თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კომპრესიული პნევმატიკა _ Crosman 1377 UP

პოსტის ავტორი: cat Jun 23 2011, 10:40 AM

მცირე მოდიფიკაციების ნუსხა

1. დგუშზე გადავაკარი ტრუბის იზოლაცია (სტანდარტულად დაბერვისას ხელს ვიწეწკავდი)
2. კროსმანის კონდახი
3. კროსმანის რკინის კოლოფი
4. თვითნაკეთი მოდერი "на лицо ужасные добрые внутри" ამაზეა ნათქვამი smile.gif
5. ლაიპერსის 4X32
6. მიმწოდებლის ცხვირის დაგრძელება (მადე ბაი ჯაჯა, უზარმაზარი რესპეკტები good.gif )

30 მეტრზე გარანტირებულად აგდებს ფრინველს (ძაან ზუსტია). 60-70 თუ გაარტყი დააგდებს, ძალა აქვს (შემთხვევით მოვარტყი და თვალები გადმომიცვივდა)

და აი შედეგიც...

http://pix.ge/

ერთი გავქრონო მაინტერესებს რა სიჩქარეები აქვს...

პოსტის ავტორი: VTEC Jun 23 2011, 10:53 AM

კარგი რამეა
აბა შენ იცი, წარმატებები... რომ გაქრონავ შედეგის დადება არ დაიზარო, დამაინტერესა wink.gif

პოსტის ავტორი: giga_st Jun 23 2011, 11:22 AM

ნამდვილი კვაზიმონდოა მარა მთავარია საქმეშია მაგარი! მასეთი კომპაქტური სასროლი მოწყობილობა მინდა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: cat Jun 23 2011, 11:41 AM

აქ მთავარი არის წონა!!!! ძაან მჩატეა!!! ერთი უნდა ავწონო...

პოსტის ავტორი: gigi30 Jun 23 2011, 02:23 PM

სიმჩატე კარგია, მაგრამ სროლის სიზუსტე და განმეორებადობა უფრო პრიორიტეტად დასახე და ინფო მოგვაწოდე.(წონა, ალბათ კილონახევარს არ გადააჭარბებს ყველაფრიანად).

პოსტის ავტორი: cat Jun 23 2011, 06:42 PM

სიზუსტეზე სემიძლია ვთქვა რომ 12 მეტრაზე 10-12მმ ჯგუფს აკეთებს უპრობლემოდ. 20-30 მეტრზე ჯერ არ შემიმოწმებია ქაღალდზე. და ყვავებზე შემოწმებულია, და არ მოსწონთ smile.gif

პოსტის ავტორი: gigi30 Jun 23 2011, 09:03 PM

cat, როცა ქრონს იშოვი, გააკეთე ერთი 10 გასროლა 10-15 წუთიანი შესვენებებით(რომ რეზერვუარის ტ-რა ერთიდაიგივე იყოს თითეული გასროლისას), ერთიდაიგივე რაოდენობის(7-8)გადატენვით და გაქრონე თითეული გასრილის სიჩქარე, თან 20მეტრზე მიზანიც შეამოწმე და შედეგები დადე, საინტერესო იქნება. ჩემი ნაცნობი ბაზიერები დაინტერესდებიან ამ პნევმოთი(ერთი უკვე დავაინტერესე). ისინი თავიანთი მტაცებლების გამოსაკვებად სხვადასხვა წვრილ ფრინველებზე და ცხოველებზე ნადირობენ პნევმოებით და ეუხერხულებათ დიდი ზომის იჟებით სიარული, აი ეს "კრისა"(რუსები ეძახიან ასე თურმე) კაი იქნება.

პოსტის ავტორი: nikola_migina Jun 23 2011, 09:43 PM

ყვავს რამდენ მეტრში?

პოსტის ავტორი: cat Jun 23 2011, 11:41 PM

ციტატა(nikola_migina @ Jun 23 2011, 10:43 PM) *
ყვავს რამდენ მეტრში?


30

პოსტის ავტორი: koko Jun 24 2011, 01:11 AM

შესანიშნავი იარაღია, ერთერთის მფლობელი ვარ, მართალია ტიუნინგის გარეშეა მხოლოდ ოპტიკა მიყენია ზედ. თავის სიტყვას ამბობს smile.gif)))
ერთადერთი სასხლეტის გაუმჯობესებას ვისურვებდი დანარჩენი 5-იანზეა.

პოსტის ავტორი: nikola_migina Jun 24 2011, 08:41 AM

და როგორ ეეე? ჩემი თოფის სიძლიერე აქვს და ჩემი ვერ შვება 20 მეტრში

პოსტის ავტორი: cat Jun 24 2011, 09:54 AM

ციტატა(nikola_migina @ Jun 24 2011, 09:41 AM) *
და როგორ ეეე? ჩემი თოფის სიძლიერე აქვს და ჩემი ვერ შვება 20 მეტრში


ეგრე თავიდან quest-ი რომ მქონდა და სანამ დავამუღამე. მეც მეგონა რომ ყვავს მარტო ზარბაზანი მოერევაო smile.gif შენ ეტყობა ვერ არტყავ ზუსტად. თავში ან მკერდში რომ მოხვდეს 100% დააგდებ smile.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki Jun 24 2011, 10:46 AM

nikola_migina
ნუ მაინც 7,5 ჯოულია იყიდე ნიტრო ვენომი და ნახავ 50-70 მეტრში შეძლებ

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 25 2011, 02:32 PM

ვსიო გავასუფთავე ეს თემა, და არარ გვინდა მე რა დავწერე იმან რა დაწერა

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 25 2011, 11:02 PM

cat
ძალიან კარგი რამეა, გილოცავ! მშვიდობაში, 10-იანებში და ყვავებში biggrin.gif

"ცევიო"-ზე და მოდერზე რომ აქვს, რა მასალაა ეგ?

პოსტის ავტორი: cat Jun 26 2011, 01:15 AM

ციტატა(Power_VANO @ Jun 26 2011, 12:02 AM) *
cat
"ცევიო"-ზე და მოდერზე რომ აქვს, რა მასალაა ეგ?


"ცევიოზე" არის ელიავაზე ნაკიდი ტრუბის იზოლაცია "გუბკა" smile.gif

მოდერი ახალი გაუკეთე მალე სურათებს დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: cat Jun 26 2011, 07:39 PM

აი ახალი მოდერიც

http://pix.ge/

აი კიდო
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2011, 07:52 PM

cat
ვა, ვიდზე კაია. როგორ მუსჰაობს???

პოსტის ავტორი: cat Jun 26 2011, 08:54 PM

ხმას ახშობს 5+

პოსტის ავტორი: nikola_migina Jun 28 2011, 06:39 AM

ეს ყველაფერი რა დაჯდა?

პოსტის ავტორი: cat Jun 28 2011, 08:34 AM

ოპტიკა - 25
კოლოფი - 40
კონდახი - 30
მოდერი - 10

აშუშუ დოლლარი

პოსტის ავტორი: gogich_89 Jul 30 2011, 09:00 AM

ვაპირებ 1377 ყიდვას და მაინტერესებს რამდენად ზუსტია 20 მეტრში სასროლად მინდა მეტი ძალა არ მჭირდება სიზუსტე მაინტერესებს

პოსტის ავტორი: gogich_89 Jul 30 2011, 09:00 AM

ვაპირებ 1377 ყიდვას და მაინტერესებს რამდენად ზუსტია 20 მეტრში სასროლად მინდა მეტი ძალა არ მჭირდება სიზუსტე მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 1 2011, 09:27 AM

gogich_89

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 30th July 2011 - 10:00 AM) *
რამდენად ზუსტია 20 მეტრში სასროლად მინდა მეტი ძალა არ მჭირდება სიზუსტე მაინტერესებს

გააჩნია რა სიზუსტეს მოითხოვ, საბაზისო უპრობლემოდ ქაჩავს სანადირო ვერსიაზე, მერე ხელს თუ შეავლებ და თანხებს დაახარჯავ, უკვე ალაგ, ალაგ სპორტულზეც იქაჩება, აგერ Jah-ს ჰქონდა ნავაროჩენი ვერსია და 50 მეტრზე კი აქეთებდა 20-25 მილიმეტრიან ჯგუფებს.

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 4 2011, 09:09 PM

უკვე ვიყიდე ღია სამიზნით 15 მეტრიდან 2 სანტიმეტრინ ჯგუფს აკეთებს ოზიტაის უბრალო ტყვიით მგონი ნორმალურია

პოსტის ავტორი: giga_st Aug 4 2011, 09:50 PM

საინტერესოა ეგ რამდენ გასროლაში აკეთებ ეგეთ ჯგუფს თან ღია სამიზნით.

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 4 2011, 09:55 PM

ხუთი გასროლით

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 5 2011, 02:11 AM

სტანდარტული ვერსიით მხოლოდ ოპტიკა რომ დავაყენო 30 მეტრში რა სჰედეგი ექნება ხომ არ იცით ვინმემ

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 11 2011, 11:17 AM

1377 რეზერვუარი მინდა დავუყენო და როგორ გავაკეთო დამეხმარეთ ნახაზი ხო არ აქვს ვინმეს

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 11 2011, 02:17 PM

gogich_89

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 11th August 2011 - 12:17 PM) *
1377 რეზერვუარი მინდა დავუყენო და როგორ გავაკეთო დამეხმარეთ ნახაზი ხო არ აქვს ვინმეს

ვერ გავიგე!

რას ნიშნავს გინდა დაუყენო? რეზერვუარი რა გაქვს რომ? არ მითხრა მეთვითონ ვთბლიო ჩათვალე თავს იკლავ. შემოწმების გარეშე მაგის გაკეთება არ შეიძLება, შემოწმება კი მინიმუმ 350-400 ატმოსფეროზე უნდა მოხდეს.

ჯობია იფიქრო იმაზე რომ გამზადებული კიტი იყიდო (ანუ გამზადებული ნაკრები გადასაკეთებლად), ამერიკა, ინგლისი, ან ახლომახლო - უკრაინა და რუსეთი. ჩვენთან ჯერ მაგის გაკეთება სარისკოა.

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 11 2011, 09:27 PM

აქ ფორუმზე ვნახე რო ვიღაცას გადაკეთებული ქონდა

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 11 2011, 11:02 PM

gogich_89

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 11th August 2011 - 10:27 PM) *
აქ ფორუმზე ვნახე რო ვიღაცას გადაკეთებული ქონდა

შენ აშკარად http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=527, მაგისთვის დეტალები იყო ნაყიდი რუსეთში და მაგ კონკრეტული მოდელის გადაკეტება მგონი 900$ დაჯდა. კარგად აწონ დაწონე გიღირს მაგდენის დახარჯვა?

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 25 2011, 10:23 PM

1377ით 10დაკაჩავებით 40 მეტრზე ყვავს გავარტყი და არ მოკლა როგორც ჩანს ძალა არ ეყო მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება დაკაჩავება?
მეტზე რო დავტენო ხო არ გაფუჭდება

პოსტის ავტორი: cat Aug 25 2011, 10:34 PM

ყვავი რომ გააგორო მინიმუმ 15 ან 18 დამუხტვა უნდა. თანაც ზუსტად უნდა გაარტყა, თავში ან მკერდში...

ისე მე 20-ჯერაც დამიმუხტია...

პოსტის ავტორი: Davitus Aug 25 2011, 11:08 PM

cat

ისე, თუ იცი, რამდენ დამუხტვაზე რამდენი აქვს სიჩქარე smile.gif

პოსტის ავტორი: cat Aug 25 2011, 11:28 PM

ციტატა(Davitus @ Aug 26 2011, 12:08 AM) *
cat

ისე, თუ იცი, რამდენ დამუხტვაზე რამდენი აქვს სიჩქარე smile.gif


არ გამიზომია...

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 25 2011, 11:38 PM

სიჩქარეები მეც მაინტერესებს sad.gif

ზეთს რომელს ხმარობ ნასოსის დგუშზე?

პოსტის ავტორი: cat Aug 25 2011, 11:59 PM

ზეთზე რა გითხრა ჯერ არ მიხმარია, ისე ზოგი იძახის მანქანის სინთეტიკური ზეთი უნდაო, ზოგიც სილიკონის მკვრივი სმაზკაო...

პოსტის ავტორი: gogich_89 Aug 26 2011, 12:04 AM

ჯგუფები ტუ გაგიკეთებია და მაქსიმუმ რამდენ მეტრში გისვრია

პოსტის ავტორი: cat Aug 26 2011, 12:32 AM

ჯგუფები 12 მეტრზე მაქვს გაკეთებული და ამ მანძილზე ჩაშკას ჩაშკასთან აჯენს... მაქსიმუმ 50-60 მეტრში შემთხვევით (მეორეს ვესროდი) გავარტყი მტრედს და მოეღო ბოლო. ისე კი 40-50 მეტრში შუშის ბოთლს თავისუფლად ვარტყავ და ამტვრევს 100%...

პოსტის ავტორი: gregory Aug 26 2011, 08:17 AM

ციტატა(Davitus @ 26th August 2011 - 12:08 AM) *
cat

ისე, თუ იცი, რამდენ დამუხტვაზე რამდენი აქვს სიჩქარე

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 26th August 2011 - 12:38 AM) *
სიჩქარეები მეც მაინტერესებს


gogich_89
cat

აი ბატონი ჯაჯას მინირეპორტი:
კვირას კოკას რომ 1377-ი გამოატანე და ქრონის შედეგები გინდოდა, აგერაა ბატონო

ესეიგი თითოეულ პუმპინგზე 3-3 გასროლა გავაკეთე და 10.5 გრანია ტყვიით მივიღეთ შემდეგი

1 Pump - 31.50 | 30.34 | 34.24 - საშუალოდ იძლევა 0.348 ჯოულს

2 Pump - 69.92 | 68.96 | 70.37 - საშუალოდ იძლევა 1.619 ჯოულს

3 Pump - 84.72 | 87.85 | 85.33 - საშუალოდ იძლევა 2.516 ჯოულს

4 Pump - 96.87 | 96.90 | 96.52 - საშუალოდ იძლევა 3.135 ჯოულს

5 Pump - 108.2 | 107.2 | 105.6 - საშუალოდ იძლევა 3.894 ჯოულს

10 Pump - 127.3 | 128.2 | 130.6 - საშუალოდ იძლევა 5.487 ჯოულს

15 Pump - 140.0 | 141.0 | 138.6 - საშუალოდ იძლევა 6.667 ჯოულს

20 Pump - 147.1 | 144.2 | 143.7 - საშუალოდ იძლევა 7.054 ჯოულს

25 Pump - 148.1 | 146.8 | 145.6 - საშუალოდ იძლევა 7.251 ჯოულს

30 Pump - 150.5 | 149.2 | 147.0 - საშუალოდ იძლევა 7.552 ჯოულს

როგორც ამ სიიდან ჩანს 15 დაკაჩავების მერე დიდად არარ იზრდება სიჩქარე და დიდი აზრი შემდგომ კაჩაობას აღარ აქვს, ასევთქვათ ოპტიმალურია და სტანდართულ თითქმის 7 ჯოულს იძლევა.

ხელთ არ გვქონდა მსუბუქი ტყვიები რომ სიჩქარე იმით გაგვეზომა, 10.2 გრანიანმა JSB-იმ აშკარად მეტი სიჩქარე მოგვცა, მაგალიტად 1 დაპუმპვაზე თუ CP მიდიოდა საშუალოდ 30-33 მეტრ წამით, JSB-იმ ეგრევე 53 მეტრ წამი აჩვენა.

მოკლედ საშუალოდ კროსმანის 7.9 გრანია ტყვიით სავარაუდოდ უნდა იყოს შემდეგი სიჩქარეები:

1 Pump - 36.87 მ/წ

2 Pump - 79.53 მ/წ

3 Pump - 99.14 მ/წ

4 Pump - 110.6 მ/წ

5 Pump - 123.3 მ/წ

10 Pump - 146.4 მ/წ

15 Pump - 161.3 მ/წ

20 Pump - 166.0 მ/წ

25 Pump - 168.3 მ/წ

30 Pump - 171.7 მ/წ


ესაა რა უხეშად



პოსტის ავტორი: cat Aug 26 2011, 10:32 AM

ხო მაგრამ ჩემსას ცოტა უკეთესი შედეგები უნდა ქონდეს... მე და ჯაჯამ რაღაცეები უმახინატორედ wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 26 2011, 01:30 PM

cat

ციტატა(cat @ 26th August 2011 - 11:32 AM) *
ხო მაგრამ ჩემსას ცოტა უკეთესი შედეგები უნდა ქონდეს... მე და ჯაჯამ რაღაცეები უმახინატორედ

შენ აზრზე არა ხარ ის ცხვირი რომ დავუმატეთ რა კაი რამე გავაკეთეთ smile.gif, დღეს სტანდარტულ 1377-ს ვტესტავდი და რამდენიმე ტყვია 1 და 2 პუმპზე საერთოდ ვერ გაისროლა, იმიტომ რომ ტყვია ჩერდება ზუსრად გადამშვებზე და ჰაერს ლულაში ასვლის საშუალებას არ აძლევს.

