პირველი გამოტოვეთ და მეორედან დაიწყეთ პირდაპირ
ერთადერთს დავამატებდი...
ნუ თვით შაშხანა რომ თარაზოთი უნდა გაასწორო გასაგებია, მაგრამ სამიზნის თარაზოთი გასწორების მერე, კიდევ ერთი ოპერაციაა ჩასატარებელი. მანძილზე უნდა დაიკიდოს "ატვესი", ანუ ძაფი რამე სიმძიმით, და უნდა შეხედოთ ჯვარს, ზუსტად ძაფის პარალელური უნდა იყოს ვერტიკალი. თარაზო კარგია, მაგრამ 90%-ში მითუმეტეს იმ სკოპებში რაც ჩვენ გვაქვს, ბადე არ არის ზუსტად ორიენტირებული ბარაბანზე.
აი ეს იქნება ასე ვთქვათ fine ajustment
რამდენად დამეხმარება http://www.amazon.com/gp/product/B001AGF9N6/ref=s9_simh_gw_p200_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=043AQ30CSKAK091J6XQF&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846 ნივთი ოპტიკის გასწორებაში? ღიირს ყიდვა?
CIYVI
კარგი რეპორტია, ზუსტად ეს მჭირდებოდა.
ყველაზე კარგად ოპტიკა პრაქტიკული სროლით სწორდება. ანუ გაასწორებ გარკვეულ მანძილზე და მერე მიცხე 25.50.80.120 მეტრზე.
ყველა თოფი უშუალოდ დამოკიდებულია იმ ოპტიკაზე რომელიც უყენია. ეგ შვიშტოკი კი მხოლოდ ცეცხლსასროლზე გამოდგება.
ja_ja soxa foxi გაიხარეთ!!!
გამარჯობათ ჩამომივიდა BENJAMIN NPS და მოჰყვა ოპტიკა ცენტ პოინტის 3-9X40 ზე და როცა გავასწორებ ვტქვატ მერე რამე დაფიქსირება უნდა ვთქვათ როგორც მაჯის საათს აქვს ხოლმე თუ ეგრევე უნდა დავტოვო http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS_Air_Rifle/2055
bachana
დოლურებზე აქვს საფიქსაციო, ისე დატოვებული ბევრად მალე აირევა, ვიდრე დაფიქსირებული
ვერ მივხვდი დოლური რა ნაწილია
გამარჯობათ .
მე მგონი ოპტიკა და ლულა ჩემ თოფზე ერთ ხაზზე არ დგას . ანუ ოპტიკა სხვაგან იყურება ლულა სხვაგან . რამე წესი არსებობს ამის შსამოწმებლად ? ან ინსტრუმენტი.
zax ara
მადლობა . ზუსტად ეგ სატკივარი აქვს თოფს 40 მეტრზე გასწორებული . 60 ზე ქვემოთ და მარცხნივ ხვდება. მაგისთვის ვცვალე ნაირნაირი ლულები, მარა რად გინდა იგივეს აკეთებს.
მაგას როგორ უშველო რამე ინსტრუმენტი არსებობს გასასწორებლად ? ლულა და ოპტიკა ერთ მხარეს რო იყურებოდეს?
ნადირობისთვის მაგარი მნიშვნელოვანია 60 ან 70 ზე რო ვისვრი კარგა მტანჯავს
zax ara
ჯერ პირველ რიგში ოპტიკის რინგები გადაანაცვლე, ანუ წინა უკან და უკანა წინ. თუ მთლიანი ბაზა გაქვს პროსტა შემოატრიალე და გაიმეორე იგივე ტესტი, ვნახოთ აბა რას მოგცემს
გამარჯობათ.მაგალითად მე,ესეთი გლეხური მეთოდით ვარგებ თოფს ოპტიკას..კაპრონის ძაფზე ვკიდებ სიმძიმეს და ვერტიკალურად ვკიდებ ლურსმანზე,მოკლედ,შვეულის პონტია! აი ფოტოებიც.
ანუ,თუ ვერტიკალი მაქვს სწორედ,ე.ი ჰორიც შესაბამისად იქნება,თუ ოპტიკას პრ.არ აქვს!
შეიძლება სხვამ,უკეთ იცის..არ ვამბობ,რომ აღმოჩენა გავაკეთე! მოკლედ,ახალბედა ბალღებს გაუადვილებს ჩემი აზრით. გმადლობთ ყურადღებისთვის
მოგესალმებით ყველა ფორუმელს !
