გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> CP 10.5 vs CUM 10.5, ვადარებთ კროსმანის ტყვიებს
ja_ja
პოსტი Jul 4 2009, 08:32 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 3rd July 2009 - 07:35 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საყრდერნზე პრობლემა არაა, ჩემი ძმის ბეჭი გამოდგება(რბილი ადგილი, მხრის ზვლის კუნთი

შეეშვი!! ე მანდ არაფერი მოწიო biggrin.gif.

თუ სერიოზულად განვიხილავთ ადამანის ბეჭი საყრდენად არ გამოდგება, სუნთქავს, ოდნავ მოძრაობს და... მოკლედ პროსტა ხეს რომ მიეყუდო და ლულაც მიადო ხეს უკვე საკმაოდ გაგიჩერებს ლულას.


დანარჩნებს
ნუ რადგანაც გინდოდათ რეპორტის მაგვარი CP-სა და CUM-ის შედარების მხრივ აგერ ბატონო ა...
მერე თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ცალკე თემად გადაიტანოთ რომ არ ჩაიკარგოს ამ ერთ თემაში.

მაშ ასე კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 ცალი CP 10.5 (
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მუყაოს კოლოფში რომ არის 1250 ცალიანი) და CUM 10.5 Premier (
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რკინის კოლოფში რომ არის 500 ცალი).

ვინც არ იცის გაცნობებთ რომ ორივეს უშვებს კომპანია
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და ორივე ტყვია გადის Premium კლასში, CP 10.5 ითვლება პრაქტიკულად ელიტად, ხოლო CUM ითვლება ელიტარულად გადარჩეული ტყვიებიდან დარჩენილი მასად.

კამათი დაიწყო იმით რომ ჩვენი წევრი და მთავარი მოდერი Bazuka თავის GAMO-ში და Discovery-ში ტყვიების ჩატენვისას საკმაო ძალას ხარჯავს (ზ.დ.პ. GAMO Big CAT-ში ლულაში ტყვიის ბოლომდე ჩასადებად საჭიროა თითით/ფრჩხილით ბოლომდე მიჭერა რომ ტყვია ლულაში ჩაჯდეს) როდესაც ლულაში ტენის CUM-ს ხოლო CP-ს დროს იგივე წვალება არ სჭირდება, ტყვია პირდაპირ ჯდება ლულაში ზედმეტი ჩალიჩის გარეშე.

ამას ემატება JAH-ის მიერ მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ თითქოსდა CP არის გადარჩეული ტყვიები და რაც რჩება, არეული მასა ის იყიდება როგორც CUM-ი.

მე (ანუ მონამორჩილი Ja_Ja) და Geojorjika ვამბობთ რომ ერთნაირია. პირადად მე ჩემი დისკოდან გავისროლე 1500-ზე მეტი ტყვია, აქედან ახალ გაუსროლელ თოფზე პირველ 150-200 გასროლაზე მართლა ვგრძნობდი რომ ტყვია ლულაში შესასვლელად საჭიროებდა გარკვეულ ზეწოლას, შემდეგ ეს ეფექტი გაქრა და ნამეტანი იოლად იკეტება ჩემი დისკოს საკეტი. აქვე დავძენ CP-ზეც და CUM-ზე ჩემს ხელუხლებელ დისკოს სჭირდა ერთნაირი ეფექტი, ერთი პერიოდი მეგონაკიდევაც რომ ლულა და ჩახმახის გამტენის ხვრელის ღერძი ერთმანეთს აცდენილი იყო და ლულაში ტყვიის შესვლისას ხდებოდა ტყვიის ჩამოთლა. Parna-ს მიერ მოტანილმა პლასტენილმა და მასში სროლამ დაამტკიცა რომ ტყვიას არაფერი არ ეჭრება. და ეს ეფექტი ცატახანში გაქრაკიდევაც.

