თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის შესახებ... _ ფორუმის წევრები

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2010, 09:26 PM

ამ ბოლო დროს ვამჩნევ მანეტანი აგრესიულად ვიქცევი ძალიან ბევრ თემებს ვხურავ რამდენიმე კაცი შემომებლოკა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგარი სიტყვაა შემომებლოკა.

რაღაც მოსაფიქრებელია, ანუ რეგისტარციისას რომ წესებს პროსტა ყველა ბოლომდე ჩაალივტებს და ალამს სვავს ეგ გასაგებია, ამის გამოა ყველას როგორც რა უნდა ისე წერს ყველაფერს, შედეგად მაგრა ხლამდება ყველა თემა. პროსტა წესები არ წაუკითხია კაცს და დარქმუნებული ვარ არც არასდროს არავინ არსად არც კითხულობდა, არც კითხულობს და არცწაიკითხავს, მერე სწყინთ წესებზე რომ მიუთითებ.

მემგონი ჯობია ყველა ახალ დარეგისტრირებულ ერთი ნიუს წერილი მისდიოდეს, სადაც იქნება ნახსენები რომ კაია რომ ჩემივიდა , მაგრამ თუ არ დაიცავს წესებს და ზედმეტ სისულელებს გააკეთებს შესაბამისი ასევთქვათ საჯარიმო სანქციები იქნება გატარებული.

თორემ ერთის სიტყვით გამოხტომა სულ რამდენიმე წუთის წინ იყო. ჯანდაბას მე გაველანძღე, პატარა აღარ ვარ და ეგეთ სისულეებზე იმედია არასდროს ავყვები, მაგრამ ყველას მიმარტ გამოხტომა უკვე ნონსენსია. მემგონი სასიამოვნო არ არის, თავხედური პოსტები და წევრმა უნდა იცოდეს რომ მისი არასწორი საქციელის გამო მას შესაბამისი დაბლოკვა ან რაიმე სხვა ელოდება. თორემ მერე ისე იღებენ თითქოსდა ჩემი, ან სხვისი პოხონდრია გამოხტომაა წესების და გარკვეული ნორმატივების კენ რომ მოუწოდებ.

მოკლედ ეს თემა ალბათ უფრო JAH-ს ეხება.


პოსტის ავტორი: nihontoman Oct 4 2010, 09:28 PM

კაი აზრია. უფრო სწორად გენიალური.


რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩათვალეთ რომ გავეცანი და ვეთანხმები კრების დასკვნას....


პოსტის ავტორი: Jah Oct 4 2010, 09:32 PM

ხო კარგი აზრია. როგორ გავაკეთოთ მითხარი და გავაკეთებ, ან თუ შეგიძლია გააკეთე შენ თუ არ დაგეზარება.
თუ არა და მიმითითე სად და როგორ და გავაკეთებ.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2010, 09:34 PM

Jah

ციტატა(Jah @ 4th October 2010 - 10:32 PM) *
ხო კარგი აზრია. როგორ გავაკეთოთ მითხარი და გავაკეთებ, ან თუ შეგიძლია გააკეთე შენ თუ არ დაგეზარება.

აზრი რომ კარგია ქე ვიცი, მარა რაფრა კეთდება არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მინახია სხვა ფორუმებზე ეგეთი რაღაცეები, მგონი ეგენიც IPB-ს ბირთვზე იყო. მოკლედ დასაძებნია.

პოსტის ავტორი: foxi Oct 4 2010, 09:40 PM

ja_ja

რაღაც ვერ მივაქციე ყურადღება,ვინ გამოხტა აგრესიით?! ეგ აზრი იმედია აზრად არ დარჩება და შესაბამისი უწყებები(მოდერატორები.) იზრუნებენ მაგის გარკვევას. მაგრამ ვინ გამოხტა?!

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2010, 09:54 PM

foxi

ციტატა(kakha @ 4th October 2010 - 10:40 PM) *
რაღაც ვერ მივაქციე ყურადღება,ვინ გამოხტა აგრესიით?!

