თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფლეიმი _ ისევ და ისევ IT პრობლემები :D

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 13 2010, 10:35 PM

alt და cntrl რო აწვებ ერთად და მერე delete-ს ხო აგდებს ფანჯარას კი იცით რა ფანჯარაცაა,
ეხა რო ვაწვები აი ამას მიწერს ,,Task maneger has been disabled by your administrator''
როგორ გამოვასწორო?

პოსტის ავტორი: bazuka Nov 13 2010, 10:37 PM

თუ როგორც სტუმარი ისე არ ხარ შესული, მაშინ რაცხა ვირუსი იქნება.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 13 2010, 10:43 PM

ციტატა(bazuka @ Nov 13 2010, 11:37 PM) *
თუ როგორც სტუმარი ისე არ ხარ შესული, მაშინ რაცხა ვირუსი იქნება.

ხო ალბათ ვირუსია sad.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 13 2010, 10:50 PM

მოკლედ ამ თემას ისეთი სათაური აქვს, რომ ყველანაირი Iთ პრობლემის განხილვა შეიძლება, ხომ? თუ მეშლება?

მოკლედ, მეც მაქ ერთი ეგეთი პრობლემა, ხოდა, თუ არ გაბრაზდებით დავწერ აქ ბარემ:

რატომღაც კომპი არ ხსნის მაივიდეოზე ვიდეოებს. მართალია დიდი მომხმარებელი არ ვარ ამ საიტს, მარა მაინც ტეხავს, რო ვერ ხსნის. საიტი ჩვეულებრივ ირთვება და ყველაფერი, უბრალოდ ვიდეოს რომ ვაჭერ, რეკლამა ირYთვება ჩისტაია ლინიასი და მერე უკვე აბუფერებს და აბუფერებს, მარა ვიდეოს აღარ რთავს. საინტერესო ისააა, რომ ასე აკეთებს ყველა ბრაუზერზე რაც მაქ. თან, ძველად დაბურქმარქებულ ვიდეოებს ჩვეულებრივად ხსნის, მარ სხვებს არა, რაც არ უნდა ვცადო....


მირჩიეთ რამე....

პოსტის ავტორი: bazuka Nov 13 2010, 10:52 PM

nihontoman
აბა რამე პროქსით სცადე შესვლა

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 13 2010, 10:55 PM

ციტატა(bazuka @ Nov 13 2010, 11:52 PM) *
nihontoman
აბა რამე პროქსით სცადე შესვლა



მაგალითად? biggrin.gif მართლა, რამე ლინკი ისროლე. "სანდო"


ვცადე რამდენიმე პროქსი, მარა ან ფულის გადახდას მთხოვენ, ან კიდე თუ ირთვებიან, მაივიდეოზე თვითონ ვიდეო პლეერი საერთოდ არ იტვირთება ან არ ჩანს....

პოსტის ავტორი: bazuka Nov 13 2010, 11:07 PM

იყო რაღაც ქართული პროქსი, მარა სამსახურში მაქვს. სახში ტელეკომზე გლობალი არ ითიშება
სამსახურში კი ჯელინკზე ხშირად ვიყენებ, მარა არ მახსოვს sad.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 13 2010, 11:09 PM

ციტატა(bazuka @ Nov 14 2010, 12:07 AM) *
იყო რაღაც ქართული პროქსი, მარა სამსახურში მაქვს. სახში ტელეკომზე გლობალი არ ითიშება
სამსახურში კი ჯელინკზე ხშირად ვიყენებ, მარა არ მახსოვს sad.gif



კაი პროქსის თავი დავანებოთ, სხვა ვარიანტი არსებობს? Flash Player სეთინგებში მაივიდეოს ნება დავრთე შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაცია შეენახა ლოკალში, აქსესები მივეცი, მარა არ შვრება მაინც.

Windows Firewall ხო არ ა*რაკებს? ან ანტივირუსი? თუ ასეა, როგორ გავიგო იცით ვინმემ და როგორ აღმოვფხვრა ეს პრობლემა?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 13 2010, 11:22 PM

nihontoman
http://download1us.softpedia.com/dl/58c0921ec66e1467642318419326d0ba/4cdef311/100101380/software/portable/internet/servers/PortableTor-0.2.1.19-0.1.15-0.exe

ეს გადმოწერე და გაუშვი , ფაირფოქსში წესით უნდა ჩაინტეგრირდეს ტავისით

127.0.0.1 პორტი 8118

ეს სეტინგი გამოიყენე

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 13 2010, 11:27 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 14 2010, 12:22 AM) *
nihontoman
http://download1us.softpedia.com/dl/58c0921ec66e1467642318419326d0ba/4cdef311/100101380/software/portable/internet/servers/PortableTor-0.2.1.19-0.1.15-0.exe

ეს გადმოწერე და გაუშვი , ფაირფოქსში წესით უნდა ჩაინტეგრირდეს ტავისით

127.0.0.1 პორტი 8118

ეს სეტინგი გამოიყენე



მადლობა, მარა რა არის ვერ ვხვდები biggrin.gif


ეს: 127.0.0.1 პორტი 8118 - სად გამოვიყენო? თვითონ პროგრამაში?

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 13 2010, 11:35 PM

geojorjika
გადმოვიწერე და დავაყენე, სეტინგებიც ვიპოვე და შენს მიერ მითითებული პარამეტრებიც ჩავწერე, მარა ეხლა რა ხდება? რა ვქნა? როგორც ვხვდები მაივიდეოს ვიდეოებს ისევ არ აჩვენებს და რაღაც დამატებით არის საჭირო....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 13 2010, 11:37 PM

nihontoman
სად რა ცაწერე აბა მითხარი.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 13 2010, 11:39 PM

ვახ რა უნამუსო ხალხი ხართ ტო lol2.gif გააბახეს თემა კაი ჯანდაბას biggrin.gif მერე გავაერთიანებ სხვა ამ სახის თემებთან

ნინხოტო http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1413&hl= !

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 13 2010, 11:41 PM

ესე გააკეთე? Internet Explorer>Tools>Internet Options> Connection> LAN Settings> მოპტიცკე Chack Box-ი Proxy Server-ის და მანდ VPN ადრესში ჩაწერე 127.0.0.1 და პორტში 8118 , ეგ TOR-ი ჩართული გქონდეს და მარჯვენა ქვედა კუთხეში რომ გამწვანდება იკონდა ანუ დაუკავშირდება სერვერს მერე შედი ინეტრნეტ ექსპლორერიტ მაივიდეოზე და ნახე აბა რას იზამს.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2010, 11:04 AM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 13th November 2010 - 11:35 PM) *
alt და cntrl რო აწვებ ერთად და მერე delete-ს ხო აგდებს ფანჯარას კი იცით რა ფანჯარაცაა,
ეხა რო ვაწვები აი ამას მიწერს ,,Task maneger has been disabled by your administrator''
როგორ გამოვასწორო?

ეგ გარანტირებულად ვირუსია.

მოკლედ ვირუსის ამწერმა არ იცის ტასკ მენეჯერში როგორ დამალოს ვირუსი, შესაბამისად მცოდნე კაცმა რომ გამოიძახოს ტასკ მენეჯერი, მიხვდება ჩამონათვალში როპმელი სოფტია ზედმეტი და დაკილავს. ეგ რომ არ მოხდეს, მაგიტომაც ტასკ მენეჯერის გამოძახებას გითიშავს. სისტემ განსხვავებას ვერ ნახულობს ადმინმა გათიშა თუ ვირუსმა და გამოაქვს ერთი და იგივე დურაკული შეტყობინება რომ შენს კომპზე ადმინმა აკრძალა ამ პუნქტის გამოძახება smile.gif

მკურნალობა მარტივია, ან რეესტრიდან უნდა ჩაასწორო ერთერთი პუნქტი, ან MMC უნდა გამოიძახო და გაასწორო სისტემის პარამეტრები შენს ჭკუაზე.

ახლა MMC-ს ახსნა მეზარება ამიტომაც აგერ რეესტრის მოკლე ინსტრუქცია:

Start>Run>Regedit>OK

გამოსულ პროგრამაში გადადი 3 განყოფილებაში (ნუ რიგრიგობით იასნია):

HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System
HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System
HKEY_USERS\.default\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System

მანდ ნახე პუნქტი DisableTaskMgr დეფაულტად WIN-ში ან საერთოდ არ არსებობს ეგ პუნქტი, ან მაგას აქვს მნიშვნელობა ნოლი "0" რაც იმას ნიშნავს რომ ნებადართულია მაგის გამოძახება, ვირუსის, ან ადმინის მოქმედების მერე მაგ პუნქტი იღებს მნიშვნელობას ერთიანს "1"

ანუ გამოიყურება აი ასე:



შეგიძალი გადააკეთო მნიშვნელობა ნოლზე, ამისათვის დააწკაპუნე მაგ პუნქტზე ორჯერ და გამოსულ მეინუში ჩაწერე ნოლიანი, ან ყველაზე მარტივია პროსტა წაშალე ეგ პუნქტი და მორჩა საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 14 2010, 11:31 AM

ციტატა(geojorjika @ Nov 14 2010, 12:41 AM) *
ესე გააკეთე? Internet Explorer>Tools>Internet Options> Connection> LAN Settings> მოპტიცკე Chack Box-ი Proxy Server-ის და მანდ VPN ადრესში ჩაწერე 127.0.0.1 და პორტში 8118 , ეგ TOR-ი ჩართული გქონდეს და მარჯვენა ქვედა კუთხეში რომ გამწვანდება იკონდა ანუ დაუკავშირდება სერვერს მერე შედი ინეტრნეტ ექსპლორერიტ მაივიდეოზე და ნახე აბა რას იზამს.



გავაკეთე და ჩაირთო მაივიდეო.

ე.ი. აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანო, პროვაიდერი აჩმახებს?

რა ვქნა ხალხო, შემდეგი საფეხური რა არის, გამარკვიეთ ცოტა...

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 14 2010, 08:19 PM

მდაააა, ახლა ვეჩალიჩებოდი მაივიდეოს და პროქსის გარეშე მარტო ძველად ატვირთულ ვიდეოებს რთავს.... ასე კაკმინიმუმ რამდენიმე თვის ატვირთული უნდა იყოს....
რა ხდება ნაღდად ვერ ვხვდები.....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2010, 09:35 PM

მდაა , მოკლედ რა ხება აი ამას მიგდებს კომპი დამტანჯა უკვე, ვინდი გუშინ გადავაყენე, Win7-ი მიყენია , სისხლი გამიშრო უკვე, ყველაფერი ახალი გადმოვწერე, ყველა დრაივერი ახალია, არანაირი ჩირთი-ფირთი პროგრამები, ვიდეო არის 7600GS-ი , თან ჩართვისას თავიდან რომ წერს მონაცემებს მონიტორი ციმციმებს , უფრო სწორედ ეს ნაწერები იშშლება იწერება , მერე მაზერის სკრინი რომ არის მანდაც ეგრე მოდის ირევა ფერები ერთმანეთში და რაღაც სტრანი რაღაცეები , შეიძლება პირველ ჩართვაზე არც ჩაირთოს და მეორედ რომ გადავტვირთავ მერე ჩაირთოს, ტან მეროედ რომ გადავტვირთავ უკვე ეგეთები აღარ სჭრის ნორმალურად იტვისთება ვინდი , რა ჯანდაბა ვქნა, პერიოდულად რამდენიმე წამით გაშავდება მონიტორი და მაგ ქლიბობას წერს.


პოსტის ავტორი: nihontoman Nov 14 2010, 09:53 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 14 2010, 10:35 PM) *
მდაა , მოკლედ რა ხება აი ამას მიგდებს კომპი დამტანჯა უკვე, ვინდი გუშინ გადავაყენე, Win7-ი მიყენია , სისხლი გამიშრო უკვე, ყველაფერი ახალი გადმოვწერე, ყველა დრაივერი ახალია, არანაირი ჩირთი-ფირთი პროგრამები, ვიდეო არის 7600GS-ი , თან ჩართვისას თავიდან რომ წერს მონაცემებს მონიტორი ციმციმებს , უფრო სწორედ ეს ნაწერები იშშლება იწერება , მერე მაზერის სკრინი რომ არის მანდაც ეგრე მოდის ირევა ფერები ერთმანეთში და რაღაც სტრანი რაღაცეები , შეიძლება პირველ ჩართვაზე არც ჩაირთოს და მეორედ რომ გადავტვირთავ მერე ჩაირთოს, ტან მეროედ რომ გადავტვირთავ უკვე ეგეთები აღარ სჭრის ნორმალურად იტვისთება ვინდი , რა ჯანდაბა ვქნა, პერიოდულად რამდენიმე წამით გაშავდება მონიტორი და მაგ ქლიბობას წერს.




მეც მასე მიკეთებდა ამ კომპზე სულ თავიდან. რაღაც დრაივერი არ გიყენია, ან რამე ზედმეტია....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2010, 09:58 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 14th November 2010 - 11:53 PM) *
მეც მასე მიკეთებდა ამ კომპზე სულ თავიდან. რაღაც დრაივერი არ გიყენია, ან რამე ზედმეტია....

შენ მოერიდე ეგეთი კონკრეტული რჩევების მიცემას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 14 2010, 10:04 PM

geojorjika
დნს ის შეცვლა არ გიცდია???
სცადე აბა სხვა დნს-ები, რომელი პროვ გაქვს?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2010, 10:27 PM

bazuka
რა დნს-ი კაცო ვიდეო კარტა მიტრაკებს და დნს-ი რა შუაშია? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 14 2010, 11:01 PM


geojorjika
უხ, ნიხოს მივწერე და შენ საიდან მოხვდი smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 14 2010, 11:44 PM

ja_ja
run-ში რო შემყავს Regedit და ოკ-ს ვასწვები ისევ ამას წერს disabled by your administrator smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 14 2010, 11:54 PM

რა არი ტო რა ტოტალურად დაერხა თქვენ კომპებს,რაშია საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 12:06 AM

bazuka
პროვაიდერია კავკასიის ციფრული ქსელები, მგონი ექსკლუზივად ითვლება მაგათი მომსახურება, ისე ცოტა ხალხს ემსახურებიან biggrin.gif

DNშ რო შევცვალო, მერე ინტერნეტი არ გა,მეთიშება? biggrin.gif


ხო, კიდე ერთი კითხვა, საიდან შევცვალო? (რუქა კაი იქნებოდა..)

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 15 2010, 12:08 AM

ციტატა(cz80 @ Nov 15 2010, 12:54 AM) *
რა არი ტო რა ტოტალურად დაერხა თქვენ კომპებს,რაშია საქმე biggrin.gif

ვირუსი გამოუშვებს არიგანერებზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 15 2010, 12:13 AM

ციტატა(George @ 15th November 2010 - 01:08 AM) *
ვირუსი გამოუშვებს არიგანერებზე

biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. ამ თემასთან რა შუაშია და
ჩემ კლავას ყავა გადაესხა..კი დავშალე და გავწმინდე ვითომ მარა
კარგად არ გამიწმენდია როგორც ჩანს..ერთ ღილაკს ვაწვები და სამი ერთად იწერება
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მტრები გვყავს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 12:51 AM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 15th November 2010 - 01:06 AM) *
ხო, კიდე ერთი კითხვა, საიდან შევცვალო?

ეუფ, ეხლა ლოგინიდან რაფრა დაგიხატო რუქა???

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 11:51 AM

ციტატა(bazuka @ Nov 15 2010, 01:51 AM) *
nihontoman

ეუფ, ეხლა ლოგინიდან რაფრა დაგიხატო რუქა???



ისა ლოგინში არარ ხარ? ახლა დახატავ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 12:39 PM

nihontoman
რომელი ვინდოვზა გაქ

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 12:42 PM

ციტატა(bazuka @ Nov 15 2010, 01:39 PM) *
nihontoman
რომელი ვინდოვზა გაქ


ვინდი 7, X64


პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 12:47 PM

ქსელის კარტის მონაცემებში შესვლა იცი??

ქსელის კარტის მონაცემებში შესვლა იცი??

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 01:05 PM

ციტატა(bazuka @ Nov 15 2010, 01:47 PM) *
ქსელის კარტის მონაცემებში შესვლა იცი??

ქსელის კარტის მონაცემებში შესვლა იცი??


არააა.... biggrin.gif

არ ვიცი... sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 15 2010, 02:14 PM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 15th November 2010 - 12:44 AM) *
run-ში რო შემყავს Regedit და ოკ-ს ვასწვები ისევ ამას წერს disabled by your administrator

მდააა, კატასტროფენ biggrin.gif

აბა მაშIნ RUN-ში ჩაწერე MMC თუ გამოვა კონსოლი, მერე აგიხსნი რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 02:29 PM

მემგონი მოვიცალე 5 წუთი















ხოდა, მონიშნავ იმას, რომლითაც გადიხარ ქსელში, შეხვალ მახასიათებლებში









პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 05:16 PM

ციტატა(bazuka @ Nov 15 2010, 03:29 PM) *
მემგონი მოვიცალე 5 წუთი















ხოდა, მონიშნავ იმას, რომლითაც გადიხარ ქსელში, შეხვალ მახასიათებლებში










დიდი მადლობა,. მარა DNS-ის ფანჯარაში რა ციფრები შევიყვანო? რაც გულს მოესურვება თუ?



პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 05:21 PM

nihontoman
არა კაუკასუსუი ან ტელეკომისა სცადე აბა.
201010 კაუკასუსუი ნომერი
100100 ტელეკომის.
დაურეკე და ჰკითხე.

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 16 2010, 01:09 AM

ციტატა(ja_ja @ 15th November 2010 - 03:14 PM) *
Der Rote Baron

ციტატა(George @ 15th November 2010 - 12:44 AM)
run-ში რო შემყავს Regedit და ოკ-ს ვასწვები ისევ ამას წერს disabled by your administrator

მდააა, კატასტროფენ

აბა მაშIნ RUN-ში ჩაწერე MMC თუ გამოვა კონსოლი, მერე აგიხსნი რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

ja ja ჩემ კომპსაც იგივე პრობლემა აქვს და იქნებ აგვანათლო როგორ გამოვასწორო?
p.s MMC რომ ჩავწერე გამოვიდა რაცხა ფანჯარა

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 18 2010, 11:02 AM

ochopintre
Der Rote Baron


ორივემ უბრალოდ ახალ-ახალი იუზერები შექმენით საკუთარ კომპებზე და იქ გადაბარგდით. 90% შემთხვევაში შველის ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 13 2011, 10:12 PM



ესეიგი არის შემდეგი პრობლემა, ვიყავი ახლობელთან და ვაიარლესზე პაროლი არ ედო, პაროლი ვერა და ვერ დავაყენე, მერე ავდექი და TPLINK ის ვაიარლეს როუტერია, დავარესეტე მაგრამ ხელახლა დაკონფიგურება არ მომთხოვა, ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა და შექმნა ახალი პრობლემა, ყველა ქსელში მყოფ კომპიუტერს შეუწყდა ინტერნეტის მიწოდება, ანუ არ მიდის ბაიტები, და როგორც კი ამ წაიარლესს გამოვაძრობ დ-ლინკის მოდემიდა, იმწამსვე მიდის, . რა ვქნა არ ვიცი, ან მე უნდა მქონდეს, ან მეზობლებს ანუ , არ ვიცი რა ვქნა და რა ვუშველო
პ.ს პაროლი როგორ დავადო ვეღარ ვხვდები 192.1768.1.1 ში რომ შევდივარ იქ არაა შესაცვლელი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა N2 , ესეიგი დავაყენე ვინდოუს 7,ულტიმატ ვერსია, ავტომატურად აყენებს დრაივერებს, ნეთბუქზე acer aspire one d255e , მაგრამ ინტერნეტ დრაივერები არ დააყენა, ინტერნეტში ვერ შევდიოდი, გადმოვწერე სხვა კომპსი მაგის დრაივერები მაგრამ რომ ყენდება ჩუსტვა არ აქვს, არ მოქმედებს და რა ვუშველო? რა დრაივერი აღარ ვცადე , ზოგი ოფიციალური საიტიდან ზგის საიდან და არ შვრება.

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 May 13 2011, 11:02 PM

ციტატა(buybuya @ 13th May 2011 - 11:12 PM) *
პ.ს პაროლი როგორ დავადო ვეღარ ვხვდები 192.1768.1.1 ში რომ შევდივარ იქ არაა შესაცვლელი


100% უნდა იყოს.
დაწერე აბა TP Link-ის მოდელი.

თუ აქ დაგხვდი მოგწერ პაროლის დასადებად როგორც უნდა მოიქცე.

პოსტის ავტორი: koknar May 13 2011, 11:09 PM

ისიც დაწერე რა ინტერნეტი გაქ და რამდენ კომპიანი, მაკებზე გაწერილი გაქ?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 07:25 AM

არა ვინდოუს 7 ები აყენია 1 ლეპტოპია,და 2 ნეთბუქი , ინტერნეტი კაუკასუს ონლაიინი, და ტპლინკის მოდესლია TL-WR642G

http://www.tp-link.com/products/productDetails.asp?pmodel=TL-WR642G

მეზობლებთან მინდა ჩავრთა პირველ რიგში და ხელხახლა უნდა დავარესეტო? არშველის რა ვქნა არ ვიცი

პოსტის ავტორი: koknar May 14 2011, 12:12 PM

ჯელინკი თუ გაქ სხვა რამეები იწერება დსლ ზე სხა, დაწერე რა ნეტი გაქ ისე რას წერ რაუნდა გირჩიოთ smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 12:31 PM

დსლია

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 12:46 PM

დრაივერს ვერ ვაყენებ
მაქვს ნეთბუქი acer aspire one d255e და ვერ ვაყენებ ლან და ვერც ვაიარლესის დრაივერებს windows 7 starter მიყენია, არადა ოფიციალური საიტიდან გადმოვწერე აცერის საიტიდან სსპეც ამისთვის და რა ვქნა? ინტერნეტის ზნაკს X აქვს

ეს პრობლემა მაქვ სხვა ნეთბუქზე

პოსტის ავტორი: koknar May 14 2011, 12:50 PM

მერე მაგას გარე მისამართები უნდა გაუწერო, კავკაზუსის სტანდარტული. wan ში

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 12:51 PM

ეგ რა არის რომ ვიცოდე

პოსტის ავტორი: koknar May 14 2011, 12:52 PM

თვითონ როუტერში ხო შედიხარ არა, მართვის მოდულში. და მანდაა ეგეთი გამყოფილება WAN

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 12:58 PM

არა კაცო, ადმინით არ შედის, არაა მარტო იპებია და მაიმუნობები

პოსტის ავტორი: koknar May 14 2011, 01:03 PM

Primary DNS Address 87.253.32.130
Secondary DNS Address 87.253.32.131

რო გაარეზეტეფ მერე 192.168.1.1 და ადმინი პაროლის გარეშე. უნდა შევიდეს

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 01:07 PM

ვერ ვხვდები

პოსტის ავტორი: koknar May 14 2011, 01:10 PM

d-link -ში შედიხარ 192.168.1.1 ამ მისამართით, რო ჩაწერო შიგნით მონაცემები ? ის ტპლინკი დაიკიდე ჯერ

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 May 14 2011, 03:04 PM

ტიპილინკის დასაკონფიგურირებლად....პაროლე

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2011, 10:08 PM

ხომ კარგით აღარ მინდა biggrin.gif ჩემი არ იყო და ვიისიც იყო მოვრჩი წამოვედი

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 May 15 2011, 12:21 AM

ციტატა(gioxashuri @ 14th May 2011 - 04:04 PM) *
ტიპილინკის დასაკონფიგურირებლად....პაროლე



ვააახ ეს რა არის???
მინიმუმ 8-9 ხაზი მეწერა და რატომ არის გამქრალი ნაწერები, ნეტავ რატომ არ დაიპოსტა???

