ესე იგი იყო და არა იყო რა, კარგზე უკეთესი რა იქნებოდა, ჰოდააა ესე იგი ჩვენი გასვლების იდეოლოგიურმა მამამ აწია თემა - http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=704&view=findpost&p=115955....
როგორც წესი დაიწყო ხალხის სიაში ჩაწერა. მარა როგორც წესი მეთევზეები ჩვენგან..... გარკვეული დროის მერე გაირკვა რომ თურმე ილარიონა მოლაპარაკებებს ორ ფრონტზე აწარმოებდა... ჩვენთან და ოჩოპინტრელებთან, ჩანაფიქრი კი იყო ის რომ ორ გუნდს შორის შეჯიბრება მომხდარიყო ვინ მეტ თევზს დაიჭერდა....
მე დიდი მოთევზავე არ ვარ და თავს ვიკავებდი, თუმცა აღმოჩნდა სხვა ასეთი თავშეკავებული ხალხიც, მაგრამ…. ნუ გადაგვარწმუნეს რა. თევზის გარდა მწვადებიც იქნება და ბოლო-ბოლო პნევმო კლასი ვაჩვენოთ მონადირეებსო... ჰოო რაცხა ინტრიგის მარცვალი ჩავარდა და ავიხვეტენით ყველანი.
ავიხვეტეთ და იმდენი გამოვედით რომ თავდაპირველ დაგეგმილ სათევზაო ადგილზე წასვლა აღარ გამოდიოდა. მიზეზი მარტივი გამოდგა სად უნდა დაეტიოს 30-მდე დამშეული კაცი . ამიტომაც ანკესები გადაყრილი იყო, მიყვა მაგას თევზებიც, რაკუშკებიც და დავახვიეთ ყველამ ჩვენს საყვარელ ქესალოში
ქესალოში სტანდარტულად ჩვენს მაგიდასთან მიმოფანტული ნაგავი დაგვხვდა, ჩვეულისამებრ მივასუფთავეთ იქაურობა - როდის ისწავლის ხალხი თავისი ქეიფის და მუღამის გასწორების მერე, იმაზე ფიქრს რომ შემდეგში მისვლა მოუწევს და სუფთა რომ დახვდეს იქაურობა კარგი იქნება.
იმაზე აღარ ვამბობ რომ ჩვენს მაგიდასთან ქეიფობენ, უხვად ყრიან სიგარეტის კოლოფებს, ქაღალდებს ბოთლებს, ძეხვის კანებს, ხახვის ფურცლებს და.... მოკლედ აRარ ჩამოვთვლი მთელს სიბინძურეს
ესე იგი ჩამოვიცალეთ, გავმართეთ სათევზაო პრიბამბასები და... მაიცა კაცო აკი გადავყარეთ ანკესებიო
მოკლედ აღმოჩნდა რომ რამდენიმე მონაწილემ არ გადაყარა , ასე რომ ნაწილი წავიდა სათევზაოდ, ნაწილი მოგვიანებით ჩამოვიდა, დანარჩენი კი აგერ არიან ა...
ვიღაც ვიღაცები და ვიცხა ვიცხაები ქირქილებდნენ მოკბეჩილი ვაშლი ჯობიაო, მარა გეევსოთ ვაშლები ჭიებით და ვერ გადაიღეს ამ უსასრულობის ვიდეო. აი დასაცინმა პლასტმასის სამსუნგმა კიდო Full HD რეზოლუციით დააფიქსირა ყოლიფერი .
შეგიძლიათ დატკბეთ და უყუროთ
პირველადი შეჯიბრისა და აურაცხელი ვაზნის გასროლის შედმეგ დადგა დრო როდესაც უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, მარა მოკბეჩილმა ვაშლმა აქაც რაცხა ის არ ქნა რაც უნდა ექნა მოკლედ რა თეფშების მტვრევის შეჯიბრს ფონად მიყვება ვაშლი vs სუმასუნი
გამარჯვებულიც გვყოლია შედეგად... ესე იგი მაიცა გავიხსენო, პირველ ადგილზე გავიდა ჩვენი კაკოიე გამოუსწორებელი ლოთი, მარა რა გინდა არ ახარებს თეფშ და ჰა . ამის საქმე ისეა 2 მონადირე ვერაფრით ვერ არტყავენ ხეზე შემომჯდარ თუთიყუშს. ამასობაში მოდის რუსი ვანია და ნიძლავს უდებენ რუსს - აგერ 50 მეტრში თითიყუში ზის ხეზე და თუ მოარტყავ ერთ ტყვიანი გლუვიდანო .... რუსიც ეუბნება ბაზარი არაა ოღონდ ჯერ 1 იაშიკი არაყი უნდა მოიტანოთო.
