თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 04:29 PM

ჩვენი კლუბი ხსნის თავის ინტერნეტ მაღაზიას . ჯერ ჯერობით საერთოდ არავითარი მოგების გარეშე, მხოლოდ იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრმა მსურველებმა შეიძინონ, პნევმატური იარაღი. და ჩვენ მოგვეცეს საშუალება სრულყოფილი შეჯიბრებების ჩატარება ასე რომ დაგეხმარებით ყველანაირი სახის, პნევმატური იარაღის, ჩამოტანა/შეძენაში


მოკლედ მეგობრებო.
მაღაზიის გახსნა თითქმის უახლოვდება დასასრულს. ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა...
აქ დავდებ დროებით http://up.jeje.ge/download.php?id=C90CCC6D14
დროებით არ ნიშნავს რომ ფასები შეიცვლება smile.gif, უბრალოდ დროებით, სანამ მაღაზია გაიხსნება, ისარგებლეთ ამით. შეკვეთა უკვე შესაძლებელია smile.gif
ყველა საქონელი ჯერჯერობით, მხოლოდ შეკვეთით... ანუ ადგილზე არ გვაქვს.
წინ გაქცევით გეტყვით, რომ იქნება გათვალისწინებული დისქაუნტები - "ს.პ.ი.მ.ა."-ს წევრებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ორგანიზაცია, ოფიციალურად გაფორმდება.

თავისთავად მაღაზიაში უკვე იქნება სრული აღწერა, ტექ. მონაცემები, და სურათები, სხვადასხვა რაკურსით.
მაგრამ ვისაც ეჩქარება, კონკრეტული მოდელი დამისახელეთ, და გამოგიგზავნით, ვრცელ ინფოს...
მზად ვარ უპასუხო ყველა კითხვას.

პატივისცემით,
Jah

პს
დამავიწყდა smile.gif კოლექტიური შეკვეთისას, ანუ 3 რაღაცაზე მეტი, ფასი კლებულობს "შიპინგ კოსტ"-ის დაკლების გამო.
ამიტომ ცალკე დავიანგარიშებ ხოლმე. შეგიძლიათ, შეიკრიბოთ, და ერთად შეუკვეთოთ smile.gif

პოსტის ავტორი: vito Apr 27 2009, 04:57 PM

Jah
ვაააააა, საკაიფო რაღაცეებია, ეს ფასები დაწეულია თუ მე მეჩვენება დაბლებად, თუ ხარისხის ამბავია?
მაგრამ ყველაზე მაგრა ეს ფრაზა მომეწონა, თავსაც აღარ დაიმტვრევს კაცი თვლაში smile.gif
The Price includes all applicable fittings. May include: mount, sunshade and flip-up caps etc. Shipping cost to Georgia is included (May be vary… depending of order...)
და ბოლოს ფრჩხილებში რაც წერია ბოლომდე როგორ იკითხება? თანხაზეა ლაპარაკი და მინიმუმი გვითხარი და ძალიან რა თანხაზე გაიაფდება ისიც

ხო მართლა, თვად მისი აღმატებულესობა "იარაღი"...???

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 05:01 PM

ციტატა(vito @ 27th April 2009 - 05:57 PM) *
ფასები დაწეულია

დაწეული კი არარი, მე გავხდი ერთ ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. მაგიტომ გავხსენი ეს მაღაზია, თორემ ისე მუშაობას აზრი არ აქვს.
რაც შეეხება ხარისხს, შეგიძლიათ თვითონ წაიკითხოთ, რეპორტები სხვადასხვა ფორუმებზე, მაგ ოპტიკაზე. smile.gif
მე ჩემთვისაც ვაპირებ რაღაცეების ჩამოტანას, მაგალითად მანძილმზომი, მინდა და სამზერი მილი.
და საერთოდ წინა ფოკალური სიბრტყით სამიზნეებზე ყველაზე დაბალი ფასები მაქვს smile.gif ბოლო სამიზნეს ყიდვასაც ვაპირებ!

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 05:02 PM

ციტატა(vito @ 27th April 2009 - 05:57 PM) *
May be vary… depending of order...)

ანუ ფასი შეიცვლება თუ შეუკვეთავ 3-ზე მეტ რაღაცას, იმიტომ რომ ტრანსპორტირების ხარჯი იქნება ნაკლები smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 05:02 PM

ციტატა(vito @ 27th April 2009 - 05:57 PM) *
Shipping cost to Georgia is included

ვიცოდი რომ რეაქცია ასეტი იქნება smile.gif
დიახ ეს რეალობაა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 27 2009, 05:07 PM

ვააა მოიცა კაცო.

Leupold 6-24x50 M1 (Replica) -130.14$ ჰმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ


ძალიან დამაინტერესა ფასის გამო აი ამათმა Vector Optics 10-40x60E-SF და Vector Optics 10-40x56E-SF. იზ ით რეალ????

პროსტა ეს ფირმა არ მსმენია აქამდე ახლა გასარკვევია რა და როგორაა.

და Jah, დაკვეთიდან რამდენხანში?

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 05:19 PM

ციტატა(ja_ja @ 27th April 2009 - 05:07 PM) *
ძალიან დამაინტერესა ფასის გამო აი ამათმა Vector Optics 10-40x60E-SF და Vector Optics 10-40x56E-SF. იზ ით რეალ????

იეს smile.gif

ციტატა(ja_ja @ 27th April 2009 - 05:07 PM) *
პროსტა ეს ფირმა არ მსმენია აქამდე ახლა გასარკვევია რა და როგორაა.

ვექტორ ოპტიკს-ი არის ჩინური კომპანია, რომელიც სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს...
ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხია... მაგაზე არის განხილვები.
ჩემი ნიკკო სტირლინგიც, ჩინეთშია აწყობილი, ისე ცნობისთვის wink.gif

პოსტის ავტორი: vito Apr 27 2009, 05:26 PM

Jah
აუუუუუუუუუუუ, ეხლა ვხდები ამ მაღაზიის ფასს, მაგარ საქმეს აკეთებ smile.gif
ეგ ნუსხა კიდევ გაიზრდება?

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 05:27 PM

რა თქმა უნდა...
სამომავლოდ ვგეგმავ ტყვიებს, იარაღს და ასე შემდეგ...
მოკლედ სრულყოფილ აირგანერების მარაზია იქნება.

პოსტის ავტორი: vito Apr 27 2009, 05:33 PM

HW 100 რას ამირჩევ მაღაზიიდან, ანუ რგოლებიან ყველაფრიანად smile.gif

პოსტის ავტორი: parna Apr 27 2009, 05:46 PM

ციტატა(Jah @ Apr 27 2009, 03:01 PM) *
დაწეული კი არარი, მე გავხდი ერთ ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. მაგიტომ გავხსენი ეს მაღაზია, თორემ ისე მუშაობას აზრი არ აქვს.


