თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კომპრესიული პნევმატიკა _ Benjamin 397- სრული განხილვა

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 10 2011, 04:19 PM

ქრის ცივი ქარი და ატრიალებს ჰაერში ცივ ფანტელებს. ისინიც ბედნიერად ცეკვავენ მხოლოდ მათთვის გასაგებ ცეკვას, მაგრამ მათი ქორეოგრაფის მიერ დადგმული სცენა დანარჩენ არსებებს გასაქანს არ აძლევს. ისინიც გაბრუებულები და გათოშილები ნელა მოძრაობენ, ცდილობენ მიეჩვიონ ახალ ცივ რეალობას, მაგრამ ყველას ეს არ გამოსდის.

Apocalypto

ცივა... ძალიან ცივა... უკვე ერთი კვირაა უმოწყალოდ თოვს. ქრის ცივი ქარი ოთხივე მიმართულებიდან...

მზე... როგორ მომენატრა მზე.... ნათელი, თბილი… ჩაეხუტები მის სხივებს და ბანაობ სინათლეში, სითბოში, გრძნობ სხეულზე მის ნაზ თბილ, სასიამოვნო შეხებას. მიაქცევ ზურგს და გრძნობ როგორ თბება და სიცოცხლით ივსება ბეჭები, ხერხემალი... ხასიათი მომენტალურად იცვლება უკეთესობისკენ როდესაც მზიანი დღე თენდება... კარგია რომ ეს ყველაფერი გონებაში ისევ არის დარჩენილი, მაგრამ მზე უკვე 30 წელია თვალით ცაზე არავის უნახავს.



ნეტავ ანათებს ისევ მზე ღრუბლებს მიღმა, თუ... თუმცა ვიღას ახსოვს მზე... 30 წლის განმავლობაში წამოიზარდა ის ერთეული გადარჩენილი ადამიანები, რომელსაც წიგნიც კი არ უნახავს როგორ გამოიყურება, შეიძლება ზოგიერთმა იპოვა კიდევაც ძველი ქალაქების ნანგრევებში, მაგრამ მაქსიმუმ რაშიც გამოიყენებდა იქნებოდა ცეცხლი. რა იციან ასეთებმა მზის შესახებ? მათთვის სიცივე, თოვლი და ქარი, ჩვეული ამბავია.

ცეცხლი... თბილი, ნათელი, მზეს ვერ ცვლის, მაგრამ სულს ათბობს, ადამიანის მუდმივი თანამგზავრი. ოდესღაც ადამიანი ცეცხლმა გადაარჩინა, დღესაც ადამიანს მხოლოდ ცეცხლი შველის 30 წლიანი გაუთავებელი ზამთრის მანძილზე.

შეიცვალა მთელი სამყარო... მთავარია დღე გადააგორო, არ მოკვდე შიმშილით, სიცივით, გაიტანო დღე ჩუმათ სხვებისგან მოცილებით, რომ საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდო...



ცივა... დღეს ძალიან ცივა. ვერ მოვახერხე საწვავის მომარაგება და მიწევს ცეცხლის, პატარა ალის შენარჩუნება. 30 წლის განმავლობაში კაცობრიობამ თითქმის მთელი დარჩენილი გამხმარი ხეები მოჭრა და გამოიყენა, დღეს ყველა დარჩენილი პლასტიკატის და ცელოფნის ნარჩენების დაწვაზეა გადასული, მაგრამ სხვებმა არ იციან რომ არის, არის კიდევ პატარა გამხმარი ტყე შემორჩენილი. ეს ტყე მე აღმოვაჩინე 1 კვირის წინს და არავის ვუმხელ. მართალია ცოცხალი ხეები პრაქტიკულად აღარ დარჩა, მზის გარეშე ხეები ვერ ხარობენ, მაგრამ ამ პატარა სიცოცხლის კუნძულზე, რამდენიმე ათასი ხე ცოცხალია, ირგვლივ კი ათასობით და ათეულ ათასობით გამხმარი ხე არის. უბრალოდ ამ სიცივეში საწვავის მომარაგება შეუძლებელია. შეიძლება გარეთ გახვიდე და შიგნით ვეღარც შემოაღწიო.

ხვალეც თუ ქარი იქნება და თოვლი, ჩემს საყვარელ ინსტრუმენტს სამუშაო ისევ არ ექნება, არადა როდესაც ჩემი ძველი ბენჯიკა არ მუშაობს, მეც და ჩემს ოთხფეხა მეგობარს საჭმელი არ გვაქვს, თუმცა ჭკვიანია ეს მამაძაღლი, ესმის რომ მისი პატრონიც შიმშილობს, ამიტომაც წყნარად არის მოცუცქებული და ფეხებზე მეხუტება. ეს ხულიგანი 5 წლის წინ ვიპოვე, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ლეკვი იყო, ვიღაცას დაბმული ყავდა ბოძზე პატრონი იქვე იყო გაყინული, ბობო კი მიბმული დარჩა და წკმუტუნებდა.

პრიმიტიული ნადირობა შველის დღეს ადამიანს, მართალია ის ერთეული არსებები რაც შემორჩა დედამიწას და ამ ტყეს, ყველა რადიაციით არის გაჟღენთილი, მაგრამ გიწევს ამორჩევა, ან რადიოაქტიულ საჭმელს მიირთმევ, ან შიმშილით კვდები. თუმცა შიმშილი ისედაც ირგვლივ ყველგან არის, ისევე როგორც ძველი ომის შედეგად დედამიწის ზედაპირზე გაბნეული რადიოატიული ნივთიერებები, ალბათ დღეს მწვანეები რომ არსებობდნენ, გარეთ გასვლისას, ხარაკირის გაიკეთებდნენ, თუმცა რადიაცია, ჩემი ხელით შექმნილ ქოხშიც ოხრად იქნება.



სხვა რა გზაა, ბოლო მორის ნაჭერს ვაჭმევ ჩემს პატარა ცეცხლუკას, იმ იმედად რომ ღამე გადაივლის, გათენდება მომდევნო რუხი დღე, და ამჯერად მაინც იქნება უქარო წყნარი ამინდი. თუ ოცნება ახდება, სასწრაფოდ იქნება შეშა მოსამარაგებელი, ასევე ნადირობა იქნება გასამართი, მოსაპოვებელია მაქსიმალური რაოდენობა საკვები, მთელი 2 არსებისთვის. წყნარი დღეები, დიდხანს არ გრძელდება ამ ბოლო დროს.

დღე თენდება, მაგრამ ცეცხლს ცივი ღამის მანძილზე მთლიანად შეუჭამია ჩაბარებული მორი. ქოხში ცივა... ალბათ დიდი ხანია ცეცხლი ჩაქრა... თუმცა გონება ერთ სასიამოვნო ფაქტს აფიქსირებს... ქარი! ქარის ხმა არ ისმის! ჩადგა როგორც იქნა ჩადგა! სასწრაფოდ მისახედია საქმე.





კარებს მიღმა ცივი რადიოაქტიული თოვლი დევს, თან თეთრია, თან უღიმღამო ნაცრისფერი... ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, როგორ ამოვიდა ყელში ეს უღიმღამო თეთრი რუხი ფერი. ლურჯი, მწვანე, ყვითელი.... რამდენი ხანი გაქრა ეს ფერები... მოკლედ შორს პესიმისტური აზრები, მისახედია საქმეები. ბობო უკვე გარეთ დარბის, ეფლობა თოვლში, კვალს ტოვებს თავისი გრძელი ყურებით.... მართალია ეს არსება! სადაა ჩემი ბენჯიკა!, დილიდან რაიმეს მოპოვება არცერთს არ გვაწყენდა.

მკვდარი ტყე უკან დარჩა, ჯერ კიდევ ცოცხალი წიწვოვანი ტყე რაღაც მაგიური ძალით უძლებს ამ მუდმივ ზამთარს. ისე უკან დაბრუნებისას შეშაც წასაღები იქნება, და შეშაზე არაერთი რეისი იქნება კიდევ გასაკეთებელი, ისევე როგორც სანადიროდ.





ბობო უკვე საოცარ რაღაცეებს აკეთებს, ხტუნავს და ტკეპნის თოვლს, ესე იგი იპოვა ნადავლი. დროა ჩემმა 397-ე ბენჯამინმა კიდევ გადაგვარჩინოს. ყოველ ჯერზე თოფის ხელში დაჭერისას, მახსენდება ამ 30 წლის განმავლობაში რა პატივი აქვს, ამ იარაღს ჩემთვის ნაცემი... მახსოვს ის დღე როდესაც პირველი ბირთული ზამთრის დროს, მეგობრებთან ერთ დაბომბილ ქალაქში შემთხვევით გადარჩენილი პნევმატიკის მაღაზია აღმოვაჩინეთ... კარები ჩამტვრეული იყო, მოპირდაპირე შენობას აშკარად ყუმბარა მოხვდა და მისმა ნამსხვრევებმა მაღაზიის ფასადი დააზიანა, ეს ჩვენთვის მშვენიერი შანსი აღმოჩნდა. მაღაზია გავსებული იყო საუცხოო იარაღებით, ყველამ ხელში სხვადასხვა იარაღი შეარჩია, ზოგმა ევროპული, ზოგმა ამერიკული, ზოგმაც საერთოდ ჩემთვსი უცნობი თოფი... გასაკვირია, მაგრამ ყველამ დაიწუნა ჩემი რჩეული, არადა პირველივე შეხვედრით გავიგე რომ სწორედაც ჩემთვის იყო შექმნილი. მსუბუქი, მოხდენილი, ავტონომიური, წინასწარ დაჭირხნული ჰაერის გამოყენების პრინციპით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით არ იყო დამოკიდებული გარე მოწყობილობებზე....



სად არიან დღეს ის ევროპული და ამერიკული მონსტრები?! ამოწყდნენ დინოზავრებივით, ჩემი ლამაზმანი კი დღემდე პატივს მცემს, დატუმბავ ერთი ორჯერ, და გარანტირებული მიზანში მოხვედრა შენს ხელთაა, არც წონა გიშლის ხელს, არც დამატებითი მოწყობილობა გჭირდება... მიდი აბა და 1 კვირის, ნაშიმშილებმა დილით სანადიროთ გამოსულმა მოახერხე და 100-200 ბუქნი გააკეთე ნასოსით იმისათვის რომ სანადიროდ გაეშურო...

არა ვერ შეაფასეს ბენჯიკა მეგობრებმა, ამიტომაც თვითონაც ჩაბარდნენ ისტორიას. თუმცა შორს ეს მოგონებები მთავარია დღეს საკვები მოვიძიოთ, თოვლზე აშკარად რაღაც ნადავლის კვალია...

