თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის გასვლები... _ დიდი გასეირნება 19-20 მაისი 2012 წელი

პოსტის ავტორი: ja_ja May 29 2012, 12:45 PM

ეს რეპორტი ასახავს ყველა იმ მომენტს რომელიც არ არის ასახული 2012 წლის BR ჩემპიონატის რეპორტში, ანუ ჩემპიონატის რეპორტი მხოლოდ ჩემპიონატს ეძღვნება, მაგრამ იმ დღეს ასევე იყო ბევრი კარგი მოსაგონებელი მომენტი, თავგადასავალი და სხვა, ასევე თავგადასავლები გაგრძელდა მეორე დღესაც, ასე რომ ამ თემაში სწორედ შეჯიბრს გარეთ არსებულ თავგადასავლებზე იქნება საუბარი.

ყველაფერი დაიწყო 19 მაისის დილის 7 საათზე, თუმცა როგორც ხვდებით ხალხი მინიმუმ 6-საათზე ადგა და გაემზადა.... მოკლედ დათქმულ დროს საყვარელ სპორტის სასახლესთან, მანქანებში და ეკიპირებით იყო გამოცხადება საჭირო... ნუუუუ .... მე გამომიარა ბექამ დანარჩენებს ვინ ვის გაუარა და ვინ ფეხით მოიდა არ მახსოვს, განლაგება დალაგება შეგიძლიათ ნახოთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2389&view=findpost&p=94453





ჩავყარეთ ჩემი აღჭურვილობა მანქანაში და აიდა დათქმული ადგილისკენ. დათქმულ ადგილზე კი დაგხვდა მაკდონალდის მოყვარული ბიძიები smile.gif (დილის „კოფეს“ ყიდულობდნენ ბატონო).



მოგვიანებით შემოგვიერთდა ვანიჩკა თავისი ეკიპაჟის სასტავით





შემდეგ დილის „კოფეს“ მოყვარულმა ჭკუა გვასწავლა და დაგვმოძღვრა ყველა, თუ როგორი ქარი უნდა იყოს, რომ სიგარეტის მოწევას თავი უნდა დავანებოთ და ვაბშე რა დროა ჩვენც „კოფეს“ დალევაზე გადავიდეთ smile.gif.







ასე იყო თუ ისე დავიშალეთ და ყველამ ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ, ნაწილი გაეშურა ბაზარში ტარხუნის საყიდლად, ნაწილი გაეშურა დრინქების საყიდლად, ჩვენ კი გზად ორი კაცი გვყავდა ასაყვანი და წავედით მათ შესახვედრად....

გზად ავიყვანეთ „ნეიმი“ და გავუარეთ აეროპორტის შუქურაზე მცხოვრებ KAKA-, რომელიც რა თქმა უნდა დილიდან ლუდს სვავდა, და ზღაპრებს გვიყვებოდა ამ ღამეს როგორ არ ეძინა, მატარებელში რა კაი ქალები ნახა, მაგრამ ჩამოვიდა, და მეგობართან ერთად მთელი ღამე ლოთაობდა... მოკლე დასკვნა ასეთი იყო, პახმელიაზე ვარ, ღამენათევი, ქალებ აცდენილი და რა ჩემ ფეხებს გავარტყავ მიზანშიო smile.gif



მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით ბოლნისისა გზასა, შევხვდით ძირითად ნაწილს, გავიცანით გზაში კურდღლები (ლამის ვიყიდეთ 1-2 ცალი, მაგრამ გაგვახსენდა რომ ხალათში გამოწყობილი ჩაბანილი დეიდა გოჭი გველოდებიოდა), მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით თაზოს (იგივე მონადირეს) სამფლობელოში.





ადგილზე ხალხი ჩამოიცალა და ველოდებოდით დარჩენილ სასტავს, მანამდე კი გავიცანით აბამოდან ახლად გამოსული ქალბატონი გოჭი... იმ მომენტს მივუსწარით როდესაც მდუღარე წყლის აბაზანებს იღებდა...







ამასობაში ჩანს რომ ნორიკა მიხურებს საქმეს და რანცხა დეტალის წაღება უნდა, ნუ ეს არის ქვიქ დისკონექტის გადამყვანი აირ-არმსისთვის. წინა დღეს ღამის 12 საათზე ვუჩარხავდი რომ შეჯიბრზე ელექტრო ნასოსით დატენვის შესაძლებლობა ჰქონოდა smile.gif.




რავარც იქნა მივეცი აგი დეტალი დაითრია წინა ვიდეოში ნახსენები პაკლი, ახვია, ახვია თავის თოფი დამტენზე და უცებ გაქრა ქვიქ დისკონექტი მაგიდიდან... აი აგერაა ვიდეო ჩანაწერი (ვიდეოზე სხვა რამ ჩანს აუდიოზე კი მომეცი არ მომეცი ისმის)





ბოლოს გარეთ შევიკრიბეთ ყველანი გადავლაგ გადმოვლაგდით მანქანებში, თაზოც შემოგვიერთდა ტემპლარასთან ერთად....











მოვიდნენ ვისაუბრეთ და აბა სანამ დროა წავიდეთ სანამ დაღამდაო.





რავარც იქნა ჩავლაგდით მანქანებში და დავაწექით პოლიგონსა შინა.... შედმეგ მოყოლებულ ვიდეო და ფოტო მასალაში სწორედ ეს მომენტებია ასახული.

