ასეთი კითხვა მაქვს : ოპტიკაზე ზუმის დატრიალების დროს, ან კონტრასტის შეცვლის დროს შეიძლება ოპტიკა აირიოს და თავიდან გასასწორებელი გახდეს ?
მაქვს ასეთი ოპტიკა http://www.amazon.com/gp/product/B004KRA4YG/ref=s9_simh_gw_p200_d0_i2?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=desktop-1&pf_rd_r=0WNHJ41S7DSJKCTZYQ8Y&pf_rd_t=36701&pf_rd_p=1970559082&pf_rd_i=desktop მიყენია hatsan at44-10 . ზუმი მეყენა 6-ზე გადავრთე 12-ზე და წაიღო მარჯვნივ 6 სმ-ით ტყვია 40 მეტრიდან.
აუ რამაგარი ოპტიკაა, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე
OKELA84
ვითომ რაღაცას ჩალიჩობს, ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს მივხვდი >>>>>
userman
userman
ოპტიკა ეტყობა მართლაც მაღალი კლასისაა.ეგ კაცი დოლურის წაღმა-უკუღმა ტრიალით გვიდასტურებს მექანიზმის ზუსტ მუშაობას,
ტუმცა ჩემი აზრით რეგულირების განმეორადობის დადასტურება სროლით არამგონია აბსოლუტურად ობიექტური იყოს.ტყვიის მოხვედრა
სამიზნეში ოპტიკის გარდა კიდევ ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
soso66
100 მეტრზე იმდენად უმნიშვნელო გავლენას ახდენს ეგ ფაქტორები, რომ შენ მაგას ვერ შეამჩნევ
okela84
ნაითფორსი ერთერთი საუკეთესო ოპტიკაა და სწორე გითხრა datka25-მ მართლა 4 ციფრიანი ღირებულებისაა ადრე მე და ილარიონას გვერდგა თვალი 8-32-ზე და თბილისშI გაიჩითა ერთი რომელიც ყიდიდა, იმენნა 2500 ევროზე დაბლა ფასი ვერ დავაწევინეთ
გამოფენებზე მაქვს ეგ ოპტიკა ხელში და თოფზე დაყენებული დაჭერილი, გადასარევი სისუფთავე აქვს და აი ძალიან საკაიფო ბადე, თან თხელია და ხელს არ გიშლის, თან მკაფიოდ ჩანს...
მოკლედ ღირს რა თავის ფასი დარწმუნებული ვარ
შენ იუტუბზე ნახე ლონგ რეინჯ შუტერია ერთი ხან 200 მეტრზე ისვრის და ხან 1700 მეტრზე, ერთი ეუბნება რა მანძილზეა სამიზნე ეგ ტიპი კი თვითონ ანგარიშობს რა მანძIლზე რამდენი კლიკით უნდა დაატრიალოს ერთი ბარაბანი და ქარის მიმართულების გამო რამდენით უნდა დააატრიალოს მეორე ბარაბანი, სუპერ იდეალური განმეორადობა აქვს.
ja_ja
ყველა რგოლი არის ალუმინის, დაჟე სამხედროების, ახლა თუ რაიმე სპეც სუპერ პუპერ რაიმე არსებობს და ჩუგუნისგანაა დამზადებული არ ვიცი და იდე კი ალუმინის შენადნობი მილიონნაირია, ზოგიერთი სტალ45-ს ჯობია, ასე რომ იმას ნუ უყურებ რომ ალუმინია, შენადნობია მთავარი, უმეტესობა არის 6061 შენადნობი, ძველი რუსული მარკირებით АД33, არის უფრო ძლიერი შენადნობებიც მაგალითად ავიო ალიმინი, 7075 მარკა, საბჭოთა მარკირებით მგონი В95-ია მემგონი, მარა თავს ვერ დავდებ.