საღოლ smile.gif

პოსტის ავტორი: ninja Apr 27 2009, 06:33 PM

მოკლედ მაგარი ინფოა ჯაჰ,,,,საღოლ B)

ჩემ ოპტიკაზე მოგწერ პმ-ში

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 27 2009, 07:39 PM

გადასარევია ფასებია და კარგი წამოწყება და Jah Leapers-ის პროდუქცია არ მიემატება ამ ყველაფერს? smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 07:47 PM

ციტატა(giorgi @ 27th April 2009 - 08:39 PM) *
გადასარევია ფასებია და კარგი წამოწყება და Jah Leapers-ის პროდუქცია არ მიემატება ამ ყველაფერს?

ლიპერსი შეიძლება მოემატოს შემდგომში, მაგრამ თავისთავად უფრო ძვირი იქნება ფასები...
მე არ მქონდა ჯერ უშუალოდ ამ ოპტიკასთან შეხება, მაგრამ განზ.რუ-ზე ბევრი ამბობს უკვე რომ არაფრით არ ჩამოუვარდება ლიპერსს, ხარისხით, და რაღაც მომენტებში ჯობია კიდეც... + ფასი ძალიან გემრიელია.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 27 2009, 07:49 PM

Jah
ვექტორზე ამბობ?

პოსტის ავტორი: Jah Apr 27 2009, 09:15 PM

ციტატა(giorgi @ 27th April 2009 - 07:49 PM) *
ვექტორზე ამბობ?

კი

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 09:12 AM

აგერ არის smile.gif

http://up.jeje.ge/download.php?id=C90CCC6D14

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 09:46 AM

ციტატა(ja_ja @ 28th April 2009 - 10:35 AM) *
დრო, რამდენხანში ჩამოდის დაკვეთიდან?

მოკლედ როგორც ჩემი პარტნიორი მიმტკიცებს, 6 დან 12 დღემდეო... მაგრამ ეს ნაკლებად დასაჯერებელია იმიტომ რომ აქ კი ცამოვა +-10 დღეში, აი ჩვენთან აეროპორტში ეგდება რამდენხანს არც კი ვიცი...
თვითონ მეუბნება რომ გირჩევნიაო შეკვეთები მოაგროვოო, ხო და მაშინ ”შიპინგ კოსტ”-იო შემცირდება თითოეულზე ხო და EMS-ით გამოგიგზავნიო... და ასე უბრალოდ Air Mail... აი EMS-სი კი ნაღდად მაქსიმუმ 7 დღეში ჩამოვა.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 28 2009, 01:57 PM

Jah
ოკ

მართალია მე ახლა თვალები გამექცა და რას ვეცე აღარ ვიცი biggrin.gif ყველაფერი ერთად მინდა biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ კაი იქნება თუ შენ იტყვი ხოლმე რომ დაიწყო შეგროვება, ამ ხალხნო თუ უკვეთავთ jah-ა თქვით და ერთად დავუკვეთოდ ხოლმე, თვითონაც ნაკლებს იწვალებს და მალეც ჩამოვა.

ჰო JAH კიდევ ერთი საკითხი, გადახდა. როგორ მოხდება, პირადი შეხვედრისას თუ რაიმე ანგარიშზე შეიძლება ჩარიცხვა?

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 02:05 PM

ფორუმელებისთვის შეიძლება შეხვედრისას ნაღდი ფული. და მერე მაღაზიაში იქნება მხოლოდ e-money.ge
იმიტომ რომ ეს ყველაზე მარტივი გზა გადავუხადო მომწოდებელს PayPal-ით

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 03:11 PM

ოკ ამ პოსტში დავიწყოთ, შეკვეთები...
რომ შეგროვდება 3 შეკვეთა, დავაანგარიშებინე4ბ, და შეგატყობინებთ, რამდენი დააკლდება ძირითად ფასს, ტრანსპორტირებაზე, და თან EMS-ით გამოვაგზავნინებ. აი ეს არის ცემი შეკვეთა. smile.gif

1. Jah - SCFF-04 - 1 ცალი, SCRD-10 - 1 ცალი, SCBC-01 - 1 ცალი, SCRL-03 - 1 ცალი, SCQD-01 - 1 ცალი, SCRF-01 - 1 ცალი, SCSS-01 - 1 ცალი, SCTM-08 - 2 ცალი, 25.4mm Mounts (E-type) - 1 ცალი, SCOT-06 - 2 ცალი

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Apr 28 2009, 03:16 PM

ჯაჰ,

პირველი, ვერ ვხსნი ამ ექსელის ფაილს, ალბათ, როგორც უკვე გითხარი
ვისტასი გაქვს ან 2004წ-ზე გვიანდელი ვერსია.
მეორე, აქაურ პეი-პალს დავუკავშირდი. მაგარი სპეკულიანტები არიან +15%
ამატებენ, როგორც მიხვდი...
მესამე, ნაღდი აჯობებს ან თუბდაც ვიზა ელექტრონი...
აბა, გაგიმარჯოს კაი საქმე წამოიწრე!

პოსტის ავტორი: bazuka Apr 28 2009, 08:46 PM

Jah
1-2 სიტყვა შეგიძლია მითხრა ამაზე ???
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 09:03 PM

ხო...
ეს ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი რამეა smile.gif
ამას ქვია ცივი მისროლა ან - холодная пристрелка.
მაგალითად ჩვენს მაღაზიაში რომელიც არის, აქვს სხვადასხვა კალიბრისთვის ნასადკები...
ხო და იდება ლულის წინა კვეთში, და ზეზუსტი ლაზერული სხივი ჩანს წერტილად რამე ზედაპირზე... მაგალითად 50 მეტრზე.
ხო და უქუყებ სამიზნეში, და ბარაბნებით ასწორებ ისე, რომ ლულიდან გამოსული სხივი, ანუ ის წერტილი მიზანზე და მილ-დოტის ჯვარი შეერთდეს smile.gif
სულ ეგაა.
ანუ შენი ოპტიკა მისროლილია 0-ში smile.gif
ეს 2 სიტყვით smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 28 2009, 10:49 PM

Gigabyte13

ციტატა(Gigabyte13 @ 28th April 2009 - 04:16 PM) *
პირველი, ვერ ვხსნი ამ ექსელის ფაილს, ალბათ, როგორც უკვე გითხარი
ვისტასი გაქვს ან 2004წ-ზე გვიანდელი ვერსია.


http://www.microsoft.com/downloads/details.aspx?FamilyId=941B3470-3AE9-4AEE-8F43-C6BB74CD1466&displaylang=en, უფასოა და ოფის 2003-ს ააბდეიტებს, ამის მერე უპრობლემოდ გახსნი 2007-ის ფაილებს ისე რომ 2007-ის დაინსტალირება არ დაგჭირდება


parna
ციტატა(parna @ 28th April 2009 - 07:32 PM) *
ჩემი კომპი ვერახსნის თორე კი ვიწერ

Winrar-ი რა ვერსია გაქვს, 3.1-ზე დაბალი ვერ გახსნის, ახალი დაითრიე.



