გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სლაგის ტესტირება პლატენილში
MonSoon
პოსტი Sep 23 2020, 09:53 AM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით.
მინდა გაჩვენოთ პლასტენილში ნასროლი ტყვიის ფოტო მასალა. მოგვიანებით შევეცდები სრული ვიდეო მასალაც შემოგთავაზოთ.

სროლა გავაკეთე 0, 50, 75 და 105 მეტრებზე პლასტენილში. მაინტერესებდა შეღწევადობა და ის თუ რა მოუვიდოდა ტყვიას.
ტყვია იყო ნილსენის ახალი 4.5 კალიბრის ე.წ. სლაგი. სულ ახალი დაწყებულია მისი წარმოება. 2 წონის აქვს ნილსენს ეს ტყვია. 0.8 გრამი და 0.97 გრამი. მიმოხილვაში საუბარი გვექნება 0.8 გრამზე.
საუბარია აი ამ ტყვიებზე.
მარჯვნივ 0.8 გრამი ხოლო მარცხნივ 0.97 გრამი.





ვინც არ იცის მოკლედ რო ვთქვათ რა არის სლაგი. სლაგი არის ინგლისური სიტყვა, ინგლისურ პნევმო სამყაროში მსგავსი მოყვანილობის პნევმატიკის ტყვიებს ეძახიან. უფრო მძიმეა და უფრო მეტი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ტყვიებს რასაც ვისვრით ხოლმე. რუსები Полнотелые пули_ს ეძახიან. ჩვენთან შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ამიტომაც მარტივად სლაგი დაერქვა. ის არის ბევრნაირი კალიბრის, ზომის, ფორმის, ბალისტიკური მაჩვენებლების. მარტივად რომ ვთქვათ ზემოთ ხსენებულ ნილსენის 0.8 გრამს ბალისტიკური კოეფიციენტი (ბკ) აქვს 0.07. შესადარებლად 0.67 ჯსბ_ის აქვს 0.032. ანუ 2.2 ჯერ უფრო დიდი ბკ აქვს რაც ნიშნავს იმას რომ 2.2 ჯერ უფრო სტაბილური იქნება ქარში ვიდრე 0.67 ჯსბ. პლიუს უფრო სწორი ფრენის ტრაექტორია ექნება. იგივე ხდება 4.5 ის ზევით კალიბრებშიც მაგრად ჩვენ 4.5 ზე ვისაუბრებთ.
ესე გამოიყურება სხვადასხვა სლაგები






საქმეზე გადავიდეთ. 4.5 ში სლაგები არის უკვე დიდი ხანია და თან რამოდენიმე ბრენდსაც აქვს გაყიდვაში მაგრამ ღირს ძალიან ძვირი. 100 ცალი 15 დოლარი ადგილზე. პირველი ნაბიჯი ნილსენმა გადადგა გაიაფებისკენ და ინტერესის გამო ჩამოტანილ იქნება ეს ტყვიები.
მე ვფიქრობ არც შევმცდარვართ. ვიზუალურად კარგათ გამოიყურებიან და სიზუსტეც როგორც აღმოჩნდა არც ისე ცუდია.

საინტერესო იყო შიგნით რა ეფექტი ექნებოდა. ამისათვის გამოვიყენე პლასტენილი. პლიუს კიდევ პლასტენილი დაახლოვებით იმიტაციას ქმნის ხორცის.


როგორც ზევით დავწერე სროლა გაკეთდა 0, 50, 75 და 105 მეტრებზე. თავიდანვე დავწერ რომ ყველა ამ მანძილზე შეღწევადობა ჰქონდა მაქსიმუმ 4.5 სმ. საშუალოდ 4 სმ გამოვიდა. 0.87 გრამი ჯსბ რედიზაინების შეღწევადობა იყო 9 სმ 0 მეტრზე. ერთი შეხედვით შეღწევადობის ტესტით სლაგი 2 ჯერ უფრო ეფექტური ჩანს სხეულში მოხვედრისას. იგივე შეღწევადობა ჰქონდა ჯსბ 0.54_საც.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: Sep 23 2020, 09:59 AM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Sep 27 2020, 11:30 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



MonSoon
ციტატა(bedo @ 24th September 2020 - 05:48 PM) *
რით განსხვავდება რუსულებისგან.

რავი რუსული მალე შრება და რამდენიმე თვის მერე ძნელად ასაზელია ხოლმე და იშლება ფრაგმენტებად როდესაც ხლიჩავ, გერმანული მაქვს დარჩენილი აი 10 წლის წინ რომ პლასტენილის ტესტებს ვატარებდი, ღიად მედო აივანზე, წელს ვიპოვე რომ სადღაც მიგდებული იყო და ისევ ისეთივე კონსისტენცია აქვს, არ მოველოდი მართალი გითხრა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:20 PM
Hosted by Pro-Service