თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ სეზონი 2013.

პოსტის ავტორი: foxi Aug 17 2013, 12:45 PM

ყველა ფორუმელს გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. იმედია პოსტებს გამოაქვეყნებთ ჩვენი უბადრუკი კანონების შესატყვისს.
ყველა კანონსაწინააღმდეგო პოსტები, წაიშლება განმარტების გარეშე.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 17 2013, 02:20 PM

სამწუხაროს გახსნაზე ვერსად ვერ მივდივარ sad.gif

ისე გილოცავთ ყველა მონადირეს

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Aug 18 2013, 05:47 PM

ხოო მომილოცავს აბა სეზონის გახსნა + აქვე მოვაყოლებ მისალმებას, ეს ზაფხული ინტერნეტიდან შორს გავატარე. აბა სულ კაი ნადირობები ყველას, ჩემი ჩათვლით smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 03:01 PM

გილოცავთ )
სანამდე გრძელდება? გუგლში რომ ჩავწერე მულტფილმი ამომიგდო ))
26 დეკემბრიდან 26 იანვრამდე რამეზე ნადირობა შეიძლება პესტების გარდა?
ლიცენზიას სად იღებთ?
მადლობა )

პოსტის ავტორი: kaka8079 Aug 20 2013, 03:06 PM

Ex3
ლიცენზიას ნებისმიერ ბანკში,მიხვალ და ეტყვი მინდა ქვითარი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღების თუ რაღაც ამდაგვარს,მოკლედ ნადირობის ქვითარი თქო და მიხვდებიან,ნადირობა კი დაშვებულია გადამფრენ ფრინველზე პირველ მარტამდე,ოღონდ ყველა ფრინველზე ვერ ინადირებ ამ ვადამდე,ყველას თავისი გარკვეული დრო აქვს,ანუ თვეებს ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 03:26 PM

kaka8079
მადლობა ) კონკრეტულად რომელ გადმფრენზე შეიძლება ნადირობა რომელიღაცა თემაში იყო თუ არ ვცდები, მოვძებნი მერე

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 1 2013, 02:48 PM

რატო არავინ არ ნადირობს? კარგ რეპორტებს ველოდებოდი ამ სეზონზე და ჯერ არაფერია სამწუხაროდ. ყველა ხომ არ მუშაობს. მე ქედანის სეზონს რომ ვმაზავ ცუდად ვარ, არ უნდა გამეყიდა ფიშტო sad.gif წელს უკვე თითქმის ყველას პცპ აქვს და მაინც პასიურია პნევმოთი ნადირობა.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 1 2013, 02:56 PM

წერა ეზარება ყველას smile.gif

გაზარმაცდა ყველა, მხოლოდ ნადირობენ და ჭამენ smile.gif მერე კი გავსებულ მუცელზე ტექსტის აკრეფა ყველას ეზარება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რეპორტები მეც ოხრად მაქვს დასადები... ვიზე ვლაყბობ smile.gif წავედი დავახვიე სანამ გამლახეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Oct 1 2013, 05:06 PM

ქედანი კი არა ბეღურებიც კი აღარდატოვეს ვაი მონადირეებმა! ცალკე მოწამლული ყანებიც დაუმატე და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ყველაფერი გამოჩნდება. თუ რატომ არავინ არ დებს რეპორტს. არის კიდევ ერთი მიზეზი,გაურკვეველი კანონების გამო ალბათ თავს იკავებს ხალხი წეროს იმაზე რასაც აკეთებენ ნადირობაზე.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Oct 1 2013, 07:55 PM

მე მაგალითად მეზარება ხოლმე წერა, ხანაც სურათებს ვერ ვიღებ კარგს და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 1 2013, 08:31 PM

ხო უფრო ეს კანონი ატრაკებს, თან ოპტიკით ნადირობა... აიძულებენ რომ მხოლოდ გლუვით ინადიროს ყველამ. ოდითგანვა მონადირეები იყვნენ ქართველები, გამორჩეული და დღესდღეუბით არაფერი დაგვრჩა ამ დიდი დრადიციისაგან. ცოტა მონადირე შემორჩა უკვე, დანარჩენი მეხორცეები არიან.