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 15 2011, 06:32 PM

ისე მაინც რომ ვიცოდე კარგი იქნება როგორ უნდა დავადო პაროლი და თუ არ დაიზარებ ხელახლა დაწერე გიორგი smile.gif
პ.ს ალბათ ფორუმმა აურია

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 2 2011, 01:59 PM

ესეიგი დახმარება მჭირდება, მაქვს ლეპტოპი acer aspire 4730z , ram 3gb,vga-ati mobility readon hd3450, da intel mobil dual core t 4200 2x2.0 ghz

ამ კომპზე მეყენა ვინდოუს 7, მაგრამ ბევრ პროგრამას რომელიც მინდოდა არ მიხსნიდა 7, და xp დავაყენე, რათქმაუნდა თავიდან არ ყენდებოდა მაგრამ hdd configuration ში ahcli თუ რაგაც Raid ად გადავაკეთე და დაყენდა. მაგრამ ტემპერატურა მოემატა კომპს, cpu ტემპერატურა 60 გრადუსია ჩვეულებრივ სკაიპი მაქ მარტო ჩართული, რისი ბრალია ნეტა? არაფერი ეშველება გარდა იმისა რომ 7 დავაყენო ისევ?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 3 2011, 02:11 PM

როგორც ჩანს დამხმარე არავინ ჩანს, ისევ 7 დავაყენე

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 3 2011, 02:22 PM

ReMiNgToN
ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 2nd June 2011 - 02:59 PM) *
მაგრამ ტემპერატურა მოემატა კომპს, cpu ტემპერატურა 60 გრადუსია ჩვეულებრივ სკაიპი მაქ მარტო ჩართული, რისი ბრალია ნეტა? არაფერი ეშველება გარდა იმისა რომ 7 დავაყენო ისევ?

და მოიცა 7-ში ტემპერატურა დაბალია და XP-ში მაღალია?

დარწმუნებული ხარ რომ ნორმალური XP გაქვს და ყველა შესაბამისი დრაივერი გაქვს დაყენებული?

პოსტის ავტორი: EnDeL Jun 3 2011, 06:00 PM

ReMiNgToN

პირიქით ხო არ გინდოდა დაგეწერა ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 3 2011, 09:35 PM

არა ორნაირი xp ვცადე, დრაივერები კიდევ ultimate driver pack მაქვს და იმან თვითონ დააყენა, და ორივეზე სასტიკად ხურავდა და პახოდუ ნელაც მუშაობდა

პოსტის ავტორი: koknar Jun 3 2011, 11:03 PM

win7 -32 თუ დააყენე რა პროგრამები გაქ ამისთანა რო არ ეშვება 99% ყველაფერი მუშაობს ხოლმე

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 4 2011, 11:02 AM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 3rd June 2011 - 10:35 PM) *
არა ორნაირი xp ვცადე, დრაივერები კიდევ ultimate driver pack მაქვს და იმან თვითონ დააყენა

მოდი რა შევეშვათ რაღაც კუკუ დრაივერების ნაკრებს. თუ სხვისთვის აყენებ და მოცილებაზე ხარ და დროის ეკონომიას აკეთებ ბაზარი არაა და თუ შენთვის აკეთებ, შენს თავს იმდენი პატივიეცი რომ 10-15 წუთით მეტი დახარჯო ჩამოქაჩო დედა დაფის მწარმოებლისგან დრაივერები, ან დისკი რაც მოყვა იქედან დააყენე დრაივერები და მერე ვილაპარაკოთ არევ დარევაზე.

ვის მიერ გაკეთებულ დრაივერებს აყენებ და რომელი ვერსიაა, სრულია არასრულია თუ რა არის კაცმა არ იცის და მაგაზე დაყრდნობით უკვე დასკვნები გამოგაქვს.

იგივეა 10 000-იანი პნევმო თოფი იყიდო მერე ლილოზე 1 ლარად თურქული ქაქი ტყვიები იყიდო ისროლო და პრეტენზიები გქონდეს თოფთან არიქა და მიზანშI ვერ ვარტყავო!

ჯერ უზრუნველყავი საჭირო პირობები!!!!

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 4 2011, 02:22 PM

ანუ ide იქნება თუ ahci არ აქვს მნიშვნელობა ხომ? ahci ზე xp არ მიჰქონდა და ide mode ზე წაიღო. მე მაგის ბრალი მეგონა, ანუ xp რომ დავაყენო თ+ ოფიციალური დრაივერები უფრო ნაკლებად დაგრუზავს კომპს ხო?

პ.ს რა პროგრამები და დდოსერები და მასეთები და 7 არ უშვებს ყველას,

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 4 2011, 06:41 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 4th June 2011 - 03:22 PM) *
ანუ xp რომ დავაყენო თ+ ოფიციალური დრაივერები უფრო ნაკლებად დაგრუზავს კომპს ხო?

ეგეთი აქ არავის დაუწერიამ ჯერ დააყენე და ნახე შეიძLება მართლად გაახუროს, შეიძლება არც გაახუროს. ჯარ დარწმუნდი ახურებს თუ არა ნორმალური პირობებში

ციტატა(buybuya @ 4th June 2011 - 03:22 PM) *
ანუ ide იქნება თუ ahci არ აქვს მნიშვნელობა ხომ? ahci ზე xp არ მიჰქონდა და ide mode ზე წაიღო

ანუ შენ გაქვს SATA ვინჩესტერი და გაქვს ძველი საინსტალაციო ამიტომაც ვერ ყენდება, ან SATA კონტროლერის დრაივერები ჩააინტეგრირე საინსტალაციო ვერსიაში, ან ინსტალაციას რომ დაიწყებს ვინდოუსი დააჭირე F6-ს გამოგიტანს მოთხოვნას მაიტა SATA დრაივერებიანი დისკის დრაივერები ფლოპი დისკეტაზე და მე მივარჭობ ყველაფერსო.

თუ ვერცერთს ვერ აკეთებ პროსტა გადაგყავს BIOS-იდან SATA რეჟიმში მუშაობა IDE რეჟიმშI, ვინჩესტერი შედარებით ნელა იმუშავებს და მორჩა განსხვავება, ვინჩესტერის ნელი მუშაობით სისტემა ან მთლიანად კომპიუტერი ხურდებოდეს მგონი არავის გაუგია.

პოსტის ავტორი: gregory Jun 4 2011, 06:55 PM

ციტატა(ja_ja @ 4th June 2011 - 07:41 PM) *
ფლოპი დისკეტაზე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
სად ექნება მაგას FDD? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ისე მაქვს გარე FDD თუ მაინცდამაინც wink.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 4 2011, 08:21 PM

ფლოპის გარეშე არ იქნება? თვითონ მივარჭობო რას ნიშნავს ანუ თვითონ დააყენებს ფლოპის გარეშე?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 4 2011, 08:22 PM

gregory

ციტატა(gregory @ 4th June 2011 - 06:55 PM) *
სად ექნება მაგას FDD?

რა ვუყო კაცო smile.gif

დურაკი მაიკროსოფტის დედა რომ ვატირე, თან ისე აქვთ გაკეთებული Win 2000/2003 და XP-ში ისე დურაკულად გააკეთეს რომ ფლოპის გარდა სხვა დრაივს არ უყურებს, არც კომპაქტ დისკი აინტერესებს და არც ფლეშკა, გინდა თუ არა ფლოპი მაიტაო, ვერაა ეს მაიკროსოფტი ხანდახან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Jun 4 2011, 09:43 PM

მაგას არ ჯობია დაქაჩოს სპ3 იქსპე და ყველაფერი ექნება სატა მატები, არა ვითომ?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 4 2011, 09:45 PM

koknar
ხო ზუსტად მასე დავქაჩე მაგრამ მაინც ლურჯ ეკრანს აგდებდა სანამ იდე ზე არ გადავიყვანე

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 5 2011, 08:47 AM

koknar

ციტატა(koka @ 4th June 2011 - 10:43 PM) *
მაგას არ ჯობია დაქაჩოს სპ3 იქსპე და ყველაფერი ექნება სატა მატები, არა ვითომ?

არა კოკ XP-ს ძალით არ ახარებს მაიკროსოფტი და არ აძლევს არანაირი აბდეიტის მერეც კი სატას მხარდაჭერას.

ეგ რომ დაქაჩავს ახალ საინსტალაციოს (სასურველია ორიგინალი დაქაჩოთ, ამას ვამბობ რუსული ვარეზნიკებიდან ვინმე ვანიას გადაკეთებული ვერსიების დაქაჩვის მოყვარუებისთვის), მერე გახსნა ISO ფაილი, ჩააინტეგრირო საჭირო დრაივერები, ხელახლა შექმნა ჩამტვირთავი ISO ფაილი და ჩაწერო კომპაქტზე. მაგის მერე სატასაც ხედავს და სკაზისაც smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 5 2011, 02:42 PM

ja_ja
n-lite ით უნდა ჩავაინტეგრირო ხომ? და არ ვიცი ზუსტად რომელი დრაივერები, მოვძებნო ჩემი ლეპტოპის სატა დრაივერები და ის ჩავაგდო?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 6 2011, 01:46 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 5th June 2011 - 02:42 PM) *
n-lite ით უნდა ჩავაინტეგრირო ხომ?

შეგიძლია მაგითაც.

შენ რა ფირმის კონტროლერი გაქვს? ACHI-ს დრაივერები გინდა რომელიც დისკეტაზე იწერება, აი ის დრაივერი უნდ ააიღო და ჩააინტეგრირო საინსტალაციოში.



პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jun 6 2011, 10:40 PM



რავიცი ესე აწერია სტანდარტულიო და რას გაიგებ :?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 21 2011, 10:43 AM

hp probook ზე დავაყენე window 7 , ჩემთან ეგ მიყენია და მუშაობს კარგად და იქ კიდეარც აერო თემა არ აქვს, არც network დრაივერი დააყენა, ჩემით ვცადე დაყენება მაგ დრაივერის მაგრამ ვერ ხედავს საერთოდ ნეთვორქ კარტასს რა ვქნა?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 21 2011, 02:47 PM

ReMiNgToN
ეგრე ვერავინ გეტყვის რა უნდა ჰქნა. მაგრამ ყველაზე მარტიოვი არის რამდენიმე მოქმედება:

1) მწარმოებლის საიტზე ან პასპორტში ნახე რა ქსელის დაფა გამოიყენება და ასევე მწარმოებლის საიტზე ნახე შეიძLება იყოს, Win7-ის დრაივერები (ისე ხშირად Win Wista-ს დრაივერებიც მუშაობს, ეგებ ეგენი იდოს საიტზე)

2) თუ მწარმოებლის საიტზე ვერ ნახავ ახალ დრაივერებს მაშინ გამოყენებული ჩიპის მიხედვით ეძებ სადმე ვინმე სხვა მწარმოებელიც ხომ არ იყენებს იგივე ქსელის დაფას და იმის დრაივერი უნდა აჭამო.

3) არსებობს კიდევ გამზადებული DVD დისკები რომლებიც გატენილია ყველანაირი დრაივერით, უთითებ მაგ დისკზე დრაივერის ძებნას, ან პირდაპირ ეგეთ დისკებზე არის ხოლმე ინსტალერი და ის დააყენებს ყველა საჭირო დრაივერს, ოღონდ ეგ 100%-იანი გარანტია არაა რომ იქნება ის რაც შენ გინდა და თან იმუშავებს ისე რავარც შენ გინდა.


რაც შეეხება

ციტატა(buybuya @ 21st November 2011 - 11:43 AM) *
ან პროცი ვერ ქაჩავს, ან არ გაგიტეცია, ან ვიდეო კარტის დრაივერებიც არ აყენია და პერფორმანსის (ანუ წარმადობის) აზრებიდან გამომდინარე აერო გამორთო სისტემამ.
კარგად და იქ კიდეარც აერო თემა არ აქვს


პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 21 2011, 04:22 PM

ja_ja
ანუ ვინდოუსის ბრალი არ იქნება მაინცდამაინც ხო? დრაივერების ნაკრებში მოვაძებნინე მაგრამ დაწერე რომ განა ვერ ვიპოვე unknow device ო არ ჩანს საერთოდ რააო რა

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 21 2011, 04:55 PM

ReMiNgToN
კაცოუ smile.gif ჩინურად დავწერე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1) ვინდუისის ბრალი არაა

2) იასნია ვერ იპოვა და დაწერს unknow device - ანუ ჯერ ფიქრობს რომ შენ გაგებაში არ ხარ და თვითონ რაც მოყვაბა საინსტალაციო იმ ბაზაში ცდილობს იპოვოს და დააყენოს დრაივერები რომ შენი ზედმეტი კითხვები თავიდან აიცილოს, მაგრამ ვინდოუსი ერთია, აპარატურის მწარმოებელი კი მილიონი ჩინელ ტაივანელი, რა იცის ვინდოუსმა რომე დღეს ვინ რას გამოუშვებს და რა ბრძანებებზე ამუშავებს. ამიტომაც ეძება ეძება რომ პატივი ეცა შენთვის, მაგრამ ვერ იპოვა და დაწერა - გნებდები გაგებაში არ ვარ რა აპარატურა აყენია და დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ან შენ დაიკაპიწე ხელები და დრაივერი მიმითითე რომ ნორმალურად ვამუშაო ეს აპარატურაო, ან თუ შენც გაგებაში არ ხარ, მეც არ ვიცი და ვერანაირად დრაივერს ვერ დამანახებ რომ მივხვდე ეგ აპარატურა რაფერ ვამუშაოოო, ნუ მაშინ ეგრევე დარჩება და რა გიყო ბატონოო, მე რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა შენი გასაკეთებელიაო.

ეს არის მოკლე თარგნამი ადამიანურ ენაზე იმისა თუ რას ნიშნავს unknow device-ს როდესაც წერს კომპიუტერი. ახლა ან მოძებნე დრაივერი, ან მოძებნე ადამიანი რომელიც შენს მაგივრად გააკეთებს მაგას. სხვა მანდ არაფერი არ არის, და შეეშვი ხან ვინდოუსის დაბრალებას, ხან აპარატურის გინებას, თუ ბოსელში დაბმულ ძროხას მიუტან ბალახს და თივას, ის მოგცემს რძეს, ხოლო თუ ასე გეყოლება დაბმული ბოსელში, არაფერს არ მისცემ და ხან ჯიქანზე უთათუნებ და ხან პანღურს ამოარტყავ მაიტა რძეო... მოკვდება და რძეს ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ მოგცემს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 27 2011, 09:28 AM

http://www.pcplus.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=203&category_id=65&option=com_virtuemart&Itemid=7

აი ეს wireless როუტერია თუ რაცხა რომ ვიყიდო და დავაყენო იმუშავებს ნორმალჯურა? ოპტიკური ინტერნეტი მაქ 2400 ით იწერს და ბევრს ხო არ დააკლებს ძაან. ტან 1-2 ოთახის იქითაც მინდა რომ დაიჭიროს კარგად

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 29 2011, 02:29 PM

ReMiNgToN
არ იყიდო, ნაგავი ფირმაა ტენდა smile.gif

TP-Link ან D-Link იყიდე შედარებით იაფი და ნორმალური თუ გინდა, ტენდა არა ოღონდ smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 29 2011, 02:36 PM

ისე ეგ ვაიფაი მაგარი სტრანი მასტია, ოფისში მეყენა დელინკი იყო მონი, მეორე ოთახში ვერ იჭერდა არადა ეს ორი ოთახი ერთი ფართი იყო ფაქტიურად ანუ კარებიც არ იყო. იგივე როუტერი სახში წამოვიღე და მეზობელთან იჭერს ორი კარები მაქ ერთი ხის მეორე რკინის და კაი სინკარების კედლებია, რატო ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 2 2011, 11:21 AM

koknar
ოფისში კედელთან ძალიან ახლოს ხომ არ გეყენა? + ოფისში ბევრი კომპები, მობილები და სხვადასხვა მოწყობილობები იქნებოდა, შესაბამისად, მეტი დაბრკოლება Wi-Fi-ს სიგნალის გავრცელებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: name Jan 14 2012, 11:26 AM

პირველ რიგში ყველას გილოცავტ ძველით ახალ წელს.
ეხლა უშვალოდ რაც მანტერესბს გადვალ კითხვაზე.
მოკლედ ip მისამარტიტ ვიცი რო ჩვეულებრივ მოხმარებლებს არ მიუწვდებათ ხელი ip მისამართიტ გაიგოს ზუსტი ადგილ მდბარებო კონკრეტული პიროვნების. ვინმეს თუ შეულია ip მისამართით გამიწიოს დახმარება ვისაც მიუწყვდება ხელი მარტივად ამ დახმარებაზე. თუ არდა რა საშვალებოთ შემილია დადგენა მისმართის, დაკვალიანებაში რო მანც გამიწიოს დახმარება? ოგონდ არ მკითოდ რისთვის გინდაო ეს ყველაფერიო.

ჯაჯა თუ არსწორად დავფოსტე და არც შესაბამება ეს შეკიტხვა ამ საიტის არაცერთ განყოპილებას წაშალე.

პოსტის ავტორი: ilariona Jan 14 2012, 11:47 AM

name

სალამი და შენც გილოცავთ ძველით ახალ წელს.

მე არ წავშლი ამას, თუნდაც არაკანონიერად მიმაჩნია შენი პოსტი smile.gif რანცხა კანონის დარღვევასთან არის დაკავშირებული მგონი biggrin.gif

ჯაჯა შემოვიდეს და თვითონ გადაწყვიტოს რა და როგორ.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 14 2012, 12:09 PM

ilariona
კაცმა იკითხა და ჩვენ კიდე თუ ვიცით არაკანონიერ პასუხს არ გავცემთ smile.gif

name
საერთოდ ჩვეულებრივ ინტერნეტის გამოყენებით და იპ მისამართით შეგიძლია დაადგინო მარტო ქალაქი smile.gif http://www.ipligence.com/geolocation

აი ამ საიტზე, და დანარჩენი თუ გჭირდება სახლის მისამართი და ასე შემდეგ , უნდა მიხვიდე თვითონ კაუკასუს ნეთვორქში და ფულია გადასახდელი მაგის გასაგებად, მე როგორც ვიცი 60 ლარი ღირდა ეგ რომ გაგეგო, ეხლა თუ შეიცვალა ეგ არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 14 2012, 12:19 PM

name
ნუ რემინგტონამ უკვე რაცხა გამოსავალი მოგწერა, მაქსიმუმ შემიძლია კიდევ http://www.find-ip-address.org/შემოგთავაზო, მაგალიტად მანდ რომ შეხვვალ ჩამოიწერება შემდეგი ინფო:

ციტატა
My IP Country Name: Georgia
My IP Country Continent: Asia (AS)
My IP Country Latitude: (42)
My IP Country Longitude: (43.5)
My IP Country Code: GEO (GE)

My IP Address Region: Dushet'is Raioni
My IP Address City: Tbilisi
My IP Address Latitude: (41.725)
My IP Address Longtitude: (44.7908)

My ISP (Internet Service Provider)/strong>: No data found for xxx.xx.xx.xxMy IP Address lookup for xxx.xx.xx.xxshow IP which belongs to: Caucasus Online LLC
My Time zone: Asia/Tbilisi
My Local time:Asia/Tbilisi


ანუ წითლად მოგინიშნე ასევე გიჩვენებს ეგ IP მისამართის დიაპაზონი რომელ პროვაიდერს ეკუთვნის. მაგის იქეთ უკვე ვეღარ გაიგებ, საჭიროა პრობაიოდერის ბაზაშI ჩახედვა რომ გაიგო რომელი IP რომელ მომხმარებელზე უბანზე ქუჩაზე და ასე შემდეგ სად არის გაწერილი....

ნუ პროვაიდერი იასნია შენ და მე არ ჩაგვახედებს თავის ბაზაში. უშიშროება, ან თანამშრომელი თუ არის ვინმე იასნია შეუძლია ჩაიჭყიტოს smile.gif

პოსტის ავტორი: name Jan 14 2012, 01:01 PM

ეს ზედპიროლუ გაგება მეც შემილია მაგრამ უპრო კონკრეტული მისმართის დახმარება მჩირდება.

ReMiNgToN
კაუკსუსშიც ვიცი რა პასუხები აქვთ ამსთან დაკავშირებით, სხვა გზა თუ არსებობდა მანტერესბდა.
კარგი მადლობა დახმარებისთვის.

თუ ვინმე უფრო კნკრეტულად შეწუხდება ისე არ დარჩება wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 14 2012, 02:04 PM

name

ციტატა(name @ 14th January 2012 - 02:01 PM) *
მაგრამ უპრო კონკრეტული მისმართის დახმარება მჩირდება

ნუ ეგ იგივეა რომ ვინმეს ბანკის ანგარიშის ნომერი იცოდე და მოითხოვო ამით რომ გავიგო პატრონის საცხოვრებელი ადგილიო... ეგ კომფიდენციალურია და ნებისმიერი ფირმა გინდა ინტერნეტ პროვაიდერი იყოს, გინდა ბანკი და გინდა სატელეფონო კომპანია, მესამე პირს ინფორმაცია სარ გადასცემენ.

ან იმ ორგანიზაციაში ვიღაცამ უნდა იჩალიჩოს, ან შენ უნდა გატეხო მათი დაცვა და მოიპოვო მონაცემები, სხვანაირად ვერ გაიგებ ვერაფერს.

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 01:40 PM

ესეიგი რა ხდება: ზოგიერთ საიტებზე არ შედის კომპი: მაგალითად facebook.com-ზე sad.gif
გავთიშე ფაერვოლიც და ანტივირუსიც და მაინც არაო. არც იე-თი, არც ქრომით, არც ოპერით...

რა უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: koknar Apr 3 2012, 01:46 PM

gregory
ქართლოსურ საიტებზე თუ შედის მაშინ გლობალი გაგეთიშა

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 01:55 PM

ციტატა(koka @ 3rd April 2012 - 02:46 PM) *
gregory
ქართლოსურ საიტებზე თუ შედის მაშინ გლობალი გაგეთიშა

koknar
არა ტო: 2 კომპი მაქვს როუტერით და მეორეზე ყველაფერი ოკ sad.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 3 2012, 02:42 PM

gregory
ხდება ხოლმე. მე მომსვლია რამდენჯერმე. ალბათ პროვაიდერის ვარიანტია, გადაურეკე და კითხე რა ხდებათქო...

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 02:46 PM

ციტატა(nihontoman @ 3rd April 2012 - 03:42 PM) *
ალბათ პროვაიდერის ვარიანტია, გადაურეკე და კითხე რა ხდებათქო...

nihontoman
არა პროვაიდერი რა შუაშია:

ციტატა(gregory @ 3rd April 2012 - 02:55 PM) *
2 კომპი მაქვს როუტერით და მეორეზე ყველაფერი ოკ

?

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2012, 02:49 PM

gregory

რომელი შუშაბანდი გიყენია, ერთზეც და მეორეზეც?

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 02:52 PM

ციტატა(Davitus @ 3rd April 2012 - 03:49 PM) *
რომელი შუშაბანდი გიყენია, ერთზეც და მეორეზეც?

Davitus
xp sp 3


პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2012, 02:55 PM

რომლითაც ვერ შედიხარ იმის Run... ფანჯარაში ეს ჩაწერე და ნოუთპედის ფაილს გამოგიგდებს და იმის სკრინშოტი დადე აბა, მაინტერესებს რამცხა : ))

notepad C:/Windows/System32/drivers/etc/hosts


პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 03:00 PM

127.0.0.1 www.shop.emeraldmu.com
80.241.245.255 facebook.com
80.241.245.255 www.facebook.com
80.241.245.255 facebook.com
80.241.245.255 www.facebook.com
80.241.245.255 facebook.com
80.241.245.255 www.facebook.com

ამაზონზე საერთოდ არ შედის, თითქოს ნეტი არააო, ფეისბუკკზე კი ქეშირებული კოპიაო...

