გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> BR 2012 მოქმედი წესები და პირობები, პირველი შეჯიბრისთვის მზადება
ja_ja
პოსტი May 12 2012, 11:43 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ასე თუ ისე მოდის შეჯიბრის დრო და სანამ ნამეტანი დაგვიანებულა ჩამოვწერ წესებს...

მოკლედ აქ ჩამოვწერ ძირითად წესებს, ანუ არ დავიწყე მთელი წესების გადათარგმნა და ამოკრეფვა, რომელიც 133 გვერდიანია და შეიცავს ლამის გაკუების დროს და ადგილს smile.gif. ჩვენ ასევე არ გვაინტერესებს 22LR კალიბრი, სპორტული და ლაით ვარმიტი... ამიტომაც კონკრეტულად ჩვენ რაც გვჭირდება მხოლოდ იმას ჩამოვწერ.

ეს თემა იქნება დახურული, აქ მხოლოდ წესებია და ტყუილა ტრალივალის ადგილი არაა, გაეცანით და მერე შესაბამის
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
განვიხილოთ ესა თუ ის გაუგებარი პუქნტი.



შეჯიბრის წესები

განმარტებები

ჩემპიონატი:
ჩემპიონატი უნდა იყოს მასობრივი ღონისძიება, არ შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ 2-ან 3 ადამიანი. დაიშვებიან როგორც კლუბის წევრები ასევე სტუმრები რომელიც განსაზღვრულია წესებით
ჩეჯიბრი:
შეჯიბრი შედგება ცალკეული მატჩებისგან, მიმდევრობა განისაზღვრება წესების მიხედვით, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა კლუბის შემთხვევაში, მაგრამ ერთ შეჯიბრზე ყველა კლუბის წევრი და სტუმარი ერთი საერთო წესით ხელმძღვანელობს და ემორჩილება.
საერთო პირობები:
რეზულტატების გამოვლენა ხდება ყველა მატჩის და შეჯიბრების ყველა დღის შედეგის დაჯამებით რომლებიც იყო ნასროლი ყოველ კლასში. ერთი მატჩი შედგება 25 გასროლისგან, სროლა მიმდინარეობს 25 და 50 მეტრზე (წინასწარ განსაზღვრული პირობებით), მატჩის ხანგრძლივობა არის 30 წუთი, სროლა აუცილებლად მიმდინარეობს ღია ადგილზე (ბუნებაში გარეთ). ყოველი შეჯიბრი შედგება 1 სამიზნის დაზიანებისგან, რომელიც უნდა იყოს ნასროლი ერთ სასროლ დღეში. მონაწილეს შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთხელ მონაწილეობა ერთსა და იმავე კლასში/ მანძილზე.

მატჩი:
მატჩად ითვლება 1 ცალი სამიზნის დაზიანება (ანუ 1 ცალი ქაღალდი 25 სამიზნით, პლიუს მისროლის ზონა).

იარაღის კლასიფიკაცია
დაშვებულია ცეცხლსასროლი 0,22 კალიბრის იარაღი რომელიც იყენებს შემდეგი ტიპის ვაზნებს .22short, .22L და .22LR.
პნევმატური იარაღი კალიბრით 0.177, 0.20 და 0.22 ენერგეტიკა რომელიც ნებადართულია გამოყოფილია ცალკე განყოფილებაში.

ცეცხლსასროლი იარაღი:
1. International Sporter - გამოვტოვებთ
2. LightVarmint -ამასაც გამოვტოვებ
3.HeavyVarmint- ესეც წყალს წაუღია

პნევმატური იარაღი
1. SporterClass-ამ კლასში გამოიყენება ნებისმიერი შაშხანა, რომელიც იყენებს მექანიკურ ან ხელით გადატენვის მექანიზმს (ელექტრონული მექანიზმების ჩათვლით), იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 8,5ფუნტს (3,855 კგ-ს), ოპტიკური სამიზნის ჩათვლით. კონდახი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ან უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ განყოფილებაში მოყვანილ წესებს (იხილეთ პუნქტი - კონდახის მოთხოვნები). ნებადართულია გამოყენებული იყოს როგროც ზ.დ.პ კლასის ასევე წინასწარ დაჭირხნული აირის გამოყენებაზე მომუშავე იარაღი; ნებადართულია რედუქტორები, მოდერატორები და ლულის მუხრუჭები (რუსულად უფრო იცით და ამიტომაც მიგინიშნებთ "დულნოი ტორმუზი"), თუ ისინი არის წარმოებული იარაღის მწარმოებლის ფირმისგან. იარაღის რეზერვუარი შეიძლება შეცვლილი იყოს სხვა რეზერვუარზე თუ ასეთი მწარმოებლის მიერ გათვლილია როგროც ოფცია და მონაწილე მას იყენებს როგორც სათადარიგო ნაწილს. შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ოპტიკური სამიზნე მაქსიმალური გადიდებით 6,5x, თუ ოპტიკურ სამიზნეს გააჩნია მეტი ჯერადობა, მაშინ სამიზნე უნდა იყოს დაყენებული მაქსიმალურად დასაშვებ ჯერადობაზე და მატჩის დაწყების წინ მსაჯმა უნდა დალუქოს ჯერადობის გაზრდის შესაძლებლობა.
ნებადართულია ლულის და სასხლეტი მექანიზმის ბედინგი (ვიცი ბევრს არ გსმენიათ დაგუგლეთ სიტყვები: Glass bedding და Pillar bedding რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი, აქ ახსნას არ დავიწყებ). ნებადართულია სასხლეტი კაკვის გაუმჯობესება/შეცვლა. აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენები უკუ სვლის მექანიზმით (ეგრეთწოდებული machine rest). იარაღის ენეტგეტიკა შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 8,13 ჯოულს 25 მეტრიანი დისტანციისთვის (.177 და .20 კალიბრის იარაღის ნატყვიარები იზომება 0,22 კალიბრის საზომით).

