თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ პცპ იარაღის აქსესუარების გამოწერა

პოსტის ავტორი: გიორგი123 Mar 22 2022, 10:54 AM

მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფორუმზე. ერთი კითხვა მაქვს - გამოვიწერე პცპ იარაღის https://donnyfl.com/collections/adapters/products/air-venturi-avenger-extender-1-2-x-20-adapter-a64(ადაპტერი რომელიც შრაუდზე ყენდება და საშუალებას მაძლევს დავაყენო მაყუჩი), შევიძინე ამ https://donnyfl.com/, თუმცა აღმოჩნდა რომ უსე2ჯეორჯჯია კრძალავს იარაღის ნაწილების ჩამოტანას. თუ იცით შემექმნება თუ არა პრობლემა ჩამოტანასთან დაკავშირებით? ან რა ბედი ეწევა ნივთს? ბოდიში თუ ეს პოსტი არასწორ ადგილზე დავწერე. ახალი ვარ ფორუმზე და შევისწავლი ნელნელა. მადლობა.

პოსტის ავტორი: temo-777 Mar 22 2022, 03:49 PM

გიორგი123
ადაპტერზე არა მგონია რომ პრობლემა ყოფილიყო, სავარაუდოდ გამოატარებდნენ, აი მაყუჩი შეიძლება შეაჩერონ და უკან გაუშვან ორივე. ან უბრალოდ გაანადგურონ )).
ეგეთ დროს სხვა გადამზიდები უნდა გამოიყენო, რომელსაც არ უწერია წესებში მსგავსი რამე.

პოსტის ავტორი: გიორგი123 Mar 22 2022, 06:39 PM

მადლობა მეგობარო, გამოწერილი მაქვს მხოლოდ ადაპტერი, კიდევ კარგი მაყუჩიც არ გამოვწერე. იმედია გამოატარებენ. წესით ასეთი რაღაცის გამოწერა რატომ არ უნდა იყოს ნებადართული სრულიად გაუებარი, ლოგიკურად თუ 4.5 დაშვებულია მისი აქსესუარებიც დაშვებული უნდა იყოს. სხვა რომელი გადამზიდავები არიან რომლის გამოყენებაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში?

პოსტის ავტორი: temo-777 Mar 22 2022, 07:05 PM

გიორგი123
კი დაშვებულია 4.5, მაგრამ მაგ კომპანიით ეგ 4.5-იანი იარაღის გამოწერაც აკრძალულია, კამექსი, გზავნილი, და მსგავსი კომპანიები გამოიყენე პნევმატიკის და მაგის ნაწილების გამოსაწერად. ცოტა ბანძები კი არიან, მაგრამ სხვა გზა არაა.

პოსტის ავტორი: გიორგი123 Mar 22 2022, 07:40 PM

ციტატა(temo-777 @ Mar 22 2022, 08:05 PM) *
გიორგი123
კი დაშვებულია 4.5, მაგრამ მაგ კომპანიით ეგ 4.5-იანი იარაღის გამოწერაც აკრძალულია, კამექსი, გზავნილი, და მსგავსი კომპანიები გამოიყენე პნევმატიკის და მაგის ნაწილების გამოსაწერად. ცოტა ბანძები კი არიან, მაგრამ სხვა გზა არაა.

მადლობა, შემდეგისთვის გავითვალისწინებ.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 23 2022, 01:21 PM

გიორგი123
მოდერი აქვე შეგიძლია იშოვო საკმაოდ ნორმალურ ფასებში, იგივე კრალის, ან ჰატსანის მაგალითად.

პოსტის ავტორი: გიორგი123 Apr 8 2022, 01:27 PM

სალამი, ორივე კომპანიას(კამექსი, გზავნილი) დავუკავშირდი და ორივე ამბობს რომ აკრძალულ ნივთთა სიაშია და ვერ ჩამოვიტანთო. გამოდის საქართველოში არ არსებობს გზა რომ ფიზიკურმა პირმა გამოიწეროს პნევმატური იარაღის აქსესუარი?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services