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2012, 03:02 PM

gregory


თუ გამოიცნობ აბა რა ხდება wink.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 03:05 PM

ლოკალურადაა გაწერილი?

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2012, 03:07 PM

ადმინისტრატორის უფლებებით თუ ხარ, ეგ ფაილი გახსენი ნოუთპედით ან რამე ედიტორით, მიაშალე ეგ ფეისბუკი რასაც უწერია, დაასეივე, მერე დაარესტარტე და გეშველება smile.gif

ვინ ან რამ გაგიწერა, განზრახ თუ უნებლიედ ეგ უკვე აღარ ვიცი, შენ გაარკვიე smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2012, 03:08 PM

ამაზონზე საერთოდ რომ არ შედის?
ოღონდ მარტო იე-დან, დანარჩენიდან უპრობლემოდ...

Davitus
გაიხარე! სახეწიგნში შევიდა biggrin.gif
გრიგოლიჩის კომპია და რავი ვინ რა დაუყენა თუ დამიყენა biggrin.gif


პოსტის ავტორი: koknar Apr 3 2012, 03:16 PM

ვირუსოლოგიაა, სხვა რა უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:04 PM

ხალხოოო, არცეთი პროგრამა ჩართული არ მაქვს, Task Manager-ში რომ შევდივარ პროცესორის დატვირთვას მიჩვენებს 30%-ს და ოპერატიულის კი 5GB-ს 8-დან.

პროცესორი არის ინტელის i7 2.8GHz-ი.

რა ჯანდაბაში ხარჯავს ამხელა რესურსს? საერთოდ არაფერი არ მაქვს გახსნილი, აი მარტო ეს ფანჯარა მაქვს სადაც ახლა ვბეჭდავ biggrin.gif ამას თუ ამხელა რესურსი სჭირდება, მაშინ ვორდის ფაილს, რომ გავხსნი უნდა აფეთქდეს კომპი biggrin.gif

მიშველეთ რა რამე biggrin.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:06 PM

ilariona
არ გივარგა კომპი და მომეცი მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:08 PM

TAMPLIER
ვორნით თუ ვორნის გარეშე? smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:09 PM

ilariona
უსინდისო ვიყო კვირიანი ბანი თუ არ ავიტანო მაგ კომპის გულიზა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 30 2012, 11:10 PM

ilariona
ბოლოს პორნო საიტებზე როდის იყავი? თან ჩუმად როდის იყავი შესული smile.gif

ახლა არ დამიწყო მე ის ქეთო არ ვარო... smile.gif აბა კრეკების საიტებზე შენ მეეჭვება დაძვრებოდე, სხვაგან კი ბაცილებს ნაკლებად იკიდებენ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:11 PM

ja_ja
სულ გაგიჟდი ხო? ნასვამი ხომ არ ხარ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:12 PM

ციტატა(ja_ja @ 1st May 2012 - 12:10 AM) *
სხვაგან კი ბაცილებს ნაკლებად იკიდებენ ხოლმე

ნამდვილად

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:13 PM

ja_ja
TAMPLIER

თუ რამის რჩევა შეგიძლია მაიტათ თორე დაგირიგეთ ბანები და წავედი დასაძინებლად biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:15 PM

ilariona
რა გირჩიო სავარაუდოდ რაღაც არის უჩუმრად გაშვებული და გიჭამს რესურს

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:15 PM


პოსტის ავტორი: geojorjika Apr 30 2012, 11:25 PM

ilariona
რაია აგი?

მაქედან ვერა ნახამ , პოცესებიდან ან სერვისებიდან

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 30 2012, 11:30 PM

ilariona
კაროჩე მაგ სურათზე წერია რომ მეხსიერება ზედმეტი გაქვს, მაინც ვერ იყენებ და სხვა პროგრამას ჩავახუტებო, შენ კი დარჩენილი 3-იც გეყოფაო smile.gif

კაროჩე რა ახსნა უნდა მაგას, ფაქტია ბარაბაშკა გყავს, თან დამშეული smile.gif

ანტივირი რაიმე გააქვს?

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:31 PM

ja_ja

ვინდოვს რაც მოყვება ეგ.

აბა რამე კარგი ანტივირუსი მოიტათ რა smile.gif ბარაბაშკებს დავერიო უნა.

პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:38 PM

ilariona
ჯასტ ლიცენზ

პოსტის ავტორი: ilariona Apr 30 2012, 11:40 PM

რა ღირს ნორმალური ანტივირუსი?

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 30 2012, 11:41 PM

ilariona
ძვირი

http://www.kaspersky.com/homeuser?reseller=google_gbsn_k&gclid=CLW3vNS33a8CFcNF3wodCCEQ_w

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 30 2012, 11:44 PM

კაროჩე მოგწერე PM-ში კასპერა ჰქენი საცდელი 30 დღიანი მეთქი. მაგათ საიტტზე არ მიქარო არ იყიდო ლიცენზია ძვირია. 1 კომპიანი ვერსია მგონი 40 თუ 45$ ღირს, ამაზონზე კი ყრია 3 კომპიანი ვერსიები და იხვერწებიან იყიდეთო

აგერ ლინკები:

http://www.amazon.com/Kaspersky-Anti-Virus-2012-3-Users/dp/B0056CZATI/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1335818434&sr=8-2 - ღირს 21.46$, 1 კომპის ლიცენზია 7$ გამოდის smile.gif
http://www.amazon.com/Kaspersky-Internet-Security-2012-Users/dp/B0056CZC2S/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1335818434&sr=8-1- ეს საერთოდ 7$-იც არ გამოდის smile.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER Apr 30 2012, 11:46 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 1st May 2012 - 12:40 AM) *
რა ღირს ნორმალური ანტივირუსი?

არის გურჯისტანში იაფადაც


ჰეჰე ცხელზხწლი ღადაობა გინდაა??biggrin.gif biggrin.gif
კასპერას საიტზე რო შეხვიდე და ვირუსი აიკიდო 19.gif 19.gif 9.gif 9.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 1 2012, 01:23 PM

გადავამოწმე და თითქმის იგივე პასუხი მივიღე

1. კარგ შემთხვევაში ვინდოუსში გაშვებულია პროცესები(აფდეითები,და სხვადასხვა პროგრამები და მათი ხვოსტები)და ეს ყველაფერი უხილავად არის და ვერ იხედები

2.ცუდ შემთხვევაში ნუ დაძვრები ბარაბაშკებიან საიტებზეsmile.gif სავარაუდოდ ვირუსი გაქვს და ის ხმარობს შენი პროცრამის რესურსს

და რო გადააყენო სისტემა არ გინდა??

პოსტის ავტორი: ilariona May 1 2012, 04:26 PM

TAMPLIER
ja_ja

პორნოვარსკვლავებო, ორი დღეა სკანირებაზე მაქვს კომპი და არცერთი ვირუსი არ აღმოაჩნდა!


პოსტის ავტორი: TAMPLIER May 1 2012, 04:38 PM

ilariona
სამა ტაკაია ნეკრასივაია biggrin.gif biggrin.gif რა ანტივირით ასკანირებ??

პოსტის ავტორი: ilariona May 1 2012, 04:50 PM

TAMPLIER

კასპერსკი.

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 1 2012, 04:54 PM

ლიცენზ???




იდეაში 100% იანი ანტივირი არ არსებობს

პოსტის ავტორი: ilariona May 1 2012, 05:15 PM

TAMPLIER

ხო ლიცენზიაა, საიტიდან გადმოვქაჩე 30 დღიანი საცდელი ვერსია.

პოსტის ავტორი: bazuka May 1 2012, 05:17 PM

ციტატა(geojorjika @ May 1 2012, 12:41 AM) *
ilariona
ძვირი

http://www.kaspersky.com/homeuser?reseller=google_gbsn_k&gclid=CLW3vNS33a8CFcNF3wodCCEQ_w



აუ ამას ყველაფერი როგორ ეძვირება ????



პოსტის ავტორი: bazuka May 1 2012, 05:25 PM

ilariona

რაიმე ანტიჭიამაია დააყენე, მხოლოდ ანტივირუსი ვერ უშველის ახლა

პოსტის ავტორი: norica_dragon May 1 2012, 06:03 PM

გაგიჟდით ხალხნო?? რა ყიდვა რის ყიდვა

MS esential და მისი ჯანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 1 2012, 06:07 PM

norica_dragon
კაღგი რა სად მივა კასპერასთან

პოსტის ავტორი: bazuka May 1 2012, 06:10 PM

norica_dragon
MS esential და მისი ჯანი

სუპერ კვერცხობა

მაგი ახალ სისტემას ვერ ინახავს სუფთად და ინფიცირებულს უშველის ???

პოსტის ავტორი: nihontoman May 1 2012, 06:32 PM

bazuka
TAMPLIER
რავი მე ეგ essentials მიყენია და ვირუსი რა არის დამავიწყდა smile.gif ნუ შეიძლება კასპერსკი ჯობია, მაგრამ კასპერსკი ფულიც ღირს, ეს კიდე უფასოა...

პოსტის ავტორი: TAMPLIER May 1 2012, 06:42 PM

nihontoman
მე საერთოდ არ მიყენია ანტივირი მაგრამ არც მე მაწუხებენ ვირუსები
და თუ ანტივირი გჭირდება ჯობია კარგი დააყენო ვიდრე პაწასოფტის გადმოგდებული უფასო ვირუსთმრიცხველი

პოსტის ავტორი: ja_ja May 1 2012, 07:52 PM

nihontoman
bazuka
დავდე ზემოთ (წინა გვერდზე) ამაზონის ლინკები სადაც 3 კომპის ლიცენზია 20$ ღირს, საიტზე კი 1 კომპიანი ვერსია ღირს 40$... ნუ აშკარად ამერიკულ ბაზარს და კერძოდ ამაზონს რაცხა ტავისებური სკიდკები აქვს თორემ მწარმოებელზე იაფად რაფრა ყიდის? smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 2 2012, 12:36 AM

ilariona

კარფანჯარა ლიცენზირებული გიყენია?

სეივ მოუდით ცადე თუ აკეთებს მაგვარ რაღაცეებს

რავი, მე ლიცენზირებული ვინდოზა მაქვს და ავირა მიყენია ისე ზრდილობის გულისთვის, ვირუსი არ შემხვედრია კაი 1 წელია გასული უკვე

პოსტის ავტორი: nihontoman May 2 2012, 02:17 AM

ja_ja
ამერიკაში ყველაფერი მასეა. მწარმოებლის შეთავაზებული საცალო ფასი, იგივე MSRP (manufacturers Suggested Retail Price) ყოველთვის მეტია ხოლმე გადამყიდველებთან არსებულს საცალო ფასთან, ხანდახან მთელი 50%-ით, ზოგიერთ უფრო იშვიათ შემთხვევაში კი უფრო მეტითაც... სოფტზე თუ მასე იყო არ ვიცოდი, მაგრამ მადაც მასე ყოფილა biggrin.gif

ჩემი ვინდი ისაა თავის დროზე ვანომ რომ დაგვისიდა. განახლებებს აკეთებს და ალბათ მაგიტომაცაა რომ ვირუსები არ მაწუხეენ, მაგრამ მგონი ესენშელსიც შველის....

პოსტის ავტორი: geojorjika May 2 2012, 08:12 AM

კიმარა რას ქვია ვირუსები არ მაწუხებენ?

საერთოდ რომ არ გეყენოს ანტივირია არაფერი არ შეგაწუხებს სულ გატენილი რომ იყო ტროას ცეხენებით და მსგავსი ბაცილებით , ვერ გაიგებ უბრალოდ რომ გყავს biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(bazuka @ May 1 2012, 06:17 PM) *
აუ ამას ყველაფერი როგორ ეძვირება ????


ჰო არა? შუშაბანდის ლიცენზიაში რამდენი გადაიხადე ჰა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 2 2012, 04:44 PM



არ ვიცი როგორ იმუშავებს ბოლომდე, მაგრამ ვცადე ეხლახანს და რავი, ჯერ არაფერი უთქვამს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 2 2012, 07:16 PM

რეკომენდუიუ Microsoft Security Essentials smile.gif

რასაც სხვა იჭერს, ეგეც იჭერს. ისეთი სისტემები აქვს სუფთად შენახული მაგას ჩემს პრაქტიკაში რომ... სასტიკი საზიზღარი იუზერების სისტემები smile.gif

სისტემას თითქმის არ ეტყობა ანტივირის არსებობა და ამასობაში მშვენივრად მუშაობს.

ციტატა(ilariona @ May 1 2012, 12:04 AM) *
ხალხოოო, არცეთი პროგრამა ჩართული არ მაქვს, Task Manager-ში რომ შევდივარ პროცესორის დატვირთვას მიჩვენებს 30%-ს და ოპერატიულის კი 5GB-ს 8-დან.

პროცესორი არის ინტელის i7 2.8GHz-ი.

რა ჯანდაბაში ხარჯავს ამხელა რესურსს? საერთოდ არაფერი არ მაქვს გახსნილი, აი მარტო ეს ფანჯარა მაქვს სადაც ახლა ვბეჭდავ biggrin.gif ამას თუ ამხელა რესურსი სჭირდება, მაშინ ვორდის ფაილს, რომ გავხსნი უნდა აფეთქდეს კომპი biggrin.gif

მიშველეთ რა რამე biggrin.gif


ილია, მაგ ტასკ მენეჯერში გადადი Processes ჩანართზე, მონიშნე "პწიჩკა" Show Processes from all users და მერე დააკვირდი რომელ პროცესს რამდენი რესურსი მიაქვს CPU-ზე და Memory-ზე. შეიძლება რომელიღაცა პროგრამაც იყოს და ვირუსებს ტყუილად დავდევდეთ.

ტასკ მენეჯერის პროცესების სკრინშოტს თუ დადებ აქ ვაბშე მაგარი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: koknar May 2 2012, 08:02 PM

აიტი სპეცებს!
ჩვენი ფორუმი პროსერვისზე დევს მგონი ხო, წარწერა არი ქვემოთ ყოველშემთხვევაში, მე მაქ მაგათთან 3-4 საიტი დადებული და საკმაოდ ხშირად ითიშება ხან ფტპ ხან მეილი. მე ვყვები მაგ მომენტში თუ ყველას ეგრე უშვებიან მაგნების დედას ......

პოსტის ავტორი: nihontoman May 2 2012, 08:11 PM

მოკლედ დავაყენე თრაიალი კასპერსკისა და წინა გვერდზე რომ ვიდეოში სააქტივაციო რაგაცაა მაგით გავააქტიურე სამასრაღაცა დღით... დავააფდეითე, გადავტვირთე და ისევ მუშაობს. ჯერჯერობით თქვენც გირჩევთ, 80 დოლარის გადახდას კი ჯობია ჩმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 May 2 2012, 08:18 PM

მიკროსოფტ ესსენციალს არაფერი ჯობია. 2 წელია ვხმარობ 5 ინტერნეტ კაფეში და სახლში.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 2 2012, 08:23 PM

ციტატა(koknar @ May 2 2012, 09:02 PM) *
აიტი სპეცებს!
ჩვენი ფორუმი პროსერვისზე დევს მგონი ხო, წარწერა არი ქვემოთ ყოველშემთხვევაში, მე მაქ მაგათთან 3-4 საიტი დადებული და საკმაოდ ხშირად ითიშება ხან ფტპ ხან მეილი. მე ვყვები მაგ მომენტში თუ ყველას ეგრე უშვებიან მაგნების დედას ......


კი, არასტაბილური ჰოსტია საკმაოდ. მით უმეტეს, ჩვენ მგონი უფასოდ გვაქვს მაგათთან ჰოსტი რეკლამის სანაცვლოდ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 2 2012, 08:38 PM

koknar

ციტატა(koka @ 2nd May 2012 - 09:02 PM) *
მე ვყვები მაგ მომენტში თუ

ნუ ეს ფორუმიც ხშრად კიდია ხოლმე, მაგრამ ტფუ-ტფუ-ტფუ, ბოლოს კაიხანია ეგეთი რამ არ მომხდარა, მარა მე მაინც ვინახავ ხოლმე ბაზებს smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 3 2012, 12:23 PM

დღე მეორე: პრობლემები ჯერ არ შემხვედრია. ავტომატურად აფდეითდება და არ მეუბნება იმაიმუნეო. ესეც ასე - ძალიან ადვილად შეიძლება კასპერსკის თრაიალის გადაქცევა 80 დოლარიან პროდუქტად, ისე რომ ცენტსაც არ გადაიხდი.

ვაგრძელებ დაკვირვებას...

პოსტის ავტორი: cz80 May 3 2012, 04:42 PM

nihontoman
ვა..ა პოჩემუ უ მენია ნე ვიხოდიტ ა?
სტროგად 30 დღიანზე დგას..რა არ მოეწონა.. ვინ 7 მიყენია

პოსტის ავტორი: nihontoman May 3 2012, 10:29 PM

cz80
მეც ვინ 7 მიყენია... ნუ გადმოვწერე თრაიალი pure 2.0-ის და ვიდეოში რომაა იმ ლინკიდან გადმოვტვირთე აქტივატორი. ჩვეულებრივად გაუშვა, პრობლემა არ მქონია :/

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 5 2012, 08:23 PM

კაროჩე microsoft essential ს თან ერთად მიყენია malwarebytes "anti-malware" , ყოველ 4-5 წუთში მიგდებს რომ დაბლოკა კავშირი სხვადასხვა იპებზე, და აჩვენებს იმ იპს რომელთანაც კომპს ჰქონდა კავშირი და საფრთხეს წარმოადგენდა. გადავატარე კომპს ანტივირუსი და არაფერი ამოაგდო, ვერც ამ ანტიმალვარემ ვერ იპოვა ვერაფერი და რას იტყვით რისი ბრალი შეილება იყო? მე რამე ტროიანი მგონია მაგრამ... რავიცი რავიცი

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 5 2012, 08:45 PM



აი სქრინიც

პოსტის ავტორი: ja_ja May 5 2012, 10:39 PM

არ ვიცი რა პროგრამაა და საიდან დააყენე smile.gif არაა გამორიცხული სიმულანტი პროგრამა იყოს, რაცხა სისულელეს წერს აი დავიჭირეო რომ ასევთქვათ გაჩვენოს ხომ ხედავ ვმუშაობო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 6 2012, 09:30 PM

წაშალე malwarebytes "anti-malware" უფუნქციო პროგაა smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 6 2012, 09:50 PM

ReMiNgToN
პროგრამა არ ვიცი მარა აგი ბოვშები ვისია ჰა? smile.gif

პოსტის ავტორი: gela May 7 2012, 03:35 AM

ციტატა(nihontoman @ May 3 2012, 10:29 PM) *
cz80
მეც ვინ 7 მიყენია... ნუ გადმოვწერე თრაიალი pure 2.0-ის და ვიდეოში რომაა იმ ლინკიდან გადმოვტვირთე აქტივატორი. ჩვეულებრივად გაუშვა, პრობლემა არ მქონია :/



ჩემთანაც ჯიგრულად ამუშავდა 320 დღე დაწერა

პოსტის ავტორი: Davitus May 11 2012, 09:07 AM

ხალხო, Microsoft Windows XP Tablet PC Edition 2005 პირდაპირ მაიკროსოფტის საიტზე არ დევს თუ მე ვერ ვპოულობ, იმენნა ვერსად ვერ ვიპოვე სუფთა iso ვერსია, ყველანაირი მაიმუნობების გარეშე

დავიტანჯე იმენნა, იქნებ ვინმემ იცით სამცხა რამცხა

პოსტის ავტორი: Power_VANO May 11 2012, 09:54 AM

Davitus
აბა ესენი ნახე დავით:


http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3291321 SP2

და

http://thepiratebay.se/torrent/5034757 SP3

ისე, ტაბლეტის ვარიანტში 8-იანი არ გირჩევნია? კი ბეტაა ჯერ, მაგრამ მუშაა მაინც. თუ ჰარდია ძველი?

პოსტის ავტორი: Davitus May 11 2012, 10:22 AM

Power_VANO

ლიცენზირებული მიყენია და მაგიტომ მინდოდასავით

რავიცი...

ჰარდი ძველი კია:

HP Compaq Tablet PC Tc4200

ნუ წესით უნდა წავიდეს მაგრამ...

იმენნა თაჩსქრინი რომ იყოს ბაზარი არაა, სტილუსი აქვს და დიდი შეღავათიც ვერაა

თან ოზიექსპლორერი და მთელი რიგი პროგები არ მიდის მაგაზე, ისევ ლიცენზირებული ბარახლო მირჩევნია smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 11 2012, 10:55 AM

GPS-ისთვის გინდა შენ ეგ ხომ? ისე, 2005-ში 2K მწვანე კი ღირდა ეგ ტაბლეტი, მაშინ მწვერვალი იყო smile.gif

ჰოოდა მემგონი წავა ეგ იმიჯები. KEY ამოაძრე რეინსტალამდე და ეგაა, XP-ს დიდი რთული აქტივაციის მეთოდები არ აქვს მაინც. ძირითადში, KEY თუ აქვს, ლიცენზირებულია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 11 2012, 11:26 AM

Power_VANO

შენ ახლა მე გგონია გუგლში ძებნა არ ვიცი თუ biggrin.gif


რაც დადე, პირველი არააკტიური ტორენტია, ვერ გადმოწერ, რუტრეკერზე ერთგან არის დადებული მაგრამ მოდიფიცირებულია და არ მინდა ეგ

მეორე ლინკი რაღაც მარაზმ საინსტალაციოს მაწერინებს, მოკლედ ჩავუჯდები და ვიპოვი სადმე

პოსტის ავტორი: Power_VANO May 11 2012, 11:38 AM

მაშინ ეს ნახე მისტერ: http://www.torrenthound.com/hash/a97966a09a8d6912cecb4eff105773e9d39eea84/torrent-info/Windows-XP-Tablet-PC-Edition-2005-MSDN-DVD-SP2-h33t-Dave3737

მუშა ტორენტია smile.gif

პოსტის ავტორი: doctor Aug 23 2012, 08:58 AM

გილოცავ. ჩემის მხრივ ვისარგებლებ შემთხვევით და აი ამის შესახებ მინა ზოგადად თქვენი აზრი

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=2913141 იაფია თნ საკმაოდ ძლიერი , საეჭვოდ იაფი. თუ არის რაიმე რასაც ვერ ვხვდები ??

პოსტის ავტორი: norica_dragon Aug 23 2012, 09:44 AM

ციტატა(doctor @ Aug 23 2012, 09:58 AM) *
გილოცავ. ჩემის მხრივ ვისარგებლებ შემთხვევით და აი ამის შესახებ მინა ზოგადად თქვენი აზრი

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=2913141 იაფია თნ საკმაოდ ძლიერი , საეჭვოდ იაფი. თუ არის რაიმე რასაც ვერ ვხვდები ??