პოსტის ავტორი: name Oct 1 2013, 10:06 PM

smekosmeko
ისე შენი ნადირობის რეპორტები რატომღაც გამოკვეთილად მახსოვს სხვებისგან განსვებით, კარგად ასუქებდი ფორუმს
თუმცა რა გასკვირიც არ უნდა იყოს , foxi ვიდეომ მომწამლა ნადირობის თვალსაზრისით მარტო, სადაც ტურა გაისტუმრა საიქიოში, რაც მე დღემდე ვერ მოვახერხე biggrin.gif ჯაჯ კი როგორ ახერხებს თავის. "ზე" უგამორჩეულესი რეპორტს გადაბიჯოს, მითუმეტეს ეხლანდელი ჩემპიონატის, არ მესმის biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Oct 1 2013, 10:20 PM

name

ციტატა(name @ 1st October 2013 - 11:06 PM) *
სადაც ტურა გაისტუმრა საიქიოში

დისკოთი ?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Oct 1 2013, 10:30 PM

okela84
remington nitro

პოსტის ავტორი: okela84 Oct 1 2013, 11:05 PM

კამუფლაჟიანი კონდახი რო აქვს ეგ ?

პოსტის ავტორი: iorama Oct 2 2013, 06:14 AM

რომელ გაურკვეველ კანონზეა ლაპარაკი?

პოსტის ავტორი: gela Oct 2 2013, 08:40 PM

iorama

ციტატა(iorama @ 2nd October 2013 - 07:14 AM) *
რომელ გაურკვეველ კანონზეა ლაპარაკი?

ისე ეგ მეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: Ex3 Oct 2 2013, 08:53 PM

ალბათ პნევმატურით რომ აკრძალულია ნადირობა მაგაზე

პოსტის ავტორი: foxi Oct 2 2013, 09:19 PM

მე პირადად იმ კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც არეგულირებს პნევმატური იარაღით ნადირობას.
თუ ვინმეს სრული ინფო გაქვთ.(უტყუარი წყაროს მითითებით. )იქნებ მოგვაწოდოს შესაბამის თემაში.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 2 2013, 10:12 PM

ოპტიკით ნადირობაზე. არ შეიძლება არაფრის დიდებით smile.gif მარადიორით რომ ისვრი ოპტიკის გარეშე : D მეორნეობებში მგონი შეიძლება ოპტიკით ნადირობა.

პოსტის ავტორი: gela Oct 2 2013, 10:19 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2013 - 12:05 AM) *
კამუფლაჟიანი კონდახი რო აქვს ეგ ?


კი ეგ არის : )) თუმცა არსებობს მაგისი უკომუფლიაჟო ვარიანტებიც : ))
foxi
ციტატა(kakha @ 2nd October 2013 - 10:19 PM) *
მე პირადად იმ კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც არეგულირებს პნევმატური იარაღით ნადირობას.
თუ ვინმეს სრული ინფო გაქვთ.(უტყუარი წყაროს მითითებით. )იქნებ მოგვაწოდოს შესაბამის თემაში.


ვეთანხმები ამხანაგის დასკვნას, მოგვაწოდონ ბატონო აი დოკუმენტი სადაც ნათლად წერია რომ ჩემი ფიშტოთი ნადირობის შემთხვევაში კანონს ვარღვევ და სასწრაფოდ ვყიდი და ვყიდულობ რაგატკას biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 3 2013, 08:22 AM

gela ვშიშობ რაგატკითაც არღვევ biggrin.gif არ ირღვევა კანონი, პროსტო დაძაბული უნდა იარო სანადიროდ და რაღაც ვერ ხარ სრულად ნადირობისათვის გაწყობილი, რადგან არც დაშვებულია და არც აკრძალული. მე გამიტრაკეს ერთხევ(პიკაპით იყვნენ პოლიციელები) ქვეყნის ვედავე, ბოლოს ჩემი მონაცემები ჩაიწერეს მანქანის ჩათვლით და გამიშვეს.