ასე რომ ალუმინს ეგრე ლაითად ნუ უყურებ, საკმაოდ გამძლეა, უდიდესი პლიუსი აქვს ის რომ იაფია, გამძლეა, მსუბუქია და იოლი დასამუშავებელია, ვერცერთი ლითონი ეგეთ კონკურენციას ვერ უწევს, არ თქვა ახლა ტიტანიო მაგი ფასით ისეთია რომ ჩემს მტერს და დამუსავებაც მთლად ზღაპარი არაა
ja_ja
ნამდვილად სასარგებლო ინფორმაცია მომაწოდე და ყველანაერი დაბნეულობიდან და გაურკვევლობიდან გამომიყვანე, აი ამის ყიდვას ვაპირებ და 7075-ა. ოპტიკისთვის 500$-ზე მეტი ბიუჯეტი ვერ გამოვყავი ისიც ჩემი leupold-ი თუ გაიყიდა, მაგრამ რინგებში რატომღაც მემეტება და მინდა რო საშვილიშვილოდ დავიტოვო თოფი და ოპტიკა რომც გამოვცვალო რინგებს ხელს აღარ ვახლებ ისეთი გართულება დამემართა რინგებზე, თან შენ ისე შეაქე ეგ შენადნობი რო ამაზონზე მგონი ტყუილად არ დაუწერია ვიღაცას ამ რინგებზე რო BMG50-ზე დავაყენე და ამოვისუნთქეო
http://www.vortexoptics.com/product/vortex-precision-matched-rings-30mm-riflescope-126
მემგონი ზედმეტად ძვირიანს უყურებ
რინგები უფრო ზუსტი იქნება ვიდრე თოფის რელსი
ჩემი რჩევა ინება თუ მაგდენის დახარჯვას ფიქრობ გადახედო http://www.pyramydair.com/a/Accessories/Mounts_bases_rings_levels_and_scope_stops/51/brands_114, მოდელები დოხრენაა და მაგ ფირმას აქვს ერთი საუკეთესო იდეა, ეს არის თვითწენტრირება.
ანუ ყველა რინგს რასაც გადახედავ ბაზარზე დაჟე შენს მიერ ამორჩეულს, აქვს რინგი და ცალკე დეტალი რომელიც მოჭერისას რელსზე აქვავებს თვითონ რინგს. ხოლო BKL-ის რინგები გაკეტებული ერთი მთლიანი დეტალისგან და არ აქვს ცალკე პატარა დეტალი, არამედ ისეა დამზადებული რომ ფეხები აქვს განზე გაშლილი და მოჭერისას ორივე მხრიდან ერთნაირად უახლოვდება ფეხები ერთმანეთს.
შედეგად თუ ყველა სხვა რინგზე აუცილებელია რომ ვინეტბი ერთ მხარეს გქონდეს, წინააღმდეგ შემXთვევაში ღერძიდან გადახრას მიირებ, BKL-ის რინგებს ეგ არ აწუხებს, გინდა აქედან გინდა იედან გინდა ორივე სხვადასხვა მხრიდან დაამაგრე მაინც ცენტრირებული იქნება თოფის რესლზე და ოპტიკას ზუსტად თოფის რელსის პარალელურად დააყენებს
რავი გადახედე აბა... მემგონი ღირს მაგაზე გაჩერება...
ja_ja
ეხლა იცოდე მეტალის შენადნობებზე რა ძვირფასი ინფორმაციაც მომაწოდე სულ წყალში ყრი და ისევ მაბნევ, ძლივს მომეხსნა დაბნეულობა და რას მიშვები? თან ვერ ვნახე შენადნობი. ანუ შენ იმის ტქმა გინდა რო უფრო ადვილი დასაყენებელია ხო ?
http://www.bkltech.com/და მასზე განთავსებულ ვიდეოს... მგონი შენთვითონ მიხვდები ერთერთ ყველაზე ხშირ შეკითხვაზე პასუხს - რატომ იცვლება სხბადასხბა მანძილზე დამიზნების წერტილი ჰორიზონტალში? მართალია მინიმუმით მაგრამ მაინც,,, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რინგები ცენტრიდან გადაწეულია მარჯვნივ ან მარცხნივ გააჩნაი საიდანაა ვინტები. შედეგად რაღაც ნამძილზე გაასწორე ოპტიკა, მაგრამ ეს ნიშნავს რომ პარალელური ხაზები კი არ გაქვს გასწორებული არამედ ურთიერთ გადამკვეთი ხაზების შეხების წერტილი დაამთხვიე რარაც მანძილზე, მაგრამ სხვა მანძილზე იასნია რომ შენი ოპტიკის ღერძI და ლულის ღერძი ერთმანეთს სულაც არ დაემთხვევა
ასევე მაგ გვერდზე საკმაოდ მკაფიოდ წერია •BKL mounts are manufactured from aircraft-grade aluminum alloy on state of the art machinery in Texas.