ორი-სამჯერ გადატენვა და ვიცი რომ ჩემს თოფს აქვს იმის თავი, რომ რამდენიმე ათეულ მეტრში მოინადიროს ზუსტი გასროლით რაიმე.... აგერ ხსენებაზეც, ზის ხეზე რაღაც უცნაური არსება, თითქოს და ჩიტია, მაგრამ კუდი ბუმბულის მაგივრად ბეწვით აქვს დაფარული. ბობომ იცის თავისი საქმე, დგას ჩუმად შორიახლოს და მელოდება, ვუმიზნებ ამ საოცარ არსებას, ვაჩერებ სუნთქვას ველოდები გულის ცემის დაწყნარებას და ვხედავ სამიზნეში არსებას, რომელიც ფრთებს ისწორებს.... მორჩა აღარ შეიძლება დაცდა, ვაჭერ სასხლეტს, წყნარი გასროლის ხმა. ვხედავ როგორ აბრუნებს თავს ეს არსება ჩემსკენ, მაგრამ წამის შედმეგ, მეასედში მკერდში ხვდება ჩემი ბენჯიკას მიერ გაგზავნილი სასიკვდილო ჭურვი. ვარდება... ებრძვის სიკვდილს, არ უნდა ჩამოვარდნა, მაგრამ მეც და ბობოსაც გვშია, ამიტომაც ამ არსებამ თავისი რადიაციით გაჟღენთილი სხეული ჩვენ უნდა დაგვითმოს, მის ხარჯზე მთელი დღე ორი არსება იცოცხლებს...

ბობო გახარებული გარბის, ხის ძირისკენ, იჭერს არსებას, და მოყავს ჩემსკენ. კარგი ძაღლია ბობო, მიუხედავად იმისა რომ ჩემსავით მშიერია, ჩემს გარეშე ნადავლს ზედმეტად კბილს არ დააკარებს. ამიტომაც მეც ვაფასებს და ისიც მაფასებს. მორჩა! საოცარი არსება ჩემს ხელშია... რა ჰქვია ან რა არსებამ განიცადა ასეთი მუტაცია არავინ ალბათ აღარ იცის, და ისე რომც გამოგიტყდეთ დიდად არც მაინტერესებს, უკვე მეორე არსება ჩანს, ხის ტოტზე მიძვრება.

სასწრაფოდ ვტენი ბენჯიკას, ერთი პამპი, თოფმა ამოისუნთქა და დაჭირხვნა ჰაერი, მეორეთ ვხსნი თოფს და ისევ ღრმად ისუნთქავს თოფი ჰაერს, მიყვარს როდესაც ასე აკეთებს, ცოცხალია და სუნთქავს. სასწრაფოდ, მიზანში მეორე არსებაც და როდესაც ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომას აპირებს, მასაც ეწევა გზაში ბენჯიკას მიერ გაგზავნილი ჭურვი...

რომელი სანაქებო PCP იზამდა ამას? ყველა მძიმე და მოუქნელია, მახსოვს ზუზუმბარა როგორ შეეწინა თავის გერმანელს... როგორც მე ვარ მშიერი ისის ასევე მშიერი იყო, მიუხედავად სანაქებო სიზუსტისა, თოფი მძიმე იყო, ამიტომაც ბოლო ნადირობაზე შიმშილისგან ხელის კანკალის გამო ვერაფერი მოინადირა... ვიპოვე საწყალი ბოლოს, მაგრამ გვიანი იყო, სისუსტემ ბოლო მოუღო. არა და იწუნებდა ჩემს, ბენჯიკას, რომელია ახლა მართალი!



ზურგჩანთაში ხუთი არსება აგდია, დილის ნადირობამ წარმატებულად ჩაიარა, გეზი სახლისკენ გვიჭირავს მე და ბობოს, მაგრამ დღეს კიდევ ვიქნებით ტყეში დასაბრუნებლები თუ გვინდა რომ პროვიზია მოვიმარაგოთ, მანამდე კი გზად შეშა, ფიჩხი და დილის საუზმე იქნება მოსამზადებელი.

წინ ბობო მირბის, უკვე ცოცხალი და მკვდარი ტყის ზღვარზე ვართ, მთავარია მკვდარ ტყეში საუზმისთვის საკმარისი ფიჩხი მოვაგროვოთ, ძირითად შეშაზე შემდგომ დავბრუნდები, მაგრამ რაღაც არ მომწონს... ცაში რაღაც უცნაური ხდება, ღრუბლებს შორის, რაღაც მკვეთრი ჩნდება და პირდაპირ ცოცხალი ტყის ცენტრში ეცემა.... ღმერთო ჩემო მზე! მზის სხივი! შეუძლებელია! 30 წელი.. 30 წელი!!! უკან, დროზე უკან, მზე, ღმერთო ჩემო მზე, დაუჯერებელია, ამდენი ხანი... თურმე რატომ არის შუაგულში ცოცხალი ტყე და ცოცხალი არსებები. ღმერთო ჩემო... მე, მე აღმოვაჩინე... დაუჯერებელია!



წარმოუდგენელი ნეტარებაა იდგე ასე შუაგულ ტყეში და ტოტებს შორის გამოპარულ მზის სხივებში ბანაობდე, ღმერთო ჩემო თვალი ვერც კი უყურებს პირდაპირ, რამდენად კაშკაშად ანათებს. ვგრძნობ! ისევ ვგრძნობ ძველ დავიწყებულ სითბოს, ჟრუანტელით დამიარა მთელს ტანში. ღმერთო ჩემო მზე კიდევ არსებობს, და ისევ ანათებს, დაუჯერებელია, დაუჯერებელი!...

ცეცხლი ისევ ათბობს ქოხს, მაგრამ ცეცხლის გარდა რაღაც შინაგანიც გვათბობს. დღეს ენით აუღწერელი დღე იყო, მე და ბობომ აურაცხელი ნადავლი მოვიძიეთ, მოვიმარაგეთ აურაცხელი შეშა, მაგრამ მთავარი საოცრება, მაინც მზე იყო და მისი სხივები, რომელიც მთელი დღე გვანებივრებდა. დაუჯერებელია რომ მოვაღწიეთ ამ დღემდე და რის ხარჯზე, მხოლოდ და მხოლოდ ნადირობის ხარჯზე, აწი მე და ბობომ ვიცით რომ ნადავლი ჩვენ გვეყოფა. შეშაც ბევრია ირგვლივ, ვიცით რომ მზეც არის, ცოცხალი ტყეც ნადირიც და ჩვენი მამა მარჩენალი Benjamin 397-იც.

ვიცი რომ ჩვენ გადავრჩებით, იმედი გვაქვს ორივეს და ვიცით რომ ტყე და ბენჯიკა გამოგვკვებავენ, ხოლო რადგანაც მზე ამ ადგილზე დედამიწას ანათებს, ესე იგი ადრე თუ გვიან გაიხსნება ცა და მთელი დედამიწა ისევ განათდება. იმედია, დიდი იმედი გვაქვს ორივეს და ველოდებით ხვალინდელ დღეს რომ ისევ ვიგრძნოთ დავიწყებული ნეტარება.



სამყაროს დასასრულამდე

მაშ ასე დავბრუნდეთ საშინელი მომავლიდან დღევანდელ დღეში და განვიხილოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი. როგორც მიხვდით საუბარი გვექნება პომპ მექანიზმის მქონე იარაღზე, სახელად Benjamin 397. კონკრეტულად დღეს სტუმრად გვყავს Benjamin model 397 PA. როგორც მწარმოებელი გვატყობინებს იარაღი მხოლოდ ტყვიებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და დაუშვებელია BB ბურთულების გამოყენება. სხვათა შორის კარგია რომ ეს თოფს აწერია, თორემ ზოგიერთმა შეიძლება იარაღი თავიდან არასერიოზულად აღიქვას და ბურთულების გამოსაყენებლად გაწიოს ხელი. ამასობაში კი იარაღს ლულა ხრახნებით აქვს აღჭურვილი, ბურთულა და ხრახნილი კი არათავსებადი ნივთებია.

თვითონ იარაღის დანახვისას რაღაც DISCO-ს ვარიანტი გითამაშებს თვალწინ, ეგაა რომ 397-ე მოდელი თითქმის ბოლომდე ხის კონდახში ზის, თუმცა, კონდახი სინამდვილეში ორ ნაწილად იყოფა.



მომრგვალებული ჩახმახი რომელიც მშვენივრად ჩანს, თავიდანვე გაფიქრებინებს კაცს - ჰმმმ, კიმაგრამ იგივე DISCO-ზე რატომ არ გამოიყენეს, რაღაც ამდაგვარი მოხრილი ფორმის ჩახმახი (იგივე მიმწოდებელი). ვიზუალურად ჩახმახი მიმზიდველად გამოიყურება, მიუხედავად იმისა რომ ზომაში საკმაოდ მცირეა, მაგრამ მომხმარებელს აუცილებლად მოეწონება.

მოკლედ იარაღი მიმზიდველია, თავიდან რაღაც 2 და 3 აზროვანი შეგრძნებები გიჩნდება, ვიცი რომ ერთ ქართველს საკმაოდ სუსტი იარაღი ეგონა და სავალალო შედეგი მიიღო. ჩვენც რომ არ დაგვემართოს რაღაც უსიამოვნო ფაქტები, თავში მუდმივად ერთ აზრს ვარტიალებთ, იარაღთან გვაქვს საქმე, ასე რომ სიფრთხილეს თავის არ სტკივა!

იარაღის შემოწმებისას საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღე, რომელსაც რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, მაგრამ მოდით თავიდან განვიხილოთ საიდან გაჩნდა საქართველოში ეს იარაღი, შემდგომ როგორ მუშაობს, რით იკვებება, რისი გაკეთება შეუძლია და ბოლოს დადებითი და უარყოფითი მხარეები.


