თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ JSB Redesigned Monster Pellets .177 400 ct.

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 1 2018, 04:45 PM

სალამი მეგობრებო.
გამოჩნდა ახალი დიზაინის ტყვიები 4,5 კალიბრში. შევიძინე მაგრამ ჯერ არ დამიტესტავს. ვიზუალურად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს
https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 1 2018, 05:12 PM

ეხლა არ გამოჩენილა, კაი ხანია არის smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 1 2018, 05:15 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
მე პირველად ვნახე მაღაზიაში. თქვენ ქონიათ შეხება?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 1 2018, 05:24 PM

რომელ მაღაზიაში?
მაგნუმის გუდვილში დიდი ხანია აქვთ ეგ ტყვიები. ერთი პერიოდი საერთოდ შეწყდა ბაზარზე ჯიესბრის ტყვიების რამდენიმე მოდელის მიწოდება. შეხება არ მქონია, ვგულისხმობ იმას რომ არ გამომიყენებია რადგან ჩემი ყველა თოფისთვის მისი წონა ვფიქრობ შეუსაბამო იყო, მაგრამ ნანახი მაქვს ბევრჯერ smile.gif

პ.ს. მისი წონიდან და შენი თოფის ძალიდან გამომდინარე შეიძლება მოუხდეს შენს თოფს და უფრო შემატებს სიზუსტეს smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 1 2018, 05:36 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
გუდვილში ვნახე. მე 2 წელია რაც დამაინტერესა პნევმატიკამ და ეს ახალი მონსტრები პირველად ვნახე. ძველი მონსტრები მოსინჯულიც მქონდა, მაგრამ ეს ახალი დიზაინის და ფორმის მონსტრებია

პოსტის ავტორი: chicho Jun 1 2018, 05:48 PM

ფასი რა მიეცი რაც მთავარია ?
მე მინდა

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 1 2018, 05:51 PM

giga2010

მეც ვიყიდე გიგა ეგ ახალი მონსტრებიც და ერთი კოლოფი ძველი მონსტრიც შესადარებლად, მარა რად გინდა უკვე ლამის თვეა ისე მიწყვია ვერ მოვახერხე გასვლა გასასინჯად.

ხ.მ.ე.ლ.ო

ეგ ახალი მონსტრები მაგნუმს მართლა ახალი შემოტანილიაქვს (ალბათ ერთი თვე მეტი არ იქნება) შენ ალბათ ძველი მონსტრები გახსოვს?
ერთი პერიოდი საერთოდ გაქრა ჯიესბის მსუბუქებიც, მძიმეებიც და ეგ მონსტრებიც. მე და ბესომ თელავის ვესტერნში 7 კოლოფი იყო დარჩენილი და სულ წამოვიღეთ იმის შიშით კაი ხანს აღარ შემოვაო, ალბათ შემოდგომამდეო, მაგნუმში გვითხრეს მარა მალევე შემოიტანეს. ასერომ მსუბუქების 0.547 ის კაი მარაგი გამოგვივიდა smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 1 2018, 06:03 PM

ეს მახსოვს

იგივე ტყბიებია, იგივე წონაა...
http://predatorpellets.com/product/jsb-diabolo-exact-monster/

ერთადერთი განსხვავება თავიდან კუდამდე კორპუსის დახრილობაა და მეტი არაფერიsmile.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 1 2018, 06:08 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jun 1 2018, 07:03 PM) *
ეს მახსოვს

იგივე ტყბიებია, იგივე წონაა...
http://predatorpellets.com/product/jsb-diabolo-exact-monster/

ერთადერთი განსხვავება თავიდან კუდამდე კორპუსის დახრილობაა და მეტი არაფერიsmile.gif


კიი და როგორც ინტერნეტში განხილვებს ვუყურე ზუსტად მაგ "მეტი არაფერშია" ყველაზე დიდი სხვაობა თურმე. გაცილებით უკეთესი ბალისტიკური მახასიათებლებიაქვსო ვიდრე ძველ მონსტრებსოოო wink.gif

მაგიტომაც ვიყიდე ორივე ნაირები რო მეთვითონ შევადარო და გავარკვიო მართლა არის თუარა სხვაობა.

შედეგებს მოგახსენებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 1 2018, 06:16 PM

ჯანიანი იარაღი უნდა რომ დაძრას მაგხელა კუნძი smile.gif ნორმალური სიჩქარით

პოსტის ავტორი: MonSoon Jun 1 2018, 06:34 PM

ეხლა გამახსენდა. ალექსას მოცემული ეგ ორივე 0.87 ები გავქრონე ჩემზე და ახლებს 6_10 მ/წამით ნაკლები ჰქონდა.

