თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ბალისტიკა _ ტყვიის დრაექტორია და ენერგია წონის მიხედვითი

პოსტის ავტორი: norica_dragon Nov 13 2011, 09:36 PM

თავიდან მეგონა რომ ენერგია რაც უფრო მაღალია, მით უფრო დაბალია ტყვიის ვარდნა რაც ეგრე არ აღმოჩნდა, რაღაც ონლაინ კალკულატორი ვნახე და რა აღმოვაჩინე:
რაც უფრო მძიმეა, მით უფრო მაღალი აქვს ენერგეტიკა, ერთი და იგივე ღოფის შემთხვევაშუ

მე მგონი ჯობია რო ტყვიის ვარდნა ნაკლები იყოს და მილდოტები კარგად გამოიყრნოს ადამიანმა, ვიდრე 3-5 ჯოულით მეტი იყოს, რადგან 150 იარდზეც კი როგორც ხედავთ ტყვიას შენარჩუნებული აქვს 17 ჯოულამდე!!! (იგივე ენერგია, რაც 10 გრანიანს 50 მეტრში აქვს)

1. 15.9 იანი - 48 ჯოული, ტყვიის ვარდნა 100 იარდზე 11 ინჩი
2. 18.3 იან 51 ჯოული ტყვიის, ვარდნა 100 იარდზე 12 ინჩი
3. 22 იანის - 55.6 ჯოული, ტყვიის ვარდნა 100 იარდზე 13.5 ინჩი




პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2011, 12:10 AM

norica_dragon
ნორიკ რა უაზრობა დაწერე? მოდი გადაგიფრაზირებ კითხვას....

ციტატა(Avto @ 13th November 2011 - 10:36 PM) *
1. 15.9 იანი - 58 ჯოული, ტყვიის ვარდნა 100 იარდზე 11 ინჩი
2. 18.3 იან 51 ჯოული ტყვიის, ვარდნა 100 იარდზე 12 ინჩი
3. 22 იანის - 55.6 ჯოული, ტყვიის ვარდნა 100 იარდზე 13.5 ინჩი


ამ შენი პოსტიდან არსად ჩანს სიჩქარე, ნუ უხეშად მათემატიკა არსებობს მაგ საქმისთვის და გამოდის რომ....

15.9 იანი - 58 ჯოული - ესეიგი სიჩქარე არის 335.5
18.3 - 51 ჯოული, ესეიგი სიჩქარე არის 293.2

ნორიკ! რომელ თოფში ნახე 42 მეტრ წამიანი ვარდნა 2.4 გრანის განსხვავებისას? მეც მქონად საშუალება ეგ ორი ტყვია მესროლა და სადღაც 10-15 მეტრ წამი იყო ერთი და იგივე პარამეტრების თოფიდან სროლისას და შენი თოფიც იგივეს იძლევა, ასე რომ მოდი რეალობაზე გადავიდეთ ოკ?

ანუ ვთქვათ შენი თოფი 15.9 გრანიანს ისვრის 335 მეტრ წამით, მაშინ 18.3-იანს გაისვრის სადრაც 320 მეტრ წამით (მესმის რომ ამ შემთხვევაში თეორიაა და არა პრაქტიკული მონაცემები, მაგრამ იმედია მეთანხმები რომ პრაქტიკა ორივეს მაგ ციფრებს გვაძლევს), ჯანდაბას მოდი კიდევ უფრო დავაკლოთ, იყოს 315 მეტრ წამი კარგი, ანუ მთელი 20 მეტრ წამით უფრო დაბალი სიჩქარე ჰქოდნეს მძიმე ტყვიას.

ახლა ხელახლა შევადგინოთ გრაფიკი ერთი და იგივე თოფისთვის

15.9 გრანიანისთვის გამოდის - 57.81 ჯოული
18.3 გრანისთვის გამოდის - 58.83 ჯოული


ნორიკ!!! მესმის რომ დიდი ადრონული კოლაიდერი მუშაობს, მესმის რომ ეინშტეინის თეორიები შავ ხვრელში და მის სიახლოეს აღარ მუშაობს, მაგრამ სანამ შავ ხვრელამდე მივალთ ენერგიის შენარჩუნების კანონს ნუ დავივიწყებთ რა....

საიდან დაასკვენი რომ 2.4 გრაინი მთელ 42 მეტრ წამით დაბალ სიჩქარეს იძლევა? მაგ შემთხვევაში განსხვავება გამოდის მთელი 9 ჯოული, იგივე თოფების ენერგეტიკულ კატეგორიებად დაყოფა არ იმუშავებს....

ახლა კი საუკუნის კითხვა ნორიკას
ახალი ინფორმაციიდან გამომდინარე მითხარი თუ 15.9 გრანიანი 57.81 ჯოულს იძლევა და 101 იარდზე აქვს 11 ინჩაინი ვარდნა, რამდენ ინჩიანი ვარდნა ექნება იმავე 101 იარდზე 18.3 გრანიან ტყვიას რომელსაც 58.83 ჯოული აქვს?