2. კლასი Light Varmint- ამ კლასში გამოიყენება ნებისმიერი შაშხანა, რომელიც იყენებს მექანიკურ ან ხელით გადატენვის მექანიზმს (ელექტრონული მექანიზმების ჩათვლით), იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10,5 ფუნტს (4.767კგ-ს), ოპტიკური სამიზნის ჩათვლით. კონდახი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ან უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ განყოფილებაში მოყვანილ წესებს (იხილეთ პუნქტი - კონდახის მოთხოვნები). ნებადართულია გამოყენებული იყოს როგროც ზ.დ.პ კლასის ასევე წინასწარ დაჭირხნული აირის გამოყენებაზე მომუშავე იარაღი; ნებადართულია რედუქტორები, მოდერატორები და ლულის მუხრუჭები (რუსულად უფრო იცით და ამიტომაც მიგინიშნებთ "დულნოი ტორმუზი"), მაგრამ მათი წონა ჩათვლილი იქნება იარაღის საერთო წონაში. იარაღის რეზერვუარი შეიძლება შეცვლილი იყოს სხვა რეზერვუარზე თუ ასეთი მწარმოებლის მიერ გათვლილია როგროც ოფცია და მონაწილე მას იყენებს როგორც სათადარიგო ნაწილს. შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ოპტიკური სამიზნე(ჯერადობა არ არის შეზღუდული). ნებადართულია ლულისა და სასხლეტის ბედინგი. ნებადართულია სასხლეტის გაუმჯობესება/შეცვლა. გაუმჯობესება/შეცვლა. აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენები უკუ სვლის მექანიზმით (ეგრეთწოდებული machine rest). იარაღის ენეტგეტიკა შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 16,27 ჯოულს 25 მეტრიანი დისტანციისთვის (.177 და .20 კალიბრის იარაღის ნატყვიარები იზომება 0,22 კალიბრის საზომით).

3. კლასი Heavy varmintA - ამ კლასში გამოიყენება ნებისმიერი შაშხანა, რომელიც იყენებს მექანიკურ ან ხელით გადატენვის მექანიზმს (ელექტრონული მექანიზმების ჩათვლით), იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 15ფუნტს (6.81 კგ-ს)(ოპტიკური სამიზნის, მოდერატორის, რედუქრტორის და ა.შ ჩათვლით). შეიძება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ტიპის და წარმოების რედუქტორი, თუ ის ინტეგრირებულია რეზერვუარში. შაშხანა შეიძლება იყოს შეცვლილი და მოდიფიცირებული ნებისმიერ დონეზე, ასევე მოხსნილია შეზღუდვა ოპტიკური სამიზნეების ჯერადობაზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ჯერადობა. კონდახი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ან უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ განყოფილებაში მოყვანილ წესებს (იხილეთ პუნქტი - კონდახის მოთხოვნები). აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს sayrdenebi უკუ სვლის მექანიზმით (ეგრეთწოდებული machine rest). ნებადართულია და შეიძლება გამოყენებული იყოს ლულის დამამძიმებელი გირები, ტყვიების სტაბილიზატორები, ტუნერები, ლულის სტაბილიზატორები. არ არის შეზღუდული დაჭირხნული აირის რეზერვუარის ზომა და ფორმა. აკრძალულია სათადარიგო / ცალკე მყოფი რეზერვუარების გამოყენება, რადგან რეზერვუარის წონაც ითვლება იარაღის წონაში და შეცვლა დაუშვებელია. იარაღის მაქსიმალური ნებადართული ენერგეტიკა არის 21 ჯოული, სროლა მიმდინარეობს 25 და 50 მეტრზე (განისაზღვრება შეჯიბრის წესებით) მსაჯი სამიზნეების ზომავს 0,22 კალიბრის საზომით.

