გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

23 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა
gregory
პოსტი Dec 2 2015, 10:15 AM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker .





ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ...
იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.



ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც.






პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი.




იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე.
ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო.





რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“.
სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც.





მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა.



კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! biggrin.gif



ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა:
1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება
2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო.
3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ...

გადავიდეთ საველე გამოცდებზე.
ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც:



1 277
2 277
3 277
4 277
5 277
6 277
7 277
8 275
9 276
10 275
11 276
12 276
13 276
14 275
15 274
16 274
17 275
18 273
19 274
20 273
21 272
22 273
23 274
24 271
45 274
26 273
27 274
28 274
29 271
30 272
31 271
32 270
33 271
34 270
35 268
36 269
37 268
38 269
39 268
40 268
41 267
42 267
43 267
44 267
45 265
46 265
47 264
48 264
49 263
50 264
51 262
52 261
53 261
54 261
55 261
56 261
57 260
58 258
59 258
60 256

მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია!
შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე



1 278
2 278
3 279
4 279
5 279
6 279
7 277
8 279
9 277
10 278
11 277
12 279
13 278
14 278
15 278
16 277
17 279
18 277
19 277
20 277
21 276
22 276
23 277
24 277
45 276
26 276
27 274
28 275
29 275
30 276
31 276

მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ:
JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა)
1 265
2 265
3 265
4 265
5 264
6 266
7 266
8 265
9 264
10 265


JSB 0.54gr
1 299
2 298
3 297
4 298


1 277
2 278
3 278
4 277
5 277

ესეც ნასროლი სამიზნეები:
JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე




JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე


ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას.
ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია.
შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Dec 2 2015, 11:07 AM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



gregory

შენ გაგახარა ღმერთმა რია wink.gif მომანდობთ ხოლმე ვიდეოს გადაღებას და მაბჟუტურებთ ხოლმე რაცხას..... აი ძმაო განხილვა და რამე რია.

კითხვა....როდისთვის გვეცოდინება მიახლოვებით,პირველი პარტიის ჩამოტანის დრო და სავარაუდო მიახლოვებული ფასი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Dec 2 2015, 01:28 PM
პოსტი #3


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



მშვენიერი რეპორტების წერა შეგძლებია გრიგოლ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Dec 2 2015, 02:25 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მშვენიერი რეპორტია! მადლობა smile.gif
იმედია ჯა-ჯა ბიძია ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდება smile.gif , თორე გვისაყვედურა რეპორტების წერა არ იცითო biggrin.gif , ანდე, თუ არა smile.gif
რაც შეეხება თოფს, ადრე ნათქვამს გავიმეორებ, ფასი- ხარისხის თვალსაზრისით მშვენიერი ფიშტოა smile.gif , ნადირობის მოყვარულები სათანადოდ შეაფასებენ, იმედია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Dec 2 2015, 02:53 PM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



დაკვეთილი რეპორტია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Dec 2 2015, 05:32 PM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Dec 3 2015, 12:17 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



მალადეც გრეგორ შენ ამხელა რეპორტს თუ გააკეთებდი არ მეგონა biggrin.gif

ციტატა(gregory @ 2nd December 2015 - 11:15 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება.


მეც ვაპირებდი ამ კონდახის ყიდვას რემ870თვის და არც ამას ქონდა რკინის პლანკა თუმცა არცერთი ცუდი გამოხმაურება არ ჰქონია პლასტიკის პლანკის გამო, პირიქით საკმაოდ ძვირიან კოლიმატორებსაც აყენებენ მაგ პლანკაზე

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 3 2015, 01:33 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ასე რა ბლინ smile.gif თორემ მარტო მთვლალი ხალხის ვიდეო იყო და თოფი იქ არსად ჩანდა smile.gif

შემდეგშI ისეთი რაღაც რაც წინა თემაშI იყო აღარ დამანახოთ smile.gif ის ცალკე ფლეიმშI რაზეც გინდათ იბაასეთ smile.gif განხილვა კი არის აი ეს და არ დამანახოთ ახლა აქ გადახვევები კომბოსტოს და შიფერების სახით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Dec 3 2015, 10:03 PM
პოსტი #9