მომავლიდან წარსულში

სტუმარი გასაცნობად დროებით გადმომცა, Crosman-ის წარმაომდგენელმა, იგივე Iaragi.ge-ს მფლობელმა და ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ, რისთვისაც რა თქმა უნდა მას დიდ მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ თქვენც მადლობელი იქნებით რადგან ვეცნობით საკმაოდ საინტერესო იარაღს. მაშ ასე რას ვიღებთ და რასთან გვაქვს საქმე:

1) მოდელი - Benjamin 397
2) კლასი - Pomp
3) ტყვიის მიწოდება - ჩახმახით (მიმწოდებლით)
4) გასროლების რაოდენობა ერთჯერადი დამუხტვით - 1 გასროლა
5) კლიპი - არ აქვს, მხოლოდ თითო ტყვიის მიწოდება
6) კონდახი - ხე, ამერუკული მყარი ხე (კონკრეტულად რა ხეა მწარმოებელი არ აზუსტებს, ფაქტურით გავს კაკალს)
7) ჰაერის დაჭირხვნის მექანიზმი - წინა ბერკეტი
8) ოპტიკის სამაგრი - არ აქვს არცეთი ტიპის რელსი თუმცა სპეციალური რინგებით შეიძლება ოპტიკის დამაგრება
9) მცველი - აქვს, არაავტომატური
10) სასხლეტი - ორსაფეხურიანი, არარეგულირებადი
11) კალიბრი - 4,5 (.177 დუიმების მიხედვით)
12) ლულა - Crosman-ის წარმოება, ხრახნიანი, თითბერის 9 მილიმეტრი დიამეტრში.
13) სამიზნე - ღია სამიზნე, რეგულიდება, უკანა სამიზნე ვინტების მეშვეობით
14) წონა - 2,5 კილოგრამი
15) მთლიანი სიგრძე - 921მმ
16) ლულის სიგრძე - 492მმ
17) მწარმოებლის მიერ შეპირებული სიჩქარე 800 fps-ამდე - (სადღაც 244 მეტრ წამი)
18) ფასი - მწარმოებლის საიტზე 180$

ეს, რა თქმა უნდა მშრალი ციფრებია, რომელიც რეალურ სიტუაციას არ გვიჩვენებს. ბევრი ამ იარაღის დანახვისას, ეგრევე თვლის რომ საქმე აქვს იაფფასიან მოდელთან. ფასი იარაღს მართლად დაბალი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იაფფასიანი ჩინური პლასტიკატის იარაღივით მუშაობს.

იარაღს ახასიათებს ავტონომიურობა, სიმარტივე, სიმსუბუქე, მოხერხებულობა და რაც მთავარია, მიზანში ზუსტად სროლა. მოკლედ მოდით ნელ-ნელა მივყვეთ ყველაფერს.

გარე ხედი

გარეგნულად როგორც ვთქვი თოფი წააგავს Benjamin Discovery-ს, მაგრამ ეს მოდელი უფრო შეიძლება ჩაითვალოს დისკოს ბაბუად. ამის შემდეგ გაჩნდა 2260 და მის ბაზაზე აეგო ცნობილი Discovery. შესაბამისად მოდელი დიდი ხანია გამოდის, და მსოფლიოში ამ იარაღმა თავისი სახელი უკვე დაიმკვიდრა. არის ბევრი მფლობელი რომელიც ამ იარაღს არ სცილდება, უმეტესობა მართალია პლინკაობს, მაგრამ არანაკლები აღნიშნავს რომ ნადირობისთვის მშვენიერი ეგზემპლარია.



ახასიათებს ბევრი საჭირო თვისება, ერთერთი არის, ავტონომიურობა, მეორე უფრო მთავარი, არის PCP-ის პრინციპით მუშაობა. ეს ბოლო პუნქტი ავტომატურად ნიშნავს რომ საქმე გვაქვს სტაბილურ სქემასთან და რაც მთავარია გასროლისას იარაღში არ დარბის ზამბარა და ვეებერთელა დგუში, შედეგად ეს ყველაფერი სროლის სიზუსტეზე აისახება.

მუშაობის პრინციპი
პომპა, ანუ იარაღის წინა ნაწილი რომელიც ლულის ქვეშაა მოქცეული წარმოადგენს ბორტზე მიმაგრებულ ნასოს. ის რაც PCP იარაღში არ გაგვაჩნია (უფროსწორედ ცალკე მოწყობილობად არსებობს PCP იარაღისთვის). შესაბამისად როდესაც გასროლა გინდა, ჯერ ამოძრავებ თოფის კონდახის წინა ნაწილს, რომელიც მიმაგრებულია ინტეგრირებულ ნასოსზე, და გადატენვის დროს, ხდება კლაპანში დაჭირხნული ჰაერის პორციის შენახვა. შეგიძლიათ ერთხელ დატუმბოთ თოფი და გარკვეული მოცულობა ჰაერი იქნება გასროლის წინ შეკუმშული, შეგიძლიათ 2-3 და მეტი დატუმბვა გააკეთოთ, ამ შემთხვევაში მეტი ჰაერის აკუმულირება ხდება კლაპანში, შედეგად უფრო ძლიერი გასროლა მოხდება.





როგორც ზემოთ ვახსენეთ დატუმბვისას, ჰაერი კლაპანში ინახება, შემდეგ შეგვიძლია თოფში ჩავდოთ ტყვია და ჩავკეტოთ მიმწოდებელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სასურველია ჯერ თოფი დატენოთ ჰაერით და შემდგომ ჩადოთ ტყვია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჯერ ტყვიას ჩადებთ და შემდეგ დაიწყებთ დატუმბვას, შეიძლება ინტეგრირებული ნასოსით ოპერირებისას, არასწორად გათვალოთ ძალა... მოკლედ შეიძლება მოახერხოთ და დატუმბვის დროს შემთხვევით... ხელს გამოკრავთ სასხლეტს და... მესმის გაიფიქრებთ გიჟი კი არ ვარ ყველაფერს დავაკვირდებიო, მაგრამ დამიჯერეთ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

იმის შემდეგ რაც დავტენეთ ჰაერით თოფი და ლულაში ტყვია ჩავდეთ, შეგვიძლია სასურველ ობიექტს დავუმიზნოთ და სასხლეტს ხელი გამოვკრათ, ამ დროს დამრტყმელი ეჯახება კლაპანს და ანთავისუფლებს შეკუმშულ ჰაერს, რომელიც აქამდე კლაპანში ინახებოდა. ჰაერი გადადის ლულაში და აწვება ტყვიას, შედეგად ტყვია იწყებს მოძრაობას და ამის გამო გასროლაც ხდება.





როგორც ხვდებით პირველი მოქმედება, ანუ ჰაერით დატუმბვა არის განსხვავებული, ხოლო ჰაერის შეკუმშვა და გასროლა პრაქტიკულად PCP პრინციპით მოქმედებს. სხვათა შორის მეტსაც ვიტყვი - რედუქტორიანი PCP-ივით მუშაობს, ანუ თქვენ თუ მუდმივად ერთ დატუმბვას აკეთებთ თოფი მუდმივად ერთი სიჩქარით ისვრის (პატარა ცდომილებები აქვს, მაგრამ ჯდებით 2-3 მეტრის დერეფანში), 2-ჯერ გადატენით ყოველი გასროლის წინ, ისევ მუდმივად ერთნაირ სიჩქარეს მიიღებთ და ასე შედმეგ, მოკლედ დატუმბვების რაოდენობის განმეორადობით კლაპანში ერთი და იგივე მოცულობის ჰაერს აგროვებთ, შედეგად გასროლიდან გასროლამდე ერთნაირი ჰაერი აწვება ტყვიას და სიჩქარეც ერთნაირია.

თოფი
მოდით დავიწყოთ თოფის განხილვა. გარეგნულად თოფი ძალიან მარტივადაა შესრულებული, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ გარეგნული დათვალიერებისას ეს არის ლულა, კროსმანი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი წვრილი ლულებით, მაგრამ ამჯერად ნამეტანი მოუვიდათ smile.gif. სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ლულა 9 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის არ არის (შეიძება 8 მილიმეტრიცაა). ანუ კლასიკური კროსმანის 11 მილიმეტრის სისქის ლულა მოსანატრია. გარდა ამისა აღმოაჩენთ, რომ რეზერვუარ/ნასოსის ცილინდრი და ლულა ერთმანეთზე მიდუღებულია, უფრო სწორედ მიჩრილულია.





ასევე მიჩრჩილულია ლულა და კოლოფი და თავის მხრივ კოლოფი ისევ რეზერვუარზე. ანუ ლულა, კოლოფი და რეზერვუარი მუდმივი სიყვარულითაა ერთმანეთთან ჩახუტებული. არანაირი ვინტი, შედეგად დაშლისას ეს სამი დეტალი ერთნამეთს არ სცილდება. ასევე ერთი საუცხოო დეტალი გაითვალისწინეთ, ლულა ფოლადის არაა, დამზადებულია ბრინჯაოსგან, გარედან მართალია შეღებილია შავი ფერით, მაგრამ შიგნით ოქროსფერი ყიდის smile.gif. ისე შეღებვას პატარა ხარვეზი აქვს, ლულის კვეთაზეც არის საღებავი დასხმული, ასე რომ ფასკის გაწმენდა მემგონი ცუდი იდეა არ უნდა იყოს.





გადავიდეთ სასხლეტზე. სასხლეტი 2 საფეხურიანია, ანუ მოძრაობს კაკვი, და გრძნობ რომ მოედო შეპტალოს, ამის მერე დააწვები და გასროლა გაქვს. სამწუხაროდ ქარხნულად არანაირი რეგულირება გათვალისწინებული არ არის და საკმაოდ უხეში სასხლეტია, თუმცა დისკოსთან შედარებით მსუბუქია... პირობითათ მსუბუქია. ისევე როგორც დისკოზე, 397-შიც სასხლეტზეა მცველიც. სტანდარტული მოძრაობა მარცხნივ და მარჯვნივ. საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნაზე გაცნობებთ წითლად შეღებული მხარე.






მთავარი გასაოცარი კი ჩემთვის იყო ლითონის კორპუსი და ლითონის გამოსაკრავი კაკვი. კი მაგრამ ამ კაი ხალხს გაეკეთებინათ იგივე დისკოზე არ შეიძლებოდა? რამ მოაფიქრათ დისკოში პლასტიკატის სასხლეტი და სასხლეტის კოლოფი?






დამრტყმელ კლაპანი
სქემა საერთო ჯამში ნამეტანი მარტივია, არანაირი HW, AA, BW, DTR, KK და ასე შედმეგ, დამრტყმელი, ანუ მარტივი რკინის ღერძი რამდენიმე ღიობით, უკნიდან ზამბარა, საბრძოლო პოზიციაზე დაყენებისას ჩერდება სასხლეტის პირზე. გამოკვრისას გასაგებია რომ ზამბარაში აკუმულირებული ენერგია აწვება ამ ლითონის ღერძს, ის თავის მხრივ მოძრაობისას ინერციას იღებს და მთელი ძალითა და შუბლით ეჯახება კლაპანს.



კლაპანი მართალია არ დამიშლია, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ 2 ფუნქციას ითავსებს, ერთი თავისთავად კლაპანია, მაგრამ ასევე ეს არის ორმხრივი სარქველი, ანუ კლაპანია წინა მხრიდანაც და უკანა მხრიდანაც smile.gif

უკანა მხრიდან სარქველში ჰაერი შედის და უკანა საკეტი კეტავს დაჭირხნულ ჰაერს კლაპანში, თუ დგუშს კიდევ აამოძრავებს ახალი პორცია ჰაერი შეიტენება კლაპანში და უკანა ჩამკეტი ისევ ჩაკეტავს შეშვებულ ჰაერს. წინა კლაპანი კი უკვე მუშაობს როგორც ჰაერის გამომშვები, ანუ როდესაც წინა კლაპანს ეჯახება დამრტყმელი, ის იხსნება და ჰაერს ლულაში უშვებს.