ამერიკელები კი aircraft-grade aluminum ეზახიან მხოლოდ 7075-ს
გარდა მაგისა თუ გაინტერესებს ჰამძლეობა გადახედე http://www.bkltech.com/articles.asp?id=137, არის ლაითი 1 სექციანი, არის გამძლე 2 სექციანი და დაჟე სუპერ ჰევი გამძლე 3 სექციანი რინგები...
ja_ja
ეგ შენი თქმის არ იყოს რაღაც ზე სწორი რელსი უნდა იყოს, ანუ ვერტიკალში იდიალურად ლულის გასწვრივ უნდა იყოს და ოპტიკაც თავის მექანიზმიან კორპუსიანად მიკრონებში უნდა იყოს დამზადებული რო მაგ რელსებზე იფიქრო, თუმცა ისიც გასაგებია რო პრობლემას პრობლემა არ უნდა დაუმატო და ისეთი რინგები არ იყიდო რომელიც ოპტიკას ნებისმიერ შემთხვევაში გვერდზე დაგისვამს. მაგრამ რჩება ერთი კითხვა, ძალიან ბევრი გამოცდილი მწარმოებელი არ უშვებს ისეთ რინგებს როგორიც შენ დამილინკე და რატომ ნეტავ თუ ასე მარტივად იჭრება ის პრობლემა რომელიც შენ ახსენენე ?
ნუ ვორტექსის ყიდვა გადაწყვეტილი მაქვს და დიდი ალბათობით BKL-საც ვიყიდი, ჯერ ორივეს იდიალურად გავანულებ 100 მეტრზე და შემდეგ 200 მეტრზე რომელი რინგის ჯგუფიც ჰორიზონტალში უფრო მეტად გადაინაცვლვლებსმარჯვნივ ან მარცხნივ, (არმგონია 200 მეტრზე ქარმა შემიყვანოს შეცდომაში) იმას გადავანცვლებ პნევმატიკაზე.
p.s იდეა მომეწონა მაგ რინგების და სანამ მაგ ვიდეოს დამიდებდი მანამდეც მივხვდი მაგ რინგების უპირატესობას, თუმცა დაჭერისას არავინ იცის ორივე მხარე თანაბრად შეიზნიქება თუ არა.
http://www.radikal.ru
ja_ja
ეს რა კარგი ინფო დადე! ეგ რინგები სჭირდება ჩემს ვექტორას ნამდვილად
ja_ja
სვდ ს ოპტიკური ღერძი თითქმის 1 სმ ით ცდება ლულის ცენტრალურს.
Multi-Tool
იმიტომაცაა მაგარი სნაიპერული თოფი, 2 MOA-ში ვერ ჯდება, როდესაც მინიმალური მოთხოვნა 1 MOA არის
ja_ja
მართალი ხარ, მაგარი საზიზღრობაა. ხო და მაგ იარაღის მისროლის შემთხვევაში ჰორიზონტალის
კოორექნირაბას სადღაც 400 მეტრში ვაკეთებდით. ხალხს მეტი არც ჭირდებოდათ.
[
ja_ja
აი ეს ოპტიკა http://www.amazon.com/gp/product/B004KRA4YG/ref=s9_simh_gw_p200_d0_i2?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=desktop-1&pf_rd_r=0WNHJ41S7DSJKCTZYQ8Y&pf_rd_t=36701&pf_rd_p=1970559082&pf_rd_i=desktop გავასწორე ჰატსან ატ 44-10 ზე და და ჩემდა
გასაკვირად ასეთი შედეგები მივიღე
30 მეტრზე- ჯვარზე დავსვი ( ზუმი 5 და ზუმი 12 ) დანარჩენი ასე გამოიყურება
40 მ- ( ზუმი 12 ) - ისევ ჯვარზეა
20 მ ( ზუმი 12 ) - ისევ ჯვარზეა
10-12 მ ( ზუმი 5 ) -ჯვრის დაბლითა წერტილზეა
50 მ ( ზუმი 12 ) -ჯვარსა და დაბლითა წერტილს შორის ( შუაში )
60 მ ( ზუმი 12 ) ჯვრის დაბლითა წერტილზე
80 მ ( ზუმი 12 ) ჯვრის დაბლა მეორე და მესამე წერტილებს შორის ( შუაში ) რამდენიმეჯერ ცოტა მარცხნივ ( 4სმ -ით ) წაიღო შეიძლება ნიავის ბრალიც იყო
ყველა გასროლა მოხდა 180 დან 150 წნევამდე . სიჩქარის საზომი არ მქონია . დავხარჯე დაახლოებით 250 ცალი კროსმან-დომედის 10,5 გრინიანი პულკები. სამიზნე ( მიშენია ) იყო დაახლოებით ერთი მეტრით მაღლა თოფთან შედარებით ( არ ვიცი ამასაც აქვს თუ არა მნიშვნელობა ) . მოკლედ იმასაც გეტყვით რომ ოპტიკიდან აქამდე არასდროს მისვრია .