მიუტანეს დათქმული 1 იაშიკი არაყი. რუსიც გამოთვრა გატიალდა, აიღო ხელში თოფი და ერთი გასროლით ჩამოაგდო თუთიყუში ხიდან. დგანან ახლა ეს მონადირეები გაშტერებული და ვერ გაუგიათ როგორ მოახერხა ამ ვანიამ თუთიყუშის ჩამოგდება, ეკითხებიან რაფერ ქენიო. რუსიც პასუხობს თან ხელებით აჩვენებს:
-это же элементарно, у тебя десять стволов и тьма попугаев….
ასევეა ჩვენი კაკოიეც, დათვრება აიღებს თოფს ხელში და.... აქვს 60 ლულა და 3 მილიონი თეფში ერთს რომ არ მოხვდეს არ შეიძლება
მოკლედ პირველი ადგილი კაკოიეს, ანუ Airgun, მეორე ადგილზე ბაცაცუნა, იგივე ტამპლიერა, იგივე DEF-ი, იგივე ნიკო, იგივე... ე ბიჯო მომკლა ამდენმა სახელმა ერთი ამოირჩიე რა . მოკლედ ესეც მივაწერეთ Airgun-ს, მესამე ადგილზე გაიდა ჩვენი Beqa, ანუ ესევ Airgun. მეოთხე ადგილზე მგონი მე და ილარიონა ვიყავით, ანუ ისევ Airgun, შეკაცო აგი მონადირეები რას აკეთებთ ხოლმე ნადირობისას , „ტოლკო სკაზკი რასკაზივატ უმეეტე და“?!
ასე იყო თუ ისე მოგვიანებით შემოგვიერთდნენ დიდი რიბაკები, რომლებმაც ნაპირზე კაკ მინიმუმ ლოხ ნესის „ჩუდოვიშე“ ამოათრიეს, პროსტა რაცხა გაციებული იყო ეტყობა ეგ უბედური და ჰა-ჰა 4-5 სანტიმეტრი იქნებოდა სიგრძეში
ასე იყო თუ ისე ამ ხალხსაც მოუნდა გასროლა, ძლივს წამლად დატოვებული ტყვიები შეხვდათ ამ უბედურებს....
ისე იმ დღეს მგონი 1000-ზე მეტი ვაზნა გავარდა, ხალხი ლულებს მგონი წყლით აციებდა . მოკლედ შემდგომ რა თქმა უნდა ქართული სუფრა და შეპირებული მწვადები...
იყო მწვადების მოლოდინში დაბღვერილი ხალხიც
ბაზუკ იზვინი, პროსტა კადრში შემთხვევით მოხვდი, სულ სხვა რაცხას ვიღებდი, უცებ სანამ კამერამ გადაიღო ჩამოიარე და... ზატო რეპორტში პატარა კბენისთვის იდეალური კადრი გამოვიდა
იყო გამოცდილი Le sheff, შეეცადა ფრანციცული მენიუ შეეთავაზებინა ხალხისთვის მარა რათ გინა , ყველამ ქართული მწვადი ამჯობინა
ნუ შემდეგ ქართული სუფრა, შესაბამისი მწვადებით, ქურით სულით ღვინით და რა ტქმა უნდა სადღეგრძელოებით
და ვუი ვუი რას შობა აგი აბდალა.... ჩვენმა თამადამ დააძრო სასწაული განსხვავებული...
