თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ნადირობა მტრედსა და გულიოზე

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 24 2012, 07:15 PM

მეღირსა სანადიროდ გასვლა smile.gif ჩავედი დასავლეთში რამოდენიმე დღით და ეგ ამბავი არ ჩაივლიდა ნადირობის გარეშე. ხან ვფიქრობდი ქედანზე გავალთქო ხან იხვზე ხან ა.შ და საბოლოოდ გადავწყვიტე სადმე ახლო მანძილზე გავსულიყავი. ხელში ავათამაშე ჩემი at44w-10-ი და მიზანიც გავუსწორე 40 მეტრში. ხო მართლა ხელში ჩამივარდა ახალი ოპტიკა ბუშნელის 4x32eg ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკლედ დავაყენე ეგ ოპტიკა, მაინტერესებდა როგორი პრაკტიკულობა ექნებადა.







სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდე უცებ ვიტყვი რომ ვიზუალურად საშინლად არ მოუხდა ეგ ოპტიკა არ იარარს, საქმეში კი ოდნავ მოგვიანებით.

დღეს დაახლოებით 3 საათზე გავედი ერთ ადგილას სადაც არის შენობის ნანგრევები. დიდი შენობა რომელიც ქვევით ფოტოზე ჩანს არის 40 მეტრის სიმაღლის, მარცხნივ დაბალი მოგრძო შენობაში ინახება სიმინდი (საშრობად) კარგად თუ დააკვირდებით ფოტოს მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში არის აგრეთვე პატარა ოთახივით ნანგრევი, აი სწორედ მანდ ვიყავი ჩასაფრებული smile.gif



ქვევით კი ძირითადი შენობა (40მ) რომელზედაც სხდებოდნენ მრტერდა და გულიოთა გუნდები (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



ეს მოგრძო შენობა რომელშიდაც სიმინდი ინახება გამოსაშრობლად (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



შემოჯდა შენობაზე მტრედი, გადავტენე იარაღი დავუმიზნება ეგ რა ჯანდაბაა? სადაა მტრდეი? სადღაც წერტილივით მოჩანს რაღაც... (ჩემი საფარიდან ძირითადი შენობის სახურავამდე 50-დან 70 მეტრომდე იქნებოდა, ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე) ვიN თქვა 4x ოპტიკა სანადიროდ იდეალურიაო? რას ამბობთ ხალხნო ამით როგორ უნდა ესროლო? ლიჟბი სადღაც შუა კურპუსში დაუმიზნო და ვსიო? მე ჩასაფრებით ვნადირობ და მუდამ მაქვს იარაღის ფიქსაცია რაიმე საყრდენით, ჩემთვის 2კგ-აინი ოპტიკაც არაა დისკომფორტი ამ შემთხვევაში მაგრამ ეგ 4x საშინელებაა. კაი 40x ოპტიკას რა სჯობს სანადიროდ იფფ იფფ. დავუბრუნდეთ ნადირობას... დავუმიზნე და რამოდენიმე ხნის მერე გავისროლე უშედეგოდ (არც აფრენილა) მივაყოლე მეორე უშედეგოდ (არც აფრენილა) კიდევ მივაყოლე მესამე და ჩამოვარდა რა biggrin.gif ძალიან დიდი დისკომფორტი ვიგრძენი მე პირადად 4x-ით. ველოდე ამის შემდეგ ფრინველებს ესე 15 წუთი და მოფრინდნენ ძალიან მრავალრიცხოვანი გუნდები, მოკლედ შეიქმნა ფრონტი.. ემატება ჩემი ლანძღვა-გინება რადგან წესივრად ვერ ვიხედები 50-60 მეტრში, წერტილებს ვესროდი რა. ამასობაში დაიცალა რეზერვუარიც (პირველი შემთხვევა როდესაც ნადირობისას რეზერვუარი დამეცალა) გავისროლე 50 ტყვია (jsb) სულ მოვინადირე 7 ფრინველი აქედან 4 მტრედი, 2 გულიო და ერთი ყვავი (რავიცი მე დაჯდა უცებ ეს უკანასკნელი სახურავზე და ვესროლე თან თითქმის 70 მეტრში)



50 ტყვიაში 7-ი ფრინველი ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ არვიცი ალბათ მე ვერ დავუმუღამე 4x-ს. კარგად გავერთე, კმაყოფილი ვარ ნადირობით თან დიდი ხანია არ მინადირია და გამისწორდა მაგრად. მივიტანე ნანადირევი სახლში, გავპუტე და ფოტოც გადავუღე.