გამიკვირდა : პირველი -- 10 მეტრზე და 60 მეტრზე ერთნაირი დამიზნება სჭირდება
და მეორე---20მ , 30მ და 40 მეტრზეც ერთნაირი დამიზნება ( ანუ ჯვარზე ) სჭირდება .
მადლობთ ყურადღებისთვის! ველი გამოხმაურებებს.
userman
გილოცავ ესეიგი ზუმის ცვლილებისას ოპტიკა არ ირევა და ეს კარგია
geojorjika
userman
ja_ja
Manual - Setting Up Your Scope
Manual - Scope Centering
Manual - Zeroing Your Scope
ხომ არ იცით 44მმ-ან ოპტიკაზე რა სიმაღლის რინგები უნდა ავიღო ამ სამიდან რო ოპტიკა მაქსიმალურად ახლოს იყოს ლულასტან ?
ზომები რო უწერია სურათზე როგორც მაქვს წითლად აღნიშნული მასე იზომება ?
http://www.radikal.ru
პლათფორმა მთელ სიგრძეზე გადის, ანუ როგორ ვიანგარიშო აღარ ვიცი
http://www.radikal.ru
okela84
მაქვს 44 შემავალი ლინზიანი ოპტიკა და რაღაც-რაღაც სხვადასხა ზომის კრონშტეინები.
ასე რომ თუ არ გეზარება და შტანგელიც გაქვს(ჩემი მოკვდა ) შემომიარე და ვნახოთ
როგორც ამბობენ 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო
gregory
გრიგოლ პნევმატიკით რო გამოგიარო დამეხმარები ერთი პრობლემის დადგენაში ? ბოლოს რო მქონდა ნასოსი დავტენე ბოლომდე და რამდენიმე საათში ბოლომდე დაიცალა თავისით, მე და კაკამ შევამოწმეთ ვანაში რეზერვოარი ცალკე და საერთოდ არ გასდიოდა, ანუ რომელი დეტალის ბრალი შეიძლება იყოს პცპ საერთოდ არ დამიშლია და რა ვქნა არ ვიცი.
თან პცპ-სთვის რამე ზეთები თუ გაქვს მაგასაც ავიღებდი.
ხომ არ იცით 44მმ-ან ოპტიკაზე რა სიმაღლის რინგები უნდა ავიღო ამ სამიდან რო ოპტიკა მაქსიმალურად ახლოს იყოს ლულასტან ?
ზომები რო უწერია სურათზე როგორც მაქვს წითლად აღნიშნული მასე იზომება ?
http://www.radikal.ru
მე პირადად არასდროს არც კი გამიფიქრებია კონკრეტულად მილიმეტრებში გამეზომა რინგების სიმაღლეები შეიძლება გრეხიც კი არის, მაგრამ რავიცი მე აქამდე მაკმაყოფილებდა 3 სტანდარტული ზომა Low, Medium და High აი რომელი რამდენი მილიმეტრია გაგებაში არ ვარ
ja_ja
ნუ რამდენადაც ვიცი არსებობს 2 გაზომვის მეთოდი
1) ის რაც შენ გაქვს მონიშნული, ანუ მხოლოდ სიმაღლე იმ ადგილიდან რომელიც სამიზნის რელსიდან იწყება მანამდე სანამ ოპტიკის ცილინდრი დაიწყება.. ანუ კაკრას ის ადგილი რაც შენ დადე
2) აი მეორე შემთხვევქაში იწყება ძირიდან, ანუ იგივე ადგილიდან რაც შენ გაქვს დახაზული და ადის მრგვალი წრის ცენტრამდე.