ზოგიერთ ტყვიაზე კი 15-18 მეტრ წამით დაბალ სიჩქარეს მიჩვენებდა ვიდრე ცოტათი შიგნით რომ შეწევდი ტყვიას და გაისროდი... ზოგიერთზე სამწუხაროდ რეაგირება საერთოდ არ ჰქონდა, ანუ რაც იყო ის დარჩა, იმიტომ რომ ის ტყვიები ისედაც სცდებოდა გადამშვების ხვრელს.

პოსტის ავტორი: gogich_89 Oct 2 2011, 03:44 PM

ბატონო გრიგოლ დაკვეთას რომ დააპირებთ ლულის კოლოფი მინდა აუცილებლად wink.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 12 2011, 03:34 PM

ამ იარაღს რაღაც დიდი ხანია ვაკვირდები, 20 მეტრში ზუსტი სროლა, პატარა, მსუბუქი, ჰმმ.140მ/წმ 20 მეტრში 10.5-ბით როგორი იქნება ვითომ. ოპტიკა არმომწონს, ამახინჯებს, რაიმე კოლიმატორულით მშვენიერი იქნება.

gogich_89 შენ რომელ ტყვიებს ხმარობ?

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 12 2011, 04:20 PM

ჯსბ მსუბუქებს ისვრის ზუსტად 8.4 გრეინიანებს
მე ოპტიკა მიყენია 25 მეტრში ბეღურას უპრობლემოდ ვარტყავ მეტი არც არის საჭირო
უფრო დიდ მანძილზე უკვე პსპ-ა საჭირო

პოსტის ავტორი: cat Dec 13 2011, 10:56 AM

იგივე ტყვიებს ვისვრი და 50 მეტრაზე უკვე არაა სტაბილური... თუმცა მიუხედავად ამისა რამოდენიმე გასროლაში წამლის პატარა (3X3 სმ) შუშის ბოთლს ვამტვრევ wink.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 13 2011, 11:36 AM

25 მეტრში 1.5-2სმ-იანი ჯგუფი კეთდება?

პოსტის ავტორი: cat Dec 13 2011, 03:53 PM

ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2011, 12:36 PM) *
25 მეტრში 1.5-2სმ-იანი ჯგუფი კეთდება?


25 მეტრიანი ტირი არ მაქვს, სამწუხაროდ sad.gif და 12 მეტრაში 8-9მმ აკეთებდა როგორც მახსოვს...

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 14 2011, 09:00 AM

cat

ოპტიკით ისვრი?

პოსტის ავტორი: cat Dec 14 2011, 10:46 AM

ციტატა(gogich_89 @ Dec 14 2011, 10:00 AM) *
cat

ოპტიკით ისვრი?


კი, 4X ოპტიცა მაქვს

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 16 2011, 08:42 AM

ლულის კოლოფის გამოცვლის გარეშე ჰათსანის მოდერი როგორ დავუყენო 1377ს
ვინემეს თუ გაქვთ ნაჩალიჩები დამეხმარეთ წინასწარ მადლობა,



თვიტონ ვიჩალიჩე და ლულა წინა მხარეს ძალიან პატარაზე აქვს გამოსული 3 მმ და ვერ დავამაგრე

პოსტის ავტორი: cat Dec 16 2011, 10:00 AM

ციტატა(gogich_89 @ Dec 16 2011, 09:42 AM) *
ლულის კოლოფის გამოცვლის გარეშე ჰათსანის მოდერი როგორ დავუყენო 1377ს
ვინემეს თუ გაქვთ ნაჩალიჩები დამეხმარეთ წინასწარ მადლობა,



თვიტონ ვიჩალიჩე და ლულა წინა მხარეს ძალიან პატარაზე აქვს გამოსული 3 მმ და ვერ დავამაგრე


ლულის წინ რომ პლასტმასი აქვს ეგ ნაწილი უნდა შეცვალო მთლიანად. უნდა გააკეთებინო (ინტერნეტში ბევრია სხვადასხვა). მაგაზე მოიჭრება რეზბა. ისე რამე უფრო კომპაქტურს გირჩევ, ჰაცანის ნამეტანი დიდი და მძიმე იქნება ამ მსუბუქი თოფისთვის(ჩემი გამოცდილებიდან)

პოსტის ავტორი: zviigo Dec 17 2011, 04:19 PM

ერთი კითხვა მაქვს, რამდენჯერ შეიძლება დაპუმპო 1377

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 17 2011, 07:16 PM

zviigo

ციტატა(shotiko @ 17th December 2011 - 05:19 PM) *
რამდენჯერ შეიძლება დაპუმპო 1377

რამდენზეც ნერვები გეყოფა smile.gif, მე მისინჯია 30 და 35-ი, მეტზე არ ავსულვარ smile.gif და ჩუმად გაგიმხელ რომ არც არის საჭირო სიჩქარსი მატება ძალიან მცირეა. ასე რომ ყოველ გასროლაზე 30 პუმპს მაინც ვერ გააკეთებ, ნერვები გიმტყუნებს ან უბრალოდ ხელი დაგეღლება smile.gif

პოსტის ავტორი: zviigo Dec 17 2011, 07:54 PM

ვივარჯიშებ biggrin.gif
მაგრა მინდა მაგრამ ფული არ მაქ თორე სიამოვნებით ვიყიდიდი საპლინკაოდ

პოსტის ავტორი: nikaparulava Dec 17 2011, 09:40 PM

მაგარია რო დატესტავვ სჰედეგებიი დადე!!!

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 07:53 AM

მე 50 ჯერაც დამიტენია ძალიან მარტივი მექანიზმია გასაფუჭებელი ისეთი არაფერი აქ ზატვორის რეზინი ფუჭდება მარტო

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 08:22 AM

15 დატენვის მერე აზრიც არ აქ მერე უკვე ნასოსის ადგილი ცხელდება

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 10:04 AM

ja_ja

ჰატსანის რეზერვუარი რომ იყიდება გუდვილში მაგის დაყენება თუ შეიძლება 1377ზე
ან გადაკეთებას თუ აკეთებს ვინმე

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 18 2011, 10:31 AM

gogich_89
მაგაზე ჩვენთან არავის დაუყენებია ჰაჩიკას რეზიკი.

შეძლებით ყველაფერი შეიძლება მაგრამ ჩალიჩი უნდა.

როდესაც მორჩები ჩალIჩს, გამოვა რომ გექნება დისკოს ზომის თოფი, რომელსაც ექნება მოკლე ლულა, და სიმძიმის ცენტრი ჰაჩიკას რეზიკის გამო ექნება საშინლად წინ გადაწეული... კაროჩე რაღაც გამოვა, მარა რა იქნება კაცმა არ იცის smile.gif


პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 11:10 AM

რეზიკიდ გარდა ლულის კოლოფის გამოცვლა მინდა და დისკოს ლულა

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 18 2011, 11:12 AM

gogich_89
ისე ახლა ვათვალიერებდი ინტერში რაღაცეებს და შენი პოსტიც მახსოვდა smile.gif

მოკელდ შენს თოფზე იდეალური გამოსავალი იქნება თუ აი ასეთ შტუკას მიამაგრებ



ეს არის Co2-ის ბალონები, გაკეთებულია, ალუმინისგან, მსუბუქია და 2000PSI-ს უძლებს, მოვულობა საკმარისი აქვს, მგონი 90 თუ 100 კუბიკია, შედეგად იღებ შედარებით მოკლე და მსუბუქ რეზერვუარს. აი გრიშას უნდა დავაბაროთ შემდებ ბალონებს როდესაც დააპირებს რომ 1-2-ცალი ეგ შტუკა ჩამოგვიტანოს ექსპერიმენტებისთვის.

უკრაინაშI სასტავს გატესტილი აქვს ეს ბალონები და კაროჩე მუშაობეს ვირივით, 300 ატმოსფეროს უძლებენ, თან მსოფლიოშიც არის, ამ ბალონების რეზერვუარად გამოყენების პრაქტიკა....

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 11:14 AM

ეგ მაგარი იდეააა გაიხარე ეხლა გრიგოლს უნდა დაველოდო მაშინ საბაჟოს ამბებს როდის მოაგვარებს sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: gregory Dec 18 2011, 11:19 AM

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 18th December 2011 - 12:14 PM) *
ეგ მაგარი იდეააა გაიხარე ეხლა გრიგოლს უნდა დაველოდო მაშინ საბაჟოს ამბებს როდის მოაგვარებს

ბალონებზე ჯერ არაა შეზღუდვა, მაგრამ თვითმფრინავით ვერ აგზავნიან და ზღვით კი ეხლახან ჩამომივიდა ბალონების პარტია sad.gif

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 11:21 AM

ესეიგი დამჭირდება ლულის კოლოფი დისკოს ლულა და ეგ ბალონი კიდე კონდახი
ლულის დასამაგრებელი რვიანიც

პოსტის ავტორი: gogich_89 Dec 18 2011, 11:32 AM

gregory


მარტო ბალონი რო ვიყიდო მერე სანამ დანარჩენებს ვიყიდი გულიც დამარტყავს ყველაფერი ერთად მინდა შეზღუდვა რო მოიხსნება მერე ვიჩალიჩებ


ja_ja

მაგ ბალონით თუ იცი დაახლოებით რამდენი გასროლა ექნება

პოსტის ავტორი: gregory Dec 18 2011, 11:37 AM

ეხლა ვუყურებ ქროსმანის საიტს და არც airsourse აღარ ჩანს და არც მაგ ბალონზე მორგებული იარაღები sad.gif ნეტა რა ხდება?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 18 2011, 01:55 PM

gogich_89

ციტატა(gogich_89@mail.ru @ 18th December 2011 - 12:32 PM) *
მაგ ბალონით თუ იცი დაახლოებით რამდენი გასროლა ექნება

ნამდვილად არ მახსოვს, დაძებნა უნდა ყვითელ ფორუმზე და გასარკვევია.

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 19 2013, 06:14 PM

თემის ავტორთან მაქვს კითხვა , ან იქნებ ja_ja მაც იცოდეს,
ამ "up" ს მხოლოდ ისინი აქვს გაკეთებული რაც პირველ გვერდზე წერია?
შიდა ნაწილები (კლაპანი, ნასოსი(თუ როგორც ქვია) ) შეცვლილი აქვს?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2013, 08:59 PM

თუ CAT-ის მიერ გაკეტებულ მოდიფიკაციებს გულისხმობ, მანდ იყო დამატებული კონდახი, მოდერი ცევიოზე სახვეული რბილი ასალა და მიმწოდებლის ცხვირი გადაკეთებული

კლაპნები დგუში და სხვა ეგეთებიო არ გადაკეთებულა.

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 07:12 AM

გასაგებია , მადლობა )

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2013, 07:53 AM

Ex3

ციტატა(ja_ja @ 19th August 2013 - 09:59 PM) *
მანდ იყო დამატებული კონდახი, მოდერი ცევიოზე სახვეული რბილი ასალა და მიმწოდებლის ცხვირი გადაკეთებული

+ კოლოფი აქვს გამოცვლილი!
თავიდან პლასტმასის კოლოფი აქვს და ზედ ოპტიკა არ დგება!
ნუ შესაძლებელია სპეციალური გადამყვანების დაყენება და მერე ოპტიკაც დადგება smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 08:24 AM

ხო intermount ებით ვაპირებ ოპტიკის დაყენებას, მარა ოპტიკა 2 ვარიანტი მაქვს , geojorjikas ვკითხე forum.ge ზე ახლა რომელი ჯობია )

http://forum.ge/?f=49&showtopic=34055677&st=1230

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2013, 08:37 AM

Ex3
ოპტიკა რაც შეიძლება მსუბუქი და კომპაქტური გინდა. 1377 დან შორ მანძილზე და რაღაც განსაკუთრებულ ჯგუფებზე არ უნდა იფიქრო. ამიტომ 4X32 სავსებით საკმარისია smile.gif


პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 08:40 AM

ამაზე რას იტყვი? 360 გრამია :
http://www.amazon.com/gp/product/B001PO5QNG/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A1HZY90HEPA6YB
ან ეს და რინგების შეცვლაც აღარ მომიწევს:
http://www.amazon.com/CenterPoint-Illuminated-Mil-Dot-Reticle-Dovetail/dp/B004IKYKOA/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1376977381&sr=1-1&keywords=center+point+4+32

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 20 2013, 08:44 AM

Ex3
პარალაქსის საქმე ქუნემ მაგ ოპტიკაზე , ისეთი აარჩიე სადაც პარალაქსის რეგუირება არსებობს

პოსტის ავტორი: r-O-m-A Aug 20 2013, 08:53 AM

მაგეთ იარაღზე მე შენ ადგილზე კაი კოლიმატორს დავაყენებდი

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2013, 08:57 AM

ციტატა(giorgi @ 20th August 2013 - 09:44 AM) *
პარალაქსის საქმე ქუნემ მაგ ოპტიკაზე , ისეთი აარჩიე სადაც პარალაქსის რეგუირება არსებობს

geojorjika
რად უნდა პარალაქსის გასწორება, ზუმი და განათება?
ყველაზე მარტივი და მსუბუქი უნდა მაგას smile.gif ან მართლაც კოლიმატორი smile.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Aug 20 2013, 09:02 AM

gregory
უნდა გრიგო, უნდა, კოლიმატორი მაგარი სიქინჩობაა პნევმატიკაზე

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 09:09 AM

geojorjika
და ეგ პარალაქსის გასასწორებელი იმის მიხედვით უნდა დავატრიალო თუ მიახლოებით რა მანძილზე იქნება მსხვერპლი?
ანუ ახლა რომ ვიყიდო ოპტიკა პარალაქსი წინასწარ 30 მეტრზე გასწორებული , მიახლოებით რა მანძილებზე იქნება ზუსტი? მაგ 20 - 40 ? თუ იქნება ასე მაშინ მაწყობს , თუ არადა ალბათ მომიწევს იმ 85$ იან UTG ზე ავიყვანო ბიუჯეტი ))
კოლიმატორზე ვიფიქრე მარა, რა მანძილზე შევძლებ მაგით დამიზნებას? როგორც ამერიკელები იტყვიან small game hunting ისთვის წავა?

უი რამდენი დაგიწერიათ სანამ მე ვწერდი biggrin.gif
ვერ გამიგია რა ვქნა ))

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2013, 09:16 AM

ციტატა(Ex3 @ 20th August 2013 - 10:09 AM) *
ანუ ახლა რომ ვიყიდო ოპტიკა პარალაქსი წინასწარ 30 მეტრზე გასწორებული , მიახლოებით რა მანძილებზე იქნება ზუსტი? მაგ 20 - 40 ?

Ex3
ვაოფებთ თემას( აქ განსახილველი არაა), მაგრამ სიზუსტე და პარალაქსი ერთმანეთთან კავშირში არაა. პარალაქსის გასწორება იწვევს "ფოკუსის" გასწორებას, ანუ იდეალურად, დაუბინდავად და მკვეთრდ ჩანს სამიზნე.

ციტატა(Ex3 @ 20th August 2013 - 10:09 AM) *
თუ არადა ალბათ მომიწევს იმ 85$ იან UTG ზე ავიყვანო ბიუჯეტი ))

შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე გამოცდილებით გეუბნები: მაგ იარაღზე მიყენია 4X32 და 3 მეტრზეც და 50-ზეც იდეალურად ჩანს smile.gif
თუ გაქვს დრო და სურვილი შემომიარე და გაგახედინებ smile.gif



პოსტის ავტორი: ja_ja Aug 20 2013, 09:22 AM

Ex3
ძირითადად რაც იყიდება ოპტიკა ყველას ცვლადი პარალაქსი აქვს და იმის და მიხედვით თუ რა მანძილზეა ობიექტი იმ ნიშნულზე უნდა დააყენო პარალაქსიც.

მაგალითად შეჯიბრისას FT-ში პარალაქსის გასწორების საშუალება გაძლევს საშუალებას გამოიცნო მანძილი. ანუ სამიზნეები სხვა და სხვა დისტანციაზეა და შენ უნდა გამოთვალო რა დისტანციაზეა სამიზნე რომ ტყვიის ვარდნა გათვალო.

თუ არ იცი მანძილი ტყვია ზემოთ ან ქვემოთ წავა, ამიტომაც ბევრი სპეციალურად ყიდულობს მგრძნობიარე პარალაქსის მქონე ოპტიკას და კვირების და თვეების მანძილზე უნდებიან მარკირებას რომ შემდეგში გლეხურად რომ ვთქვათ ფოკუსის გასწორებით მიხვდნენ რა მანძილზეა სამიზნე და შესაბამისად მილდოტებში გამოთვალონ სად უნდა ისროლონ რომ მიზანი მოხსნანან.