მოკელდ შესავალი გაკეთებულია მთავარი მიზეზი შეხვედრის ვიცით, გაეცანით კონკურსანტებს. ამოღებულია ორივე კოლოფიდან პირველი ხელში მოხვედრილი 10-10 ცალი. რომელბზეც გავატარე ზომების შედარებები.



დავიწყოთ სანაქებო CP 10.5-ით


თავის ზომა, სპეციალურად რბილად მიწეულია შტანგელის ტუჩები იმისათვის რომ ტყვიის ოდნავადაცგაჭყლეტა და დეფორმაცია არ მოხდეს, პლიუს შტანგელი ოდნავ ზემოთაა რომ ტყვია ტუჩებში იყოს და რეალურ ზომას აჩვენებდეს. ანუ ტყვია ამოვარდნილი რომ არ იყოს შტანგელიდან. თავის ზომას იმედია ეკრანზე ვხედავთ 4.52 მილიმეტრია. და არა შეპირებული 4.5 მილიმეტრი, ასე რომ ზუსტმა ლულამ 4.5-ზე შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობის ეფექტი სანამ ტყვია ხრახნებზე დაჯდება. (ერთხელ გადახრა იყო 4.51-მილიმეტრისკენ, მაგრამ ერთი არაფრის მაჩვენებელი არაა 10-დან)



აქვე ვდებ CUM-ის სურათს, რავიცი რაიმე განსხვავებას ხედავთ??? პირადად ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში თავებში ამ ორ ტყვიას განსხვავება არა აქვთ, რამდენიმე ტყვიაზე ჩარტარებული ექსპერიმენტით ერთი და იგივე ზომები მივიღე ორივე ბანაკში (CUM-is თავებში განსხვავება საერთოდ არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემს ეგზემპლატებში).

გადავიდეთ ეგრეთწოდებულ "იუბკაზე"


იუბკა CP-ს 4.54 მილიმეტრი აქვს, მართალი გითხრათ საკმაოდ გასაოცარი იყო, ველოდებოდი იგივე 4.52-ს მაქსიმუმ 4.53-ს, მაგრამ.....
აქვე დავძენ ერთი სერიოზული სიურპრიზიც შემხვდა



არ ვიცი ამ ეგზემპლარს რა დავარქვა, ფაქტია რომ სანაქებო CP-ში ერთეული გაფრენები არსებობს, გასაგებიც არის, ამ პლანეტაზე ოქრო არ არსებობს ბოლომდე 100%-იანი ასე რომ პნევმოს ტყვიებში დასაშვებია cdomilebebi.

ამიტომაცაა სერიოზული შეჯიბრების წინ სერიოზული ხალხი ტყვიების გადარჩევას აკეთებს, ზომა წონის მიხედვით რომ ტყვიის ხარვეზები მაქსიმალურად გამოირიცხოს (თუმცა გადარჩევა არ ნიშნავს 100%-იანად თავის დაცვას ბევრი მსროლელზეც, ამინდზეს და სხვა პირობებზეცაა დამოკიდებული).




CUM-ის იუბკა უფრო დიდი აღმოჩნდა 4.55 მილიმეტრი, და ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, თუმცა გასაოცარი წინ იყო, იმიტომ რომ CUM-ის 10 ცალში 2 ცალი მოიძებნა არა 4.55 მილიმეტრიანი არამედ 4.58 მილიმეტრიანი biggrin.gif მართლდება Bazuka-ს ეჭვედიsmile.gif



მოკლედ ასე თუ ისე CUM-ში არცერთი ტყვია 4.54-ზე არ ჩამოსულა 8 იყო 4.55 2 კი 4.58. მართალია 4.54-სა და 4.55-ს შორის 0.01 მილიმეტრია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, CUM-ი შედარებით პუტკუნაა, თუ დავამატებთ 4.58-ისკენ გადახრებს, მაშინ....