Jah
ციტატა(Jah @ 28th April 2009 - 10:03 PM) *
ეს ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი რამეა smile.gif
ამას ქვია ცივი მისროლა ან - холодная пристрелка.

რაცხაში ავიბენი, ლაზერს პირდაპირი სწორი ზოლი აქვს, ტყვიას კი პარაბოლას რტაექტორია აქვს, ეგეთი მეთოდით როგორ გაასწორებ მიზანს???
რაცხა გავჭედე smile.gif

რაც შეეხება დაკვეთას, მინდა ოპტიკა და რინგები
ოპტიკიდან აი ეს მინდა
Vector Optics 6-25x56QIOL First Focal Plane
აი რინგებში ვჭედავ, მარადიორის გათვლით მინდა აღება, იმას კი B-Squire სტანდარტი უნდა და აქ მოყვანილებიდან ვერ გავიგე რომელია ეგეთი
შეგიძლია ამარჩევინო? ანუ წინა და უკანა რგოლებს უნდა შეეძლოს სიმაღლეების რეგულირება დამოუკიდებლად.


და ბოლოს სად მოგაწოდო და როდის შესაბამისი თანხა

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 10:56 PM

ციტატა(ja_ja @ 28th April 2009 - 11:49 PM) *
Vector Optics 6-25x56QIOL First Focal Plane

ნაღდად კარგი არჩევანია wink.gif FFP რულავს

ციტატა(ja_ja @ 28th April 2009 - 11:49 PM) *
აი რინგებში ვჭედავ, მარადიორის გათვლით მინდა აღება, იმას კი B-Squire

მარადიორზე გინდა ნებისმიერი რინგები ამ მონაცემებია - 30მმ., Dovetail, Middle ან High
ჩვენ რაც გვაქვს - სწრაფად მოსახსნელი მხოლოდ Weaver-ზეა... მაგრამ აქედანაც არის გამოსავალი smile.gif იყიდი გადამსვლელს მერცხლიდან - ვივერზე (ასეთიც გვაქვს) და ეგ არის...
მაგრამ მერწმუნე არც ისე გასაგიჟებელია ეს სწრაფად მოსახსნელი რგოლები... ჩემი თოფი რომ სამიზნეთი ეტეოდეს კეისში სულ არ მოვხსნიდი სამიზნეს
...

PS
ანუ დავამატო შენი სამიზნე შეკვეთების სიაში?

პოსტის ავტორი: Jah Apr 28 2009, 11:10 PM

ციტატა(ja_ja @ 28th April 2009 - 11:49 PM) *
რაცხაში ავიბენი, ლაზერს პირდაპირი სწორი ზოლი აქვს, ტყვიას კი პარაბოლას რტაექტორია აქვს, ეგეთი მეთოდით როგორ გაასწორებ მიზანს???
რაცხა გავჭედე

რა თქმა უნდა ეს არ არის სრული მისროლა smile.gif
ამ შემთხვევაში ჩვენ ვანულებთ სამიზნის და ლულის ოპტიკურ ხაზს... ანუ. შემდეგ უკვე ტყვიით, გვიწევს მხოლოდ ვერტიკალის პაპრავკის გაკეთება wink.gif
მარტივად რეომ ვთქვათ smile.gif

აი პროფესორების მითითებები smile.gif

...Положение центра светового пятна соответствует средней точке попадания оружия (СТП) без учета баллистики траектории полета пули. ...

...Если в процессе настройки прицельных устройств вы добьетесь пристрелки в центр лазерной точки, то пуля будет попадать туда же лишь на тех дистанциях, где понижение траектории равно 0, например 15 м. при скорости 285 м.с. поэтому, если планируется использовать оружие на большую или меньшую дистанцию, необходимо учитывать изменение траектории в соответствии с баллистическими таблицами для данного боеприпаса...

ანუ მისროლა ამ მოწყობილობით უნდა გააკეთო მხოლოდ პირველ 0-მდე ანუ ჩვენს შემთხვევაში ძირითადად 15მ-ზე...

პოსტის ავტორი: ninja Apr 29 2009, 07:52 AM

ჩემი შეკვეთა იქნება "Bore Sight Collimator"-ი,,,
მერე ვნახოთ smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Apr 29 2009, 09:19 AM

ოკ მიღებულია smile.gif
"შეკვეთები"-ს თემაში პირველ პოსტში გავაკეთებ შეკვეთების სიას... დროებით
ვინმეს თუ რამე გინდათ მომწერეთ.

PS
Ja_Ja ვერ გავიგე შენი სამიზნე ჩავწერო უკვე თუ ჯერ ფიქრობ?

პოსტის ავტორი: Jah Apr 29 2009, 09:35 AM

ციტატა(prioni @ 29th April 2009 - 08:52 AM) *
ჩემი შეკვეთა იქნება "Bore Sight Collimator"-ი,,,

ერთი დაზუსტება... ამას გულისხმობ? SCBC-01

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2009, 09:43 AM

Jah

ციტატა(Jah @ 28th April 2009 - 11:56 PM) *
ნაღდად კარგი არჩევანია FFP რულავს

ჯერ მაგის კაიფი ბოლომდე არ ვიცი, უბრალოდ რაც გავიგე ისაა რომ სეტკა არ იცვლება ჯერადობის ცვლილებისას smile.gif, დანარჩენს იმედია პრაქტიკაზე გავარკვევ.

რაც შეეხება რინგებს
ციტატა(Jah @ 28th April 2009 - 11:56 PM) *
მარადიორზე გინდა ნებისმიერი რინგები ამ მონაცემებია - 30მმ., Dovetail, Middle ან High
ჩვენ რაც გვაქვს - სწრაფად მოსახსნელი მხოლოდ Weaver-ზეა...


არა Weaver-ის მოთხოივნილება არ მაქვს. დისკოსაც და მარადიორსაც მერცხლის კუდი აქვს და ჩქარ მოსცნას არ დავეძებ smile.gif 30-იანი უნდა იყოს რა თქმა უნდა, აი სიმაღლე ალბათ Middle ან High დაბლები არ წავა, მჭიდი აღარ ჩაეტევა

მოკლედ აი ამ სურათზე რომ არის ეგეთი აწევ დაწევა უნდა შეეძლოს smile.gif


უბრალოდ ჯინაზე არსად მოდელი არ წერია რომ ამოსავალი წერტილი რაიმე მქონდეს, ერთადერთი ნახსენებია რომ გამოყენებულია B-Square სტანდარტის რინგები


ციტატა(Jah @ 28th April 2009 - 11:56 PM) *
PS
ანუ დავამატო შენი სამიზნე შეკვეთების სიაში?