არსებობს არაკორექტირებადი პარალაქსის მქონე ოპრიკებიც, ძირითადად სანადირო თოფებისთვის, მაგრამ გასწორებული პარალაქსი არის, ხოლმე 50-მეტრიდან, ამ შემთხვევაში ახლო მანძილზე ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, ძალიან შორსაც უკვე ითქვიფება ყველაფერი, მაგრამ ძირითად მანძილზე ასე 50-დან 300 მეტრამდე ყველაფერი ნორმალურად ჩანს.

კაროჩე შენ არასწორად სვავ კითხვებს და არასწორი კუთხით უდგები ოპტიკას. ჯერ უნდა ჩამოაყალიბო რისთვის გინდა, ნუ იასნია 1377-ისთვის, სავარაუდოდ ეგრევე გადადიხარ სანადირო კლასში, ესე იგი ყიდულობ რაიმე ოპტიკას რომელსაც აქვს 3-დან 9-მდე ჯერადობა, რაიმე პატარა, მეტი 1377-ისთვის საჭირო არაა.

დალშე ირჩევ ან 25 მილიმეტრიანი მილს, ან 30 მილიმეტრიან მილს, იდეაში 30-იანზე უმეტეს წილად პარალაქსის გასწორება გაქვს მარცხენა მხარეს, ხოლო 25-იანზე უმეტესწილად არის, წინა ლინზის ტრიალით, ანუ უნდა ამოირჩიო რომელია უფრო კომფორტული, გვერდითა ბარაბანს უმეტესობა ირჩევს, მაგრამ მაინც ინდივიდუალური საკითხია.

შენ თუ პარალაქსის გასწორება გეზარება და გინდა რომ ერთ რაღაცაზე დააყენო და ტვინი არ იბურღო ნადირობისას, მაშინ ოპტიკას უნდა შეეშვა და იყიდე კოლიმატორი, ეგ შტუკა 0 მეტრიდან 1000 მეტრამდე მუშაობს და არანაირი პარალაქსი არ სჭირდება, თუმცა ჯერადობაც როგორც წესი ან საერთოდ არა ქვს, ან მაქსიმუმ 2-3x-ი აქვს.

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 09:27 AM

თემას აღარ გავაოფებ )
მადლობა რჩევებისთვის )

პოსტის ავტორი: gregory Aug 20 2013, 10:41 AM

ციტატა(Ex3 @ 20th August 2013 - 09:24 AM) *
ხო intermount ებით ვაპირებ ოპტიკის დაყენებას,

Ex3
მაგას კოლოფის გამოცვლა ჯობს 100 თავით!
ეგ ინტერმაუნტები ლულაზე დფება, სიმყარე ნაკლები აქვს, თანაც ზედ კიდევ სტანდარტულ რინგებს აყენებ. მერე ოპტიკა წინ იწევს და კონდახს რომ დაუმაგრებ შეიძლება თვალზე კარგად ვერ მოირგო...


პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 11:58 AM

gregory
ხო მაგაზე ვიფიქრე თვალზე ვერ მოვირგებ მეთქი , მარა :

აქ რომ მოვიტყუო კროსმანის საიტზე რამე პრობლემაა?
თორე ამაზონზე 60$ ღირს : |

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 20 2013, 12:02 PM

Ex3
რაც გინდა მიუთითე მაინც ვერ იყიდი smile.gif

არ აღიარებს კროსმანის საიტი ამერიკული ბარათებისა და ამერიკული გადახდის სისტემების გარდა არაფერს, ასე რომ შაგიძლია სინჯო (ვდრუგ და რამე შეიცვალა), ან შეგიძლია ამაზონზე იყიდო ზედმეტი პრობლემების გარეშე smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 12:18 PM

ისე ამერიკული ბარათი მაქვს, http://www.payoneer.com/ (გამოიყენება ისეთ შემთხვევაში თუ რომელიმე საიტი საიდანაც გაქვს შემოსავალი არ რიცხავს შენი ქვეყნის ბარათზე) ის მაგრამ ბილინგი ქართული მაქვს ამ ბარათზე როგორც ახლა გავარკვიე და ჯობია ისევ:

ციტატა
ამაზონზე იყიდო ზედმეტი პრობლემების გარეშე smile.gif

ეჰ რა მინდოდა ამ 1377 ს რომ ვყიდულობდი , მეყიდა რამე ზ.დ.პ. ნორმალური და ოპტიკა მექნებოდა მარტო დამატებით საიყიდი )
მარა იმას ჩანთით ვერ ვათრევ სოფელში ყოველ შაბათ კვირას biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 20 2013, 01:46 PM

Ex3
ეჰ... სამწუხაროდ არავინ მიჯერებს ხოლმე sad.gif

ადრე მაგის საფუძველზე რამდენი უაზრო ბატალიები გვქონდა ხოლმე ფორუმზე smile.gif, ერთი ორმა ისიც კი მითხრა რომ მე ძალით ვჩალიჩობდი რომ ხალხისთვის პრობლემები შემექმნა, იმენნა ყბა ჩამომივარდა smile.gif რაფერ უნდა მეჩალIჩე მე იმ საიტზე ვერ ვხდები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ ამ ბოლო დროს გადახდასთან დაკავშირებულ თემებში მოკლე კომენტებს ვწერ ხოლმე, მაინც არავინ მიჯერებს და რა აზრი აქვს თითების კლავიატურაზე რახუნს smile.gif

ციტატა(Ex3 @ 20th August 2013 - 01:18 PM) *
ეჰ რა მინდოდა ამ 1377 ს რომ ვყიდულობდი

ნუ ისეთი პონტია რა... კაი მიმზიდველი რაღაცაა, მაგრამ თუ თავიდანვე არ გაქვთ ჩაფიქრებული გადაკეთება და აბგრეიდი, პლიუს თუ თავიდანვე არ ხარ ფსიქოლოგიურად მზად საკმაოდ დიდი თანხების ჩასხმაზე, რომელიც რამდენჯერმე აღემატება თოფის ღირებულებას... ეგეთ შემთხვევაში ყოველთვის გულის გაცრუებაა ხოლმე

გახსოვს მოგწერე - ის გადაკეთებული 1377-ი რომ მოგექონა ნამეტანი ძვირი დაჯდა მეთქი smile.gif მგონი მთლიანად სადღაც 900$-მდე დაუჯდა პატრონს, მაგრამ მუღამი ჰქონდა და ფული არ ენანებოდა, საერთო ჯამში კი ღირებულებამ მგონი 15-ჯერ გადააჭარბა თოფის საწყისს ღირებულებას, პლიუს მანდ არ შეუყვანია ტიპს აქაურ ხელოსნებთან სირბილი და საკუთარი ძალებით რაღაცეების კეთება smile.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 02:38 PM

ხო pcp კაი რამეა , მარა მაგას შესაბამისი $$$ უნდა )
იმედგაცრუებული არ ვარ უბრალოდ წინასწარ ამდენი რაღაც არ მქონდა გათვალისწინებული ) მუღამი კი მაქვს სანამ არ მომწყინდება ნელ ნელა დავააფგრეიდებ და გავერთობი სოფელში ნადირობით ) ) iron sight ებით 20 მეტროში თუ რამეზე დადებული არ მაქვს იარაღი რომ არ იყანყალოს ვერ ვარტყამ "გავიადინის" ქილას მარა გასართობად მაინც კაია ))

პოსტის ავტორი: r-O-m-A Aug 20 2013, 02:39 PM

Ex3
თუ გინდა გაყიდე, მე სიამოვნებით ავიღებდი smile.gif wink.gif და იყიდე ზ.დ.პ დაშლი და იმასაც წაიღებ სადაც გინდა smile.gif)

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 20 2013, 02:49 PM

r-O-m-A
მაწყობს ეგ ვარიანტი უბრალოდ რომ ჩამოვიტან მერე ზ.დ.პ. გამოწერას ვერ გავრისკავ(ჩვენთან კიდე ძვირია smile.gif ) ,სექტემბერში ჩამოვდივარ და თან ჩამომაქვს , წინასწარ რომ მოვემზადე შეიძლება ჩვენი საბაჟოდანაც ვერ გამოვიტანო )
პ.ს სულებზე ნადირობის განყოფილებაში რა ხდება ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 20 2013, 03:48 PM

Ex3

ციტატა(Ex3 @ 20th August 2013 - 03:49 PM) *
პ.ს სულებზე ნადირობის განყოფილებაში რა ხდება ?

სულებზე ნადირობენ smile.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Aug 20 2013, 07:11 PM

ja_ja
მაგარი არანორმალური ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 21 2013, 11:23 PM

biggrin.gif

მოდერატორი (ან გრძელი ლულა) რომ დავუყენო "რვიანის" გამოცვლა მომიწევს? ძველში რომ ხვრელი გავადიდო არა?

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 22 2013, 12:31 AM

პოსტს არ მასწორებინებს ბარემ აქ ვიკითხავ
კოლიმატორით რა მანძილზე შეუძლია საშუალო მონაცემების მქონე მსროლელს გაარტყას შაშვისხელა ფრინველს?

პოსტის ავტორი: gregory Aug 22 2013, 06:58 AM

ციტატა(Ex3 @ 22nd August 2013 - 12:23 AM) *
მოდერატორი (ან გრძელი ლულა) რომ დავუყენო "რვიანის" გამოცვლა მომიწევს? ძველში რომ ხვრელი გავადიდო არა?

ნუ ის ხუფი პლასტმასია და საკმაოდ არამყარი. აი კოლოფი თუ გამოცვალე, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა


ციტატა(Ex3 @ 22nd August 2013 - 01:31 AM) *
კოლიმატორით რა მანძილზე შეუძლია საშუალო მონაცემების მქონე მსროლელს გაარტყას შაშვისხელა ფრინველს?

არც კოლიმატორი და არც სუპერ-პუპერ ოპტიკა მიზანს არ არტყავს smile.gif მიზანს ხვდება იარაღიდან გასროლილი ტყვია. შენს შემთხვევაში 30 მეტრი გაქვს საასპარეზო მანძილი. ასე რომ უპოტიკოდ, ოპტიკით და კოლიმატორითაც უპრობლემოდ მოინადირებ შაშვის ხელა ფრინველს

პოსტის ავტორი: r-O-m-A Aug 22 2013, 09:22 AM

gregory
+
მე კოლიმატორი მაგიტომ გირჩიე, მაგით ჯგუფებს ვერ გააკეთებ 50 მეტრზე, თან 700 გრამიან იარაღს რატო უნდა დაადგა კილოიანი ოპტიკა როცა 30 მეტრს იქით სროლას აზრი არ აქ, ტყუილი ხარჯია, და დამძიმება, ნადირობისთვის, გასართობად და ვიზუალურად კოლიმატორი იდიალურია მაგ იარაღისთვის, სწრაფად დაუმიზნებ, სამიზნე არ დაგეკარგება, და შენი იარაღის შესაძლებლობებს სრულიად ამოწურავს. კოლიმატორი იგივე ღია სამიზნეა, ოღონდ ბევრად გამარტივებული, უბრალოდ წერტილს დაასვავ სამიზნეს, საღამოთიც იდიალურია, ხოლო თუ ზუმი აქ ეგ ალბათ უკეთესი იქნება ალბათ, მარა არანაირი ზუმი შენ ფიშთოს არ ჭირდება, ისეთს რას უნდა ესროლო 25 მეტრში რომ კოლიმატორით გაგიჭირდეს სროლა:-)

Ex3
თუ სხვა იარაღის ყიდვას აპირებ ტყუილა ეს არ გააფუჭო და ისეთი არაფერი გაუკეთო რო საწყის მფგომარეობაში ვეღარ დაბრუნდეს, შენი ხელით არაფერი არ გახვრიტო და არ გაადიდ გამოადიდო:-) თორე მერე გაყიდვისას ფასი დაუვარდება:-) ამ იარაღის პოტენციური მყიდველი ვარ biggrin.gif

Ex3
თუ სხვა იარაღის ყიდვას აპირებ ტყუილა ეს არ გააფუჭო და ისეთი არაფერი გაუკეთო რო საწყის მფგომარეობაში ვეღარ დაბრუნდეს, შენი ხელით არაფერი არ გახვრიტო და არ გაადიდ გამოადიდო:-) თორე მერე გაყიდვისას ფასი დაუვარდება:-) თან ამ იარაღის პოტენციური მყიდველი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 22 2013, 10:14 AM

პროგრამული კოდი
მე კოლიმატორი მაგიტომ გირჩიე, მაგით ჯგუფებს ვერ გააკეთებ 50 მეტრზე, თან 700 გრამიან იარაღს რატო უნდა დაადგა კილოიანი ოპტიკა როცა 30 მეტრს იქით სროლას აზრი არ აქ, ტყუილი ხარჯია, და დამძიმება, ნადირობისთვის, გასართობად და ვიზუალურად კოლიმატორი იდიალურია მაგ იარაღისთვის, სწრაფად დაუმიზნებ, სამიზნე არ დაგეკარგება, და შენი იარაღის შესაძლებლობებს სრულიად ამოწურავს. კოლიმატორი იგივე ღია სამიზნეა, ოღონდ ბევრად გამარტივებული, უბრალოდ წერტილს დაასვავ სამიზნეს, საღამოთიც იდიალურია, ხოლო თუ ზუმი აქ ეგ ალბათ უკეთესი იქნება ალბათ, მარა არანაირი ზუმი შენ ფიშთოს არ ჭირდება, ისეთს რას უნდა ესროლო 25 მეტრში რომ კოლიმატორით გაგიჭირდეს სროლა:-)

ციტატა
არც კოლიმატორი და არც სუპერ-პუპერ ოპტიკა მიზანს არ არტყავს smile.gif მიზანს ხვდება იარაღიდან გასროლილი ტყვია. შენს შემთხვევაში 30 მეტრი გაქვს საასპარეზო მანძილი. ასე რომ უპოტიკოდ, ოპტიკით და კოლიმატორითაც უპრობლემოდ მოინადირებ შაშვის ხელა ფრინველს

ეგ რათქმაუნდა , უბრალოდ რამდენად შესაძლებელია მეთქი იმიტომ ვიკითხე რომ ღია სამიზნით ცუდი დასამიზნებელია ძაან უნდა გაუსწორო რკინა რკინაში ) და კოლიმატორის შემთხვეაში როგორაა მეთქი ალბათ წერტილის ზომას გააჩნია და ჩემს მხედევლობას აქ უკვე )
ციტატა
Ex3
თუ სხვა იარაღის ყიდვას აპირებ ტყუილა ეს არ გააფუჭო და ისეთი არაფერი გაუკეთო რო საწყის მფგომარეობაში ვეღარ დაბრუნდეს, შენი ხელით არაფერი არ გახვრიტო და არ გაადიდ გამოადიდო:-) თორე მერე გაყიდვისას ფასი დაუვარდება:-) თან ამ იარაღის პოტენციური მყიდველი ვარ biggrin.gif

უფრთხილდები შენს პოტენციურ იარაღს? biggrin.gif მარა არამგონია გავყიდო ,იმიტომ რომ გაყიდვის შემთხვევაშიც ვეღარ ვიჩალიჩებ ახალზე თან ამ იარაღს ჩემთვის გარკვეული + ები აქვს ))

მოსაფიქრებელი დრო მაქვს, ვნახავ , ჩემი(დამიზნების) შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადავწყვიტავ რომელი დავითრიო )

ისე თAვიდან 10 მეტრშიც ძლისვს ვარტყამდი , გუშინ 20 მეტრში ლითონის ჭიქას 5 დან 3 მოვარტყი , მგონი კოლიმატორი გაცილებით გამიადვილებს საქმეს ოპტიკა აღარ დამჭირდება, ვნახავ.








პოსტის ავტორი: r-O-m-A Aug 22 2013, 10:32 AM

Ex3
კოლიმატორი, კაი ხარისხიანი ბევრად კომფორტულია, ნახე იბეიზე არის რაღაც რაღაცეები და წარმოდგენას შეიქმნი როგორი რამეა

პოსტის ავტორი: gregory Aug 22 2013, 11:26 AM

ციტატა(romamanjavidze @ 22nd August 2013 - 11:32 AM) *
ისე თAვიდან 10 მეტრშიც ძლისვს ვარტყამდი , გუშინ 20 მეტრში ლითონის ჭიქას 5 დან 3 მოვარტყი , მგონი კოლიმატორი გაცილებით გამიადვილებს საქმეს ოპტიკა აღარ დამჭირდება, ვნახავ.


Ex3
აი კონდახს რომ დაუყენებ მერე ნახე smile.gif


პოსტის ავტორი: Ex3 Aug 23 2013, 01:25 AM

გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )

პოსტის ავტორი: gregory Aug 23 2013, 06:38 AM

ციტატა(Ex3 @ 23rd August 2013 - 02:25 AM) *
გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )

Ex3
ნამდვილად სწორი მიდგომაა....

პოსტის ავტორი: r-O-m-A Aug 23 2013, 07:56 AM

ციტატა
ციტატა(Ex3 @ 23rd August 2013 - 02:25 AM)
გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )

Ex3
ნამდვილად სწორი მიდგომაა....


