თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ გილოცავთ ახალი სანადირო 2015-2016 წ.წ. სეზონის გახსნას!

პოსტის ავტორი: pilotina Aug 14 2015, 08:02 PM

აბა მეგობრებო, ყველას გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას!
მე უკვე გავამზადე ჩემი Fabarm-ი, სანადირო აღჭურვილობა და ველოდები ხვალინდელ დღეს. დიდი ალბათობით წელსაც როგორც ყოველთვის სეზონის გახსნაზე მონადირე მეტი იქნება ვიდრე მწყერი, მარა მაინც გავივლი, ჭიას გავახარებ. biggrin.gif
თუ ვინმეს სურვილი აქვს შემოერთების Welcome.

პოსტის ავტორი: maqsimusa Aug 14 2015, 10:24 PM

მეც გილოცავთ ყველას სანადირო სეზონის გახსნას,
როგორ ველოდიიი smile.gif მაგრამ ხვალ ნადირობისგან თავს შევიკავებ მაინც, დაშინებული ვარ და.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: BEQNO Aug 16 2015, 04:32 PM

მოგესალმებით მეგობრებო.
გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას, შედეგიან გასვლებს გუსურვებთ.
ჩემთვის დღეს გაიხნა სეზონი, დილას ხუთი საათიდან შევუდექი ,,გულის ჭიის მოკვლას" smile.gif
ნამდვილად მონატრებული გრძნობაა.... smile.gif

პოსტის ავტორი: davita76 Aug 16 2015, 08:52 PM

მოგესალმებით ფორუმელებო.გილოცავთ ნანატრ ნადირობის სეზონის გახსნას.თუ იცით კახეთში მწყერი თუ არის,კონკრეტულად დედოფლისწყაროში.მაგარი გვალვა იყო,თან ხანძრებიც დაემატა.

პოსტის ავტორი: pilotina Aug 16 2015, 09:45 PM

davita76

არსად არ არისო ბარში. სიცხეების გამო ეტყობა. დღეს უნდა წავსულიყავი მარნეულში, მარა დამირეკეს, აზრი არა აქო, არ არიო მწყერი. sad.gif

პოსტის ავტორი: davita76 Aug 17 2015, 11:39 AM

pilotina
მადლობა

პოსტის ავტორი: MxNsky Sep 4 2015, 12:25 AM

გამარჯობათ.. მწყერის სეზონი როდის მთავრდება ხომ ვერ მეტყვით?! ))

პოსტის ავტორი: davita76 Sep 4 2015, 03:27 PM

MxNsky
სანამ არ გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Sep 4 2015, 03:32 PM

ერთ კვირაში ბენჯამინ ტიტანი ჩამომდის. smile.gif
რას მირჩევთ თბილისთან შედარებით ყველაზე ახლოს სად შეიძლება სანადიროდ გასვლა?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Sep 4 2015, 04:25 PM

temo-777 იქეთ წადი სადაც,წითლები,ლურჯები და მწვანეები არ არიან. მეგობრული რჩევა.ისე კი საითაც არ უნდა წახვიდე ახლო-მახლოს,ყველგან ერთია ზოგადად.

პოსტის ავტორი: mamukaaa Jun 1 2016, 09:44 PM

გამარჯობათ.
ეხლა შეიძლება რამე ფრინველზე ნადირობა?
1377-ტი მაქ.

პოსტის ავტორი: feeder Jun 1 2016, 09:50 PM

არ შეიძლება, აკრძალულია სეზონის გახსნამდე.

პოსტის ავტორი: davita76 Jun 1 2016, 10:13 PM

mamukaaa
აგვისტომდე მოითმინე მეგობარო wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 22 2016, 12:48 PM

პნევმატიკით რომ მოვინადირო ფრინველი ლიცენზია უნდა ავიღო?
1377-ტი მაქ.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 22 2016, 01:33 PM

ნებისმიერ ოფიციალურ მონადირებას უნდა ლიცენზია, რომელიც არის კაპიკები და წარმოადგენს, შესაბამის ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვას. ბანკში ოპერატორება იციან შესაბამისი ანგარიშის ნომერი, იქვე მოგცემებ საბანკი ქვითარს, რომელიც შემდეგში წარმოადგენს შენი ნადირობის ლიცენზიას.

ასე რომ 10 ლარის გულისთვის შარში ტავის გაყოფა არამართებულია. ჯობია 10 ლარი გადაიხადო...

მაგრამ აქვე მეორე პირობაა გასათვალისწინებელი, სეზონი იხსნება გადამფრენ ფრინველებზე და არა ენდემურ, ანუ აქაურ მობინადრე ფრინველებზე smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 22 2016, 01:49 PM

მადლობა.
უკვე ავიღე ლიცენზია.

პოსტის ავტორი: kaxa1992 Sep 28 2016, 03:11 PM

ლიცენზია რო ვანახო გარემოს დასცვას და პნევმატურით ვნადირობდე არაპერი ჯარიმაა არააა ?

პოსტის ავტორი: bubusicha Sep 28 2016, 09:13 PM

ციტატა(kaxa1992 @ 28th September 2016 - 04:11 PM) *
ლიცენზია რო ვანახო გარემოს დასცვას და პნევმატურით ვნადირობდე არაპერი ჯარიმაა არააა ?


თუ ნებადართულ ვადებში და ნებადართულ ფრინველი გყავს მონადირებული გარემოსდაცვა არაფერს ამბობს პნევმატურით ნადირობაზე, ამბობენ პატრული აჩმახებსო მაგრამ ჩემთან რამდენიც მოვიდნენ არაფერი გაუჩმახებიათ არც პატრულს.

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 19 2017, 11:58 AM

მეგობრებო. გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნა

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2017, 05:12 PM

ვუერთდები მილოცვას.
სამწუხაროა რომ პნევმოებზე ისევ ტაბუა დადებული

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 21 2017, 06:42 AM

რატომ?
არ შეიძლება ნადირობა პნევმოთი?

პოსტის ავტორი: gregory Aug 21 2017, 07:36 AM

ციტატა(mamukaaa @ 21st August 2017 - 07:42 AM) *
არ შეიძლება ნადირობა პნევმოთი?

მხოლოდ "სანადირო პნევმოთი", მაგრამ აი ეგ რომელია ჯერ კანონმდებლობას არ დაუდგენია


პოსტის ავტორი: bubusicha Aug 21 2017, 08:18 AM

მე ვნადირობ პნევმოთი და არავის პრობლემა არ შეუქმნია, არც გარემოსდაცვას და არც პატრულს.

პოსტის ავტორი: xmaladze Aug 22 2017, 10:57 AM

ყველას გილოცავთ მეგობრებო სანადირო სეზონის გახსნას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 22 2017, 11:43 AM

მეც გავიკითხე და მითხრეს არანაირი პრობლემა არ არისო.
ვაპირებდი გართობას მარა შემაშინეთ. sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: xmaladze Aug 24 2017, 11:14 AM

მეც დავრეკე გარემოს დაცვის სამინისტროშოი და არანაირი პრობლემა არააო მარა თავს შევიკავებ smile.gif

მთავარია 4.5 კალიბრი იყოს და მოსაკრებელი გქონდესო

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services