აი შემდეგ კი მოდის ხრამში ჩაშვების სურათები





გზა საშინელია და კაი ჭიხვინ-ჭიხვინით დახტის მანქანა, მაგრამ აი ხედები ფანჯრიდან გადასარევია, ვეებერთელა ხევი, ყველაფერი გადაბიბინებული და სადღაც იქ ძირს მდინარე და პატარა მინდვრები... მოკლედ სურათები ყველაფერს ვერ გადმოსცემენ, ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ

















დიდი ნჭყრევის შედეგად რავარც იქნა მივედით ადგილზე, მაგრამ ის ადგილი სადაც გვინდოდა შეჯიბრის ჩატარება დაკავებული აღმოჩნდა სხვა ბრიგადის, მიერ. რაც რა თქმა უნდა საშინლად არ მოეწონა KAKA-ს, პროტესტის ნიშნად ჩამოსკუპდა მანქანიდან და ... ნუ დანარჩენს სურათი გიამბობთ







თუმცა ერთი უნდა ვახსენოთ, რომ სხვა ბრიგადას ეს საშინელი ფაქტი არ დაუნახია smile.gif, მაგრამ მდინარეში არსებული თევზები სულ გინებით ხტებოდნენ წყლიდან (რა არის მდენი სპირტი, დავთვრით თქვე ურჯულებო კუდს ვეღარ ვიქნევთო smile.gif ), მაგრამ KAKA მაინც არ ჩერდებოდა.



მოკლედ კომფლიქტის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლეთ 1-2 კილომეტრით, ვნახეთ ჩრდილიანი ადგილი, მაგრამ ცოტა არ იყოს არ მოგვეწონა ადგილი. მოვიხედეთ უკან და... და დავინახეთ მშვენიერი ადგილი რომელიც ჩემპიონატის ყველა პირობას აკმაყოფილებდა... ნუ პირობითად რა თქმა უნდა smile.gif.



გადავლაგდით შესაბამის ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.









ახალი ბანაკის ადგილზე ჩამოიყარა სასწრაფოდ მანქანებიდან ყოლიფერი და პირველი ხალხმა რაც ქნა დაჯდა სკამებზე და დაიწყო ლუდის სმა





რა ჰქვია იმ ქანდაკებას როდენმა რომ გააჩალიჩა... ტიტველი კაცი რომ ზის და თავი ჩამოდებული აქვს, ხელზე??? ეეეხ თქვენ ხომ ვერაფერს გაიხსენებთ, აი ამაზე ვამბობ



რითია ჩვენი კაკა ნაკლები smile.gif






გავუზიარეთ ხალხს Georgian Technology მიღწევები, ბოლო ბოლო მგონი 2 თვეა ამ შტუკაზე მუშოაბა მიდის, ხან არ ტენის, ხან ტენის, ხან მატორი ახურებს ხან ნასოსი და რავარც იქნა ამუშავდა ყველაფერი. მოკლედ წარვუდგინეთ დამსწრე საზოგადოებას ეს მიღწევა - შედეგად ნასოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა...




ნუ იქვე გაიმართა პირველი იდეების გაზიარება, პირველი ლუდის დალევა (თუმცა რომელ შეჯიბრზე ხდება მონაწილეების მიერ ჯერ ლუდის დალევა და მერე მონაწილეობა)...



დავიწყეთ შეჯიბრის ადგილის მომზადება და....















თვითონ შეჯიბრის მსვლელობას აღარ აღვწერ, ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2400&st=0&start=0... აქ უბრალოდ განვიხილავ სიტუაციებს რაც ხდებოდა შეჯიბრის მსვლელობის დროს....

ასე მაგალითად KAKA-მ სულ დაგვიკიდა და ვეებერთელა ძილი გამოაცხო... გაიღვიძა მხოლოდ მაშინ როდესაც მისი სროლის რიგი იყო მოსული, ასეთ პირობებში რაფერ უნდა ესროლა ამ კაცს არ ვიცი (ღამენათევი, პახმელიაზე, გზაში ლუდი, მერე ძლი....), ნუ შედეგიც შესაბამისი მიიღო...







ნუ სექსი ბოი ხომ თავის დონეზეა, მოკლედ ქართული აირგანის კოლორიტები ყველანი სბორში გვყავდნენ smile.gif







ეს კი მსაჯი, რომელიც სხვებს მოუწოდებდა იქეთ აქეთ არ ისროლოთო და ამასობაში....









იქვე გავტესტეთ ახალი მოწყობილობა - პლინკისა და პეტს კონტროლის დროს ვიდეო მასალის ჩასაწერი მოწყობილობა....





რატომღაც ყველა ვცდილობდით კადრის კიდევ უფრო მოახლოებას, და არავის გაგვახსენდა რომ კამერის დაყენების მერე, ფოტო თუ ვიდეო კამერაზე ზუმი აღარ უნდა იყოს გამოყენებული, მხოლოდ ოპტიკის ზუმი უნდა გამოიყენო კაცმა...

ნუ ბოლოს შეჯიბრი, დაჯილდოება, ყველაფრის ალაგება და ამის მერე უკანა გზას შევუდექით....







აქვე გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს თუ რაცხა ჯიპის ჩანასახი მანქანას არ აქვს, ისე იმ ადგილებში მისვლა შეუძლებელია.









ასე იყო თუ ისე დავბრუნდით თაზოს სამფლობელოში.... სადაც უკვე ყველაფერი დაგვხვდა შეჯიბრის აღსანიშნავად გამზადებული...











ნუ ახლა ამ დამშეულ ხალხს რომ დიდი თხოვნა არ დასჭირდა სუფრასთან დამჯდარიყვნენ რა ხომ გასაგებია smile.gif...