-----------------
შენს მიერ მოყვანილი რინგი ანუ აი ეს
ნუ შანსი არაა რომ პირველი მეთოდით იყოს გაზომილი და 22 მილიმეტრი იყოს, სავარაუდოდ მეორე მეთოდით გაზოომვა არის ნაგულისხმევი, ანუ ძირიდან ოპტიკის ცილინდრის ცენტრამდე
ანუ რინგი არის 30 მილიმეტრიანი ოპტიკისთვის, ესეიგი რადიიუსი არის 15 მილიმეტრი, 22-ს გამოკლებული 15 გამოდის 7 მილიმეტრი აი ეგ უფრო შეესაბამება სინამდვილეს
ja_ja
დიდი მადლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფოსთვის, მე გამოვწერე high 1.26-ნი. ანუ 32მმ-ს მინუს 15 მმ= 17 მმ-ს რაც მაძლევს ჩემთვის ოპტიკის იდიალურ და მინიმალურ დაშორებას პლადფორმასთან და flip cap-ის ადგილიც რჩება
ja_ja
როგორც ხედავ ხარისხიანი რინგებისთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას ის რაც შენ დაწერე ზემოთ. leupoldis რინგებია და ამ დილით გადავუღე სურათი, ორივე საპირისპიროდ დავაყენე და აი შედეგიც მშვენივად ჩანს სურათზე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
okela84
რინგების სისწორე გარედან არ იზომება, არამედ შიგნიდან და თვალით შესამჩნევი თუ არის, ეგ ნამეტანია უკვე, ჩემს მიერ ნახსენებ ვიდეოში სადემონსტრაცია ვიზუალურად კარგად ასაღქმელი მაგალითია მოყვანილი, ხოლო ნორმლაურ შემთხვევაში რონგების სიზუსტის შესამოქმებლად საჭიროა ორივე რინგში ცილინდრის ჩადება და მოჭერა, ცილინდრები ერთმანეთტან შეხების წერტილში წვეტოთი უნდა იყოს გათლილიდ ა მაგ დროს უკვე ნათლად ჩანს რამდენადაა ერთმანეთის მიმართ წვეტოები აცდენილი
ja_ja
კი ვნახე ეგ ვიდეოც. ისე შენ თუ გაქვს ეგ წაწვეტებული ცილინდრები მათხოვე ან თუ იცი სად შეიძლება მასეთების შოვნა 30 მმ-ანების ? 3 წყვილი მაქვს სამივე სხვადასხვა ფასიანია და საინტერესო იქნებოდა გატესტვა, ვორტექსებიც ჩამომივა რამდენიმე დღეში და 4 გახდება.
პირველ სურათში რას ამოწმებს ვერ მივხვდი ?
okela84
geojorjika
ხო ეხლა დავინახე, რამხელა ზაზორია მეორეზე, ანუ კარგ შემთხვევაში ოპტიკა შეიძლება სწორადაც დადგეს და ლულის გასწვრივ იყოს, მაგრამ რინგებს არ ჰქონდეს პოლნი კონტაქტი მილთან და კიდეებით ეჭიროს ხოო ?
Multi-Tool
ძაან მეეჭვება რო აშლიფოვკებდეს მემგონი რო მხოლოდდამხოლოდ რინგების დეფექტების გამომჟღავნებაა ორივე სურათში
Multi-Tool
Multi-Tool
მჯერა თუ არ მჯერა ფაქტი დადე ანუ ვიდეო სადაც რინგებს მაგ მეთოდით აშლიფოვკებენ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთja_ja
ja_ja
Multi-Tool ეს ვიდეო არის სპლოშნაია რეკლამა მაგ ძვირად ღირებული ხელსაწყოების! მოკლედ,სახლის პირობებშიც გაასწორებ ოპტიკას თოფზე,მაგ ხელსაწყოების გარეშე!+არა ნაკლებ ზუსტად. მაგი პიკის წვეტები კი ზედმეტებია საერთოდ!
Multi-Tool
მართლა აშლიფოვკებს თურმე. არ მეგონა ასე კუსტარულად თუ იყო შესაძლებელი რინგების გასწორება.
რა საჭიროა ამდენი წვალება და ფულის ხდა ამ ხელსაწყოებში როცა მაგ ხელსაწყოების მესამედ ფასად იყიდი ისეთ რინგებს რომლებსაც მსგავსი პრობლემა არ ექნება.
gregory
ნუ ეხლა ფასი და მწარმოებელი მაინც შვება თავისას და ნანომეტრებში არც არავის აქვს ოპტიკის დაყენების პრეტენზია
მასე რინგები ერთმანეთს უსწორდება მაგრამ ეგ ხომ აუტომატურად არ ნიშნავს რომ რაზეც დამაგრებულია იმის პარალელურია?