კი არის საწჭვო, თუნდაც იმიტომ რომ 6 თვიანი გარანტია აქვს, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ან ახალი არ არის ან რეფაბრიშია ჩამოტანილი, ფასი მართლა ძაან იაფია smile.gif

+ კიდე თუ ი7 გინდა ჯობია ივი ბრიჯი დაითრიო, უკვე გამოსულია. სუ სხვა ფერფომანსი აქვს და ენერგო მოხმარებაც სუ სხვაა, ეგ ძველი ი7 ისე ჭამს დენს რომ კვების გარეშე 1 სააენჩთI მაგის მაქსიმუმი იქნება smile.gif

თუ 350 ლარს წაამატებ წესიერ ი7 ის დათრევა შეიძლება, დაჟე გაბენჩილიც კი მაქვს ეგეთი მოდელი:
თუ სხვა ატესტიც დაგაინტერესებს ყველა მაქვს, უბრალოდ გავუოფეთ ამ კაცს ეს თემა biggrin.gif, რო ნახავ ამ პოსტს ვთხოვოთ ადმინისტრაციას რომ წაშალოს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 23 2012, 10:02 AM

norica_dragon
doctor
ორივეს 10-10% ვორნი სხვის თემაში ოფტოპიკისთვის, არის ცალკე თემა კომპ საკითხებზე და იქ გებაასათ!.

თემები გადატანილია ვორნები დარიგებულია

პოსტის ავტორი: norica_dragon Aug 23 2012, 10:59 AM

ციტატა(ja_ja @ Aug 23 2012, 11:02 AM) *
norica_dragon
doctor
ორივეს 10-10% ვორნი სხვის თემაში ოფტოპიკისთვის, არის ცალკე თემა კომპ საკითხებზე და იქ გებაასათ!.

თემები გადატანილია ვორნები დარიგებულია



შენ ამ ვორნების რიგებას ჯობია იმაზე იფიქრო ამ კვირას სად გავიდეთ თორე დამიჟანგდა თოფები biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 23 2012, 11:15 AM

norica_dragon

ციტატა(Avto @ 23rd August 2012 - 11:59 AM) *
შენ ამ ვორნების რიგებას ჯობია იმაზე იფიქრო ამ კვირას სად გავიდეთ თორე დამიჟანგდა თოფები

ისევ აოფებ და კიდევ ერთი ვორნი არ მიიღო, თემის სათაურს დაუკვირდი....

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 23 2012, 07:35 PM

norica_dragon
მე მქონდა ზუსტად მაგ ინტერნალებიტ ეისერის ნოუთი ოგონდ 15-იანი ეკრანით და ძლებდა 4-5 საათი ინტერნეტი, მუსიკა და ვიდეოს პონტში... ასე რომ არც მასე მხაპავი არაა... თუმცა კი ახალი 22 ნანომეტრიანი პროციკები ჯობია... თან ეგ ვიდეო კარტა მართალია კარგია, მარა მგონიო დგეს უკვე უკეთესებიც გამოდის...


პოსტის ავტორი: gregory Aug 31 2012, 06:38 PM

სალამი ყველას smile.gif
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს:
მიყენია d-link DIR 300 როუტერი. ეხლა მონდოდა სეთინგები შემეცვალა და უცნაურ რაიმეს გადავეყარე. შევდივარ 192.168.1.1 ზე მერე პაროლს ვუკრიფავ და შევდივარ "ნასტროიკებში". საოცარია, რომ wireless setup-ში რომ შევდივარ მენიუს პუნქტები საერთოდ არაა აქტიური, ხოლო სხვაგან თუ რაიმეს შევცვლი და save-ს ვაძლევ, მიწერს, რომ მარტო ადმინის აქაუნთს შეუძლია ცვლილებების შენახვაო...
ნეტა რა ხდება? ვინმეს ხომ არ ქონია მსგავსი პრობლემა?

პოსტის ავტორი: koknar Aug 31 2012, 08:23 PM

gregory
ვეღაცამ გაგიტეხა როუტერი biggrin.gif biggrin.gif ყველა გვერდი დააკაფჩურე და მიარეზეტე მერე შეავსე ისევ ისე როგორც იყო (ყველა აიტიშნიკის მოვალეობაა ეს გირჩიოს)

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 31 2012, 10:14 PM

gregory
ნუ ფაქტია ადმინის ექაუნთით არ შედიხარ smile.gif, შეიძლება იუზერის სახელი კი არის, admin მაგრამ უფლებები ადმინის აშკარად არ აქვს. შემ მხოლოდ ნახვის რეჟიმში ხარ.

კოკნარამ სწორი კი გირჩია, მაგრამ სანამ მაგას გააკეთებ ჯერ ის დაწერე, როუტერი შენია თუ პროვაიდერის? თუ პროვაიდერის, არის, მაშინ ეგ სტანდარტული ქაჯობაა, ძირიტადად სილქნეტი და კავკასუსი შვებიან მაგას smile.gif, პროსტა რომ ჩამოყარო პარამეტრები მერე გაწერა შეიძლება პრობლემა გახდეს.

თუ შენია როუტერი, მაშინ ზედმეტი ფიქრის გარეშე დაარეზეტე (აქვს შესაბამისი ღილაკი და იმას დააჭირე და რამენიმე წუთი ეგრე დატოვე სანამ ნათურები ციმციმს არ დაიწყებენ), მერე კი შენს ჭკუაზე დააკონფურირე

პოსტის ავტორი: gregory Sep 1 2012, 09:01 AM

დიდი მადლობა ყველას smile.gif
როუტერი ჩემია და ეგ გამიკვირდა რომ ესეთი სიტუაცია დამხვდა. თანაც წარმოდგენა არც კი მწონდა, რომ მის მართვაში როგორც ადმინი და როგორც იუზერით ისე ადმინით შესვლა თუ შეიძლებოდა! არააქვს ნასრტოიკებში ცალკე ადმინი და ცალკე იუზერი. მოკლედ დავარესეტე უკანა ღილაკით და პრობლემებიც მოგვარდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 14 2012, 12:21 PM

ვინმემ თუ იცით youtub ში როგორ კეთდება ინტერაქტივი, ანუ რაღაცა ვიდეოს მერე მინდა კნოპკები დავალაგო სხვა ვიდეობზე, ან ერთი ვიდეო იყოს და ჩაპტერების პონტში გადასასვლელები გაუკეთო ინტერაქტიული. sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 14 2012, 01:00 PM

სამწუხაროდ იუტუბს მხოლოდ პირდაპირ ვიდეოს ასატვირთად ვიყენებ და არასდროს ეგეთი ფუნქციონალის იდეა თავში არც კი მომსვლია, თუმცა სხვა ვიდეოებზე კი მინახია... მარა რაფრა აკეთებენ ხრენ ივო ზნაიტ....

P..S ისე სინჯე აბა შეიძlება ეს გამოგადგეს



კაროჩე მგონი ყველა საჭირო ვიდეო კეთდება და უკუღმა იწყებ ატვირთვას.

მერე ყოველ შემდგომზე სასურველ ადგილზე პროსტა ფრეიმს ადებ და უბრალოდ მომდევნო ვიდეოს ლინკს ადებ რომელიც ამ ვიდეოზე ადრე ატვირთე და იასნია რომ ლინკი უკვე ხელთ გაქვს.... ნუ მემგონი რა smile.gif

აუ იმდენადა ჩახლართულად დავწერე, იმ ვიდეო, ამ ვიდეო, მერე ვიდეოა და წინ ვიდეო რომ მგონი მეთვიოთონ გავეჭედე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 14 2012, 01:06 PM

მადლობელი! შინაარსი გასაგებია

პოსტის ავტორი: gregory Sep 27 2012, 07:28 AM

ხალხნო რატომღაც ეს 2 დღეა airgun.ge-ზე IE-თი ვერ შემოვდივარ. ყველა სხვა საიტებზე უპრობლემოდ შედის. არადა სხვა ბრაუზერებით უპრობლემოდ შემოვდივარ. ნეტა რაშია საქმე?

პოსტის ავტორი: gregory Sep 27 2012, 12:56 PM

ეხლა ვაკვირდები და იმენნა თავფურცელზე არ შედის(ცარიელ გვერდს აჩვენებს მარტო), არაფა ფორუმზე უპრობლემოდ შედის unknw.gif unknw.gif unknw.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 27 2012, 02:30 PM

ვა, ჩემთან ყველაფერი ჩანს, საკუთარ თავში ეძებე პრობლემა

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 27 2012, 03:33 PM

gregory
ჩემთანაც ყველაფერი ნორმალურად იხსნება....

სცადე ექსპლორერს რესეტი გაუკეთო Tools -> internet Options-> Advanced და მანდ ნახე კნოპკა Resset, მაგის მერე თუ რამე არეული აქვს ბროუზერს წესით უნდა დაბრუნდეს ქარხნულ ანუ საწყის პოზიციაში ყველაფერი.

უბრალოდ გაითვალისიწნე ისტორია, პაროლები და სხვა ეგეთი ინფოც წაიშლება (ფავორიტები არ წაიშლება, დარჩება ადგილზე, დანარჩენი კი ყველაფერი გაუქმდება და ისეთივე უმანკო მდგომარეობაში უდნა დაბრუნდეს რაც Windows-ის დაყენებისას იყო smile.gif)

პოსტის ავტორი: gregory Sep 27 2012, 04:58 PM

ja_ja
ეგ უკვე ვცადე, მაგრამ არ უშველა sad.gif


პოსტის ავტორი: TAMPLIER Sep 28 2012, 04:01 PM

არ ვიცოდი სად დამეწერა და აქ დავწერ
აბა ვინ მიხვდება რაშია საქმე ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეხლა ამომივიდა ზბორკა რომ უნდა ავაწყოთ ამისგან კომპები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif „ELIT ELECTRONICS-ი გლიჯავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Sep 28 2012, 05:07 PM

TAMPLIER
სადაა pcI სლოტები??? biggrin.gif


პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 05:10 PM

gregory

შემცირებულია, ტყუილ უბრალოდ, დირკის დაკავება არ შაიძლება biggrin.gif წავიდა ის დრო

პოსტის ავტორი: TAMPLIER Sep 28 2012, 05:16 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 28 2012, 06:56 PM

TAMPLIER
ერთად იყიდე თუ ცალცალკე? თუ ცალცალკე მაშინ გამყიდველი არაფერ შუაშია და შენ უნდა გცოდნოდა რას ყიდულობ, ხოლო თუ ერთად იყიდე... ნუ მაშინ მაღაზიაში უნდა მიბრუნდე და მაი ანტენა გამოიყენო იმ დანიშნულებით რაფრაც ცოცხს იყენებდნენ ამასწინათ ნაჩვენებ ციხის კადრებზე, დასანანია რომ ცოცხის დიამეტრი არ აქვს მაგ ანდენას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



მოკლედ დედა დაფაზე არის, 1 ცალი ვიდეო დაფის ჩასასმელი ბუდე, როგროც წესი სტანდარტული PCI Express 16x, ნუ თუ დედიკო ბიუჯეტური ვერსიაა მაშIნ შეიძლება ზომით კი იყოს 16x მაგრამ იმუშავებს რეალში როგროც 8x

მაგის ქვემოთ გაქვს 2 ცალი დამატებითი შტუკების სლოტები ეგეც სტაბდარტული PCi Express ოღონდ 1x ნუ ეგეთიც უნდა იყოს smile.gif ახალ დედიკოებზე ძველებური უბრალო PCI ნიხტ smile.gif აი ანტენა კი მგონი კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტს მოითხოვს smile.gif როდინდელია! smile.gif სადღაა ეგეთი ქაქი smile.gif რომ დაგჭირდეს წესით ვეღარც კი იშოვი smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 28 2012, 07:16 PM

ja_ja
უსარგებლო სქემაა, 100% მარა გინდაც ის პლატა იყოს PCI Ex მაინც დიდი შანსია X16 თუ დააკავებ ორივე დანარჩენი გაითიშოს ან პირიქით. ანუ ერთად ეს სლოტები ნიხტ ვორკენ.

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 07:18 PM

ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 07:56 PM) *
აი ანტენა კი მგონი კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტს მოითხოვს

როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება და მაგ დედა პლატას კი ნეტ კარტის სლოტი საერთოდ არ აქვს smile.gif ახალი კი არა პირიქით მგონი ძალიან ძველი დედა პლატაა იმიტომ რომ ახლები ეგეთი მინიმალური სლოტებით არ გამოდის. ია ტაკ დუმაიუ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 28 2012, 08:16 PM

Saint Dave

ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 08:18 PM) *
როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება და მაგ დედა პლატას კი ნეტ კარტის სლოტი საერთოდ არ აქვს

ღმერთმანი...

ამიხსენით რა არის, ნეტ კარტა? და მერე ამ ნეტ კარტაში ჩაყენება? არსებობს დედა დაფაზე სლოტები რომელშიც გინდა ქსელის დაფას ჩააყენებ გინდა ხმის დაფას, გინდა ვიდეო მონტაჟის დაფას, Wi-fi ანტენას და ასე შემდეგ, არცერთი ასეთი პორტი არაა რომელიმე კონკრეტული მოწყობილობისთვის, არის, სტანდარტი რომლითაც არის, აგებული პორტი და ყველა სხვა დეტალის მწარმოებელი ვალდებულია თავსებად ბუდეში ჩასარჭობიანი დეტალი აწარმოოს... აქედან გამომდინარე ტერმინი ინტერნეტ კარტაში ჩაყენება.... ნუ კაროჩე რა smile.gif

და ბოლოს რა ჭირი და დოზანაა ინტერნეტ კარტა! ამ პლანეტაზე არ არსებობს ინტერნეტ კარტა, ინტერნეტ ქსელი, ინტერნეტის პორტი და ასე შემდეგ. არსებობს ქსელის პლატა (ქართულად კი ქსელის დაფა), ქსელის პორტი RJ45 და ასე შედმეგ....

გაითვალისიწნეთ ჯერ ყოველთვის არსებობს ქსელი, და მერე ამ ქსელს თუ აქვს ინტერში გასასვლელი მერე გადიხრ ინტერნეტში, არ არსებობს ჯერ შეუერთდე ინტერნეტს და მერე შეუერთდე ქსელს.

იგივე ინტერნეტი რომ ავიღოთ კავკასუსისგან, ან სილქნეტიდან, ბევრი ლექციებზე მესპორებოდა ხოლმე - აზრზე არა ხარ აი მე სახლში პირდაპირ ინტერნეტს ვაერთებ კომპიუტერშიო... არ დაიჯეროთ არ არსებობს ეგეთი რამ, ყოველთვის შენს კომპიუტერსა და როუტერს შორის, ან მედიატორს შორის, ან სვიჩსა და კომპს შორის მყარდება ქსელი და მერე ამ სვიჩის, ჰაბის, როუტერის, მოდემის, მედიატორის მერე თუ არის გასასვლელი ინტერნეტში შეიძლება გახვიდე ინტერნეტში თუ არა და რჩები ლოკალურ ქსელში შენს კომპიუტერსა და იმ მოწყობილობას შორის!

ღმერთმა დაგიფაროს სადმე IT ტესტირებისას შემოხაზო, ან ახსენო ინტერნეტ პლატა, ან ინტერნეტ პორტი, შენი კანდიდატურა უმალ მოხსნილი იქნება ყველანაირი განხილვიდან!

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 08:28 PM

ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 09:16 PM) *
არსებობს დედა დაფაზე სლოტები რომელშიც გინდა ქსელის დაფას ჩააყენებ გინდა ხმის დაფას, გინდა ვიდეო მონტაჟის დაფას, Wi-fi ანტენას და ასე შემდეგ

ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ? smile.gif რაგაც არა მგონია. ეხლა მეზარება ჩემი კომპიუტერის დაშლა და სურათების გადაღება. ვიდეო კარტას აქვს თავისი კონკრეტული სტანდარტი და საუნდ კარტას და ნეტ კარტას თავისი სტანდარტული პორტი

შენ თუ ამას ვიდეო კარტის სლოტში ჩასვამ საღოლ მაშინ
http://imageshack.us/photo/my-images/507/networkcardled.jpg/

პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 08:44 PM

ლოლ! კურიოზი გაიჩითა პირდაპირ ეთერში biggrin.gif

Saint Dave

ისე შენ მაგ ადამიანის შორეული მოღვაწეობის ისტორიის 10% მაინც რომ იცოდე, ეგეთ პოსტის დაწერას, გაფიქრებითაც კი არ გაიფიქრებდი გონებაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


თორემ, უცებ სიტუაცია შეიქმნა რუბრიკიდან: "შვილიშვილი ბაბუას ტყ*&*%ს ასწავლიდაო"

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 08:47 PM

დავითუს შენ ეხლა როგორ წერ იცი? აი გაგიგია რო ჯაჯა "კომპიუტერში" მაგარიაო და იასნად მე მტყუანი ვარ smile.gif უბრალოდ ახსმა მჭირდება, მე რაც ვიცი ის დავწერე და ჯაჯამ ჩემზე მეტი თუ იცის უკეთ ამიხსნის და გავიგებ, ეგეთები არ გაუჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 09:07 PM

Saint Dave

შენი პოსტიდან გამომდინარე როგორც აღვიქვი ისე დავწერე, მარტო კითხვის და შემეცნებითი ინტერესის მატარებელი არ არის ეგ შენი პოსტი

ციტატა
გაგიგია რო ჯაჯა "კომპიუტერში" მაგარიაო და იასნად მე მტყუანი ვარ


გამიგიას დონეზე არ ვწერ ხოლმე პოსტებს არცერთ ფორუმზე wink.gif


გარკვევიტ დაგიწერეს რომ არსებობს PCI პორტები სადაც დგება, როგორც ქსელის დაფა, ხმის დაფა და ა.შ. მოწყობილობები, ცალკე "ინტერნეტ კარტისთვის" არ არსებობს, როგორც მაგალითად ადრე გამოყოფილად ვიდეო დაფისთვის იყო AGP სლოტი

ისე კი გამიკვირდა, კომპიუტერული საუკუნეა და შენი ასაკის ახალგაზრდები ასეთ პრიმიტიული კითხვებით არ ინტერესდებიან ხოლმე

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 09:12 PM

Davitus
ხო კარგი მაშინ ესე ვქნათ მე შენ გაჩვენებ ორივე სახის დედა დაფას smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 09:29 PM

Saint Dave

იმედია SCASI სტანდარტების ქვის ხანის არქეოლოგიურ კვლევებს არ მიეცემი smile.gif

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 09:31 PM

http://imageshack.us/photo/my-images/836/2008motherboard.jpg/
მოდი ეხლა შენ დავითუს აი ამ წითლად აგნიშნულ პორტებში ჩამისვი ამ ორი ქარდ იდან რომელიმე smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/259/soundcard.jpg/
http://imageshack.us/photo/my-images/507/networkcardled.jpg/
მე სულ სხვა რაგაცას ვამბობ და თვქენ სულ სხვა რაგაცას მიმტკიცებთ და რატომ ვერ ვიგებ ? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 28 2012, 10:56 PM

Saint Dave
ეხლა მიჩალიჩებ რაიმე საწყენი დავწერო რა smile.gif იცოდე ჩემი ბრალი არაფერი შენ მაიძულე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ?

ნუ დავითუსმა უკვე გითხრა რაღაც, მაგრამმ ეს ჩვეული ახალბედას საქციელია, ასევთქვათ "ტერიტორიუ მეტიშ" smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ biggrin.gif მენა ამ დედა არღნიან კომპიუტერებში 80-იანი წლებიდან ვარ.... ჯერ მარტო ეგ გადათვალე რას ნიშნავს, მერე ცალკე მთელი სტატიები მაქვს მაგ საქმეზე ნაწერი, მთელს ჟურნალს ვუშვებდი, ფორუმ.გე-ზე მთელი დვიჟენიები მქონდა, სანამ კაკრას ახალბედა სასტავმა მიამიტური და უვიცი შეტევებით ტვინი არ წაიღეს და ბოლოს საერთოდ შემზიზღღდა ფორუმ.გე.

სასაცილოა რა smile.gif რაღაც საკუთარი სტატუსის მტკიცებულება მიწევს smile.gif... გადახედე ერთი საიტს compinfo.ge და 3 მცდელობიდან გამოიცანი ვისია smile.gif. იმას აღარ ვამბობ რომ Intel-ის Microsoft-ის, Oracle-ს Symanteck-ის და სხვა მრავალის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტები მქონდა (აქაურ ფირმებზე ბაასიც კი არ არის, ავტომატურად იგულისხმება, HP-ის წარმოამდგენლობა, IBM-ის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ), თბილისში ვხვდებოდით, თავიანთ პროდუქციას გადმომცემდნენ იმისათვის რომ განმეხილა და მიმოხილვები დამეწერა... იმედია იმაში მაინც შევთანხმდებით რომ რადი პონტა ვიღაც ამ საქმეში ჩაუხედავს ეგეთი კომპანიები არ დაუკავშირდებიან smile.gif მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შენზე გაცილებით მეტი ვიცი ამ სფეროში და რაც არ უნდა საწყენად გეჩვენოს და ახლა ინტუიციურაც დაცვის რეჟიმში გადადიხარ და საკუთარი მცდარი სიტუაციის გამოსასწორებლად შეტევაზე რომ გამოდიხარ არიქა და ახლა გამოგიჭერო....

კაროჩე ჩვენი ოპოზიციასავით არ დაგემატრთოს smile.gif იცოდე ჩემი სფეროა, მაგით ვჭამ პურს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ახლა იმის მერე რაც რაცხა ასევტქვათ სტატუსი ჩამოვაყალიბე კონკრეტულად შენს ტექსტებს გავცემ პასუხს:

1) შენ რომ დაწერე,
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ? რაგაც არა მგონია.

სადმე ეგეთი სისულელე დავწერე რომ არიქა და უნდა ჩაარჭო მეთქი ეგ მოწყობილობა ვიდეო კარტის სლოტში მეთქი? კაი მთქმელს გაი გამგონი უნდაო... ვიდეო კარტისთვის არის, გრძელი სლოტი რომელშიც ჯდება ვიდეო დაფა. სურათზე შემოვხადე დიდი სლოტი და მივაწერე ანუ PCI-E 16x-ია მეთქი (ისიც მივაწერე კი არის, 16x-ის ზომა, მაგრამ თუ დედიკო ბანძია შეიძლება მხოლოდ 8x სიჩქარეზე მუშაობდეს მეთქი!), მანდ ჯდება ვიდეო, მაგრამ შემიძლია გაგიმხოლო რომ მხოლოდ ვიდეო არ ჯდება, არის, სხვა პლატებიც, Advanced პლატები, ანუ გაფართოების პლატები რომელბიც შეიძლება ჩაჯდეს 16x სლოტში (ეგეთი რამ ცოტა ნავაროჩენი დედიკოებში ხდება, მაგალითად ვიდეო სამონტაჟო დაფა, რომელიც ტავის თავზე იღებს ვიდეო რენდერს, , ), მაგრამ ბიუჯეტურ დედიკოში როდესაც მხოლოდ ერთი ცალი 16x სლოტია, ყოველთვის გათვლილია ვიდეო დაფის ჩასმაზე და სხვა არაფერზე.

გარდა ამისა შემოვხაზე 2 ცალი 1x სლოტიც, სადაც როგორო წესი შეგიძლია ჩააყენო ისეთი მოწყობილობები როგორიცაა ხმის დაფა, ქსელის დაფა (კაკრაზ ეგ ორი დააგდე შენ), მოდემი, ტუნერი და ასე შემდეგ, მილიონ ტრისტა სხვადასხვა გაფართოების პლატები... აქვე გიხსნი ისევ უკუღმართად რომ არ მოთარგმნო და მერე შემოტევის პონტში რაღაც უაზრო კითხვა არ მომწერო ვითომ ჩაჭრის პონტში smile.gif

სწორედაც მაგ 1x სლოტში უნდა ჯდებოდეს წესით ტემპლარას მიერ დადებული პლატა, მაგრამ დააკვირდი შემოხაზულია და მიწერილი აქვს, რომ არის ძველი სტანდარტის PCI სლოტი და არა PCI-e სლოტი...