4.კლასი Heavy varmint B- ამ კლასში გამოიყენება ნებისმიერი შაშხანა, რომელიც იყენებს მექანიკურ, ან ხელით გადატენვის მექანიზმს (ელექტრონული მექანიზმების ჩათვლით), იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 15ფუნტს (6.81 კგ-ს)(ოპტიკური სამიზნის, მოდერატორის, რედუქრტორის და ა.შ ჩათვლით). შეიძება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ტიპის და წარმოების რედუქტორი თუ ის ინტეგრირებულია რეზერვუარში. შაშხანა შეიძლება იყოს შეცვლილი და მოდიფიცირებული ნებისმიერ დონეზე, ასევე მოხსნილია შეზღუდვა ოპტიკური სამიზნეების ჯერადობაზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ჯერადობა. კონდახი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ან უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ განყოფილებაში მოყვანილ წესებს (იხილეთ პუნქტი - კონდახის მოთხოვნები).აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენები უკუ სვლის მექანიზმით (ეგრეთწოდებული machine rest). ნებადართულია და შეიძლება გამოყენებული იყოს ლულის დამამძიმებელი გირები, ტყვიების სტაბილიზატორები, ტუნერები, ლულის სტაბილიზატორები. არ არის შეზღუდული დაჭირხნული აირის რეზერვუარის ზომა და ფორმა, აკრძალულია სათადარიგო / ცალკე მყოფი რეზერვუარების გამოყენება, რადგან რეზერვუარის წონაც ითვლება იარაღის წონაში და შეცვლა დაუშვებელია. იარაღის მაქსიმლაური ნებადართული ენერგეტიკა არის 27.12 ჯოული (20 ft lbs), სროლა მიმდინარეობს 25 და 50 მეტრზე (განისაზღვრება შეჯიბრის წესებით) მსაჯი სამიზნეების ზომავს 0,22 კალიბრის საზომით.

საყრდენები:
წინა საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ უნდა იჭერდეს იარაღის წინა ნაწილს. უკანა საყრდენი უნდა იჭერდეს/ამაგრებდეს თოფის უკანა ნაწილს. არცერთი საყრდენი არ შეიძლება მიმაგრებული იყოს სასროლ მაგიდაზე, იარაღთან, ან მიმაგრებული იყოს ერთმანეთთან (ანუ გაერთიანებული არ უნდა იყოს რაიმე მეთოდით წინა და უკანა საყრდენი). ორივე საყრდენი უნდა იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მოძრავი და მსაჯის მოთხოვნის შემთხვევაში თოფის ამოღება უნდა შეიძლებოდეს, საყრდენიდან ზემოთა მიმართულებით რომ მსაჯი დარწმუნდეს, თოფი არანაირად არაა ჩამაგრებული საყრდენში. შეიძლება გამოყენებული იყოს წინა საყრდენზე კონდახის მისაყრდენი (რომლითაც მსროლელი არეგულირებს კონდახის დაცილებას საყრდენიდან).

წინა საყრდენი:
წინა საყრდენს არ გააჩნია შეზღუდვა წონაში, არ იზღუდება გამოყენებული მასალით, კონსტრუქციით და მექანიზმით(იხ. მოთხოვნები საყრდენების მიმართ). წინა საყრდენი უნდა შეიცავდეს რბილ ტომარას ქვიშით. შაშხანის კონდახი არ უნდა იყოს დამაგრებული, ან მიმაგრებული წინა საყრდენის ტომარასთან ( ნებადართულია შემზღუდავთან კავშირი, რომელიც ხელს უშლის შაშხანას წინ წაიწიოს).
კონდახის წინა ნაწილს უნდა ჰქონდეს, წინა საყრდენის ტომარასთან სრული (100%-იანი) შეხება. დანარჩენი კონსტრუქცია შეიძლება შეიცავდეს წინა საყრდენის ვერტიკალურ და ჰორიზონტანულ მარეგულირებენ მექანიზმებს, შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი მექანიზმი იმისათვის რომ წინა საყრდენის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება შესაძლებელი იყოს. (ვინც ვერ გაიგეთ, ტანკში ზიხართ, ჩაფხუტი გახურავთ და ერთ ადგილს იფხანთ... მოკლედ ბიპოდები მოხსენით თოფებს და ერთ ადგილზე გაიკეთეთო smile.gif )

უკანა საყრდენი:
შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი ან რამდენიმე ქვიშიანი ტომარა. უკანა ტომარას შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებნული ოტტოს ნავის ფორმა (ანუ შუა ღარი იმისათვის რომ კონდახის უკანა ნაწილი შუაში ჩადჯეს), თუ იგი არ შეიცავს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მარეგულირებელ მექანიზმს. უკანა საყრდენს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ნაწიბურები, რომლებიც შეიძლება დამაგრებული იყოს სასროლი მაგიდის ზედაპირზე ან ტომარაში.