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 2 2013, 03:29 PM

დღეს მან ჩხართვი შეიწირა 1377 ით და სიხარულით მე 9 ცაზეა , მის სოფელში ამ ფრინველს სვირინას უძახიან.სხვა ფრინველს უმიზნებდა და უცებ მასთან ახლოს დაფრინდა ეს ჩხართვი, მეორეჯერ სროლა დაჭირდა და დარწმუნდა რომ მოდიფიცირება უნდა მის 1377 ს.


ეს მე3 პირში რომ წერია , მგონი გასაგებია რატომაცაა.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 2 2013, 03:37 PM

Ex3
რომელი ტომიდან ხარ შენ იროკეზს არ გავხარ საუბრის მანერით biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Nov 2 2013, 04:08 PM

Ex3

ციტატა(Ex3 @ 2nd November 2013 - 04:29 PM) *
დღეს მან ჩხართვი შეიწირა

ძაან დამპალი რამეა, ვერ ვუახლოვდები სასროლ მანძილზე, როგორც წესი მტაცებლებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ და ძნელია მიპარვა. ხელიდან კი ვესვროლე უამრავჯერ 150-200 მეტრიდან, მაგრამ შედეგი 0 ჯერჯერობით sad.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 2 2013, 04:33 PM

ჩხლართვია ძნელი მოსანადირებელი? რას ამბობ უმარტივესია smile.gif მიახლოება (მიპარვა) არ უნდა... თვითონ უნდა მოვიდეს შენთან : D ერთ ადგილას დგეხარ და ეგაა.

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 2 2013, 07:54 PM

ციტატა
ძაან დამპალი რამეა, ვერ ვუახლოვდები სასროლ მანძილზე, როგორც წესი მტაცებლებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ და ძნელია მიპარვა. ხელიდან კი ვესვროლე უამრავჯერ 150-200 მეტრიდან, მაგრამ შედეგი 0 ჯერჯერობით sad.gif

smekosmeko მ სწორად თქვა ) მივიდა და რამდენიმე მეტრში დაჯდა ხეზე,არც სიფრთხილე არ ემჩნეოდა, აქ (აჭარაში) საკმაოდ გავრცელებულია. სხვა პატარა ფრინველებთან შედარებით გემრიელია რაც გამისინჯავს იქედან )

რომ დავაკვირდი ყვავებზეც მიახლოებით ასეა, თუ სასროლად მიდიხარ შორიდანვე მიფრინავს , ისე კი შეიძლება 20-30 მეტრში და ზოგჯერ უფრო ახლოს მიხვიდე სხვა დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 2 2013, 08:11 PM

მაგარი ვიხალისე. 19.gif Ex3 ისე მესამე პირის რა გითხრა და ცოტა უფრო რომ დაალაგო რასაც ამბობ, იქნებ არც წავშალო შენი ნათქვამი. თორემ მან,მას,ის,ქნან და ასეთი რამე ძალიან გვაბნევს და ჩაგვაფიქრებს.

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 2 2013, 08:24 PM

foxi
ხო მეც რომ ვკითხულობ მეცინება , მარა სიფრთხილეს თავი არ ტკივაო biggrin.gif რავიცი წაშალე მაშინ )

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 06:01 PM

ციტატა(kakha @ 2nd November 2013 - 09:11 PM) *
მაგარი ვიხალისე. Ex3 ისე მესამე პირის რა გითხრა და ცოტა უფრო რომ დაალაგო რასაც ამბობ, იქნებ არც წავშალო შენი ნათქვამი. თორემ მან,მას,ის,ქნან და ასეთი რამე ძალიან გვაბნევს და ჩაგვაფიქრებს.


სიხარულმა პროზაში გადააგდო ბიჭი. biggrin.gif
რას ერჩი არაფერს აშავებს უსწორდება და წერს როგორც უნდა. smile.gif
მეც თავიდან დავიბენი როცა ვკითხულობდი მაგრამ მეორედ წავიკითხე გამისწორდა



Ex3

აჭარაში რომელ სოფელში მოხდა ეგ ამბავი?
დიჩის სურათიც თუ გაქ რო დადო კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 5 2013, 06:05 PM

ilo
არა მაგ ფორმით ლაპარაკობენ რამე არალეგალურის გადმოცემა თუ უნდათ biggrin.gif მაგალითად ამ ფორუმზე :
http://www.drugs-forum.com/
SWIM - Someone who isn't me , და მერე მესამე პირში ლაპარაკობენ რა, სამართლებრივად რამდენად სწორია არ ვიცი მარა მთელი ფორუმი რომ მასე ლაპარაკობს ტყუილად არ იქნება მაგი )