P.S. საიდან რას დააკოპირებ ხოლმე?! ან წყარო დადე, ეგებ და ავტორი იქ სილ სხვა რაღაცას წერს? რა გრაფიკები ჩამოყარე, პარალელს კაცი ვერაფერში გაავლებს, ადრე მინისტრი რომ იყო სიგუა, იმედია გახსოვს, მაგას ჰქონდა ჩვევა, ჩაახრჩე ადამაინი სტატისტიკური მონაცემებით და ციფრებითო, ეგონება რომ ინფორმაცია მიიღო, შეგეშვება და სინამდვილეში კი არაფერი არ გითქვიაო.... იგივე გამოგივიდა მაგ გრაფიკების დადებით, თავი ბოლო არ ვიცით საიდანაა მიღებული და ეგრევე დეფაქტო დევს უკვე ნორიკას ბეჭედ დარტყმული რომ Approve, სლიუში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ნუ ნე ნადო აააა...

პოსტის ავტორი: cz80 Nov 14 2011, 12:17 AM

ja_ja
კარგი ჯაჯა შაეშვი რა, ხო იცი უყვარს ამ კაცს ეგეთი თემების გახსნა ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

ისე მიკვირს, ეგაც ფლეიმში რომ არ გახსნა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Nov 14 2011, 07:04 AM

აუ შემშლია იქ თავიდან 15.9 იანზე 48 ჯოული უნდა ყოფილიყო, ჩასწორე რა ჯაჯ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 14 2011, 03:46 PM

norica_dragon
რა??? სად???? ნუ გადამრევ... შენც არ იცი სად რა აგერია და მე უნდა ჩავასწორო?

პოსტის ავტორი: norica_dragon Nov 14 2011, 04:35 PM

ჩაგისწორებია, აბა მე ვერ ვასწორებ და biggrin.gif, ესეთი უინტერესო თემა გავხსენი დავიჯერო? თუ ვერავინ მიხვდა რა დავწერე ???

პოსტის ავტორი: r-O-m-A Nov 14 2011, 06:43 PM

საინტერესო თემაა ძაან მარა ჯერ სათაურიც ჩაასწორეთ biggrin.gif:D:D:D

პოსტის ავტორი: feroni Nov 14 2011, 06:54 PM

თემა ძალიან საინტერესოა, აი მე მაგალითად მაინტერესებს 10.5 გრანიანი ტყვიის ტრაექტორია, რომელიც ლულიდან 290 მ/წ იქნა გასროლილი, დღეს რატო 10 გასროლა არ დამჭირდა რომ 100 მეტრში ბოთლისთვის მომერტყა, ჰოდა ტრაექტორია რომ მცოდნოდა მილდოტებს ხო გამოვთვლიდი თუ ვერა? umnik2.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Nov 14 2011, 07:22 PM

მაგას ვარჯიში უფრო უნდა რო მილდოტებით დაამუღამო, დაახლოებით 1 მეტრი გაქვს ვარდნა, ანუ 50 მეტრზე განულებულზე 1 მეტრი უნდა დაუჭირო მაღლა ეს 9X ზე 4 მილდოტია ძაან გრუბად რომ ვთქვა smile.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 14 2011, 07:35 PM

ხო მაგრამ 16X-ზე რამდენია? დღეს ყვავს ვესროლე დაახლოებით 120 მეტრი იქნებოდა, 10x-ზე დავაყენე უკანა ზუმი და მიახლოებით 2.8 მილდოტის სიმაღლეს იკავებდა ყვავი, თუ გავითვალისწინებთ რომ ყვავი დაახლებით 35 სანტიმეტრია,მაშინ გამოდის რომ (35X10)/2.8=125 მეტრს, ჰოდა ამ დისტანციაზე ვესროლე ბოლო მილდოტით და მოხვდა, ბუმბულიც კი გაყარა მაგრამ არ ჩამოვარდა, ეტყობა მუცელში მოხვდა ან სადმე არაფატალურ ადგილას, მაგრამ მერე ავედით მაღლა მთაში და იქ საერთოდ აირია მიზანი, თან თოვლი იყო და სიცივე, ხო არ შეიძლება სიმაღლის და მეტეოროლოგიური ფაქტორების გამო არეულიყო მიზანი? ანუ შეცვლილიყო ტყვიის ტრაექტორია?

პოსტის ავტორი: tengo Nov 14 2011, 07:58 PM

ციტატა(feroni @ 14th November 2011 - 07:35 PM) *
ხო მაგრამ 16X-ზე რამდენია?

16 ჯერადობაზე უკვე მილდოტები არ მუშაობს (35X10)/2.8=125 ) ამ პრინციპით . მხოლოდ 10 ჯერადობაზეა უმრავლესობა გათვლილი.
http://talks.guns.ru/forum_light_message/135/340847.html თემა ალბათ საინტერესო იქნება.

პოსტის ავტორი: feroni Nov 14 2011, 08:26 PM

ციტატა(tengo @ Nov 14 2011, 07:58 PM) *
16 ჯერადობაზე უკვე მილდოტები არ მუშაობს (35X10)/2.8=125 ) ამ პრინციპით . მხოლოდ 10 ჯერადობაზეა უმრავლესობა გათვლილი.
http://talks.guns.ru/forum_light_message/135/340847.html თემა ალბათ საინტერესო იქნება.