ბოლო სურათების წყვილი, სიგრძეში გაზომვა. აქ ორივე ტყვიამ ერთმანეთის პატივისცემა გამოიჩინა, ორივემ აჩვენა 6.69 მილიმეტრი



მეტი განსხვავება ამ ტყვიებში მე ვერ ვნახე, ადრე აწონილიც მქონდა და ორივემ 10-10 ცალიან პარტიებში 105.00 გრანის მაგივრად მიჩვენეს 105.3-დან 105.5-მდე წონების ცვალებადობა, რაც საშუალოდ თითო ტყვიაზე ნიშნავს 0.03-0.05 გრანიან გადახრას რაც აფსოლუტურად უმნიშვნელოა და თუ მაინცა და მაინც 10-10 არ აწონე ტყვიები ისე ამ 0.03 ან 0.05 გრანიან სხვაობას ვერ იპოვი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია სასწორი რომელიც 0.01 გრანის სიზუსტით წონის. 0.1 გრანიც კი საშინელებაა ოდნავ ამოსუნთქვა მაგიდაზე შეხება და ეგრევე იცვლება შედეგები, 0.01 გრანზე ალბათ ბომბეიში რომ ნიავი უბერავს ის იქონიებს გავლენას ზუსტ აწონვაზე biggrin.gif).



ბოლოს იმას დავძენ რომ ვიზუალურად ორივე ტყვია ერთნაირია, უბრალოდ CUM 10.5-იანი რომელიც 500 ცალია და რკინის კოლოფშია არის გრაფიტიან ზეთში ამოვლებული, როგორც მწარმოებლის ერთერთი წარმომადგენლის სიტყვებიოდან ირკვევა (ყვითელ თუ მწვანე ფორუმზე ამოვიკითხე მარადიორის თუ დისკოს განხილვის ერთერთ განყოფილებაში) ეს გაკეთებულია იმისათვის რომ ტყვიის მყარ ზედაპირზე მოხვედრისას (ალბათ იგულისხმება ბეტონი, ან ლითონი) დარჩეს ზისუალური კვალი, რომ იოლი გასაგები იყოს სად ხვდება ტყვია.

პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მეზობელი კორპუსის ბლოკის სროლისას CUM-ი აშკაარდ ტოვებს შესამჩნევ კვალს, CP-ც ტოვებს მაგრამ ძალით უნდა დააკვირდე და რამდენჯერმე ვერც კი შევამჩნიე სად მოხვდა. მოკლედ გრაფიტი ამართლებს, მაგრამ ხელებს საზიზღრათ თხვრის.

მოკლედ სულ ესაა, ჩემს დასკვნებს თავზე თქვენ არ მოგახვევთ, პატარები აღარ ხართ, თან ჩვენთან დემოკრატიაა ასე რომ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. biggrin.gif

ტყვია იქა, თოფი აქა, წადით ახლა დაიძინეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 4 2009, 08:33 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დღეს კიდევ ერთი ტესტი ჩავატარე CP-სა და CUM-ის ტყვიებს შორის. ტესტირება საკმაოდ გვიან დავიწყე სადღაც 17:30-ზე, მანამდე დღეს მომიწია მაღაზიებში სირბილი და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება.

შევეცადე მყარი სტენდიდან მესროლა მიზანში, ამისათვის ამოვბეჭდე სადღაც 30 ფურცელი სხვადასხვა ტიპის სამიზნეები, სამწუხაროდ მხოლოდ 7-ის გამოყენება მოვახერხე, შედმეგ ისეთმა წვიმამ დაუშვა რომ მთელი ჩემი გაშლილი სასროლი სტენდი სადღაც 40 წამში ავალაგე. არც მეგონა თუ ეგრე მოვასწრებდი. იარაღი დასველებას გადარჩა, მაგრამ მე ვერა. ისეთი გალუმპული ჩამოვედი მთიდან რომ.... გამიტყდა ჩემებისთვის მეთხოვა სურათი გადამიღეთ მეთქი, თორემ დავდებდი...