+1

მე მეგონა კონდახი უკვე ნაყიი გქონდა ოპტიკაზე რო დაიწყე ლაპარაკი, პირველი რაც უნდა ქანა ამ იარაღზე ეს კონდახია. შენ ადგილზა მე კონდახს და კოლიმატორს დავადგავდი და ვისიამოვნებდი მაგრად.

პოსტის ავტორი: Ex3 Aug 23 2013, 04:50 PM

r-O-m-A
არა ჯერ მარტო იარაღი და ტყვიები მაქვს, ესენი წინასწარ მოვამზადე shopping cart ში რომ საქართველოში ჩამოსვლის მერე გამოვიწერ მეთქი ))

პოსტის ავტორი: Ex3 Sep 9 2013, 12:38 PM

ხომ არ იცით მოდერი სად შეიძლება ვიყიდო ?
თემის ავტორს უწერია რომ 10$ ად იყიდა და მაგას კიდე ადაპტორი უნდა? ხმა მინდა ჩავუხშო )

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2013, 12:56 PM

Ex3
გააკეთებინე ვინმეს wink.gif

მაგრამ 10$-შჳ ეჭვი მეპარება ჩაეტიო wink.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Sep 9 2013, 01:02 PM

geojorjika
გასაგებია ) მაგას ბოლოსთვის დავიტოვებ მაშინ )

პოსტის ავტორი: bazuka Sep 12 2013, 07:46 PM

ტუნინგებზე აფებზე არსებობს განყოფილება, და ოსტავეთ იმ განყოფილებაში

!!!

პოსტის ავტორი: gigi30 Jul 6 2014, 10:15 AM

ხომ ვერ მეტყვით, რა სხვაობაა 1377-სა და pc77b-ს შორის?

პოსტის ავტორი: gregory Jul 6 2014, 10:17 AM

ციტატა(gigi30 @ 6th July 2014 - 11:15 AM) *
ხომ ვერ მეტყვით, რა სხვაობაა 1377-სა და pc77b-ს შორის?

ახალ მოდელებში პლასტიკის ფერის გარდა არავითარი.


პოსტის ავტორი: gigi30 Jul 10 2014, 10:32 AM

მადლობა, ბატონო გრიგოლ!

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 4 2015, 09:19 PM

გამარჯობათ და გილოცავთ ყველაფერს ერთად.
გრიგორთან ვიყიდე კროსმან 1377-ი და მინდა მოდერი დავუყენო სად შევიძინო ან სად გავაკეთებინო ვინ იცის მოდერის კეთება კარგად.
თქვენი დახმარება მინდა.

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 5 2015, 12:25 AM

mamukaaa
შეძენის რა გითხრა მაგრამ , აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?

მე დავაყენე მაგალითად , მაგრამ მომიწია , ლულისკოლოფის და წინ კომპრესორში რომ რაღაც პლასმასია ჩათხრილი მაგის შეცვლა

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 5 2015, 04:57 AM

კოლოფი რისი დააყენეთ?
პლასმასი ქარხნულია თუ თვითნაკეთი?ისეთი ხმა აქვს სრილისას რო კველაფერი გარბის.იქნებ დამეხმაროთ რამე.

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 5 2015, 10:26 AM

თუ ყიდვა პრობლემაა იქნებ თვითნაკეთი რამე მასწავლოთ.თორემ მეზობლებმა შემჩამეს თავიანთი დამფრთხალი ქათმებით და კატებით.მე მიზანში მინდა ვისროლო და ვერ მისვრია.

დამეხმარეთ რამე.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 5 2015, 03:00 PM

mamukaaa
ქარხნული არ არსებობს, ასე რომ ეგ საკითხი ისედაც გამორიცხულია.

რაც შეეხება ტუნინგს და შენით ან სხვისი დახმარებით გაკეთებას, მაგაზე კითხვა დაგისვა geojorjika-მ, კერძოდ

ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 12:25 AM) *
აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?


ანუ დამაგრების 2 ძირითადი მეთოდი არსებობს:

1) ლულაზე უნდა იყოს მოჭრილი რომელიმე ზომის რეზბა როგორც ვინტზე, ხოლო მოდერატორზე (რომელიც ჰაერის ნაკადს მოკვეთავს) შიგნიდან როგორც ბოლტზე ამოხრახნილი იქნება იგივე ზომის რეზბა. შედეგად როგორც ჰოლივუდის ფილმებშია ხოლმე ისე დაახრახნი მოდერატორს ლულაზე. მაგრამ 1377-ს არ აქვს ლულა თავისუფალი შედეგად ვერ დაახრახნი ვერაფერს რომც მოჭრა ლულაზე რეზბა,

2) მეორე დამაგრების მეთოდი მდგომარეობს შემდეგში, ლულას რა გარე დიამეტრიც აქვს, იმ დიამეტრის ხვრელიან მოდერატორს აკეთებს, ჩამოაცმევ ლულაზე მოდერატორს და დაფიქსირებისთვის სიტყვაზე ზემოდან ან გვერდიდან ერთ ვინტს გადაუჭერ. აქაც ისევ და ისევ ეჭედები, იმიტომ რომ 1377-ს სტანდარტულად ლულა შეფუთული აქვს პლასტმასის შტუკაში და ვერაფერს ზედ ვერ ჩამოაცმევ.

ანუ პრობლემა არის ყოველთვის ლულის თავზე წამოცმული პლასტმასი, რომელიც ასევე ასრულებს დამტენი ბერკეტის დამჭერ როლს





აქედან გამომდინარე ხელახლა ისმის ჟორჯიკას კითხვა
ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 12:25 AM) *
აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?


აქ ის კი არაა ნახსენები რომ ვიღაც ქულას იწერს, აი არ გამოდის და რაფერ წარმოგიდგენია ეგ საქმეო, არამედ კითხვა სულ სხვანაირად ტექნიკური კუთხით ჟღერს, კერძოდ - რადგან ზემოთხსენებულის გამო პირდაპირ ვერ წამოვაცმევთ ლულაზე მოდერატორს, რჩება შემდეგი ტექნიკური საშუალებები:

1) უნდა მოხდეს გრძელი ლულის დაყენება და შედმეგ როდესაც ეგ პლასტმასი დაძლეული იქნება და გავცდებით შესაძლებელი იქნება გინდა რეზბაზე, და გინდა ვინტზე დასმა... პროსტა ეგაა რომ ეს მეთოდი მინიმუმ გულისხმობს დამატებით ლულის შეძენას, ეგ კი ყველას არ მოსწონს



2) საჭიროა სპეციალური გადამყვანის გაკეთება რომელიც ჩაჯდება სტანდარტული პლასტმასის ადგილზე, და ზედ ექნება რეზბა გაკეთებული რომელზეც მერე შენს მოდერატორს ჩამოახრახნი.... მე პირადად ერთხელ ეგეთის კეთება დავიწყე და ბოლოს ვთქვი რომ მაგის გამკეთებელი მეორედ არ ვარ, იმიტომ რომ აურაცხელი დრო იხარჯება, ლამის 6-7 საათი მუშაობა და ახლა რა ფასი უნდა უთხრა მაგ კუკუ დეტალში ადამიანს? 10-20 ლარი პროსტა შენი ტავი გეცოდება, პლიუს მასალა და ინსტრუმენტის ცვეთა, მაგ ფასად მერჩივნა გოგოებთან ერთად კაფეში გავსულიყავი და არა სტანოკთან ვმდგარიყავი 6-7 საათი და ამოვგანგლილიყავი ზეთში და უბედურებაში.. 60-100 ლარს იტყვი და ყველა გეტყვის შენ შილო გიჟი ხომ არა ხარო, ნუ მამენტ შეიძლება იმის გადასახედიდან ეგრეც არის, და სულაც არ ხედავს იმას რომ რამდენიმე საათი ვიღაცამ იჩალიჩა და იმასაც მაგ დროში სულ სხვა რამე შეეძლო გაეკეთებინა უფრო მარტივად და მეტი მოგება მიეღო...



3) ნუ ზოგიერთი უფრო შორს მიდის და სულაც არ უნდა არც ეგეთი გადამყვანი და არც ისეთი გრძელი ლულა, ნუ მაშინ უკვე ჩალიჩი მიდის იმაზე რომ ლულა და რეზერვუარის ცილინდრი ერთმანეთს დააშორონ, იმისათვის რომ ლულაზე ნორმალურად ჩამოიცვას რაიმე, თორემ სტანდარტულ პონტში ლულიდან მხოლოდ 1 მილიმეტრია დარჩენილი ადგილი, ანუ უნდათ რაღაც ამდაგვარის მიღება:



ზოგს ეგეთი არ ყოფნის და კიდევ კლიპის დამაგრებაც უნდა მაშინ უკვე რაღაც ამდაგვარი კოლოფია საჭირო



მაგრამ ეგ უკვე მოდერის გარდა კოლოფის მოთხოვნილებას აჩენს, ლულა მოსარგებია ახალ კოლოფზე და აეე იმდენი საქმე ჩნდება რომ მზად უნდა იყო ფინანსური ხარჯებისთვის



ამ ყველაფერი ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე გასაგებია რომ მოდერი გინდა, რათა მეზობლის ქათმები არ დაფრთხნენ, მაგრამ როგორ ამაგრებ ლულაზე მოდერს? თორემ თუ პროსტა მოდერი გინდა მითხარი და 50 ლარად ჩაგახუტებ, მაგრამ თუ ვერ დააყენებ მაგ შტუკაზე, მაშინ რა აზრი აქვს?

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 5 2015, 04:58 PM

აი ამს ვგულისხმობდი მე (ეს მარადიორის კლიპზეა)



პ.ს. რვიანის დამაგრებას ვფქირობდი და რაცხა გავიჭედე smile.gif სად დავამაგრო ვერ გადამიწყვეტია, შუაში თუ ბოლოში მოდერთან

ja_ja
კსტაწი ისე იტენება რომ ზედმეტი მოძრაობები კლიპის დასატრიალებლად (რაც წინა მოდელებს სჭირდებოდა) აღარ სჭირდება smile.gif , ჰოდა დროა გადმოხვიდე ამ ტექნოლოგიაზე 2 მეტრიანი მიმწოდებლები რომ გიყენია ფიშტოებზე biggrin.gif

პ.პ.ს. წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Jan 5 2015, 05:10 PM

ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 05:58 PM) *
პ.პ.ს. წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა?

კი , ეგრე ქენი და თან აირსოფტის შარიკები ატარე ხოლმე, ნა ვსიაკი სლუჩი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 5 2015, 05:52 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 05:58 PM) *
წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა?

და რავი მე სათოფეზე 2 თვეა აღარ მინახიხარ და თუ მოხვალ კიბატონო შევღებოთ smile.gif

P.S. აი მიმწოდებელი კი რა გითხრა ეგ კი მარტივია და მოკლეა, მაგრამ რაცხა სათამაშოს აჩუჩენიეს მიტოვებს მე smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 5 2015, 08:02 PM

ja_ja
ებიჯო შესაღები შტუკები მე არ მაქვენ თუ? biggrin.gif , პროსტა არ ვიცი როგორი წითელია რაც მაქვს ეგ smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 5 2015, 09:12 PM

დიდი მადლობა რჩევისთვის მე არ მქონია შეხება და არ ვიცოდი.
თვითნაკეთსაც მაგდენი ჩალიჩი უნდა?
ერთი კითხვა მაქ მიახლოებით რა დაჯდება კარგად რო გადავაკეთო 1377-ი.
ხმაზე მაქ გართულება თორე დანარჩენს ნელ ნელა მივხედავ.
ოპტიკას და კონდახს.

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 5 2015, 09:51 PM

mamukaaa
გააჩნია რა უნდა გაუკეთო , იმის მიხედვით wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 5 2015, 10:09 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 5th January 2015 - 10:12 PM) *
ერთი კითხვა მაქ მიახლოებით რა დაჯდება კარგად რო გადავაკეთო 1377-ი.

საინტერესოა რა იგულისხმება სიტყვაში "კარგად"... აი გადახედე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=527, თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება ჩვენთან, მაგრამ ასე 900$ ან უფრო მეტი უნდა გაამზადო smile.gif

ცოტა იაფი დაჯდება http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1089&st=540, მაგრამ მაინც კარგად დაიხარჯები, ასე რომ კაი ნავაროტკა ისეთი სიტყვაა რა "ფართო გაგების" smile.gif

საერთოდ კროსმანის პროდუქცია ცნობილია იმით რომ არის იდეალური კონსტრუქტორი და შეგიძLია მინიმალური ტუნიგიდან მაქსიმუმამდე უპრობლემოდ გაქაჩო smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 7 2015, 07:28 PM

გამარჯობათ და გილოცავთ შობას.
ფასი მაინტერესებს
კარობკა მარაიდერის
ლულა მარაიდერის
და
ოპტიკა შესაბამისი.
ან ვის აქვს გასაყიდი.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 7 2015, 09:19 PM

რაღაც ვერ გავიგე 1377-ის თემაში რაზე სვავ კითხვას მარადიორზე???

პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 9 2015, 08:30 PM

იმტომ ვკითხულობ 1377-ის თემაზე მარადიორის ლულაზე და კარობკაზე რომ თუ მოდერის დაყენება მინდა ლულა უნდა შეცვალოო.
თან გავიგე რო მარადიორის ლულა და კარობკა მიდისო.მემგონი სწორად მითხრეს ხომ???


აბა სხვა რით შევცვალო???

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 9 2015, 09:35 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 9th January 2015 - 09:30 PM) *
თან გავიგე რო მარადიორის ლულა და კარობკა მიდისო.მემგონი სწორად მითხრეს ხომ???

ლულა მარადიორის შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ გადაკეთება უნდა ცოტათი, კოლოფს კი მარადიორისას ვერ გამოიყენებ, მაგას თავისი უნდა ანუ ახალი უნდა გაკეთდეს თავიდან, ეგ სიამოვნება კი მინიმუმ 100 ლარს უკაკუნებს...

1377 არის კარგი კონსტრუქტორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე არსებული იარაღის ნაწილი პირდაპირი მიდის, მაგაზე. ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთო, იქნება ეს ლულის მორგება, კოლოფი, მიმწოდებელი კონდახი, და მერე კიდევ იქ რეზერვუარი, კლაპანი გადამშვები და აეეეეე... ეგ ყველაფერი უკვე კაი ძვირი გამოდის....

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 10 2015, 12:02 AM

ისე შესაფერისი თემაა და სანამ შეიღებება ასეთია ჯერ smile.gif , ვეღარ ვიცლი ამისთვის smile.gif


პოსტის ავტორი: mamukaaa Jan 13 2015, 07:13 PM

გამარჯობათ.
1377-ზე რომელი ტყვიებია სანადიროდ უკეთესი.
მე მაქვს Crosman LPH Hollow Point Pell.
უკეთესი თუ არი რამე.

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 13 2015, 04:14 PM

geojorjika
კანფეტია ))




რა ხერხით შეიძლება მოხდეს ისე რომ ყველა სროლის დროს ერთი და იგივე წნევა იყოს რეზერვუარში?
მაგალითად რაღაც წნევაზე მაღლა რომ ავა გამოუშვას ზედმეტი ჰაერი და დამუღამებული რომ გვქონდეს რამდენ პუმპზე ადის ამ წნევაზე
ან უფრო მარტივია რამე მეტალი ( ან სხვა გამძლე რამე) რომ მოვათავსოთ რეზერვუარში და შევამციროთ მოცულობა, იმაზე მეტს აღარ შეუშვებს.

მნიშვნელოვანი შედეგი ექნება სიზუსტეზე? ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს
სხვა რისი მოდიფიკაცია შეიძლება სიზუსტის მოსამატებლად?


პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 13 2015, 11:25 PM

1377 რომ პისიპიზე გადაიყვანო რა დაჯდება ეგ სიამოვნება დაახლოებით?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 14 2015, 04:15 PM

ბაიკერი
ჰოო იაფი არ გამოვა smile.gif... ნუ გააჩნია კონფიგურაციას, სადღაც 200$-დან დალშე სადღაც 1100$-მდე smile.gif

კიდევ ერთხელ ვიმეორებ გააჩნია კომფიგურაციას, ანუ რეზერვუარი, კოლოფი, ლულა, შრაუდერი, კონდახი და ასე შედმეგ და ასე შემდეგ....

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 14 2015, 09:26 PM

დატენვის მერე გაჟონვის ხმას გამოსცემს ჩემი 1377 ასე 1 წამი ან ნაკლები გრძელდება, ზეთს ვაბარალებ, რა ზეთიც მომყვებოდა ხელში იმას ვაწვეთებდი(საჭმელი ზეთის გარდა biggrin.gif ) , სოფელში ღუმელთან დამრჩა იარაღი და რომ გახურდა ახალივით იყო biggrin.gif რეზინები გაცვითა ალბათ აგრესიულმა ზეთმა არა? რომ გათბა გაფართოვდა, მარა იმდენი ტყვია მაქვს უკვე ნასროლი რომ სადაც ის მრგვალი რკინა არის ჩადებული გაღუნულია (არ მახსოვს რომელი მიმართულებით, მგონი ბოლოსკენ) და ძნელად გამოდის ტუმბო, o-ring რეზინა დაზიანდება შედების დროს რომც გამოვიღო და შევცვალო, ხოდა რომ გამოვიღებ, რითი მოვაშორო შეღუნული რკინის ფენა? შესაბამისი ხელსაწყოები არ მაქვს ასე რომ თუ გინდა საწვალებელი იყოს ხელით ოღონდ რამე მარტივი საშოვნი რამეთი რომ მოვაშორო მირჩიეთ რა ვისაც გესმით, მადლობა წინასწარ.