კერძი არ მომიმზადებია ჯერ, მაცივარში ნებივრობენ smile.gif

დასასრული.... ?




პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 24 2012, 07:27 PM

მკერდზე რომ მუქი ფერი აქვთ, ეგ სილურჯეა თუ შუქი ეცემა მასე?

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 24 2012, 08:17 PM

კარგია კარგი smile.gif კიდევ ბევრი მოგენადიროს. რაც შეეხება 4 ჯერად ოპტიკას, მეც ეგეთით ვნადირობდი ზაფხულში ოღონდ ჩევი 40 მმ-იანი ლინზით იყო. ახლო მანძილისთვისაა რა 30-40 მეტრისთვის, თუმცა 50 შიც კარგად მუშაობდა 10 სმ-იან ობიექტებზე.



პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 24 2012, 08:24 PM

ციტატა(ShalvaQ @ Nov 24 2012, 07:27 PM) *
მკერდზე რომ მუქი ფერი აქვთ, ეგ სილურჯეა თუ შუქი ეცემა მასე?


40 მეტრიდან კი ენარცხებოდა მიწაზე მაგრამ არაა სილურჯე ეგ biggrin.gif სპიშკამ ქნა ალბათ. რატო იკითხე?smile.gif

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 24 2012, 08:32 PM

ვიფიქრე რას ესროდა ესეთს რომ გააშავა თქო wink.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 24 2012, 09:13 PM

იდიალური ადგილი შეგირჩევია და თანაც საფარიც გემრიელი. გეთანხმები 4 სანადიროდ მაგ მანძილზე ვერ ქაჩავს. ეგ უფრო ახლო მანძილზე სანადიროდ თუ ივარგებს თორე მაგხელა მანძილზე ტანჯვაა ნადირობა კი არა.

პოსტის ავტორი: koknar Nov 24 2012, 09:35 PM

ჩიტზე ოპტიკით ნადირობა ეგ პნევმატიკების მოგონილია, 4 იანი და 6 იანი ოპტიკა არის შველზე ტახზე და ეგეთებზე, მეტი კუთხური არეა ჭირდება. 40 იანი რო ქონდეს მაინც 6 ზე უნდა დააყენო.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 24 2012, 11:07 PM

smekosmeko
ყოჩაღ კარგად გინადირია

რეპორტისთვის დიდი მადლობა

მომენატრა სანადიროდ წასვლა

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 25 2012, 08:50 AM

smekosmeko
კარგია. და 50 ტყვია 200 დან 100 ბარამდე ისროლე?

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 25 2012, 08:53 AM

ჩემს რეზერვუარზე საბრძოლო კლაპნისკენ რომ ხვრელებია მანდ ეპოქსიდით აქვს ამოვსებული ხვრელები და დატოვებულია მხოლოდ 3-ი. ანუ ჰაერის გადახარჯვა შემცირებულია. 50 გასროლას ჩვეულებრივ აკეთებს. 100-ზე ზევით იდგა, ალბათ 130-მდე ზუსტად ვერ გეტყვი არ დამიხედავს.

პოსტის ავტორი: Dave Dec 3 2012, 07:31 PM

როგორც ყოველთვის საინტერესო რეპორტია smile.gif მომილოცავს, კაი ნანადირევია ... ოპტიკასთან დაკავშირებით მართალი ხარ, ზურას რომ ეგ ოპტიკა ქონდა მეც ვერ ვისროლე და თან თუ მხედველობა ცოტა გიჩმახებს მითუმეტეს. რა ჯობია "ზურასი არ იყოს, მტრედებს რო თვალებში უყურებ" biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 3 2012, 07:55 PM

smile.gif მხედველობა არ მიჩმახებს მაგრამ ჩასაფრებით ნადირობისას უკეთესია უფრო დიდი ზუმი. ნუ მე დიდ ზუმს უფრო ვუმუღამებ.

პოსტის ავტორი: CHICO30 Dec 3 2012, 08:06 PM

8-10 X ყველაზე ოპტიმალურია ნადირობისას. სმეკო მეც ვაპირებ გასვლას სადმე კუმისისკენ და შეგეხმიანები. ზურაც წამოვა ალბათ თავისი ჰაჩიკათი.

როგორ ამზადებ ხოლმე მტრედს ან გულიოს? რა კერძს?

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 3 2012, 08:17 PM

PM-ში მოგწერ ნახე.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 7 2012, 12:55 AM

მშვენიერია! თუ რამე გემრიელი რეცეპტი იცი მერე ისიც გაგვიზიარე

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services