ბობოყვათში მოხდა ეს ამბავი )

შავგული ბერურაც(ხომ ეგაა?) ჩანს სურათზე მაგრამ უცბად გადაღებული ფოტოა ჩხართვის გადაღების მიზნით და ბეღურას აღარ მივაქციე ყურადღება.
აჭარაში სად და რაზე შეიძლება პნევმატიკით ნადირობა ხომ არ იცი? მას უნდა ნადირობა biggrin.gif
გაპუტვის მერე გამოჩნდა გულ-მკერდის ორივე მხარეს ნატყვიარი , ერთი ფართო რომელიც სურათზე ჩანს და მეორე წვრილი მეორე მხარეს, მეორე ტყვია სად გავარტყი არ ვიცი. ეს სხვადასხვა ტყვიების არ იქნება იმიტომ რომ შიგ არ ქონდა ნატყვიარი და სხვაგანაც ვერ ვუნახე biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 06:16 PM

Ex3
ეგ არ არის ჩხართვი , ეგაა წრიპა ანუ ჯიჯღი და საერთ არაეთიკურია ნაწლავებგადმოყრილი ნანადირევის დადება ღია თემაში

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 5 2013, 06:22 PM

geojorjika
ნაღდად?
ესენი ერთი და იგივე არაა?



ციტატა
და საერთ არაეთიკურია ნაწლავებგადმოყრილი ნანადირევის დადება ღია თემაში

ვეღარ ვასწორებ და ლინკს თუ შეგიძლია მოუხსენი მაშინ თეგები ) არ მიფიქრია მაგაზე )

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 06:34 PM

ეგეთი მეც ჩამოვაგდე ხიდან გავგიჟდი ზურგიდან ისე გავს მწყერს, მაგრამ სისინებდა თუ სვირინებდა მივხდი რო მწყერი არ იყო

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 07:01 PM

ilo

ციტატა(iglait @ 5th November 2013 - 07:34 PM) *
მეც ჩამოვაგდე ხიდან

ციტატა(iglait @ 5th November 2013 - 07:34 PM) *
სისინებდა თუ სვირინებდა მივხდი რო მწყერი არ იყო


ხიდან ჩამოაგდე და სისინით მიხვდი რომ მწყერი არ იყო? biggrin.gif biggrin.gif

Ex3
ჩხართვი



ჯიჯღი იგივე წრიპა



მხარწითელა



ბოლოშავა, ამასაც ჩხართვს ეძახიან


პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 07:07 PM

ციტატა(giorgi @ 5th November 2013 - 08:01 PM) *
ხიდან ჩამოაგდე და სისინით მიხვდი რომ მწყერი არ იყო?


კი ვიცოდი მწყერი რო არ იყო სისინებდა ხეზე, ისე ძველი მონადირეები ამბობენ იშვიათ შემთხვევაში მაგრამ მწყერი ხეზეც ჯდება.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 07:31 PM

ilo
biggrin.gif biggrin.gif , ჰოვიცი , ალბათ ძველი რუსული ფოლადის ლეგენდაც გაგებული გექნება და კიდევ ბეჟამინ ღლონტი რომ ქვებით იკვებებოდა ისიც biggrin.gif

მწყერი ნანახი გყავს? იცი რატომ ვერ ჯდება მწყერი არა მარტო ხეზე არამედ ნებისმიერ საგანზე რაც არ არის ბრტყელი? აი ორ სურათ დავდებ ისეთი რომელიც ჯდეა ხეზე და რომელიც ვერ ჯდება და თუ მიხვდები სხვაობას, ფეხებზე დააკვირდი




პოსტის ავტორი: Dave Nov 5 2013, 07:37 PM

მიმინო smile.gif მიყვარს, მაგარი ფრინველია smile.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 07:37 PM

ციტატა(giorgi @ 5th November 2013 - 08:31 PM) *
, ჰოვიცი , ალბათ ძველი რუსული ფოლადის ლეგენდაც გაგებული გექნება და კიდევ ბეჟამინ ღლონტი რომ ქვებით იკვებებოდა ისიც