ალბათ "შკურკით" უნდა ვქნა და სისქე ან პარამეტრები(თუ აქვს) როგორ გავიგო? კი არადა რომელი აჯობებს
აგერ გუგლში ვნახე რაღაც სურათი, მაგრამ არ წერია ზომა და რამე, სულერთია?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 14 2015, 09:58 PM

Ex3
სქვარაუდოდ ნასოსის წინა მხარეზეა საუბარი ხომ, სადაც პრობკა ზის.
ხო და თუ მაგაზეა საუბარი
, მაშინ მგონი ჯერ რიხტოვკა აჯობებდა დამერე რაც დარჩება შკურკით დაამუშავე.
რაც შეეხება ჰაერის გაპარებას, მეც ზეთისგან შეჭმული რეზინების ბრალი მგონია.

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 15 2015, 12:08 AM

Multi-Tool
კი მაგაზეა საუბარი მაგრამ პრობკა არ მაქვს ზედ o-ring ია ,
ასეთი შტუკა მაქვს ზედ (რათ მინდოდა biggrin.gif )

ისე მარტო შკურკა ვერ მოერევა არა ? რიხტოვის ხელსაწყოს და ა.შ. აზრზე არ ვარ. ახლა მაინც არ მაქვს მაგის დრო
სკოლის დამთავრებამდე მეეჭვება მოვიცალო, მანამდე რამეს მოვიფიქრებ
მადლობა.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 15 2015, 12:21 AM

Ex3
მაიცა კაცო ნასოსის ბერკეტის ღერძი ცარიელ ტრუბაში გადის? არა მგონია მაქ მარტო შკურკამ უშველოს.
აგ კი მე ვხვდი,რმ დგუში დატუნგებული გაქვს და შესაბამისად ნაკაპიტელიც.
ისე მაგ რეზინის რგოლის მაგივრად პოლიურეთანის ბრტყელი მანჟეტა გაგეკეთებია სჯობდა.
რეზინა როდის გიღალატებს ხ. ევო ზნაეტ.

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 15 2015, 09:24 AM

Multi-Tool
ცარიელ ტრუბაში როგორ? ვერ გავიგე

ციტატა
ისე მაგ რეზინის რგოლის მაგივრად პოლიურეთანის ბრტყელი მანჟეტა გაგეკეთებია სჯობდა.

მაგდენი რომ ვიცოდე biggrin.gif
აგერ ვიპოვე, აქ ჩანს ყველაფერი
http://accustomparts.blogspot.com/2013/05/installing-flat-top-piston-and-valve.html
აქ რაღაც ხელსაწყოთი აკეთებს(ალბათ დრემელი ან მისი მსგავსია) , მაგრამ შკურკითაც გამოვა პროსტა დიდი ხანი დაჭირდებაო, მაგრამ ჩემში გაცილებით უფრო დიდადაა რკინა შიგნით "შეღუნული" ,4-5 ათასამდე ტყვია გავისროლე უკვე და ჯერ არ გამიკეთებია ეს

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 15 2015, 09:37 AM

Ex3
ორიგინალშI არაა ეგეთი შტუკა ორიფინალს დგუშI აქვს წინა მხარეს რეზინის და არა O-ring-ი, ასე რომ რა გაქვს მოდიფიცირებული ვერსია თუ რა ხდება?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 15 2015, 09:50 AM

ja_ja
კი მოდიფიცირებული აქვს. სიგრძეში რეგულირებადი დგუში უყენია ბრტყელი თავით, შესაბამისად ნაკაპიტელის კონუსური თავიც ბრტყელით აქვს შეცვლილი მკვდარი მოცულობა რომ მოსპოს.

Ex3
მარტო შკურკით რომ გააკეთო ბევრ მეტალს წაიღებს და მაგ დატვირთულ ადგლს კარგად არ წაადგება.
ამიტომ სჯობს ჯერ გეომეტრია აღადგინო და შკურკით. მხოლოდ დარჩენილი ხარვეზები გამოასწორო, ანუ მხოლოდ კოსმეტიკა.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 15 2015, 10:08 AM

Multi-Tool
მაიცა კაცო მაშIნ რა პრობლემა გაქვს ვააბშე ვერ გამიგია?

რეზინის რგოლს ელიავაზე ითრევ, ნაბორებში რომ ყიდიან არის მეტრულები და დუიმები, ერთერთი ნაბორიდან წავა ცალობაშI მგონი 1 ლარი უნდათ ეგ ერთი (ერთს გაფუჭებული ჰქონდა და მე გამოვუცვალე და წავიდა ოღონდ რომელი ნაკრებიდან აღარ მახსოვს, ცოდა დაჟე პლოტნად იჯდა).

მეორე - რას ამუშავებ შკურკით? შიდა ადგილი სადაც რეწინა დადის არაფერი არ უნდა, იქ ისედაც გაკრიალებულია და სადაც ღერძია სამოძრაო, იქ გინდა შკურკით და გინდა ტაჩილით დაამუშავე მანდ რეზინა მაინც არ ეხება მაქსიმუმ ჩასმის დროს რომ არ გაფუჭდეს და მაგ შემთხვევისტვის კიდევ დიდად მოფრთხილება და ნამეტანი თავის მტვრევა ნამდვილად არაა საჭირო...

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 15 2015, 10:39 AM

ja_ja
პრობლემა მე კი არა Ex3 აქვს.
მე იმიტომ დავწერე რომ მგონი უფრო ვიცი რა აქ შიგნით.
მაგას დაზიანებული იქა აქვს სადაც ღერძი აყანია, და იქ
მნჟეტა დაშლის დროს თუ გაივლის. ქვემოთ კი სადაც დგუში მუშაობს ,
რა თქმა უნდა შკურკაზე ზედმეტია საუბარი. რეზინინის რგოლი კი სავარაუდოდ
ნასოსიდან ამოღების დროს დაუზიანდა, მიჭეჭყილი ადგილი რომ გაიარა.

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 15 2015, 12:14 PM

ja_ja
Multi-Tool
რეზინის რგოლი კი მაქვს
კი მასეა ,ახალი გამოცვლილ-რეზინიანის ჩასმის დროს მიჭეჭყილი ადგილით რომ არ გაფუჭდეს იმიტომ მინდოდა მოშორება


გასაგებია , მადლობა )

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 06:08 PM

გამარჯობათ.
ჩემ 1377-ზე მინდა ოპტიკა დავაყენო.კოლოფი რო არ ვიყიდო და ლულაზე დავაყენო ოპტიკა რამდენად მიღებულია?
ხომ არ აირევა ხოლმე?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 17 2015, 06:25 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 17th February 2015 - 07:08 PM) *
ლულაზე დავაყენო ოპტიკა რამდენად მიღებულია

ნორმალურია თუ მძიმე და დიდი ჯერადობის ოპტიკას არ დააყენებ... მაგის ცალკე ლულაზე დასაყენებელი სამაგრებიც კი იყიდება

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 09:19 PM

ძველებური ოპტიკა მაქ რუსული და ის მინდა დავაყენო.სამაგრები სად ვიკიდო და რა ღირს თუ იცით?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 17 2015, 09:20 PM

mamukaaa
რა ოპტიკაა?

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 09:21 PM

სურათი როგორ დავდო?
მასწავლეთ რა ჩემი ოპტიკა მინდა განახოთ.

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 17 2015, 09:25 PM

mamukaaa მონადირის,იარაღის მაღაზიებში ნახავ..სასურველია,ოპტიკა თან წაიღო. wink.gif


pix.ge-ზე ატვირთე ფოტო და მერე იქედან აქ დადებ.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 09:32 PM

არ ვიცი საიდან ქონდა მამაჩემს მოტანილი მარა სახლში იყო და ძველებურ ტირის თოპზე ეყენა.
სურათი როგორ დავდო არ ვიცი თორემ განახებდით.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 10:41 PM

სურათი როგორ დავდო?
მასწავლეთ რა.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 17 2015, 10:55 PM

http://pix.ge/

http://pix.ge/
ესაა ჩემი ოპტიკა.


გამოდგება?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 17 2015, 11:09 PM

ეგ პისტოლეტისთვის არაა და ვერაფერს ვერ დაინახავ გაშლილი ხელით როცა პისტოლეტს რამეს დაუმიზნებ, ეგ არის კონდახიანი იარაღისთვის

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 18 2015, 11:10 AM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 17th February 2015 - 11:55 PM) *
გამოდგება?
გაიხედე შიგ და ნახავ რა....ისე კი მაგარი ვეში ჩანს! ცუდი არ უნდა იყოს. რამდენ ჯერედიანია? wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 18 2015, 05:36 PM

ციტატა(SCORPIONS @ 18th February 2015 - 12:10 PM) *
გაიხედე შიგ და ნახავ რა....ისე კი მაგარი ვეში ჩანს! ცუდი არ უნდა იყოს. რამდენ ჯერედიანია?

სამ ნახევარი smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 18 2015, 09:45 PM

არ აწერია არ ვიცი.
ხედვა კარგი აქ.
კონდახი თუ დავუყენე კაი იქნება მემგონი, მარა ჯერ სამაგრები უნდა ვნახო.
ხვალ უნდა გავიარო და ვნახო სამაგრები.

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 18 2015, 09:59 PM

Multi-Tool მაგარი ვეში ჩანს,კოლექციისთვის დაითრევდა კაცი.მაგას ალბათ უროკვერი უნდა ურტყა,რომ ჩაშალო!კომუნისტ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 18th February 2015 - 09:45 PM) *
კონდახი თუ დავუყენე კაი იქნება მემგონი
რას უნდა დაუყენო კაცო კონდახი? მაშ,მაყუჩი დაუყენე და მასაც კი ჩამოიდებ იდაყვზე,კომფორტული სროლისთვის wink.gif კონდახის დაყენებაც შეიძლება ალბათ,მაგრამ უფრო იაფ გზას ვნახავდი შენს ადგილას და მაყუჩს დავუყენებდი.არჩევანი შენზეა,ფორუმზე სუპერ ხელოსნები არიან და კითხე მათ. smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 18 2015, 10:25 PM

mamukaaa
ხუმრობის გარეშე გეუბნები მაგ ოპტიკას 3.5 იანი ზუმი აქვს. მქონდა ეგეთი.
მაგას შენ თუ 1377 ზე აყენებ რომელსაც პლასტიკის ლულის კოლოფი აქვს, მაშინ მაგი რადნოი სამაგრი დაგჭირდება. მაიმარკეტზე არის პნევმატიური იარაღის ტყვიების განყოფილებაში. გამყიდველი მგონი ბათუმელია.

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 18 2015, 10:29 PM

Multi-Tool უკაცრავად.მაგი ფოტოზე როა,ფისტოლეტია,თუ შაშხანა?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 18 2015, 10:38 PM

---@@SCORPIONS@@---
პისტოლეტია მგრამ მოდერნიზაციის უსასრულო ვარიანტებით. ეს მოკლედ და თუ უფრო ვრცლად გნებავს,
მაშინ გუგული დეიდას აუკრიფე crosman 1377 და დააჭირე სურათებს.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 19 2015, 09:29 PM

გამარჯობათ.
ვნახე მაიმარკეტზე სამაგრები,რა მაინტერესებს ლულაზე სამაგრი ცალკე იყიდება და ოპტიკაზე სამაგრი ცალკე იყიდება?

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 19 2015, 09:34 PM

mamukaaa ლულისას ზედ უნდა ქონდეს წესით მაგენიც.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 19 2015, 09:58 PM

მოდერატორიმირჩევნია კონდახს მარა მაყუჩი უფრო ძვირი არ ჯდება.
რას გავაკეთებდი პირველად.
1)---ოპტიკა
2)---მოდერატორი
3)---კონდახი
მოდერატორირომ დავაყენო რა დამიჯდება? მითხარით თუ იცით ფასები.
ლულა თუ არ შეიცვალა ისე არ დგება ხომ მოდერატორი?

მარტო ლულის სამაგრები დევს გაყიდვაში.

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 19 2015, 10:02 PM

mamukaaa ყველაფერს გააკეთებენ,უბრალოდ შესაბამისი თემები გადაიკითხე და ნახავ რა ყველაფერს. geojorjika-ს კითხე და უკეთ დაგაკვალიანებს. წესით კი მოდერატორი უფრო იაფი უნდა დაჯდეს,ვიდრე კონდახის გაკეთება

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 19 2015, 10:12 PM

ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 19 2015, 11:02 PM) *
mamukaaa ყველაფერს გააკეთებენ,უბრალოდ შესაბამისი თემები გადაიკითხე და ნახავ რა ყველაფერს. geojorjika-ს კითხე და უკეთ დაგაკვალიანებს. წესით კი მოდერატორი უფრო იაფი უნდა დაჯდეს,ვიდრე კონდახის გაკეთება



50 დოლარი ღირს საშუალოდ წესიერი მოდერატორი ;)

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 19 2015, 10:14 PM

ვახ კაცო იცით არ იცით ყველაფრის წერა შეიძლება? სად ნახეთ აბა საუნდმოდერატორი 50$ ად 1377ისთვის?

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 19 2015, 10:23 PM

kubi11 wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისადა, ჩეკსაც გამომიწერენ,რამე რო იყოს?

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 19 2015, 11:47 PM

აბა რა დამიჯდება მაყუჩი რო დავაყენო.
და რა არი საჭირო?
კონდახი გრეგორთან 50 ლარი ღირდა 1377 ი რო ვიყიდე

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 12:07 AM

ციტატა(mamukaaa @ Feb 20 2015, 12:47 AM) *
აბა რა დამიჯდება მაყუჩი რო დავაყენო.
და რა არი საჭირო?
კონდახი გრეგორთან 50 ლარი ღირდა 1377 ი რო ვიყიდე



აი ლინკი და მაყუჩები ზომის მიხედვით აქვთ smile.gif

http://www.tko22.com/

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 20 2015, 12:09 AM

kubi11
მაქედა ჩამოტანილი გვაქვს ჩვენ მოდერები შორეულ წარულში, მანახე ზუსტად ზურათი სტანდარტული 1377-ის მოდერი სად აქვთ მაგათ აბა ?

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 12:11 AM

ციტატა(geojorjika @ Feb 20 2015, 01:09 AM) *
kubi11
მაქედა ჩამოტანილი გვაქვს ჩვენ მოდერები შორეულ წარულში, მანახე ზუსტად ზურათი სტანდარტული 1377-ის მოდერი სად აქვთ მაგათ აბა ?



ჩამონათვალში ირჩევ მოდელს შეკვეთას რომ აძლევ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 20 2015, 12:27 AM

kubi11
აი ეხლა პასუხს მცემ და არ რეალურად რაღაც სისულელეს წერ. შენ თვითონ შეხვედი და აირჩიე ჩამონათვალში? ეწერა სადმე 1377?

აი მარტო ამ მოდელებისთვისაა ეგ მოდერები

BSA Sportsman HV, Lonestar .25 and .22, BSA Ultra
Benjamin Discovery, Croman 2240, 2250, 2260, and Benjamin Marauder Pistol
Evanix
Hammerli Pneuma and 850 Magnum (Threaded 1/2-20 UNF)
and many others.

და კიდევ ერთს მაგ 1377-ს კოლოფი თუ არ შეუცვალე, წინა პროპკა არ გამოუცვალე და ლულა მაღლა თუ არ აწიე , მოდერს ვერ დააყენებ და ძალიან გთხოვ ხალშI შეცდომაში ნუ შეგყავს ის რაც შენ ეხლა ნახე ჩვენ წლების წინ გავიარეთ და რაც არ იცი შეგიძლია თქვა რომ არ იცი და ვინც იცის ის გასცემს პასუხს , მითუმეტეს არავის დაუძალებია რჩევა დარიგებები დაარიგეო

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 12:30 AM

ციტატა(geojorjika @ Feb 20 2015, 01:27 AM) *
kubi11
აი ეხლა პასუხს მცემ და არ რეალურად რაღაც სისულელეს წერ. შენ თვითონ შეხვედი და აირჩიე ჩამონათვალში? ეწერა სადმე 1377?

აი მარტო ამ მოდელებისთვისაა ეგ მოდერები

BSA Sportsman HV, Lonestar .25 and .22, BSA Ultra
Benjamin Discovery, Croman 2240, 2250, 2260, and Benjamin Marauder Pistol
Evanix
Hammerli Pneuma and 850 Magnum (Threaded 1/2-20 UNF)
and many others.

