გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> pcp ბალონი, მესაჭიროება რჩევა.
MonSoon
პოსტი Sep 23 2017, 10:34 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



გაუმარჯოს ხალხო! პნევმო მოყვარულებო, პროფებო და მცოდნე ხალხო, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან:
1. პცპ-ეს დასატენედ ჰაერი ჯობია თუ co2? (ან რომელს უფრო კარგი შეკუმშვა გაფართოვება აქვს?) და რათქმაუნდა ტყვიების ჯგუფს რომელი უკეთესად აკეთებს, ააქვს რამე სხვაობა? რომელი მეტ კონდესატს იკეთებს?
2. 280 კუბური სმ. რეზერვუარის დასატენად (ნუ 5-6 დატენვას რომ ეყოს) რა ტიპის და მოცულობის ბალონს მირჩევთ? ძაან მძიმეც რომ არიყოს (ტყე-ღრეში ზურგით სატარებლად)???
მადლობა ყველას წინასწარ, ვინც გამომეხმაურებით!!! smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Sep 26 2017, 11:58 AM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



გამარჯობა, პცპ-თვის ცო2 თუ ჰაერიო კითხულობ და ცო2 (გარდა იმისა, რომ აგრესიულია ექსპლუატაციაში ლითონის ნაწილების მიმართ) რამდენ ატმოსფეროზე გადადისთხევად მდგომარეობაში? smile.gif 56 ატმოსფეროს ზევით ცო2 ვერ დატუმბავ. ესეთი ინფორმაცია მაქვს. შესაბამისად პცპ--ზე ვერ იხმარებ ცო2-ს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Sep 26 2017, 06:20 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



vexam
მადლობა.


მოდერს ვთხოვ დახუროს თემა, მე ვერ ვხურავ და შეხედულებისამებრ წაშალოს, არაინფორმატიულობის და ინფორმაციის სიმცირის გამო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 12 2017, 04:16 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,625
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



თემას არ დავხურავ რადგან შეიძლება სხვასაც გაუჩნდეს ამდაგვარი კითხვა. შერსაბამისად იქნება პასუხი.

რაც შეეხება შენს კონკრეტულ შეკითხვას

ციტატა(bedo @ 26th September 2017 - 07:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
პცპ-ეს დასატენედ ჰაერი ჯობია თუ co2?

ჰმმმ საერთოდ არსებობს PCP კლასი ცალკე და ცალკე Co2 კლასი, ასე რომ ორივეს ერთმანეთში არევა უკვე რაღაც ნონსენსია... თუმცა რამდენიმე თოფის მოდელი იძლება საშუალებას ორივე იყოს გამოყენებული, მაგრამ გარკვეული მითითებებით....


PCP-ზე საუბრისას ყველაზე დაბალი წნევა უნდა ვიგულისხმოთ 136 ატმოსფერო, უმეტესობა მუშოაბა 200 ატმოსფეროზე, თუმცა არის ბევრი მოდელი რომელიც 300 ატმოსფეროზეც მუშოაბს, აი co2-ს კი შეუძლია მხოლოდ 56-60 ატმოსფეროს მოცემა, შედეგად თოფი რომელიც გათვლილია 200 ატმოსფეროზე სამუშოად, და მას დავტენით 60 ატმოსფეროთი... ნუ უბრაოდ ნაკლებ სიჩქარეს და ენერგეტიკას მოგვცემს...

არის თოფები რომელიც მაგ საქმისთვის გამოიყენება და co2-ზე გადასვლის შემთხვევაში ინდორ ვარჯიშისთვის გამოიყენება, ნუ ვთქვათ იგივე ბენჯამინ დისქოვერი. თუმცა ყველა თოფი ფიზიკურად ვერ გაუძლებს co2-ს, იმიტომ რომ ეგ აირი ძალიან აგრესიულია და ზემოთ რომ მოიწერეს პასუხი ლითონის დეტალების მიმართო... ნუ ვაბშეტა ლითონს ახატია მაგის აგრესიულობა, მაგრამ აი რეზინებს კი შუბლს ახევს ისეთ დრეში აგდებს... 2-3 დღე და რეზინა საწყისი ფორმიდან 2-ჯერ მეტ ზომაზე გადადის, დიამეტრშიც იზრდება, და სიგანეშიც, ეს ხდება იმის გამო რომ აირადი co2 იოლად აღწევს რეზინის მოლეკულებს შორის და იკავებს ადგილს, შედეგად აქაფებული "გუბჩატი" რეზინა იჩითება, რომელიც ჰაერზე გადასვლისას ეგრევე იწყებს ჰაერის გაპარებას, რა თქმა უნდა co2-ზეც აპარებს, მოკლედ ჰერმეტულობა დაივიწყე smile.gif ამართლებს მხოლოდ სპეციალიზირებულ რეზინებზე რომელიც ინერტულია co2-ის მიმართ, ასეთი თოფები კი მგონი სულ 3 ცალი ბაზარზე smile.gif