რას მეჩხუბები კაცო? ისე შენ ხუმრობასთან ძაან ახლოს ხარ lol2.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 07:48 PM

ilo
არ გეჩხუბები უბრალოდ შენ ვერ იგებ wink.gif , კაი ეგ არაფერი

მოკლედ "ძველი მონადირეები" ლეგენდებზე რომ არ იყო და საერთოდ დღევანდელ დღეს ლეგენდებზე საერთოდ არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომ რომ ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი უმარტივესად და უსწრადესად

მწყერი იმიტომ ვერ ჯდება ხეზემ ბუჩქზე, მავთულზე თუ ღობეზე რომე არ აქვს უფრო სწორედ კი ძალიან პატარა თითი აქვს ფეხზე რომელიც უზრუნველყობს მოჭერას და თავის დამაგრებას ნებისმიერ ნივთზე რომელიც არ არის ბრტყელი ზედაპირით, აი დაახლოვებით იგივე ბუნქციას ასრულებს რაც ჩვენთვის ცერა თითი, მარტივი გასაგები რომ იყოს უბრალოდ სცადე ჭიქის აღება ცერა თითის გარეშე და მიხვდები რაზეა საუბარი wink.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 07:48 PM

რა ჩაიციკლე ამ მწყერზე შე კაცო. თუ 100 პროცენტით დარწმუნებული ხარ რომ მწყერი არ ჯდება ხეზე დაწერე ეგ.
არც მე დამიწერია რო მწყერი იყო მეთქი შევხედე და გავდა მწყერს და რა შენ ჩემზე კარგად დაინახე რა ჩამოვაგდე და რას გავდა?

პოსტის ავტორი: as val Nov 5 2013, 07:49 PM

ეს მაინც არ გაგიგია? <<არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი>> biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 07:49 PM

ასე რომ როგორი ძველიც არ უნდა იყოს მონადირე და როგორი პატივსაცემით მწყერს ხეზე დაჯდომის საშუალება ფიზიკურად არ აქვს, ანატომია არ აძლევს ამის საშუალებას თორემ დიდი სოამოვნებით დაჯდებოდა smile.gif , მისი ფეხები მოწყობილია მიწაზე სწრაფად სირბილისთვის wink.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 07:51 PM

აჰააა მადლობა ინფოსთვის smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 5 2013, 07:52 PM

ისე ჩხლართს იშვიათად ვხედავ ხოლმე ეს ბოლო პერიოდი, ძირითადად წრიპა დაფრიალებს. ჩხლართვი უფრო დიდია ვიდრე წრიპა, ეგ სხვაობა 50 მეტრიდანაც კი შესამჩნევია, მაგრამ არცერთი არაა სანადირო ობიექტი. ამ კლასის წარმომადგენლებში ბოლოშავა ყველაზე დიდია.

პოსტის ავტორი: feroni Nov 5 2013, 08:08 PM

ეუფ გამიჭირდა რაღაც ამოცნობა, ეტყობა ასოების ბრალია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 08:11 PM

სურათები წაშლილია , ფოტოზე იყო ჭრელი კოდალა, რომლის მოკვლაც სასტიკად აკრძალულია როგორც კანონით ისე მორალურადაც

შენ 10% ვორნი, ბანს იმიტომ არ გადებ რომ არ იცოდი რას ესროდი და უნებლიედ მოგივიდა, თუმცა უნებლიედ მოკვლა არ არსებობს , ჯობია სანადირო ობიექტების ნუსხას გადახედო საქართველოში

და გამიჩნდა კითხვა

რა უგავს მაგ კოდალას მწყერის რომ ხმით გაგერჩია მართლა ვერ მივხვდი



პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 09:00 PM

მწყერს რომელიც გავდა იმისთვის ფოტო არ გადამიგია

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 09:14 PM

geojorjika
10 % ვორნი რაღა იყო ისე ვერ წაშლიდი?

