს. Rabbit Magnum II .177 cal კი აქვთ, მაგრამ ეგენი არ ვარგა

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 15 2018, 12:09 AM

giga2010

ხოო, ეგენი მეც ვიყიდე (რაბიტ მაგნუმები) და მეც ვერაფერში ვერ გამოვიყენე, კატასტროფულად აბნევს სულ აცაბაცა...

პოსტის ავტორი: vexam Nov 15 2018, 11:55 AM

ციტატა(giga2010 @ Nov 14 2018, 05:53 PM) *
მე პირადად მაგ ტყვიის პრესის შეძენაში აზრს ვერ ხედავ. რადგანაც გამოიწერ იგივე ჯსბ-ს და არ მგონია რომ ჯობდეს დამზადებული. ტყვიის ყალიბი უფრო გამართლებულია მძიმე ტყვიების დასამზადებლად რომელსაც მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტები აქვს. ეს ტყვიები ვინმეს ხომ არ შეგინიშნავთ მაღაზიაში
https://radikal.ru

ეგ რამდენად გამოგადგება პ15-ზე? ზედ აწერია ნერგია რამდენი უნდა ჰქონდეს თოფს, 25 ჯოული.

პოსტის ავტორი: userman Nov 15 2018, 10:17 PM

vexam

ციტატა(vexam @ 15th November 2018 - 12:55 PM) *
ეგ რამდენად გამოგადგება პ15-ზე? ზედ აწერია ნერგია რამდენი უნდა ჰქონდეს თოფს, 25 ჯოული.


მერედა რა პრობლემაა 25 ჯოული ნიშნავს 191 მ/წმ-ით გასროლას .

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services