თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პლინქი (Plink) _ პლინკი Nitro Vantage_ით

პოსტის ავტორი: MonSoon Jun 28 2017, 12:58 PM

მოგესალმებით.
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი თქვენს საიტზე. დიდი ხანია ვათვალიერებ თქვენს საიტს. მინდა დავწერო რომ ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული საიტია მე რაც შემხვედრია.

ეხლა რაც შეეხება თემის აზრს. დღეს დილით გავეშურე ერთ მიტოვებულ ადგილას, გრიგოლისთან ახლად ნაყიდი ნიტრო ვენტეიჯით. ტყვიების დატესტვა მინდოდა რომელიც ერთმა კარგმა კაცმა მაჩუქა. ჯსბ diabolo მძიმე 10.34 იანი და მსუბუქი 8.44 იანი. მანამდე ვისროდი ბარაკუდა ჰანთერს, მაგრამ რატომღაც არასტაბილურად მეჩვენებოდა. ვისროლე მთლიანად სადღაც 500 ტყვია ჰანთერი.

გადავწყვიტე ტყვიები შეცვლა და არც შევმცდარვარ.

როგორც ზევით დავწერე დღეს ვიყავი გასული. ვისროლე ორივე ჯსბ. ვესროდი 20, 40 და ბოლოს 55 მეტრზე. ბოთლებს მძიმეები აღარც მისვრია 40 მეტრის შემდეგ. ქვემოთ მოყვანილი ვიდეო კი არის მსუბუქით ნასროლი.

სამიზნეები გამოკვეთილად არ ჩანდა მანძილიდან გამომდინარე მაგრამ მაინც ვცდილობდი სილუეტის დაჭერას. ოპტიკის გარეშე, ღია სამიზნით ვესროდი.

მოკლედ.
იარაღი crosman vantage np
მანძილი 55 მეტრი, გადაზომილი საზომით.
ტყვია JSB DIABOLO 8.44 grein.
ნასროლია ოპტიკის გარეშე, ანუ ღია სამიზნით.


ვიდეოს კარგათ ვერ ვსვავ. თუ შეგიძლიათ შემისწორეთ.

პოსტის ავტორი: okela84 Jun 28 2017, 01:34 PM


პოსტის ავტორი: MonSoon Jun 28 2017, 01:35 PM

okela84
გაიხარე, მადლობა.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 28 2017, 07:20 PM

MonSoon
კეთილი იყოს შენი ფეხი... ლამის ჩაგისვია ვიდეო სწორედ, პროსტა მთლიანი საიტის ლინკის მაგივრად ვიდეოს იდენტიფიკატორი უნდა ჩაგესვა youtube-ს ტეგებში, ანუ აი ეს MbhuX3JMofA და არა მთლიანი საიტის ლინკი smile.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Jun 28 2017, 09:27 PM

ja_ja
მადლობა, გასაგებია. მეცოდინება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services