თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ გავყიდი _ Artemis CP2

პოსტის ავტორი: nihontoman May 22 2020, 09:41 AM

იყიდება Artemis CP2 მთლიანი კომპლექტაციით. კომპლექტში შედის თვითონ თოფი, ორი ლულა (გრძელი და მოკლე), კონდახი (კარაბინად გადასაქცევად), ძალიან ეფექტური ხმის მოდერატორი, ორი მჭიდი და single shot ადაპტერი.

თოფზე დამუშავებული მაქვს სასხლეტ-გამშვები მექანიზმი - ორსაფეხურიანს გავს ეხლა უკვე და მსუბუქია. ასევე დავამუშავე ლულაში ის ადგილი, საიდანაც მიწეოდება ტყვია. ფასკა ქარხნულია, მაგრამ ნაწიბურები მოვაშორე.

პლასტმასი არის მასიური და ხარისხიანი. რაღაცნაირი რბილი ფაქტურით - გაფშეკილი გამომხმარი სტანდარტული ჩინური ნაგავი არ გეგონოთ. კონდახის დამაგრებაც ყველანაირი ლუფტის გარეშეა (ბევრ მსგავს დასაშლელ კონსტრუქციებს ლუფტი აქვს). ერთ ბალონჩიკზე აკეთებს დაახლოებით 70 გასროლას. არის ძალიან ზუსტი და სასიამოვნო სასროლი - რეკრეაციული სროლისათვის იდეალურია. უყვარს მსუბუქი ჯსბ და H&N FTT ტყვიები. გრძელი ლულით და კონდახით პატარა ჩიტებზე და ვირთხის ხელა ცხოველებზე ნადირობა სრულიად შესაძლებელია (სიმძლავრე და რაც მთავარია სიზუსტე, ყოფნის). გასროლილია დაახლოებით 600-700 ტყვია.














ბონუსად მოყვება ორი ცალი CO2 ბალონი. ოპტიკა დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ არ მოყვება biggrin.gif

ფასი 250 გელა.


პოსტის ავტორი: vexam May 22 2020, 01:48 PM

ოპტიკიანად რომ იყოს ეგ ფასი მე ვიჩუქებდი დიდი სიამოვნებით და 2 ცალი ცპ2 მექნებოდა. smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 22 2020, 01:57 PM

vexam
ხო, ოპტიკიანად მაგ ფასში ჩუქება გამოდის biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 22 2020, 05:19 PM

განიხილება ასევე ბიუჯეტურ პცპ-ში გაცვლაც თანხის დამატებით smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 28 2020, 02:24 PM

600-700 ტყვია ჯამურად ორივე ლულისთვის?

პოსტის ავტორი: nihontoman May 28 2020, 03:15 PM

vatato
პატარა ლულით ალბათ სულ 20 -30 ტყვიაა ნასროლი. დიდი ლულას დააწვა ძალა ზირითადში smile.gif

პოსტის ავტორი: shashubesha Jun 5 2020, 08:58 AM

ეს თოფი ისევ იყიდება?

თუ არ გაყიდულა მე ვიყიდი.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 16 2020, 09:24 AM

shashubesha
კი იყიდება

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 13 2020, 11:19 AM

უპ უპ

კიდევ იყიდება ჩინური საინჟინრო გენიის ხორცშესხმული ნიმუში. მართლა ძალიან ზუსტი და კაი ფიშტოა ისე როგორც არის, ან თუ ჩხირკედელაობა გიყვართ - პცპ-დ გადასაკეთებლად (იმჰო გაცილებით უკეთესი ბაზაა ვიდრე კროსმანები ამ მხრივ)

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Aug 25 2020, 10:34 AM

nihontoman
wink.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 3 2020, 09:46 AM

Der Rote Baron

წაიღებ? biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services