ამასობაში უნდა იცოდე რომ co2 გადადის თხევად მდგომარეობაში, შედეგად უფრო მეტი მასაა აკუმულირებული და იგივე 60 ატმოსფეროზე რომ იყოს ჰაერით თოფი დატენილი გექნება პირობითად 20 გასროლა, როდესაც ცო2-ის შემთხვევაში გექნება 2000 გასროლა, იმიტომ რომ ყოველი გასროლის მერე რაღაც ნაწილი თხევადი ფრაქცია გადად9ის აირად მდგომარეობაში...

სხვათაშორის ეს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა არის აქილევსის ქუსლი co2-ისთვის, კერძოდ ჩქარჩქარა სროლისას რეზერვუარის შიგნით თხევადი ნივთიერება გადადის აირად მდგომარეობაში, ადამიანურ ენაზე ამას დუღილი ჰქვია, დუღილის დროს კი დაგროვებული სითბოს გამონთავისუფლება ხდება და ძირიტადი მასის გაგრილება. ნუ ჩაიდანში წყლის მიმართ თუ ნაკლებად შეიგრძნობა (ქვეცნობიერად ყურადღებას არ ვაქცევთ ფიზიკურ მოვლენას და გვგონია რომ პროსტა დუღილია და სულ ეგაა), სინამდვილეში ყყლის დუღილი იწვევს ერთ ტემპერატურაზე დარჩენას და არ ხდენა წყლის გადაცხელება 100 გრადუსზე ზევით, ანუ ისევ ათბობ მაგრამ არ ცხელდება იმის გამო რომ დუღს და ენერგიას გასცემს.... Co2-ის შემთXვევაშიც დუღს და ენერგიას გასცემს შედეგად ცივდება სითხე smile.gif

გაციებულ Co2-ზე კი წნევა სულ უფრო და უფრო ეცემა, შედეგად ყოველი მომდევნო გასროლა უფრო ნაკლები სიჩქარით მიდის. ამიტომაც, co2-ზე გასროლებს შორის უნდა იყოს დიდი ინტერვალები, 30 წამი 1 წუთი ან მეტი


რაც შეეხება ჯგუფებს და კონდენსატს.... ნუ ჯგუფები დამოკიდებულია თოფის კონსტრუქციაზე და ლულის შერჩევაზე, თუ ლულა მაღალ სიჩქარეზეც და დაბალზეც ერთნაირად ისვრის, მაშIნ ერთნაირი ჯგუფი იქნება ხოლო თუ ხრახნები გრძელია და მაღალ სიჩქარეზეა გათვლილი, მაშIნ ნელა გასროლილი ტყვია ნაკლებად იტრიალებს თავისი რერძის ირგვლივ ჰაერშI და გიროსკოპული ეფექტი ნაკლები იქნება შედეგად ყოველთვის ბრუნვის მხარეს უფრო და უფრო გადაიხრება ტყვიები....

კონდენსატი კი რავი, თუ ბანძი co2-ია მაგაშიც ოხრადაა კონდენსატი და თუ სველი ნასოსით ტუმბავ რეზერვუარს მაგაშიც ბევრია კონდენსატი, მეორესმხრივ სუფთა co2-ს თუ იყენებ მშრალია და თუ კაი ნასოსს ან კომპრესორს იყენებ რომელსაც ჰაერიდან ნესტის გამომყოფი ა1ქვს ჰაერიც კონდენსატის გარეშე იქნება...

და ბოლო რაც შეეხება 280 კუბის დატენვას 5-6-ჯერ.... ნუ სუფთა ციფრი რომ გითხრა ასევე უნდა ვიცოდე რა წნევამდე ტენი და რა წნევიდან იწყებ დატენვას, მაგრამ უხეში ანგარიშით 2 ლიტრიანი ბალონი 300 ატმოსფეროზე სადღაც 5-6-ჯერ დაგატენინებს შენს რეზრვუარს თუ შენ რეზერვუარს დატენი 110-დან 200 ატმოსფეროს ფარგლებში, მაგრამ 2 და 3 ლიტრიანი ბალონები მთოლად მოსახერხებელი ზურგით სათრევად არ არის ხოლმე, 2 ლიტრიანი ნამეტანი გრძელია, თუმცა ვიწროა, ხოლო 3 ლიტრიანი როგორც წესი დაბალი და სქელია ხოლმე...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th October 2017 - 03:05 AM
Hosted by Pro-Service