იმისათვსი რომ დალშე ვისპოროთ, ჯერ წარსულში უნდა გადახვიდე და გაიგო რა იყო ISA სლოტი, მერე როგორ შემოვიდა PCI სლოტი, რატომ გამოიყო ცალკე ვიდეოსთვსი AGP პორტი (მერე Asrock-მა რაცხა კომბინირებული AGV პორტი შემოიღო, და ვერ ნახა გავრცელება, იმიტომ რომ არც PCI-E-იყო და არც AGP), მერე რატომ იყო ეს ყველაფერი დაბრაკული და რატომ შემოვიდა PCI-E სლოტები თავისი დიფერენციაციებით 1x, 2x, 4x, 8x და 16x რომელს რა აკისრია და ასე შემდეგ...



მოკლედ ტემპლარაც იმას კაიფობს რომ დედა პლატა ახალი ტექნოლოგიის PCI-Eსლოტითაა აღჭურვილი და გაფართოების პლატა რომელიც გევრდზე დადო არის ძველი PCI სლოტზე გაანგარიშებული და იმის თქმა უნდოდა რომ ელიტ ელექტრონიქსში მაგარი ჭკვიანი ხალხია და ვერ განურჩევიათ PCI-e და PCI სლოტებიო, ანუ მაგ დედა პლატაში ეგ გაფართოების პლატა პროსტა ვერსად ვერ ჩაყენდება, ვერც ვიდეო დაფისთვსი განკუთვნილ 16x სლოტში (უბრალოდ კონტაქტების რაოდენობაა სხვა და სხვა) და თავისთავად 1x სლოტში ვერ ჩაეტევა მაგოდენა ბანდურა...

ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
შენ თუ ამას ვიდეო კარტის სლოტში ჩასვამ საღოლ მაშინ

მე არსად ეგეთი სისულელე არ დამიწერია, ნუ ცდილობ რაღაც შემომტენო აი გამოგიჭირე და ვსიო დაგერხაო smile.gif მე შენს ტექსტზე დავწერე კომენტი
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 08:18 PM) *
როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება

მე კაკრაზ ეგ მოგწერე რომ ტერმინი ინტერნეტ კარტა არასწორია, არ არსებობს ეგეთი კარტა მეთქი, და საერთოდ შენი სიტყვებიდან გამომდინარე იგულისხმება - რომ ის პლატა რაც ტემპლარამ დადო რაღაც დამატებით ინტერნეტ პლატაში უნდა ერთდებოდეს, რომელიც მერე თავის მხრივ უნდა ჩაჯდეს დედა დაფაზე რომელიმე სლოტში, მოკელდ ეგეც არასწორეა. ასეა თუ ისეა, სრულიად არასწორე კომენტარი გედო და მაგას გავუსვი ხაზი, ხოლო სად რა უნდა ჩარჭობილიყო არაფერი დამიწერია და თუ შეიძლება, ჩვენი პოლიტ ელიტასავით, ან უვიცი ტელე ჟურნალისტებივით (ნებისმიერი არხი იგულისხმება აქ, უფროსწორედ კი ყველა) ნუ მომწერ ნიშნის მოგების მიზნით რაღაცა - ტიპა აბა აქ ჩაარჭე ან აბა ის ქენი , ან შენი სიტყვებიდან ასე გამოდის.



რაც შეეხება დავითუსას რომ მიწერე მოდი აბა ამ წითლად მონიშნულში ჩამისვი ეს პლატებიო, გაეცინება დავითუსას, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით მაგ კაცი დაინახავს შენს მიერ დადებულ დედა დაფაზე შედმეგ შტუკებს რომელსაც შენ ვერ ხედავ, კონკრეტულად კი:



აი მუქად და წითლად შემოხაზული არის, კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტი სადაც ძველებულ პლატებზე ყენდებოდა, ხმის პლატაც, ქსელის პლატაც (კაკრაზ ეგ ორი პლატა გაქვს დადებული და დავითუსა წითელ პლატისკენ არც კი გაიხედავდა ეგრევე სტანდარტულ თეთრ PCI სლოტში თხრიდა შენს მიერ დადებულ პლატებს) და სხვა ყველაფერიც... რატომ უნდა შეაერთოს, იმ წითელ პორტში დავითუსამ შენს მიერ დადებული პლატები?

კსტატე დავითუსაც ერთერთი ძველი კომპინფოელია და ასე თუ ისე რაცხა გაეგება კომპიუტერებში ტაკ ჩტო ნე ნადო რა smile.gif

P.S. შენს მიერ დადებული პლატა მგონი არის, http://www.ecs.com.tw/ECSWebSite/Product/Product_Detail.aspx?CategoryID=1&DetailID=727&DetailName=Feature&MenuID=1&LanID=0, და მაგაში ინტეგრირეული იყო ხმის პლატაც და ქსელის პლატაც, ასე რომ ორივე შემოთავაზებული როგორც ასეთი ზედმეტია მაგ პლატისთვის, ნუ რა თქმა უნდა თუ ინტეგრირებულის ხარისხით კმაყოფილი არ ხარ და უკეთესის ჩაყენება გინდა, მაშინ მოსულა, მაგრამ თვითონ დედიკოც მოშნად ბიუჯეტურია, ასე რომ მარტო ხმის და ქსელის პლატის, ჩაყენება არ უშველის მაგ პლატას smile.gif

დააკვირდი სპეციფიკაციებს

º 1 x PCI Express x16 slot (Orange)
º 1 x PCI Express x16 slot (Blue @ x4 bandwidth)
º 2 x PCI slots
პირველი გრძელი პორტი PCI Express (შემოკლებით PCI-E) კაკრაზ 16x-იანია, მაგრამ მეორე მიუხედავად იმისა რომ მთლიანი 16x-ის სიგრძისაა მხოლოდ 4x-ზე მუშაობს smile.gif
გარდა მაგისა აქვს ძველი სტანდარტის ორი PCI სლოტი.

და ვაბშე დედიკო 2 PCI-E სლოტით და PATA ნუ იგივე IDE ვინჩესტერების სუპორტით ნუ მაგარი დონის არქაიზმია smile.gif საიდან გაჩითე რა ნიშნის მოგება გინდოდა smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 11:07 PM

უი უი უი... წამოსულა უშველებელი პოსტების სეტყვა...

გავედი მე აქედან სანამ არ წამლეკა ამდენმა სიტყვების კორიანტელმა...

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 11:11 PM

ja_ja
რატო გგონიათ რო სულ მტრულად ვარ განწყობილი და ვითომ და ჩამჭრელ კითხვებს ვსვამ. კიდე ვიძახი რო 2 სხვადასხვა რაგაცას ვიძახდით. არც იმას არ ვამბობ რო შენზე მეტი ვიცი ზოგადად კომპიუტერზე. უბრალოდ დამაბნია ერთმა კითხვამ

ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 09:16 PM) *
ამიხსენით რა არის, ნეტ კარტა?
და ამ ყველაფერმა გამოიწვიე ამხელა გაუგებრობა. თორემ ასე თუ ისე მეც მესმის კომპიუტერის ანაბანა და ვიცი რომელ სლოტში რა ყენდება და ზუსტად მაგიტომ ვკითხე რო ვიდეო ქარდის სლოტში რანაირად მისვავ ნეტ ან საუნდ კარტას მეთქი. აგმოჩნდა რო რაგაც სწორად ვერ გავიგე ან მე ან შენ მეტი არაფერი. ნეტ კარტის სურათიც დავდე და საუნდ კარტისაც და აქედან გამომდინარე ორივე არსებობს და შენი კითხვიდან გამომდინარე ვიფიქრე რომ ამ ორი კარტის არსებობაში შეგქონდა ეჭვი და ჩემს მიერ მოგონილი რაგაც გეგონა smile.gif იმედია გასაგებად დავწერე და ავხსენი ყველაფერი

Davitus
მსგავს ირონიულ პოსტებად ნუ დავწვრილმანდებით. თორე ირონია ზოგადსაკაცობრიო თემაა wink.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 28 2012, 11:32 PM

ციტატა
Davitus
მსგავს ირონიულ პოსტებად ნუ დავწვრილმანდებით. თორე ირონია ზოგადსაკაცობრიო თემაა


მოდი რა შენ შემოგევლე, მე რას სად დავწვრილმანდები ეგ ჩემი საქმეა, კონკრეტულად შენი მისამართით რომ წამოვა იმ პოსტების დიდაკტიკაზე იზრუნე შენ , ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეგ კონკრეტული პოსტი შენთან არაფერ კავშირშია

კარგად აგიხსნეს ზევით რომ მსგავსი მიდგომით "ფორუმზე თვითდამკვიდრების მეთოდი" არ ამართლებს იქ სადაც ფორუმ.გესგან გამიჯნული პრინციპების ხალხია შეკრებილი

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 28 2012, 11:39 PM

ციტატა(Davitus @ 29th September 2012 - 12:32 AM) *
მოდი რა შენ შემოგევლე

როგორც შენი საუბრიდან ჩანს ასაკით ბევრად უფროსი ხარ ჩემზე და რავიცი მემგონი არ არის ლამაზი მსგავსი საუბარი.
ციტატა(Davitus @ 29th September 2012 - 12:32 AM) *
კარგად აგიხსნეს ზევით რომ მსგავსი მიდგომით "ფორუმზე თვითდამკვიდრების მეთოდი" არ ამართლებს იქ სადაც ფორუმ.გესგან გამიჯნული პრინციპების ხალხია შეკრებილი

როგორც ჩანს ზერელე დასკვნების გაკეთებაც მაგრად გყვარებია შენ smile.gif
არ მიდნა ეხლა აქ ქუჩურ გარჩევებში გადაზრდა რა ....

პოსტის ავტორი: ilariona Sep 29 2012, 08:07 AM

Dave
Davitus
ja_ja
გადავიკითხე თქვენი პოსტები და გარედან მაგარი ვიხალისე smile.gif რა დღეში გაქვთ ნერვები biggrin.gif

ხო, კიდევ ერთი დაძაბული პოსტი და ბანი ჩემგან.


პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2012, 09:34 AM

ilariona

ციტატა(ilariona @ 29th September 2012 - 09:07 AM) *
რა დღეში გაქვთ ნერვები

შენი ნერვები და პესიმიზმი ქე ვნახე 2 დღის წინ რეალში smile.gif ახლა ჩვენ გვაცადე ბატონო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 29 2012, 10:29 AM

აი ეს უშველის საქმეს


პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2012, 11:38 AM

koknar

ციტატა(koka @ 29th September 2012 - 11:29 AM) *
აი ეს უშველის საქმეს

აეეეე smile.gif PCI-E გადამყვანი PCI-ზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პლიუს კვებაც რომ ცალკე სჭირდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E1681515816535$ ღირს, პლიუს 5$ შიპინგი smile.gif გამოვიდა ანტენაზე ძვირი ბლიაძ smile.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Sep 29 2012, 11:39 AM

რა გითხრათ აღარ ვიცი !!!ერთი ვიცი რომ მაგარი ვიხალისე biggrin.gif biggrin.gif საიდან სად გადაიზარდა ეს საუბარი biggrin.gif biggrin.gif
უი გოჩა რატიანს რა ვუთხარი მე რო ასეთი სასაცილო ვეში მოხია (უკვე მერამდენედ biggrin.gif )თორე ხომ არ გამოიწვევდა ასეთ საუბრებს!:D biggrin.gif

მოკლედ მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ ასეთი გაუგებრობა მოჰყვა ჩემს პოსტს

მაგრამ, მაინც მაგრად ვიხალისე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 14 2012, 05:11 PM

ალბათ ნორიკას ეცოდინება, ეს ხელსაწყო ლეპტოპიდან ვიდეო და აუდიო სიგნალს HDMI პორტიდან გაიტანს ანალოგ ტელევიზორზე ყვითელი ანუ კომპოზიტი შტეკერით ?



პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 15 2012, 11:37 AM

მაქვს acer aspire 4730Z ლეპტოპი, ხოდა ცხელდება ძაან, ჩემსავე გაკეთებულ ქულერზე მიდგა და ძლივს ქაჩავს. ხოდა მინდა რო დავშალო და გავწმინდო. ყველა შურუფი დავუშვი და მაინც ვერ დავშალე. ხოდა იქნებ ვინმემ იცოდეს ლეპტოპის დაშლას რამე სპეც ტეხნიკა თუ უნდა , 3 ჯერ მაქ დაშლილი და ვერცერთხელ ვერ გავხსენი ბოლომდე

პოსტის ავტორი: gregory Nov 15 2012, 11:44 AM

ReMiNgToN
არაფერიარ უნდა, ოღონდ ზოგ ადგილებზე პლასტმასებია ერთმანეთჩი ჩამჯდარი და წვრილი დანით უნდა გახსნა

პოსტის ავტორი: koknar Nov 15 2012, 11:58 AM

ReMiNgToN
კლავიატურის ზემოთ რო გრძელი პლასმასია ის უნდა ააგდებინო და კიდე 3 ვინტია ქვეშ, პლასტიკური ბარატის მაგვარი მასტი დაგჭირდება ან გიტარის მედიატორი, ან უნდა ჩახედო თვითონ კლავიატურა ხო არ ამოდის პატარა ყ@*#ჯებია მისაწევი აქეთ იქეთ.
ისე 85% გატეხვის კანდიდატია. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 15 2012, 12:58 PM

ReMiNgToN
ძირითადად ვინტები გექნება სადღაც გამორჩენილი და კიდევ რადენიმე წკაპ-ზაშოლკა შეიძლება იყოს...

კაროჩე უხეში ძალა არ მიქარო არ გამოიყენო თორემ დალეწავ. თუ არ გამოგდის, ჯობია მცოდნეს მიუტანო....

ისე კი რთული როგროც წესი არაფერი არ არიუს ხოლმე. შენს კონკრეტულ შემთხვევაში კი მაქსიმუმ ქულერი იქნება გაჭედილი ან მტვერი იქნება რადიატორზე....

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 15 2012, 09:04 PM

მადლობა რჩევებისთვის, ხვალ დავშლი მე4 ედ და იქნებ გამიმართლოს. დღეს რაღაც ხასიათზე ვერ ვარ და შეილება შემომატყდეს ხო ვიცი

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 16 2012, 06:15 PM

დავშალე კომპი გავწმინდე და ავაწყვე, ყველაფერი თავის ადგილას იყო. მხოლოდ კლავიატურის შეერთება დამავიწყდა და ისე ჩავრთე.რო არ მუშაობდა დავშალე შევაერთე და რო ავაწყვე არ მუშაობს მაინც.არადა კარგადაა ჩამჯდარი. scan for hardware changes დავაჩირე მაგრამ ვერაფერი იპოვა.ხოდა რას მირჩევთ რა ვქნა?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 07:03 PM

ReMiNgToN
სავარაუდოდ ის რომ არასწორად გაქვს შეერთებული.

უფროსწორედ კლავიატურა სადაც ერთდება, შლეიფი რომ ჩაჯდეს საჭიროა შესაბამის ბუდეში კარგად ჩასვა!

მაგისათვის:

1) დაშალე ხელახლა
2) ნახე ის ადგილი დასაც კლავიატურის შლეიფი უნდა შეერთდეს
3) ჩასასმელ ბუდეს გვერდებიდან პაწუა ნაწიბურები უნდა ჰქონდეს, ამოწიე მაქსიმალურად ზედა პოზიციაში, ოღონდ ნამეტანი ძალა არ იხმარო რომ ამოგლიჯო ბუდიდან
4) კლავიატურის შლეიფი შეაცურე თავის ადგილზე ისე რომ ჩასმის დროს, მე-3 პუნქტშI ნახსენები ნაწიბურები ზემოთ იყოს ამოწეული
5) როდესაც ქკავიატურის შლეიფი ბოლომდე შევა თავის ბუდეში და კონტაქტები გარეთ არარ იქნება გამოწეული, ნელნელა ჩაწია მე-3 პუნქტშI ნახსნები ნაწიბურები
6) ნუ წესით ამით კლავიატურის შლეიფი თავის ადგილზე ჩაჯდება და დაფიქსირდება.

დალშე არაა აუცილებელი ბოლომდე ააწყო ყველაფერი, თუ კონტაქტები ყველაფერი შერთებულია, ჩართე კომპი და შეეცადე ბიოსშI შესვლა ან რაიმე ეგეთი, მაგით მიხვდები საერთოდ კლავიატურა მუშოაბს თუ არა, თუ მუშოაბს, სინჯე ერთხელ ვინდოუსის ჩატვირთვაც და ვთქვათ ნოუთპედი გამოიძახე და ყველა კლავიშას დააჭირე რომ დაინახო ყველა სიმბოლო მუშაობს.

თუ ყველაფერი იმუშავებს მერე შეგიძლია ააწყო თამამად...

აი თუ მაინც არ იმუშავებს, ასე დისტანციურად ძალიან გამიჭირდება პირადად მე რაიმე კონკრეტული გირჩიო, სავარაუდოდ რაიმე სერვის ცენტრი დაგჭირდება.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 16 2012, 07:22 PM

ja_ja
გაიხარე! შლეიფი არ იჯდა კარგად, რაღაც პლასმასი ნაწიბურების ნაცვლად ჰქონდა ის გამოვწიე და შლეიფთან ერთად შევწიე და ჩაირთო კლავიატურა. უფ დავისვენე რა. მთელი დღეა გადავყევი ამაზე ნერვიულობას

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 07:41 PM

ReMiNgToN
მერე smile.gif მერე მანდ ერთი აუცილებელი წესი რომ მუშოაბს არ იცი smile.gif

დაშლისას ყოველთვის დაიმახსოვრე სად რა როგორ იყო... აწყობისას კი ყველაფერი უკუსვლით გააკეთე smile.gif


პოსტის ავტორი: Dave Nov 17 2012, 05:31 PM

ვიყიდე ახალი კომპიუტერი და დავაყენე ვინდოუს 7. შეიძლება რო მაგის ბრალი იყოს თამაშებს რომ ვერ ვაყენებ და რაც დავაყენე Fპს რომ მაქვს დაბალი ??? ვიდეო კარტა გთ 210 მიყენია პროცესორი დუალ კორი და ოპერატიული 4 მაქვს ... იქნებ მირჩიოთ რამე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 17 2012, 06:48 PM

Dave
პარამეტრები რაც შენ ჩამოწერე არაფერს ამბობს და რაიმეს რჩევა შეუძლებელია...

საჭიროა დედიკო, ვიდეო კარტა რომელი მწარმოებლისაა, პროცი დუალ ქორი რომ გიყენია რომელი მოდელია? არის მინი ბიუჯეტნიკიდან დაწყებული დამთავრებული გადარეული გიჟი პროცესორით, რომელი ვიგულისხმოთ?

ბოლოს რა თქმა უნდა კითხვა პროგრამულ უზრუნველყოფაზე - გიყენია თუ არა ყველა საჭირო დრაივერი, თუ ვინდოუსმა რაც დააყენა ის გაქვს დატოვებული, ან იქნებ რაცხა აჭრილი დისკები რომ არის, ვითომ და ყველანაირი დრაივერებით გაჭყეპილი ეგეთი დისკიდან დააყენე დრაივერები

სულ, სულ ბოლოს კი კონკრეტულად Windows-თან დაკავშიორებით, არ დაგიზუსტებია ეგ საკითხიც, შეიძლება კი იცი, მაგრამ აქ არაფერს გვეუბნები, ამიტომაც იზვინი მაგრამ.... 7-იანი არაფერს ნიშნავს,რომელი ვერსიაა?, სტარტერი, პრო, ულტიმეიტი... ასევე არანაკლები და ხშირად კი სუპერ სერიოზულად არის ყველაფერი დამოკიდებული რომელი Windows-ი დააყენე, ვგულისხმობ არა იმას რომ Xp-ია თუ 7 თუ 8, არამედ იამს თუ საიდან გაქვს მაგ Windows7-ის დისკი...

იმედია სწორედ გამიგებ ინტერნეტი გადაჭედილია ყველანაირი ვერსიებით, იქ ვანია ედიშენ, აქ კატერინა ედიშენ, იქ გორბაჩოვ ედიშენ, ან მაგარი რომ არის ხოლმე 32-იანი და 64-იანი ერთ დისკზე, ან ვაბშე 10 ვერსია 1 დისკზე და ხრენ ივო ზნაიტ ედიშენ...

თუ Windows-ზე ვსაუბრობთ აუცილებლად საუბარი უნდა იყოს MSDN ვერსიაზე, ანუ ორიგინალ Microsoft-ის ვერსიაზე და არა იმაზე ყველა ჯიშის გაუგებარ საიტზე რომ ყრია ხოლმე ვითომ და ბოლო აბდეიტებით, ან ვითომ და სუპერ აჩქარებული ვერსიებით.

ნებისმიერი გადაკეთება უკვე ორიგინალისგან გადახვევას ნიშნავს და ვერანაირად ვერ მოედავები Windows-ს უკვე მის ამწყობს და საიტზე დამდებს უნდა დაეკითხო...



პოსტის ავტორი: koknar Nov 17 2012, 07:31 PM

ja_ja
კაცი წერს გთ 210 მიყენიაო, რაღათ გინდა მაგხელა ანკეტის შევსება, 30 fps ზე მეტს ვერ გაქაჩავს ტეტრისის გარდა, Dave არ გავს ჩამორჩენილ კაცს და ძალიან ძველ თამაშებს არ დააყენებდა 2011-2012 იანები იქნება ყველა. ამიტომ მაზერის მარკა დიდ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.


Dave
ახალი კომპი ვიყიდეო და როგორ მოახერხე ეგეთი ნაწილების შეგროვება smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 17 2012, 07:52 PM

ციტატა
ახალი კომპი ვიყიდეო და როგორ მოახერხე ეგეთი ნაწილების შეგროვება


მეც გამიკვირდა სად იშოვე ეგ არქაული ნაწილები ?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 17 2012, 08:26 PM

ციტატა(Saint Dave @ 17th November 2012 - 06:31 PM) *
ვიყიდე ახალი კომპიუტერი

ნუ რა ვიფიქრო ამ შემთხვევაში smile.gif

ისე კი ჩემი შეცდომაა, არ დავაკვირდი ბოლომდე 210-ს რას წარმოვიდგენდი მაგას smile.gif.. მდააა ახალი კომპი და....


Dave
ნუ კაი მე დავბრმავდი, მაგრამ შენ თუ გაინტერესებს შენს ვიდეოზე განაჩენი http://www.guru3d.com/articles_pages/inno3d_geforce_gt_210_and_220_review,8.htmlგადახედე და ყველაფერი იასნი გახდება

ეს კიhttp://www.techpowerup.com/reviews/Inno3D/GeForce_210/6.html, ჩამოშალე დროპდაუნი და ამოირჩიე სასურველი თამაში

პოსტის ავტორი: Dave Nov 18 2012, 12:53 AM

ja_ja

ხო მართალი ხარ რაღაც ძაან ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია.
პროცესორი - intel dual core 3.0 ghz 2 mb cache
დედა პლატა - msi G41M-P28


ვიდეო კარტა - asus GT 210 1GB


ოპერატიული - kingston - ის 2 ცალი 2 გბ - იანი


koknar
იმედია თვითონაც ხვდები რომ მაგრად აჭარბებ. არც ისეთი თამაშები არ არის ჯერ შექმნილი რო gtx 590 ti ჭირდებოდეს smile.gif

ამ ნაწილებით კი იმიტომ ავაწყვე რო ბიუჯეტი არ მიწყობდა ხელს, მაგრამ მაინც მგონია რო ძალიან ბევრი კარგი თამაში უნდა გაქაჩოს... დაყენებაზე მექმნება პრობლემა მე, თამაშამდე ვერც მივედი... რაგაც უაზრო dll ფაილებს აკლებს და მე პირადად ოპერაციული სისტემის ბრალი მგონია....
ja_ja
თვითონ დააყენა იმ ტიპმა Windows 7 Ultimate და ნაგდად არ მგონია ორიგინალი ვერსია ქონოდა smile.gif




პოსტის ავტორი: koknar Nov 18 2012, 09:50 AM

Dave
ცოტა დამცინავათ გამომივიდა, ვაღიარეფ ეგრე არ უნდა დამეწერა. მარა მაგრა გადაჭარბებულადაც ნუ გამკიცხავ smile.gif გთ 210 გულობიზა

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 18 2012, 10:11 AM

Dave

ციტატა(Saint Dave @ 18th November 2012 - 01:53 AM) *
თვითონ დააყენა იმ ტიპმა Windows 7 Ultimate და ნაგდად არ მგონია ორიგინალი ვერსია ქონოდა

მერე სადმე ტორენტზე დაიადე MSDN ვერსია და შენით დააყენე, Windows-ის დაყენება რაღაცა რამდენჯერმე NEXT-ის დაჭერა, ზატო გეცოდინება რაც არის... ნუ თუმცა გაკრეკვაზე მოგიწევს ჩალიჩი... სამწუხაროდ ყველა მეთოდი და კრეკერი ერთნაირად კარგად არ მუშაობს..