მაგრამ ჩემ ლულაზე და თან არც ისე დიდი სიჩქარით.

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 1 2018, 07:06 PM

ეხლა გავქრონე და თუ 0,67 გრამიანს ისროდა 270-272მ/წ, ამ ახალ მონსტრებს ისვრის 240-242მ/წ-ით. ზუსტად 30მ/წ --ით ნაკლები

პოსტის ავტორი: chicho Jun 1 2018, 07:19 PM

giga2010

რა ღირს ეგ ტყვიები.?
ჯგუფებზეც ცადე და გვანახე შედეგები

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 1 2018, 07:23 PM

chicho
28 ლარი, მაგრამ კოლოფში 400 ცალია. შედეგებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ ბალონს არ დავტენი.
ისე კარგი იქნება თუ თქვენც იაქტიურებთ და სასარგებლო ინფოებს გაგვაცნობთ

პოსტის ავტორი: userman Jun 1 2018, 08:59 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 1st June 2018 - 06:51 PM) *
მე და ბესომ თელავის ვესტერნში 7 კოლოფი იყო დარჩენილი და სულ წამოვიღეთ იმის შიშით კაი ხანს აღარ შემოვაო, ალბათ შემოდგომამდეო, მაგნუმში გვითხრეს მარა მალევე შემოიტანეს. ასერომ მსუბუქების 0.547 ის კაი მარაგი გამოგვივიდა


შენი არ ვიცი , მარა მე აღარც მაქვს .

ახალი პარტია უკვე შემოიტანეს ?

ძველი ფორმის 0.87- იანები კი მაქვს დატესტილი , მაგრამ ახლებსაც დავტესტავდი დიდი სიამოვნებით ...

პოსტის ავტორი: pilotina Jun 1 2018, 10:57 PM

საინტერესო ტყვიაა ნამდვილად. უახლოეს დღეებში შევიძენ და დავტესტავ ჩემი კონდორით. 16.2 გრანიან JSB Exact Beast Diabolo -ს 265 მ/წმ-ით ისროდა და ამათ ალბათ 280-285 ით გაუშვებს.

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 2 2018, 08:47 AM

userman

კიი ბესო შემოიტანეს ეს ორივენაირი მონსტრებიც, მსუბუქი დიაბლოებიც 0.547 იანები და ჰევიკებიც 0.67 ხოლოთ უკვე გაძვირებული ფასით. მონსტრები 28 ლარები ორივენაირები და დიაბლოები 25 ლაში.

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 2 2018, 11:37 AM

სალამი მეგობრებო. დღეს მოვისნჯე პატარა დისტანციაზე ახალი მონსტრები. შედეგები ნორმალური, მაგრამ შესაძლოა შორ დისტანციაზე უკეთესი შედეგი მომცეს, ტყვიის წონიდან გამომდინარე. მოკლედ მანძილი 18 მეტრი, სიჩქარე 240-242მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. რათქმაუნდა ლულა გავწმინდე და ისე მოვსინჯე
https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 2 2018, 11:48 AM

გინდოდა გეთქვა შეიძლება უკეთესი შედეგი მოგცეს შორ დინსტანციაზე, წინა ტყვიების ტესტთან შედარებით smile.gif
18 მეტრის შედეგი კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: userman Jun 2 2018, 12:04 PM

giga2010

18 მ კი არა 50 მ-ზე შორს თუ მოგცემს შედეგს მხოლოდ მაშინაა გამართლებული მაგ ტყვიის ყიდვა და მოხმარება .

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 2 2018, 12:09 PM

userman
18 მეტრზე დიდი განსხვავება არ მომცა, მეც ეგ დავწერე. 50 მეტრზე და სხვა დიდ მანძილზე მეც მაინტერესებს, მაგრამ ჯერ მაგის შესაძლებლობა არ მაქვს

პოსტის ავტორი: chicho Jun 2 2018, 03:34 PM

დაიცა ვერ გავიგე შორ მანძილზე უკეთესი შედეგის მოცემა რას ნიშნავს ? სიზუსტე ახლო მანძილზე ხომ უფრო უკეთესია ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 2 2018, 04:24 PM

ციტატა(chicho @ Jun 2 2018, 04:34 PM) *
დაიცა ვერ გავიგე შორ მანძილზე უკეთესი შედეგის მოცემა რას ნიშნავს ? სიზუსტე ახლო მანძილზე ხომ უფრო უკეთესია ?