დაიწყო ქეიფი, სადღეგრძელოები... ნუ მოკლედ ამას ყველაფერს ჩემი მოყოლა არ სჭირდება ვიდეო და ფოტო მასალა უფრო მეტს იტყვის

























ცოტა რომ მოსულიერდა ხალხი და დაიწყეს პირველი ემოციების გაზიარება, აი აქ დეერხათ ზოგიერთებს, აღმოჩნდა რომ წესებს არღვევდა შეჯიბრისას და ამას თვითონ აღიარებდა smile.gif
















ნუ ახლა ძირს მოვაყოლებ სურათების ბლომად ნაკრებს... ყველაზე კომენტარის დადება შეუძლებელია, უბრალოდ დავძენ რომ ფოტოაპარატი არ გაჩერებულა და ბოლის აშვებამდე მუშაობდა, სამწუხაროდ სურათების უმრავლესობას არ ვდებ, აზრი არ აქვს, ზოგი ბლურშია, ზოგი უშინაარსოა, ზოგი პირველის დუბლიკატია, ზოგი კი ერთი და იგივე სცემის გადაღეჭვაა, ასევ თქვათ გადანარჩევს გთავაზობთ


































ნუ ამ კაცის უკანა ნალმა ხომ მოგვკლა რა ბლინ, გასვლაა, ნადირობაა შეჯიბრია თუ ქეიფია... კაროჩე რა ტავარიშჩ თუ შარვალი არ გეტევა აგიგროვებთ ფულს და ახალს გიყიდით რა თორემ რაცხა არაჯანსაღი პონტი გამოდის, ამდენ მამაკაცში ვეჩნა ტრუსიკს რომ გვაჩვენებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



შემდეგ ღამემდე ტელევიზორში ფეხბურთის ყურება, ოღონდ ილარიონას აკუმულატორები დაუჯდა და რავიცი რა არ ვეღადავეთ სანამ გამორთულ მდგომარეობაში ეძინა... და ბოლოს ყველანი დავიშალეთ დასაძინებლად....













დილით სასწრაფოდ გადავიღე სურათები, იმ ადგილების თუ სად გვეძინა რა რა პოზებში... smile.gif, სამწუხაროდ პირველმა ვერ ავწიე უკანა ნალი შედეგად სურათებში ბევრი სახალისო მომენტი ვერ დაფიქსირდა







ნუ ჯერ ახლად გამოღვიძებულმა ხალხმა დაიწყო შეკრება და აზრზე მოსვლა.









სხვათაშორის აქ მგონი მეც მომივიდა კურიოზი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი დილით სხვისი ნასკები ჩავიცვი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მართალია ჩემი ნასკები ბოტასებში მქონდა ჩატანიებული რომ არ შემშლოდა, მაგრამ სახლში მისვლისას აღმოვაჩინე რომ ღია ნაცრისფრის მაგივრად ოდნავ მუქი იგივე ტიპის Nike-ს ნასკები მეცვა... ან ვიღაცას ავახიე (აღიარეთ ვინ ხარ დაჩაგრული, ან ვინ დამჩაგრეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ), ან ნასკებმა ბოლნისის ჰაერი ვერ აიტანა და ოდნავ ერთი ტონით გამუქდა.





შედმეგ მასპინძლებმა არ გვაცადეს სრულად აზრზე მოსვლა და დაგვაჯახეს მეორე პორცია მწვადები... მოკლედ დილით მწვადი ზედ ლავაში.... შენ დაუკააააა....

















ზოგ-ზოგიერთებმა - სახელს და გვარს არ დავასახელებ დილიდან არაყი გაჩითეს და აიდააააა







ნუ იქვე ქეიფის შეგრძნებაზე ბეკეკასაც მოუნდა თავისუფლება და გაგულავება, მაგრამ ვინ გაახარა smile.gif ასე უთხრეს სანამ თავი მოჩრა ჯობია დაება სადაც იყავი დაბმულიო smile.gif



ძირითად ნაწილს სროლის ნოსტალგია მოგვაწვა, ჯერ ერთი-ორმა დაიწყო კრუსუნი, მერე ნუ ნორიკა, რისი ნორიკაა თუ არ იტყოდა მოდი სადმე ვისროლოთო, მამის ეზოშივე მოვაწყვეთ ტირი, მაგრამ ქეიფის მოსურნეებმა, მაინცად რა დროის სროლააო... მოკლედ ძრითადი გუნდი ორად გაიყო, ნაწილი დარჩა სახლში საქეიფოდ, ნაწილი კი წავედით სასროლად, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილები ამოვარჩიეთ.

ნუ იმის გამო რომ ბექა ნასვამი იყო რულზე დავსვით ნორიკა... თუ სროლა გინდა ბატონო მაშინ ადგილზე შენ მიგვიყვანეო და... და ნორიკას პირველი ოფროუდ თავგადასავალი გადახდა თავს... თუმცა თავგადასავლით აშკარად კმაყოფილი და ამაყი იყო, რომ პრობლემა გაუმკლავდა... სხვისი მანქანით, მაგრამ რულზე თვითონ იჯდა....



ასე იყო თუ ისე მივედით სასროლ ადგილებზე, აღმოჩნდა ერთი შეხედვით უკეთესი ადგილი, ჩრდილი, ნიავის გარეშე, სიწყნარე, ვეებერთელა სასროლი ტერიტორიები ... უბრალოდ მოგვიანეთ დავაკვირდით და ცუდი ამ ადგილს ის ქონდა რომ მიწის ზედაპირი იყო რბილი, ფოთლებისა და ბალახის რბილი ზედაპირის გამო.





ესეც საღადაო ჩანართი, ტავარიშჩ ტარზან ტიჩერი smile.gif, ასე ასწავლიან ტყიური ტიტლიკანა, ბანჯგვლიანი ხალხი, ქალაქელ ნორმალურ ხალხს სროლას smile.gif













შედეგად ძალიან ძნელი იყო მაგიდის, გაჩერება, მაგიდები უფრო მეტად ყანყალებდნენ, ვიდრე მდინარის პირად არსებულ მინი პოლიგონზე....