და კიდევ ერთს მაგ 1377-ს კოლოფი თუ არ შეუცვალე, წინა პროპკა არ გამოუცვალე და ლულა მაღლა თუ არ აწიე , მოდერს ვერ დააყენებ და ძალიან გთხოვ ხალშI შეცდომაში ნუ შეგყავს ის რაც შენ ეხლა ნახე ჩვენ წლების წინ გავიარეთ და რაც არ იცი შეგიძლია თქვა რომ არ იცი და ვინც იცის ის გასცემს პასუხს , მითუმეტეს არავის დაუძალებია რჩევა დარიგებები დაარიგეო


1740-1760 ზეც აქვთ და მაგაზე არ წავა? თან შეკვეთასაც ღებულობენ smile.gif დაკონტაქტება უნდა დავიჯერო არ გაჩარხავენ?

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 12:37 AM

ციტატა(kubi11 @ Feb 20 2015, 01:30 AM) *
1740-1760 ზეც აქვთ და მაგაზე არ წავა? თან შეკვეთასაც ღებულობენ smile.gif დაკონტაქტება უნდა დავიჯერო არ გაჩარხავენ?



The BEST for the Discovery rifle and
Crosman 22XX 2300T/S, 2400, 2250, 2260, 2289, 17XX pistols and rifles.

ესეც წერია მანდ smile.gif ბოლოში 17XX პისტოლეტებისთვისო smile.gif

ციტატა(kubi11 @ Feb 20 2015, 01:36 AM) *
The BEST for the Discovery rifle and
Crosman 22XX 2300T/S, 2400, 2250, 2260, 2289, 17XX pistols and rifles.

ესეც წერია მანდ smile.gif ბოლოში 17XX პისტოლეტებისთვისო smile.gif

აუ აუ ამერია გთხოვ წაშალე რა მართლა შეცდომაში შემყავს ახლა sad.gif sad.gif sad.gif ეს ბოლო ორი პოსტი წამიშალე კაი?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 20 2015, 12:38 AM

kubi11

1740-1760 ნანახი გაქვს როგორია? ეტყობა არა

აი ასეთია



1377 იცი როგორია?

აი ასეთი



აბა ეხლა მითხარი რას გეუბნება ის რუხი ნივთიერება რაც ადამინათა მოდგმას თავში უდევს ასე 1 კილომდე საშუალოდ და რასაც ტვინს ეძახიან, გააქვს ეგ ორი ფიშტო ერთმანეთს? ...... მემგონი არა smile.gif

ჰოდა დავდე კიდეც მე წინა გვერდებზე როგორ უნდა გაუკეთდეს 1377-ს მოდერი, კოლოფს, წინა პროპკას, შესაბამისად , მიმწოდებელს, გადამშვებს თუ არ გამოცვლი ვერაფერსაც ვერ დაუყენებ, ნუ მინიმუმ თუ ეგეთი ცვლილებები არ გინდა, ლულა უნდა დააყენო სხვა , ასე 2-3 სმ-თი გრძელი და მერე მაგ ახალ ლულაზე დააყენო მოდერი, ხოლოს სანამ ლულას დააგრძელებ წინ პროპკა უნდა გადააკეთო wink.gif

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 12:41 AM

ციტატა(geojorjika @ Feb 20 2015, 01:38 AM) *
kubi11

1740-1760 ნანახი გაქვს როგორია? ეტყობა არა

აი ასეთია



1377 იცი როგორია?

აი ასეთი



აბა ეხლა მითხარი რას გეუბნება ის რუხი ნივთიერება რაც ადამინათა მოდგმას თავში უდევს ასე 1 კილომდე საშუალოდ და რასაც ტვინს ეძახიან, გააქვს ეგ ორი ფიშტო ერთმანეთს? ...... მემგონი არა smile.gif

ჰოდა დავდე კიდეც მე წინა გვერდებზე როგორ უნდა გაუკეთდეს 1377-ს მოდერი, კოლოფს, წინა პროპკას, შესაბამისად , მიმწოდებელს, გადამშვებს თუ არ გამოცვლი ვერაფერსაც ვერ დაუყენებ, ნუ მინიმუმ თუ ეგეთი ცვლილებები არ გინდა, ლულა უნდა დააყენო სხვა , ასე 2-3 სმ-თი გრძელი და მერე მაგ ახალ ლულაზე დააყენო მოდერი, ხოლოს სანამ ლულას დააგრძელებ წინ პროპკა უნდა გადააკეთო wink.gif



რუხ ნივთიერებაში რაცხა ზამიკანია მოხდა უკუღმა წავიკითხე მოდელი 77ით დავიწყე sad.gif მეთვითონ გამიკვირდა ვიცი ეგ პისტო 1740 ის მეორე არვიცოდი sad.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 20 2015, 01:54 AM

ანუ საჭიროა,კოლოფი,ლულა,მოდერი,და წინა პრობკა.
კოლიპი- 80 ლარი
ლულა-100 ლარი
მოდერი-???
პრობკა-???
პლიუს ხელობა ხომ???

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 20 2015, 09:05 AM

mamukaaa
---@@SCORPIONS@@---
kubi11
სამივეს უმკაცრესად გაფრთხილებთ!

ან დაუკვირდით რას წერთ ან არა და ვორნებს და ბანებს ჩამოგირიგებთ უფასოდ!!!!

პნევმატიკაზე ყენდება სოუნდმოდერატორი ან უბრალოდ მოდერატორი, ის ტერმინი რომელიც აქ წელზე შემოიხვიეთ და თითო პოსტში 300 0000-ჯერ ახსენებთ არის კანონსაწინააღმდეგო და ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.

რა გიყოთ ახლა კანონსაწინააღმდეგო მოწოდებისთვის დაგსაჯოთ თუ გონს მოეგებით?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 20 2015, 09:08 AM

თქვენ ფული იქონიეთ და ასეთსაც ააწყობთ biggrin.gif

http://img.allzip.org/g/25/orig/6936092.jpg

პოსტის ავტორი: datka25 Feb 20 2015, 09:10 AM

geojorjika
ბარეღამ აქავე ვიკითხავ თუ არ მიწყენთsmile.gif. . . დისკოს გადაკეთებაც ხომ შეიძლება ჰაჩიკას რეზიკზე? რამდენიხანია ტყვილა მიდევს თოფიც და რეზიკიც და მეთქი რამე ექსპერიმენტისთვის მაინც გამოვიყენებთქოsmile.gif
კლიპით და შრაუდერით არის თან და დიდი რეზიკიც თუ ექნება და მაღალი წნევაც (ანუ მეტი გასროლა) ხო მთლად უკეთესი. . .
ერთადერთი ის მაფიქრებს, დისკოს კლაპანი 200-ზე იმუშავებს? ერთხელ ოდნავ გადავაცილე (ალბათ სადღაც 150 ბარი იქნებოდა), კლაპანს ძლივსღა ხსნიდა და 200-ზე რაღას იზავს?

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 20 2015, 09:15 AM

ja_ja უნებლიეთ დავწერე ეგ სიტყვა და გთხოვთ მაპატიოთ..

პოსტის ავტორი: kubi11 Feb 20 2015, 10:40 AM

ციტატა(ja_ja @ Feb 20 2015, 10:05 AM) *
mamukaaa
---@@SCORPIONS@@---
kubi11
სამივეს უმკაცრესად გაფრთხილებთ!

ან დაუკვირდით რას წერთ ან არა და ვორნებს და ბანებს ჩამოგირიგებთ უფასოდ!!!!

პნევმატიკაზე ყენდება სოუნდმოდერატორი ან უბრალოდ მოდერატორი, ის ტერმინი რომელიც აქ წელზე შემოიხვიეთ და თითო პოსტში 300 0000-ჯერ ახსენებთ არის კანონსაწინააღმდეგო და ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.

რა გიყოთ ახლა კანონსაწინააღმდეგო მოწოდებისთვის დაგსაჯოთ თუ გონს მოეგებით?


აღარ ვიხმართ მაგ სიტყვას smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 20 2015, 03:03 PM

შეცდომა გამოსწორებულია.
კოლიპი- 80 ლარი
ლულა-100 ლარი
კონდახი---50 ლარი.
სოუნდმოდერატორი-???
პრობკა-???
პლიუს ხელობა ხომ???

თუ იცით ფასები მითხარით რა.


პოსტის ავტორი: ja_ja Feb 20 2015, 04:36 PM

მოდერი - 50 ლარი სტანდარტული
კოლოფი - არ ვიცი სად ნახე 80 ლარად, მარა თუ ნახე კარგია
კონდახი - გაფიცებ ვინ გიკეთებს 50 ლარად???? smile.gif მაგ ფასად მეც მინდა smile.gif
პრობკა - ვერ ჩავწვდი რა იგულისხმება მაგაში? აშკარად შენებური ტერმინია და კაი იქნება თუ აგვიხსნი რა იგულისხმება
ლულა - გააჩნია რას აყენებ, ეგ 100 ლარი რაცხა გაუგებარია, კროსმანის ლულა გაცილებით ნაკლები ღირს, ნორმლაური ლულა 100$-ზე მეტი ღირს... საიდან მოიტანე ეს 100 ლარი?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 20 2015, 09:22 PM

datka25
კაცო შენ მაგ დისკო მერამდენედ უნდა გააფუჭო რას ერჩი რა დაგიშავა ჰა? biggrin.gif , ისე კი ყველაფრის გაკეთებაა შესაძებელი, ბოლო ბოლო გადააკეთებ კლაპანს, მაგრამ დისკოს რეზიკი არაა 200-ზე გათვლილი და ნუ დატენი

ციტატა(ja_ja @ 20th February 2015 - 05:36 PM) *
კოლოფი - არ ვიცი სად ნახე 80 ლარად, მარა თუ ნახე კარგია


ჰო ეგ მეც არ ვიცი მაგრამ მარტო კოლოფი თუ იგულისხმება არ ვიცი, მაგას მიმწოდებელ ჩახმახიც უნდა და მაგის გარეშე არ გამოვა არაფერი wink.gif

ციტატა(ja_ja @ 20th February 2015 - 05:36 PM) *
კონდახი - გაფიცებ ვინ გიკეთებს 50 ლარად???? მაგ ფასად მეც მინდა


მეც მინდა თან 2 ცალს ავიღებ ან მეტს biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 20th February 2015 - 05:36 PM) *
პრობკა


ალბათ წინა შტუკა რომ არის რაც ლულას იკავებს და კომპრესორს ეფარება ალბათ ეგ პლასმასის ყნიყი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 21 2015, 08:34 PM

გეგორთან ვნახე.სადც ვიკიდე რა იქ.
კონდახი 50 ლარი პლასმასის
კოლოფი 80 ლარი
ლულა 100 ლარი.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 21 2015, 10:47 PM

mamukaaa
ააა მერე ეგრე გეთქვა smile.gif ეგ პლასტმასის კონდახი იასნია რაცაა მეგონა ხის კონდახს გიკეთებდა ვინმე 50 ლარად smile.gif

კოლოფიც იასნია ანუ დისკოს რკინის კოლოფზე გადადიხარ. მე მეგონა კლიპიან კოლოფზე იყო საუბარი smile.gif

აი ლულა კი არ ვიცი გრისასთან ღირს 100 ლარი? აუფ... დეგვერხა, რას გვიშვება ეს მთავრობა და ლარი მე ამის... ტუ. ტუ. ტუ-ტუ-ტუ

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2015, 10:45 PM

ჯა_ჯა.
ესე ვთქვათ მე ცოტა არიფი ვარ ამ საქმეში ვაღიარებ.
დისკოზე გადავდივარ,ეგ არც მიფიქრია უბრალოდ რო ვიკიდე მაშინ ვიკითხე და მეც მიპასუხეს.
იმიტომ ვიკითხე ფასები, მაინტერესებს სად შევიძინო და რა ღირს
კოლოფი---????????
ლულა-----???????
სოუნდმოდერატორი----???????
ოპტიკის სამაგრები----????
ანუ მინდა პირველ რიგში ოპტიკა და მოდერი დავუყენო.
მესმის რო კარგს მირჩევთ,მარა მე ეხლა გავიგე რო თურმე დისკოს ნაწილები ყოფოლა.
თუ ძვირი დამიჯდა ძაან მირჩევნია ხელი არ ვახლო.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2015, 10:52 PM

geojorjikaმ რო დადო სურათი მასეთი რა დაჯდება რომ გადავაკეთო???

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 22 2015, 10:58 PM

mamukaaa

გააჩნია კონკრეტულად რას გააკეთებ და რას არა, მან გაკეთებულია კოლოფი,მიმწოდებელ ჩახმახი, გადამშვები, ლულაში ჩასმულია რეზინა, წინა პრიპკა დურალისგანაა და მოდერატორი

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 23 2015, 12:29 AM

geojorjika
აი რა მაინტერესებს იცი. მაღალი კოლოფი, რომ დაუყენო, ისეთი რომ, შრაუდერი
მოერგოს, ძალა არ დაეკარგება იგივე რაოდენობის დაკაჩავებისას?
ანუ მე იმი თქმა მინდა რომ, პერეპუსკის სიგრძის და შესაბამისად მოცულობის,
წნევას არ დააკლებს გასროლისას?
უბრალოდ შრაუდერით უფრო პატარა ინებოდა სიგრძეში.



პოსტის ავტორი: geojorjika Feb 23 2015, 12:57 AM

Multi-Tool
არამგონია რაიმე ცვლილება ქონდეს და რომც ქონდეს 2-3 მ/წმ ? აზრი მაგით მეტი იქნება თუ ნაკლები?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 23 2015, 01:18 AM

geojorjika
ოკ. უბრალოდ დავაკვირდი სურათებს და პუმპ ვარიანტში თითქმის ყველას, იშვიათი გამონაკლისით
დაბალი კოლოფები აქვთ, შრაუდერითკი ძირითადად პცპ ვარიანთში
და მაღალი კოლოფის შემთხვევაში ის ადგილი მაინცდამაიც თაროთი უნდა იყოს, თუ შეიძლება გაკეთდეს სპორტულ ვაერიანტში, ხელით რომ იდებოდეს
პირდაპირ ლულაში და არა ღარზე.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 23 2015, 11:56 AM

Тест садунд-модератора на пневматическом пистолете Crosman1377c
ეს ვნახე იუტუბიზე.ასეთი სოუნდმოდერატორი თავისი კოლოფით ვიშოვი სადმე ან გააკეთებს ვინმე???
თუ არი საშვალება რომ ვიკიდო სადმე???

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 23 2015, 01:29 PM

mamukaaa
ჯერესერთი სათაური რომ დააგდე ლინკი დაგეგდო ან ვიდეო ჩაგესვა.

მეორეცესერთი 1377-ის რაცხაებს ფორუმზე მინიმუმ 2 კაცი ვაკეტებთ, მე და ჟორა, ასე რომ სანამ სადმე გაიქცევი იქნება ჩამოაყალიბო რა გინდა და მერე ჩავარდე საფიქრალში რაფერ იშოვო სადმე როგორ გამოიწერო და ასე შემდეგ smile.gif

კონკრეტულად გადამნყვანს ჟორა მახსოვს აკეტებდა, უთხარი აბა და თუ არ ეცლება მერე შეიძლება მეც მოვკიდო ხელი, მაგრამ მე გარანტიას გაძლევ ვადებში გაგიჭიმავ ასე რომ ჯობია ისევ ჟორა დაკერო smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 23 2015, 04:00 PM

გაგახაროთ ღმერთმა.
რა ჯდება ეგ სიამოვნება ეგეც მითხარი ბარემ.
ესეც ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=QI3uXMD3VjQ&list=PLfqxxEUXUNUiIJdGt7xGDev5RgCsmIhTH&index=1

ასეთ მინდა

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 23 2015, 09:33 PM

მოდერს არაუშავს მაგრამ აი ის ადაპტერი მაგარი საჩალიჩო რამეა, გაკეთება შეიძლება, მხოლოდ ექსპერიმენტის სახით, ნუ ყოველშემთხვევაში ცდა შეიძლება

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 24 2015, 12:18 PM

როდისთვის აპირებ ექსპერიმენტს???

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 24 2015, 08:54 PM

mamukaaa
როცა შენ გადაწყვიტავ smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 25 2015, 03:07 PM

რა დამიჯდება ეგ სიამოვნება???

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 25 2015, 05:05 PM

19.gif

პოსტის ავტორი: gregory Feb 25 2015, 06:16 PM

ციტატა(giorgi @ 23rd February 2015 - 10:33 PM) *
ნუ ყოველშემთხვევაში ცდა შეიძლება

geojorjika
თუ მოკიდებ ხელს არ დაიზარო და უფრო გულდასმით( იქ ნახაზი, იქ ზუსტი ზომები...) გააკეთე , რომ შემდეგ ასე ვთქვათ წარმოებაში გაშვება გაიოლდეს wink.gif


პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 25 2015, 06:25 PM

ანუ პატარა ბიზნესიც გამოვა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 25 2015, 06:50 PM

gregory
ხოკეი, მარტო წინა ადაპტერი?