ტომრები:
ტომრები დამზადებული უნდა იყოს ტყავისგან ან ნაჭრისგან (მაგალითად Condura), რომლებიც შევსებული იქნება ქვიშით. ტომრების მასალა უნდა იყოს მოქნილი და მაქსიმუმ შეიძლება იყოს მასალის სისქე 3 მილიმეტრი(0,12 დუიმი). ტომრის ძირი შეიძლება იყოს უფრო სქელი, საჭიროების შემთხვევაში მასალა მოწმდება ნაკერების ადგილებზე. არ დაიშვება და მიუღებელია სქელი ტყავი, პლასტიკატი და ხე რომლებიც დაფარულია ტყავით.
ტომრების ზედაპირზე შეიძება გამოყენებული იყოს სრიალ საწინააღმდეგო ელემენტები, ისეთი როგორიცაა ტალკი და ფირი რომელიც არ შეიცავს წებოვან ფენას.

შაშხანების ჩამაგრება საყრდენებში:
შაშხანის საყრდენებში ჩამაგრების დონის გასარკვევად მსაჯი შაშხანას წევს ზედა მიმართულებით, ამასობაში შაშხანას არ უნდა აყვეს წინა, ან უკანა საყრდენი.
თუ წინა, ან უკანა საყრდენი აიწევა თოფთან ერთად, მაშინ საყრდენი უნდა აიწონოს თოფთან ერთად და გამოვლინდეს თოფის კლასი, რომელშიც მას შეუძლია მონაწილეობა.
მსაჯმა შეიძლება შაშხანა წაწიოს წინ, ან უკან რომ გაირკვეს საყრდენებში ჩამაგრების დონე, შაშხანის წინა ან უკანა საყრდენი არ შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღის უკუცემის შესაჩერებლად. ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია მსროლელის ნებისმიერი მოწყობილობის მიმაგრება სასროლ მაგიდასთან.

მოწყობილობები ცეცხლის ხაზზე:
ნებისმიერი მოწყობილობა, ან ნივთი რომელიც გამოიყენება სროლისთვის, წარმოადგენს ხელშემწყობ მოწყობილობას, ან აქვს სხვა დანიშნულება, შეუძლებელია გამოჩნდეს ცეცხლის ხაზზე, მისი შემოწმების გარეშე. თუ ასეთი მოწყობილობა იყო მსაჯის მიერ შემოწმებული, მან არ უნდა დატოვოს ცეცხლის ხაზი, ხოლო თუ მოხდება შემთხვევა როდესაც რაიმე მიზეზით ნებისმიერი მოწყობილობა იქნება გატანილი ცეცხლის ხაზიდან, უკან დაბრუნებისას აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ხელახალი შემოწმება.
თუ შემოწმება ჩატარებული არ იქნება, მაშ ყოველი გასროლა აღინიშნება როგორც მოხვედრა არადასათვლელ ზონაში.

ცეცხლის ხაზი:
უმჯობესია ცეცხლის ხაზი ემთხვეოდეს სასროლი მაგიდის წინა მხარეს. თუ არა და მაშინ ცეცხლის ხაზი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული საღებავით მიწაზე, იატაკზე ან სასროლ მაგიდაზე.

სასროლი მაგიდა:
მაგიდა უნდა იყოს მყარად დაყენებული. მსროლელს აქვს უფლება დაარეგულიროს სკამი თავისი გემოვნების მიხედვით, შესაბამისად სკამი უნდა იყოს რეგულირებადი. მაგიდა საშუალებას უნდა აძლევდეს მსროლელს ისროლოს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარიდან.

ჩათვლითი სროლის დროს არ შეიძება დაკავებული იყოს მაგიდა მსროლელის, კლუბის, ან ჯგუფის მიერ რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას მიმდინარე მატჩში. მატჩის დროს პოზიცია არ უნდა დატოვოს მონაწილე მსროლელმა, ასევე აკრძალულია ცეცხლის ხაზზე გასვლა. ასევე აკრძალულია ცეცხლის ხაზზე გასვლა იმ მონაწილეებისთვის და მაყურებლებისთვის ვინც არ მონაწილეობენ მიმდინარე მატჩში.

მსროლელის და თოფის პოზიცია მაგიდასთან:
შაშხანა ისე უნდა იყოს განთავსებული მაგიდაზე რომ მისი ლულა უნდა სცდებოდეს, მაგიდის წინა პირს, ამასობაში დანარჩენი თოფი, მოწყობილობები და მსროლელი უნდა იმყოფებოდნენ სასროლი ხაზის უკან.

თავისუფალი სასროლი მაგიდები:
არც მსროლელებს და არც სხვა სპორტსმენებს ჯგუფებს და მაყურებლებს არა აქვთ უფლება დაიკავონ თავისუფალი ჩათვლითი მატჩის დროს მაგიდები თუ ისინი პირადად არ მონაწილეობენ მატჩში.



ჩემპიონატების ჩატარება

სამიზნეები:
შეჯიბრებაში გამოიყენება ოფიციალური სამიზნეები. მიღებული სტანდარტებისგან განსხვავებული სამიზნეების გამოყენება არ შეიძლება. თუ გამოიყენება ამ სამიზნეების ლოკალურად ამობეჭდილი ვერსიები, ისინი შეთანხმებული უნდა იყოს ფედერაციის წარმომადგენლებთან.