Ex3
მეორე რინგი უკუღმა დგას, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რინგის ცენტრი პლადფორმის პარალელურია
ბიჭებო მაინტერესებს ოპტიკის გასწორება რა მანძილზეა მიზანშეწონილი??
თუ არა აქვს დაშორებას მნიშვნელობა? სადღაც 10მეტრში სავარაუდოდ ზუსტად ისვრის, და 30-40 მეტრში მე ვერ ვესვრი თუ მაინც იპტიკაა გასასწორებელი ვერ გავიგე.
მოკლედ რა მანძილზე გავასწორო? რაც შორი,უფრო კარგი>?
ცენტერპოინტის ოპტიკაა 4X32-ზე. რაც მოყვა ტიტანს
და ისე რას მირჩევთ,საშუალო დონის ასე 160-180 ლარის ფარგლებში უკეთესი რისი ყიდვა შეიძლება??
10 მეტრში თუ ზუსტად ისვრის, 40 მეტრზე მაღლა უნდა დაუმიზნო უფრო
koknar
160 180 ლარად 3-9X50 უნდა იყიდო წესით.რაც შეეხება ოპტიკის გსწორებას 10 მეტრზე,ესროლე ქაღალდს 25 50 მეტრზე დანხავ საით მიაქ 10 მეტრზე გგასწორებულ ოპტიკას
პნევმატიკისთვის 3-9x50 საკმარისია მგონი
არჩევანი ისევ ან center pointზე შევაჩერე ანდა leapers. იგივე ალბათ utg. როგორც გადავათვალიერე მგონი არც center point არ ჩამოუვარდება მეორეს.
კიდევ რა მაინტერესებს არის ვარიანტი რომ რომელიმე ოპტიკა არ წავიდეს თოფზე თუ ყველა მიდის? როგორაა მანდ?
რინგებზეა დამოკიდებული?
temo-777
კლასიკურ კონდახებზე მიდის გრძელ ბაზიანო ოპტიკები, მოკლე ბაზიანი ოპტიკური
სამიზნეები კი იმ თოფებზე, რომლებსაც სპორტული ტიპის ან პისტოლეტის ტარიანი
კონდახები აქვთ.
Center point ქროსმენისაა მგონი. ხო რინგებზეა დამოკიდებული, შეიძლება რაც ოპტიკას მოყვება ის არ დაყენდეს იარაღზე და ცალკე დაგჭირდეს ყიდვა
Multi-Tool
ნიკა
მადლობა.
რაღაც ვარიანტი გამოჩნდა.
bushnell 3-9x56e
მაგ 2 ბრენდთან მიმართებაში ძალიან ჩამორჩება?
არავის გქონიათ ამ ბრენდთან ან ამ მოდელთან შეხება?
http://radikal.ru/big/99cb584d0a2848b289d0caeafd5d1c6a
ოფ. საიტზე ვერ ვნახე ეგ ოპტიკა.
ანუ fake მოდელები ხომ არაა თქო.
ამ ფორმულაში ვერ გავერკვიე კარგად.
1/4-ის გასწვრივ ანუ 1 დაწკაპუნება მაგ. 35 იარდზე 7/80 ინჩი რას ნიშნავს?>
http://radikal.ru/big/fd7bc1e9ed7f4dc6afca5f2423e96e84
ანუ 1 დაწკაპუნება 35 იარდზე 0.22 სმ-ით გაწევს ბადეს?
temo-777
მაგ კლასის ოპტიკაზე მაგ წკაპუნების თვალს შეეშვი, განმეორებადობა
არ ექნება. ანუ განულებულიდან მაგალითად 20 ეტაპზე რომ გადაატრიალო და
და მერე უკან დააბრუნო, არაა ფაქტი რომ იგივე ბოლოს დაუბრუნდე.
ოპტიკის მაგის ცოდნის გარეშეც ადვილად გაასწორებ, დისტანციებზე კოორექტირებას
კი სწორედ მილდოტის ბადით ახდენ.
ასე რომ, ნუ ირთულებ ცხოვრებას.
temo-777
Multi-Tool
გასაგებია,უბრალოდ ფორმულა მაინტერესებდა და მგონი სწორად მივხვდი.
okela84
temo-777
შენი ლიპერსი ბევრად სჯობს, იმიტომ რომ ლიპერსია და ის ბაშნელი არ არის ბაშნელი
როგორც იქნა მოვიცალე ჩემი ოპტიკისთვის და მგონი გავასწორე.კარგა არეული იყო,არ მეგონა,თავიდან 10 მეტრზე თაბახის ფურცელს ვერ ვარტყავდი.
