თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკა მფლობელის თვალით _ BSA 8-32x44 კიდევ ერთი ოპტიკა თბილისში

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 6 2010, 03:16 PM



როგორც იქნა 1 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი ოპტიკა(BSA Deerhunter 8-32x44 AO side wheel focus rifle scope),შევუკვეთე ebay.com_ზე და რადგან მეთვითონ ვერ ვყიდულობდი მივმართე ბარამის ერთ-ერთი ფილიალიალს რომლებსაც ძირითადად მანქანები ჩამოყვათ მაგრამ არც ოპტიკის ჩამოტანაზე უთქვამთ უარი. მოკლედ თვითონ იყიდეს და თვითონვე ჩამოიტანეს.

ეხლა რაც შეეხება თავად ოპტკას

ოპტიკის ძირითადი პარამეტრები:
1) ჯერადობა - ცვალებადი 8x32
2) გამომავალი მილის ზომა - 44 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 40 სანტიმეტრი
4) წონა - 600 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 10 იარდიდან
6) 30 მილიმეტრიანი მილი
7) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, მილდოტი მართალია 10 ჯერადობაზე(თავად გავზომე)
8) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
9) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები, საკმაოდ მკვეთრი (ისეთი სასიამოვნო ხმებს გამოსცემს ტრიალის დროს რომ უსაქმურობის დროს შეგიძლია დაჯდე და აწკაპუნო და დატკბე ამ ხმით biggrin.gif)
10) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი

მოყვა Weaver_ის რინგები(მემგონი საშუალო სიმაღლის) , ლინზების საწმენდი ნაჭერი და ინსტრუქცია 6 ენაზე
სულ დაჯდა 210 ლარი ადგილზე ყიდვა და 18 ლარი ჩმოტანა ,მოცულობითი წონა დიდი იყო , საკმაოდ დიდ ყუთში იდო

მოვიტანე თუ არა ვეცი და დავაყენე, საკმაოდ მოუხდა ჩემ ოლიმპიელს
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეხლა რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს

პლიუსები
1.იაფი ღირს (სულ დაჯდა 230 ლარი დღევანდელი კურსით გამოდის სადღაც 130 $)
2.დიდი ჯერადობა 8-32
3.საკმაოდ მსუბუქია (600 გრამი)
4.პარალაქსი სწორდება გვერდიდან ანუ თვითონ მილზეა დამაგრებული მარცხენა მხარეს(ძალიან მაგარი რამეა biggrin.gif)

მინუსწბი
1. 44 მილიმეტრიანი გამომავალი მილი
2. ჩინურია და მაქსიმალურ ჯერადობაზე ისეთი მკვეთი აღარ არის როგორც მაგალითად 20X
მე მეტი + ან - ვერ ვუპოვე ამ ჩინურ საოცრებას დანარჩენს პრქტიკა მაჩვენებს

პოსტის ავტორი: cz80 Nov 6 2010, 03:20 PM

ochopintre
მშვიდობაში კობა...
სულ ათიანებში wink.gif

მშვენიერი ნივთია მშვენიერ ფასად wink.gif


პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 6 2010, 03:24 PM

მშვიდობაში სულ ათიანებში გენაცვალე.

პოსტის ავტორი: Allstar Nov 6 2010, 03:26 PM

მშვიდობაში მარა ჩემ ჩინურს ვერ აჯობებს 40x ზე ისე ეკარგება სიმკვეთრე რო გგონია ნისლი შემოგივიდაო ოპტიკაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 6 2010, 03:30 PM

ვაა გილოცავ გილოცავ!

ისე გვერდითა პარალაქსის ბარაბანი და 30-იანი მილი კაი რამეა, 32x-ზე რომ არ იძლევა სუფთა გამოსახულებას ნუ გაგიტყდება, უმეტესობა იაფიანი ოპტიკები ეგეთია, თან არც დაგჭირდება ხშირად ეგ 32x-ი, ჰა-ჰა ტირში, მაგ დროს კი ასე თუ ისე გაიჭირვებ თუ დიდი ჯერადობა დაგჭირდება.

მოკლედ გილოცავ შენაძენს.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 6 2010, 03:41 PM

გილოცავ კარგი შენაძენია

პოსტის ავტორი: tengo Nov 6 2010, 04:15 PM

გილოცავ მართლა მშვენიერია. ყველაზე კაგარი ისაა რომ პარალაქსი გვერდიდან სწორდება.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 6 2010, 04:15 PM

გილოცავ, კაი ბიუჯეტნიკი ჩანს. თან თუ წკაპუნიც სასიამოვნო აქვს .... biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 6 2010, 06:31 PM

ochopintre
გილოცავ!
სულ კარგი რამეების დანახვაში wink.gif


პოსტის ავტორი: ochopintre Nov 6 2010, 06:45 PM

ყველას დიდი მადლობა მილოცვისთვის
2 დღეა ქარი არ ჩადგა დიღომში რომ გავიდე სადმე და გავასწორო

ციტატა(ja_ja @ 6th November 2010 - 04:30 PM) *
32x-ზე რომ არ იძლევა სუფთა გამოსახულებას ნუ გაგიტყდება, უმეტესობა იაფიანი ოპტიკები ეგეთია, თან არც დაგჭირდება ხშირად ეგ 32x-ი, ჰა-ჰა ტირში, მაგ დროს კი ასე თუ ისე გაიჭირვებ თუ დიდი ჯერადობა დაგჭირდება.

არა ძალიან კი არ იბიდნება უბრალოდ შედარებით ცუდად ჩანს, თორემ მშვენივრად ვხედავ ყველაფერს 32x

აი გვედით რომ აქვს პარალაქსი ეგ მართლა მაგარი რაღაცაა, უცებ ასწორებ ფოკუსს

პოსტის ავტორი: giga_st Nov 6 2010, 07:00 PM

კობა მშვიდობაში ძმაო სულ ათიანები მოგეხსნას! smile.gif ტირი დაგვიძველდა ტირი.

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 6 2010, 09:53 PM

ციტატა(giga_st @ 6th November 2010 - 08:00 PM) *
კობა მშვიდობაში ძმაო სულ ათიანები მოგეხსნას! ტირი დაგვიძველდა ტირი.

მადლობ გიგა, აუ მართლა მაგრად მინდა ტირში წასვლა
ისე დროებით უსაქმური ვარ და შუა კვირაში ხო არ შევირბინოთ სკაში?

პოსტის ავტორი: giga_st Nov 6 2010, 10:14 PM

შეიძლება ერთი საათი საათნახევარი მეც მოვახერხებ გამოძრომას, გახსენი თემა შენი გახსნილი თემები გასვლაზე წარმატებით მთავრდება smile.gif თან ეგ ოპტიკა მაინტერესებს ვნახო.

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 6 2010, 10:36 PM

მშვიდობაში და სულ ათიანებში! smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Nov 7 2010, 09:39 AM

ochopintre
მეც შემოგიერთდებოდით , მაინტერესებს შენი ოპტიკა და თანაც ჩემი დისკოც "კლიპით და შრაუდერით" მაქვს გასატესტი.

პოსტის ავტორი: Hellados Nov 7 2010, 01:22 PM

ochopintre
მშვიდობაში და 10-იანებში სროლაში
ბარემ ისიც დაწერე რომელი ფირმით ჩამოიტანე

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services