ასე იყო თუ ისე მეორე დღესაც მოვიწყვეთ პატარა გასართობი.... შედეგებს ძირს მოყვანილი ფოტო და ვიდეო მასალები აღწერს, უბრალოდ მეორე დღის გასართობს, შეჯიბრის სახე არ ჰქონდა, უფრო გულის გასახარებელი ვარიანტი იყო, პლიუს ნორიკას და ილარიონას ტრადიციული შერკინება, სადაც ამჯერად ილარიონამ ნორიკას მოუგო.







ბოლოს წვიმამ არ დაგვაცადა, ტრადიციულად მოიღრუბლა და დაგვცხო ზემოდან, რის გამოც სასწრაფოდ მოგვიწია ყველაფრის აკრეფვა და შინისაკენ გაქცევა....



სახლში დაგხვდა მოქეიფე კომპანია... აქვე სასწრაფოს გადავიღე ყველა მონაწილის შედეგების ფურცელი ორ-ორ ეგზემპლარად (კიდევ კარგი გადავიღე და ფაქტები ხელთ დაგვრჩა, თორემ რა მოხდებოდა .... ნუ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2400&st=0&start=0რეპორტში წერია ყველაფერი ).... ბოლოს სერიოზული კამათი აიწოა იორამასთან ჩემპიონატის წესებთან დაკავშირებით, იორამა არ ეთანხმებოდა საერთაშორისო წესებს და დაგვხოცა ყველა smile.gif, ბოლოს იმდენი ქნა რომ ყველაზე პრეტენზიული მონაწილის სიგელი ილარიონამ იორამას ჩაახუტა smile.gif.

ასე იყო თუ ისე, ბოლოს ყველანი ავიშალეთ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და გადავნაწილდით საკუთარ მანქანებში. შემდეგ კი დავაწექით თბილისისკენ მიმავალ გზას.







ასე მორჩა ეს გრანდიოზული გასვლა თავისი შეჯიბრებიან, გოჭის ბანაობიან, თავგადასავლებიანად. ბევრი კაი მომენტი გვექნება მოსაგონებელი... კაი რამ გამოვიდა...

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ 2 დღიანი მასპინძლობისთვის თაზოს ახლობლობას, რომ მიგვიღეს, აგვიტანეს, გაგვიმასპინძლდნენ და ყველანაირად თავს შემოგვევლენ... ასევე დიდ მადლობას ვუხდი ილარიონას გაპრიალებული გოჭანჭურის კისრებისთვის, მშვენიერი მწვადები გამოვიდა ბატონო ჩემო smile.gif.

და ბოლოს ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც მონაწილეობდით გამოჩნდით და არ დაიზარეთ შეჯიბრში თუ ქეიფში მონაწილეობა, ყველამ თავისი წვლილი და წილი ხალისი, გემო და მუღამი შეიტანა ამ გასვლაზე.

პოსტის ავტორი: iorama May 29 2012, 01:32 PM

უფფფ.. კარგი იყო რაააა გენაცვალეით სუყველასა რააა biggrin.gif
უუდიდესი მადლობა ილარიონას, უუუდიდესი მადლობა თაზოს ოჯახს და მის ახლობლებს და უუუდიდესი მადლობა ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს. კიდევ ერთი კარგი მოგონება გამოცხვა.
ja_ja
ნასკებზე მე ვიცი რაც მოხდა ძმაო. გავა დრო და მაგ ნასკებს აუქციონზე გაყიდიან როგორც პირველი ქართველი პნევმო ჩემპიონის. ვიღაცამ რა გათვალა აზზე ხართ? biggrin.gif შეძენის მსურველთა რაოდენობის გამო შესაძლებელია BEATLES-ის ნაწოლი პროსტინის ბედიც ეწიოს, დაჭრან და ნაკუწებად გაყიდონ biggrin.gifja_ja

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 29 2012, 01:35 PM

ვაიმე მართლაც რომ მაგარი იყო ყველაფერი რა
დიდი მადლობა მინდა მოვუხადო თაზოს ოჯახს და მის ახლობელ ხალხს ჩვენი მასპინძლობისთვის
და დიდი მადლობა აირგან,ჯი-ს რომ მაჩუქა კიდევ ერთი ლამაზი დღე ცხოვრებაში

ისა და გოჭუნა გოჭუნაო და სად იყო იქ გოჭუნა ??biggrin.gif biggrin.gif
იმას თუ გოჭუნას ეზახით ორი დღე რო მწვადათ ვჭამდით მალაძიეც თქვენ ძმაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama May 29 2012, 01:38 PM

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო TAMPLIER-ს, დედა ბუჯო რა ოტკა გააძრო ტოოოო wink.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 29 2012, 01:50 PM

iorama
უფ მეც კი მაგრა მესიამოვნა ხო იცი შენ biggrin.gif

iorama
გინდა გავიმეოროთ wink.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 29 2012, 01:55 PM

თქვენ ხო კაც კითხვას არ დააცლით რა biggrin.gif

ან ესე სწრაფად როგორ კითხულობთ ან და თუ არ კითხულობთ ამ კაცს ამხელა რეპორტს რატომ აწერინებთ ჰა? biggrin.gif

ერთი სიტყვით ყოფილერი მართლა მაგარი იყო, მე მაგალითად სიამოვნებით ყოველ დღე ჩავატარებდი ასეთ ჩემპიონატებს, აი დრო არ მაქვს თორეეე biggrin.gif

