თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ მოგესალმებით, დაბრუნება მინდა ახალი იარაღით

პოსტის ავტორი: r-O-m-A Dec 30 2018, 12:08 PM

პირველ რიგში გილოცავთ დამდეგს. წინსვლის წელი ყოფილიყოს ყველა აქაურისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

ეხლა საქმე: მინდა შევიძინო რათქმა უნდა pcp იარაღი, 5-6 წლის.წინ მქონდა ჰასანის at44-10 პლასტიკის კონდახით და ძალიან მომწონდა. სიზუსტეც მაკმაყოფილებდა და სიმძლავრეც.
NEMESIS S ამის ყიდვა მინდა ვფიქრობ. 500 იანი რეზერვუარითაა. რედუქტორიც აქვს მგონი, რამე ნაკლი აქვს? საკმაოდ გრძელი ლულა და კომპაქტური ჩანს. რამეს ხომარ მირჩევდით უკეთესს? ღიირს ყიდვა ამ იარაღის ამ ფასად?

პოსტის ავტორი: r-O-m-A Dec 30 2018, 04:38 PM

კაცი შვილს არ გქონიათ შეხება?

პოსტის ავტორი: userman Dec 30 2018, 06:41 PM

r-O-m-A

ციტატა(romamanjavidze @ 30th December 2018 - 05:38 PM) *
კაცი შვილს არ გქონიათ შეხება?


არა smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Dec 30 2018, 11:11 PM

r-O-m-A

გრიგოლს დაუკავშირდი, ეგ ყიდის და შესაბამისად მემგონი მაგისგან გსიგებ ყველაზე მეტ ინფორმაციას.

მეც გილოცავ დამდეგს და წარმატებები smile.gif

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 3 2019, 03:02 PM

https://www.umarexusa.com/products/umarex-gauntlet?variant=37034334986 1450 ლარი ოპტიკით და ნასოსით (6-24x50) ეს მოდელი ავიღო თუ კრალი? უმარექსი რედუქტორითაა
კრალი ბევრად ძვირი ღირს. მარა მინდა სწორი არჩევანიგავაკეთო. ჩემ თავს მინდა საჩუქარი გავუკეთო და არ მინდა ვინანო და ვიფიქრო ნეტა სხვა მეყიდათქო

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 3 2019, 09:10 PM

ეს რაღაც Umarex Walther 1250-ს გავს… თუ მაგ სერიის გაგრძელებაა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს… ნუ ეს პროსტა აზრია და არა გარანტირებული რჩევა

პოსტის ავტორი: vexam Jan 4 2019, 03:29 PM

ციტატა(r-O-m-A @ Jan 3 2019, 04:02 PM) *
https://www.umarexusa.com/products/umarex-gauntlet?variant=37034334986 1450 ლარი ოპტიკით და ნასოსით (6-24x50) ეს მოდელი ავიღო თუ კრალი? უმარექსი რედუქტორითაა
კრალი ბევრად ძვირი ღირს. მარა მინდა სწორი არჩევანიგავაკეთო. ჩემ თავს მინდა საჩუქარი გავუკეთო და არ მინდა ვინანო და ვიფიქრო ნეტა სხვა მეყიდათქო