უხეში გრაფიკული ნახაზი, რომელზეც ჩანს ძირითადი მუშოაბის პრინციპი


მწარმოებლის უხეში ნახაზი

საოცარი არის ამ კლაპნის და გადამშვების რეალიზება. ერთის მხრივ ეს არის საშინელება, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაზე მარტივი გზა გამოიყენეს. ანუ კლაპანს არ აქვს არანაირი გადამშვები. საერთოდ მიმართულებაც კი არ აქვს ჰაერს, ამიტომაც კლაპანს ორი მხრიდან აქვს რეზინის რგოლი შემორტყმული რომ ჰაერი მხოლოდ ზემოთა მიმართულებით მოძრაობდეს როგორც უკვე გითხარით გადამშვები არანაირი არ არსებობს, პირდაპირ ხვრელი კლაპანში, რეზერვუარში და ხვრელი ლულაში.






ინტერნეტში მოძიებული სურათები, ნათლად ჩანს ორიგინალი კლაპანი და მისი შიგნეულობა (გაითვალისწინეთ მოყვანილი სურათები სხვადასხვა ვერსიის თოფიდანაა გაკეთებული, ამიტომაც გარკვეული განსხვავებები ჩანს)

რაც შეეხება დგუშს, ის უკვე დამზადებულია ფოლადისგან და ასევე მიმაგრებულია ფოლადის ღერძზე, ყველაფერი ეს კი ბერკეტზეა მიმაგრებული. დგუშის ბოლომდე მოძრაობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ანუ თუ დაიზარეთ და ბერკეტი ბოლომდე არ გაწიეთ, დგუში არ დადგება ბოლო მდგომარეობაში და შესაბამისად ახალ პარტია ჰაერს ვერ შეისუნთქვას თოფი. ჰაერის შესასუნთქვათ რეზერვუარში სპეციალური ხვრელიც კი არის, და იქვე წარწერაცაა რომ ეს ხვრელი ჰაერისთვისაა და არა დასაზეთად smile.gif.



შედეგად თუ დგუში ამ ხვრელს არ გადასცდა, მაშინ მეორე მესამე დატუმბვა და საერთოდ ნებისმიერი მოძრაობა უშინაარსო გამოდის, არანაირი ჰაერი არ შეიკუმშება კლაპანში (ვაკუუმში ამოძრავებთ დგუშს). ჰაერი რომ ჩაისუნთქა თოფმა მიხვდებით დამახასიათებელი ჰაერის შესუნთქვის ხმით, თითქოსდა ტუჩები ისე დააწყვეთ რომ მილი მიიღეთ და შემდეგ ამ ვიწრო მილით ცდილობთ ჰაერის შესუნთქვას ჩქარა, რაღაცით Dart Veider-ის სუნთქვას წააგავს თოფის მიერ ჰაერის შესუნთქვა smile.gif.



ერთ გულის დამწყვეტი რაც არის დგუშზე ეს არის რეზინის რგოლი. აქ რომ გამოყენებული ყოფილიყო ფტოროპლასტის რგოლი პრაქტიკულად მუდმივი დგუში იქნებოდა, მაგრამ იმის გამო რომ რეზინა გამოიყენება და ეს რეზინა თავის მხრივ ლითონის ცილინდრში დასრიალებს, ადრე თუ გვიან რეზინა გამოსაცვლელი იქნება, არამგონია რეზინა ჩვენი რომანის გმირივით ბირთვული ომის პირობებში 30 წელიწადი შეუცვლელად გამოგადგედ, მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ 1 კვირაში იქნება გამოსაცვლელი. ჩემს ხელში თოფნა 200-300 გასროლა გააკეთა (თითო გასროლისთვის რამდენიმე გადატენვას ვაკეთებდი) და არც არაფერი არ ემჩნეოდა ცვეთის.

ჩახმახი
ჰოო ფორმა მიმზიდველი აქვს, სიგრძეც იმხელა აქვს, რომ ალბათ ცეცხლსასროლი შაშხანის ჰილზის ამოსაგდებად იყო გათვლილი, მაგრამ ბოლოს პნევმატიკაზე გადააკეთეს smile.gif, სინამდვილეში კი ყველაფერი მიკროსკოპულია. გადატენვაში ხელს არ გიშლის და საკმარისი ფორმა აქვს, მაგრამ რეალური ცეცხლსასროლის ბოლტის შეგრძლნებას არ გიტოვებს smile.gif, მეც მოვინდომე რა.



ამ მიმწოდებელს ერთი ცუდი თვისება აქვს, კერძოდ კი ხახუნი. შეძენის შემდეგ მაშინათვე დასამუშავებელი, გასაპრიალებელი და დასაზეთია, ოღონდ გრაფიტის ტაოტით (ელიავაზე 200 გრამიანი ტუბი 4 ლარი ღირს, ასე რომ იყიდეთ და ჩათვალეთ რომ მუდმივი მარაგი გაქვთ), სხვა ყველაფერი ადრე თუ გვიან გაჭედავს.





სხვათაშორის არ ვიცი დააკვირდით თუ არა მიმწოდებლის ფორმას, მაგრამ ამ ფორმაში საკმაოდ დიდი საიდუმლოება იმალება. თავიდან ძალიან ბევრჯერ ვსინჯე თოფის გადატენვა და შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა... თუ გინდა გასკდი, სანამ ჩახმახი უკან არის გაწეული სასხლეტს ვერ გაამოძრავებ, ლამის თითი მოვიმტვრიე, მაგრამ რა გინდა ქნა... საკმაოდ ბლომად მომიწია თავის მტვრევა, რატომ ვერ ხერხდება სასხლეტის გამოკვრა მაშინ როდესაც ჩახმახი ღიაა, რა იცავს, რა!!! ახსნა მოვიდა ინტერნეტში აურაცხელი სურათის დათვალიერების შედემგ, კერძოდ კი საიდუმლო სასხლეტის ზედა ნაწილშია.


ინტერნეტში მოძიებული სურათი

მოკელდ სასხლეტს ზემოთ აქვს ამოშვერილი მომრგვალებული თავი, რომელიც ჩახმახის უკანა ნაწილში ამოჭრილ ფორმაში მოძრაობს. როდესაც ჩახმახი გადატრიალებულია და უკან გაწეულია, მაშინ სასხლეტის ზედა ნაწილს ადგილი არ აქვს იმისათვის რომ გამოძრავდეს, მიმწოდებლის მომრგვალებული ტანი ბლოკავს. როგროც კი მიმწოდებელს წინ მიწევ და ჩასაკეტად გადაატრიალებ, მაშინვე მიმწოდებლის უკანა ამოჭრილი პროფილი სასხლეტის ზემოთ დგება და ჩნდება სივრცე სასხლეტის სამოძრაოდ. მარტივია, გენიალურია და იდიოტურია, ყველაფერი ერთადაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასევე აქვს ამ სასხლეტს ჩაკეტვის კარგი მექანიზმი. დისკოზე მაგალითად გასროლისას ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ რომ მიმწოდებელი წნევის ზემოქმედებით დახტის. 397-ე ბენჯამინში კი ძვრასაც კი არ აკეთებს, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს არსებული პატარა დეტალით, რომელიც ჩახმახის ერთერთ ღიობში ჯდება და მყარად კეტავს მიმწოდებელს.



მაგრამ მთავარი მინუსი მიმწოდებლისთვის არის გრძელი და წვრილი ცხვირი. ეს ცხვირი ტყვიას ცენტრს უცვლის, ანუ გასროლისას ხელს არ უშლის, მაგრამ ლულაში მიწოდებისას ტყვიის კაბა თავისუფლად მოძრაობს წვრილ ცხვირზე, შედეგად ტყვია წინ მოძრაობისას თავს ძირს ხრის.



ეს კი ზოგიერთ ტყვიას საშუალებას აძლებს ცხვირი ჩაყოს კლაპნის (იმპროვიზირებული გადამშვებში) ხვრელში და პატარა დაზიანება მიიღოს. თუმცა გამოსავალი აქ მარტივი არსებობს, თოფის დატენვისას, ლულა ძირს უნდა დაუშვათ, გახსენით მიმწოდებელი, ტყვია ჩაუშვით თავით ძირს ლულაში, ამის შედმეგ უკვე მიმწოდებელი წინ მიწიეთ და ტყვია იდეალურად ზის ლულაში. თუმცა გაითვალისწინეთ რომ მე გავტესტე სადღაც 8 ტიპის ტყვია და მხოლოდ მსუბუქ JSB-ზე და Crosman Pointed-ზე გააკეთა ტყვიის თავის წაკვნეტა. დანარჩენი ტყვიები მშვენივრად მიცუნცულებს ამ თოფში.


ოპტიკის დამაგრება
ჰოო ეს ცალკე თემაა, საოცრება ისაა რომ თოფს არ მოყვება არანაირი ოპტიკის სამაგრი. თუმცა მწარმოებელს გათვლილი აქვს თოფზე ოპტიკის დამაგრება. ამისათვის საჭიროა სპეციალური სამაგრების შეძენა. სამაგრები მაგრდება ან ლულის კოლოფზე, ან თვითონ ლულაზე. ამ სამაგრებს დაბოლოება აქვს, Dovetail-ის რინგების დასამაგრებლად. შესაბამისად შემდეგ ამაგრებთ ოპტიკას ამ გადამყვანებზე.




რეალიზების ერთი ვარიანტი, როდესაც კოლოფზე ხდება ოპტიკის დამაგრება





რეალიზების მეორე ვარიანტი, როდესაც ოპტიკა მაგრდება ლულაზე

არასტანდარტული გადაწყვეტაა მაგრამ მუშაობს, თან მითუმეტეს ამ თოფზე უმეტესობა არ ამაგრებს არანაირ ოპტიკას, კმაყოფილდებიან ღია სამიზნით, ასე რომ არც იყო გამართლებული დამატებითი თანხების ჩაყრა არასაჭირო, ან ნაკლებად გამოყენებად სამაგრის რეალიზებაში.

ღია სამაგრი ძალიან მარტივი მოწყობილობაა, რეგულირდება უკანა სამიზნე, ზემოთ ქვემოთ და გვერდებზე. შედეგად შეგიძლიათ გაასწოროთ სამიზნე.