კი 100%-ით

პოსტის ავტორი: ninja Apr 29 2009, 12:50 PM

Jah

ციტატა(Jah @ 29th April 2009 - 07:35 AM) *
ერთი დაზუსტება... ამას გულისხმობ? SCBC-01


კი ეს მინდა

პოსტის ავტორი: Jah Apr 29 2009, 01:23 PM

ციტატა(prioni @ 29th April 2009 - 12:50 PM) *
კი ეს მინდა

ოკ მიღებულია.

პოსტის ავტორი: Jah Apr 29 2009, 01:24 PM

ველოდებით კიდე 3 დრეს, და თუ მეტი არავის არაფერი არ მოუნდა, უკვეთავთ.

პოსტის ავტორი: Jah May 1 2009, 07:32 PM

მეგობრებო.
ვინც შეკვეთა მომეცით, Ja_Ja და ninja...
როგორც ვატყობ ამ ეტაპზე ჯერ არავის არაფერი არ უნდა სხვას. ამიტომ უკვე ვგეგმავ შეკვეთას.
თანხა შეგიძლიათ მომაწოდოთ, გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) 19, ჩემი ტელეფონი დაცულ განყოფილებაშია...

პოსტის ავტორი: ja_ja May 1 2009, 07:47 PM

Jah

ციტატა(Jah @ 1st May 2009 - 08:32 PM) *
თანხა შეგიძლიათ მომაწოდოთ, გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) 19, ჩემი ტელეფონი დაცულ განყოფილებაშია...

ოკ შეფ!

ხვალ დაგირეკავ და გამოვაცუინცულებ

ოღონდ შენს გახარებას, რაიმე ამოსავალი წერტილი მითხარი რომელი გამრეკელის ქუჩაზეა საუბარი??

ნუცუბიძის ქუჩიდან რომ არის ასასვლელი???? თუ რაიმსე სხვა?

პოსტის ავტორი: Jah May 1 2009, 08:07 PM

ციტატა(ja_ja @ 1st May 2009 - 08:47 PM) *
ოკ შეფ!

ხვალ დაგირეკავ და გამოვაცუინცულებ

ოღონდ შენს გახარებას, რაიმე ამოსავალი წერტილი მითხარი რომელი გამრეკელის ქუჩაზეა საუბარი??

ნუცუბიძის ქუჩიდან რომ არის ასასვლელი???? თუ რაიმსე სხვა?


მოკლედ ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე არის საბავშვო პოლიკლინიკა, ხო და აი ზუსტად მანდ smile.gif
მოკლედ ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ მიხვალ დამირეკე და შეგხვდები.

პოსტის ავტორი: bazuka May 4 2009, 09:29 PM

ცოტა გავფილტრე, ძველი ნაშრომები ჩამოპინულშია, არაფერი არ წამიშლია ჯერჯერობით wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 28 2009, 07:15 PM

Jah
რაიმე ახალი ინფო ხომ არ გაქვს ოპტიკაზე? სავარაუდოდ დღეს-ხვალ ჩემი ფიშტო აქ იქნება, მარა ოპტიკის გარეშე რა ვისროლო sad.gif

პოსტის ავტორი: Jah May 28 2009, 07:52 PM

ციტატა(ja_ja @ 28th May 2009 - 08:15 PM) *
Jah
რაიმე ახალი ინფო ხომ არ გაქვს ოპტიკაზე? სავარაუდოდ დღეს-ხვალ ჩემი ფიშტო აქ იქნება, მარა ოპტიკის გარეშე რა ვისროლო

ja_ja
ყოველდღე, დღეში 2-ჯერ ვრეკავ ფოსტაში, იმიტომ რომ დღის განმავლობაშI მგონი 2-ჯერ შემოდის ამანათები... და ჯერ არაფერია...
იმედი მაქვს დღე დღეზე იქნება.

პოსტის ავტორი: ja_ja May 28 2009, 08:43 PM

Jah

ციტატა(Jah @ 28th May 2009 - 08:52 PM) *
იმედი მაქვს დღე დღეზე იქნება.

ოკ.

იასნია, უბრალოდ ყველაფერი ერთად ემთხვევა და ნერწყვები ცოტა თამაშობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah May 29 2009, 12:46 AM

ციტატა(ja_ja @ 28th May 2009 - 09:43 PM) *
ოკ.

იასნია, უბრალოდ ყველაფერი ერთად ემთხვევა და ნერწყვები ცოტა თამაშობს

ja_ja
და ტყვიები ხო მოდის თოფებტან ერთად, 1250-იანი СP-ები?

პოსტის ავტორი: ja_ja May 29 2009, 07:19 AM

Jah

ციტატა(Jah @ 29th May 2009 - 01:46 AM) *
და ტყვიები ხო მოდის თოფებტან ერთად, 1250-იანი СP-ები?

აპა არაა smile.gif, აპა თოფი იყოს და ტყვიები არა ხომ სულმთლად გავრეკე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah May 29 2009, 07:35 AM

ციტატა(ja_ja @ 29th May 2009 - 08:19 AM) *
აპა არაა , აპა თოფი იყოს და ტყვიები არა ხომ სულმთლად გავრეკე

ძალიან კარგია... smile.gif
მანდ ხომ 1 კოლოფი ჩემია? wink.gif
ისე დამავიცკდა რა ფასი გამოდის 1 კოლოფი, რო ვიცოდე

პოსტის ავტორი: ja_ja May 29 2009, 07:47 AM

Jah
კი ვიცი ერთი შენია smile.gif
ფასი 52 ლარია, თუ რაიმე არ შეიცვალა დღეს ზუსტად გავიგებთ ალბათ, მაგრამ არამგონია რაიმე შეცვლილი იყოს, უკვე ფასები ლარებში მითხრა და ნახევარი გადახდილიც გვაქვს.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 29 2009, 01:38 PM

Jah

ციტატა(Jah @ 28th May 2009 - 08:52 PM) *
ყოველდღე, დღეში 2-ჯერ ვრეკავ ფოსტაში, იმიტომ რომ დღის განმავლობაშI მგონი 2-ჯერ შემოდის ამანათები... და ჯერ არაფერია...
იმედი მაქვს დღე დღეზე იქნება.

რომელი ქვეყნიდანაა გამოგზავნილი? ჩვენს ფოსტასთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება დამიგროვდა და... biggrin.gif

ამანათები დღეში ორჯერ მიდის ფოსტაში, კი, მაგრამ კომპში (ასე ვთქვათ, ვითომ ბაზაში) შეაქვთ ერთხელ, შუადღის 3-4 საათის მერე.