გამარჯობა. მაგ. ჩემთვის თოფის ესთეტიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაკლები ვიდრე ტექნიკურ მხარეს. თოფს რომ შეხედავ და ხელში რომ აიღებ ადამიანი, უნდა გსიამოვნებდეს თოფის დანახვაც და ხელში ჭერაც. ესთეტიკური მხარე რომ გადაფაროს ტექნიკურმა მხარემ, მაშინ თოფი უნდა იყოს ძალიან ძალიან არნახულად "მაგარი". "მაგარში" ვგულისხმობ: სიზუსტე, სიძლიერე, წონა, სროლისთვის მოხერხებული, რედუქტორი იდეალურად უნდა მუშაობდეს, სასხლეტი და ა.შ. "სილამაზე"-ზე ყველას თავის შეხედეულება აქვს, მაგრამ უთუბზე თუ გინახავთ ამ ტოფზე რევიუები და ადამიანს ხელში რომ უჭირავს ან წინ უდევს მაგიდაზე, როგორი შესახედია ეს ტოფი? არამგონია მისმა ტექნიკურმა მხარემ ესეთი "მოუქნელი-უმსგავსო სილუეტი დაჩრდილოს". სწორად აღნიშნა ბ.ნ. ჯაჯამ, "უმარექს ვალტერი"-ს სერია. კი, ერთი ჯგუფია, მაგრამ უმარექსი მაინც უფრო ბიუჯეტური ხაზი მგონია და მთლად "ვალტერად" ვერ წარმოვიდგენ მას.
კონდახის რაიმე სხვა ალტერნატივაზე პროქეტს თუ გეგმავთ არ ვიცი. კონდახის შეცვლას არამგონია აპირებდეთ, რადგან ფასი ისეთი აღნიშნეთ, რომ კიდევ დამატებითი გადაკეთებები თუ გახდება საჭირო, მაშინ თავიდანვე სხვა რამე ვერსიაზე ჩამოყალიბდეს კაცი ჯობია, ალბათ. წარმატებები!

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jan 4 2019, 07:52 PM

ძალიან მაგარი იარაღია გაუნტლეტი. ერთადერთი მაკლი წონა აქვს. სიზუსტე აქვს ძალიან მაგარი, რედუქტორი მუშაობს ფანტასტიურად. გასროლებსაც ძალიან ბევრს იძლევ. თავის ფასში მაგარი რამეა

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 5 2019, 10:02 PM

შემიფასეთ აბა სიმპატიური ბიჭი. მადლობა გრიგოლს და საქართველოს ბანკის განვადების ოფიცერს smile.gif ყველას ნერვები დაგვაწყდა ამ ახალი რეგულაციების გადამკიდესbiggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 5 2019, 10:44 PM

r-O-m-A
მშვიდობაში და სულ ათიანებში. იმედია გაგვიზიარებ ჯგუფებს wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 5 2019, 10:49 PM

r-O-m-A
და რომელი იყიდე?

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 5 2019, 10:55 PM

geojorjika
სურათიდან როგორც ჩანს კრალ მაქსია

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 6 2019, 08:29 AM

ნემესისს ვაპირებდი მაგრამ ძაან სტრანი ვიდი ქონდა და PCP Puncher Mega ავიღე.ლაივში ძნ მომხიბლა

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 7 2019, 01:02 PM

დავიეყე ოპტიკის გასეორება, მოვეწყვე კარგად, მაგიდა თავის ბალიშრბით, 50 მეტრი გადავზომე, და ისე სტრანად მიქონდა მოდერით ვერაფერს გავარტყი საორიენტაციოდ biggrin.gif შემაცირე მანძილი 35 მეტრამდე, იარაღი გირაგში ჩავამაგრე და გავხსენი ცეცხლი, სადღაც 20სმ ჯგუფები მომცა biggrin.gif https://postimg.cc/DmppQvYb

გამოვშტერდი, მოვხსენი მოდერი და მოდერის გარეშე სულ სხვაგან წავიდა გირაგში ჩამაგრებული იარაღიდან ნასროლი. დავასკვენი რომ ფასკაა გასასწორებელი, ისე არასწორადაა ფასკა რომ მოდერის გამომავალ ნახვრეტის კიდელს ეხება ტყვია
https://postimg.cc/c6dvSYZf

ჯგუფების გაკეთებას ამ ეტაპზე აზრი არ აქ სანამ ფასკა არ გასწორდება.

პოსტის ავტორი: userman Jan 7 2019, 04:17 PM

r-O-m-A

ციტატა(romamanjavidze @ 7th January 2019 - 02:02 PM) *
ჯგუფების გაკეთებას ამ ეტაპზე აზრი არ აქ სანამ ფასკა არ გასწორდება


50 მეტრიდან 2 სანდიმეტრში თუ ჯდება კარგი ყოფილა , მაგაზე უკეთეს შედეგს ფასკის მოჭრის შემდეგ მაინც არ მოველი , ნუ ღმერთმა ხელი მოგიმართოს smile.gif .