პოსტის ავტორი: feroni Nov 5 2013, 09:30 PM

ilo
შე კაი ადამიანო მაინც და მაინც ამ წითელი წიგნის ფრინველებს რომ დაერიე, ყვავი ან კაჭკაჭი ვერსად ნახე? აბა მაგ კოდალას მოკვლა იქნება sad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 09:47 PM

ციტატა(ilo @ Nov 5 2013, 10:14 PM) *
geojorjika
10 % ვორნი რაღა იყო ისე ვერ წაშლიდი?


ვერა ვერ წავშლიდი , ფორუმის წესებს გადახედე

საერთოდ მაგაზე ბანია რაზეც მოგწერე უკვე PM-ში

პოსტის ავტორი: Ex3 Nov 6 2013, 04:24 PM

geojorjika
აჰა ანუ ჯიჯღი იყო ის?ისე ძაან გავს,
აქ სვირინა არისო ზამთარში ბევრიო მითხრეს და ნეტა მაგ ჯიჯღს უძახიან სვირინას თუ ჩხართვს : |
ilo
იგივე კითხვა მექნება ) აჭარაში სად და რაზე შეიძლება პნევმატიკით ნადირობა ხომ არ იცი ? )

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 6 2013, 06:42 PM

Ex3
ყველაფერზე რაზე ნადირობაც არ არის აკრძალული

პოსტის ავტორი: Davitus Nov 6 2013, 06:50 PM

smekosmeko
ჩხართვს რა პონტში ეძახი? biggrin.gif სამეგრელოშიც არ გამიგია ეგეთი მიმართვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 6 2013, 06:57 PM

Ex3
სიმართლე გითხრა მე ისე დეტალურად არ ვიცი რაზე შეიძლება და რაზე არა ნადირობა.
მე ძირითადად მელაღურაზე შაშვზე იხვზე და ლისუხაზე ვნადირობ.
აგვისტო ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იყო მელაღურა ლეღვზე და ყურძენზე მოდის, ერთერთი ყველაზე გემრიელია.
ზამთარში თოვლში შაშვი ზამთრის ხურმაზე და სუროზე მოდის.
იხვი და ლისუხა ტბებზე ჯდება ნოემბრიდან მარტამდე.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 6 2013, 07:44 PM

ilo

მელაღურა - არ არის სწორი ფორმა, მოლაღურს გულისხმობ ალბათ, ხალხურად "ბიჭო-გოგია"

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 6 2013, 09:50 PM

ციტატა(Davitus @ Nov 6 2013, 07:50 PM) *
smekosmeko
ჩხართვს რა პონტში ეძახი? biggrin.gif სამეგრელოშიც არ გამიგია ეგეთი მიმართვა biggrin.gif


თავიდან მასწავლეს როგორც ჩხლართვი და მას მერე ვერ გადავეჩვიე, ალბათ ზე მეგრული ვერსიაა biggrin.gif ისე ეგ "ბიჭო-გოგოა" იმ პონტში ხომ დაერქვა მოლაღურს რომ თითქოს ამას ამბობს ეგ პტიცა? მაგის გარდა ყველაფერს ამბობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 2 2014, 05:45 PM

geojorjika
წინა გვერდს გადავხედე და ის სურათიც ვნახე ძველი ნამდვილად წრიპაა ის გეთანხმები ,მაგრამ დღეს კიდე მოვინადირე და ეს არ ვიცი ჩხართვია თუ წრიპა, თითქმის შაშვისხელაა სულ ოდნავ პატარაა შაშვზე სხვა რითი შეიძლება მივხვდე , თავი კიდე ნაღდად შაშვზე დიდი აქ biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 2 2014, 06:06 PM

Ex3
სურათი?

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 2 2014, 06:10 PM

geojorjika
სურათის გადაღება სამწუხაროდ არ გამახსენდა : |


პოსტის ავტორი: foxi Feb 3 2014, 09:46 AM

ისეთი ყინვა იყო,რას გამაზავდა კაცი. ჰოდა ჩვენც გავზგურეთ.მაგარი ვისიამოვნეთ. ეს პატარა ვიდეოც.


პოსტის ავტორი: koknar Feb 3 2014, 12:58 PM

foxi
ვა... თამამ! რა სილამაზეა და რა მშვენიერი ნანადირევია. გილოცავთ !

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services