პოსტის ავტორი: Jah Jun 10 2009, 03:26 PM

მეგობრებო.
ესეიგი. დღეს ვიყავი საბაჟოზე...
მახლდა ერთი მეგობარი უშიშროებიდან. ლამის ავაწიოკეთ იქაურობა...
მაგრამ აღმოჩნდა რომ არ ცამოსულა ჯერ არაფერი sad.gif
ანუ ეს არის კარგი, რომ არაფერს არ დააკავებს საბაჟო, მაგრამ არც ჩამოსული არ არის ჯერ...
და ისეც გვითხრეს რომ ამანათებს უნდა ხოლმე 1 თვე +- 5 დღე :wacko:
სულ გამაგიჟეს...
მე კი გაფრთხილებდით, რომ არ ვიცი ზუსტი ვადები, და ეს არის პირველი ცდა.
მაგრამ არ მეგონა რომ ასე გაიწელებოდა.
ყველას ბოდიშს გიხდით, და იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი ჩაქმოვა.

პატივისცემით,
Jah

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 10 2009, 04:11 PM

Jah
ოკ ეს ასე თუ ისე კარგი ინფოა მთალ გაურკვევლობაშI ყოფნას ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Jun 10 2009, 04:31 PM

Jah

ციტატა(Jah @ 10th June 2009 - 04:26 PM) *
მაგრამ აღმოჩნდა რომ არ ცამოსულა ჯერ არაფერი

ჩვენი ფოსტა არის დოღი, აი იმათი დოღია ხშირად გაბრაზებულები რომ ვახსენებთ ხოლმე

ააადრე ჩემმა ძმამ გამომიგზავნა რაღაცა, და უკვე ხელი რომ მქონდა ჩაქნეული, და პრაქტიკულად აღარ მახსოვდა მაშინ ჩამოვიდა :mad:

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 10 2009, 06:50 PM

Jah
და რომელი ფოსტით გამოუშვეს გზავნილი? თუ ჩვეულებრივი Airmail-ია, მაშინ სწორია, ხო, 2-4 კვირა უნდა ქვეყნების მიხედვით. კიდევ სხვადასხვანაირი აირმეილებიცაა და ზოგიერთის ვადა 3 თვესაც ურტყამს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 კვირა უწერია ხოლმე მაქსიმუმი.

პოსტის ავტორი: Jah Jun 10 2009, 08:11 PM

ციტატა(Power_VANO @ 10th June 2009 - 07:50 PM) *
ზოგიერთის ვადა 3 თვესაც ურტყამს

რას ამბობ... გინდა ინფარკტი დამარტყას...?

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 10 2009, 08:13 PM

ციტატა
ზოგიერთის ვადა 3 თვესაც ურტყამს

უფ ვერაა მთალდ კარგი ამბავი მაგი sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 10 2009, 08:36 PM

მოკლედ ფიშტო მაქვს და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა, დავეოდო ჩემს დაკვეთას თუ დროებით ამეირიკიდან რაიმე ჩამოვიტანო.

ამერიკიდან 2.5 3 კვირა გარანტირებულად დამეხარჯება, აღარ ვიცი რა ვქნა biggrin.gif


მოკლედ შექსპირისა არ იყოს, ჩამოვიტანო არ ჩამოვიტანო, საკითხავი აი ეს არის. biggrin.gif

Jah

ციტატა(Jah @ 10th June 2009 - 04:26 PM) *
ყველას ბოდიშს გიხდით, და იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი ჩაქმოვა.

შენ რა გაქვს საბოდიშო მთლიანად ქვეყანაში სერვისი არ მუშაობდეს. მაგას უკვე მივეჩვიეთ, აგერ ჩამოსული ფიშტოები ლამის 2.5 კვირა უაზროდ ეყარა საბაჟოზე. მდაააააააა.

პოსტის ავტორი: Jah Jun 10 2009, 08:51 PM

ციტატა(ja_ja @ 10th June 2009 - 08:36 PM) *
მოკლედ ფიშტო მაქვს და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა

პირველ რიგში გილოცავ, მშვიდობაში და სულ 10-იანებში.
ციტატა(ja_ja @ 10th June 2009 - 08:36 PM) *
დავეოდო ჩემს დაკვეთას თუ დროებით ამეირიკიდან რაიმე ჩამოვიტანო

მე მგონია არ ღირს დაკვეთა...
იმედი მაქვს უახლოეს დღეებში ვიხილავთ ჩვენს დაკვეთას.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 10 2009, 09:10 PM

Jah

ციტატა(Jah @ 10th June 2009 - 09:11 PM) *
რას ამბობ... გინდა ინფარკტი დამარტყას...?

ააარაა biggrin.gif

მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმეტესობა აირმეილებისა არის Low Priority მეილები, შესაბამისად, თუ ფოსტები და აეროპორტები დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, შეიძლება აი ისე მთელი თვე ეგდოს საწყობში. + ზოგჯერ ეგეთ დაბალპრიორიტეტიან მეილებზე ხდება შეცდომები. მაგალითად, DHL Paket International-ით გერმანიიდან გამოვაგზავნინე ადრე ამანათი. გაუშვეს ამერიკაში, ჯორჯიის შტატში. რაც მთავარია, DHL-ის ამ გზავნილში მარტო დაზღვევაა, დანარჩენი მომსახურება დოიჩე ფოსტისაა, შესაბამისად, დამნაშავეც ისაა. ჰოდა ზუსტად 3 თვის თავზე მივიღე ეგ გზავნილი. როცა პირდაპირ საქართველოში მოდიოდა, მაშინ საშუალოდ 18-დან 40 დღემდე მოდის ხოლმე. მინიმალური დრო დაფიქსირებულია 2 სამუშაო დღე (შბათ კვირა შუაში). როგორ მოხდა ეგ, დღესაც ვერ ვხვდები. დაბალპრიორიტეტული გზავნილი 2 დღეში ჩამომივიდა...

ჰოდა საიდანაც აგზავნინებ, იქ DHL-ი არ მუშაობს? ან Express Mail International-ი? ექსპრესი DHL-თან შედარებით იაფია, მაგრამ 3-4 დღით მეტ ხანს ანდომებს ხოლმე ჩამოტანას. დაისვენებ რასაც ქვია. გეტყვის DHL-ი, ჩამოვა 3-4 დღეში, გეცოდინება რომ ზუსტად მაგ ვადაში ჩამოგივა. ნუ ალბათ შედარებით ძვირი კი დაჯდება...

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 10 2009, 10:03 PM

Jah

ციტატა(Jah @ 10th June 2009 - 09:51 PM) *
მე მგონია არ ღირს დაკვეთა...
იმედი მაქვს უახლოეს დღეებში ვიხილავთ ჩვენს დაკვეთას.

ოკ შევეცდები თავი შევიკავო biggrin.gif


Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 10th June 2009 - 10:10 PM) *
მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმეტესობა აირმეილებისა არის Low Priority მეილები,


გაჩერდიიიი biggrin.gif ჩვენ კიდევ საშინელებათა ფილმები გვინდა??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 10 2009, 10:06 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 10th June 2009 - 11:03 PM) *
გაჩერდიიიი ჩვენ კიდევ საშინელებათა ფილმები გვინდა???