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



კაი რამე ჩანს. იქითა თემაში ლაპარაკი იყო ზ.დ.პ.-ებიდან ბევრი გადავაო, ხოდა რამე გამომრჩა თუ სავარაუდო ფასია ცნობილი უკვე? თუ ცნობილია, მეც მიჩურჩულეთ ვინმემ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 4 2015, 06:46 PM
პოსტი #10


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(nihontoman @ 3rd December 2015 - 11:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იქითა თემაში ლაპარაკი იყო ზ.დ.პ.-ებიდან ბევრი გადავაო, ხოდა რამე გამომრჩა თუ სავარაუდო ფასია ცნობილი უკვე? თუ ცნობილია, მეც მიჩურჩულეთ ვინმემ

nihontoman
ზდპ რომ შეცვალოს საკმაოდ მეეჭვება 1000 ლარის ფარგლებში ეღირება
აბა მსურველები ჩაეწერეთ სიაში biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Dec 4 2015, 06:50 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



gregory +10

გეთანხმები! ზდპ ს ყოველთვის თავისო ადგილი ეკავება ჩვენს გულებში...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 4 2015, 07:04 PM
პოსტი #12


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ესეც სადღაც ამოვქექე ნაწილების დიაგრამა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ხოდა ჯაჯა, ჯორჯიკა და ახვა პცპ გურუებო, აბა რომელი კოდები უნდა წამოვიღო "ზიპ"-ის პონტში და კიდო ჩვენ რომ ვიცით "მოსუქების" ამბავში(PM), რომ ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 4 2015, 07:19 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ ჯერ თოფი არ მინახია და რა გითხრა smile.gif

სტანდარტულ პონტშI კი ვხვდები ამასაც 3 ნაწილი დასჭIრდება ღიპის გასასრდელად მარა... რეალობაში ხრენ ივო ზნაიტ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 4 2015, 07:21 PM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ხოდა განახებდი ამ შაბათ-კვირას, თუ რათქმქუნდა კომპრესორს არ გადაყევი biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 4 2015, 07:24 PM
პოსტი #15


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



აი ხვალე 3 სახელოსნო მაქვს მოსავლელი და რომ მოვრჩები შეგეხმიანები smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
datka25
პოსტი Dec 5 2015, 02:53 AM
პოსტი #16


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



ციტატა(gregory @ Dec 4 2015, 07:46 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
nihontoman
ზდპ რომ შეცვალოს საკმაოდ მეეჭვება 1000 ლარის ფარგლებში ეღირება
აბა მსურველები ჩაეწერეთ სიაში biggrin.gif

ერთი ბულკა მე მინდა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Dec 5 2015, 08:12 AM
პოსტი #17


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



+1-იც მე მინდა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Dec 5 2015, 08:37 AM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



+ მე უკვე მაქვს!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Axalbeda
პოსტი Dec 5 2015, 01:57 PM
პოსტი #19


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 18-July 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,770
ქალაქი:თბილისი



მარადა მაქვს და გაყიდვა და კრალის ყიდვა მეფიქრება, მაგრამ არ მინდა შევცდე და სანანებელი გამიხდეს sad.gif მარადა რომ ნამდვილად მაღალი დონის პნევმატიკაში გადის ყველამ ვიცით, გამოცდილებით, მაგრამ კრალზე ბევრი ინფორმაცია რომ არ არის ეჭვებს მიჩენს... ძაან დიდ საფიქრალში დავვარდი sad.gif sad.gif ჩემი მთავარი ინტერესია კრალი მარადას შორ მანძილზე სიზუსტეში აჯობებს თუ არა, და არა ის, რომ ბულკაა. მარადას ბუკლად გადაკეთება არცთუისე რთულია...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 5 2015, 03:33 PM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



Axalbeda

მარადას თავი დაანებე და ეს დამატებით შეიძინე გირჩევ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

23 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:58 PM
Hosted by Pro-Service