თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ ჩამოგიტანთ www.pyramydair.com-დან

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 4 2016, 07:48 PM

მოკლედ ჩამოგიტანთ ნებისმიერ ნივთს ამ საიტიდან http://www.pyramydair.com (გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა, ბალონი და ასე შემდეგ.რისი ჩამოტანაც არ შეიძლება 5.5 კალიბრი ან მაგაზე მაღალი.)
რაც დაშვებულია ჩვენთან ძირითადად ისინი: 4.5-იანი ვინტოვკები, 4.5 პისტოლეტები. (სასურველია 50$-ის ზევით)
ვისაც არ შეუძლია, არ იცის როგორ შეუკვეთოს, ეშინია და ასე შემდეგ და + უნდა ამ საიტიდან რაიმეს ჩამოტანა შემიძლია დავეხმარო!
გადაიხდით ზუსტად იმდენს რამდენიც დაჯდება ჩამოტანა. ნივთის ღირებულება თავის შიპინგიანად და + წონა.თუ 300 ლარს ცდება განბაჟებაც თავისთავად. მე 1 თეთრსაც არ დავიტოვებ თქვენი ფულიდან!
რა თქმა უნდა სარგებელს მეც ვნახულობ, ოღონდ არა თქვენი ფულიდან smile.gif




http://radikal.ru/big/ecc9b645e218490997359226ae9e6399

პოსტის ავტორი: maqsimusa Feb 4 2016, 08:15 PM

temo-777
სასიამოვნოთ ჟღერს შენი შემოთავაზება smile.gif
რაღაცეები კი მინდა მაგრამ ამ კურსის გამო თავს ვიკავებ
როგორც კი გადავწყვეტ შეგეხმიანები აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 4 2016, 08:23 PM

maqsimusa
კი ბატონო

ჯერჯერობით ასეთი რამდენიმე შეკვეთის გაკეთება მაწყობს.
მუდმივად ალბათ ვერ ვიზავ მასეთ რაღაცას.
ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩამოვიტან smile.gif

პოსტის ავტორი: MxNsky Feb 5 2016, 01:04 AM

კიდევ არის ისეთი ვინც გამოწერა არ იცის? )))) არა ნუ კარგი ინიციატივაა მარა რიავიცი რიავიცი

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 5 2016, 09:08 AM

MxNsky

ციტატა(MxNsky @ 5th February 2016 - 02:04 AM) *
კიდევ არის ისეთი ვინც გამოწერა არ იცის? ))))

თან არაერთი,ძალიან ბევრია მასეთი,არა მარტო ცოდნაზეა ლაპარაკი, + რახან იარაღსაც ეხება მაგის გამოც იკავებენ თავს ასე თუ ისე wink.gif
მე მაგაში მომსახურეობის საკომისიოს და დამატებით გადასახადს არავის დავუწესებ და არც არავის დავაძალებ გამოწერას smile.gif


ja_ja
ციტატა(ja_ja @ 5th February 2016 - 09:08 AM) *
მოგვიანებით ან შემოვალ და გავწმინდავ აქაურობას

კარგი იქნებოდა ნამდვვილად smile.gif

პოსტის ავტორი: MxNsky Feb 5 2016, 01:25 PM

მე მაგაში მომსახურეობის საკომისიოს და დამატებით გადასახადს არავის დავუწესებ და არც არავის დავაძალებ გამოწერას smile.gif


რაგა დამატებითი გადასახადი უნდა დააწესო მინიმუმ 10 პროცენტიან დისკაუნთს გააკეთებ პრომო კოდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 5 2016, 02:24 PM

ციტატა(MxNsky @ 5th February 2016 - 02:25 PM) *
რაგა დამატებითი გადასახადი უნდა დააწესო მინიმუმ 10 პროცენტიან დისკაუნთს გააკეთებ პრომო კოდით