არა მე თქვენ გეუბნებით ამას კიდო ეს უნდოდა? ზომებს მაინც შეხედეთ სად ეგ სასმისი და სად მსმელი .... იმას რა უჭირს გვერდზე ამოდენა თამადა რომ უზის, იმას არაფერი მოუვა მარა ამას.....
აი ამ ვეებერთელა სასმისის შესმის მერე დაიწყო თავდავიწყება ვინ რას აკეთებდა კაცმა არ იცის ...
ზოგი კუბელი დიქტატორივით იქცეოდა, პროსტა გაპარსულია რევოლუციის შემდეგ
ზოგიც სუფრაზე ისე იჯდა რავარც დამშეული ებრაელი კონსლაგერში
შემდეგ ყველა მობილში ქექვის ფუნქციონალში ჩაეერთო
ბოლოს კი აცივდა და კოცონთან შემოჯდა ის ნაწილი რომელმაც სმას ვერ გაუძლო, აი დანარჩენი კი ვავა...
ხან აქეთ გადმოხტებოდნენ და ცეცხლში ჩახტომას ლამობდნენ, ხან სკამებზე ფეხით დგებოდნენ თითქოს და სადღეგრძელოს სათქმელად მხოლოდ ფეხზე დადგომა საკმარისი აღარ იყო... მოკლედ ქართული სუფრის სტანდარტული „კანცოვკა“
ამის მერე უკვე დევიშალენით, ბექა ბიძიამ მთხოვა თავის პიპიასთან სურათის გადაღება, მარა იმდენი ფარი აანთო თვითონ აღარ ჩანდა კონტრაჟურის გამო
ასეთი ანთებული და განათებული ვითარცა ახალი წლის ნაძვისხე, დევიძერით სახლებისკენ, მარა რულთან დავითუსა დაჯდა... ნუ დავითუსამ იფიქრა იფიქრა და ნორიკა დღეს არ ყოფილა წამოსულიო და რაცხა იმ კაცის პატივსაცემად ხომ უნდა ვქნაო და ისეთ გზაზე წავიდა რომ აზრზე რომ მოვედით სად ვიყავით გაგებაში არ ვიყავით
მოგვიწია გუგული ბიძიას რუკების მეშვეობით გზის გამოკვლევა, მარა ნავიგაციისას მიმართულება შემეშალა და დავითუსას ნი ტუდა შევახვევინე . შედეგად შევაჭერით ასე განათებულ გაკაშკაშებული და ღრიალა მანქანით ვიცხა თათრის ეზოში . ისიც აშკარად ამ ხმაურზე და ნათებაზე გარეთ გამოვიდა დგას კარებთან ატუზული და აღარ იცის რა ქნას, იგინოს, თავს უშველოს, ცხვარი დაკლას, თუ ეს უბრალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ქართველ პროვოკატორთა ბანდა იყო ჩუმად შემოპარული
დავხედე გუგული ბიძიას რუკას, მივეცი ჩამაკორექტივებელი დირექტივები მძღოლს და წამოვედით სამშვიდობოს... არა ჩვენ კი ჩამოვაღწიეთ მშვიდობით სახლამდე, მარა იმ თათარს მშვიდათ თუ ეძინა იმ ღამეს სახლში აი ეგ აღარ ვიცი , შეიძლება ქათქათა ბარაშკების მაგივრად დინგ მოთხვრილი ღორები ესიზმრებოდა და ძილში ტრიალებდა ცივ ოფლთან ერთად
ვახ რა კარგი შეჯიბრი გაგიმართიათ, თან არა მარტო სროლაში . ორგანიზება უმაღლესი, დასწრება უძვირფასესი, მწვადი ჯერ თამადის
და პნევმატიკიდან მარტო ბალონი წაიღეთ არა !
koknar
გასვლა სანაქებო გამოგსვლიათ. ღოჩაღები ხართ.