კარგი დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. ცუდი ისაა ჩვენთან (ვერაზე), რომ მთა არის ტალღოვანი სწორი ადგილები ძალიან ცოტაა, არის მთაწმინდაზე (ანძასთან) რამდენიმე 30-40 მეტრიანი დისტანცია, მაგრამ ანძა შორსაა და მთელი ჩემი ტვირთით ვერ ავიდოდი იქამდე, პლიუს ანძა მაინც სტრატეგიული ობიექტია და მის არემარეში ამხელა ოტკიკიანი ტიპის გამოჩენა... მოკლედ ვინ შეგეკითხება პნევმო გაქვს, წყლის თოფი თუ Remington 700

ბევრი ბოდიალის მერე ვიპოვე 20 მეტრიანი დისტანცია სადაც ტესტირება ჩავატარე.

სასროლი პოზიცია იყო ასეთი


პრაქტიკულად მყარი პოზიციაა, ეგაა რომ მიწაზე ხარ წამოწოლილი, მაგიდა ან რაიმე სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ შედეგი სხვა იქნებოდა (სამწუხაროდ ერთადერთ ეგეთ მაგიდიან ადგილზე მწვადები და გრიალი იყო). მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.

ეს იყო იმპროვიზირებული სამიზნე ობიექტი, სხვათაშორის კოლოფიც თან წავიღე (დაშლილი) და თან წამოვიღე, ბუნებისთვის ტყვიების გარდა ზიანი არ მიმიყენებია biggrin.gif



თავიდან ოპტიკის გასწორება წავიდა, ამაზე დაიხარჯა 6 გასროლა, როგორც კი პირველი ტყვია 10-ანს მოხვდა ჩავთვალე რომ ოპტიკა ასე თუ ისე გასწორებულია, თან ამ გადაწყვეტილებაში დამეხმარა ენით აუღწერელი ელვა და გრუხუნი, მართალია ჩემს თავზე ცა ცარიელი იყო და მზე მწვავდა ბეჭებს, შორს საკმაოდ შავი ღრუბელი ჩანდა.



რადგან ჯერ ქარი არ იყო და მზე ანათებდა გადავწყვიტე საკონტროლო 5 გასროლა გამეკეთებინა, შედეგი აგერაა სურათზე. ჰო მართლა გაითვალისწინეთ სატესტო სროლა და ოპტიკის გასწორება მიდიოდა CUM 10.5-ით (კროსმანის ტყვიებით რკინის კოლოფში 500 ცალი რომ არის),
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.




ამის მერე სამიზნედ გამოვიყენე სპეციალურ ქაღალდზე ამობეჭდილი სამისნეები, არ გეგონოთ რომ ამერიკიდან ჩამოვიტანე, მეთვითონ სახლის პრინტერზე ამოვბეჭდე, თუ გაინტერესებთ რატომ ჩანს ასე კარგათ ნატყვიარები, ამ საიდუმლოს მოგვიანებით გაგიმხელთ და მიხვდებით რაშია საქმე.


მაშ ასე პირველი მიზანში სროლა (პრეტენზია არაფერზე არ მაქვს, მაგრამ მგონი პირველი რეპორტირებული მიზანში სროლაა ჩვენს ფორუმზე ჰააა biggrin.gif)! რადგან აქამდე ვიყენებდი CUM-ს გადავწყვიტე მაგითვე გამეგრძელებინა რეალური სროლაც. პირველ ქაღალდს ვესროლე 5 ტყვია, მიზანი საკმაოდ კარგად ჩანდა, ოპტიკა პრაქტიკუალდ არ დადიოდა. ასე რომ წავიდა...