ხოდა მართლა დიდი მადლობა თაზოს ოჯახს ასეთი ლამაზი მასპინძლობისთვის smile.gif

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი ფალავანი გყვავდა წაყვანილი და მეორე დამრტყმელი ძალა შემოგვაკლდა, მაგრამ არაუშავს, ბესომ გვასახელა და არ მოგვჭრა თავები ბოლნისის მაშტაბით smile.gif

ისე სიამოვნებით გაიმეორებდა ასეთ რამეს კაცი smile.gif

პატარა ბავშვს რომ კარუსელიდან ჩამოსვავ და მშლობლებს ეხვეწება კიდევ რა, კიდევ მინდა რა, გეხვეწებით რა biggrin.gif აი მასე ვარ ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER May 29 2012, 02:01 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 29th May 2012 - 01:55 PM) *
თქვენ ხო კაც კითხვას არ დააცლით რა

ან ესე სწრაფად როგორ კითხულობთ ან და თუ არ კითხულობთ ამ კაცს ამხელა რეპორტს რატომ აწერინებთ ჰა?

ჩემთან ვიდეოებს არ აჩვენებს და ისეთი დაწერილი რეპორტი იყო რო ეგრევე ჩავიკითხე და დავბრუნდი ისევ იქ
მადლიობა ჯაჯას

პოსტის ავტორი: iorama May 29 2012, 02:01 PM

ilariona
პადლაი ბუდუ თუ არ წამეხითხა მთლიანად biggrin.gif
TAMPLIER
გამეორება ცოდნის დედაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 29 2012, 02:02 PM



rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 29 2012, 02:15 PM

სიდან მიმამსგავსე ეხლა ამას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 29 2012, 02:18 PM

საღოლ მაგარი დრო გიტარებიათ, მშურს თქვენი biggrin.gif გაიხარე ჯა_ჯ ასეთი რეპორტისთვის, ეხლა ისე დამამახსოვრდება ეგ დღე თითქოს მეც მანდ ვიყავი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 29 2012, 08:02 PM

ჰოო დამაჭიეთ მაზოლზე წიხლი რა გეავლებათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 29 2012, 08:13 PM

მაგარი დრო გიტარებიათ რა , ძვირფას wink.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 29 2012, 09:02 PM

უფფ... მეორე სიამოვნება მივღე ამ რეპორტით, მართლა დაუვიწყარი დღე იყო, რათქმაუნდა ამისთვის დიდი მადლობა თაზოს და თენგოს ოჯახს, რაც მაგათმა იშრომეს და ამდენ მოყაყანე ადამიანებს გაუძლეს, ის მენდლები იქვე უნდა დაგვეტოვებინა!


ilariona

მწვანილები სულ არ მახსოვდა biggrin.gif თან მშია ახლა და მწვანილებში რომ გნახე მაგარ ჭამის მადაზე მოვედი biggrin.gif


ja_ja

ნუ მერამდენედ უნდა დავწერო ახლა შენი საქებარი სიტყვა biggrin.gif როგორც ყოველთვის ნომერ პირველი რეპორტიორი ხარ დაჟე ტელევიზიების რაიონული მასშტაბით



პოსტის ავტორი: name May 29 2012, 09:39 PM

გემრიელი გასვლა იყო მართლაც, კიდევ ერთხელ მადლობა მასპინძლებს

პოსტის ავტორი: feroni May 29 2012, 10:46 PM

აუფ რა მწვადები და რა ქეიფი გამიმაზია? სროლაზე და ჩემპიონატზე რო არაფერი ვთქვა sad.gif

პოსტის ავტორი: davil May 30 2012, 12:37 AM

თქვენ გენაცვალეთ ოქრო ხალხო მაგ დროსტარებასა და ჯიგრიან ქართულ პურიჭამაში და მოგიკვდეთ ჩემი თავი რო მხარი მოგტეხეთ. ბრავო თაზო შენ და შენს ტკბილ ოჯახს-სურათებიდანვე იგრძნობა ის დიდი სითბო და სიყვარული რაც იქ დაახვედრე ამდენ ჩვენს ძმა-მეგობრებს. კიდევ ერთხელ მაგრად მწყდება გული რო ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მაგრამ წინ ბევრი ეგეთი ყოჩაღი დროსტარება გველის და ვეცდები გამოვასწორო ჩემი საქციელი

პოსტის ავტორი: geojorjika May 30 2012, 08:02 AM

ja_ja
მაგ ქანდაკებას მოაზროვნე ქვია smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 08:22 AM

davil

ციტატა(davil @ 30th May 2012 - 01:37 AM) *
კიდევ ერთხელ მაგრად მწყდება გული რო ვერ ვიყავი თქვენთან ერთად,

ჩვენც ნამეტნავად



geojorjika
ციტატა(giorgi @ 30th May 2012 - 09:02 AM) *
ja_ja
მაგ ქანდაკებას მოაზროვნე ქვია

მერე ეგ ისეთ დღეში იყო რო აზრობდა ვითამ რამეს??biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2012, 09:55 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 30th May 2012 - 09:02 AM) *
ja_ja
მაგ ქანდაკებას მოაზროვნე ქვია

ნუ ტემპლარას სიტყვები დაამატე, შეხედე კაკას და მერე მაგ სურათს დაარქვი აბა სახელი.

