თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკური სამიზნეები _ ოპტიკური სამიზნე და სამაგრი ვიდეო გადაღებისთვის

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 26 2017, 05:47 PM

მაინტერესებს თქვენია აზრი, რა პრინციპით აქვს ამ პიროვნებას დამზადებული ეს მოწყობილობა. ვფიქრობ რომ ბევრი იცნობს ამ ტიპს და არ იქნება ეს ვიდეო უცხო. ჩემი აზრით პერისკოპის პრინციპით უნდა ქონდეს გაკეთებული. რავიცი მე მომწონს.



https://www.youtube.com/watch?v=4T_FRUFe54o

პოსტის ავტორი: koknar Feb 26 2017, 06:07 PM

სავარაუდოდ ტელესუფლიორის პრინციპია, 45 გრადუსით დახრილი გარკვეული არეკვლადობის შუშაა და პრასვეტზე პირდაპირი შუქი გადის ოდნავ დაბნელებული, ეტყობა კიდეც. და კამერაზე მიდის სიტყვაზე პატოკის 20 პროცენტი, რაც კამერის დიაფრაგმით კომპენსირდება.

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 26 2017, 06:17 PM

http://www.youtube.com/watch?v=DvIJb5qz6u4რატომღაც პერისკოპი მგონია, მცირე ზომის. ესეთი რამ ვნახე ეხლა

პოსტის ავტორი: koknar Feb 26 2017, 07:04 PM

giga2010
ეგ სარკეა, ან პრიზმა. ის მასტი ხო ნახე თან ოპტიკაში პირდაპირ იყურება და კამერა გვერდიდან იწერს.

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 26 2017, 07:20 PM

კი, გეთანხმები. ძაან დამაინტერესა, პრაქტიკულიც იქნება

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 3 2017, 11:40 AM

თურმე დიდი ხნის გამოგონილი ყოფილა. ეს რუსი კი თან მალავს კონსტრუქციას და თან როგორც კომენტარებში ვნახე, 300$ ყიდის. აგერ ლინკი
http://www.youtube.com/watch?v=Qa1fiWjppFs&t=190s

ციტატა(giga2010 @ Mar 3 2017, 12:38 PM) *
თურმე დიდი ხნის გამოგონილი ყოფილა. ეს რუსი კი თან მალავს კონსტრუქციას და თან როგორც კომენტარებში ვნახე, 300$ ყიდის. აგერ ლინკი
http://www.youtube.com/watch?v=Qa1fiWjppFs&t=190s

როგორც საიტებზე ვნახე 30-40 დოლარის ფარგლებში ღირს, ეს სამიზნე მოწყობილობა

პოსტის ავტორი: pilotina Mar 3 2017, 12:42 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 3rd March 2017 - 12:40 PM) *
როგორც საიტებზე ვნახე 30-40 დოლარის ფარგლებში ღირს, ეს სამიზნე მოწყობილობა


აბა რომელ საიტებზე ნახე? ლინკები გამოუშვი.

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 3 2017, 01:09 PM

ციტატა(pilotina @ Mar 3 2017, 01:42 PM) *
giga2010


აბა რომელ საიტებზე ნახე? ლინკები გამოუშვი.

თუნდაც ამაზონზე, ალიექსპრესზე. anglesight- ესე მოძებნეთ. http://www.amazon.com/Generic-Angle-Standard-Picatinny-Mounts/dp/B00KF18GDW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1488535826&sr=8-1&keywords=anglesight

პოსტის ავტორი: koknar Mar 3 2017, 07:18 PM

giga2010
კი ეგაა, იმან პროსტო კამერის დაამაგრებელი მიაწეპა და ეგაა

პოსტის ავტორი: pilotina Mar 4 2017, 12:33 AM

აქ არის ამის უფრო დაწვრილებითი განხილვა და ფასიც.


პოსტის ავტორი: giga2010 Oct 3 2017, 04:27 PM

სალამი მეგობრებო, დღეს დავტესტე მოწყობილობა ვიდეო გადაღებისთვის, გამოვიყენე პრიზმა და ესეთი შედეგი მივიღე. მემგონი კარგია. ცოტა რომ გამოვა ამინდები უფრო კარგად დავტესტავ

პოსტის ავტორი: userman Oct 3 2017, 11:47 PM

giga2010

მაგარია ! გააგრძელე მასე !

ველი ნადირობის ვიდეოს ! wink.gif



პოსტის ავტორი: gregory Oct 4 2017, 07:20 AM

giga2010
მშვენიერია.
ისე დამაგრების ფოტოებიც საინტერესო იქნებოდა

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 11:01 AM

ყველას მადლობა. ფოტოებსაც აუცილებლად დავდებ

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 11:55 AM

ესეც ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება მოწყობილობა. ცოტა კიდევ ვიზუალურ მხარეს მოვაწესრიგებ და მემგონი კარგი გამომივიდა. მეც კმაყოფილი ვარ
http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 4 2017, 12:56 PM

giga2010 სად იყიდება მასეთი? შეგიძლია დამილინკო?