ტესტირება
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა... ფაქტია ტესტები ჩასატარებელია აბა ისე რა აზრი აქვს, მიმოხილვას? მემგონი არანაირი, მაგრამ როგორ შევამოწმო თოფის შესაძლებლობები? ერთი დატენვით ერთ ტყვიას ისვრის, შესაბამისად გრაფიკებს ვერ ავაგებ, ვერც ერი დატენვით გასროლების რაოდენობას დავითვლიდი smile.gif, ამიტომაც ავდგექი და რამდენიმე სახის ტყვია ვისროლე, სხვადასხვა დატუმბვის რაოდენობით. ანუ ერთი დატუმბვა გასროლა, კიდევ ერთხელ დატუმბვა და საკონტროლო შემოწმება, ასე 5-ჯერ, შედმეგ, 2 დატენვა, გასროლა და ასე შედმეგ. მწარმოებელი წერს რომ შეიძლება 10-ჯერ დატუმბვა ერთი გასროლის წინ, თუმცა პირველი დატუმბვის შემდეგ, მეორე დატუმბვაზე საკმაო წინააღმდეგობას გრძნობ, ბოლო-ბოლო 1 საფეხურიანი ნასოსი გამოდის და ძნელია დამუხტვა (იმდენად ძნელი არაა რამდენადაც დისკომფორტს გრძნობ). თან 5 და 6 დამუხტვაზე ერთი და იგივე სიჩქარე მივიღე ყველა ტყვიაზე, ამიტომაც ტესტები მხოლოდ 5 დატუმბვამდე მივიყვანე და საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობები მიჩვენა თოფმა, ასე რომ 6-7 და მეტი ბუქნები მე აღარ მიკეთებია, ეს უკვე თოფის მფლობელებისთვის დამითმია.

მაშ ასე დავიწყეთ ... ჩამოვწერ რამდენიმე ტყვიას და რამდენ ბუნქზე რა საშუალო სიჩქარეს იძლევა ეს თოფი:

Crosman Pointed 7.9 grain
1 დატუმბვა - 98 მ/წ
2 დატუმბვა - 147 მ/წ
3 დატუმბვა - 175 მ/წ
4 დატუმბვა - 194 მ/წ
5 დატუმბვა - 205 მ/წ


Crosman Premier 10.5 grain
1 დატუმბვა - 85 მ/წ
2 დატუმბვა - 125 მ/წ
3 დატუმბვა - 150 მ/წ
4 დატუმბვა - 170 მ/წ
5 დატუმბვა - 183 მ/წ

Benjamin Hollow Point 10.5 grain
1 დატუმბვა - 86 მ/წ
2 დატუმბვა - 123 მ/წ
3 დატუმბვა - 150 მ/წ
4 დატუმბვა - 169 მ/წ
5 დატუმბვა - 179 მ/წ

JSB 8.4 grain
1 დატუმბვა - 99 მ/წ
2 დატუმბვა - 136 მ/წ
3 დატუმბვა - 165 მ/წ
4 დატუმბვა - 180 მ/წ
5 დატუმბვა - 200 მ/წ

Crosman Super Point 7.9 grain
1 დატუმბვა - 97 მ/წ
2 დატუმბვა - 138 მ/წ
3 დატუმბვა - 165 მ/წ
4 დატუმბვა - 188 მ/წ
5 დატუმბვა - 203 მ/წ


Crosman Hollow Point 7.9 grain
1 დატუმბვა - 96 მ/წ
2 დატუმბვა - 143 მ/წ
3 დატუმბვა - 170 მ/წ
4 დატუმბვა - 187 მ/წ
5 დატუმბვა - 201 მ/წ


მგონი საკმაოდ შთამბეჭდავი სიჩქარეებია, 5 დატუმბვა და მსუბუქი ტყვიებით 200 მეტრით ისვრი... არც თუ ისე ცუდია. მაქსიმალური სიჩქარე მსუბუქი 7,9 გრანიანით მიიღება 239 მეტრ წამი 8 დატენვით რაც პრაქტიკულად მწარმოებლის მიერ ნახსენები 800 FPS-ის ექვივალენტია. მძიმე ტყვიით იგივე 8 ბუქნზე მაქსიმუმ მიიღება 211 მეტრ წამი.

აი სროლა საერთოდ საოცარი იყო, თან ღია სამიზნიდან სროლა... ოოოო არ დაიჯერებთ რისი თავი აქვს ამ თოფს, მართალია ყველაზე კარგი ნასროლი შემთხვევით გადავაგდე, მაგრამ ერთი სამიზნე მაინც შემომრჩა, ასე რომ რაღაცას მაინც გაჩვენებთ.

მაშ ასე რადგან სამიზნე ღია მქონდა და ოპტიკის სამაგრები მე არ გამაჩნდა, შესაბამისად, ამოვირჩიე 11 მეტრიანი დისტანცია, მთლად 10 მეტრი არ გამომივიდა, იმიტომ რომ ოლიმპიელი არ ვარ smile.gif.

მაშ ასე 11 მეტრი და სამიზნეში 5-5 ტყვია. შედეგი სურათზეა:



როგორც ხედავთ ოლიმპიური შედეგი არაა, მაგრამ თუ გაქცეულ ტყვიას არ ჩავთვლით და მერწმუნეთ უმეტესობა შემთხვევაში ტყვია არ გაგირბით მიუხედავად იმისა რომ ღია სამიზნით 11 მეტრზე სამიზნის დაჭერა საკმაოდ ძნელია (წარამარა თვალებში ბლური გიჩნდება და გერევა წინა - უკანა სამიზნე, პლიუს ცდილობ ქაღალდს თვალი არ მოაცილო), უმეტესობა ნასროლი შედეგებისა თამაშობს 10-15 მილიმეტრთან. სამწუხაროდ ტესტირებიდან მხოლოდ ეს ერთი მიზანი შემომრჩა რომ თქვენ გაჩვენოთ.





იმავე ღია სამიზნით 30-35 მეტრზე შეიძლება ლუდის ნახევარ ლიტრიანი ალუმინის ქილის დაგდება, მინის ბოთლის გატეხვა... მაგრამ მინიმუმ საჭიროა 5 დამუხტვა, თან ვერ დავიკვეხნი რომ ღია სამიზნით ყოველთვის ვარტყავდი, მაგრამ სადღაც ყოველი 5 გასროლიდან 3 მიზანს ხვდებოდა (ისე მინის ქილა ყოველთვის არ ტყდება, განსაკუთრებით ლიმონათის ბოთლები).

მიუხედავად იმსა რომ ერთის შეხედვით სერიოზული თოფი არაა... მოკლედ ვიზუალური მხარე აშკარად შეცდომაში შეგიყვანთ, თოფს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მასზე იფიქრებთ, ან ვიდრე მას მწარმოებელი აფასებს. რაც არ უნდა საოცარი იყოს მიდუღებული ლულაც თავის საქმეს აკეთებს და მიზანს არ აცდენს ტყვია, მიდი ახლა და ილაპარაკე რამდენიც გინდა გამოკიდებულ ლულაზე smile.gif

Conclusion
კარგით მოდით პლიუს მინუსები გამოვთვალოთ, მთავარი პლიუსები უკვე ჩანს, მსუბუქი თოფია, ავტონომიურობა გაქვთ, სურვილის შემთხვევაში ოპტიკას დაამაგრებთ, სროლისას მშვენიერი განმეორადობა, მიზანში მოხვედრა.. წესით და რიგით მეტი რაღა უნდა გინდოდეს კაცს?

ჰმმმმ, არის რაღაც რაც გინდა და ამ თოფს არ აქვს, როდესაც რაიმე იარაღს ახსენებ გინდა რომ ცოტაოდენ სერიოზული იყოს, ვიზუალურადაც გამოიყურებოდეს და სხვა თუ არაფერი დეტალები იყოს კარგად დამუშავებული, სამწუხაროდ არაფერი აქ ჩამოთვლილიდან არ გააჩნია ამ თოფს. ეს არის იაფიანი ვერსია, შესაბამისი იაფიანი დიზაინი, და იაფიანი შესრულება, თუ თქვენ ბარონის ფონ აირის ტიტულის გამო, რომელიც შემკულია ბაბთებით და ბაბთების გარეშე, არ გეკადრებათ ამ დონის თოფი, შეგიძლიათ არ მოკიდოთ ხელი, მაგრამ ვინც სტერეოტიპებს და კომპლექსებს გადალახავს მიიღებს მშვენიერ თოფს, მართალია ოლიმპიურს არა და თან არა სპორტული შედეგების მომცემია, მაგრამ საკმაოდ კარგ სასიამოვნო თოფს. რომელიც ბევრ ზ.დ.პ კლასის თოფს აატირებს.

რაც მთავარია ჩხირკედელებს აურაცხელი სამუშაო აქვთ, იქ ლულის ფასკა, კლაპნის გაუმჯობესება, სასხლეტის გადაკეთება... ეს ყველაფერი საჭირო არ არის, საბაზისო მოდელში, მაგრამ ადამიანის სული ისეთია რომ ყოველთვის რაღაცაზე ჩალიჩი უნდა, აი ამ ჩალიჩის რეალიზების შესაძლებლობას გაძლევთ ეს თოფი.

ახლა კი მოდით პლიუს მინუსები ჩამოვყაროთ:

პლიუსები:
1) წონა
2) სიმარტივე
3) ღია სამიზნეები
4) ავტონომიურობა
5) მიზანში მოხვედრა, მიუხედავად წვრილი და მიდუღებული ლულისა
6) PCP-ს მუშაობის პრინციპი
7) ორ საფეხურიანი სასხლეტი
8) სიჩქარის განმეორადობა გასროლიდან გასროლამდე



მინუსები:
1) მოდერის არ არსებობა
2) დამუხტვის საჭიროება ყოველი გასროლის წინ
3) ხისტი სასხლეტი
4) მიმწოდებელი დამუშავებას საჭიროებს
5) გადამშვები მისახედია
6) ოპტიკის სამაგრის არ არსებობა
7) მიდუღებული დეტალები
8) ვერ შეცვლით ლულას მარტივად
9) ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი
10) მიმწოდებლის წვრილი თავი
11) ღვედის დასამაგრებელი არ არსებობს

კლიპის არსებობა არ არსებობა მე პირადად არც მინუსად და არც პლიუსად არ მიმაჩნია. რა აზრი აქვს კლიპს თუ შემდეგი გასროლისთვის ჯერ ჰაერი გაქვს დასაჭირხნი და ასევთქვათ ზედმიყოლებით მეორე გასროლას მაინც ვერ აკეთებ? ამიტომაც კლიპის მოყვარულებს შეუძლიათ იწუწუნონ, რეალურ მსროლელებს კი ერთი ტყვიის ჩადება გამოადგებათ.