P.S. სპასიბა ზა პადსკაზკუ ტავარიშჩ სტალინ!... მარა მაგ ქანდაკებას რაც ჰქვია ქე ვიცი, რომ არ ვიცოდე რა ჰქვია, ვისი გაკეთებულია, ვერც მაგ სურათს მოვძებნიდი ინტერში და ვერც საღადაო პონტში დავუკავშირებდი კაკას სურათებს smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 10:18 AM

ja_ja
შეკაცო თუ მაგდენი იცი ჩემი სახელი რით ვერ წაიკითხე ამდენ ხანს სწორედ ააა lol2.gif lol2.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: ikaaa May 30 2012, 10:37 AM

დიიდი გასვლის დიიდი რეპორტია. მართლაც ყოჩაღ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მასპინძლებს და ამ რეპორტის ავტორს. good.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2012, 10:38 AM

TAMPLIER

ციტატა(TAMPLIER @ 30th May 2012 - 11:18 AM) *
შეკაცო თუ მაგდენი იცი ჩემი სახელი რით ვერ წაიკითხე ამდენ ხანს სწორედ ააა

ნუ შენ თამაშები არ გიყვარს smile.gif, მიდი ცოტახანი წაითამაშე სტარკრაფტი და ნახავ ტემპლიერი, ტემპლიერი... ჯანდაბას http://www.ctrustnetwork.com/c326p1/gaming/starcraft-2/protoss-units/high-templar.html ჯობია, http://starcraft.wikia.com/wiki/Dark_Templar ვააბშე მაგარია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რაღა დროის შუა საუკუნეებია, ხალხი უკვე კოსმოსში დაფრინავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 10:43 AM

ja_ja
აი მაგარი ხარ რა ჯაჯა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რაღა ტემპლარები აგიტყდა
წერია ადამიანურად სახელი.შეგიძლია დაგუგლო და რას ამოგიგდებს ნახავ biggrin.gif biggrin.gif
სიიიდან მეიტანე ეს სახელი არ მესმის
არა,შენ თუ გინდა დამიძახე მარა მაინც გითხარი რა

პოსტის ავტორი: Power_VANO May 30 2012, 11:10 AM

სუპერ რეპორტია როგორც ყოველთვის, ბრავო ჯა_ჯა! smile.gif

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თაზოს ოჯახს სუპერ მასპინძლობისთვის, მშვენიერი პირველი ჩემპიონატი გამოგვივიდა smile.gif



ტემპლარ-ტამპლიერებს რაც შეეხება, ტამპლიერი-ს ინგლისური შესატყვისი არის Templar, ქართულად ვეძახით ტამპლიერებს, თორემ რეალურად ერთი და იგივეა smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 11:17 AM

Power_VANO
ინლისელი ხარ??ინგლისში ხარ??biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2012, 11:42 AM

TAMPLIER

ციტატა(TAMPLIER @ 30th May 2012 - 11:43 AM) *
რაღა ტემპლარები აგიტყდა
წერია ადამიანურად სახელი.შეგიძლია დაგუგლო და რას ამოგიგდებს ნახავ

ეგ ისედაც ვიცი, მაგრამ ჩემს მაგივრად ვანიჩკამ ჯოკერი დააძრო და მოჯოკრა შენი კარტები biggrin.gif

ციტატა(Power_VANO @ 30th May 2012 - 12:10 PM) *
ტემპლარ-ტამპლიერებს რაც შეეხება, ტამპლიერი-ს ინგლისური შესატყვისი არის Templar, ქართულად ვეძახით ტამპლიერებს, თორემ რეალურად ერთი და იგივეა

ვსიო!

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 11:52 AM

ja_ja
მოიცა და ჩემი ჯოკერი პენსიაშია გასული?biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(TAMPLIER @ 30th May 2012 - 11:17 AM) *
ინლისელი ხარ??ინგლისში ხარ??



პოსტის ავტორი: ilariona May 30 2012, 11:55 AM

მშია და მწყურია, ასეთი რეპორტების შემყურე სულ ქეიფი გინდა კაცს smile.gif

არადა დღეს ექიმმა ამიკრძალა მწვადები, ხინკალი, ხაჩაპური, შოთის პური bomb.gif

ჭამე, მოხარშული სოსისიო და პიურეო.

ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი ჯობია ბლად.



ja_ja
TAMPLIER

რუსული იცით?

Эта военно-монашеская организация известна у нас под несколькими названиями:
-Орден бедных рыцарей Иисуса из Храма Соломона;
-Орден бедных братьев Иерусалимского Храма;
-Орден тамплиеров;
-Орден храмовников.

На французском языке также несколько названий этой организации:
-de Templiers;
-Chevaliers du Temple;
-L`Ordre des Tampliers;
-L`Ordre du Temple.

http://army.armor.kiev.ua/hist/orden-tamplier.shtml

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2012, 12:45 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 30th May 2012 - 12:55 PM) *
არადა დღეს ექიმმა ამიკრძალა მწვადები, ხინკალი, ხაჩაპური, შოთის პური

ჭამე, მოხარშული სოსისიო და პიურეო.

და რატომ ბევრი ქონები გაქვსო თუ ღიპის გადამკიდე გულსისხლძარღვთა რაიმე პრობლემა გაიჩითა

პოსტის ავტორი: giga_st May 30 2012, 01:07 PM

მშვენიერი smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 May 30 2012, 01:08 PM

უმაგრესი დღე იყო.. ემოციებით სავსე (ნუ კიდე მწვადებით , ხაშლამებით,ჩაქაფულებით და სხვადასხვა ფერის ალკოგოლით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

უდიდესი მადლობა თაზოს და მის ოჯახს, ჩვენი მასპინძლობისათვის..გულიანად მიგვიღეს და გვიმასპინძლეს smile.gif
დიიდი მადობა ილოს იმ გაპარსული ბურვაკისთვის biggrin.gif და არა მარტო smile.gif
და დიდი მადლობა ბიჭებს იმ მშვენიერი დღისთვის wink.gif
და რა თქმა უნდა მისტერ ჯაჯას! ამ მშვენიერი რეპორტისთვის ! smile.gif

იტოგში, დიდი მადლьობები ყველას რა კაროჩე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(ilariona @ 30th May 2012 - 12:55 PM) *
არადა დღეს ექიმმა ამიკრძალა მწვადები, ხინკალი, ხაჩაპური, შოთის პური

რაო ბიჯოო?
რა დაუშავე მაგისთანა ა? biggrin.gif biggrin.gif

არა, სიროზნა, რა გჭირს?