პოსტის ავტორი: gregory Feb 25 2015, 08:04 PM

ციტატა(giorgi @ 25th February 2015 - 07:50 PM) *
gregory
ხოკეი, მარტო წინა ადაპტერი?

რათა კაცო? მა მოდერმა რაღა დააშავა? smile.gif
ხო მართლა ტარიფიც დადე ბარემ ან აქ ან პმ wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 25 2015, 08:54 PM

gregory
კაცო მარტო ადაპტერი + მოდერი თუ , კოლოფი და მისთანებიცთქო smile.gif


პოსტის ავტორი: gregory Feb 25 2015, 09:22 PM

ციტატა(giorgi @ 25th February 2015 - 09:54 PM) *
თუ , კოლოფი და მისთანებიცთქო

კოლოფს ქროსმანიც ქე უშვებს smile.gif
თუ რაიმე განსაკუთრებული გაქვს მხედველობაში?


პოსტის ავტორი: geojorjika Feb 25 2015, 09:39 PM

gregory
კანეშნა , მანახე აბა კროსმანის კლიპიანი კოლოფი 1377-ზე smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 25 2015, 11:57 PM

ფასები მითხარით რა.
წინა ადაპტერი ???
სოუნდმოდერატორი ???
და ორივე ერთად.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 12:00 AM

mamukaaa
ფასები როგორ უნდა გითხრათ რაც არ გაგვიკეთებია იმაზე?

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 12:09 AM

აბა ხომ მითხარით როცა მოიფიქრებო მაშინ გავაკეთებთო იქნებ ფასში ვერ ვეტევი
მერე უარს ხომ არ გეტყვით?

ლამაზი არ იქნება ჩემი მხრიდან

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 12:28 PM

მასალა მაქ.
ერთი ნაცნობი მყავს ტოკარი და ვანახებ იქნებ გაკეთებული აქ.
თუ გაკეთებული აქ მე განახებთ მერე.
ნუ რა თქმა უნდა თუ იცის.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 26 2015, 02:04 PM

mamukaaa
აჰა შენ ნახაზი
http://radikal.ru/fp/91e6a979caf84c3eaad194698dfb22b7

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 04:48 PM

გაიხარე.მადლობა

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 08:25 PM

Multi-Tool
მაგას აქ ვინმე ეგეთი ფორმით თუ გააკეთებს ისე რომ ერთი მონოლითური კონსტრუცია იყოს და თან თვითონ იარაღის ფასს არ გადააჭარბოს , რესპექტი ჩემგან biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Feb 26 2015, 09:30 PM

geojorjika
ლიოთონის დამუშავება თქენა გაქვთ დაღეჭილი და აბა როგორ აკეთებენ ისინი, სხვა ტექნოლოგიაა რამე ?

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 09:33 PM

დღეს გავიარე ელიავაზე და მითხრეს ცალცალკე შეიძლება გამოჩარხვა და მერე მიმაგრება რამე მყარი მოგენებით.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2015, 09:35 PM

geojorjika
ატრაკებ smile.gif პროსტა ახლა ბევრი საქმე მაყრია თორემ თუ გინდა ნიძლავზე გავაკეთებ smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 09:40 PM

ის ვიდეო რო დავდე თუ დააკვირდებით რო გახსნის ქვემოდან თითქოს დაღაცით არის დამაგრებულიო შურუპის მაგვარი რაღაცა ჩანს.
აბა დააკვირდით.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 09:45 PM

ja_ja
ებიჯო ნიძლავზე და სახლის გადაფორმებაზე ბოლო ბოლო სულ ქლიბით გავაკეთებ მაგრამ, რამდენად უნდა გააკეთო მარტო ეგ ადაპტერი 30 ლარად ? გიღირს? biggrin.gif ერთი მთლიანი მონოლითი და არა 2 შედუღებული ან მიმაგრებული ნაწილი

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2015, 09:46 PM

მართალია, ყველას გარეგნულად ჰგონია რომ 1 მთლიანი ნაწილია, ამასობაში ორი ცილინდრია გამოჩარხული და შემდეგ ქვედა მიხრახნილია ვინტით ზედა ნაწილზე, არაფერი განსაკუთრებული ტექნოლოგიური გამოგონება მანდ არაა, ბოლო ბოლო რუსების გაკეთებულია რაის HI-END-ზეა საუბარი smile.gif

ვსიო გენიალნოე პროსტო, biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 09:50 PM

ja_ja
გუდუნა ზევით რა დავწერე წაიკითხე? 2 ნაწილად ყველა გააკეთებს, მე ვთქვი ერთი მთლიანი მონოლითი მეთქი

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 10:09 PM

გამარჯობა ჯა ჯა.
მაგას მთლიანის გაკეთება უქრო ძნელი არ იქნება ვიდრე ცალ ცალკე?
იქნებ ცალ ცალკე გამოვიდეს რამე

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 10:23 PM

გამოსვლით გამოვა, მაჰრამ ელიავაზე თუ აპორებ გაკეთებას არ უთხრავთოფის.ნაწილიაო თორემ არ მოკიდებს ხელს არავინ და რა ხარისცით ჰგაგიკეთებენ ეგეჩ კაცმა არ იცის. გირჩევ თან წაიღო შტანგელი და ზომები ადგილზე აიღო

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 26 2015, 10:26 PM

მოკლეთ კვირას თუ მოვიცალე სამსახურიდან.
უნდა ვცადო გაკეთება.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2015, 10:28 PM

ელიავაზე თუ არის საუბარი მგონი თვითგვემაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე ეგ უკვე გავიარე და სუპერ ჰაჰ შესრულებაში ითხოვენ იმდენს რაც არცერთ ნორმალურის არ მოუვა თავში smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 10:45 PM

აუ რა ენაზე მიწერია ზედა პოსტი გავოცდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 26 2015, 10:52 PM

ისე ეხლა გადავამოწმე და ის ნახაზი არასწორია , საერთოდ სხვა ზომებია რეალურად smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 26 2015, 10:57 PM

ციტატა(giorgi @ 26th February 2015 - 09:25 PM) *
მაგას აქ ვინმე ეგეთი ფორმით თუ გააკეთებს ისე რომ ერთი მონოლითური კონსტრუცია იყოს და თან თვითონ იარაღის ფასს არ გადააჭარბოს , რესპექტი ჩემგან

სამ ნაწილად თუ დაყოფ,სართოდ არაა ძნელი .
ერთ რვიანი და ორი ცილინდრი. მერე მიამაგრე უთავო, შიდა შესტიგრანნიკიანი ვინტებით და მორჩა ბაზარი biggrin.gif


mamukaaa
მართალლი გითხრა ნამეტანი წარმოდგენა გაქვსელიავას ტოკარ ფრეზეროვშიკებზე. თავ გაიწვალებ ,,დროშიც გაგიჭიმავენ და საბოლოოდ შედეგითაც არა მგონია კმაყოფილი დარჩე. ჩვენი ხალხი მაინ სხვაა. საქმეს
პასუხისმგებლობით უდგებიან.
თან როგორ წარმოგიდგენია, როგორ აუხსნი რა არის საუნდ მოდერატორი და რომ იმეენნა პნევმოსთვის ჩალიჩობ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 27 2015, 12:18 AM

მართალი ხარ 19.gif 19.gif 19.gif 24.gif 24.gif 24.gif 24.gif
თანხებში ვერა ვარ ეხლა და მაგიტომ უნდა ვცადო ელიავაზე.
ახლობელია და მითხრა ვცდიო,მასალა მაქ არა ვკიდულობ და უფრო მაგიტომ ვცდი რა.

ვნახოთ რა გამოვა.
ზვიოზდეჩკა ძლივს ვიშოვე მაგის ზომა რო მოვხსნა.

პოსტის ავტორი: tarasuna Mar 10 2015, 07:55 PM

biggrin.gif თავიდან ვერ მოვიშორე ეგ წვეტიანი აზრდბი biggrin.gif ამ თემას გადავხედე და ვერსად ვერ ვიპოვე, crosman 1377_მეტის ნაკოპიტელს რა ზომის დიამეტრი აქვს. ვინმემ იცით მაგისი შიდა დიამეტრი სადაც ნაკოპიტელი დგას???

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 10 2015, 08:28 PM

tarasuna
16 მმ მგონი

პოსტის ავტორი: tarasuna Mar 10 2015, 09:37 PM

იცით რა მაინტერესებს გამშვების ცხვირის გადიდებაში რა იგულისხმება? რა უნდა გადიდო ვერ მივხვდი, და რა შედეგს იძლევა?

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 10 2015, 09:42 PM

tarasuna
მოდი ესეთ რამზე შევთანხმდეთ რა , როცა რამეს კითხულობ ან პირველწყარო დაასხხელე სად წერია ეგრე და რას აკეთებს ან აგვიხსენი ნორმალურად სურათებით , აბა რა გავიგოთ ეხლა რას გულისხმობ შენ გამშVებში ან მის ცხვირში?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 10 2015, 09:50 PM

geojorjika
დასილაწელს გულისხმობს მაგი biggrin.gif

პოსტის ავტორი: tarasuna Mar 26 2015, 08:22 PM

crosman 1377 კლაპნის დიამეტრი რა ზომის აქვს? და crosman 1377 და crosman 2100 ერთი და იგივე სიგრძის კლაპანი აქვს?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 27 2015, 09:17 PM

tarasuna
1377 კლააპანის გარე დიამეტრი 15.7 სიგტძე 50.3.
მილი ანუ ნასოსის შიდა დიამეტრი, სადაც ეგ კლაპანი ზის 16.
რა თქმა უნდა მილიმეტრებში.
მე ეგ იარაღი არა მაქვს მაგრამ მოვიძიე ინტერნეტში, რასაც თვითონაც იოლად იზამდი,
მაგრამ ზარმაცობ.

პოსტის ავტორი: mamukaaa Apr 20 2015, 10:45 PM

გამარჯობათ.
1377-ზე ოპტიკის შერჩევაში დამეხმარეთ.
ძვირიანი არ მინდა დაახლოებით 50.60.70-ი ლარის ფარგლებში
კოლოფს შევიძენ ამ დღეებში გრეგორთან და მინდა ოპტიკაც შევარჩიო რამე და შევიძინო.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 20 2015, 10:47 PM

მაგ ფასში დიდი არჩევანი არ არის, აიღე რომელიც ყველაზე კომპაქტურია და ფოკუსი ახლო მანძილზე სწორდება

პოსტის ავტორი: mamukaaa Apr 21 2015, 11:09 AM

CenterPoint 4X32
ეს თუ გამომადგება?

პოსტის ავტორი: mamukaaa Apr 23 2015, 06:36 PM

გამარჯობათ.
1377-ზე კოლოფს რო შეუცვლი ისე მყარათ მაგრდება რო წინ აღარ უნდა სამაგრი.
აი ლინკი https://www.youtube.com/watch?v=M-vsKWWLUI8
აქ ვნახე მეც და არა აქ დამაგრებული.

პოსტის ავტორი: gregory Apr 23 2015, 07:11 PM

mamukaaa
ნამდვილად ეგრეა. რკინის კოლოფი აქვავებს ლულას


პოსტის ავტორი: mamukaaa May 3 2015, 10:48 AM

გამარჯობათ.
1377-ზე დაზეთვა თუ უნდა და რომელ ადგილას?

პოსტის ავტორი: gregory May 3 2015, 04:52 PM

ციტატა(mamukaaa @ 3rd May 2015 - 11:48 AM) *
გამარჯობათ.
1377-ზე დაზეთვა თუ უნდა და რომელ ადგილას?

mamukaaa
პასპორტში ნახე იქ წერია რითი და სად

პოსტის ავტორი: mamukaaa May 4 2015, 05:26 AM

მადლობა.

პოსტის ავტორი: mamukaaa May 5 2015, 01:45 PM

გამარჯობათ.
1377-ზე სოუნდმოდერატორი დავაყენე და ძალა დაკარგა.
უნდა იყოს მასე თუ რამე შეცდომა დავუშვი?
თვითნაკეთია 11.5 ადგილი მქონდა კამერაში ასე დავრქვათ.დავყავი სამ ნაწილად პირველი 4-ი სმ.მეორე 3.5 სმ და მესამე 4 სმ.
სურათებს დავდებ მალე და განახებთ.
ხმა საკმაოდ გაუქრო მაგრამ ძალაც დაუკარგა.

პოსტის ავტორი: mamukaaa May 5 2015, 02:51 PM

http://pix.ge/x/a/x/gt7t7/ http://pix.ge/x/b/w/2wvwl/ http://pix.ge/x/a/c/d9fl8/ http://pix.ge/x/a/k/vukg4/

პოსტის ავტორი: koknar May 5 2015, 03:47 PM

mamukaaa
თუ რამეს არ ედება ტყვია, სიჩარე არ უნდა შეეცვალა შანსი არაა.
მარტო მოდერი ნახე, ცარელა რო დააყენო

პოსტის ავტორი: ja_ja May 5 2015, 04:58 PM

საინტერესოა ვიცი გაკეთებულია ეს შტუკა, მანდანე უკრო კონსტრუქციის ბრალი იქნება ვიდრე თვოითონ მოდერის იდეის ან თოფის....

მოდერატორი იდეაშიც და რეალობაშიც მხოლოდ კვეთავს ჰაერის ნაკადს რაც ტყვიას უკან მოყვება. ამასობაში როდესაც ტყვია ლულას ტოვებს მას უკვე მაქსიმუმი სიჩქარე აკრეფილი აქვს და დალშე აჩქარებას ადგილი აღარ აქვს, ანუ უკან მოყოლებული ჰაერი მოიკვეთება თუ ტყვიას უკან გაყვება მნიშვნელობა არ აქვს ტყვია ლულის პირიდან გამოსვლისსას მაქსიმალურ სიჩარეზეა და სიჩქარე აღარ მატულობს.

ანუ როგორც ხვდები შანსი თეორიულიც კი არ არსებობს რომ მოდერის გამო ძალა შესუსტდეს

მე უფრო მაფიქრებს სურათებზე გამოსახული კკონსტრუქცია, მაგან შეიძლება გამოიწვიოს ის ეფექტი რომ ტყვია ედებოდეს რომელიმე შაიბას ან მოდერის წინა ხუფს....

რაღაც პაწუა ეჭვი მეპარება რომ შაიბები მილში მჭიდროთ არ იჯდებიან, ასევე ნაკუწ-ნაკუწი ბიგუდებისგან გაკეთებული პონტი არასწორეა, რადგან გასროლისას ჰაერის ნაკადი მიაწვება შაიბას, ის მაგ ნაკიწ ბიგუდებს და ისინი ერთმანეთში ჩაიკეცებიან ან გადაიღუნებიან, შედეგად თუ ჩაკეცილი ნაწიბური ტყვიას შეეხება ეგეც შენი გადახრა ტრაექტორიიდან, მერე გამოსვლისას წინა პრობკას გაედება და ნუ ქე ხვდები მთელი კასკადი გამოდის....

ასე რომ კონსტრუქციაა გადასახედი.... მოდერის ავტორი ვინაა შეიძლება გავიგოთ?

პოსტის ავტორი: geojorjika May 5 2015, 05:24 PM

ja_ja
ნაღდად ეგრე იქნება, შაიბა ძალიან თხელია და ცენტრირება არ მოხდება მილში, შესაბამისად ტყვიაც გაედება, ნახვრეტებიც დიდი მეჩვენება შაიბებზე 4.5 მმ სთვის + ის შუა ნაწილის 2 ნაწილად გაკეთება რა სპორტია ვერ გავიგე, ეტყობა ნაგლეჯები მორჩა ავტორს და ახალი ბიგუდის ეკონომია გააკეთა smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa May 5 2015, 07:10 PM

მე ვარ ამის ავტორი.
ეკონომია არ გამიკეთებია ეს ნიმუშია და მაგიტომაა ასეთი.
შაიბები კაი ზომაა და კარგად ჩადის მარა აი წინა ნახვრეტმა დამაფიქრა ვნახავ აუცილებლად.