აუუუ, ეხლა ვნახე ღამის ვიდეოები და თუ ავტვირთო რაააა
bazuka
iorama
ანტოშკაო გახსოვსსს
ja_ja
ყველაფერი არ იჭმევაო ხომ გაგიგია, ხოდა მოვძებნი რაიმე ნაკლებად პიანურებს და აფტვირთავ :P
ჯიპი რომ დატენე მაგი თუ გახსოვს
არა, ეგეთი "გაძღომები" პერიოდულად აუცილებელია, მარა დოქუმენტების გარეშე
ვსიო მორჩი სამსახურს, ავლაგდი და წავლაგდი ახლა სახლში, 1 საათში შამოგიერთდებით
ja_ja
ეგ ყველაფერი კაი მარა "ოჩოპინდრე" რაღაა ?
ja_ja
ჯაჯინსკი, ოჩოზე რომ დავაკოპირო რეპორტი მოჟნა?
ilariona
გედირიე კაძახოოო??
TAMPLIER
ანათემაზე გადაცემის გეშინია?
რა შუა თითებს იქნევ იქანა ჰააა ??
bazuka
არ მიყვარს ტელევიზიები
მე რაცხა ცუდს ვიძახდი მგონია, და დროზე გამაცილა ჯაჯამ კამერა
ilariona
შარავანდედი გაგიქრა აი
ვააახ რა მაგარი "თევზაობა" გამოგსვლიათ
სგ თქვენ კაი დრო გიტარებიათ, მე შრატს ვიკეთებ და მაგიტო გავისუსე, შრატზე თევზაობა არ შეიძლება
ilariona
ja_ja
კანეშნა იმათ ფოტოებსაც გადმოვაკოპირებ.
ისა და გლავნი რეპორტი როდის გამოცხვება?
თუ შენი შტირიკას რეპორტივით მთელი ცხოვრება უნდა ველოდოთ?
აუ რა გასვლა გავმაზე !!!!!
მეც დავტენე ილოს მანქანა წარმატებით
ja_ja
რატომ წამომიყვანეთ ჯიპიესით? ხალხი არა ხაააარრრთთთ???
ეს ვისი GPS-ი იყო ჩართული საქმეში ჰა?
iorama
აუ ჩემი ერთ გასვლაზე ვერ წამოვედი და რა ამბები ყოფილა
გასვლა წინასწარ დავგეგმოთ ხოლმე რა რო გადავდო საქმეები
საღოოოლ, აი გასვლა და დროსტარება,უვაჟაიუ :-) ტეხავს ვერ მოვახერხე წამოსვლა :-)
კ სტაწე ჯაჯინსკი,ამ გასვლის რეპორტი და უცებ გამოაცხვე და..იმან და დაგიშავა? :-D :-D :-D
cz80
ja_ja
სალამი ბიჭებს. თქვენის ნებართვით მეც დავდებ ჩემს ნამაიმუნარ ფოტოებს. მთლად ჯაჯასნაირ რეპორტს ვერ დაგპირდებით, მაგრამ რაცხა იქნება
გათენდა რა ა.წ 27 ოქტომბრის დილა, სპორტის სასახლესთან განხორციელებულ იქნა მიზანში მსროლელ-მონადირე-მეთევზე-მოქეიფე ხალხთა თავყრილობა. რის შემდეგაც აღნიშნული კონტიგენტი გადანაწილდა თავ-თავიანთ პიპიებში და დაიძრა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქესალოსკენ სიახლეს წარმოადგენდა ის ფაქტი რომ ჩვენთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი ფორუმის Ochopintre.ge-ის წევრებიც. ადგილზე ჩასვლისთანავე გაიკვა რომ თურმე იმ დღეს ( ნუ მთლად იმ დღეს არა მაგრამ , იმ დღეებში უეჭველად) 3 იუბილარი გვყოლია აღნიშნულ კონტიგენტს. შესაბამისად, დილიდანვე ნათელი მოეფინა ჩვენი შეკრების მთავარ მიზეზ(ებ)ს და ჩასვლისთანავე გავშალეთ სუფრა, ავწიეთ 2-3 ჭიქა და შევუდექით ჩვენ-ჩვენი ჭიების გახარებას ზოგი პნევმატურ იარაღს ისვროდა - ზოგი ცეცხლსასროლს, ზოგი თებზაობდა და ფოტოებს იღებდა და ზოგიც უბრალოდ ცეცხლზე თბებოდა )
აქ ჯერ კიდევ არ გვშია , ანუ ჯერ ყველაფერი წინ არის
P.S ტიხრები შემომაშველეთ ვინცხამ
ამ ყველაფრის შემდეგ იყო პაწა ჭამა-სმა დიდად შესარგი და დიდი მეთევზეები გავეშურეთ წყალმცურავთა დასალაშქრად !
