თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სამზარეულო _ ქედანი(/გუილიო) სპონტანურად

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 17 2012, 05:05 PM

ესეიგი დღეს სამსახურიდან გამოვედი და სახლისკენ ზღვით წამოვედი თან ჩემი ახალი ზ.დ.პ-ს ჰატსან 95-ის გასინჯვა მინდოდა , გულიოს გუნდი დაფრინავდა ზღვის პირას , ჩავედი მანქანით და დაახლოვებით 15-25 მეტრში 3 გასროლა გავაკეთე 3-ივე მოვინადირე



გავასუფთავე, ამოვაჭერი მხოლოდ გულ-მკერდი , გავრეცხე კარტოფილი




წავუსვი მარილი, შავი წიწაკა და ერბო, ცალ ცალკე გავახვიე ფოლგაში და შევუშვი 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წთ (მეგონა ნაკლები დასჭირდებოდა მაგრამ კიდევ აიტანდა ერთი 5-7 წუთს)



შემდეგ ვიყიდე კონსერვირებული შამპინიონები , მოვთუშე ერბოში და დავუმატე სლივკები , როგორც კი შესქელდა გამოვრთე ცეცხლი



საბოლოოდ გამოიყურებოდა ასე და იყო გემრიელი smile.gif



მოკლედ ასე smile.gif

პოსტის ავტორი: Dave Nov 17 2012, 05:29 PM

მშვენიერი ნადავლია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 17 2012, 06:50 PM

geojorjika
ოხ მოკლედ რა ამდენი წელი გავიდა და მხოლოდ 2 წინადადებას და 10 სურათს დებ ხოლმე smile.gif

რაიმე სულიერი საზრდოც მოგვეცი რა smile.gif

P.S. მოდერი რას შვება ბუნებაში?

პოსტის ავტორი: ilariona Nov 17 2012, 07:30 PM

აი რას შვება ცოლის მოყვანა biggrin.gif biggrin.gif ახლა ამას ნადირობა კი არ უნდოდა, უბრალოდ ცოლმა ფინანსების რესურსი ამოუწურა და მოუწია კაცს საზრდოს მოპოვება biggrin.gif


პოსტის ავტორი: koknar Nov 17 2012, 07:35 PM

ilariona
და ბავშვი რო გაუჩნდება ჯიხვზე წავა ?

პოსტის ავტორი: ilariona Nov 17 2012, 07:42 PM

koknar
არა, მერე ანკესების გაყიდვას დაიწყებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 17 2012, 07:50 PM

ilariona
გადი მიდი მოდი biggrin.gif biggrin.gif

ja_ja
ებიჭო პიესა კი არ დამიწერია , უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინე biggrin.gif

მოდერს რაც შეეხება მშვენიერია , მარტო რკინის ხმა ისმის , პროსტა დიდი ეს შობელძაღლი ვერც ერთ შალითაში ვერ ჩავტიე biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 18 2012, 12:47 PM

ვახ შენ გაიხარე როგორც ჩვენ გაგვახარე! ძლივს ერთი ნადირობის რეპორტი შეემატა ფორუმს. მალე მეც დავალაგებ რამე რუმეებს. მაგას ჰქვია: გემრიელად მიირთვი.

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 18 2012, 03:16 PM

ვა geojorjika კარგად მოგიმზადებია მონაპოვარი, ორიგინალურად smile.gif მოდერიც კარგად მოგირგია თოფზე და კმაყოფილი ხარ თოფის სიძლიერით სიზუსტით? ოპტიკა ხომ კარგად დგას რა არ ურევს? ზ.დ.პ.-ეს მუღამი მაინც სხვაა smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 18 2012, 03:51 PM

sekurifa
რავიცი მშვენიერია ჯერ ჯერობით არ ვუჩივი, მოდერი მუშაობს იდეალურად, მარტო რკინის ხმა ისმის wink.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 07:26 PM

ჯერ ერთი ჰაჩიკა 95 კარგი იარაღია. biggrin.gif მერე მეორე ესაა ქედნები არ იშოვებაო? biggrin.gif


ბრავო გეო. კარგი ნანადირებია. ისე მანქანით მიპარვა ბევრად მარტივია.
ჩვენც მანდ დავბოდიალობდით გუშინ და შეიძლება კი ავუარეთ გვერდი ერთმანეთს.