თენგო ძალიან საინტერესო ინფოა დიდი მადლობა.
16x ეს ფორუმულა რო არ მუშაობს მაგიტომაც ვაყენებ ხოლმე 10-ზე რო ჯერ მანძილი გავიგო.
ერთი ბალისტიკური კალკულატორი არ მაწყენდა, რამე ლინკს ხო ვერ მომცემ კომპში რო გადმოვიწერო პროგრამა?

პოსტის ავტორი: tengo Nov 14 2011, 09:15 PM

ციტატა(feroni @ 14th November 2011 - 08:26 PM) *
ერთი ბალისტიკური კალკულატორი არ მაწყენდა, რამე ლინკს ხო ვერ მომცემ კომპში რო გადმოვიწერო პროგრამა?

აბა http://www.ada.ru/guns/ballistic/index.htm სინჯე.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 15 2011, 02:16 PM

feroni

ციტატა(feroni @ 14th November 2011 - 07:54 PM) *
თემა ძალიან საინტერესოა, აი მე მაგალითად მაინტერესებს 10.5 გრანიანი ტყვიის ტრაექტორია, რომელიც ლულიდან 290 მ/წ იქნა გასროლილი, დღეს რატო 10 გასროლა არ დამჭირდა რომ 100 მეტრში ბოთლისთვის მომერტყა, ჰოდა ტრაექტორია რომ მცოდნოდა მილდოტებს ხო გამოვთვლიდი თუ ვერა?


ბალისტიკური კალკულატორით და და საერთოდ ნებისმიერი პროგრამით მხოლოდ მიახლოებით მონაცემებს მიირებ, კონკრეტულად შენი თოფისთვის და ოპტიკისთვის დაგჭირდება შენს თოფზე დამუღამება, მაგას კი დრო და გამოცდილება მოიტანს.

ისე გაითვალისწინე ეგ ფორუმულად შენს ოპტიკაზე მხოლოდ 10x-ზე იმუშავებს, მხოლოდ მაგ ჯერადობაზე აქვს რეალური მილდოტი, მაგ ოპტიკას, ისევე როგორც სხვა უმრავლესობა ცვალებად ჯერადობიან ოპტიკას. სხვა ჯერადობაზე ეგ ფორუმულა აღარ მუშაობს და რა ფორუმულაა საჭირო მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი, ყველა ოპტიკაში იცვლება 10x-ის მერე პარამეტრები და....

ციტატა(feroni @ 14th November 2011 - 08:35 PM) *
მაგრამ მერე ავედით მაღლა მთაში და იქ საერთოდ აირია მიზანი, თან თოვლი იყო და სიცივე, ხო არ შეიძლება სიმაღლის და მეტეოროლოგიური ფაქტორების გამო არეულიყო მიზანი? ანუ შეცვლილიყო ტყვიის ტრაექტორია?

კი სიმაღლე და ზღვის დონე, ავტომატურად ნიშნავს განსხვავებას როგორც მიზიდულობის ძალაში, ასევე ჰაერის სიმკვრივეში. ბარში ჰაერი მკვრივია და ტყვიას მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, მთაში კი ჰაერი გაუხშოებულია, შესაბამისად უფრო იოლად მიფრინავს ტყვია და ვარდნა ნაკლები აქვს.

გარდა მაგისა, განსხვავებაა ასევე ქვემოდან ზემოთ ისვრი თუ ზევიდან ქვევით

პოსტის ავტორი: feroni Nov 15 2011, 06:11 PM

ციტატა(ja_ja @ 15th November 2011 - 03:16 PM) *
სხვა ჯერადობაზე ეგ ფორუმულა აღარ მუშაობს და რა ფორუმულაა საჭირო მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი, ყველა ოპტიკაში იცვლება 10x-ის მერე პარამეტრები და....

ეს ფორუმლა მემგონი გავარკვიე და საკმაოდ იოლია, 10x-ზე თუ 1 მეტრი უდრის 1 მილდოტს ათას მეტრზე, შესაბამისად 9x-ზე 1000 მეტრის მაგივრათ არის 900 მეტრი და 16x-ზე შესაბამისად 1600 მეტრი.
ანუ თუ ჩვეულებრივი ფორმულა შემდეგია
10x-ისთვის,
მაგალითისთვის ავიღოთ 10 სანტიმეტრიანი სამიზნე
(10x10)/მილდოტის რაოდენობაზე=მანძილს

16x-თვის ფორმულა იქნება შემდეგი
(10x16)/მილდოტების რაოდენობაძე=მანძილს
ანუ 16 ჯერადი გადიდებისას, 1 მეტრის(სიმაღლე/სიგანე) სამიზნე როდესაც არის 1 მილდოტის ტოლი მაშინ ჩვენს სამიზნემდე არის 1600 მეტრი

შესაბამისად ყველა ჯერადობაზე ასეთი ფორმულა მუშაობს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services