ვემზადებით მარა რას ვემზადებით
წიხარიონოკ!
სპოსიბო
თიზ იზ ენდ? გამოუშვი რა კიდო!
და აი ისიიიც ! როგორც იქნა ვეშაპი დავიჭირეთ , ვეშაპიიიი
მოკლედ ამ გლახაობა-გლახაობაში კი დავიჭირეთ ერთი 40 ცალამდე ლიპსიტა ნუ თაზოს არ ვგულისხმობ, თაზომ საკმაოდ მოზრდილი ამოაგდე 1-2
ესე გრძელდებოდა ჩვენი თებზაობა სანამ იორამა ბიძია არ მოვიდა და არიქა, გეყოფათ თებზაობა შეჭამანდი გვშია და წამოით ჩვენთან გაჭმევთ თქვენც პაწასოო. ხოოდა ავდექით და დავუჯერეთ კეთილ ბიძიებს და გადავინაცვლეთ აირგანის მაგიდასთან დარჩენილ სხვა ფორუმელებთან. ხო, ამასობაში მე რაღაცეები ვაჩხაკუნე და ამასაც დავდებ ბარემღა.
ეს გრიგოლის ფეხები
მიმტიხრეთ ვინცხამ
ტიხრუიუ..
მოკლედ თებზაობიდან დაბრუნებულებს დაგხვდა დადუმებული თოფები და დაახლოებით ასეთი სურათი
ხოდა მეთებზეებს შემოგვეყარა გულზე, ვიფიქრეთ ვაზნები გათავდა და დავრჩით ასე უთებზაო-უსროლელითქვა. თუუუმცაღა გამოჩნდა ღვთისნიერი ხალხი და ჩვენც გვასროლინეს პაწა. გაგვიხარდა ფრიად !
დავცხეთ მარა რა დავცხეთ...
ვოტ, ჩვენც მივეხმარეთ მიწას შეფერადებაში
ვაზნები ჩკა ! ავიშალენით და გადავინაცვლეთ რიგით მე-2 ჭამა-სმის ცერემონიალისკენ .
მწვადი შეიიწვააა, თითებისჩამკვნეტი :O
მოკლედ იუბილარებმა მართლა მაგარი სუფრა გაგვიშალეს . რასაც ჰქვია ჩიტის რძე არ დაკლებია სუფრას ( ბადრიჯანიც კი იყო იქამდე )
შემდეგ იყო, სმა - ჭიქებით, სმა - განსხვავებულებით, სმა - შემაღლებული ადგილებიდან და კიდევ სმა და ჭამაც იყო სხვათაშორის . ნუ მერე მუსიკაც იყო, ლექსებიც, კოცონიც და კოცონთან ცეკვაც მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო ეგ მგონი საინტერესო აღარ უნდა იყოს გარეშე თვალისთვის ( მიზეზები კი უხვადაა იცოცხლე) ))
მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა. ეს იყო ერთ-ერთი ყოვლისმომცველი გასვლა თავისი ელემენტებით (ნადირობა, მიზანში სროლა, სტენდზე სროლა, თევზაობა, სმა-ჭამა, ცეკვა, ტაში და ტუში) დიახ თქვენ მართლაც გული უნდა დაგწყდეთ ვინც ვერ წამოხვედით
ჭირი იდანა, ლხინი ადანა
ქატო იდანა და ფქვილი კიდენა ადანაა
ხო, წამოსვლამდე მე კიდე ვაჩხაკუნე აპარატი და ბარემის ბარემღა დავდებ ამათაც ( ჩემი რა მიდის რა, მაინც ვერ ავდგები დილით და დამაგვიანდება სამსახურში)
P.S ფრანც ბეკემბაუერის არ იყოს მეც კი ვნახე იმ ღამეს უცხოპლანეტელები მარა ტელევიზიით კი არ გამოვსულვარ და კი არ შემიძრია დედამიწა, ბიიიიჯოს !!!