პოსტის ავტორი: Davitus May 30 2012, 01:15 PM

ilariona

ბიჯო, ისე იმ დღის მერე კუჭი გადამეწვა იმენნა, აზრზე ვერ მომიყვანია ჯერ, ისევ ფაფებზე ვზივარ biggrin.gif ჩემს საწყალ დიჯესტივ სისტემას ეგ უნდოდა კაკ რაზ, ისედაც სულ ღამე მიწევს შემწვარ მოხრაკულების ჭამა

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 01:24 PM

უფ ისე კარგად მოვინელე ყველანარირი საჭმელი და ყველანაირი სასმელიც
და მინდა ავღნიშნო რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც ამ დღეს ორგანიზება გაუწია და იფიქრა ჩვენს სიამოვნებაზე

პოსტის ავტორი: ilariona May 30 2012, 01:38 PM

ja_ja
cz80
Davitus

კაკრას არც კუჭი და არც ღიპი ხელს არ მიშლის არაფერიში smile.gif ყბა biggrin.gif biggrin.gif ვეღარ ვღეჭავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

კაროჩე მერჯვენა მხარეს დაჭიმული მაქვს ყბის კუნთები rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

ახლა ვიცი მაგარს დამცინებთ და ვიცი, რომ ბევრი ჭამა სმის ბრალიაო იტყვით biggrin.gif მაგრამ სულ სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული.

ნერვული სტრესის გამო გაქვს დაჭიმულიო.

დალევა არ აუკრძალიათ, გამომიწერეს დასვენება, მასაჟები, კარგი ცხოვრება ჭამის გარდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასე რომ არ ვიცი რა ვქნა biggrin.gif ადრე ჭამა სმით ვისვენებდი და ახლა მარტო სმით როგორ დავისვენო? მა მწვადი არ უნდა მივაყოლო კაცო? ხოდა ქე ვარ მოღვრემილი.

პოსტის ავტორი: iorama May 30 2012, 02:09 PM

ციტატა(ilariona @ May 30 2012, 02:38 PM) *
დალევა არ აუკრძალიათ, გამომიწერეს დასვენება, მასაჟები, კარგი ცხოვრება ჭამის გარდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასე რომ არ ვიცი რა ვქნა biggrin.gif ადრე ჭამა სმით ვისვენებდი და ახლა მარტო სმით როგორ დავისვენო? მა მწვადი არ უნდა მივაყოლო კაცო? ხოდა ქე ვარ მოღვრემილი.

ისე ხმაზეც გეტყობოდა რო მოწყენილი ხარ smile.gif
ნერვის ანთების რა გითხრა მარა ეგ ყბა მედალმა ხო არ გატკინა? ბრინჯაოზე რო გასინჯე wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 30 2012, 02:14 PM

iorama

ციტატა(iorama @ 30th May 2012 - 02:09 PM) *
ნერვის ანთების რა გითხრა მარა ეგ ყბა მედალმა ხო არ გატკინა? ბრინჯაოზე რო გასინჯე

ჰაჰაააააააააააააააა მაგარი ხარ lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 30 2012, 03:08 PM

ციტატა(iorama @ 30th May 2012 - 03:09 PM) *
ნერვის ანთების რა გითხრა მარა ეგ ყბა მედალმა ხო არ გატკინა? ბრინჯაოზე რო გასინჯე


rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

კარგი იყოო biggrin.gif მამეწონაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: davil May 30 2012, 03:43 PM

ილია ძამიკო დამერწმუნე მაგრა გაუბოლიხარ მაგ ექიმს. კაცს სუ რო არაფერი აწუხებდეს და მაგეებს აუკრძალავს ექიმი რაც შენ ჩამოთვალე ყბის სპაზმიც დაემართება, კუჭისაც და გულისაც biggrin.gif ვცადე მე ეგ ამბავი ერთხელ მარა არ გამოდის კაი ცხოვრება კაი ჭამა სმის გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 May 30 2012, 03:44 PM

ციტატა(iorama @ 30th May 2012 - 03:09 PM) *
ნერვის ანთების რა გითხრა მარა ეგ ყბა მედალმა ხო არ გატკინა? ბრინჯაოზე რო გასინჯე

ჰაჰააა ჩაგეთვალა ლააშ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 30 2012, 04:03 PM