რას იტყვით ვარგა თუ არა? მემგონი მშვენიერი შედეგია, ჯგუფის მაქსიმალური ზომაა 12 მილიმეტრი (ახდა ჩემი ოცნება biggrin.gif) , შეიძლებოდა ოპტიკის კიდევ გასწორება, მაგრამ მთავარია ჯგუფი, დანარჩენს ეშველება smile.gif

რადგან ეს გამოვიდასავით და ამინდიც ხელს მიწყობდა (ჰაერის ოდნავ მოძრაობაც კი არ იყო და ოფლი ოხრად გამდიოდა), გადავწყვიტე საკონტროლოდ მეორე სერია გამეშვა 10 გასროლიდან, ოპტიკაში ოდნავ კორექტივება შევიტანე, მეორე ქაღალდი მივამაგრე და...



ვთვლი რომ იდეალუურია. ჯგუფის მაქსიმალური დაცილება არის 19.5 მილიმეტრი, კუთხითა ზედა ტყვიის ხვრელის დასაწყისიდან, მოწყვეტილ ტყვიის ბოლომდე, გავზომე რუსული ვარიანტით, ანუ მაქსიმალური ხვრელების დაცილებით (№ტელს დიამეტრზე), ამერიკელები თვლიან ჯგუფებს ტყვიის სავარაუდო ცენტრებს შორის. გაითვალისწინეთ ის ერთი მოწყვეტილი ტყვია გაგეცინებათ და ბალახის ბრალია, სუუულ ოდნავ ნიავმა დაუბერა და გასროლის წინ ბალახი დავინახე სამიზნეში, მაგრამ უკვე დაჭერილი იყო ხელი. შედეგად ოპტიკაში დავინახე ბალახი როგორ გადაჭრა ტყვიამ და სადაც მოხვდა ქე ხედავთ.

არაფრით არ მეგონა თუ ბალახსაც კი შეეძლო კორექტივების შეტანა, სასაცილოა მაგრამ ფაქტია, შემდეგისთვის გასათვალისწინებელი გაკვეთილი მივიღე biggrin.gif

კარგი ბატონო გადავიდეთ CP 10.5-ზე, ანუ მუყაოს კოლოფში რომ არის Crosman-ის 1250 ცალიანი პაჩკა,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.



პირველი გასროლა ისევ 5 ცალიანი, შედეგს ზედა სურათზე ქე ხედავთ, მმმმმმმმ მგონი მშვენიერია ჰა? ჯგუფი CUM-ზე ცოტა უარესია ეს ჯგუფი ყველაზე მაქსიმალურ ზომაში შეადგენს 17.3 მილიმეტრს, მგონი CP-ს მხრივ კაი ინფო არ გრონვდება არა. თუმცა ჯერ სად ხართ, აი 10 ცალიანს შეხედეთ თვალები შუბლზე აგივათ.



მაქსიმალური ჯგუფის ზომა შეადგენს 11.4 მილიმეტრს. ნუ ეს არ ვიცი, ჩემი პირადი რეკორდია ჯერჯერობით, ზღაპრულად გამიხარდა biggrin.gif.

თუ CUM-ს შევადარებთ და არ გავითვალისწინებთ CUM-ში იმ ერთ მოწყვეტილ ტყვიას, მაშინ CUM-ის მაქსიმალური ჯგუფი იქნება 14.8 მილიმეტრი, ანუ CP-ს ჯგუფი 3.4 მილიმეტრით უფრო პატარაა. მოკლედ ასე თუ ისე CP ამ შემთხვევაში თავის სახელს ამართლებს, თუმცა ტყვია შედარებით ძირს მიდის, ვერ გავიგე რატომ, ალბათ რაღაც განმასხვავებელი მაინც არის ამ ტყვიებში, ან შეიძლება იმის ბრალია რომ რეზერვუარი 1300-მდე ჩამოვიდა, მოკლედ ჯერ არ ვიცი.