ესეც მილქივეის გაჭირვებული ფრაგმენტი
რითია გადაღებული ? რაღაც ზედმეტად ხარისხიანი მომეჩვენა ფოტოები
საღოლ ლაშა, კარგი ფოტოებია ნაღდათ.
ძაან მაგარია
okela84
Canon 60D და მგონი ტოკინას ლინზით
geojorjika
Der Rote Baron
ჯაჯას ფანარი ანათებს და მე დავდივარ
უმაღლესი შეფასება სურათებს. ხელოვანი კაცი ყოფილხარ.
iuza
ძაან მაგარი ფოტოები გადაგიღია,
ფოტოაპარატის სახელი და ფასიც საინტერესოა
მდაა ჯერ კიდო როდის ვამბობდი ამ კაცმა გადაღება იცის თქვა... მდაააა
რა ადგილია თუ საიდუმლო არ არის?
მადლობები კალოჩე )
აპარატს რაც შეეხება, ძაან ჩვეულებრივი აპარატია Canon 60D. ამაზონის ფასი 800 $-მდე იყო მარტო ბოდი. ეხლა ნაკლები იქნება ალბათ
iuza
ნუ ლინზები 400 - 400 $-ები
Der Rote Baron
"კრილია კრილია!!გლავნოე ხვოსტ!"
საღოლ გითხარით ყველას
ორგებიდან დაწყებული რეპორტმახერ ოპერატორ სამსუნგ და ფატაგრაფამდე დამთავრებულს.
okela84
ეგ არის ირმის ნახტომი, ე.წ milkyway. ჩვენთან ყველაზე კარგად ზაფხულში ჩანს , მაღალმთიან ადგილებში და მოწმენდილი ცის ფონზე .
აი მაგალითად ეს ფოტოები წელს აგვისტოს თვეში ბახმაროში გადავიღე. საკმაოდ სხვაობაა არა ? თბილისში ქალაქის მტვერის გამო ეგეთ რამეს ვერც დაინახავ და ვერც გადაიღებ, გამორიცხულია.
არ ხარ შენ კაი კაცი!რო გადიოდი ვერ თქვი
ეხლ ლომბარდშია ჩემი პიპო და ვეგარ ვიგებ!
ამ კაცის სურათებმა მომხიბლა. თუ სადმე გაქვს გამოქვეყნებული სიამოვნებით დავათვალიერებ უფრო მეტს.
TAMPLIER
აი ხვალ შაილება წავიდეთ ეგეთი რაღაცის გადასაღებად და წამოი, იესლი ხოჩეშ. კანტაქტუი მნე ნა ფეისბუკე.
foxi
http://www.facebook.com/lasha.margalitadze/media_set?set=a.10200251623558496.195563.1390161190&type=3
ისე თემა რო გაოფდა არაუშავს ? დაგვიჭირავენ ჩვენ ამიზა !
iuza
გაიხარე. მადლობა. გაოფების რა გითხრა, ხელოვნება ოფოფებზე მაღლა დგას.
iuza
შენი კამერის ოპტიკამ დამაინტრიგა აშკარად შტამბეჭდავი DOF აქვს, 1.2 -იანია?
nihontoman
Sigma 50 mm F/ 1.4
საღოლები შენ ძმაო, ხოოდა რამოდენიმე სურათიც მოგპარე! ვოტ!
წეიღე ძამა, მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა
iuza
TAMPLIER
რაიო ?
iuza
ვაააჰ, ამ ღამის 4 საათზე უნდა მენახა მაინცდამაინც ეს უფოტოესებიი?
როგორ მინდა ეხლა ფეისბუქის ალბომში შევარდნა, მარა ჩემი თავი რომ ვიცი 2-3 საათიანი გასეირნება მომიწევს ...
ხო და კაი ქენი ღამის ორგიები რომ არ დადე
ფოტოებს რაც შეეხება მართლა მაგარია, შემდეგ ზახოდზე რაღაცეებს მასწავლი, ბოდები ხომ ერთნაირი გვაქვენ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services