საბოლოოდ გავასწორე 35 იარდზე (32 მეტრზე) როგორც ეწერა ოპტიკის მანუალში.
ამოვბეჭდე გუგლიდან თარგეტები აი ასეთი.
სხვათაშორის წითელი ზოლებით დახაზული ბევრად უფრო კარგად ჩანდა, როდესაც ბინდდებოდა მაშინაც კი.
ხოდა გადავზომე 32 მეტრი,ოღონდ არა ნაბიჯებით,მეტრიანით იყო გაზომილი და იყო ზუსტი 32-33 მეტრი.
თორე ჩემი 32 გადადგმული ნაბიჯით გამოვიდა 15 მეტრი,მიუხედავად იმისა რომ 1.82მეტრი ვარ
32 მეტრი არც თუ ისე პატარა მანძილი ყოფილა თურმე.თვალით უფრო ნაკლები მეგონა რატომღაც,
ხოდა დავამაგრე თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი სამიზნე და ხელათვე დავიწყე 32-33 მეტრიდან გასწორება რა თქმა უნა 24X-ით.მაგრამ უშედეგოდ.
მომიწწია 10 მეტრზე გადანაცვლებაა,იქაც კი ფურცლის ბოლოში ხვდებოდა
როგორც იქნა მივედი 32 მეტრამდე და სკამზე ჩამოყრდნობილი 24X-ით მივაღწიე 8-9-იანებში მოხვედრას.
ბოლო 2 გასროლა 10-იანის ხაზსაც კი მოხვდა
ფიქსატორი წებო არ უსვია ბოლტებს
რას ფიქრობთ ნორმალური შედეგია ზდპ-სთვის?
32 მეტრიდან 8-იანები ,9 -იანები,ბოლო 2 ცალი 10-იანი.
ნუ რა თქმა უნდა 7- და 6 -იანებიც იყო როცა ვერ ვისროდი,საკმაოდ მძიმე იარაღია,იმ დღეს ავწონე თავის ოპტიკიანად ზუსტად 4კგ იყო,მომაწყვიტა წელი და არც თუ ისე ადვილი ყოფილა.
მითუმეტეს დიდი ზუმით გასროლა,ყველა ვარიანტში დაფიქსირებული უნდა გქონდეს იარაღი,რისი საშუალებაც სამწუხაროდ მე არ მქონდა და მომიწია სკამზე ჩამოყრდნობილი იარაღით გასროლა
http://radikal.ru/big/cd855dfa45bb43eda521396b97eee2ea
სალამი ფორუმს, ხომ ვერ მეტყვით რამდენად მნიშვნელოვანია ოპტიკის განოლება
გასაგებია რასაც მპასუხობ და მეც გეთანხმები. მე არც ვაპირებ კლიკების გამოყენებას, მაინტერესებს თუ გავასწორებ ვერტიკალში ოპტიკას და არ არის განულებული, მომცემს განსხვავებას მარჯვნივ ან მარცხნივ სროლისას 50-80 მეტრში
giga2010
კორექტირებას მაინც მოითხოვს, შენ რაც გინდა მაგის გაკეთების საშუალებას ერთობლიობაში აღებული ბევრი მიზეზი არ მოგცემს
1) ლულა/კოლოფი
2) კოლოფი-ვივერი
3) ვივერი-რინგები
4) რინგები-ოპტიკის მილი
5) ოპტიკის მილი-ბადე
ზემოთ ჩამოთვლილიდან არცერთი არ არის ვერტიკალურად იდიალურ ზოლში იმ შემთხვევაშიც კი როდესაც საქმე წამყვანი მწარმოებლების ტოპ პროდუქციასთან გვაქვს და განულებაც ამისთვის არსებობს.
უ.ი
მარჯვენა ნარეზი მარჯვნივ ექაჩება ტყვიას და მარცხენა მარცხნივ. პლიუს კიდევ ყველა ფასკა უნიკალურია რაც იმას ნიშნავს რომ ტყვიას ლულით მინიჭებულ ტრაექტორიას ფასკა უცვლის ერთი და იგივე მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად, მაგრამ ფაქტია რომ უცვლის
mister_io
okela84
მადლობა ყურადღებისთვის
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services