ჰაჩიკაზე ჰაერის ზამბარა გიყენია?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 18 2012, 07:42 PM

ციტატა
ჰაჩიკაზე ჰაერის ზამბარა გიყენია?


კი ,ჩვენი ფორუმელის ნახელავი

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 08:26 PM

ძალიან ზუსტია ჰაერის ზამბარით. ერთი ჯაჯასაც ასროლინე 30-40 მეტრში ვერ შეკრავ ჯგუფებსო რო იძახდა თავად გასინჯოს.

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 18 2012, 09:18 PM

სათაურად დაწერა ქედანი გულიო,თორემ თემაში კი დაწერა გულიოს გუნდს წავაწყდიო))))),ის ედგეს ჯანდარაზე ვერა ვნახე ეგ ქედანი თორემ დიდი სიამოვნებით დავყრიდი სურათებს მაინც,ისე ერთი ცალი ვნახე და ვერ დავმალავ თუმცა ეგა სხვების მონადირებული იყო გლუვით.

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 10:19 PM

კაკა გაზაფხულზე ვეცდები გადავუღო ნახნავებში გუნდებს სურათი. ამ ზამთარში ვიცი რო მოვინადირებ კიდე ბლომად თუ წავედი კახეთში.

მე უბრალოდ არ მიყვარს ქედნის ხორცი მირჩევნია ჩხართვი ზამთარში.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 18 2012, 11:59 PM

CHICO30

ციტატა(CHICO30 @ 18th November 2012 - 09:26 PM) *
ერთი ჯაჯასაც ასროლინე 30-40 მეტრში ვერ შეკრავ ჯგუფებსო რო იძახდა თავად გასინჯოს.

მაი თოფი ჯა_ჯა-სთან იდო 1 კვირა მოდერის პრიმერკებზე და ყოველ გასატესტ გადატენვაზე კიოდა smile.gif

არაა რა ჩემთვის ზ.დ.პ შექმნილი, ჩავიარე მე ეგ პერიოდი, აი iJ-22 და 38 მაწყობდა სუსტი ზამბარა ჰქონდა და მაშინდელ ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მაგრამ მაგნუმ კლასის ზ.დ.პ-ს ვერ ავუღე ალღო smile.gif

პოსტის ავტორი: Dave Nov 19 2012, 07:39 PM

მოკლედ რა მაინტერესებს ხალხნო და ჯამაათნო... მტრედისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელზე წერია, რომ არიან გადამფრენი ფრინველები და თბილ ქვეყნებში მიეშურებიან და რაგაც თბილისს არ ეხება მგონი ეს ყველაფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2012, 07:57 PM

არ წამიკითხია, მაგრამ მაგარი სურვილი გამიჩნდა ვინ და სად დაწერა ეგეთი რამე
ყურით მოვიყვან უბანში და რავიცი რამდენი წლის დანაკვირვებს ვაჩვენებ რომ ოხრად არიან ზამთარზაფხულ ჩვეულებრივი მტრედები უბანში, ახლა ქედანი ვერაზე არ ამოდის, ასე ვთქვათ სოფლელი ვარ და ვერაზე გოიმივით კოფეს გულისთვის ხომ არ ავფრინდებიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 19 2012, 08:40 PM

ციტატა(Saint Dave @ 19th November 2012 - 07:39 PM) *
მტრედისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელზე წერია, რომ არიან გადამფრენი ფრინველები და თბილ ქვეყნებში მიეშურებიან

ეგ სამტრედიაში უნდა უთხრა ვინმეს smile.gif მიაქ იქაურობა მტრედებს smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 25 2012, 09:29 PM

რაღა სამტრედიას მიაწყდი სავსეა შენი საშრობის აივანი მტრედებით. რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა. გამოდიხარ ზურას აივანზე და 3 მეტრში გვერდით აივანზე გნიასია ხოლმე მტრედების. სად უნდა იაროს მაგან სანადიროდ რად უნდა :დ

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 26 2012, 01:05 AM

იფ იფ, მშვენიერი!

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services