გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> რას ნიშნავს "ზამბარ-დგუშიანი"
Jah
პოსტი Feb 9 2009, 03:45 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ზამბარ დგუშიანი სისტემები (spring-piston airguns) ძალიან მარტივია და საიმედოა. მათში არ არის რთული, გადამსვლელი კლაპანთა სისტემა და შეკუმშული აირის რეზერვუარი.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

იარაღის ჰაერის ცილინდრი უშუალოდ არის შეერთებული ლულასთან. გადატენვისას, ცილინდრში მოძრაობს დგუში რომელის კუმშავს საბრძოლო ზამბარას. დგუში ინარჩუნებს თავისს მდგომარეობას, გასაშვები მექანიზმის მეშვეობით. გასროლის დროს დგუში მიემართება წინ და ზამბარის დრეკადობის და მძიმე დგუშის, მომზადებუკი კინეტიური ენერგიის მეშვეობით კუმშავს ტყვასა და დგუშს შორის ჰაერის სივრცეს. რომელიღაცა მომენტში შეკუმშული აირის წნევა გადალახავს ტყვიის, ლულის კედლებზე ხახუნის ძალას, და იწყებს მოძრაობას წინ, შემდეგი ლულიდან გასვლით. არსებობს ამ კონსტრუქციის, უფრო რთული ვარიანტი, როდესაც ჰაერის ცილინდრში იმყოფება კიდევ ერთი მოძრავი ცილინდრი,ეგრეწოდებული "ჭიქა" ნახვრეტით ძირში, და ამ მოძრავ ცილინდრში იმყოფება დგუში. გადატენვისას, ეს "ჭიქა" დგუშით გადადის უკანა მდგომარეობაში და ხსნის დასატენ ფანჯარას. დგუში კუმშავს ზამბარას და დგება საბრძოლო მდგომარეობაში. ტყვიის ლულაში ჩადების და გადამტენის, საწყისს მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, "ჭიქა" მოძრაობს წინ, კეტავს დასატენ ფანჯარას და ლულის უკანა კვეთს. გასროლისას, საბრძოლო ზამბარის გავლენის ქვეშ, დგუში "ჭიქაში" მოძრაობს წინ, კუმშავს ჰაერს და აგდებს ტყვიას ლულიდან.
ზამბარ-დგუშიანი სისტემები ხასიათდება გასროლების საშუალო განმეორებადობით, მაგრამ იქამდე, სანამ დაწყებულა საბრძოლო ზამბარის ლითონის ფიზიკური დაძველება. ეს მინუსი არ აქვთ ეგრე წოდებულ "გაზის" ზამბარებს, რომლებში რკინის ზამბარის მაგივრად, როგორც დგუშზე ენერგიის გადამცემი, მოიხმარება შეკუმშული ჰაერი. გაზის ზამბარები მნიშვნელოვნად ზრდიან იარაღის ღირებულებას, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ დადებით მხარეს: მნიშვნელოვნად მცირდება უკუდარტყმა, ჩუმი მუშაობა (არ არის ხვეულების ერთმანეთზე დარტყმის ხმაური), ბევრად უკეთესი სიზუსტე (იმის გამო რომ მცირდება უკუდარტყმა და დრო გასროლიდან ტყვიის ლულიდან გასვლამდე), სტაბილური სიმძლავრე (ზამბარა არ "ჯდება") და ა.შ.
ზამბარ-დგუშიან სისტემებს აქვთ ყველაზე ჩუმი გასროლის ხმა, ყველა პნევმატური იარაღის სისტემებს შორის (თუ არ ცავთვლით დგუშის დარტყმას და ზამბარის ხვეულების ერთმანეთზე დარტყმას). გასროლის სიმძლავრე შეიძლება იყოს ზალიან ფართო ინტერვალში, ტყვიის საწყისი სიჩქარე 4.5 ყალიბის - 100-დან 380მ/წ-მდე და მეტიც. მაგრამ არაფერი ხდება უფასოდ smile.gif 275-285 მ/წ-ზე მაღალი სიჩქარე, ნიშნავს მნიშვნელოვან დაკარგვას სიზუსტეში... ეს ეხება ნებისმიერ პნევმატურ იარაღს, ტყვიის გეომეტრიისა, წონის და ლულის "ტვისტის" გამო.
ზამბარ დგუშიან სისტემებში, ტყვიის მოძტრაობის დაწყების მომენტი, ნაკლებად განმეორაბადია და ხშირ შემთხვევებში არაოპტიმალურია, მაქსიმალური წნევის მიღწევის თვალსაზრისით. ამიტომ უმაღლესი შედეგების მისაღწევად, სასურველია საცდელი გზით არჩევა სიჩქარის, ყალიბის, ტყვიების ტიპის და წონის, ინდივიდუალურად ყველა ცალკეული ზამბარ-დგუშიანი იარაღისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:27 AM
Hosted by Pro-Service