სამიზნეების რაოდენობა:
სპორტსმენს მიეწოდება ერთი სამიზნე ერთ მატჩზე. იგი უნდა განსხვავდებოდეს, სხვა მსროლელის სამიზნისგან და უნდა გააჩნდეს თავისი შეჯიბრების ნომერი.

სამიზნის ჩამოვარდნა:
თუ სროლის დროს რაიმე მიზეზის გამო სამიზნე მსროლელისთვის მიუწვდომელი ხდება, მატჩი არ ჩერდება. მიმდინარე მატჩის დამთავრების შემდეგ მსაჯს შეუძლია დაუნიშნოს მონაწილეს დამატებითი დრო მატჩის დასამთავრებლად.

დაკარგული სამიზნეები:
თუ სამიზნე დაკარგულია (მაგალითად მოწყვიტა ქარმა და დაკარგულია, ან რაიმე სხვა მიზეზების გამო), ამასობაში მსროლელმა დახარჯა ყველა მასზე გაცემული სამიზნეები, მაშინ დაკარგული სამიზნეების ქულების დათვლისას მოხდება კლასში ყველაზე ცუდი შედეგის ჩათვლა. მონაწილის აუცილებელ მოვალეობად ითვლება სამიზნის დაცვა, როგორც დაკარგვისგან ასევე მაგალითად ამინდის პირობებისგან (ქარი და სხვა), დაცვა ხორციელდება დამატებითი ჭიკარტების გამოყენებით, ანუ ძლიერი ქარის პირობებში მსროლელმა დამატებითი ჭიკარტები უნდა გამოიყენოს სამიზნის დასამაგრებლად.

სამიზნეების განხილვა:
ყველა ნასროლი და დათვლილ დაანგარიშებული სამიზნეები უნდა იყოს განთავსებული ხელმისაწვდომ ზონაში (ეგრეთწოდებულ გოდების კედელზე, იგივე სატირალ კედელზე), სადაც მათი ნახვა ყველა მსურველს ექნება. აკრძალულია სამიზნეების წაღება მანამდე სანამ პირველადი შეფასების მერე არ გავა გაპროტესტების დრო. გაპროტესტების დროს, არბიტრს შეუძლია ამოიღოს სამიზნე და ხელახლა გადაითვალოს ქულები. სამიზნეები რომლებიც გაზომილი იყო .22 კალიბრის საზომით შეიძება მხოლოდ კიდევ ერთხელ იყოს გაზომილი, მხოლოდ მაშინ როდესაც როდესაც არბიტრი გააპროტესტებს ქულებს. ქულების და შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, გაპროტესტება შეუძლებელია. სამიზნეების შენახვა ხდება მატჩის/ჩემპიონატის მთავარ მსაჯთან. თუ მონაწილე ამა თუ იმ მიზეზით იქნება დისკვალიფიცირებული მაშინ მატჩის ცხრილში მისი რეზულტატი ჩაიწერება როგორც DQ (Disqualified). მატჩის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი უთითებს დისკვალიფიკაციის მიზეზს შედეგების ცხრილში. თუ მონაწილე ვერ ჩაეტია მისთვის გამოყოფილ დროში, მაშინ შედეგების ცხრილში ჩაიწერება DNF.

სამიზნეების ამოღება:
სამიზნის ამოღება გაპროტესტების დროის გასვლამდე, ავტომატურად უხსნის მონაწილეს გაპროტესტების უფლებას და შეიძლება მიდი დისკვალიფიკაციაც გამოიწვიოს. ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ სამიზნეების შენახვა ჩემპიონატის მსვლელობის დროს იმ მონაწილეებისათვის, ვისაც არ სურს თავისი სამიზნეების ხელზე მიღება ჩემპიონატის დამთავრებამდე.

მსაჯების ზონა:
აუცილებელია მსაჯების ზონის გამოყოფა სადაც შეზღუდული იქნება მონაწილეების და მათი თანმხლები პირების წვდომა. მსროლელების შედეგებს მსაჯები წერენ სამიზნის წინა მხარეს და შედეგს იწერენ შესაბამის უწყებაში.

ნასროლი ხვრელები შეფასება:

უკეთესი რეზულტატის პრინციპი:
თუ ნასროლი ხვრელი ეხება უფრო მაღალ ქულის ზონას - ითვლება უკეთესი რეზულტატი. ხვრელი რომელიც ეხება შიდა რგოლს (Х) ითვლება როგროც Х (იქსი), (25 მეტრიანი დისტანციისთვის 10-ქულიანი ზონა მთლიანად უნდა იყოს დაფარული ხვრელით იმისათვის რომ ჩაითვალოს Х-ად). სამიზნის ქულა იწერება ყოველ სამიზნესთან სპეციალურად გამოყოფილ უჯრაში. თუ მოხვედრა ფიქსირდება რგოლში რომელიც არ ეხება შესაფასებელი რგოლების ყველაზე დიდ რგოლს, ითვლება როგროც 0 ქულა. ნამტვრევები, შრაპნელი და რიკოშეტები არ ითვლება. მაქსიმალური შესაძლებელი ქულების რაოდენობა ერთ სამიზნე ქაღალდზე არის 250 ქულა და 25X.