ეხალ იმას მოვყვები 2 თვის ლოდინის მერე რა დღეში ჩამომივიდა გზავნილი, როგორ გავასწორე კეისის კედლები რეზინის ჩაქუჩით, მთელი ამანათი სველი რომ იყო და ნახეთ მერე თქვენ biggrin.gif :P

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 10 2009, 10:20 PM

Power_VANO
შენ უჟასების ფილმებშI ხომ არ იღებდი მონაწილეობას biggrin.gif

ისე კეისი მეც ოდნად მირტყმული შემხვდა. მარა გასწორდა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 10 2009, 10:37 PM

ja_ja
მაშIნ ვიღებდი მგონი biggrin.gif

ჩემს კეისს დღესაც ეტყობა კვალი. უკან I/O პანელის ადგილი ვერტიკალურადაა ჩაზნექილი, ვერ გავასწორე ვერაფრით. + ეტყობა მაინც რომ შეხედავ ახლოდან ნაჟეჟები, 2-3 ნაკაწრი და სისველის კვალი საღებავზე sad.gif ჯამში ეხლა ისეთი არაფერი, არ დამახინჯებულა კეისი და ძალიან ახლოდან თუ არ შეხედავ, არ ეტყობა არაფერი, მაგრამ მაინც ტეხავს. სულ რომ EXTREMELY FRAGILE დააწერო ამანათს, მაინც ცალ ფეხზე ჰკიდიათ ჩვეულებრივ ფოსტაში.

სამაგიეროდ, DHL-თან მქონდა მაგაზე ერთი ცოტა სასაცილო შემთხვევა. UK-დან HDD-ები გამოიგზავნა DHL Express-ით. ჰოდა გამომგზავნმაც შემიფუთა გასაბერ ცელოფნის ბალიშებში და ა.შ. და ყუთს პრაქტიკულად ყველგან FRAGILE!!! FRAGILE!!! ჰქონდა მიკრული + სიფრთხილით მოეკიდეთო, ეწერა biggrin.gif ჰოდა მოდის DHL-ის კურიერი, მოაქვს ამანათი და მეუბნება, რა დევს კი მაგრამ ამაში ესეთი, შიშით რომ არაფერი მოსვლოდა, მთელი გზა გვერდით სავარძელზე მედო და ქამრით მქონდა დაბმულიო biggrin.gif

პოსტის ავტორი: parna Jun 10 2009, 11:00 PM

მოკლედ შექსპირისა არ იყოს, ჩამოვიტანო არ ჩამოვიტანო, საკითხავი აი ეს არის. biggrin.gif

სათამაშოების რიგშიც იყო რაღაცეები :rolleyes: კარგა დიდი ზომის 100 ლარის ფარგლებში :rolleyes: :rolleyes:

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 11 2009, 06:59 AM

parna

ციტატა(parna @ 11th June 2009 - 12:00 AM) *
სათამაშოების რიგშიც იყო რაღაცეები კარგა დიდი ზომის 100 ლარის ფარგლებში

თუ შემდეგ გასვლამდე არ მოესწრო ჩემს ოპტიკას ჩამოსვლა, მაშინ განხილვა შეიძლება

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 11 2009, 12:14 PM

ციტატა
ჰოდა მოდის DHL-ის კურიერი, მოაქვს ამანათი და მეუბნება, რა დევს კი მაგრამ ამაში ესეთი, შიშით რომ არაფერი მოსვლოდა, მთელი გზა გვერდით სავარძელზე მედო და ქამრით მქონდა დაბმულიო

მერე ვერ უთხარი ვირუსის სინჯებია ან რაღაცა ეგეთი თქო? რამე უნდა მოგეფიქრებინა და მაგარი გაასწორებდა(იმას არა, მარა შენ გაგისწორდებოდა)
რაც შეეხება ფოსტას, DHL მართლა საიმედოა? ანუ გერმანიიდან რო გამოვაგზავნინო დეიდაჩემს 5კგ-მდეა HW 80 ეგ რა დაჯდება?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 11 2009, 03:15 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 11th June 2009 - 01:14 PM) *
მერე ვერ უთხარი ვირუსის სინჯებია ან რაღაცა ეგეთი თქო? რამე უნდა მოგეფიქრებინა და მაგარი გაასწორებდა(იმას არა, მარა შენ გაგისწორდებოდა)
რაც შეეხება ფოსტას, DHL მართლა საიმედოა? ანუ გერმანიიდან რო გამოვაგზავნინო დეიდაჩემს 5კგ-მდეა HW 80 ეგ რა დაჯდება?

შემეცოდა კაცი biggrin.gif თან ინვოისს მაინც ნახავდნენ, ზემოდან მოყვება ხოლმე მაღაზიიდან გამოგზავნილს smile.gif მაგრამ HDD-ც საფრთხილოა, დაახეთქებ და ბაი-ბაი biggrin.gif

და DHL-ის სუპერ საიმედოა, კი. იმენნა ის, რასაც თვითონ აკეთებს DHL-ი, საიმედოა ნამდვილად. ის, რაც მე გამოვიყენე, ანუ DHL Paket International-ი, რომელსაც დოიჩე ფოსტა ემსახურება და DHL-ის მარტო დაზღვევაა, ეგ არაა საიმედო.

მოკლედ, შენ გინდა DHL Express-ი, შედი dhl.de-ზე და იქაა ტარიფები, ნახე წონის მიხედვით და დაიანგარიშე. 3-4 დღეში ჩამოგივა გამოგზავნიდან smile.gif
მაგალIთად, ირლანდიიდან 5 კილო ჯდება 70 ევრო, გერმანიიდანაც სადღაც ეგრე უნდა იყოს, ან ცოტა იაფიც smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Jun 12 2009, 04:39 PM

მეგობრებო smile.gif
ჩამოვიდა, ჩამოვიდააააა!!! smile.gif
დღეს გვიან გავიგე...
ხვალ დილას გავივლი ფოსტაში.
მოკლედ Ja_Ja არის გზაზე, ხო და მაგის შეკვეთას მიუტან პირდაპირ სამსახურში.
ninja, შენ ან ჩემთან სამსახურში გამოდი ან თუ გინდა Ja_Ja-ს დაუტოვებ შენს შეკვეთას (თუ Ja-Ja არ იქნება წინააღმდეგი)
ძლივს არ ამოვისუნთქე კაცი... :wacko:

პოსტის ავტორი: bazuka Jun 12 2009, 04:53 PM

Jah
ვააა მომილოცავს smile.gif

არადა რამდენი ვიჭორავეთ ფოსტაზეე :lol:

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 12 2009, 05:00 PM

ვაა გილოცავთ! მოკლედ, სრული აღჭურვილობა გაქვთ ამ კვირისთვის smile.gif


Jah
ანუ ჯამში სულ რამდენი დღე დასჭირდა ჩამოსვლას?