მოკლედ თოფი სრულად ამართლებს თავის თავს და ფასს. აშკარად აქვს უფლება არსებობდეს და ახარებდეს პლინკის მოყვარულებსაც და მონადირეებსაც, აი სპორტის მოყვარულებს კი შეუძლიათ სხვა თოფი ეძებონ smile.gif.

პოსტის ავტორი: koknar Jun 10 2011, 04:59 PM

ოეეეე... Welome Back, ჯაჯა დაბრუნდა !!!

პოსტის ავტორი: iorama Jun 10 2011, 05:14 PM

თან მაგრად დაბრუნდა drinks.gif

ჯაჯ ეგ თოფი შენ გაქვს?

პოსტის ავტორი: gregory Jun 10 2011, 05:53 PM

ვაუ!


ციტატა(iorama @ 10th June 2011 - 06:14 PM) *
ჯაჯ ეგ თოფი შენ გაქვს?

დაუბრუნდა პატრონს smile.gif

პოსტის ავტორი: nikola_migina Jun 10 2011, 06:02 PM

მაგარი თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: daviti Jun 10 2011, 06:06 PM

დიდი ხანია ესეთი რეპორტი აღარ ყოფილა აირგანზე. smile.gif

პოსტის ავტორი: gigi30 Jun 10 2011, 07:05 PM

რომელ აირგანელს გაქვთ ეს მოდელი ხმარებაში და რას იტყვით, რა "+ -" გამოვლინდა რა დროის(ან რამდენი გასროლის) შემდეგ? 8-10 გადატენვაზე როგორი სიზუსტე აქვს25 მეტრზე? ამ მანძილზე შავი ტიპები როგორი ღრმა სიყვარულით იხუტებენ გულში მის საჩუქარს? სხვა კომენტარიც მაინტერესებს... jaja-ს მადლობა! სხვა, განსხვავებულ აზრს თუ პირად შეტყობინებაში მომწერთ, უფრო კორექტული იქნება მგონი

პოსტის ავტორი: Davitus Jun 10 2011, 07:14 PM

ნუ რავიცი რა... აშკარად შენს სტილშია, ოღონდ გასამმაგებულად... ყველაზე დიდი და ლამაზი რეპორტია, რაც კი საქართველოს იარაღების რეპორტების ისტორიაშია არსებულა!

თოფს რაც შეეხება, ფასიდან გამომდინარე, შეიძლება საშტატო რიგით, სორვაივალ იარაღად გქონდეს... და საკოლექციოდ... ნუ დამწყებისთვისაც მოჟნა, ისე კი ვინც გემო გაუგო "ნამდვილ" პცპ-ს, მაგისკენ არც გაიხედავს... სკმაოდ სუსტია

თუმცა სროლა საინტერესო იქნება, სიამოვნებით გავსინჯავდი... ჩემი აზრით, ოპტიკა მაგისთვის ზედმეტია

სწორია რომ არც აქვს მერცხლის კუდი

პოსტის ავტორი: gregory Jun 10 2011, 07:19 PM

ციტატა(Davitus @ 10th June 2011 - 08:14 PM) *
თუმცა სროლა საინტერესო იქნება, სიამოვნებით გავსინჯავდი...

ერთი ორი ეგეთი თხოვნა და წამოვიღებ ხვალ wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 10 2011, 07:40 PM

აფიგეწ , მალაძეც შენ

პოსტის ავტორი: cz80 Jun 10 2011, 08:15 PM

ჯაჯა ვაზვრაშაიტსა biggrin.gif biggrin.gif

საღოლ გიო... შეუდარებელი სტილია რეპორტების smile.gif

იარაღიც კაი გსართობი ჩანს...

ციტატა(Davitus @ 10th June 2011 - 08:14 PM) *
ჩემი აზრით, ოპტიკა მაგისთვის ზედმეტია

ია ტოჟე ტაკ დუმაიუ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 10 2011, 08:20 PM

ციტატა(ja_ja @ 10th June 2011 - 05:19 PM) *
მახსოვს ზუზუმბარა როგორ შეეწინა თავის გერმანელს...


მეხი დაგეცემა შენ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Jun 10 2011, 08:48 PM

gregory
წამოიღე გრიგოლ თუ არ დაგეზარება და ადგილი თუ გაქვს მეც მაინტერესებს ეგ სათამაშო.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 10 2011, 09:33 PM

პოსტაპოკალიპტურმა მომავლის სურათმა გაასწორა biggrin.gif


კაი იყო.

პოსტის ავტორი: giga_st Jun 10 2011, 11:16 PM

ვაუუ ჯაჯა რა მაგრა ჩაახვიე სიუჟეტი! მაგრად წერ ძალიან წავიკითხე ბოლომდე, თან იგრძნობა "გალადოვკის" შედეგები, ბოლოში მზემ რომ გამოაჭყიტა გაასწორა ესეიგი არის საშველი, ბობოც კარგია ჩემი ბიბო გამახსენა smile.gif თოფს რაც შეეხება ვყიდი ჩემს პცპ-ს და არაა გამორიცხული პნევმატიკის შიმშილი მორიგი პცპ-ს შეძენამდე მაგით დავიკმაყოფილო.

მოკლედ კარგია ცოცხლდება აქაურობა, გასვლაა ხვალ აგერ ჯაჯა დაბრუნდა, ყველაფერი ახლა იწყება smile.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki Jun 11 2011, 12:59 PM

Ja_Ja კაკ ვსეგდა ტი ნა ვისატე! ახრინიტელნი რეპორტი იყო
ერთი რამე მაინტერესებს გადატენვა ანუ დაპომპვა როგორია? ანუ სრიალით მიდის?

პოსტის ავტორი: foxi Jun 11 2011, 02:21 PM

დიდ გასვლაზე ვერ წამოვედი,მაგრამ სამაგიეროთ რა პოსტი წავიკითხე? ხალისი რომ დაგიბრუნდა ბატონო ავტორო,მისასალმებელია. ასეთი რეკლამისთვის კროსმანმა და გრიგოლიმ ერთად უნდა გადაგიხადონ.ისე დაწერე ხალხს ყიდვა მოუნდა.იმედია რემონტი ხელს არ შეგიშლის და კვლავაც გაგვახარებ.

პოსტის ავტორი: bazuka Jun 25 2011, 12:58 AM

ვახ ეს თემა ეხლა ვნახე, აზრობთ !!!!!

პოსტის ავტორი: iorama Jun 26 2011, 05:30 PM

ერთი-ორი მეც გავისროლე ამ თოფიდან და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მე ჩემში საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა. გასართობზე ნაღდად მეტია ეგ ფიშტო. 5-6 ატენვაზე უკვე მაგრად უნიავებდა

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2011, 06:49 PM

ონანისტების ფიშტოა ეგ... ხელში რომ იჭერ კარგ შთაბეწდილებას გიტოვებს, მართლა აურა აქვს, მარა საქმე საქმეზე რომ მიდგება, სთაბეჭდილენბა წამიხდა - ამითი გარტობა და მითუმეტეს პლინკი მაზოხიზმია....

პოსტის ავტორი: Ex3 Oct 6 2014, 03:37 PM

ვისაც გაქვთ ეს აგრეგატი როგორ ჯგუფებს აკეთებს?

პოსტის ავტორი: gregory Oct 7 2014, 11:49 AM

ციტატა(Ex3 @ 6th October 2014 - 04:37 PM) *
ვისაც გაქვთ ეს აგრეგატი როგორ ჯგუფებს აკეთებს?

სამწუხაროდ არავი აქვს, უფრო სწორად ერთ პიროვნებას კი აქვს, მაგრამ აღარ შემოდის ფორუმზე. ჯგუფები კი არის განხილვაში მოყვანილი.

P.S. აუჰ, რა კარგად გამახსენდა ეგ თოფი და რეპორტი ხომ საერთოდ smile.gif

პოსტის ავტორი: soso66 Oct 7 2014, 05:15 PM

მოგესალმებით.მე მაქვს ეგ თოფი.ჯგუფების რა მოგახსენოთ,მაგრამ სადაც ვუმიზნებ იქ ხვდება.
ჯგუფების კეთებას ოპტიკა უნდა,ამ თოფზე კი არც ისე ადვილად ხერხდება.თუ ყიდვა გადაწყვიტეთ
და კაჩაობა არ გეზარებათ არ ინანებთ.jaja-ს თქმისა არ იყოს ბევრ ზ.დ.პ თოფს მართლაც დააჩოქებს.

პოსტის ავტორი: gregory Oct 7 2014, 05:37 PM

soso66
სად დაიკარგეთ ბატონო სოსო? მეგონა არარც კი შემოდიოდით smile.gif


პოსტის ავტორი: Ex3 Oct 7 2014, 05:48 PM

gregory
soso66
გასაგებია ,მადლობა , გადავხედავ..
კაჩაობა არ მეზარება 1377 მაქვს biggrin.gif
პცპ ზე ვფიქრობ მაგრამ რომ ვერ გავქაჩო მაგ შემთხვევაში ეს მირჩევნია ყოველგვარ ნიტროებს და ა.შ.

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 20 2014, 08:58 PM

კაროჩე რა დროინდელი თემა თავიდანბოლომდე წავიკითხე biggrin.gif თურმე ეს იარაღი მდომებია და სად ვიყავი კაცო აქამდე ვაა. ვსიო ამის დათრევაზე უნდა ვიჩალიჩო. ჯაჯა თემის შესავალზე საღოლ : D

პოსტის ავტორი: ikaaa Nov 20 2014, 09:06 PM

smekosmeko
მართლა კაი იარაღია და მეც კაიხანია თვალი მიდგას მაგ ფიშტოზე, უბრალოდ თუ დაითრევ თავის სპეციალური რინგებზე გადამყვანიც მოაყოლე თორე ისე ოპტიკას ვერ დააყენებ smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 20 2014, 09:59 PM

ხო ამაზონზე 30$ ღირს თავისი სამაგრი ოპტიკისთვის.

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 24 2014, 11:25 PM

დავიჯერო მხოლოდ 1 ადამიანს აქ ეგ ფიშტო აქ? smile.gif მაგრად მომწონს, ცოტა ძვირია ისე მარა კაი ტიპია. + ოპტიკის სამაგრს უნდა დამატებით 30$

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2014, 12:21 AM

მოლედ ეხლა კალათაში მიგდია ეგ ფიშტო და ვერ გადამიწყვეტია მივცე place order თუ არა smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 25 2014, 07:00 PM

ჩემს კალათაში ეგ და 2100-ი გდია მარა ვარ ესე გაურკვევლობაში. თითქოს ერთნაერი სიზუსტე და სიმძლავრე აქვს ორივეს რაც ვიდეოები ვნმახე. ღირს 397-ში 150 ლარით ზედმეტის გადახდა?