სამიზნის საზღვრების შეხება.
ყველა ხვრელი რომლებიც არ ეხება და არ არის სამიზნის ოთხკუთხედ საზღვრებში ფასდება როგორც ნოლი ქულა.

სამიზნეში არსებული ნახვრეტის გასაზომი ხელსაწყო.
ყველა ნახვრეტი რომლის შეფასებაც ვიზუალურად შეუძლებელია, მოწმდება სპეციალური სერთიფიცირებული .22 კალიბრის ხვრელსაზომით, როგორც პნევმატური ასევე ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი სამიზნეების შემთხვევაში (იარაღის კალიბრი არ შეიძლება .22 კალიბრზე მეტი იყოს), ასეთი სამიზნე მოინიშნება სიმბოლოთი P და მისი ხელმეორეთ გაზომვა ქულების დათვლის დროს დაუშვებელია, ხელახალი გაზომვა შესაძლებელია მხოლოდ გაპროტესტების დროს მხოლოდ ერთხელ და ისიც შესაბამისი კომიტეტის ან არბიტრაჟის მიერ.
.22 კალიბრის ხვრელსაზომი გამოიყენება ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღით ნასროლი სამიზნეების გასაზომად იმისათვის რომ გათანაბრებული იყოს შანსები (წვრილი კალიბრისა მსხვილი კალიბრის მიმართ).

სროლა
მსროლელს აქვს საშუალება თავიდან რამდენიმე გასროლა გააკეთოს მისროლის ზონაში. სროლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ მისროლის ზონაში ნასროლი დრო ეხარჯება მომხმარებელს მატჩისთვის გამოყოფილი დროიდან, დამატებითი დრო არ გამოეყოფა მსროლელს.
თუ მსროლელი მორჩება მისროლით სროლას, ის გადადის ჩასათვლელ სამიზნეებში სროლაზე. თუ დაწყებულია ჩათვლითი სროლა, მსროლელს აღარ აქვს უფლება გადაერთოს მისროლის ზონაზე. მსროლელმა ჩათვლითი სამიზნეებში სროლა უნდა დაიწყოს სამიზნეების ნომერაციის მიხედდით (ჩათვლით სამიზნეზე არის ყველა კვადრატის ნომერი აღნიშნული). არ შეიძლება არეული მიმდევრობით სროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აცდენის გამოთვლა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს მსროლელისთვის.



რამდენიმე ნასროლი ერთ სამიზნეში:
თუ მიზანში არის რამდენიმე ნახვრეტი, ქულები დაითვლება ყველაზე ცუდი შედეგის მიხედვით, გარდა ამისა ყოველ ზედმეტ ნახვრეტზე საერთო ქულების რაოდენობას დააკლდება თითო ქულა.

სამიზნის კვადრატებს შორის მოხვერდა:
თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და არ ეხება კვადრატებს, გასროლა ჩაითვლება როგორც საჯარიმო და ფურცლის საერთო ქულების რაოდენობას გამოაკლდება 1 ქულა.
თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და ეხება კვადრატს რომელშიც სამიზნე დაზიანებულია (მოხვედრილია) გასროლა ჩაითვლება როგროც 0 ქულა (მინიმალური შეფასებით) და მინუს ერთი ქულა ამ მიზნის ქულებიდან (ზედმეტი ნატყვიარების საჯარიმო ქულა)
თუ ნახვრეტი არის კვადრატებს შორის და ეხება კვადრატს რომელშიც სამიზნე არ არის დაზიანებული, გასროლა ჩაითვლება როგორც 0 ქულა, საჯარიმო ქულების გარეშე.

თუ სამიზნე არ არის დაზიანებული (სამიზნის წრეს არ შეეხო, მაგრამ ნახვრეტი სამიზნის კვადრატშია, ან კვადრატს ეხება) ასეთი გასროლა ფასდება 0 ქულად საჯარიმო ქულების გარეშე.
ჩანართი:


მარცხენა სამიზნე - შეეხო კვადრატს და არ არის სხვა ნასროლი, ითვლება ნოლ ქულად
მარჯვენა სამიზნე - არ შეეხო კვატრატს საერთოდ აცდა მინუს ერთი ქულა მთლიანი ფუქცლის ქულებიდან



მარცხენა სამიზნე - შეეხო კვადრატს და არ არის მიზანშიც ნასროლი, ითვლება ნოლ ქულად და აკლდება საჯარიმო 1 ქულა - გამოდის მინუს 1 ქულა.
მარჯვენა სამიზნე - ნოლი ქულა (ანულირდება ყველა მოხვედრა) გარდა ამისა 1 საჯარიმო ქულის დაკლება