რადგან რეზერვუარი დაცლაზე იყო გადავიწყე დატევვა. გადაკეთე 30 ბუქნი, მერე დასვენების მიზნით გავიქეცი და ახალი სამიზნე მივამაგრე. ეს სამიზნეც ჩემი ამობეჭდილია, ასეთ სამიზნეს ეძახიან ”სუპერ ბუზს” (Super Fly). არ ვიცი რატომ, მართალია ეს ორიგინალი სუპერ ბუზი არაა, თავიდან ფეხებამდე ჩემს მიერ აწყობილია და წოტა უფრო პატარა რგოლებია, იმის გამო რომ A4 იყო დასატევი. A3 პრინტერი მე არ მაქვს smile.gif



მოვარდი ნასოსთან, და დავაკაჩავე კიდევ 20 ბუქნი, მოკლედ თოფი გამზადდა. დავწექი და მივხვდი რომ სირბილ ბუქნაობამ თავისი ქნა, მიზანი იქეთ აქეთ დადიოდა.

გადავწყვიტე ცოტა დავისვენებ მეთქი, 3-4 წუთი ვისვენებდი და დეერხა ამინდს, ამოვარდა ქარი. ქე მივხვდი რომ წესით წასვლის დრო იყო, მაგრამ ბოლომდე ვიქნები მეთქი. მოკლედ დავიწყე ქარის ჯინაზე სროლა, მაგრამ......

მოკლედ ქარში სროლა არ ღირს, სად როდის მიფრინავდა ტყვია კაცმა არ იცის, 24 წრე მიუხედავად ამისა მაინც გავდირკე (რეალში კი წრეში არსებული შავი ლაქაა მოსახსნელი) მაგრამ ქარი კორექტივებს აკეთებდა და 25-ში ისეთი კორექტივა შეიტანა რომ საერთოდ რგოლს გასცდა ტყვია biggrin.gif (წითლითაა აღნიშნული სად მოხვდა და სად უნდა მოხვედრილიყო.)




ამ სერიის დამთავრება და წვიმის წამოსვლა ერთი იყო, სასწრაფოდ ავლაგდი, მაგრამ ნაწილი ქარალდები მაინც დამისველდა. სველ ბალახებში და ჯაგებში რავარი იყო სიარული მოყოლას არ დავიწყებ, მოკლედ ჯინსის შარვალი წყლის გამო იმსიმძინე გახდა ძლივს მოვათრევდი ფეხებს.

მოკლედ ეს იყო კიდევ ერთი ტესტირება სერიიდან CUM vs CP, დასკვნების გაკეთება ისევ თქვენთვია მომინდია, თუმცა ლიდერი იკვეთება.

ისე აქვე დავძენდი, ერთი სროლით რომელ ლიდერობაზე საუბარი, ეს სტაბილურად რამდენჯერმეა გასაკეთებელი და მერე 100%-იანი დასკვნა იქნება, თუმცა შუალედური დასკვნების გაკეთება ახლაც შეიძლება.

P.S. ვისაც გაინტერესებთ საიდუმლო მეთოდი, რომლის მეშვეობითას მოხერხდა მკაფიოდ ქაღალდზე ტყვიის ხვრელების გამოჩენა..... მაშინ მოკალათდით, დაანთეთ მონიტორთან ჩემს სახელზე 7 სანთელი და გადმომირიცხეთ 20 მილიონი პირად ანგარიშზე biggrin.gif

სინამდვილეში მარტივი მეთოდია, ჯერ კიდევ ამ ზამთარში რომ დავდიოდი სალუქვაძის ტირში შევამჩნიე რომ ზოგიერთ სამიზნეზე ტყვიის განახვრეტი კვალი გადასარევად ჩანდა, ზოგზე კი ქაჯურად. ანუ ჩვენ როგორც გამოგვდის ხოლმე. მიზეზი კი იყო ქაღალდის შემადგენლობა, კერძოდ სქელ ქაღალდზე მკაფიოდ ჩანს ნატყვიარები, მაშინ როდესაც უბრალო A4-ზე პატარა წვრილი ნახვრეტია და ვერაფერს გაიგებ რა ხდება.