პოსტის ავტორი: gregory Nov 25 2014, 07:17 PM

ციტატა(smekosmeko @ 25th November 2014 - 08:00 PM) *
ღირს 397-ში 150 ლარით ზედმეტის გადახდა?

ნამდვილად ღირს
აი რომ ნახავ თავად დარწმუნდები smile.gif
თუ რამეა გამოიარე და ნახე რაც არის 2100 და თავად დარწმუნდები smile.gif

პოსტის ავტორი: gigi30 Nov 25 2014, 07:17 PM

2100 რომ იყიდო, სულ იფიქრებ რატოდ ბენჯამინი არ ვიყიდეო. თუ გაქვს საშუალება(ცოლშვილიანი არ ხარ ჯერ) ბენჯამინი იყიდე, მაგრად აქებენ.

პოსტის ავტორი: gregory Nov 25 2014, 07:20 PM

ციტატა(gigi30 @ 25th November 2014 - 08:17 PM) *
ბენჯამინი იყიდე, მაგრად აქებენ.

gigi30
სულ ვეხვეწები ჯაჯას შენი რევიუ თარგმნე "ამერიკულად" რომ ქროსმანს გადავუგზავნო თქო smile.gif

პოსტის ავტორი: gigi30 Nov 25 2014, 07:28 PM

ჰო, ჯაჯას ოპუსი წაკითხული მაქვს, ძალიან კარგია. თვითონ შეიძლება ეუხერხულება, მისი ნებართვით ვინმეს ათარგმნიეთ ბატონო გრიგოლ და გაუგზავნეთ, კარგი იდეაა. მე ვიგულისხმე რუსულენოვანი ფორუმები, აქებენ ძალიან: უფრო საიმედოა ვიდრე შარპ ინოვა, რომელიც თვითგამხსნელი სისტემის გამო ხშირად აპარებს ჰაერს და მისი კოლოფი პლასტმასის გამო ხშირად ტყდება თურმე, რაც ბენჯამინს არ ემართებაო.

პოსტის ავტორი: gregory Nov 25 2014, 07:34 PM

ჯაჯას სტილის დაცვა რთულია თარგმნით. აი ისეთი რამე რა ო' ჰენრის რომ ქართულად წაიკითხავ და რაღაც უკმაყოფილების გრძნობა გრჩება...

ბენჯამინის ერთი პრობლემა არატრანსფორმირებაა. ყველაფერი ერთმანეთზეა შედუღებული და აპის საშუალება ნაკლებია. მარა მე რო მკითხო ეგ იარაღი "AS IS " უნდ მოირგო( ნუ კლაპანთან შეიძლება წათამაშება)

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 25 2014, 07:54 PM

ანუ 2100 იმენა ტუფტაა? 397 ვიზუალურადაც უფრო მომწონს. რა ცუდი სიტუაციაა როდესაც ვერ წყვეტ : D რა მაინტერესებს, ეგ ბენჟიკა 7.9 გრეინიან ტყვიებს 240 მ/წმ თი ისვრის ვითომ?


პოსტის ავტორი: gigi30 Nov 25 2014, 07:54 PM

ხო, მაგ მხრივ 2100 უფრო ხელსაყრელია, თუმცა არამგონია სმეკოს აპი აინტერესებდეს, ბენჯი ექნება როგორც მცირე დამოუკიდებელი ერთგასროლიანი პცპ. მე ასე მგონია. თანაც ბენჯი მგონი უფრო ზუსტი უნდა იყოს და ძლიერიც, ოპტიკას მოუხერხებს და მზადაა, 2100 კი ფალშლულის გამო გამაგრება სჭირდებაო, თორე სიზუსტეში ჩამორჩებაო

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 25 2014, 08:24 PM

ბოლოს ვერ გავიგე, სიზუსტეში რომელი ჩამორჩება? ხო აპი არმინდა, ეგ ისე მინდა რა ხანდახან სასროლად, მხოლოდ სანადიროდ კაი ადგილენბი ვიცი მაგაზე ზედგამოჭრილი : D 25 მეტრში 240 მ/წმ 7.9 გრეინიანით კისრამდე მყოფნის. 2100-ი ფასით არის კარგი მაგრამ ხელში რომ შემომატყდეს ეგეთი ცუდი ხარისხის არმინდა.

პოსტის ავტორი: soso66 Nov 25 2014, 08:34 PM

მოგესალმებით ფორუმელებო.როგორც ვატყობ ფორუმზე ეგ თოფი მარტო
მე მაქვს. 2100 შედარება არც ღირს,რაც შეეხება ბატონ smekosmeko-ს კითხვას
სიჩქარეზე 10.5გრ ცპ ისვრის 215- 220 მ/წმ 8-10 ''დაკაჩავებაზე''.პირდაპირ
ყუთიდან.ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ხელში რომ გიჭირავთ გრძნობთ
რაღაცნაირ სითბოს,ქარიზმას.

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 25 2014, 09:16 PM

რას ამბობ 10.5 გრეინიანს 220 მ/წმ? ეს ბენჟიკა ნახე არ ხუმრობს როგორც ჩანს. მიზანში სროლის ვიდეო ვერსად ვნახე და ესე 30 მეტრში ნორმალურ ჯგუფს აკეთებს? 2100-ის 25 მეტრზე გაკეთებული ჯგუფები ვნახე და საკმაოდ კარგია.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2014, 10:17 PM

მაგ ბენჯიკაზე რამც მე წავიკითხე, ვნახე და ზოგი ჩემით მივხაზ მოვხაზე , მაქსიმუმი და ამავდროულად აუცილებელი აპი იარაღში ძირეული ცვლილებების გარეშე არის: ოპტიკის დაყენება, მოდერის დაყენება (რომელიც მინიმუმ 12-13 სმ თი დააგრძელებს იარაღს) , გადამშვებზე რამის მოფიქრება და ცოტა შიგნეულობის შლიფოვკა . დანარჩენი თუ რამე გინდა უკვე ლულა უნდა მოხსნა რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთანა რის დაკავშირებული და არც ღირს მაგის მოხსნა.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 25 2014, 10:37 PM

geojorjika
შენც კიდევ მოდერი რა არის არ იცი ხომ რომ წერ აქ ფრანციცულ სიტყვებს, შენც დაგაჯარიმო თუ რა ვქნა???

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2014, 10:41 PM

ja_ja
პარდონ, პარდონ , აკიანი იზვინენიე © პიპინია ერისთავი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 25 2014, 10:41 PM

ლულის შეცვლაზე ფიქრიც არ ღირს მაგ მოდელზე, თავისი დადუღებულია, უფროსწორედ მირჩილულია და მაგის აძრობა და ჩალიჩი პონტია, მერე მაგ დიამეტრის რა გინდა ითრიო? თუ სხვა დიამეტრს ითრევ უკვე კოლოფს ცვლი და აიდაა წავიდა უსასრულობასთან თამაში smile.gif

პოსტის ავტორი: ikaaa Nov 26 2014, 12:14 AM

ჩემი ძმის 2100, აპის მერე იძლევა 220მ-წმ 10 დაკაჩავებაზე 10,3 გრანიანი JSB ტყვიებით. სიზუსტეს რაც შეეხება 50 მეტრზე 40 მმ ჯგუფი, 9X ჯერადობის ოპტიკით.

ოღინდ ეს შედეგი მივიღე საკმაოდ შრომატევადი აპის მერე, რა გავაკეთე მაგას აღარ ჩამოვთვლი. BENJAMIN SHERIDAN-ი მასეთ შედეგს ყუთიდანვე იძლევა, უფრო ზუსტიცაა მარა ხელის შევლება მაგასაც უნდა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2014, 03:35 PM

რას ლაპარაკობს ეს ხალხი biggrin.gif 2100-ით 50 მეტრში 40მმ ჯგუფიი? ვახ ჩემი ნახე ამ სათამაშოებს თურმე რა შეუძლიათ. მე 397-ზე არაფრის აპი არმინდა და 50 მეტრზე 4სმ ჯგუფს გააკეთებს უპრობლემოდ? მაგაზე ბევრად უკეთ კი არ ისვრის ატ44-ი : D ოპტიკის დაყენება მოგვარებადია იმ რინგებით მარა ცოტა ძვირია.

ჯაჯა ოპტიკის სამაგრი რაიმე made by hand-ით ვერ გაკეთდება? რამე კოხტად.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 26 2014, 04:42 PM

smekosmeko

ციტატა(smekosmeko @ 26th November 2014 - 04:35 PM) *
ჯაჯა ოპტიკის სამაგრი რაიმე made by hand-ით ვერ გაკეთდება

გაკეთება ყველაფრის შეიძლება, გააჩნია იმას თუ გიღირს smile.gif საცალო დაკვეთაზე ჩალIჩი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება, მაგას ჯობია რაიმე სერიული ვერსია დაიადო, გაცილებით იაფში გამოხვალ....

შენით თუ გააკეთებ ეგ სხვა საქმეა, მაგ დროს არავინ ყურადღებას არ აქცევს თავის ხარჯებს, მაგრამ სხვა თუ აკეთებს მანდ უკვე კომერცია ერთვება და....