მარცხენა სამიზნე - სამი ნასროლია, ითვლება განაპირა ხვრელი დანარჩენი მინუსებში მიდის ჯარიმის სახით, პირობითათ გარე ნატყვიარები არის 4 ქულა რომელსაც აკლდება 2 საჯარიმო ქულა- სულ გამოდის 2 ქულა (არადა შეიძლებოდა 10 ქულა უოფილიყო ზედმეტი ნატყვიარები რომ არ იყოს)
მარჯვენა სამიზნე - ისეც მრავლობითი ნატყვიარებია, ისევ გარე წრეზე მორტყმული ითვლება პირობითათ 4 ქულად, რომელსაც 1 საჯარომო ქულა აკლდება - სულ გამოდის 3 ქულა




პირველი გასროლის შეცდომა.
თუ პირველი გაასროლა შემთხვევით მოხვდება ჩასათვლელ სამიზნეში (კვადრატში), მაშინ მეორე გასროლამდე შეიძლება მსაჯს შეატყობინოთ ამის შესახებ. მსაჯი დაათვალიერებს სამიზნეს, გააკეთებს აღნიშვნას სამიზნეზე. საჯარიმო ქულები ამ შემთვევაშ არ იწერება, მსროლელს შეუძლია კიდევ ერთხელ ესროლოს იგივე სამიზნეს.
შენიშვნა - თუ პირველი ნასროლი ასე თუ ისე ცუდი გამოგივიდათ, გაქვთ უფლება ხელის აწევით მსაჯს შეატყობინოთ რომ ისროდით მისროლის ზონაში და ტყვიამ თავისით მოახერხა და ჩათვლით სამიზნე ზონაში მოხვდა. მსაჯი ამაზე აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქულები არ გერიცხებათ. ასეთი ნასროლი არ ითვლება და მსროლელს შეუძლია თავიდან ისროლოს იგივე სამიზნეში. აღნიშნული წესი მუშაობს მხოლოდ პირველი გასროლისას, თუ მსროლელმა გააკეთა მეორე გასროლა, შემდეგ უკვე შეუძლებელია მსაჯის გაფრთხილება, მეორე გასროლით მსროლელი აკანონებს თავის შეცდომას.

პირველი აცდენა (FM):
პირველი აცდენის გამოსავლენად საჭიროა დაითვალოს ყველა სამიზნის ქულების რაოდენობა. ამის შემდეგ მოწმდება ყველა სამიზნე პირველი აცდენის გამოსავლენად.პირველივე სამიზნე რომელიც არ არის 10-იანშ ითვლება პირველ აცდენად. თუ ყველა მიზნებში 10-იანებია მოხსნილი (საერთო ქულა არის 250 ქულა), მაშინ ხდება ყველა სამიზნეების გადახედვა და X-ების გადამოწმება. პირველივე კვადრატი X-ის გარეშე ჩაითვლება აცდენად. თუ ყველა სამიზნეში მოხსნილია X-ი (საერთო ქულაა 250/25X), მაშინ მოწმდება ყველა კვადრატი და რომელიც იქნება არასრული იქსი (სრულად არ იქნება დაფარული იქსის ზონა) ჩაითვლება პირველ აცდენად. ყველა აცდენა ჩაწერილი იქნება ფურცლის მარცხენა მხარეს (აცდენა არ იწერება კვადრატებში)

შედეგების გამოქვეყნება:
მას შემდეგ რაც ერთი კლასის ყველა შედეგი დათვლილი იქნება, ხდება შედეგები პირველადი ამობეჭდვადა გადამოწმება შეცდომებზე, ამის შემდეგ კი ხდება შედეგების შედეგები სამიზნეებთან ერთად გამოიკვრება შედეგების ზონაში (სატირალ კედელზე, იგივე გოდების კედელზე).



სამიზნეების შედარება (ერთი ფურცელი)
სამიზნე ფურცლები დარდება ქულების მიხედვით, საერთო იქსების რაოდენობით და პირველი აცდენით. თუ შეუძლებელია საუკეთესო შედეგის გამოვლენა, მაშინ ხდება იქსების და პირველი აცდენის შედარება.



მოთხოვნები კონდახის მიმართ

Sporter Class საერთაშორისო - სასხლეტი მექანიზმი შეიძლება ჩაწეპებული იყოს კონდახში. კონდახის მაქსიმალური სიგანე - 57,15მმ (2.25”). ფირი (ლენტა) კონდახზე არ დაიშვება. კონდახის ის ნაწილები რომლებიც ეხება საყრდენებს აუცილებლად უნდა იყოს ამობურცული. ამობურცვის გამოვლენა ხდება 22 მილიმეტრიანი მონეტის მეშვეობით, კონდახის საყრდენ ტომრებთან საკონტაქტო ადგილზე იდება მონეტა , მონეტის გარე ნაპირებს კონდახის ზედაპირი არ უნდა ეხებოდეს, ნათლად უნდა ჩანდეს ღრეჩო კონდახსა და მონეტის ნაპირებს შორის.
16 ჯოული Light Varmint და Unlimited კლასები - კონდახის წინა საყრდენი ზედაპირი შეიძლება იყოს ბრტყელი ან ამობურცული, კონდახის მაქსიმალური სიგანე 76,2მმ(3”). წინა საყრდენი შეიძლება იყოს როგორც კონდახის ზედაპირი ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი მასალისგან დამზადებული დეტალი რომელიც მიმაგრებულია კონდახზე. უკანა საკონტაქტო ზედაპირი შეიძება იყოს როგორც ამობურცული ასევე ბრტყელი. მაქსიმალური სიგანით 25მმ (0,98”).