რაც შეეხება შენს პრობლემას, მოდერატორს . მაგ პრობლემას თითქმის ყველა წავაწყდით.

მე ასეთი გამოსავალი ვნახე, დირკები გაუფართოვე მოდერატორს.
ზოგს სჭირდება 7 მმ ზოგს 10 მმ , მოგლედ 7დან 10-მდე უნდა მოსინჯო .

ეს გამავალ დირკაზეა საუბარი . ანუ ხელში რაც გიჭირავს.

შუაში , რომ შაიბებია ისიც არაა ცენტრში ( ასე ვთქვათ ლაყლაყებს ) მაგეების გაფართოებაც არ იქნება ურიგო , დაცენტრებისათვის გარშემო ლეიკო გადააკარი შაიბებს. ერთი. პირი ეყოფა , თუ სხვას იშოვნი უკეთესი .

პოსტის ავტორი: userman Jan 7 2019, 04:17 PM

ხმა საგრძნობლად არ მოიმატებს.

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 7 2019, 04:56 PM

userman
2 სმ და 20 სმ ერთია? biggrin.gif 2 სმ რომ იყოს ხელს როგორ ვახლებ

პოსტის ავტორი: userman Jan 7 2019, 07:50 PM

r-O-m-A

ციტატა(romamanjavidze @ 7th January 2019 - 05:56 PM) *
2 სმ და 20 სმ ერთია? 2 სმ რომ იყოს ხელს როგორ ვახლებ


smile.gif ჯგუფი , რომ გეწერა იმან შემაცდინა smile.gif . ანუ 20 სანდიმეტრიანს ჯგუფი აღარ ჰქვია .

თან ამ ცოტა ხნის წინ ზუსტად ეგ შემთხვევა მეც მქონდა . ახლობელმა იყიდა კრალის ბულპაპი და რომ შეგეხედა ფასკაზე , გასროლებზე აღარ იფიქრებდი , თუმცა მაინც ვისროლეთ და მოდერის გარეშე 50 მეტრზე 2 სანდიმეტრში მართლაც ჯდებოდა .
მოდერით სად მიდიოდა ვერ გავიგეთ , მოკლედ მოდერი გავაფართოვეთ და ყველაფერი მოგვარდა .

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 8 2019, 10:20 PM

userman
დღეს ფასკა გაუკეთა ჯაჯამ და ახლო მომავალში გავტესტავ, რაღაც მაინც დავიწუნეთ და ვნახოტ აბა თუ უშველის ფასკა საინტერესოა

პოსტის ავტორი: name Jan 9 2019, 07:31 PM

r-O-m-A

შენ რა ჰაჩიკაც გქონდა ადერე, პლასტიკის ტარით, რამდენიმე ადმიანის ხელში განვლო, ბოლოს მე ვიყიდე , როგორ მახსოვს პირველად ჩვენს თანაფორუმელ გელასი იყო , ხელიდან ხელში გადადიოდა, ))) მაშინ რედუქტორის ბუმი არ იდგა მაინცდამაინც ახალი ერა იყო პცეპების, ებოქსიტით ამოქოლილი დირკები ჰაერის გადახარჯვისგან იცავდა )))

მოკლედ ეს პატარა გადახვევა წარსულში , ახალ ფიშტო კი გილოცავ მეგობარო

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 9 2019, 08:52 PM

name
გაიხარე მეგობარო, უმაგრესი იარაღი იყო, იმის მუღამით ვიყიდე ისევ pcp, თორე ამის ფასში გლოკი+სკს იყიდებოდა და დავიკიდე biggrin.gif
ერთი სული მაქ ღოდის გათენდება, ხვალ მომიწევს დღის შუქზე სახლში ყოფნა ღო გავტესტო. ვნახავ აბა რა გამოვა

პოსტის ავტორი: gela Jan 10 2019, 09:28 AM

name

ციტატა(name @ 9th January 2019 - 08:31 PM) *
როგორ მახსოვს პირველად ჩვენს თანაფორუმელ გელასი იყო , ხელიდან ხელში გადადიოდა


კი ჩემი იყო smile.gif) გადადიოდა ხელიდან ხელში ცხრა ძმა ხერხეულიძის დროშასავით smile.gif))))))