მე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები გაკრეკვაში, რადგან ორიგინალი ვერსია ვითრიე Win 7 Ultumate-სი და არც კი მიჩალიჩია მის გატრეხვაზე ასე რომ მუშა კრეკი ნაღდად არ მაქსვ, მაგრამ თუ თვითონ ვერსია დაგჭირდება რაიემაირად შემიძლია მოგაწოდო... ისე MS technet საბსკრიბშენი თუ გაქვს აგერ https://technet.microsoft.com/en-us/subscriptions/securedownloads/default.aspx?ppud=4#searchTerm=&ProductFamilyId=350&Languages=en&PageSize=10&PageIndex=0&FileId=0საიტიდან ორიგინალის დასათრევად... არის, 64-იანი 32-იანი, პრო, ულტიმეიტი, სტარტერი, მოკლედ მთელი კამპოტი ერთიანად.

აი რაც შეეხება 210-ს და დადებულ ვიდეოს... ნუ 210-ი მაინც სუსტია, დადებული ვიდეო მართალია არ ვიცი რა გარჩევადობითაა გადაღებული, მაგრამ აშკარად ემჩნევა ტორმუზები და კადრების ნიხვატკა...

იმისათვის რომ გამოსახულება პლავნი და სასიამოვნო იყოს, FPS-ყოველთვის უნდა იყოს 30-ს ზემოთ სასურველია 50-ზე ქვემოთ არ ჩამოდიოდეს, აი მაშინ შენი რეაქციაც გადასარევი იქნება და თვალებიც სიამოვნებას მიიღებენ... (კადრების სიხშირის მონიტორინგისთვის გამოიყენე პროგრამა Fraps, საკაიფო რაღაცაა თამაშის წინ გაუშვი და როგორც კი თამაში გაიშვება ზედა კუთრეში გიჩანს კადრების რაოდენობა, პლიუს რამე რომ იყოს თამაშის ჩაწერაც შეგიძLია სკრინშოტები და სხვა, თუ დაინტერესდი http://www.fraps.com/download.phpჩამოქაჩვაზე)

მე კაი ძველი ვიდეო მაქვს 4870-ი მაგრამ კრიზისი ბოლო ნასტროიკებით HD-ზე არ მომწონს, ატორმუზებს, თუმცა 1680-0ზე მშვენივრად მუშაუბს, ნუ იგივე HD-ზე ბაზარი არაა ითამაშებ, მაგრამ ნუ პროსტა იმისთვის თამაშობ რომ გაიარო, აი სიამოვნება ჩკა...

P.S. ისე რამდენადაც ვხვდები ეს კონფიგურაცია უფრო ფინანსებმა გიკარნახა ვიდრე დასახულმა მიზნებმა

3 გიგაჰაერციანი პროცი + Chipset Intel® G41+ICH7 ცოტა რბილად რომ ვთქვათ წინა ათწლეულის ბოლოდანაა, ტექნიკაში კი 2-3 წელი დიდ რამეს ნიშნავს თუ გავითვალისიწნებთ ტექნოლოგიურ მოთხოვნას:
2 წელიწადში ერთხელ ნოუთბუქის განახლება და 3 წელიწადში ერთხელ დესკტოპის განახლება (რა თქმა უნდა თუ გინდა რომ ასე თუ ისე ტექნოლოგიებს მიყვებოდე) ნუ შესაბამისად....

კაროჩე მე მქონდა ერთი მწარე გამოცდილება, როდესაც ავიღე თავის დროისთვსი ბოლო კომპი, 3 გიგაჰერციანი პროცით, x38-ის ჩიპსეტით AGP x8-ით FX5200-ით და ჭკუაზე არ ვიყავი ისე მომწონდა... ეს იყო სადღაც 2004 წელი... კაროჩე მიუხედავად იმისა რომ მაშინაც IT სფეროში ვმუშაობდი და ვიცოდი რომ SATA-ს არსებობდა და DDR2-ის PCI-e-ც... არასწორედ შევაფასე სიტუაცია და გამოვიდა ისე რომ კომპის ყიდვიდან 1 თვეში ვიდეო კარტა რაღაც არააფეკვატურად მოძველდა, პრაქტიკულად გადასაგდები იყო.

დედიკომ მიღალატა იმ ვარიანტით რომ SATA ვინჩესტერებს ვერ ვაერთებდი არადა მაშინდელი 120 ნიტო 200 გიგა გიგა ნუ სულ რაღაც 1 თვეში გავავსე.... მეხსიერებამ მიმტყუნა, 478-იანი სლოტი პროცისთვსი საშუალებას არ მაძლევდა ახალი 775-იანი პროცები გამომეყენებინა და კაროჩე მივიღე კომპი რომელიც ყიდვიდან 3 თვეში მორალურადაც და ტექნოლოგიურადაც მოძველებული იყო...

შემდეგში ეგრე აღარ მიმიქარია, ბოლო დღევანდელი კომპი ვითრიე 2009-ის ზაფხულში, რაც რამე ახალი მიღწევა არსებობდა, ახლად გამოსული და სუპერ ტექნოლოგიური, ყველაფერი ვითრეე ამაზონიდან და მიუხედავად იმისა რომ 3 წელი გავიდა ჩემი i7 თავისი 6 გიგათი 4870-იანი ატიც ვიდეოთი და ასე შემდეგ... მოკლედ დღემდე ხოდზეა და არც თამაში არსებობს და არც პროგრამა, რომელიც ამ კომპზე გაეჭედება...

რა თქმა უნდა ეს უკვე ბიუჯეტური კომპი აღარაა და თბილისის ფასებით რომ მეთრია ეს ყველაფერი 3-4 ათას მწვანილზე გავდიოდი, მაგრამ ამაზონზე ფასდაკლებებით სულ რაღაც 900$-ში ჩავეტიე.... (მაქსიმუმ ერთხელ დავამატე ვინჩესტერი და ახლა კიდევ შეიძლება 1 ცალი ვინტი ვიყიდო, დანარჩენი არაფერი არ დამჭირვებია ამ კომპის აბგრეიდისთვის)

დამიჯერე მე პირველი არ ვარ და არც უკანასკნელი რომელიც საჯკუთარ ტყავზე მიხვდა, რომ კომპ ტექნოლოგიას თუ თრეულობ, მაქსიმალურად უნდა დახარჯო რომ მაქსიმალურად დიდხანს გეყოს ჩადებული ინვესტიცია, თორემ ის 2004-ის დროუინდეი კომპი ბოლოს იმხელა კაპიტალდაბანდება დამიჯდა რომ....

ან წიანსწარ იცი რომ საოფისედ გინდა კომპი ასევთქვატ სეკრეტარშასთვის რომელმაც მაქსიმუმ ვორდი უდნა გამოიყენოს და ინტერნეტი და ამ შემთხვევაში კომპის პარამეტრები გახატია...

პოსტის ავტორი: Dave Nov 18 2012, 03:45 PM

ja_ja

ხო ბიუჯეტიდან გამომდინარე ავაწყვე ეს კომპიუტერი თორემ მე კი ზუსტად ვიცი როგორი კომპიუტერი მინდა smile.gif ჩემ ძმას აქვს დაკრეკილი ვერსია და მაშინ იმას დავაყენებ, იქნებ რამე ვუშველო .... 30 fps კი არა აღსაქმელად ისეთ მარტივ თამაშს, როგორიც counter strike 1.6 - ია 99 fps ჭირდება და რომ ვრთავ fps თამაშის დროს ძალიან დიდ დიაპაზონში მოძრაობს, არადა მყარად 99 - ია საჭირო...
koknar

არა კოკნარ არ გამიკიცხიხარ, მგონი 512 - იანი გეგონა და მაგიტომ თქვი ეგ. ეს 1 გბ - იანი გთ 210 კი უნდა ქაჩავდეს თამაშებს ნორმალურად მარა, როგორც ზემოთ გაირკვა სხვა რამეში იმალება ჩემი პრობლემები biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 18 2012, 04:04 PM

Dave
ცდები, ქაუნთერში ოპტიმალური ფპს ია 99, თორე 30 ითაც მშვენივრად ითამაშებ. ეგ გტ 210 1 გბიანი აქვს ჩემს დას და არ მომეწონა, სუსტად მუშაობს ძალიან. რამდენ ბიტიანია?

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 18 2012, 07:10 PM

Dave
სადღაც 3 წლის წინ ავაწყე კომპი, GTX 260 core 216 (იდეაში უფრო ნავაროჩენი, ვიდრე სტანდარტულიGTX 260) ვიდეო მიყენია და ეგეც ვერ ქაჩავს ყველა თამაშს biggrin.gif მითუმეტეს GT210 საკმაოდ სუსტი კარტაა და მაგას გეიმერული პონტები არ უნდა მოსთხოვო... მითუმეტეს უცვლელი ფრეიმრეიტის შენარჩუნება...

ხო მართლა, მეხსიერებას დიდი გავლენა არ აქვს ვიდეო კარტის წარმადობაზე თუ სხვა კომპონენტები ხელს არ უწყობს. მაგ ლოგიკით ჩემი ვიდეო შენსაზე ნაკლები პერფომანსის უნდა იყოს, რადგან 900 მეგაბაიტიანია სულ (უფრო სწორედ 896 biggrin.gif)

პ.ს. - ეხლა მოვწვი რომ ჩემი და ჯაჯას ვიდეო კარტები ძალიან ახლოა ერთმანეთთან biggrin.gif

პოსტის ავტორი: Dave Nov 18 2012, 11:07 PM

ReMiNgToN

კაი რა, მაგ თამაშში მაინც არ მესწავლება არაფერი. თუ 30 ით მშვენივრად ითამაშებ მოდი მაშინ მე 99 მექნება შენ 30 და აი აირგანს წაგებულმა რესტორანი უკისროს smile.gif საერთოდ თუ იცი "aiming" რას ნიშნავს მაგას არ იტყოდი... ეგ თამაში არის რომელსაც fps ყველაზე მეტი ჭირდება მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეშია შექმნილი smile.gif

ნინჰოტომან დამიჯერე counter strike ის 99 fps მოეთხოვება მაგ ვიდეო კარტას

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 19 2012, 01:47 PM

Dave
მაგ ვიდეოს შეილება მოეთხოვება ქაუნთერის 99 ფპს, მაგრამ მე ის გითხარი რომ აუცილებელი არაათქო 99 ფპს ქაუნთერში. უკეთესობა და მინიმალური მოთხოვნილებები განსხვავდება და არ გვინდა ნაღდად ამ თემაში მაგაზე კამათი და ისედაც. გაურკვევლად არაფერი დამიწერია. მაგრამ ერთს გირჩევ მაგ ვიდეოს ბევრს ნუ მოსთხოვ, არაა გაიმინგისთვის მაინც და მაინც ზედ გამოჭრილი.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 03:35 PM

CS -ს ვთამაშობდი P2-ზე , 64 გბ ოპერატიულით და 8 MB ვოდეოთი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 03:41 PM

მოდი აქვე დავწერამ დესკი რომ გადავახალისო

AMD FX 8350-ზე ავაწყო თუ Intel Core i5-3570K-ზე?

ძირიტადი მოვალეობა კომპის ნეტში სერფინგია და საერთოდ ბიუჯეტური ვარიანტიც მყოფნის მაგრამ ხანდახან CAD სოფტთან და მისთანებთან მაქვს ხოლმე შეხება და რომლი ჯობსა ?

i7-ის ფარა ჩკა , წინასწარ გეუბნებით

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 04:57 PM

geojorjika
ვიცი რომ ფარა ჩკა მაგრამ თუ დამიჯერებ ჯობია 1-2 თვე გაჩერდე და ფული დააგროვო i7-ისთვის, ვიდრე ახლა აიღო i5-ი და მერე ასე 1-2 წელიწადში წუწუნი დაიწყო, იმას ვერ ვაკეთებ ამას ვამატებ არ ქაჩავს რა ვუყო რა შევცვალო და ასე შედმეგ...

AMD-ს სისტემები იაფი კი გამოდის, მაგრამ რავიცი მე AMD-ზე არ ვიტყვი არაფერს, აშკარად მიკერძოებული აზრი მაქვს და ოფიციალურად ვაღიარებ smile.gif, ჯერ კიდევ ძველი ცუდი მოგონებები მაკავშირებს მაგ მწარმოებელთან....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 06:35 PM

ja_ja
ვაბშეტა უფრო AMD მაინტერესებს და იმიტომ დავწერე , ნეტა აკეთებს რეალურად 8 ბირთვი საქმეს ? ვითომ მულტი ბირთვებზე ოპტიმიზირებულ პროგებში აჯობებს I7-ს?

პოსტის ავტორი: Dave Nov 19 2012, 07:16 PM

როგორც უცხოელი გეიმერების სტატიებიდან ვიცი AMD თამაშებში ყველაზე მაგარია ....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 07:31 PM

Dave
რავიცი ტესტები საპირისპირო რამეს აჩვენებს კაკრაზ თამაშებში

პოსტის ავტორი: Dave Nov 19 2012, 07:36 PM

geojorjika

მოკლედ მე ესეთი სტატია მაქვს წაკითხული, რომ ყველა პროცესორს და არამარტო, თავისი იდეალური კონფიგურაციები აქვს, ასე რომ ამ ოქროს შუალედის პოვნის შემდეგ AMD ყველა პროცესორს სჯობსო... თუ მივაგენი კიდევ ამ სტატიას აუცილებლად დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 07:52 PM

ნუ რავიცი რავიცი, მე შედარებით ძველი i7-ი მაქვს და თან AMD არ მაქვს smile.gif ასე რომ http://vr-zone.com/articles/amd-fx-8350-vs-intel-core-i7-3770k--4.8ghz--multi-gpu-gaming-performance/17494.html

ერთადერთი რაცხა სტრანნი გრაფიკია ბეტმენზე.... დანარჩენი კი....

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 19 2012, 09:47 PM

geojorjika
ამ ბოლო დროს ვკითხულობ სტატიებს ახალ პროცებზე და აშკარად AMD ინტელს ვერ ჯობნის... ყველა ტესტირების შედეგი აჩვენებს რომ იგივე დონის ინტელის პროციკები უფრო წარმადია და ამავდროულად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს...

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 10:05 PM

იდეაში ინტელ AMD-ს ტემა ვეჩნა განწირულია... ნუ თუ რამდენიმე FPS-და და წამს დათმობ AMD ჯობია დაითრიო კაცმა უფრო იაფში გამოხვალ, აქ ფსიქოლოგიური მომენტის გადალახვაზეა საუბარი...

კი ბაზარი არაა ინტელის პროციკები ჯაბნის AMD-ს პროციკებს, მაგრამ მოდით რა რეალურად შევხედოთ სიტუაციას, 200-300 FPS-ს რომ იძლევა კომპი, რა მნიშვნელობა აქვს მაგ დროს, 150-ი გექნება თუ 175 FPS-ი smile.gif ნუ შანსი არაა განსხვავება იგრძნო გარდა იმისა რომ ფსიქოლოგიურად იცი რომ 25 FPS-ით უფრო სუსტი კომპი გაქვს ზატო სიტყვაზე 150$-ით უფრო იაფი smile.gif

თვითონ Intel- AMD-ს ომს რაც შეეხება, ეგ ომი ყოველთვის განწირულია იმ პოზიციაზე რაც ახლაა ბაზარზე... ინტელის ძალებს ვერ დაეწევა ვერასდროს AMD და ამასობაში INTEL-ს არ აწყობს რომ ძალიან გაიქცეს წინ... საქმე იმაშია რომ თუ ინტელი ძალიან წინ გაიქცევა და ეგ ამ მომენტში უპრობლმოდ შეუძლია, ბაზარზე დარჩება მხოლოდ თვითონ, შედეგად აიკიდებს მონოპოლიას და ვეჩნი შემოწმებებს, პლიუს არ იქნება ვეჩნი ტექსტები და შედარებები რომელშიც ის გამარჯვებული და ყოველთვის პირველ ადგილის დამჭერი გამოჩნდება...


აქ პოლიტიკური თამაშია, MAD-ს მაქსიმალურად ახლოს მოუშვებს ხოლმე ხანდახან აცლის რარაც ახალი ნაბიჯი გააკეთოს რომ აი ვითომ და რაცხა ნიტო ხდება და ინტელის პროპცებს ერხევათ, სტრაზუ ბაზარი იწყებს ძველი ინტელის პროცების გაყიდვას და ახალ AMD-ზე გადასვლას, და აი 4-5 თვეშI Intel-ი ჩეკავს ახალ პროცს რომელიც AMD-ს უფრო უსწრებს, სასწრაფოდ მიდის, AMD-ს პროცების გაყიდვა და ინტელზე გადასვლა...

ეს რომ არ იყოს სასტავი ძველ ინტელის პროცებზე იჯდებოდა, ეს არის, ერთერთი მოტივატორი როდესაც ბაზარი ჩაწვება რაღაც გადამახალისებელი გამოიტანოს ხოლმე...

გარწმუნებთ ინტელი იმდენად ჩათლახია (კაი გაგებით) რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს ვიდრე მის კონკურენტს, არ გამოვრიცხავ რომ ამ წუთას რაღაც ამ მომენტისთვსი სუპერ პროცები ჰქონდეს დასაწყობებული, უბრალოდ ელოდება კონკურენტს რომ სვლა გააკეთოს და ისევ ცხვირში ჩაარტყას smile.gif ნუ თუ გადახედავთ სიტუაციას ვეჩნა ერთი და იგივე მეორდება... სულ მინიმუმ 4-5 წლის წინ ჰქონდა წარმოდგენილი პლასტინა 80 ბირთვიანი პროცით და ახლა ჩუმათ სადღაც უდევს, ეს იყო 65 ნანომეტრულ ტექნოპროცესზე და ახლა 32-იანზე აგადასული, ამუშავებს და ჯერ არ უშვებს წარმოებაში 22-იანს, ამასობაში შეიმუშავა 17-იანი.. AMD ჯერ ახლახანს ძლივს გადაციდა 32-იანზე...

კაროჩე როგორც ვამბობ უფრო ფსიქოლოგიური თამაშია ვიდრე რაიმე ისეთი რა... უუუუუ smile.gif არც პროგრამული შტუკენციები არსებობს ამ მომენტისთვის ისეთი რომ რაიმე განსაკუთრებულს მოითხოვდეს...

ასევე დააკვირდით ბაზარს, მთელი ინტელ-ი გადართულია მობილურ პროცებზე, მობილური ტელეფონებისთვსი და პლანშეტებისთვის, ჩასატისკი ყავს ARm არქიტექტურა და nVidea Tegra... მანამდე კი იცის რომ ჯერ AMD-ს მხრიდან არაფერი ემუქრება და დესკტოპ პროცებში რაიმე სუპერ გარღვევა არაფერი ჩანს გარდა სიხშირეების ზრდისა, და რარაც ატი-პუტი პონტების ჩამატებისა smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 19 2012, 10:18 PM

ja_ja
ეგ აშკარად შენ ჩემზე და უმეტესობა აქ მყოფზე კარგად გესმის, უბრალოდ ერთი ისაა საწყენი, რომ ამდ ვერსადროს ეწევა ინტელს და ფაქტიურად ალტერნატივა არ ყავს ინტელს :| კი ძვირია და რამე, მარა უკეთესია და...

ისე მობილურ ტექნოლოგიებზე გადასვლა აქამდე უნდა დაეწყო ინტელს და ნეტბუქების ატომებს არ ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 10:26 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 19th November 2012 - 11:18 PM) *
რომ ამდ ვერსადროს ეწევა ინტელს და ფაქტიურად ალტერნატივა არ ყავს ინტელს

შენ მთავარი იდეა ვერ დაიჭირე smile.gif ვერ ეწევა კი არა ინტელი არ აძლევს ზალით საშუალებაქს რომ დაეწიოს...

ამ მომენტისთვს AMD ისე ყავს ინტელს როგორც ნუ ტიპა ფინია ძაღლი, წამოარტყავს როდესაც მოუნდება, მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ახლა კი სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ისეა საქმე რავარც ვთქვი... smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 10:34 PM

ja_ja
ანუ მე იცი რას ვამბობ, ყოველგვარი სნობიზმის გარეშე ამ მომენტისათვის AMD-ის FX8350 ღირს 219$ მაშინ როდესაც i7 3770K ღირს 320$ ანუ 100$-ია სხვაობა

ღირს კი 100$-ით მეტის გადახდა? ვიცი რომ ჯობია ინტელის i7 3770K-ი მაგრამ 100$-ით მეტი ღიირს თუ არა?

როცა მაგ ფასად შეგიძLია კომპს დამატებით 2TB დისკი ჩაუმატო

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 10:52 PM

geojorjika
სწორედ მაგას ვამბობ... smile.gif ზემოთ დავდე ლინკები, ერთერთში არის, ჩამოთვლილი რომელ თამაშში რა განსხვავებაა კადრების რაოდენობის მიხედვით... ნუ მაგალიტად

ბატელფილდში 200 კადრი ინტელში და 100 ამდ-ში
კრისისი 96 კადრი 72-ის წინააღმდეგ
კაუნთერი 250 კადრი 200ის წინააღმდეგ

ანუ პტრაქტიკულად კი ინტელი იგებს, მაგრამ რეალურად რა ჭირად გინდა თუნდაც ის 100 ან 200 კადრი რომელსაც გაძლეს ამდ? smile.gif მითუმეტეს რომ არღაც მკარნახობს 1080x1920-ზე არ გექნება მონიტორი smile.gif და მითუმეტეს მაგ გარჩევადობაზე არ გაუშვებ თამაშებს, რომც გაუშვა მაინც მისაღები კადრების რაოდენობა...

ანუ თეორიულად შენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაგრამ მომავლის პერსპექტივით სიტყვაზე როდესაც რაიმე თამაშში დღევანდელი ამდ-ს 150 კადრი ვთქვატ ჩამოვა 30-ზე, და შეიძლება დისკომფორტი შეგექმნას, ინტელ-ის პროცზე კიდევ გექნება ზაპასი და იმ დაწყევლილი 300 კადრიდან ჯერ მხოლოდ 90-ზე იქნება ჩამოსული

ანუ გააჩნია შენ რა გირჩევნია დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი.