გუშინ სამსახურის მოპირდაპირე მხარეს ვიყიდე 200 გრამიანი A3, მოვიტანე სახლში დავჭერი A4-ის ზომაზე, ამოვბეჭდე და კიდევ დავჭერი, შედეგად ნატყვიარები გადასარევად ჩანს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jul 4 2009, 09:17 PM
პოსტი #3


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



სიტყვები არ მყოფნის... უმაგრესი რეპორტია.
ძალიან დიდი მადლობა.
ისე 20 მეტრი ცოტა არ იყოს პატარა მანძილია, აი მინიმუმ 40 მეტრზე განსხვავება ბეეევრად მკვეთრი იქნებოდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 4 2009, 09:27 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



სიტყვები არ მყოფნის , იუ არ ზე ბესთ ჯაჯა smile.gif , მაგარი რეპორტია , ტაკ ძერჟაწ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 4 2009, 09:29 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Jah
ციტატა(Jah @ 4th July 2009 - 10:17 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სიტყვები არ მყოფნის... უმაგრესი რეპორტია.

დიდი მადლობა

ციტატა(Jah @ 4th July 2009 - 10:17 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე 20 მეტრი ცოტა არ იყოს პატარა მანძილია, აი მინიმუმ 40 მეტრზე განსხვავება ბეეევრად მკვეთრი იქნებოდა.

მეთვითონ მინდოდა 25 და 50 მეტრიანი დისტანციები, მაგრამ ეს ადგილი რაც ვნახე მაქსიმალური იყო ჩვენს მთაზე. ძირს კი იყო ერთი 29 მეტრიანი ადგილი, მაგრამ სროლის ხაზზე გადის ხალხის საბოდიალო ბილიკი, და ოხრად ხალხი დადის ხოლმე დღის განმავლობაში, ამიტომ ტავი ავარიდე.

მეორე ადგილი სადაც 40 მეტრამდე შეიძლება გაჩალიჩება დაკავებული დამხვდა მოქეიფე ხალხით. ანძამდე პროსტა ვერ ავედი, იმდენი რაღაც მქონდა აკიდებული რომ.... რომც ავსულიყავი ეგრევე ჩამოსვლა მომიწევდა, წვიმა კაკრაზ მაშIნ მომიწევდა ზემოთ რომ ავიდოდი.

მოკლედ მაგ პრაკოლს შემდეგში გამოვასწორებ, ან გასვლისას ან რაიმე სხვა ვარიანტში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jul 4 2009, 09:57 PM
პოსტი #6


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



მშვენიერია !!!!!!



ხომ გეუბნებით რკინის კოლოფი ძნელად იტენებამეთქი

ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Jul 4 2009, 10:20 PM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



საღოლ ჯაჯააა! იმენა რეპორტ მენი ხარ რა biggrin.gif კარგი ამომწურავი რეპორტი + კიდევ და კიდევ საღოლ შენ და შენს დისკოს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 4 2009, 10:29 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 10:57 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა

ეგენი მე არ მაქვს, მაშინ 1 კოლოფი ჰქონდა მხოლოდ გრიგოლს და ეგ ერთი კოლოფი შენთვის გამოვართვი, სხვა ეგეთი ნეტუ sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jul 4 2009, 10:36 PM
პოსტი #9


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



უი

ზ.დ.პ. ზე კაპიკად არვარგა რომელი სად მიდის ვერ გამიგია, ეტყობა ძაან მაღალ სიჩქარეზე ისვრის 1200 უწერია მაქსიმალური. მარა 10-15 მეტრიდან წვიმებითგაჟღენთილ დეესპეს ხვრეტს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 4 2009, 10:56 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 11:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მარა 10-15 მეტრიდან წვიმებითგაჟღენთილ დეესპეს ხვრეტს.