მაგის გაყიდვის მერე ამოვიიღლიავე მარადიორი , მის მერე კიდევ მრავალმა ფიშტომ განვლო ჩემს ხელში და ახლა არწიომას P15-ზე შევაჩერე არჩევანი, smile.gif)

r-O-m-A

ვადაკაჩკაზე რომ გავტესტეთ და ნასოსმა რომ გაჭედა smile.gif)))))))))) მერე ექსტრემ ზარი ჯაჯასთან და ტელეფონით აგვიხსნა როგორ გაგვეკეთებინა ნასოსი და იქვე დავშალეთ და ვუმკურნალეთ ნასოსს, რა დრო გასულა smile.gif)

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 10 2019, 08:50 PM

gela
biggrin.gif მეორე დატენვაზე გაჭედა თუ მესამეზე biggrin.gif და შენც რა უხერხულში იყავი biggrin.gif მაგარი იყო.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru
ესეც ფასკის შედეგი, 32 მეტრიდან, სუსტი ქარის პირობებში, ვფიქრობ ტრვიები უფრო მძიმე უნდა, მაქსიმალური სიმძლავრისას დამიზნებით სროლას აზრი არ აქ მაინც სხვაგან მიფრინავს ტყვია, ვარაუდად ისროლო ჯობია.

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 10 2019, 09:43 PM

r-O-m-A
დამრტყმელის ზამბარით არ არეგულირებდი სიჩქარეს ?
თუ კოლოფის გვერდითა სატრილოთი ?

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 10 2019, 09:51 PM

კოლოფის გვერდით სატრიალოთი. ჯერ მაგდენი არ ვიცი დამრტყმელის ზამბარით დავარეგულირო.

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 10 2019, 10:12 PM

r-O-m-A

ციტატა(romamanjavidze @ 10th January 2019 - 10:51 PM) *
კოლოფის გვერდით სატრიალოთი. ჯერ მაგდენი არ ვიცი დამრტყმელის ზამბარით დავარეგულირო.

არც ისე ძნელია. კონდახიდან მოგიწევს ამოღება კოლოფის ყოველ ჯერზე როცა კი სიჩქარის დაკლება მოგიწევს. კოლოფსავე უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს მოსაშვები. აუცილებლად შეიცვლება ჯგუფის ზომა. მოუშვებ დამრტყმელს და მოაკლდება სიჩქარე. ჩადებ კონდახში და ისვრი. მერე კიდე მოკლებ.

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: userman Jan 11 2019, 06:06 AM

ციტატა(bedo @ 10th January 2019 - 11:12 PM) *
ჩადებ კონდახში და ისვრი. მერე კიდე მოკლებ.


სანამ ჩადებ მანამდე გაქრონე , ჯობია.

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 11 2019, 06:15 AM

MonSoon
კი ეგ ვნახე. ვსინჯავ მაგასაც, შემდეგ დასვენების დღეს, რათ უნდა კონდახში ჩამაგრება ისედაც გავისვრი ყოველ დატრიალებაზე. კაი ინფოა მადლობა.
userman
ქრონოგრაფი არ მაქ სამწუხაროდ, მარა ჯერ მაინც არ მგონია აზრი ქონდეს, რედუქტორს რომ ჩავსვავ მერე გავქრონავ დარეგულირებისას. ეხლა 50 მეტრზე თუ მომცემს 30 მმ იან შედეგს კმაყოფილი ვიქნები ამ ეტაპზე

პოსტის ავტორი: vexam Jan 11 2019, 12:17 PM

იარაღის დაშლა-აწყობა და საკუთარ იარაღზე წარმოდგენის ქონა თუ რა ნაწილებისგან შედგება და "რა ხდება შიგნით" კარგია, მაგრამ იარაღის მფლობელთან შეკითხვა: მხოლოდ ამ ტყვიებით სცადეთ ჯგუფების მიღება? სხვა ტყვიებითაც რომ გეცადათ ჯერ და გენახათ რა ჯგუფებს იძლევა უკეთესი არ იქნებოდა?