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 5 2015, 10:51 PM

mamukaaa
თუ შეილება დამანახე როგ ამაგრებ მაგ შტუკენციას ლულაზე, მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: Ex3 Jun 26 2015, 08:38 PM

თბილისის სტიქიის ამბებზე დავინახე ტრანკვილიზატორის თოფს მანომეტრი ჰქონდა, ხოდა მერე დავძებნე რა თოფებს იყენებენ მეთქი, ხოდა საინტერესო სურათს წავაწყდი:

http://www.gunauction.com/buy/7936958

ციტატა
made by Dennis Quackenbush

http://www.quackenbushairguns.com
ამათი გაკეთEბული ყოფილა



https://www.google.com/search?client=opera&hs=eKZ&biw=1280&bih=887&tbm=isch&sa=1&q=tranquilizer+gun&oq=tranquilizer+gun&gs_l=img.3..0l10.771.3742.0.3952.16.15.0.0.0.0.261.1785.0j11j1.12.0.ckpsrh...0...1.1.64.img..4.12.1784.IRh4osq5z1o#imgrc=_
მოკლედ გადაკეთებულ პნევმატიკებს გავს

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 26 2015, 09:16 PM

ციტატა(Ex3 @ 26th June 2015 - 09:38 PM) *
თბილისის სტიქიის ამბებზე დავინახე ტრანკვილიზატორის თოფს მანომეტრი ჰქონდა, ხოდა მერე დავძებნე რა თოფებს იყენებენ მეთქი, ხოდა საინტერესო სურათს წავაწყდი:

http://www.gunauction.com/buy/7936958

ციტატა
made by Dennis Quackenbush
http://www.quackenbushairguns.com
ამათი გაკეთEბული ყოფილა



https://www.google.com/search?client=opera&...osq5z1o#imgrc=_
მოკლედ გადაკეთებულ პნევმატიკებს გავს

რაღაც ვერ გავუგე, ლულიდან იტენება კაჟიანი თოფივით?

პოსტის ავტორი: Ex3 Jun 26 2015, 10:20 PM

მაგაზე არ ვიცი , მაგრამ ალბათ ასეა მაგაზეც:




ეს benjamin hb 17(ან 22ს) ს გავს

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 27 2015, 12:23 AM

Ex3
ტრანკვილიზატორებისთვის განკუთვნილი იარაღების უმეტესობა ცო2-ზეა და თან ძალიან ძვირიც ღირს 2-3K ამერიკული ფული

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 27 2015, 09:07 PM

Ex3
სხვათაშორის ეტყობა ჩვენები არიან მთლად გოიმები, თუ მართლა 1377-ი ან რაიმე მის ბაზაზე არსებული მოდიფიკაცია გამოიყენეს, იმიტომ რომ იმავე კროსმანს აქვს კაკრაზ კონკრეტულად მაგ საქმისთვსი იარაღი წარმოებაში, პროსტა სპეციპიურ საქონელში გადის და ასე პირდაპირ საიტზე არ აგდია...

დანარჩენში კი ჟორა ბიძია არის 100%-ით მართალი, ნორმალური იარაღი ტრანკვილიზატორის სასროლად ცოტა სპეციფიურია და სწორედ მაქგის გამო ძვირიც ღირს... თუმცა ჩვენებისგან გადაკეთებული მფრინავი პოლისჯოხის გამოყენებაც არ გამიკვირდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Jun 28 2015, 08:14 PM

geojorjika
გასაგებია, მეც მასე ვნახე.

ja_ja
არა ჩვენებმა არ გამოიყენეს ,ეგ გუგლში ვნახე biggrin.gif


ამ სურათზე ჩანს ჩვენებმა რაც გამოიყენეს.



ვიპოვე ეს თოფი:
https://www.google.com/search?client=opera&hs=aFx&biw=1280&bih=887&tbm=isch&sa=1&q=IM+rifle+tranquilizer&oq=IM+rifle+tranquilizer&gs_l=img.3...15376.18605.0.18678.21.17.0.0.0.0.298.2638.0j8j6.14.0.ckpsrh...0...1.1.64.img..18.3.384.LWiYxXTV1Ts#imgrc=DlmFnUVt53Mo2M%3A


პირველი შედეგი , მაგრამ არ გადადის გვერდზე




პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 28 2015, 10:11 PM

ეგ იარაღია

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 28 2015, 11:56 PM

Multi-Tool
მონტაჟი მაგარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 7 2015, 08:10 AM

დილამშვიდობისა ყველას.
1377-ზე ოპტიკა შემარჩევინეთ რა ვინც გამოცდილია და იცის რომელი წავა
ოღონდ ძვირიანი ამ მინდა.50 ლარში თუ ვიკიდი რამეს.
ან ვინმე თუ ყიდის რო აღარ სჩირდებოდეს.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 7 2015, 08:12 AM

მაგ ფალსში ან დაშლილი რამე მოვა, ან ლილოს ოპტიკა... სხვა რაცხა მეეჭვება...

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 7 2015, 08:26 AM

აბა რა ფასში ვიკიდი?

ოპტიკა მაქ ძველი რუსული მარა სამაგრებს ვიშოვი სადმე?


სად ვნახო არჩევანი ოპტიკების და კრონშტეინების

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 7 2015, 08:43 AM

http://pix.ge/x/a/w/hbpq0/

<a href="http://pix.ge/x/a/w/hbpq0/"><img src="http://a.pix.ge/w/hbpq0_thumb.jpg" alt="" /></a>

<a href="http://pix.ge/x/a/w/hbpq0/"><img src="http://a.pix.ge/w/hbpq0_thumb.jpg" alt="" /></a>

ესეთი მაქ და თუ წავა

?

პოსტის ავტორი: pilotina Aug 7 2015, 08:59 AM

mamukaaa

მაგი გადაღებე და გადააგდე. პნევმატიკისთვის არა მგონია გამოგადგეს.
http://www.pyramydair.com/a/Accessories/Scopes/92 შეარჩიე ზომა-წონა-ფასის მიხედვით, ან ანალოგიური დაძებნე აქ, იარაღის მაღაზიებში.

შენი ფიშტისთვის აქადან რომელიმეს გირჩევდი:

http://www.pyramydair.com/s/a/CenterPoint_3x32_Rifle_Crossbow_Scope_Duplex_Reticle_1_Tube_Weaver_Rings/4294

http://www.pyramydair.com/s/a/Swiss_Arms_4x32_rifle_scope_with_weaver_picatinny_rings/2274


პოსტის ავტორი: pilotina Aug 7 2015, 11:54 AM

პატარა შესწორება მინდა შევიტანო.
ეგ ოპტიკები გამოგადგება, თუ მაგ ფიშტოს გამოყენებას აპირებ როგორც კარაბინისას, ანუ კონდახს გაუკეთებ და ისე. თუკი როგორც პისტოლეტი, ისე უნდა ისროლო, ანუ გაშლილი ხელიდან, მაშინ სხვა ოპტიკა გჭირდება, სპეციალურად პისტოლეტისთვის.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 7 2015, 03:09 PM

როგორც პისტოლეტი მასე ვაპირებ გამოყენებას.

პოსტის ავტორი: pilotina Aug 7 2015, 03:36 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 7th August 2015 - 04:09 PM) *
როგორც პისტოლეტი მასე ვაპირებ გამოყენებას.


ჰოოოოო, მაშინ ის ზემოთმითითებული ოპტიკები არ გამოგადგება.
http://www.pyramydair.com/search-results-ext?Ntt=pistol+scope&sid=1375A617A415&N=0&Ntk=primary&q=pistol+scope&cx=002970863286801882398:jlcminxfwdw&cof=FORID:11;NB:1&saSearch პისტოლეტისთვის, გადაავლე თვალი, ფასებიც არაა ძაან ძვირი.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Aug 7 2015, 09:49 PM

mamukaaa
სანამ კოლოფს არ გამოცვლი, არანაერ ოპტიკას აზრი არა აქვს.
რაც შეეხება ოპტიკას, იყიდე მჩატე, რადგან პისტოლეტის ვარიანტში იარაღის წონას
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 01:15 AM

კოლოფი გამოვცვალე უკვე და ოპტიკას ვეძებ.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 01:29 AM

centrpoint 4X32
ეს ვნახე მაი მარკეტზე და თუ წავა 1377-ზე?

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 07:59 AM

55_ლარად ყიდის

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 8 2015, 09:48 AM

mamukaaa
ან ლინკი და ან მოდელი ზუსტად დაწერე ეგრე რა გავიგოთ იცი რამდენნაირია centrpoint 4X32?

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 12:18 PM

არ უწერია მოდელი.
მაიმარკეტზე უდევს.
იარაღის ნაწილებში რო შეხვალ. 4-ხე გვერზე დევს.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Aug 8 2015, 04:36 PM

mamukaaa
არ გირჩევ, დიდი შანსია თავის იარაზე მოხსნა, ცურვა რომ დაიწყო.
ბადეც არ უვარგა, მილდოტიანი ბადით ეძებე და რინგებიც მაღალი შეურჩიე,
სამიზნემ ხელი რომ არ შეგიშალოს თყვიის ჩადებაში.


პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 04:49 PM

გაიხარეთ დიდი მადლობა რჩევისთვის.
რამეს თუ შემარჩევინებთ მადლობელი დაგრჩებით.მაგ ფასში.
ვერ ვერკვევი და შველას ვითხოვ

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 06:51 PM

გაიხარეთ დიდი მადლობა რჩევისთვის.
რამეს თუ შემარჩევინებთ მადლობელი დაგრჩებით.მაგ ფასში.
ვერ ვერკვევი და შველას ვითხოვ

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 8 2015, 11:23 PM

ციტატა(mamukaaa @ 7th August 2015 - 09:10 AM) *
დილამშვიდობისა ყველას.
1377-ზე ოპტიკა შემარჩევინეთ რა ვინც გამოცდილია და იცის რომელი წავა
ოღონდ ძვირიანი ამ მინდა.50 ლარში თუ ვიკიდი რამეს.
ან ვინმე თუ ყიდის რო აღარ სჩირდებოდეს.


ერთი კვირის წინ ჩამომივიდა კროსმან ვენთეჯი ოპტიკიანად, ჯერ ერთი ტყვიაც არ გამისვრია შესაბამისად ოპტიკაც სულ ახალია გამოუყენებელი.
არ მჭირდება და მოგცემ მაგ ფასში რინგებიანად.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 8 2015, 11:29 PM

გაიხარე ხო წავა ჩემ 1377-ზე???
თუ წავა ხვალვე გამოგართმევ.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2015, 09:25 AM

პისტოლეტად თU უნდა იხმარო არ წავა და კონდახს თუ დაუყენებ წავა

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 9 2015, 11:18 AM

მთავარია რინგების ბაზა ერთი და იგივე იყოს რომ დაამაგრო.
1377 უკუცემა არ აქვს და ეგ შენზეა დამოკიდებული როგორ მოირგებ და გაისვრი.
მე მინახია იუტუბზე კონდახის გარეშე ოპტიკით 1377

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 9 2015, 11:37 AM

პისტოლეტად მინდა ვიხმარო.
მადლობა რჩევისთვის.
ვინმემ იქნებ შემარჩევინოთ ოპტიკა 1377-ისთვის.
50-ლარში.

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 9 2015, 01:05 PM

მე გირჩიე.
აწე წარმატებები შერჩევაში.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 9 2015, 04:10 PM

სად გნახოთ?
ან დაგირეკოთ?

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2015, 10:23 PM

bubusicha
მეგობარო მესმის რომ გაყიდვა გინდა რაღაცის მაგრამ ადამიანი შეცდომაში არ უნდა შეიყვანო, ეგ არის შაშხანის ოპტიკა, მაგ ადამიანს სჭირდება პოსტოლეტის, იცი რა სხაობაა ამ ორს შორის? შაშხანიდან სროლისას ოპტიკიდან თვალი გაქვს მაქსიმუმ 10 სმ დაშორებული და პისტოლეტიდან სროლისას მინიმუმ 50 სმ, ეხლა აიღე ეგ ოპტიკა დაიჭირე ისრ თითქოს ხელში პისტოლეტი გიჭირავს და გაიხედე შიგნით თუ დაინახავ რამეს, ეინსწარ გეტყვი რომ ვერაფერსაც ვერ დაინახავ.

ამ ყველაფერს ეწოდება eye releafe და შაშხანების ოპტიკებს აქვს მოკლე ხოლო პისტოლეტისას გრძელი, რონ გაშლილი ხელით სროლისას მკაფიოდ დაინახო სამიზნე

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 9 2015, 10:50 PM

მე არავინ შეცდომაში არ შემიყვანია.
ადამიანს ოპტიკა სჭირდებოდა მე არ მჭირდებოდა და ნახევარ ფასში ვაძლევდი სულ ახალ ოპტიკას.
ამ ოპტიკას გაყიდვას რომ დავაპირებ მაიმარკეტზე დავდებ და დამიჯერე 80 ლარად უპრობლემოდ გავყიდი.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 10 2015, 12:24 AM

მადლობა.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 10 2015, 06:29 AM

დღეს სოფელში მივდივარ და შემარჩევინეთ რა ოპტიკა 1377 ზე
პისტალეტად მინდა ვიხმარო

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 10 2015, 06:46 AM

SCP-432FW, 4X32 TS F.S. Mil-dot Scope w/ Picatinny/Weaver Rings, Pre-adj @ 100 Yds

SCP-432M1, 4X32 Mini Size Range Estimating Mil-dot Scope01:24 PM



ესენი ვნახე მაგნიუმში თუ წავა

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 10 2015, 11:33 AM

ამიხსენით ყველამ დაჟე მოდერატორმა რომელიც ყიდვა გაყიდვას გადაყვა (წესით კი თემას უნდა აქცევდეს ყურადღებას) რა ჰქვია თემას და რატომ მიდის ოპტიკის შეძენა დაგების განხილვა, რატომ არის ვინტეჯზე საუბარი და სხვცა ფლუდი?!

რა ვქნა ყველას დაგირიგოთ ვორნები თუ დაუბრუნდებით ძირითად თემას?

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 10 2015, 09:11 PM

bubusicha
მემგონი აგისხენი რატომ არ გამოადგება ეგ ოპტიკა აქ ფასზე საუბარი არ ყოფილა, თუ გინდა 800 ლარად გაყიდე მაგრამ სულ რომც გეჩუქებინა არ გამოადგება და მორჩა

ja_ja
უკაცრავად ბატონი ბრძანდებით , ნუ მაწვალებ ეხლა მობილით ვარ . მიასწორ მოასწორე ეხლა აქაურობა ყვარყვარესავით smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 18 2015, 04:45 PM

გამარჯობათ.
1377-ზე კოლოფი რო იცვლება და დგება რკინის ლულა ისე მყარად დგება და ისე სწორად რომ არაფერი არ უნდა?

პოსტის ავტორი: gigi30 Aug 18 2015, 10:11 PM

მყარად კი დგება , მაგაზე ვიდეოებიც დევს, მაგრამ ზოგჯერ ჰაერის გაპარებას იწყებს თურმე

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2015, 08:13 AM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 18th August 2015 - 05:45 PM) *
და დგება რკინის ლულა

ალბათ რკინის კოლოფის თქმა გინდოდა ხომ smile.gif

საკმაოდ მყარად დგება, პორისტა ეგ კოლოფი გინდა 1377-ზე გინდა 1322 და გინდაც 24xx ან 23xx ზე ყოველთვის ისე დგება როგორც ძირითად იარაღზე საიდანაც ეგ კოლოფი მოვიდა, ანუ Benjamin Discovery-ზე. მანდ კი კოლოფი იმდენად სტრანნადაა დაყენებული რომ მხოლოდ წინ არსებული რვიანის ხარჯზეა მყარი პოზიცია დაკავებული smile.gif

პისტოლეტებში მოკლე ლულის ხარჯზე შედარებით კარგადაა დაჭერა რეალიზებული, ასე რომ თუ კომპლექტში არსებულ ვინტს ნორმალურად მოუწერ (ანუ ქართული ჯანით და სიგიჟით კი არა, არამედ ნორმალურად მარგად და მყარად), მაშინ მშვენივრად იქნება დამაგრებული, კომპლექტში მგონი მაგ კოლოფს მოყვება ვინტიც და შესაბამისი ექვსკუთხედებიც...

მოკლედ ჰაერს არ გააპარებს და არაფერი არ აირევა, მითუმეტეს თუ წინა რვიანს გაუკეთებ, იქნება ზედ მისიკვდილებული

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 19 2015, 12:22 PM

წინა რვიანი სა ვიშოვო?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 19 2015, 12:54 PM

mamukaaa
მაიცა 1377-ს ხომ აქვს თავისი რვიანი ღია სამიზნის მუშკით?! სად წაიღე?

აი ეს არაა ძირა მარჯვენა კუთხეში რომაა, ეგ სად წაიღე?


პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 22 2015, 11:01 AM

ეგ მაქ შენახული.


მე ვიფიქრე კიდე სხვა დეტალი ხომ არ არსებობს მეთქი.

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 22 2015, 11:10 AM

სოუნდმოდერატორს ვუკეთებ ჩემ 1377_ზე მაქვს გამზადებული გამოვაჩარხინე.
ორ ნაწილადაა ქვედა და ზედა.ალუმინისგანაა მარა ერთმანეთზე როგორ მივამაგრო არ ვიცი.
ტელეფონით სურათს ვერ დავდებ რო განახოთ.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 22 2015, 05:57 PM

mamukaaa

მაგრად გამოუჩარხია 2 ნაწილად თუა

პოსტის ავტორი: mamukaaa Aug 23 2015, 08:00 AM

ინტერნეტში რო ვნახე იქაც ორ ნაწილადაა,და მერე ქვემოდანაა მიმაგრებული ვინტით.
არის ვინმე ვინც მთლიანს გამოჩარხავს?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services