მოიცა რაღაცეები გერევათ biggrin.gif biggrin.gif მე გაგარკვევთ რასია საქმე...
წინა პოსტში მაგიტომ დავაკონკრეტე გიგას რის თქმაც უნდოდა:

ამ ტყვიებით სიზუსტე ახლო მანძილზე, ანუ 18 მეტრზე უკეთესიაო წინა ტყვიების სიზუსტესთან შედარებით, ანუ ჯიესბის 10.34 გრეინიანებთან სედარებითო. ეხლა კიდევ უნდა გავტესტოვო ეს ტყვიები შორ მანზილზე და მაინტერესებს რა შედეგს მომცემს ეს ტყვიები მაგალითად 50 მეტრზე სროლისას, წინა ტყვიების ანუ ჯიესბი 10.34 გრენიანებთან შედარებით იგივე მანძილზე სროლისასო.

ვოტ biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 2 2018, 05:13 PM

chicho
კარგი, დავაზუსტებ. ვადარებ ჯსბ-0,67გრამიანს და ახალ მონსტრებს 0,87გრამიანი. 18 მეტრზე დიდი სხვაობა ვერ ვნახე და ავღნიშნე რომ შესაძლოა უკეთესი შედეგი მომცეს ჯსბ-0,87გრამიანმა 50 მეტრზე და კიდევ შორ მანძილზე
ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა დაზუსტებისთვის. მეც ეგ ვიგულისხმე

პოსტის ავტორი: chicho Jun 2 2018, 08:06 PM

უფ... ამოვისუნთქე.. მე მეგონა პნევმატიკის ახალ სამყაროზე გადავდიოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 2 2018, 08:23 PM

ციტატა(chicho @ Jun 2 2018, 09:06 PM) *
უფ... ამოვისუნთქე.. მე მეგონა პნევმატიკის ახალ სამყაროზე გადავდიოდი biggrin.gif


შეგეშინდა ხო? კიდევ რამდენი უნდა ვისწავლოვო

პოსტის ავტორი: chicho Jun 2 2018, 08:39 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

მეგონა მთელი ნაკითხი და ნასწავლი წყალში ჩაიყარა თქო biggrin.gif

P.s. ნუღარ გავაოფებთ

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 3 2018, 10:17 PM

საღამო მშვიდების ბიჭებო!!!

დღეს გამოვცადეთ ჯიესბის "მონსტრები" (0,87გ.) 50მ. დისტანციაზე და რა შედეგიც მომცა გეტყვით,
ვისროდი კრუგერის თოფით, დავიწყე 250 მ.წმ. ის ფარგლებში (+- 1-2 მ.წმ.) და კრუგერასთვის ნორმალურ ზღვარში აქცებდა 5-5 ტყვის ჯგუფებს 2-2,5 სმ. ის ფარგლებში. (თუმცა იყო უარესებიც 3-3,5 სმ. იც)
შემდეგ მოვუმატე სიჩქარეს და მაქსიმუმი რაც მივიღე იყო 272-274 მ.წმ. მარა ჯგუფები გაუარესდა. ამიტომ დავიწყეთ ეტაპობრივად მოკლება სიჩქარის და 260მ.წმ. იდან დაიწყო ისენ ნორმალური ჯგუფების შეკვრა, ყველაზე ოპტიმალური ჯგუფი ამ ტყვისსთვის კრუგერკამ მომცა 245-250მ.წმ. ის ფარგლებში.
ერთიც უნდა ავღნიშნო რომ თოფზე დამრტყმელის პრობლემა ჯერ კიდევ ვერ აღმოვფხვერი ბოლომდე და შესაბამისად ყვიის ჯგუფების შედეგებზეც აშკარად აისახებოდა ეს პრობლემა.
ერთიც აშკარაა თოფს პოტენციალი გაჩილებით უკეთესი ეტყობა ვინაიდან ძალიან ბევრჯერ ტყუპი ტყვიების წყვილები დასვა. რაღაც იდეები მაქვს მოხაზული გონებაში დამრტყმელთან დაკავშირებითაც და იმედია საბოლოოდ მივიღებ სასურველ შედეგს.

მადლობა!! smile.gif

პოსტის ავტორი: name Jun 4 2018, 08:29 AM

ჯსბ 13 გრანიანი ეს ტყვიები აღსრ აქვთ? მეც მინდა ყიდვა ვეძებდი ამ მძიმე ჯსბ რამდენიხანია

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 4 2018, 08:41 AM

name

ციტატა(name @ 4th June 2018 - 09:29 AM) *
ჯსბ 13 გრანიანი ეს ტყვიები აღსრ აქვთ? მეც მინდა ყიდვა ვეძებდი ამ მძიმე ჯსბ რამდენიხანია

ლაგოდეხში მივაგენი შემთხვევით. პატარა ქალაქისთვის საკმაოდ კარგი იარაღის მაღაზია აქვთ. ეხლა ისევ აქვთ თუ არა არ ვიცი

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 13 2018, 10:05 PM

საღამომშვიდობის!