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 01:07 PM

ციტატა(ნიკა @ Oct 4 2017, 01:56 PM) *
giga2010 სად იყიდება მასეთი? შეგიძლია დამილინკო?

მე მარტო პრიზმა ვიყიდე, ალიესპრესიდან. ესთი რაღაც არის--anglesight accutact, რომელსაც მოვხსენი პრიზმა და დანარჩენი თავად უნდა მოარგო შენს ოპტიკას

პოსტის ავტორი: gregory Oct 4 2017, 02:24 PM

giga2010
GoPro თუ დადგება მაგაზე? საინტერესო იქნებოდა შენელებული კადრები

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 04:30 PM

თავიდან მქონდა მორგებული გო-პროს ჩინური კლონი, მაგრამ ზუმი ვერ მოვამატებინე, უფროსწორედ, ჩემს ექშენ კამერას არ აქვს, გამოსაწერი იქნება ლინზა. მაგრამ შენელებულ კადრს რაც შეეხება, იუთუბს აქვს და ტელეფონშინც მაქვს პროგრამა, რომელიც ანელებს კადრს და საკმაოდ კარგი გამოსახულებით

პოსტის ავტორი: gregory Oct 4 2017, 05:12 PM

ციტატა(giga2010 @ 4th October 2017 - 05:30 PM) *
იუთუბს აქვს და ტელეფონშინც მაქვს პროგრამა, რომელიც ანელებს კადრს და საკმაოდ კარგი გამოსახულებით

აპარატურულად თუ არ იზრდება კადრების რაოდენობა გადაღებისას, დანარჩენი უკვე მხატვრობაა და ის ხარისხი ვერ იქნება


პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 07:16 PM

ციტატა(gregory @ Oct 4 2017, 06:12 PM) *
აპარატურულად თუ არ იზრდება კადრების რაოდენობა გადაღებისას, დანარჩენი უკვე მხატვრობაა და ის ხარისხი ვერ იქნება

ვცადე ეხლა მობილური პროგრამით კადრის შენელება და გამოვიდე ესეთი. 6 წამიანი იყო საწყისი ვიდეო, პროგრამულად შევანელე 6-ჯერ. გამოვიდა 36 წამი

პოსტის ავტორი: pilotina Oct 4 2017, 08:17 PM

giga2010

მე მგონი კარგად გამოვიდა. good.gif
ისე ეგ პრიზმა მაინცდამაინც იაფი არ ყოფილა. ნახაზებიც რომ გაგვიზიარო კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2017, 08:27 PM

ციტატა(pilotina @ Oct 4 2017, 09:17 PM) *
giga2010

მე მგონი კარგად გამოვიდა. good.gif
ისე ეგ პრიზმა მაინცდამაინც იაფი არ ყოფილა. ნახაზებიც რომ გაგვიზიარო კარგი იქნებოდა.

ნახაზები ცოტა გამიძნელდება, მაგრამ დავიწყებ თავიდან. პრიზმაში გადავიხადე, როგორც მახსოვს 25-26 დოლარი, ელიავაზე შევიძინე 10 სანტიმეტრის სიგრძის 55მმ-იანი კაპრონის ნაჭერი, სადღაც 15 ლარი გამომივიდა. 10 ლარი დამიჯდა, რომ ამოეღოთ პრიზმის ფორმის ღრმული კაპრინის ნაჭერზე, მივაგენი ამ დაზგას დიდუბეში, სადაც ფანერები და ხის მასალა იყიდება. შემდგომ დაზგაზე, ცენტრით ჯერ ბოლომდე გავატარე 30-იანი ბურღი და შემდგომ 45-იანი სადღაც 5სმ-ზე, საიდანაც ჯდება ოპტიკაზე. სამაგრი მობილურის სახლში მქონდა, თუ არ ვცდები 12 ლარი მივეცი და ვიყიდე ვაგზალზე. სულ ეს იყო. დანარჩენი თავად უნდა მოარგოთ. დიდი არაფერია

პოსტის ავტორი: okela84 Oct 5 2017, 12:23 AM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 4th October 2017 - 08:16 PM) *
ვცადე ეხლა მობილური პროგრამით კადრის შენელება და გამოვიდე ესეთი. 6 წამიანი იყო საწყისი ვიდეო, პროგრამულად შევანელე 6-ჯერ. გამოვიდა 36 წამი


100 კადრი გინდა მინიმუმ წამში, ნორმალური შენელება რო გამოგივიდეს, აი ამ წამს ჩავწერე, დაახლოებით ასე.