შეეშვი ამ DSP-ებს smile.gif ბრანიბოინის ამზადებ თუ სიზუსტეს???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ნახე ქრონში რამდენს მოგცემს. შეიძლება მართლა 325-ზე ზემოთაა და მაშინ ხმის ბარიერის გადაალახვისას შეიძლე მაგ მსუბუქ ტყვიას ქეც ჰქონდეს გადახრები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Jul 4 2009, 11:57 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



მშვენიერი რეპორტია, რესფექთ smile.gif
ისე, შეღწევადობის ტესტიც რომ გაგეკეთებინა არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ გასვლაზეც ხომ უნდა მოვიტოვოთ რამე გასატესტი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jul 16 2009, 02:29 PM
პოსტი #12


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ეს ახალი კარდონის კოლოფიანი ტყვია არის მუქი ფერის, ანუ რაღაც უსვია, ხელს აშავებს
ჩემი პირველი პარტიის ტყვიები იყო ქაღქათა, თუგინდ გეჭამა ისეთი სუფთა იყო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 17 2009, 04:31 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



აბა ამათ თუ იცნობთ თავისი გენერალიანათ smile.gif

2000 ცალ CUM-ში ვიპოვე აი ეს ერთი გენერალი, გაშლილი ფრთებით.



უფროსწორედ ეს ზედმეტი პლაში შემოხვეული ჰქონდა და ფორმა დაკარგულს გავდა, ფრჩხილი გამოვკარი და გაშალა მოსასხამი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Jul 25 2009, 12:36 PM
პოსტი #14


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ეგ მაგათი პალკავოდეცი იყო, რაზე გუფუჭე იმიჯი? ჯარისკაცების თვალში გააბანძე :lol: :lol: :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 15 2010, 11:27 PM
პოსტი #15


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



აი მეც ვიპოვნე ჩემს CP-ებში ერთი დაჩაგრულ-გაბრტყელებული გენერალი:

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი May 16 2010, 01:13 AM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ეგეთები ბევრი მაქ ნაპოვნი, მაგრამ მაინც მაგრად მომწონს ეგ ტყვიები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Pate
პოსტი Jun 15 2010, 02:56 PM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 378



საღოლ, კარგი რეპორტია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 15 2010, 03:36 PM
პოსტი #18


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(Pate @ Jun 15 2010, 03:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საღოლ, კარგი რეპორტია.


რა მაგრად ცხელა ხალხმა დროის შეგრძნება დაკარგა biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 15 2010, 05:21 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 4th July 2009 - 10:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
bazuka

ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 10:57 PM)
ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა

ეგენი მე არ მაქვს, მაშინ 1 კოლოფი ჰქონდა მხოლოდ გრიგოლს და ეგ ერთი კოლოფი შენთვის გამოვართვი, სხვა ეგეთი ნეტუ


პრობლემა არაა მაქვს რამდენიმე და მოგაწვდი!

ისე ჯაჯა დიდი მადლობა : შენი რეპორტების კითხვამ, მგომი ჩემს ბიჭს წიგნის კითხვაც შეაყვაროს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 15 2010, 06:24 PM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gregory
ციტატა(gregory @ 15th June 2010 - 06:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
პრობლემა არაა მაქვს რამდენიმე და მოგაწვდი!

შეიძლება, მაგრამ ჯერ საჩქარო არაა, ისედაც ნამეტანი ბევრ პროექტს ვამუშავებ ერთდროულად.

ციტატა(gregory @ 15th June 2010 - 06:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე ჯაჯა დიდი მადლობა : შენი რეპორტების კითხვამ, მგომი ჩემს ბიჭს წიგნის კითხვაც შეაყვაროს

მე რა შუაში ვარ biggrin.gif, თუ მინდომება არის, ის ყოველთვის გაიღვიძებს, მთავარია მისთვის საინტერესო თემას მიადგეს biggrin.gif, მაგალიტად თავიდან მეც წიგნებს ვერ მაკარედნენ, მერე კი ვერ მაცლიდნენ ხელიდან წიგნებს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:24 PM
Hosted by Pro-Service