პნევმატური Sporter - დაიშვება მხოლოდ არამოდიფიცირებული ქარხნული კონდახები, ან ექვივალენტური ზომებით და დიზაინით. მოდიფიცირებული კონდახის შემთხვევაში ყველა საკონტაქტო ზედაპირი უნდა იყოს ამობურცული, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქარხნულ კონდახს ბრტყელი ზედაპირები გააჩნიათ (მაგალითად CZ 200, АА S200, S200T და ასე შემდეგ), კონდახის მაქსიმალური სიგანე 57,2მმ (2.25”)


EURO BR:
იანგარიშება საუკეთესო შედეგის პრინციპით (Inward scoring)
უკეთესი შედეგის პრინციპი: თუ ხვრელი შეეხო უფრო მაღალი შეფასების ზღვარს - ითვლება მაღალი ქულა.
ყველა სამიზნის შესაფასებლად გამოიყენება .22 კალიბრის ხვრელმზომი.
ხვრელი რომელიც შეეხო შიდა წრეს (ანუ X-ის წრეს)ითვლება როგორც X-ი (თუ სროლა მიმდინარეობს 25 მეტრზე მაშინ 10-იანის ზონა სრულად უნდა იყოს დაფარული ხვრელით რომ ხვრელი ჩაითვალოს X-ად.). შეფასება თითოეულ მოხვედრაზე იწერება თითოეული სამიზნის კვადრატში არსებულ გრაფაში. სამიზნის ზონაში მოხვედრა ისე რომ ხვრელი არ ეხება ყველაზე დიდ შემფასებელ რგოლს, ითვლება 0 ქულად. ნამსხვრევები და რიკოშეტის ხვრელები არ ითვლება. მაქსიმალურად შესაძლებელია 250 ქულის და 25Х-ის დაგროვება.

აცდენა სამიზნის ზონაში: ყველა ხვრელი რომელიც არ ხვდება სამიზნეს, ითვლება ნოლიანად.
ჩასათვლელ ზონაში ყოველ ზედმეტ ხვრელზე ითვლება შედეგიდან მინუს 1 ქულა.

პრაქტიკაზე გამოიყურება ასე: -

1) ხვრელი არის კვადრატებს შორის, არ ეხება კვადრატებს, ამასობაში ყველა სამიზნე დაზიანებულია (გახვრეტილია, ანუ ზედმეტი ხვრელია კვადრატებს შორის, 26-ე ხვრელია):
2011 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
-1 ქულა საერთო შედეგებიდან

2) ხვრელი ეხება კვადრატს რომელშიც სამიზნე დაზიანებულია:
2011 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
ხვრელისთვის ითვლება 0 ქულა და -1 ქულა იმისთვის რომელიც ცენტრთან უფრო ახლოსაა

3) ხვრელი ეხება კვადრატს, სამიზნე დაზიანებული არაა:
0 ქულა, საჯარიმო ქულები არ ირიცხება

4) სამიზნეში 2 ან მეტი ხვრელია:
2011 წლის წესებით (WRABF&ERABSF)
ითვლება ყველაზე ცუდი შედეგი და -1 ქულა ყოველ ზედმეტ ხვრელზე.

5) სამიზნე ცარიელია არცერთი ტყვია არაა მოხვედრილი:
0 ქულა. საჯარიმო ქულები არ ირიცხება.


ქულების გამოთვლის სისტემა საერთაშორისო წესებით





BR-50 (American)
ითვლება ცუდი შედეგის პრინციპით(Outwardscoring) ანუ თუ ხვრელი შეეხო ნაკლებ ქულიან ზონას, ითვლება ნაკლები ქულები, ასევთქვათ გარე რკალს აქვს მნიშვნელობა და არა შიდა მხარეს მიმართულ რკალს. მსაჯი იყენებს ხვრელმზომებს .177-ს და .22-ს იმის და მიხედვით მონაწილე რა კალიბრით ისროდა.
ამონარიდი:

100 points = bull'seye
50 points = ringnexttobull'seye
25 points = secondringfrombull'seye
10 points = severedouterring
-25points = missedtarget
-50 points = morethanonebulletholeinonetarget.


ქაღალდზე:


1. სამიზნე დაზიანებული არაა, ხვრელი <50:
0

2. სამიზნე დაზიანებული არაა, ხვრელი თეთრში (მალაკო):
-25

3. ყველა სამიზნე დაზიანებულია, ხვრელი თეთრში (მალაკო):
-25 საერთო შეფასებიდან

4. ყველა სამიზნე დაზიანებულია, ორი ან მეტი ხვრელი სამიზნეში:
ჩაითვლება ყველაზე ცუდი შედეგი და -50 ქულა ყოველ ზედმეტ ნახვრეტზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:02 PM
Hosted by Pro-Service