davil
მეც მაგას არ ვიძახიი smile.gif არ ესმით ამ ექიმებს ჩვენი biggrin.gif


პოსტის ავტორი: monadire. May 30 2012, 11:01 PM

ხალხებო, ჯერ ყველას მადლობას მოგიხდით სტუმრობისათვის ჩემს ოჯახში და მერე იმ თბილი სიტყვებისათვის, რომელიცა რომა აქ გაჟღერდა თქვენს მიერ! ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან მაგარი მოგონებები დამიტოვა პირადად მე! ადრე ეგეთი ზღაპარი იყო მახსოვს: ერთმა მეფემ თავისი შვილი, ანუ უფლისწული გააგზავნა თავისი ქვეყნის დასათვარიელებლად და დაავალა ყველგან სახლი აეშენებინა! ერთი წლის თუ რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა ეს პატიოსანი ადამიანი ოჯახში და მოახსენა მამას, შევასრულე შენი სურვილიო! აბა წავიდეთ და მაჩვენეო-მეფემ! სადაც მივიდნენ დახვდათ დიდებული სასახლეები, ოღონდ დაკეტილი! ოთხი კედელია ეს მხოლოდ, თუ აქ მეგობარი არ გელოდებაო- ესეც მეფემ დაარიგა თავისი უფლისწული კიდევ ერთხელ! იმანაც მემგონი გაითვალისწინა მამის დარიგება ( აღარ მახსოვს და მომკალით თუგინდათ). მორალი: ჩათვალეთ რომ ბოლნისში ერთი სახლის კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის და კარგი მეგობარი დაგხვდებათ და გიმასპინძლებთ! ერთი ასეთი სახლი ბოდბეში მეგულება და დალშე ცხოვრება წინაა! გაიხარეთ თქვენ! ისე მაც მაქვს რაღაც სურათები, დავყრი მეც ნელნელა!

პოსტის ავტორი: gregory May 31 2012, 07:28 AM

ყველას დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი გასვლისთვის! განსაკუთრებული მადლობა მასპინძლებს: ამ ხალხმა მართლაც რომ ხელის გულზე გვატარა!
აგრეთვე უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს: ყველაფერი 100%-ით იყო შესრულებული!
ძალიან მაგარი დროვატარეთ და უკვე მენატრება smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 31 2012, 10:33 AM

გოიკო მიტიჩი 4ევერ

პოსტის ავტორი: ilariona May 31 2012, 10:41 AM

ციტატა(TAMPLIER @ 31st May 2012 - 11:33 AM) *
გოიკო მიტიჩი 4ევერ


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კურდღელი როგორ შობოდა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER May 31 2012, 10:47 AM

პირველად მომივიდა ეგრე რო ჩავბჟირდი
ცხოვრებაში ალბათ მაგდენი არ მიცინია,იმენნა თავკანტროლს ვეღარ ვუწევდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 31 2012, 10:53 AM

აუუ, ამ უფულობას და ბევრ საქმეებს რა ვუთხარი ბლად, თორე კიდევ მოაწყობდა კაცი მასეთ გასეირნებას პალატკებით სადმე.

ეეეხ.

პოსტის ავტორი: Davitus May 31 2012, 01:14 PM

ციტატა(ilariona @ 31st May 2012 - 11:53 AM) *
უუ, ამ უფულობას და ბევრ საქმეებს რა ვუთხარი ბლად

მეორე პრობლემაზე რა გითხრა, მაგრამ პირველი პრობლემა მოხსნილია, ახლა გადმოვრიცხე შენს ანგარიშზე 20 ლარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 31 2012, 02:58 PM

Davitus

ციტატა(Davitus @ 31st May 2012 - 02:14 PM) *
მეორე პრობლემაზე რა გითხრა, მაგრამ პირველი პრობლემა მოხსნილია, ახლა გადმოვრიცხე შენს ანგარიშზე 20 ლარი

აბა აუწყვია ცხოვრება და ეგაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 31 2012, 03:04 PM

ვსიო მაღარიჩი შენზეა ილო

პოსტის ავტორი: ilariona May 31 2012, 04:03 PM

აუფ, დღეს ღამე ყველა კიევში მივფრინავთ biggrin.gif

20 ლარს რა დახარჯავს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 31 2012, 07:33 PM

ilariona
50-ც ხომ მე ჩაგირიცხე კაცო, ადრე 37 მანეთი იყო, ახლა 70-ია biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Jul 6 2012, 02:07 PM

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



ჩასწორებუულ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 6 2012, 02:20 PM

TAMPLIER
შენა კაცო ამნეზია გქონდა smile.gif, ნელნელა რომ პოულობ სხვადასხვა აპარატებში სურათებს smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Jul 6 2012, 02:36 PM

ja_ja
ტელეფონი ამოვჩხრიკე და ესენი აღმოვაჩინე

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 6 2012, 03:32 PM

TAMPLIER
იიიი ამოდენა ფოტოკამერა კაცი ტელეფონიო კაცოუუუუუ smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Jul 6 2012, 03:35 PM

ხოდა ტელეფონი ისეთი შემთხვევებისთვის არის როცა დიდი აპარატი არ მაქვს თან biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Jul 6 2012, 04:01 PM

ეს რა სამი დღის მიცვალებულივით ვდევარ ჰა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: Davitus Jul 6 2012, 06:10 PM

ციტატა(ilariona @ 6th July 2012 - 05:01 PM) *
ეს რა სამი დღის მიცვალებულივით ვდევარ ჰა?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

TAMPLIER

მიაშალე ბიჯო, რაუბედურებაა ეგ

პოსტის ავტორი: ilariona Jul 6 2012, 06:27 PM

Davitus
ეგ ვეღარ მიაშლის, 15 წუთი აქვს რედაქტირების და მერე მგონი ვერღარ შედის. (თუ ჯაჯამ არ გადააკეთა)

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 6 2012, 08:13 PM



ისე LGBT ფართის გავს მაქაურობა biggrin.gif

ენდ აფთერ ზის , ზეი ბეგინ თუ იით პუ პუს biggrin.gif

პოსტის ავტორი: name Jul 7 2012, 08:40 PM

ციტატა(geojorjika @ Jul 6 2012, 08:13 PM) *
ისე LGBT ფართის გავს მაქაურობა biggrin.gif

რაის LGBT biggrin.gif ქართველები მსროლელბი პურისმჩამელები smile.gif))

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services