თუ ახლანდელით ცხოვრობ ჯობია 100$ ვინჩესტერში დახარჯო, თუ მომავლის ჭრილში იყურები ჯობია ახლა ჩაყარო 100$ პროცესორშI და შემდეგ არ გქონდეს შესაცვლელი სხვა ნივთები, სამაგიეროდ, ახალ გექნება სიტყვაზე 1 ტერაბაიტიანი ვინტი, მაგრამ 5-6 თვეში იშოვი დამატებით 100$-ს და კიდევ ერთ 2 ტერაბაიტიან ვინტს ითრევ

კაროჩე არ არსებობს ერთგვაროვანი და 100-იანი პასუხი smile.gif ღიმილის ბიჭებისა არ იყოს.... გააჩნაი რა შემთხვევაში smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 19 2012, 10:53 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 19 2012, 11:34 PM) *
ja_ja
ანუ მე იცი რას ვამბობ, ყოველგვარი სნობიზმის გარეშე ამ მომენტისათვის AMD-ის FX8350 ღირს 219$ მაშინ როდესაც i7 3770K ღირს 320$ ანუ 100$-ია სხვაობა

ღირს კი 100$-ით მეტის გადახდა? ვიცი რომ ჯობია ინტელის i7 3770K-ი მაგრამ 100$-ით მეტი ღიირს თუ არა?

როცა მაგ ფასად შეგიძLია კომპს დამატებით 2TB დისკი ჩაუმატო



ეგ იმის ამბავია შენკონკრეტულად გიღირს თუ არა... რავი აბა, გააჩნია ძაან რას ითხოვ პროცესორისაგან და ეგ განსხვავება რამდენად საგრძნობი იქნება შენთვის...

ისა 2ტბ დისკის დატრევა მარტლა შემიძლია მაგ ფასად? ცოტა სწრაფი რომ იყოს ოღონდ და არა სტანდარტული 5400 ბრუანიანი...

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2012, 11:25 PM

ja_ja

ციტატა
მითუმეტეს რომ არღაც მკარნახობს 1080x1920-ზე არ გექნება მონიტორი


მაგ რაღაცას უტხარი რომ ცდება და სწორედ მაგ გარჩევადობის მონიტორი მაქვს 22-ანი

ციტატა
სიტყვაზე როდესაც რაიმე თამაშში


თამაშებს საერთოდ არ ვთამაშობ, მხოლოდ იშვიათად გრაფიკული პროგებისთვის მინდა და ფაილების კონვერტაციისთვის

ციტატა
სა 2ტბ დისკის დატრევა მარტლა შემიძლია მაგ ფასად? ცოტა სწრაფი რომ იყოს ოღონდ და არა სტანდარტული 5400 ბრუანიანი...


http://www.amazon.com/Seagate-ST2000DM001-Barracuda-3-5-Inch-Internal/dp/B005T3GRN2/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2HPR2T5SDFMFE&coliid=I1DTDR1G290QMI

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 19 2012, 11:31 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 20 2012, 12:25 AM) *
http://www.amazon.com/Seagate-ST2000DM001-Barracuda-3-5-Inch-Internal/dp/B005T3GRN2/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2HPR2T5SDFMFE&coliid=I1DTDR1G290QMI



მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 20 2012, 12:42 AM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 19th November 2012 - 11:53 PM) *
ცოტა სწრაფი რომ იყოს ოღონდ და არა სტანდარტული 5400 ბრუანიანი

კაცოუ სად ნახე 3.5 დუიმიანი ვინჩესტერი 5400-იანი? ადრე უშვებდა მგონი მაქსტორი და ყველა მაგას აგინებდა smile.gif

ჩვენში დარჩეს აწი ბიძია დროა SSd-ზე იფიქრო, არც თუ ისე ძვირი ღირს, არა და კომპს ერთი 120 გიგაბაიტიანი ჰაერივით სჭირდება, დააყენებ სისტემას მაგაზე და კომპი მუშოაბს რაღაც არააედეკვატური სიჩქარით, დანარჩენი ვინტი გინდა 2 ტბ იყოს გინდა 10 ტბ მიერთებული გაქვს როგროც ინფოს შესანახი, სისტემა კი დაფრინავს SSD-ზე ოღონდ კაი ჩქარი SSD გინდა სასურველია 550-მეგაბიტიანი

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 20 2012, 09:10 AM

ja_ja
ეეეჰ, ვიცი მარა ეხლაც 1 ტერაბიტიანი 5400 ბრნიანი დისკი მიყენია, მეტი არაფერი biggrin.gif სსდ კი კარგია, მარა აი თუ ამარჩევინებ ამაზონზე კარგს 23-ში შეიძლება გამოვიწერო smile.gif შენ როგორც თქვი ისე რომ ვიხმარო, სისტემისათვის...

პოსტის ავტორი: Davitus Dec 4 2012, 05:55 AM

კაროჩე რა დავიტანჯე, უკვე 1 კვირა გადის ინტერნეტის პრობლემა ვერ მოვაგვარე, ჯი-ლინკს მიჩვეული, სხვა ალტერნატიული საშუალებები არ მინდა, არადა სადაც ახლა ვარ არ არის ჯი-ლინკი, მოპირდაპირე კორპუსშია, საიდანაც უნდა გადმოვჭიმო კაბელი,

ვარკვევ და ვერ გამირკვევია კარგად

1. შესაძლებელია თუ არა ჯილინკის "ოპტიკური ბოქსიდან" რომელიც სადარბაზოში დგას, სხვამ შეუკვეთოს და გადაიყვანოს ინტერნეტის კაბელი (ხან ერთს მეუბნებიან ხან მეორეს)

2. მაქსიმალური მუშა, ქსელის კაბელის სიგრძე რაც პირადად გინახავთ რომ მუშაობს შეცდომების გარეშე

თეორეიები და აისო სტანდარტები მეც ვიცი და გუგლის ძებნის ფუნქციას ავითვისე როგორმე smile.gif

ვიცი ამ პოსტს ბევრი პრაფესორი ნახავს და ნერვებს ნუ მომიწამლავთ, საკმაოდ გარკვეული ვარ ქსელების ამბებში და ნავიჩოკები ნურაფერს ნუ დაწერთ ვაბშე biggrin.gif


მე რაც გაყვანილი მაქვს ჯამში (ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) არ აღემატებოდა 130 მეტრს, 120, 117, მეტრიანებიც უპრობლემოდ მუშაობდა დანაკლისის გარეშე. ვშიშობ რომ 150 მდე შეიძლება ავიდეს (+/- 10) ამ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში და თან ექსპერიმენტების ჩატარებაც მეზარება sad.gif

იდეაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ ჯი-ლინკის ბოქსიდან გამოვჭიმო და როუტერში ვთხარო 150 მეტრს თავისუფლად აიტანს თქო, მერე როუტერიდან (დირ 300) ვაირლესით მივიღებ ყველა არსებულ კომპზე მოწოდებულ ნეტს. ერთადერთი, მეზობელთან უნდა მივიყვანო ამ როუტერიდან გამომავალი კაბელი მაქსიმუმ 25-30 მეტრი (ნუ ამ მანძილის სუმაცია არ იქნება გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ როუტერი მიღებულ სიგნალს აღარ დასუსტებს)

მოკლედ ჯერ მანძლმზომი მინდა biggrin.gif

ხოდა, ვინმეს რამე უკეთესი აიდია ხომ არ გაქვენ biggrin.gif თორემ დავრჩი ნეტის გარეშე biggrin.gif

პ.ს. უფ... არ მეგონა ამ თემაში მეც თუ დავპოსტავდი კითხვას biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 4 2012, 08:26 AM

Davitus
1. შენს კორპუსში თუ არ არის მე მითხრეს რომ არაო , იმიტომ რომ შენი მაკი კორპუსის ოპტიკურ ბოქს უნდა მიებასო


პოსტის ავტორი: ja_ja Dec 4 2012, 08:42 AM

Davitus
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ყველაზე გრძელი ნეტი UTP ეკრანირებული და არმირებული კაბელით (შავი სქელი კაბერლი რომ არის) გამიყვანია 156 მეტრი. ქსელი ჩემგან გადიოდა მეზობელ კორპუსში. მაგარი სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მუშაობდა, მაშინ DSL-ი იყო და კაკ ნი სტრანნა ინეტი ტიპს ჰქონდა, მაგრამ მართალი რომ გითხრა ის სიჩქარე აღარ ჰქონდა რაც ჩემთან იყო (მარა ტიპი თანახმა იყო თვეში 5 ლარი უწევდა თვეში და მაგის გამო იჯდა ეგეთ ქსელზე smile.gif)... ხანდახან ჩამოკიდებებიც იყო ხოლმე, მაინც დიდია დისტანცია და რა ეკრანირებაც არ უნდა ჰქონდეს, კაბელს თავისი პამეხები მაინც აქვს....


აი ასეთი კაბელი იყო პროსტა შავი აპლიოტკით, ჩვეულებრივ ჯეკს მაგაზე ვერ ჩამოაცმევ, ცალკე რანცხა დიდი ბუდეა ჩამოსაცმელი მაგაზე რომელშიც ჩვეულებტირი RJ45-ი ჯდება (კაბელის კატეგორია ნაღდად არ ვიცი რომელია, მარა 5-ი რომ არაა ეგ იასნია)


მაგ ფაქტით დაგულიანებულმა სადღაც 3 წლის წინ ვსინჯე მეზობელთან ქსელის გაყვანა ჩვეულებრივი UPT კალებილით.. მანძილი 90 მეტრამდე იქნებოდა... შედეგი ჩემი ფეხები... დაჟე 40 მეტრზე უკვე სიგნალი არ იყო... მერე გავიკითხ გამოვიკითხე და მაგარი ბანძი რჩევა მომცეს - მაგნიტი მიიტანე კაბელთანო, თუ მიიკრავს ქე იცი პასუხიო... ვსინჯე და მიიკრა... კაროჩე მოსპილენძებული რკინა იყო smile.gif... ასე რომ კაბელზეც ბევრი რამ არის, დამოკიდებული

აქედან დასკვნა თუ გექნება კაი კაბელი გაქაჩავ ქსელს, პროსტა კაი იქნება თუ არის შესაძლებლობა რამენაირად შეამცირო მანძილი, მაგალითად მეზობელი კორპუსის სახურავამდე აქაჩო, იქ რაიმე სვიჩი, ან როუტერი დააგდო და იქედან დალშე შენს როუტერამდე მოისროლო... მესმის ზედმეტი ბალაგანია, სამაგიეროდ ნაკლები მონაკვეთებია და პამეხები ნაკლები იქნება, შედეგად უფრო გარანტირებულად იმუშავებს ქსელი.

პოსტის ავტორი: TAMPLIER Dec 4 2012, 10:46 AM

მე მაქვს 130 მეტრზე გაყვანილი უტპ და მომხმარებელი კმაყოფილია დღემდე
კიდევ გამიგია(მე არ მიქნია) რო დიდ დისტანციაზე როცა გაჰყავთ კაბელი შუაშია უყენებენ რაცხა გამაძლიერებელს(ზუსტად არ ვიცი)და კარგად მუშაობს ყველაფერი და არც არაფერი იკარგება.
შენ სიტუაციაში რამდენად გამოყენებადია ეგ ამბავი არ ვიცი

პოსტის ავტორი: koknar Dec 4 2012, 01:31 PM

Davitus
WiFi რეპიტერი გენახა, კაბელის ჭიმვას და მეტრების თვლას. 150მ ზე პირდაპირ ხედვაში თუა თავისუფლად მიაწევს. დირ300 -ც წავა პრაშივკა უნდა მგონი და ეგაა.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 18 2012, 05:30 PM

ეკრანი მაქვს NEC Accusync LCD73v,ხოდა ერთი ჭირი დაეტაკა, ამოვარდება auto adjust proceding... არადა მონიტორი გადაადგილებული არააა. მარა ყოველ 20 წამში ასე ჭამს ტვინს. მერე გაჩერდება და ისევ იწყებს. რა შეიძლება ვუშველო? არადა ყველაფერი კარგადაა შეერთებული, აქამდე მუშაობდა. უცებ ეტაკა ეს ჭირი, დრაივერებსაც ვერ ვაბრალებ, არაფერი შემიცვლია. აუტოედჯასთს კიდე ვერ ვურთავ.

პოსტის ავტორი: koknar Dec 18 2012, 05:53 PM

ვიდეო კარტა შეიძლება ურიკინებდეს რამეს.

პოსტის ავტორი: gregory Dec 19 2012, 07:19 AM

ციტატა(koka @ 18th December 2012 - 06:53 PM) *
ვიდეო კარტა შეიძლება ურიკინებდეს რამეს.

არაა გამორიცხული

კიდევ შესაძლოა შიდა შლეიფის კონტაქტების პრობლემა იყოს( ჩემსასაც ქონდა ანალოგიური სიმპტომები)

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 20 2013, 03:03 PM

ხალხნო დამაკვალიანეთ iphone 3გ-ზე როგორ დავააფდეითო ios-ი?

ჩვეულებრივად itunes-ში რომ შევაერთდე და აპდეითს მიგდებს მივცე აფდეითI თუ რაიმე სხვა უნდა?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 20 2013, 09:49 PM

აი მამკალი და რაფრაა მაგი IT პრობლემა არ მესმის, ნუ ი-ვაი-ვაი პრობლემა ნაღდათაა მარააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 20 2013, 10:24 PM

ja_ja
ჰოდა უი ვაი ვაი პრობლემა რომ არის და ეს i გაგების ხალხის რომ არ მესმის და არც i ცხოვრების მაგაშია საქმე, ისე მკვდარზე ცუდს არ ამბობენო მაგრა მე მაინც igod-ის ...........................


პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 28 2013, 02:21 PM

რავიცი ამაზე კაი თემა ვერ ვნახე დასაწერად , ხოდა რაშია საქმე, ნიდ ჰელფ. ქულერი გავაფუჭე ჩEმი ლეპტოპის და დავრჩი უკომპიუტეროდ. ხოდა ვინმეს აი ასეთი ქულერი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ან მომაძიებინეთ რა, სანამ ამერიკიდან აქ ჩამოვა... :?




პოსტის ავტორი: Der Rote Baron Feb 21 2013, 03:03 PM

მოკლედ, 1 თვეა ნეტი 5 წუთში 2-4-ჯერ წყდება.

მოვიდნენ მოდემი შეცვალეს მაგრამ შედეგი ნული.

ამ ბოლო დროს ხშირად მომიწია კომთან და იმენნა ნერვოზი დამმართა

ვრეკავ და იძახის თქვენი კომპიუტერი პინგავსო თუ რაღაც.. გამოვრთე შევაერთე სხცა იგივე ხდება biggrin.gif

გავთიშე კომპი შევედი ვაშლით 2-3 წუთში იმაზეც გაწყდა, ესენი მიმტკიცებენ თქვენთანაა პრობლემაო smile.gif

ხაზი ყველაფერი წესრიგშიაო, ვუზსნი დუნდუკს რო რითიც არ უნდა შევიდე ყველაფერზე წყდება ნეტი (იქაც უფიქსირებს რო გაწყდა)

კაი თუ კიდე გაწყდება დაგვირეკეთო biggrin.gif შე ჩემისა 20 წუთია გელაპარაკები და 15-ზე მეტჯერ გაწყდა მეტრი რაღა გინდა..

რა ვუყო ტ**ში გავუკეთო მოდემი იმას ვისაც ავალია ამ საკიტხის გადაწყვეტა და არ წყვეტას თუ? თითქოს პასუხისმგებლობას გაურბიან

აჰა biggrin.gif რო ვპოსტავდი არ დაიპოსტა გაწყდა ისევ biggrin.gif დაკოპირებული მქონდა კიდე კაი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 21 2013, 03:24 PM

Der Rote Baron
მერე დაუძახე მაგ შობელძაღლებს მოვიდნენ და ადგილზე თვითონ ნახონ რა ხდება ი ვსიო....

არაა გამორიცხული ვინმე მეზობლებიდან ტორენტზე იჯდეს 24 საათი და მედიატორს დედის პორტებს უხნავდეს, შედეგად თუ ცოტა დარხეული აქვს მედიატორს, დატვირთვას ვერ გაუძლებს და ავტომატურ გადატვირთვაზე წავა იმ პონტში რომ ავარიულ რეჟიმად ჩაითვლება მუდმივი დატვირთული ერთერთი პორტი და გამოსწორების მიზნით მთლიანად იტვირთება, ეგეც შენი წყვეტები smile.gif

ძვირიან მედიატორში წესიმ კონკრეტული პორტის გადატვირთვა უნდა იყოს, შემთან შეიძლება იაფიანი მოდელია... ნუ ხრენ ივო ზნაიტ, ეს ერტერთი სავარაუდო ვერსიაა, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს სავარაუდო მიზეზთან ან რადიკალურად განსხვავდებოდეს რეალური მიზეზისგან, კაროჩე მოდით და ნახეთ მახატია სერვისი მომაწოდეთ რის ფულსაც ვიხდითქო smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Feb 21 2013, 03:24 PM

Der Rote Baron
რომელი ინტერნეტი გაქვს? თუ სილქნეტია , უკმაყოფილებები არ განიხილება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Dave Feb 21 2013, 03:39 PM

კაბელია სადღაც გაცევთილი და წვიმამ დედა უტირა .... ცუდი ამინდის დროს ხო გეთიშება ხოლმე ?? smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Feb 21 2013, 04:35 PM

Dave
სულ მეთიშებაო და რავი.. ადრე მე მქონდა იგივენაირი პრობლემა აქაც დავწერე. ჩემს ინტერნეტზე ზოგი კომპიუტერი მუშაობდა და ზოგიც არა. ანუ წამდაუწუმ ითიშებოდა რა. ყველაფერი ვიღონე, მოდემი შევცვალე, კაბელები და ამბები მაგრამ მერე კომპიუტერი განვაახლე, ქსელი კარტაც შევცვალე და აღარ ჰქონდა ასეთი პრობლემა

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 5 2013, 10:32 PM

ისადა ზოგიერთ საუტზე შევდივარ და ზოგიერთზე ამას მიწერს

Error 105 (net::ERR_NAME_NOT_RESOLVED): Unable to resolve the server's DNS address.

რა უბედურება უნდა? ლოკალ გლობალს არ არჩევს, მაგ forum.ge-ზე და youtub.com-ზე ვერ შევდინარ და აირგუნზე და მაგ www.kbelectronics.com ამ საიტზე კი

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 5 2013, 11:04 PM

სინჯე CMD-ში აი ასეთი ბრზალება:

ipconfig /flushdns

წესით ამან უნდა ჩამოცალოს შენი კომპის მიერ დამახსოვრებული DNS ჩანაწერები და ხელახლა უნდა წამოიღოს, თუ შენს კომპშიო იყო DNS-ებთან პრობლემა წესით უნდა გამოსწორდეს, ხოლო თუ სხვა პრობლერმაა ან შენთან არაა პრობლემა ეგ უკვე .... კაროჩე ჯერ ეგ სინჯე და პასუხი დაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 5 2013, 11:15 PM

გასწორდა , კავკასუსის გინებით smile.gif ეგ არ მიცდია მაინც მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: Dave Mar 5 2013, 11:18 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 21st February 2013 - 05:35 PM) *
ჩემს ინტერნეტზე ზოგი კომპიუტერი მუშაობდა და ზოგიც არა.


არსებობს ვირუსები რომლებიც კონკრეტულად ქსელის კარტაში ჯდება და წამდაუწუმ განახლება ჭირდება "local area connection" - ს

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 6 2013, 09:42 PM

ხალხნო გლობალი მუშაიობს თქენთან?

პოსტის ავტორი: koknar Mar 6 2013, 10:20 PM

ისე როგორც არასდროს

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 7 2013, 08:43 AM

Dave

ციტატა(Saint Dave @ 6th March 2013 - 12:18 AM) *
არსებობს ვირუსები რომლებიც კონკრეტულად ქსელის კარტაში ჯდება

ეგ რა დაწერე კაცოუ smile.gif სადა აქვს ქსელის დაფას RAM-ი ბლინ, მაქსიმუმ ROM-ი ჰქონდეს, და მანდ კიდო არაფერი იწერება smile.gif

ეგ ყველაფერი ქსელის დაფაში კი არა, საყვარელ ვინდოუსში იწერება და მაგია მერე დაქლიავებული smile.gif აბა გადააყენე ეგ უსინდისო უნდოუსი და ნახავ რომ უმალ გასწორდება პრობლემა სანამ ხელახლა ურუსი არ შემოძვრება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 29 2013, 04:26 PM

ესეიგი საქმე რაშია, დავაყენე wireless როუტერი phicomm fwr-624nd , ინტერნეტი მაქვს CGC ოპტიკური, იპ ადრესს იღებს ავტომატურად, უბრალოდ ჩვეულებრივ კაბელით შეერთებისას უმეტეს შემთხვევაში სჭირდება network address - ში შეყვანა რაგაც ციფრების რომელსაც პროვაიდერი მაძლევს, დანარჩენი მეუბნებიან მეტი ვერაფერს გეტყვითო. შევაერთე ინტერნეტის კაბელი მოდემზე WAN-ში და მერე მეორე კაბელი 1 -ში და შევაერთე კომპზე. ინტერნეტი მოდის, ბაიტები იწევა მაგრამ ძახილის ნიშანი აქვს ზედ. შევედი მოდემში, დავაკონფიგურე როგორც მანუალში ეწერა . მაგრამ არაფერი შედეგი არ აქვს. მანუალში ეწერა რომ თუ დინამიური იპი მაქ მაშინ იპებს და დნს სერვერებს ავტომატურად დააყენებდა მოდემი მაგრამ არ აყენებს. დამატებითი ინფოსთვის მიმართე პროვაიდერსო , მაგრამ იმათმა ხელოსნებს დაურეკე სადმე კომპიუტერულ კომპანიაშიო :/ . ფოტო მასალას მოვაყოლებ და იქნებ დამეხმაროთ რა.



















პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2013, 04:49 PM

ე ბიჯო ამოდენა ბუმბერაზი ადამიანი.... რა გჭირს, სურათები პატარა და კონკრეტული გამოსახულებით ვერ დადე? smile.gif დღის ბოლოა, კვირის, ოლოა, ყველა გათიშულია, ყველა სამსახურიდან გაქცევას ლამობს და უცებ ამოდენა პროსტილებს გვახვედრებ სადაც თვალები იქეთ აქეთ უნდა დარბოდეს smile.gif


მოკლედ ბოლომდე ვერ ჩაწვდა ჩემი ტვინი ყველა სურათს და მიმდევრობას, ან მიგეწერა სად რა გაქვს... კაროჩე მაინტერესებს შემდეგი რამ:

1) ინტერი შენთან როგორ შემოდის? ჯერ მოდემში და მერე იქედან როუტერში აერთებ და მერე როუტერიდან კომპში, თუ...

2) თუ ინტერი შემოდის, როუტერზე და მერე კომპში?

პროსტა რაცხა მოდემიც გაქვს ნახსენები და ახლა ჩემი გადაღლილი ტვინი მაგდენ ბაიტებს ვერ ხარშავს smile.gif

მოკლედ ოპტიკაზე წესით არანაირ მოდემზე საუბარი არაა. ან პირდაპირ შემოდის, კაბელი, ან თუ ტელევიზიაც გაქვს მაშინ თავის როუტერს აყენებენ (შეიძლება მაგას ეძახი შენ მოდემს)

დალშე ბოდიში და უნდა დაგვიზუსტო რას ნიშნავს

ციტატა(buybuya @ 29th March 2013 - 05:26 PM) *
უბრალოდ ჩვეულებრივ კაბელით შეერთებისას უმეტეს შემთხვევაში სჭირდება network address - ში შეყვანა რაგაც ციფრების რომელსაც პროვაიდერი მაძლევს, დანარჩენი მეუბნებიან მეტი ვერაფერს გეტყვითო

რა ციფრები? სად შეგყავს? გავრეკე smile.gif შენ გინდა თქვა რომ პრაიზვოლნა შეიძლება შენ კონექტი დაკარგო ინტერთან და მაგ დროს რეკავ პროვაიდერთან ის რაღაც ციფრებს გეუბნება შეგყავს სადრაც და სწორდება?