პოსტის ავტორი: r-O-m-A Jan 11 2019, 01:15 PM

vexam
აუცილებლად იქნება ეგეც, cp ვისროლე მარა არ ღირდა სურათის გადაღება ისე ფანტავდა, ძნ მსუბუქია

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 11 2019, 01:22 PM

r-O-m-A

ციტატა(romamanjavidze @ 11th January 2019 - 02:15 PM) *
აუცილებლად იქნება ეგეც, cp ვისროლე მარა არ ღირდა სურათის გადაღება ისე ფანტავდა, ძნ მსუბუქია

პატარა შესწორებას შევიტან. შეიძლება სულაც არ არის მსუბუქი ტყვია, უბრალოდ შენ გიყენია სიჩქარე მაღალზე. დიდი შანსია ვერც ის მძიმე ტყვიები მოაწონო თოფს და სჯობს მაგ დამრტყმელით დაარეგულირო.

პოსტის ავტორი: vexam Jan 11 2019, 03:21 PM

ციტატა(MonSoon @ Jan 11 2019, 02:22 PM) *
r-O-m-A

პატარა შესწორებას შევიტან. შეიძლება სულაც არ არის მსუბუქი ტყვია, უბრალოდ შენ გიყენია სიჩქარე მაღალზე. დიდი შანსია ვერც ის მძიმე ტყვიები მოაწონო თოფს და სჯობს მაგ დამრტყმელით დაარეგულირო.

+100% ამიტომ ვიკითხე და კარგია რომ დაუკონკრეტეთ თოფის მფლობელს. მხოლოდ "სიმსუბუქეზე" არ არის. შეიძლება ცოტა მსუბუქები მოეწონოს, შეიძება საშუალო - 0.67 შეიძება მძიმეები. თუ არ გასინჯავთ ზეპირად ვერ მიხვდებით. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ცპ ალბათ კროსმანის ტყვიები (პრემიერები) იგულისხმეთ და თეორიულად, კროსმანები ან ბენჯამინები მოეწონოს არამგონია. რამდენადაც ვიცი, მაგ ტყვიებს მწარმოებელი ძირითადად თავის პნევმატური პროდუქციის შესაბამისად ქმნის და ცოტა უფრო მაგარი ტყვიებია. სტანდარტულად ჯსბ და ჰნ-ები სცადეთ.

პოსტის ავტორი: name Jan 13 2019, 02:04 PM

ციტატა(gela @ Jan 10 2019, 10:28 AM) *
კი ჩემი იყო smile.gif) გადადიოდა ხელიდან ხელში ცხრა ძმა ხერხეულიძის დროშასავით smile.gif))))))


ხოო )))) თან სულ ფორუმელების ხელში ბოლო მე ვიყავი, მაგრამ ეხლა სხვის ხელში გადავიდა წავიდაა და წავიდა ფორუმიდან ))) მოშორდა აქაურობას
იმდენი იყო ნასროლი მაგ თოფით ბოლოს დამჭერი მექანიზმი მოუცვდა, გადატენვისდროს თავისით გაისროლა რამდენჯერმე ტყვია აპასნი გახდა მერე ახალი დაუყენე ძლივს


r-O-m-A

მეც კარლი დავითრიე ბულკა, რავი კროსმანები 10.55 და ბარაკუდა 0.69 მოეწონა ძან, თუმცა ინდივიდუალურია რავი ცადე, დაბალანსება მე ზამბარით მოვაჭკვავე უფრო და დამრტყმელ კლაპანს მაგარი ზამბარა დაუყენე, ასევე გადამშვების ხვრელი გავფართოვე

პოსტის ავტორი: ომარი Jan 17 2019, 09:42 PM

ჯსბ 0.87 ივარგებს?

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 19 2019, 03:44 PM

0.67 ჯსბ ცადე ოღონდ სიმძლავრე 3-4 შორის დააყენე ზუსტად, დამრტტმელის ზამბარა ქარხნულად როგორც იყო ისე მოჭიმე smile.gif მე კაი შედეგებს ვიღებდი, არ გამიქრონავს და აე ვიცი რა სიჩქარით ისროდა, ფაქტია 5 თეთრუანს არ ვცდებოდი 50 მეტრზე smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services