პოსტის ავტორი: Jah Jun 12 2009, 05:20 PM

ციტატა(Power_VANO @ 12th June 2009 - 05:00 PM) *
Jah
ანუ ჯამში სულ რამდენი დღე დასჭირდა ჩამოსვლას?

ჯამში გამოვიდა 1 თვე და 2 დღე...
აწი, თუ ვინმეს რამე დაჭირდება ან ლოდინი, ან და ზედმეტი თანხა, და UPS-ი და მისი ჯანი...
ხო და 7 სამუშაო დღეში საქონელი აქ არის...
მაგრამ საკმაოდ ძვირი გამოდის.
3 კილო გამოდის $150...
ეს ჩვენი პირველი შეკვეთა გამოდიოდა ზუსტად 3 კილო...

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 12 2009, 05:26 PM

Jah

ციტატა(Jah @ 12th June 2009 - 05:39 PM) *
მეგობრებო
ჩამოვიდა, ჩამოვიდააააა!!!
დღეს გვიან გავიგე...

არამჯერავსსსსსსსსსსსსსსსსს

ტუზი დამეცა, ჯოკერი და კიდევ არ ვიცი რა.................
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ...............

პოსტის ავტორი: parna Jun 12 2009, 05:29 PM

აეე გილოცაააააააააააავთ ჯაჯა ჯორჯიკიაა ზეგ ოპტიკებით მოხვალთ ხო? ბარონსაც ჩამოუვიდა? :rolleyes:


36.gif გილოცაავთ

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 12 2009, 05:33 PM

parna

ციტატა(parna @ 12th June 2009 - 06:29 PM) *
ბარონსაც ჩამოუვიდა?

ბარონი ამაზონს ელოდება sad.gif

Jah
მე ხვალ არ ვმუშაობ, ვისვენებ, ასე რომ შენ რომელზე იქნები სამსახურში მითხარი და გამოგივლი.

პოსტის ავტორი: Jah Jun 12 2009, 05:35 PM

ციტატა(ja_ja @ 12th June 2009 - 06:33 PM) *
Jah
მე ხვალ არ ვმუშაობ, ვისვენებ, ასე რომ შენ რომელზე იქნები სამსახურში მითხარი და გამოგივლი.

ახლა გაირკვა რომ მე ხვალ არ ვმუშაობ...
ასე რომ მე დილას 10-ზე მივალ ფოსტაში, ავიღებ ამანათს, და მერე სადმე შევხვდეთ ქალაქში.
შენ რომელზე და სად გაწყობს?

პოსტის ავტორი: Jah Jun 12 2009, 05:36 PM

ისა Ja_Ja და ძმურად ტყვიებიც წამოიღე ოკ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 12 2009, 05:36 PM

Jah

ციტატა(Jah @ 12th June 2009 - 06:35 PM) *
ახლა გაირკვა რომ მე ხვალ არ ვმუშაობ...
ასე რომ მე დილას 10-ზე მივალ ფოსტაში, ავიღებ ამანათს, და მერე სადმე შევხვდეთ ქალაქში.
შენ რომელზე და სად გაწყობს?

სულერთია და ნებისმიერ ადგილზე, მაგისთვის ფეხით ამოვალ თბილისის ზღვაზე biggrin.gif

რავი მე იდეაში დლით 8-ზე უკვე მღვიძავს, ასე რომ ნებისმიერ დროს დამირეკე და გამოვალ სადაც იტყვი

ციტატა(Jah @ 12th June 2009 - 06:36 PM) *
ისა Ja_Ja და ძმურად ტყვიებიც წამოიღე ოკ?


ეგ კაი გამახსენე biggrin.gif, ვიღას ახსოვდა smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 12 2009, 06:56 PM

Jah
ჩემი ჯერ არ ჩამოვა ხომ? sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: giga_st Jun 17 2009, 07:08 PM

მოგესალმებით მეგობრებო, კარგია რომ ფორუმი აქტიურია და ბევრი მიმდევრები ყავს ამ საქმეს, თქვენს ინტერნეტ მაღაზიაში იარაღები რატომ არ დევს? ამ თემის დასაწყისში მითითებული "პაის ლისტი" არ იხსნება.

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 17 2009, 07:16 PM

giga_st
აქ შედი და წერია ფასები

http://www.airgunshop.ge/

პოსტის ავტორი: giga_st Jan 19 2010, 01:33 PM

ბიჭებო ოპტიკის ცალკე შემოტანა პრობლემაა? დამეხმარებით ამ საკითხში?

პოსტის ავტორი: Jah Jan 19 2010, 01:36 PM

giga_st
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=743

პოსტის ავტორი: GRIF'S Jan 27 2010, 12:29 PM

თუ შეიძლება ლინკი გაასწორეთ, პრაის ლისტის... არ მუშაობს

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 27 2010, 12:38 PM

CRIF'S

ციტატა(Shota @ 27th January 2010 - 01:29 PM) *
თუ შეიძლება ლინკი გაასწორეთ, პრაის ლისტის... არ მუშაობს


ნუ პრაის ლინტი ტავიდან საჭირო იყო სანამ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია გაიშვებოდა, ანუ წიანსწარ თუ ვინმეს აინტერესებდა ფასები. დღეს მაღაზია გაშვებულია და შეგიLძია ყველა საქონელი ტავისი სურათებით და ფასებით ნახო მისამართზე http://airgunshop.ge/.

P.S. კეთილი იყოს შენი შემოსვლა.
ისე სახელი სტრანნი დაგირქმევია და ნიკს ვერაფრით ვერ ვსვავ ციტატაში smile.gif ეტყობა აპოსტროფის გამო

პოსტის ავტორი: GRIF'S Jan 29 2010, 08:12 PM

შესალოა... არაუშავს... შოთა-თი მომმართე ხოლმე უბრალოდ და ეგაა : ) მადლობა პასუხისათვის

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 19 2010, 09:52 AM

Jah
გია, airgunshop.ge აღარ იხსნება. აღარ აპირებ ამ ოპტიკების ჩამოტანას სამომავლოდ? დაიხურა მაღაზია?

პოსტის ავტორი: Jah Aug 24 2010, 08:13 PM

ციტატა(Power_VANO @ 19th August 2010 - 10:52 AM) *
გია, airgunshop.ge აღარ იხსნება. აღარ აპირებ ამ ოპტიკების ჩამოტანას სამომავლოდ? დაიხურა მაღაზია?