მოდი აბა ნაბიჯ ნაბიჯ დეტალურად ჩემოწერე რას სად აკეტებ თუ საჭიროა სუართებიანად, ამგრამ კომენტარი მიაწერე ყველაფერს და პროსტა რაღაც სურათების ნაკრებს ნუ დაყრი.

და ბოლოს, სტანდარტული რეალიზაცია პროვაიდერის ინტერის გაყოფისა, ღუ მრავალ კომპზე დაყენებისა არის, შემდეგ:

1) პროვაიდერის, კაბელი შემოდის შენთა და არის დინამიური IP
2) შენს კომპთან აერთებ როუტერს და აკონფიგურირებ WAN-ს დინამიურ IP-ზე, პლისუ შენი კომპის მაკ მისამართს აკლონირებინებ. LAN-ში გინდა დინამიური დააყენე გინდა სტატიკური, მარა შესაბამისად თუ სტატიკურს აყენებ არ დაგავიწყდეს შენს კომპში შესაბამისი IP-ს გაწერა. ასევე შეიჭყიტე განყოფილებაში DNS და გაწერე პროვაიდერის DNS მისამართები
3) ამის მერე, როუტერის WAN-ში შეაერთე პროვაიდერისგან მოსული კაბელი, შენი კომპის კაბელი შეაერთე LAN პორტში ნებისმიერში
4) ამ ეტაპზე Wi_-FI-ს არ განვიხილავთ ჯერ მთავარია საერთოდ კავშირი დამყარდეს კაბელის მეშვეობით
5) თუ LAN კონფიგურაციაშI აირჩიე სტატიკური IP მაშIნ ნება იბოძე და ქსელის პლატასაც გაუწერე IP მისამართი, ოღონდ თუ როუტერს სიტყვაზე აქვს 192.168.1.1 შენს კომპს მინიმუმ უნდა ჰოქნდეს 192.168.1.2 ,მეორე კომპს 192.168.1.3 და ასე შედმეგ


იმ შემთხვევაშითუ შენთან შემოდის, კაბელი, მერე შეერთებულია პროვაიდერის როუტერი და მერე გინაწილდება ინტერი და შენ როუტერის ჩაკვეხება გინდა, პრინციპი აფსოლუტურად იგივეა, უბრალოდ იმის მაგივრად რომ პირდაპირ პროვაიდერის კაბელი თხარო შენს როუტერში, ამის მაგივრად პროვაიდერის როუტერიდან გადმოგაქვს კაბელი შენი როუტერის WAN პორტში და მორჩა საკითხი.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 29 2013, 05:06 PM

კაბელი მოდის სახლში სადარბაზოდან , სადაც მაგათი დიდი ყუთი დგას. უყენია ჯეკი მაგ კაბელს და როდესაც შეაერთებ კომპზე(მოდემი არ სჭირდება) ეგრევე ირთვება ინტერნეტი, და თუ არ ჩაირთო, მაგ შემთხვევაში გაძლევენ network adress, ჩაწერ და სწორდება. დანარჩენი ყველაფერი ავტომატურზე უნდა ეყენოს.



ჩემს შემთხვევაში, შემომსვლელი კაბელი შევაერთე მოდემზე WAN შესაერთებელში, შემდეგ კი ლან პორტიდან მოდემი დავუკავშირე კომპიუტერს. შევედი კონფიგურაციაში, და დინამიურზე დავაყენე, მაკ მისამართი დავაკლორინე, ლანში კი ყველაფერი სტანდარტულად დავტოვე. პროვაიდერმა მითხრა ხელით გაწერილი დნს სერვერით ვერ ამუშავებ ოპტიკურსო და ამიტომაც დნს ც ავტომატურზე დავტოვე. მანუალში ეწერა, რომ დინამიურის შემთხვევაში იპეი ავტომატურად დადგებოდა მაგრამ არ დგება. ამას მოწმობს სურათზე ცარიელი გრაფები.
ინერნეტის ნიშანზე კი ძახილის ნიშანია.


პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 29 2013, 05:17 PM

მადლობა ჯა_ჯ , მივყევი ინსტრუკციას და გავაკეთე

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2013, 06:57 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 29th March 2013 - 06:17 PM) *
მადლობა ჯა_ჯ , მივყევი ინსტრუკციას და გავაკეთე

ოხ შენ რა გითხარი smile.gif

თავიდანვე რომ წაგეკითხა არ შაიძლებოდა smile.gif

მთაავრია გაირჯკვა ყოლიფერი smile.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother Mar 30 2013, 06:42 PM

მეგობრებო დამეხმარეთ რა smile.gif
კაროჩე დესკტოპზე მარჯვენა კლიკით გავხსენი ფანჯარა და shortcut შევქმენი მერე location ში ჩავწერე netsh advfirewall set allprofiles state off მერე რაც გამოვიდა იქ ჩავწერე netsh.exe ხოდა შეიქმნა ეს, მერე run as ში მივეცი იუზერ და ჩავრთე, შავი ფანჯარა გამოვარდა და ეს დაემართა sad.gif ხო ხედავთ დაბლა სხვანაირად როა და რო ვაჭერ არ ირთვება sad.gif


ჯაჯა პაუერვანო დამეხმარეთ რა, არ დაგეზაროთ გთხოვთ
წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 30 2013, 09:44 PM

WARNer brother
უკაცრავად რა ქენი? რაცხა ნიხრენა ვერ გავიგე smile.gif

მაიტა სტეპ ბაი სტეპ (სადღა მაქვს XP, რაღა მახსოვს მაგის ფანჯრები smile.gif )

პოსტის ავტორი: WARNer brother Mar 30 2013, 09:59 PM

აი ჯაჯ სტეპ ბაი სტეპ
1.

2.

3.

4.

5.

P.S დავარესტარტე და მოგვარდა!

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 30 2013, 10:34 PM

WARNer brother
და ახლა ადამიანურად თქვი საიდან მოიტანე ეს netsh advfirewall set allprofiles state off რომ შორთკატად უნდა შექმნა და თან ადმინის ექაუნთით უნდა გაუშვა? რა იყო BAT ფაილის დაწერა ძნელი იყო Firewall-ის სამართავად ბლიაძ? თუ იმას უფრო მეტი წკაპა წკუპი უნდოდა (იგივე 1 წკაპით მოხდებოდა და დაჟე შიგნით მენიუს ჩამონტაჟებაც იქნებოდა შესაძLებელი, ტიპა ცართვა გამორთვა)? ხოდა ახლა გაქვს ბედნიერება smile.gif

შეკაცო რაც მე ექსპერიმენტები მიკეთესია სისტემაზე.... აეეე, მარა იმდენი ჭკუა მაინც მყოფნიდა რომ ჯერ ვირტუალურ გარსში გამეშვა ეგ ყველაფერი და არა რეალ კომპზე.... დაიადე Virtual BOX-ი ან VMWare და ატარე ექსპერიმენტები ვირტუალურ ოპერაციულ სისტემაში რამდენიც გინდა

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 31 2013, 11:55 AM

WARNer brother
დროის უკან დაბრუნება არ გიცდია? მე მშველოად ხოლმე მასეთ რაღაცეებში

პოსტის ავტორი: WARNer brother Mar 31 2013, 01:32 PM

ReMiNgToN
ვერ მიგიხვდი,

ja_ja
ის პრობლემა აღარ აქვს როდავარესტასარტე მარა BAT ფაილის დაწერა აბა მე საიდან

ReMiNgToN
ვერ მიგიხვდი,

ja_ja
ის პრობლემა აღარ აქვს როდავარესტასარტე მარა BAT ფაილის დაწერა აბა მე საიდან

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 31 2013, 02:14 PM

WARNer brother
შექმენი ახალი text document, ჩაწერე კოდებია თუ რასაც წერ და შენახვისას დაარქვი სახელი.bat და ეგაა, დროის უკან დაბრუნებაში კი system restore ვიგულისხმე

პოსტის ავტორი: WARNer brother Mar 31 2013, 05:51 PM

ReMiNgToN
ეგ შევქმენი და როგორ გამოვიყენო ეხა? დავაჭერ გამოირთვება და ა.შ

პოსტის ავტორი: cz80 Apr 1 2013, 02:54 PM

ციტატა(jjjjkki @ 31st March 2013 - 06:51 PM) *
ეგ შევქმენი და როგორ გამოვიყენო ეხა?

ამ თემასთან რა შუაშია და..ერთი, კაცურად ეს "ეხა" ამიხსენით რას ნიშნავს?
უკვე მერამდენედ მესმის და..რატოო???

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Apr 4 2013, 03:00 PM

დავბრუნდი ამ თემის მთავარი სიცოცხლის ელექსირი hi.gif ესეიგი არის ერთ-ერთი მუსიკების გადმოსაწერი და მოსასმენი http://fans.ge , სხვა კომპიუტერებიდან ჩვეულებრივ ირთვება სიმღერები და playlist- ები მაგრამ, ჩემი კომპიუტერიდან ვერ ვრთავ, მიწერს ერორს an add-on for this web-site failed to run. ამოვშალე და ხელახლა დავაყენე flash player, მერე ინტერნეტ ექსპლორერი დავარესეტე control panelidan , მაგრამ არ შველის და მომცემთ რჩევას? მაგის გამო ვინდოუსის გადაყენება არ მინდა :/ მერე ხელახლა რა დააყენებს ყველაფერს

პ.ს ყველა ბრაუზერიდან ვცადე მაგრამ არცერთი არ შვრება




პოსტის ავტორი: ja_ja Apr 4 2013, 03:32 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 4th April 2013 - 04:00 PM) *
მერე ინტერნეტ ექსპლორერი დავარესეტე control panelidan

უკაცრავად, ეს რას ნიშნავს? რაცხა ახალი ტერმინია და ჩემთვის გაუგებარია, მოვითხოვ განმარტებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აიტ!

კაცოუ მაგ დედა აფეთქებულ ბრუზერს რომელი ნომერი აქვს? მერეადა კიდო ის მინდა ვთქვა რომ ყველა ახალ IE-ს აქვს ქარხნულ ვერსიაზე დაბრუნება, ამ დროს ყველა პლაგინი მაგინი ნასტროიკა, პრისტროიკა, ბალკონი და იატაკი მიდის, ტაკუნებისკენ, ტოისტ ციფრულ სასაფლაოზე და ბროუზერი ხდება ახალშობილივით სუფთა და უმწიკლო. აი მერე ხელახლა დააყენე ფლეშ პლეერი, ოღონდ რაცხა file.ge. beef.ge და სხვა სულელური ვარეზნიკები არ ახსენო, გადადი ადამიანურად adobe.com-ზე და დააჭირე ღილაკს install flash plaer. უფასოა ეს შობელძაღლი smile.gif

მოკლედ ბროუზერის პარამეტრების ჩამოსაყრელად მიდიხარ internet options -> advanced -> resset. ამის მერე გამოვა რაცხა ფანჯარა, მოპტიჩკე პუნქტი Delete personal settings და დააჭირე ღილაკს OK. იჩალიჩებს რაცხას აი უნიჭო ბროუზერი, დაელოდე ცოტახანს და ბოლოს ძირს გამოგიგდებს ყვითელ შეტყობინებას (როგორც ახლა გთხოვს ედდონის დაინსტალირებას ეგეთ სტრიფონს გამოაგდებს), და მოთხოვნილი იქნება რომ ბროუზერი დახურე და გაუშვი ტავიდან რომ ცვლილებები ძალაში შევიდესო.

დახურე გაუშვი და აფსოლიტურად ყოლიფერი იქნება კაპუტ. მერე როგორც გითხარი Adobe.com და მისი ჯანი

და ბოლოს - კაცოუ მზე და მთვარე ამოდის, ამ დედა აფეთქებულ IE-ზე? დღეს მილიონტრისტა ბროუზერი არსებობს, მიუხედავად იმისა რომ IE-ს დღემდე ყველაზე აქტიურად ვიყენებ, კომპზე მინიმუმ ასევე მიყენია FF და Opera, ნუ ქრომს პროსტა ვერ ვიტან თავისი უაზრო შეზღუდვების გამო smile.gif

თუ სხვა ბროუზერებშიც იგივეს იმეორებს ზნაჩიტ ბუდეა smile.gif ანუ შენი კომპი უბერავს რაცხას და თან მწარედ, ამ შემთხვევაში გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს საინსტალაციო დისკი კომპპს უკანა ნალში და წაიდა ინსტალაცია smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Apr 4 2013, 04:19 PM

ja_ja
აი ეგ რესეტი ვიგულისხმე მეც, უბრალოდ კონტოლპანელიდან გადავედი. ყველა ბრაუზერზე ასე შვრება , უკვე ვიწყებ ვინდიკას გადაყენებას :/

პოსტის ავტორი: koknar Apr 4 2013, 08:09 PM

როცა არც ერთი ბროუზერი არ მუშაობს, წერს რო ინტერნეტთან კავშირი არაა, და სკაიპი მუშაბს თავქუდმოგლეჯილი, რა უნდა იყოს ?

პოსტის ავტორი: Dave Apr 4 2013, 08:53 PM

ციტატა(koka @ 4th April 2013 - 08:09 PM) *
როცა არც ერთი ბროუზერი არ მუშაობს, წერს რო ინტერნეტთან კავშირი არაა, და სკაიპი მუშაბს თავქუდმოგლეჯილი, რა უნდა იყოს ?


ზასადა ქვია მაგას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 4 2013, 08:58 PM

koknar
internet options>connection>lan settings აქ ნახე აბა პროქსიშI ხომ არ გიწერია რამე

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 4 2013, 09:07 PM

koknar
სავარაუდოდ DNS-ი არ ფუნქციონირებს

სინჯე აბა გაპინგე 98.138.253.109 ეს არის, yahoo-ს სერვერი, თუ პინგი გადის, მშვენიერია, მაშინ აკრიფე შემდეგი ping yahoo.com, აი თი სახელის აკრეფვისას ვერ გაპინგა მაშინ გარანტირებულად DNS-ის ბრალია.

RUN-ში აკრიფე ბრძანება ipconfig /all ამან უნდა გამოიტანოს ქსელის სრული პარამეტრები, ნახე DNS-ში რა წერია. თუ პროვაიდერის დნს-ი წერია, მაშIნ გუტ, თუ როუტერის წერია, მაშIნ როუტერს ამოწმებ იმასთან რა ხდება, შეიძLება როუტერია არასწორედ კონფიგურირებული.

მაგ შემთხვევაში სინჯე ქსელის პარამეტრებში ძალით გაწერი რაიმე დნს სერვერები, მაგალიტად უფასო გუგლის სერვერები:

პირველადი 8.8.8.8
მეორადი 8.8.4.4

ამის მერე RUN-ში აკრიფე ipconfig /flushdns ეს ჩამოყრის DNS-ის პარამეტრებს და მიაკითხაბს ახალ სერვერს ვებ მისამართების სანახავად. დახურე ბროუზერები და თავიდან გახსენი. აკრიფე თუნდაც იგივე yahoo და სინჯე გახსნა, ცოტა გვიან გახსნის იმის გამო რომ DNS სერვერი შორსაა განთავსებული, მარა უნდა გაიხსნას, თუ გაიხსნა, გარანტირებულად DNS-ი და გასასწორებელი გაქვს პარამეტრებში, ან როუტერში.

პოსტის ავტორი: koknar Apr 4 2013, 09:43 PM

ja_ja
მადლობა რჩევისთვის, როუტერითა მაქ მიერთებული, საკვირველია რო დესკტოპი მუშაობს ავტომატზეა ყველაფერი, ლეპტოპზე მაქ პრობლემა, თან როუტერს ვერ შევცვლიდი არც არავის შეუცვლია რამე, პაროლიც აღარ მახსოვს იმდენი ხანი არ შევსულვარ, დავიჯერო კავკასუსმა შეცვალა რამე. რაც შენ მითხარი გავატარებ ერთი რას იზავს, თუ არა და სტანდარტული პროცედურა ჩატარდება, თუ რამე ვირუსია რო მიყვეს ბარემ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Apr 4 2013, 10:10 PM

ja_ja
რამაგარია, ლინუქსით ვარ შემოსული ახლა და იგივე პრობლემა აქვს, სიმღერები არც ეხლა ირთვება ფანსგეზე smile.gif ვოტ ეტა და...

პოსტის ავტორი: WARNer brother Apr 5 2013, 08:51 PM



ეს როგორ მოვაშორო?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 5 2013, 10:07 PM

ნუ ქრომოღლი არ მაქვს, მარა წესით აქვს მაგას ექსტენშენების მართვის მოდული და იქედან შეგიძლია გათიშო.

თუ ბროუზერის გაშვებისას სტარტ პეიჯად იშვება ეგეც შეიძLება შეცვალო, ანუ ჰოუმ პეიჯად რაც გინდა ის მიუთითე და ვსიო.....

პოსტის ავტორი: WARNer brother Apr 5 2013, 11:16 PM

ja_ja
ოპერა მირჩევნია მარა ის საერთოდ არეულია ჩემთან

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Apr 12 2013, 02:49 AM



დღეს შევამჩნიე ეს ეწერა X64 based processor , ხოდა აქამდე ნაღდად ვიცი რომ ეგ არ ეწერა ხოლმე. ჩემი ნოუთბუქის მოდელია acer aspire 4730z , ხოდა 64 ბიტიანი ვინდოუს8 რომ დავაყენო ანუ უფრო სწრაფად იმუშავებს?

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 12 2013, 08:27 AM

ReMiNgToN
არა, არ იმუშავებს უფრო სწრაფად. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ნელაც იმუშავებს, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო სწრაფად მაგრამ ვერც აჩქარებას და ვერც შენელებას ვერ იგრძნობ შენს სისტემაზე. ასე რომ, დატოვე როგორც არის smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2013, 08:40 AM

3 გუიგა ოპერატიულის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

32 ბიტიანს თეორიულად შეუძლია მხოლოდ 4 გიგაბაიტი ოპერატიულის აღქმა ( 4,294,967,295 ბაიტი), რეალობაში 4 გიგა რომ გქონდეს ხედავ მხოლოდ 3.2 თუ რაღაც ეგეთს ანუ ბოლომდე ვერ უკეთებს ადრესაციას.

64 ბიტიან პროცესორს და ოპერაციულ სისტემას კი შეუძლია თეორიულად 16 ექსაბაიტი (2 ხარისხში 64 = 18,446,744,073,709,551,616 18,446,744,073,709,551,616 / (1,024 x 1,024) ბაიტი) ოპერატიიულის აღქმა, ნუ მაგხელა ჯერ ვინჩესტერები არ არსებობს ნიტოშტო ოპერატიულები, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს რომ თუ 3 გიგაზე მეტი ოპერატიული გაქვს და მაქსიმალურად გამოყენება გინდა მაშინ უკვე განაჩემი გაქვს რომ უნდა გადახვიდე 64 ბიტიან ოპერაციულ სისტემაზე ანუ ვინდოუსზე (ნუ მაგალიტად 4 გიგა 8 გიგა 12, 16 და ასე შედმეგ თუ გაქვს უკვე გჭირდება 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა).

გარდა მაგისა 64 ბიტიანი ოპერაციული უფრო ეფექტურად ამუშავებს დიდ მოცულობის მონაცემებს, ჩქარა ახეტებს გამოთვლებს რომელიც გამოიყენება შიფრირებისას ან არქივირებისას, უფრო მეტი მეხსიერების ადრესავციის საშუალებას აძლევს პროგრამებს (ნუ დიდი მახინები რაცაა, იქ პრემიერი, ფოტოშოპი, 3დ მაქსი ხა ხრენ ივო ზნაიტ კიდევ რა). ინტერნეტ ექსპლორერებზე და მედია პლეერებზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, არც საოფისე ფაილებზე, ანუ გინდა 32 ბიტიანი ვინდოუსი გქონია გინდა 64-იანი არაფერი შენთვის არ შეიძლება, დაჟე თუ ეგეთ პროგრამებს მოიხმარ მაშინ 64-იანზე გადასვლას არ გირჩევდი, უფრო მეტ ადგილს მოიუთხოვს, მეტ სულელურ მიმრთვებს აკეთებს ოპერაციული რომელსაც არ იყენებ შედეგად თუ კომპი ძლიერი არაა (ჩქარი ვინჩესტერები, მეხსიერება, ვიდეო, თვითონ დედიკო), მაშინ 64 ბიტიანმა შეიძლება უფრო დაბალი შედეგები გიჩვენოს ვიდრე 32-იანმა.

ნუ რაღაც ისეთი პარალელი გაავლე რა ძველ კომპზე რა აზრი აქვსდააყენო ვინდოუს 7 თუ მაინც ვერ ქაჩავს? ამიტომაც ძველ კომპებზე უფრო აყენებენ ხოლმე ვინდოუს ხპ-ს smile.gif რაღაც ეგეთი პონტია მანდაც.

კსტატი ბროუზერების უმეტესობა დღემდე 32 ბიტიანია, მგონი მხოლოდ IE არის 64 ბიტიანი დანარჩენები 32 ბიტიანია, ასევე მაგალიტად თუ მიქარე და შენთან დააყენე 64 ბიტიანი MS OFFICE, მერე მაგალიტად შენი WORD-ის მიერ შექმნილ ფაილს ვერავინ გახსნის 32 ბირიან MS OFFICE-ში smile.gif ანუ საოფისე პაკეტები თავსობადობისთვის მაინც ისევ 32 ბიტიანი უნდა დააყენო smile.gif და ასე შემდეგ, ბევრ პროგრამას აქვს ეგეთი წიკები.

მოკლედ თუ ცივი გონებით მიუდგები მაგ საქმეს კარგად აწონ დაწონე ქაჩავს თუ არა კომპი და გჭირდება თუ არა. თუ ემოციებით მიუდგები გადადი 64 და მორჩება საქმე smile.gif

P.S> ისე რჩწევა იქნება კომპშI ქსელის ჯგუფს სახელი შეუცვალე ნუ გაქვს დატოვებული Workgroup-ი, რაიმე შენი მოიფიქრე და ის დაარქვი. მართალია სამუშაო ჯგუფების შეტევებზე დაფუძნებული ხაკერული ზამაშკების პერიოდმა უკვე კაიხანია გადაიარა, მაგრამ მაინც დაიზღვიე თავი, მითუმეტეს რომ 1-2 კლიკის ამბავია smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Apr 23 2013, 08:11 AM

მეზობელს აქვს ერთი კარგა მოძველებული დდრ1 კომპიუტერი, ხოდა რამდენიც ვინდოუსის გადაყენება მთხოვა იმდენი დავიტანჯე :/ კაროჩე დავაწყებინე ვინდოუსის გადაყენება XP ს ვაყენებდი და ფორმატირების მერე ფაილების დაკოპირებაზე ერორი ამოაგდო, დისკი იყო გაჩხაპნილი. დავარესტარტე და სხვა დისკით რომ მეცადა, არცერთი დისკი არ მიაქვს, boot ს არ აკეთებს, ბოლოს boot manu ში წერს რომ NTDLL IS MISSING, მაგრამ ეგ როგორც ვიცი ოპერაციული სისტემა რომ არ წერია მაგის ბრალია. ხოდა ვცადე hiren's boot cd , სხვადასხვა ვინდოუსის დისკები, აკრონისი იმიჯ ფაილები , მაგრამ არ შვრება ბუთს. ხოდა რამე ეშველება? ყველა შარი მე როგორ უნდა გადამეკიდოს. რაც მე ვინდოუსებს ვაყენებ მაგრამ ასეთი პრობლემა არასდროს მქონია :/

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services