ვაახ კაცოუ შენ თუ გგონია რომ 10%--ის გამო გავხსენი ეს თემა და მაგით ვაპირებ ფულის კეთებას ძალიან ცდები wink.gif
თემა რომ გადაგეკითხა კარგად, ნახავდი რომ მიწერია ასეთი რამ:
"მე 1 თეთრსაც არ დავიტოვებ თქვენი ფულიდან!"
ის 10%-იც მოაკლდება ყველა ეარგანელს smile.gif ეს არის ამ პრომო კოდის მინიმუმიც და მაქსიმუმიც.მანდ უფასო პრომო კოდი მეტიანი არ არსებობს!
ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო ამ საკითხშიც wink.gif
ან ის 10% რა გგონია რამდენია? აქ 1000$იანებს არავინ არაფერს მოითხოვს და 100$-დან 10% 10$-ია.
და მაგაზე შეიძლება ითქვას რომ "რაღა დამატებითი გადასახადი"


P.S ისე ჯაჯა სასურველია მართლა გაასუფთავო აქავრობა.
ყველასთან დიდი თხოვნაა ოფფ ტოპიკებისგან და ჭკუა-დარიგებებისაგან თავი შეიკავეთ!!!

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 5 2016, 02:28 PM

რუსულ ენაზე ან ქართულზე არი?

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 5 2016, 02:37 PM

ციტატა(mamukaaa @ 5th February 2016 - 03:28 PM) *
რუსულ ენაზე ან ქართულზე არი?

არაა,არც რუსული და არც ქართული
თუ ალბათ რაიმე ბრაუზერსარ გამოიყენებ სათარგმნელად

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 5 2016, 05:09 PM

თემა გასუფთავებულია, გთხოვთ გადახვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს...

პოსტის ავტორი: MxNsky Feb 5 2016, 07:03 PM

10 დოლარი დღევანდელ ბედკრულ საქართველოში უკვე დიდი თანხაა biggrin.gif
კაი ბრატ აბა შენ იცი წარმატებები, დიდ ფულს რო იშოვი მერე ჩვენც გვასწავლე პირამიდის მუღამი )))

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 5 2016, 07:38 PM

ზოგისთვის ისე 10$ მართლაც ფულია დღეს,ისეთ საცოდავ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
თუმცა იმასაც არავის გამოვართმევ როგორც ავღნიშნე. მეტი კაი სიტყვა რაღა ვთქვა,დავეხმარები და ჩემს საქმესაც გავიკეთებ smile.gif

ციტატა(MxNsky @ 5th February 2016 - 08:03 PM) *
დიდ ფულს რო იშოვი მერე ჩვენც გვასწავლე პირამიდის მუღამი )))

4000 $-იანი იარაღი გაქვს შენ და ჯერჯერობით გეყოფა biggrin.gif

პოსტის ავტორი: MxNsky Feb 5 2016, 08:32 PM

biggrin.gif ნელნელა ვიზოგავ ჩემს იარაღებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 8 2016, 01:06 PM

------------------------------up-----------------------------------------------

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 9 2016, 11:21 PM

ციტატა(temo-777 @ 8th February 2016 - 02:06 PM) *
------------------------------up-----------------------------------------------


პოსტის ავტორი: geojorjika Feb 10 2016, 09:55 AM

temo-777
ძალიან გთხოვ ეგეთ პოსტებით ნუ წევ თემას, ფორუმ.ჯი არ არის ეს, თუ გინდა რომ თემა ზევით იყოს საინტერესო რაიმე დადე და არ დასჭირდრბა ყოველდღე წამოწევა, თავად დაიკავებს საკუთარ ადგილს ფორუმზე

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 10 2016, 11:24 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 10th February 2016 - 10:55 AM) *
ძალიან გთხოვ ეგეთ პოსტებით ნუ წევ თემას

მიღებულია შენიშვნა smile.gif
თუმცა ვფიქრობ რომ ეს წესები ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს,რომ გადავავლე თვალი იყო მსგავსი პოსტები,და არ ყოფილა შენიშვნები.(მაგაზე არ დავკონკრეტდები სად და როგორ)
ისე ძნელია ესეთ თემაში რაიმე დაწერო ისეთი რომ მუდმივად საინტერესო იყოს.
აწი დავაკოპირებ ტექსტის შინაარს, მგონი საინტერესო უნდა იყოს და არც წესებს დავარღვევ smile.gif
იმედია ამ თემით არავის ბიზნესს ხელს არ ვუშლი.