უნდა გავარკვიო თავდაცვის სამინისტროში... თუ მარტივად, ზედმეტი სექსის გარეშე მომცემენ ნებართვას, ოპტიკის შემოტანაზე, ვაპირებ დიდი პარტიის შემოტანას.
ნუ თავისთავად ფორუმის შეკვეთაც ჩაიდება.
თუ არა და მე ერთხელ უკვე ვთქვი. შემოძლია ისეც შეკვეთა, უნდა შევაგროვოთ 800$ -ის შეკვეთა, და გაუშვებ...
მაგრამ თითოეული სამიზნე წავა თავისი9 მფლობელის მისამართზე... და საბაჟო ჩვენს მხარეს თქვენი თავის ტკვივილი იქნება wink.gif

პოსტის ავტორი: tengo Nov 29 2010, 09:55 PM

Jah
ქრონოგრაფის ჩამოტანას თუ გეგმავ და სავარაუდოდ როდისთვის ,რანაირი და რა ფასში იქნება.
(თუ საახალწლოდ გექნება დაველოდები).

პოსტის ავტორი: Jah Dec 2 2010, 09:14 AM

tengo
ქრონოგრაფის ჩამოტანას ვგეგმავ ოღონდ არა ახალწლამდე.
და ისე
მალე იქნება აქ დამზადებული ქრონის საპილოტო აპარატი.
იქნება მე რომ მაქვს იმ ტიპის ანუ შუქი და განათება არ აინტერესებს.
საბიუჯეტო ვერსია, ანუ არ ექნება მეხსიერება და კომპზე შესაერთებელი ინტერფეისი.
უბრალოდ გაისროლე დაიწერა სიჩქარე, გაისროლე დაიწერა მომდევნო, და ასე შემდეგ.
მერე უფრო ძვირიანები იქნება მეხსიერებით, უსბ ინტერფეისით, გრაფიკების ხატვის უნარით, და ბევრი რამ.

პოსტის ავტორი: Quick Dec 3 2010, 07:27 PM

Jah
და ოპტიკების შემოტანას როდისთვის გეგმავ?

პოსტის ავტორი: gregory Dec 3 2010, 09:13 PM

ციტატა(Jah @ 2nd December 2010 - 10:14 AM) *
მალე იქნება აქ დამზადებული ქრონის საპილოტო აპარატი.

Jah
სავარაუდო ფასსაც ხომ ვერ გვეტყვი? ხომ უნდა ვიცოდეთ დაველოდოთ თუ არა?!

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 3 2010, 11:45 PM

გია ისე ოპტიკა მეც მაინტერესებს რა ეს მინდა

http://www.scvector.biz/english/productmore.asp?id=3455

პოსტის ავტორი: Jah Dec 3 2010, 11:45 PM

სავარაუდოდ კარგი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასი ექნება.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 3 2010, 11:48 PM

თუ არადა რამე ლიპერსს ან იაფიანს დავითრევ სანამ ორმალურ ოპტიკას ვიყიდი, სროლა ხომ გინდა კაცს smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 4 2010, 04:25 PM

გია როდის აიპრებ ჩამოტანას? დაგელოდო თუ დავუკვეთო ჩამს პონტში?

პოსტის ავტორი: bazuka Dec 4 2010, 04:29 PM

ისე მეც მინდა ერთი ოპტიკა, რაიმე მცირეჯერადიანი.

პოსტის ავტორი: Jah Dec 4 2010, 04:29 PM

geojorjika
ჯორჯიკ
აზრზე არ ვარ.
შეიძლება იანვარში უკვე დაიძრას დიდი პარტია საქართველოსკენ
და შეიძლება ხრენ ივო ზნაეტ როდის.
ლიცენზიაზე ლამის 2რ დღეში ერთხელ ვრეკავ და არაფერია ჯერ ახალი, და ეს მარტო რეკომენდაციის მისაღებად ჯერ.
მერე მეორე ეტაპი, თვით ნებართვაა, ანუ ორ ეტაპიანია ეს &@^*@!&#^%&%...
და რა ვქნა აბა რა გითხრა.
იყიდე ლიპერსი ჯერ, მერე მაი მარკეტზე 3 მმაგად კი გაყიდი უპრობლემოდ.
და როცა ჩამოვიტან აიღებ რაც გინდა.
მე მინდა მთელი ხაზი ჩამოვიტანო, ვეკტორის.

პოსტის ავტორი: giga_st Dec 4 2010, 04:31 PM

ხო კაია გია მეც შენს საქონელს დაველოდები, წარმატებები.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 4 2010, 04:31 PM

Jah
მმოიცა მე ერთეულის შემოტანაზეც ლიცენზია მჭირდება?

პოსტის ავტორი: Jah Dec 4 2010, 04:39 PM

ციტატა(giorgi @ 4th December 2010 - 04:31 PM) *
მმოიცა მე ერთეულის შემოტანაზეც ლიცენზია მჭირდება?

yeap.
მე ნიკო რომ ჩამომივიდა, მაგას აშკარად ეტყობოდა რომ სპორტულია, მაგრამ მაინც ექსპერტი გამოიძახეს ტავდაცვიდან, მერე ის კუკუც შეძვრა ინტერნეტში და იქ ნახა რომ სპორტულია მერე გამიშვეს, ტორე - კონფისკაცია.
განა გეტყვიან ჩვენ დაგელოდებით შენ ნებართვა აიღე და მერე გაგატანთ. ეს ყველაფერი გარკვეული მაქვს.
ანუ ახლა რაც ჩამოდის ყველაფერი შემთხვევითობაა.

ცალსახად მითხრეს, რომ ოპტიკის ჩამოტანა, არ აქვს მნიშვნელობა სანადირო იქნება თუ ტაქტიკური, შეუძლია მხოლოდ
ფირმებს, რომლებსაც აქვთ სამოქალაქო იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზია (რასაც მე ახლა ვეჩალიჩები).
კერძო9 პირი თუ ხარ და 1 ცალი გინდა, უნდა მიმართო ასეთ სტრუქტურასო.

პოსტის ავტორი: tengo Dec 20 2010, 09:35 PM

ციტატა(Jah @ 2nd December 2010 - 09:14 AM) *
მალე იქნება აქ დამზადებული ქრონის საპილოტო აპარატი.

ხომ არ არის დაზუსტებული როდის იქნებაქ.

პოსტის ავტორი: norica_dragon Dec 20 2010, 10:51 PM

ციტატა(Jah @ 2nd December 2010 - 09:14 AM) *
მალე იქნება აქ დამზადებული ქრონის საპილოტო აპარატი.
იქნება მე რომ მაქვს იმ ტიპის ანუ შუქი და განათება არ აინტერესებს.
საბიუჯეტო ვერსია, ანუ არ ექნება მეხსიერება და კომპზე შესაერთებელი ინტერფეისი.


აუ როდის ქინება ნამეტნვად მინდა biggrin.gif




პოსტის ავტორი: ochopintre Mar 7 2011, 11:37 PM

გია რამე ხო არ არის ახალი ოპტიკებზე, თვალების გარეშე დარჩა ჩემი ოლიმპიელი

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services