მოკლედ, ბოჭებო ეხლა ვაკეთებ ამ ტყვიების (ჯიესბის მონსტერბის 0,87გ.) გადარჩევას წონის მიხედვით, "გიჟუამ" ეს ტყვიები ისროლა ყველაზე უკეთ და გამაკვირვა იმდენად დიდი დიაპაზონიაქვს წონის: მინიმალური 0,84გ. მაქსიმალური 0,90გ. მიჩვენა.

გადაწონვას ვაკეთებ ჩინური წარმოების ოქროს ელექტრო სასწორით(რო ვყიდულობდი სასწორს გამყიდველმა სამი ნოლითააო კიმითხრა, მარა მგონი უფრო ორი ნოლიანი ეთქმის ამ სასწორს. სულ კია სამი ნოლი ეკრანზე მარა წერტილის შემდეგ ორი ნოლიაქვს.)
ხოდა თითო ტყვიას რამდენჯერმე ვდებ ასაწონ პინაზე რადგან სხვადასხვა წონებს წერს, მაგალიად პულკის ერთ დადებაზე შეიძლება 0,85 დამიწეროს და იგივე პულკის მეორეჯერ დადებაზე 0,87. ბოლოს ისე გამოდის თითო ტყვიას ალბათ 8-10 ჯერ ვწონი და ყველაზე მეტჯერ რა წონასაც მიწერს იმ წონით კატეგორიის კოლოფში ვაგდებ პულკას. სასწორი კი ჩაანს ძალიან მგრძნობიარე რადგან ჩემს სუნქვაზეცკი რეაგირებს მარა, ბევრი რომარ გავაგრძელო მაგრა დამღალა ასე ათასჯერ გადაწონვამ და იმ დასსკვნამდის მივედი რომ ტყვიების გადასაწონად აიწონა-დაიწონას პონტში რომაა ძველებური ოქროს სასწორი ეგ ჯობია ამ ელექტრო სასწორს ჩემი აძრით.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 14 2018, 09:20 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 13th June 2018 - 11:05 PM) *
იმ დასსკვნამდის მივედი რომ ტყვიების გადასაწონად აიწონა-დაიწონას პონტში რომაა ძველებური ოქროს სასწორი ეგ ჯობია ამ ელექტრო სასწორს ჩემი აძრით.

ის ძველებური ყოველთვის ზუსტად წონის ოღონდ უფრო საჩალიჩოა აწონვა. ელექტროს ჩემსასაც "ზნე" ჭირს. თავიდან რომ აწონი წხვა წონას წერს, მერე ცოტა ხანი როა ჩართული სხვას.

პოსტის ავტორი: userman Jun 14 2018, 10:27 AM

ციტატა(koba1973 @ 14th June 2018 - 10:20 AM) *
ელექტროს ჩემსასაც "ზნე" ჭირს. თავიდან რომ აწონი წხვა წონას წერს, მერე ცოტა ხანი როა ჩართული სხვას.


ცოტა რთული გასაკეთებელია , მაგრამ ტყვიები ზუსტად ერთ წერტილზე უნდა დადოთ ასაწონად .

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 14 2018, 11:11 AM

userman

ცოტა რთული გასაკეთებელია , მაგრამ ტყვიები ზუსტად ერთ წერტილზე უნდა დადოთ ასაწონად .

კიი ბესო მასე ვაკეთებ ზუსტად. მეც ვიფიქრე სხვადასხვა ადგილასხომარვდებ და მაგიტო თამაშობსთქო, ავდექი და მარკერით მოვნიშნე ცენტრში წერტილი და იმ წერტილზე ვდებდი პულკებს სულ, მარა მაინც იგივეს შვრება. მეტი სიზუსტე რანაირად დავიცვა? smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi80 Jun 14 2018, 07:22 PM

მოგესალმებით. მე გამოვიცერე ეგ სასცორი და გუშინ ჩამომივიდა და ტავიდან ჩავდე ფანრიდან ამოგებული ელემენტებიდა არასცორეტ ცერდა ანუ მერე ახლები ვიყიდედა გასცორდა რამდენჯერაც არუნდა დავდო ტყვია ზუსტად ერტთ ციფრს ცერს ანუ არ ტამაშობს. მაგრამ რომელ მენიუზე უნდა დავაყენო ეგ ვერ დავამუგამე სულ სამი ვარიანტიაქ ერტერტზე 67 გრეინანზე მიცერს რომ 55 ა მერე მეორე ვარიანტს რომ ვაყენებ0 70 მიცერს მაგრამ რამდენჯერაც არუნდა ავიგოდა დავდო თავიდან ზუსტად იმეორებს დაჟე 2 რომ ვდებ ორივე შემტხვევაში ზუსტად ცერს ორივე ტყვიის ცონას.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services