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 15 2016, 10:31 AM

წესით ვენთეიჯი კი უნდა მოვიდეს 300 ლარად ნიტრო ვერსია სულ ახალი

პოსტის ავტორი: MxNsky Feb 15 2016, 07:12 PM

ხო გითხრეს გთხოვეს და რავი გიბრძანეს როგორც მოდერატორმა...
ეს არაფრის მთქმელი კომენტარი რას მივაწეროთ?!

პოსტის ავტორი: davita76 Feb 15 2016, 07:36 PM

temo-777
თემო 900$ პნევმატიკის ჩამოტანა რა დაჯდება თავისი განბაჟებით,ანუ ყველაფრით

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 15 2016, 07:55 PM

MxNsky

ციტატა(davita76 @ 15th February 2016 - 08:36 PM) *
ხო გითხრეს გთხოვეს და რავი გიბრძანეს როგორც მოდერატორმა...
ეს არაფრის მთქმელი კომენტარი რას მივაწეროთ?!

ეხლა შენი მხრიდან თუ ხვდები რას ქონდა ადგილს?
ან არაფრის მთქმელი კომენტარი სად დაინახე>? კითხვა დაგავიწყდა. თუ დავმარცვლო სათითაოდ?
davita76
900$-10% (თავის შიპინგიანად) +წონა რაც იქნება.60-70-80 ლარი სავარაუდოდ. +18% მაგ ყველაფერს

პოსტის ავტორი: davita76 Feb 15 2016, 08:27 PM

temo-777
სადღაც ალბათ 200$ გამოდის ხო გრუბად რომ ვთქვათ

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 15 2016, 08:33 PM

davita76
თუ მინუს 10%-იდან დაითვალა საბაჟომ,(მანდ არ ვიცი როგორაა,ვერაფერი გავუგე საბაჟოს) მაშინ სადღაც 150$ გამოდის განბაჟება დაახლოებით,
ნუ ყოველ შემთხევაში ყველა ინვოისს თუ რამეა განახებ,სად რამდენი იყო გადახდილი smile.gif

პოსტის ავტორი: davita76 Feb 15 2016, 08:36 PM

temo-777
მადლობა თემო.თანხას როგორც დავითრევ(ველოდები)ეგრევე შეგეხმიანები wink.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Feb 15 2016, 08:38 PM

davita76
არაფერს დავით smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Mar 17 2016, 07:50 PM

მოდერებს ვთხოვ დახურონ ეს თემა.

პოსტის ავტორი: gregory Mar 17 2016, 08:03 PM

temo-777
მიზეზი ?
მგონი ეხლა უნდა მოგაწყდეს კლიენტები...


პოსტის ავტორი: temo-777 Mar 17 2016, 08:37 PM

gregory

ციტატა(gregory @ 17th March 2016 - 09:03 PM) *
მიზეზი ?

მიზეზი ისაა რომ არავინ კითხულობდა და პლუს რისი გაკეთებაც მინდოდა გავაკეთე smile.gif
გიფთ კარტები მქონდა და გავანაღდე და რაც დამიჯდა იარაღი იმ ფასში აგერ ვყიდი smile.gif
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3555&pid=142222&st=0&#entry142222

მგონი ეს უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, მასე უფრო იყიდიან ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 19 2016, 08:12 PM

თემა იხურება ავტორის თხოვნის საფუძველზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services