სხვა დანარჩენი მშვენივრად დაგირეგულირებია


პოსტის ავტორი: giga2010 Oct 5 2017, 12:52 AM

კარგია და გეთანხმები. სამომავლოდ ვნახავ რამე ნორმალურ კამერას. ჯერ ესეც მაკმაყოფილებს. wink.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 3 2017, 05:14 PM

ციტატა(giga2010 @ 3rd November 2017 - 02:25 PM) *
ცოტა გავახალისოთ ფორუმი ბოდიშით ხარისხზე, მაგრამ გამოვასწორებ


ცოტა კადრი დახტის მაგრამ საერთო ჯამში ნორმალურია smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 3 2017, 05:45 PM

ციტატა(bubusicha @ Nov 3 2017, 06:14 PM) *
ცოტა კადრი დახტის მაგრამ საერთო ჯამში ნორმალურია smile.gif

გეთანხმები, მაგრამ ძნელია მანქანიდან დამიზნება

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 3 2017, 06:15 PM

ისე ვისაც გქონიათ შეხება ან იცით, ზდპზე დაყენებულ მობილურს დარტყმა და ვიბრაცია აზიანებს?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 3 2017, 07:25 PM

ნიკა
ტელეფონს გულისხმობ?

ნუ რამდენიმე და ჰა-ჰა 10-20 ანრამდენიმე ათეულს ალბათ გაუძლებს, მაინც დავარდნაზე გათვლილია მობილი, მაგრამ მუდმივად ეგეთ ყანყალს აშკარად ვერ გაუძლებს.წებოზე დამაგრებული დეტალები ნელნელა ამოვარდება, ხოლო უკანა ხუფი თუ წკაპებითაა დამაგრებული ეგ შეიძლება პირველივე გასროლისას გასძვრეს smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 23 2018, 09:40 PM

გამარჯობათ მეგობრებო. დავდებ ვიდეოს სადაც ერთმა დაამზადა 3დ პრინტერით სამაგრი ვიდეო გადაღებისთვის. მას მივწერე რომ თუ შეეძლო გამოეგზავნა ფაილი და გამომიგზავნა კიდეც. მაგრამ არ ვიცი მისი გახსნა. ასევე ხომ არ იცით სად ბეჭდავენ 3დ მოდელებს თბილისში. ეს ის ვიდეოა რაზეც ვსაუბრობ

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 23 2018, 10:35 PM

ვნახე პროგრამა და გახსნა. რამოდენიმე 3დ დაზგაც მოვძებნე და შევეხმიანები ამ დღეებში

პოსტის ავტორი: pilotina Mar 23 2018, 10:39 PM

giga2010
კაი რამე გამოვიდა. თუ მიაგენი სად ბეჭდავენ თბილისში, შემეხმიანე მეც.

პოსტის ავტორი: userman Mar 24 2018, 07:47 AM

ციტატა(pilotina @ 23rd March 2018 - 11:39 PM) *
giga2010
კაი რამე გამოვიდა. თუ მიაგენი სად ბეჭდავენ თბილისში, შემეხმიანე მეც.


+1

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 23 2019, 03:14 PM

სალამი მეგობრებო. ამ მოწყობილობაზე რას ფიქრობთ. მე კი მომეწონა და ფასიც სხვებთან შედარებით ნორმალურია
https://forum.guns.ru/forummessage/100/2252669-10.html

პოსტის ავტორი: pilotina Jan 24 2019, 12:23 PM

ცუდი არ ჩანს, თანაც ალუმინისგან არის დამზადებული 3D პრინტერისგან განსხვავებით.

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 24 2019, 12:50 PM

pilotina
მეც ესე ვფიქრობ, კარგი რამ ჩანს. მაგრამ როგორ შევიძინო, საკითხავი ეგ არის

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 25 2019, 10:11 AM

ციტატა(giga2010 @ Jan 23 2019, 04:14 PM) *
სალამი მეგობრებო. ამ მოწყობილობაზე რას ფიქრობთ. მე კი მომეწონა და ფასიც სხვებთან შედარებით ნორმალურია
https://forum.guns.ru/forummessage/100/2252669-10.html


ერთი ვარიანტი ესაა

https://www.ebay.com/itm/Rifle-Scope-Tactical-Telescope-Mounting-Hunting-Camera-Adapter-Cell-Phone-Holder/312440858644?hash=item48beed2814:g:VWoAAOSwbKVcSFgj

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 25 2019, 12:27 PM

ციტატა(დათო123 @ 25th January 2019 - 11:11 AM) *
ერთი ვარიანტი ესაა

ეგ საერთოდ განსხვავებული კონსტრუქციაა

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 25 2019, 01:02 PM

[quote name='giga2010' date='Jan 25 2019, 01:27 PM' post='157125']
ეგ საერთოდ განსხვავებული კონსტრუქციაა
[/quo

ა ბატონო 200$ ღირდ :/

https://www.side-shot.com/online-store/Side-Shot-phone-Mount-p78834419

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 25 2019, 09:54 PM

ცოტახანი დაელოდეთ და ჩინელები დააკოპირებენ 30$-ად

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 25 2019, 10:08 PM

geojorjika


მართალიხარ, მეც ზუსტად ეგ გავიფიქრე როცა ვნახე და ფასს დავაკვირდი smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 25 2019, 10:52 PM

ციტატა(geojorjika @ Jan 25 2019, 10:54 PM) *
ცოტახანი დაელოდეთ და ჩინელები დააკოპირებენ 30$-ად


ეგრევე ეგ ვიფიქრე ალიექსპრესის მგზავრიათქო ცოტაცანში biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services