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2014, 09:18 PM

ესეთ რაღაცას გადავაწყდი ოპტიკის დაყენების თაობაზე






ამას ტოკარი ხო მიაკეთებს? რამდენად რეკომენდირებულია ეგეთი რამ?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 26 2014, 09:22 PM

smekosmeko
ფრეზეროვშიკი გააკეთებს , მეც ვნახე ეგ და ვფიქრობდი მაგის გაკეთებას როცა ვიყიდი მაგ ფიშტოს , ერთად ერთI რაღაც მაფერხებდა მარტო, ორიგინალის ხელის ხლება არ მინდოდა არ მიყვარს ორიგინალი დეტალების გაფუჭება, მაგის ლულის კოლოფს კი მარტივად გავაკეთებ, მაგრამ ლულა მიდუღებული კომპრესორზე და აზრი არა აქვს მაგ ჩალიჩს

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2014, 09:34 PM

ანუ სხვა კოლოფი რომ გაგაკეთებინა რომელსაც ზედვე ექნებოდა ოპტიკის სამაგრიც? ხო ლულა რომ მირჩილულია ცუდია.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 26 2014, 09:43 PM

smekosmeko
სხვა კოლოფს გავაკეთებ მაგრამ აზრი? ლულის მოხსნა არ მინდა

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 3 2014, 05:57 PM

ამ მოდელზე არის ეგეთი ოპტიკის სამაგრიც. (სამწუხაროდ ამაზონზე ვეძებდი და ვერ ვიპოვე, ერთ რაღაც უცხო საიტზე იყიდებოდა)






პოსტის ავტორი: soso66 Dec 3 2014, 08:48 PM

მასეთი გადამყვანის გამჩარხავის ნახვა არ იქნება არც ადვილი და არც იაფი.თან ავტორს სერიული ნომერიც
მიუთითებია .1.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 3 2014, 09:29 PM

აგერ ვნახე ერთგან

http://www.rlairgunsupply.com/scopes-mounts-binoculars-spotting-scopes-access/benjamin-air-rifles-scope-mount/

45$ ღირს.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 3 2014, 10:12 PM

მამენტ რაიმე განსაკუთრებულ სურთულეს არ წარმოადგენს მაგის გაჩარხვა, ამგრამ რამდენად ღIრს ერთ ეგზემპლიარზე მუშაობა არ ვიცი, როცა მზა მაუნთI და ხიდი იყიდება 35$-ის ფარგლებში

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 4 2014, 03:32 PM

აუ არ ღირს რა ხალხნო მაგ თოფზე რაიმე ხარჯის გაწევა დამიჯერეთ, ეგ იარაღი არის, იმისთვის რომ ამოიღო ყუთიდან და ისროლო 10000%-ით ასრულებს თავისი ფასიდან გამომდინარე საქმეს, მაგრამ მაგას თუ ფულს დაახარჯავ ეგრევე ჩამოვა ჯერ 70%-ზე მერე 50-ზე და ბოლოს პოლნი სუპერ ნავაროტს რომ გაულეთებ და მაგ თოფიდან მხოლოდ მოგონება დარჩება მერე იქნება მინუს 100% სარგებელი smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 4 2014, 09:00 PM

მართალია, ოპტიკის სამაგრს ფრეზეროვშიკ-ს გააკეთებინებ. ვსიო ეგაა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 30 2014, 09:19 PM

რომ ვიყიდო ვივერი (ბაზრობებზე არის 10-15 ლარად 11მმ) მერე რომ გადავჭრა ლატუნზე დაესვარკება? ლამაზად და კოხტად. თუ ლატუნზე ან ესვარკება?

პოსტის ავტორი: ikaaa Dec 30 2014, 10:02 PM

[quote name='smekosmeko' date='30th December 2014 - 09:19 PM' post=127417]
რომ ვიყიდო ვივერი (ბაზრობებზე არის 10-15 ლარად 11მმ) მერე რომ გადავჭრა ლატუნზე დაესვარკება? ლამაზად და კოხტად. თუ ლატუნზე ან ესვარკება?

შეიძლება გაგეცინოს და მე ვიყიდე ბაზრობაზე, 10 ლარად 11-მმ პლანკა და ეგრედწოდებული A და B ეპოქსიდით დავამაგრე ჩემ ზდპ შაშხანაზე, მერე შენგან ნაყიდი ოპტიკაც

დავაყენე და მშვენივრად უჭირავს რასაცქვია ქვასვით, ძაანაც რო მინდოდეს ვერ ავაძრობ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 31 2014, 08:28 AM

smekosmeko

ციტატა(smekosmeko @ 30th December 2014 - 10:19 PM) *
ლატუნზე დაესვარკება

საერთოდ ფერადი ლითონები ერთმანეთთან ძნელად დუღდება. შეიძLება ერთად ჩაყარო ქვაბში და შენადნობი გამოვა, მაგრამ რასაც შედუღება ჰქვია მაგის გაკეტება თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ალუმინი დნება 600 გრადუსზე, ლატუნი კიდევ 900-ზე, რაფერ წარმოგიდგენია მაგი საქმე smile.gif სანამ ლატუნი დნობას დაიწყებს ალუმინი სულ ჩამოიტრაწება და ჩამოდნება, რაღას მიასვარკებ smile.gif

მაგიტომაც ძირითადად შედუღება ხდება ერთგვაროვანი ლითონების, ან მიახლოებული შენადნობების, მაგალიტად რკინის სხვადსხვა შენადნობები ერთად, ალუმინი და დურალიც მოსულა გაჭირვებით, სპილენძი და ტატუნიც, მაგრამ კროს გადამკვეთი შედუღება თითქმის შეუძლებელია

ასე რომ რაც ikaaa-მ დაწერა ყველაზე კაი გამოსავალია, იყიდე ებოქსიტი ან ეგრეთწოდებული მშრალი შესადუღებელი (ნუ ხალხურად "სუხოი სვარკა" ჰქვია) გადაზილე კომპონენტები ერთმანეთში, წავა მომენტალურად რეაქცია და 3-4 წუთის განმავლობაში მოასწარი და დაადე საჭირო დეტალები ერთნამეთს შუაში მაგ დომფხალის წასმით, 5-10 წუთში იწყება პირველი გამაგრება რომ ფორმა დაიჭიროს, აცადე მერე 24 საათი და ჩათვალე რომ ლამის რკინა რკინაზეა მიდუღებული.

მანქანის მატორის ბლოკებს ამაგრებენ ხოლმე ეგრე და მერე ზედ რეზბებს ჭრიან ხოლმე და ოპტიკის დაჭერას წესით კი უნდა გაუძლოს, პროსტა დააკვირდი რომ ლითონი ლითონზე მიაწეპო და შუაშI საღებავი არ იყოს თორემ შეიძLება აიქერცლოს.

პოსტის ავტორი: tarasuna Feb 4 2015, 07:24 AM

გამოცდილო აირგანელებო ამისი ყიდვას ვაპირებ Benjamin 397 და მაინტერესებს რამდენ მეტრწი მოინადირებს იხვის ხელა ფრინველს სტაბილურად?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 4 2015, 09:46 AM

იმენა თავში უნდა ესროლო ან კისერში თორე გაფრინდება მაგხელა ფრინველი. ან დაინვალიდდება ან სადღაც შორს მოკვდება

პოსტის ავტორი: tarasuna Feb 26 2015, 12:29 PM

ფორუმელებო რომელიმე თქვენგანმა benjamin397და crosman 2100 ამ ორ მოდელწი სადაც ჰაერის რეზიკია ანუ სადაც წნევა გგროვდება, ლატუნის რეზერვარი რომაა მაგათი დიამეტრი თუ იცით?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 26 2015, 02:36 PM

tarasuna
ვინაიდან მაგ მოდელებს სხვადასხვა დიამეტრის ნასოსები აქვთ, 2100 ის ნაკოპიტელის დიამეტრი 15.7მმ ია, ხოლო 397 ის 19.6 მმ

პოსტის ავტორი: tarasuna Feb 26 2015, 07:07 PM

მადლობთა პასუხისთვის multi-tool. კიდე ერთი კითხვა მაქვს crocmsn 2100და crosman 760 ამათი წნევის აუზის ზომაც ერთიდაიგივეა ანუ 15,6მმ ია?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 26 2015, 10:33 PM

ციტატა(tarieli @ 26th February 2015 - 08:07 PM) *
მადლობთა პასუხისთვის multi-tool. კიდე ერთი კითხვა მაქვს crocmsn 2100და crosman 760 ამათი წნევის აუზის ზომაც ერთიდაიგივეა ანუ 15,6მმ ია?


დიამეტრი კი, სიგრძე არა.

პოსტის ავტორი: mister_io Sep 30 2015, 10:09 PM

სალამი აირგანელებო, ერთი კითხვა მაქვს
რა განსხვავებაა ბენჯამინ 397 და 392 შორის?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 30 2015, 10:10 PM

mister_io
კალიბრი

პოსტის ავტორი: mister_io Sep 30 2015, 10:35 PM

Multi-Tool
ანუ ყველა 392 5.5 კალიბრია? მაიმარკეტზე დევს ერთი საეჭვოდ იაფდად და დამაინტერესა ამიტომ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 30 2015, 10:36 PM

mister_io
ჰოდა საეჭვო რომ არის მაგიტომაც არ ვყიდულობთ smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 30 2015, 10:45 PM

mister_io
კი 392 ყველა 5.5ია
ალბათ იაფად იმიტომ ყიდის, რომ 5,5 იანია და ვერ ჯდება კანონში, თან ლულასაც ვერ შეუცვლი.


პოსტის ავტორი: mister_io Sep 30 2015, 10:45 PM

geojorjika
biggrin.gif biggrin.gif ეჰჰ რაბედი მაქვს რაა, კიდე კაი როვიკითხე

პოსტის ავტორი: ბექნო Nov 27 2015, 12:45 PM

მოგესალმებით მეგობრებო.
ბოლო დროს დავინტერესდი Benjamin 397_ით, საკმარისად დამაკმაყოფილებელი მონაცემები აქვს 30 მეტრზე, დამეთანხმებით. თბილისში შევძლებ შეძენას? თუ მომიწევს ბატონ გრიგოლის შეწუხება და შეკვეთა.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 27 2015, 01:35 PM

ნუ თბილისშI და საქართველოში მარტო გრიშაა მაგ ფირმის წარმოამდგენელი და მაგას აქვს ახალი გაუხსნელი, აი თუ მაგას არ აქვს მერე ხელზე უნდა იყიდო ან ნახმარი, ან გადამყიდველისგან, ან უნდა დაუკვეთო შენით ამაზონზე და ჩამოიტანო

პოსტის ავტორი: koknar Nov 27 2015, 03:52 PM

ბექნო
მაგას კაი ნიტრო ჯობია

პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2016, 12:16 PM

მე ძალიან მომწონდა ეგ ფიშტო, თუ იყიდი ოტიკის სამაგრიც უნდა მოაყოლო თორე ტანჯვაა კუსტარულად.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 23 2016, 04:56 PM

smekosmeko
მაგიტომაც ჟორა ამოვიდა ჩემთან და მივათალეთ ზედვე მნერცხლის კუდი smile.gif

პროსტა ძლიან პიწკაზე გადის რა... ცოტა მეტი ხორცი რომ დაესვათ გადასარევი იქნებოდა...

P.შ. ჟორაჯან მიდი ერთი სურათი გადაუღე შენს ფიშტოს რელსს და დადე რომ ხალხმა იცოდეს როგორ შეიძლება მაგის გაკეტება

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 15 2018, 09:59 PM

ჯაჯ ვასრუკებ შენს თხოვნას smile.gif



პოსტის ავტორი: ja_ja Sep 17 2018, 08:35 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 15th September 2018 - 10:59 PM) *
ჯაჯ ვასრუკებ შენს თხოვნას

30 წლის მერე ხომ smile.gif ნუ მაინც დიდი მადლობა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 17 2018, 06:20 PM

რაღაცნაირი თოფია რა, აი იმედს რომ გაძლევს ისეთი. ყველაფერს რომ დედა მოე..ნას მე მაინც ჯანზე ვიქნებიო smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services