არა კაცო სერიოზული არაფერი ერთმა უაზრო პოსტი დაწერა, მივწერე გაასწორე თორემ წავშლი მეთქი და სისულეები დაიწყო biggrin.gif ეგ არაფერი

თუ ძალიან გაინტერესებს აგერაა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1344

მერე გაგრძელება http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1315&view=findpost&p=44747, ნუ ეგ დიდი არაფერი, პროსტა იმდენად სტარნნი მოქცევა იყო რომ... დაჟე გაბრაზება ვერ მოვახერხე იმდენად უაზრო ღარაც იყო smile.gif იმდენად პატარა ბავშვურ პონტში იყო დაწერილი ყველაერი, რომ იქეთ ღიმილი მომაწვა, ვერანაირად სერიოზულად მისი საქციელი ვერ აღვიქვი. მაგრამ უსიამოვნოა რომ რაღაც დეტსკი სადის პონტია და უწმაწური სიტყვებით იქეთ აქეთ მიმართვაა...

პოსტის ავტორი: foxi Oct 4 2010, 10:05 PM

ja_ja

სრულიად სამართლიანად გაგიპანღურებია. ბავშვი ჩანს, უზრდელი ბავშვი.იმედია უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდები წმენდის
საკითხს. თორემ დაემგვანება სანაგვეს ეს ფორუმი.

პოსტის ავტორი: bazuka Oct 4 2010, 10:45 PM

ისე არ შეიძლება, რომ რაღაც დონემდე მაგ. 100 პოსტი, ყოველი თემის გახსნის წინ ამოგისრიალდეს ფურცელი, "დაიცავი წესები, გააფორმე თემა?"-ს მსგავსი შეტყობინებით?

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 4 2010, 11:46 PM

bazuka

ციტატა(bazuka @ 4th October 2010 - 11:45 PM) *
ისე არ შეიძლება, რომ რაღაც დონემდე მაგ. 100 პოსტი, ყოველი თემის გახსნის წინ ამოგისრიალდეს ფურცელი, "დაიცავი წესები, გააფორმე თემა?"-ს მსგავსი შეტყობინებით?

ნუ ეგ მომაბეზრებელიც არის და არსად ეგეთი პლაგინი არ მინახია, მაგრამ შეგვიძლია სხვა შეზღუდვა გავაძროთ გარკვეულ განყოფილებებში იყოს შეზღუდვა შესვლა სანამ რაღაც რაოდენობა პოსტებს არ ააგროვებ. სხვათაშორის ეგ აზრი Daviti-მ შემომთავაზა.. რგ მგოონი ფორიმის ძალებითაა გაკეთებადი თუ მისაღები იქნება.

პოსტის ავტორი: bazuka Oct 5 2010, 12:02 AM

ja_ja
და თემის გახსნაზე რომ გავაკეთოთ შეზღუდვა??
პირველივე პოსტი ახალი ტემა რომ არისხოლმე.

დავითასიც კაი იდეაა. კაი კიარა მაგარი smile.gif

პოსტის ავტორი: daviti Oct 5 2010, 01:02 AM

აღარ იქნება მერე უაზრო პოსტები ყველა თემაში, გარკვეულ პოსტებს რომ მოაგროვებს შემდეგ ექნება სხვადასხვა თემებში შესვლის შესაძლებლობა.

ციტატა(bazuka @ 5th October 2010 - 01:02 AM) *
და თემის გახსნაზე რომ გავაკეთოთ შეზღუდვა??

თავიდან მხოლოდ ფლეიმში დაუტოვოთ თემის გახსნის შესაძლებლობა.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 5 2010, 03:02 AM

ციტატა(daviti @ Oct 5 2010, 03:02 AM) *
თავიდან მხოლოდ ფლეიმში დაუტოვოთ თემის გახსნის შესაძლებლობა.

მერე გინდათ მე გამაგიჟოთ? biggrin.gif ისედაც ყველაფერს ფელიმში ხსნიან biggrin.gif

პ.ს გადავიკითხე ბიჭებო პოსტები და საერთოდ ცუდია ეგეთი რაღაცეები რომ ხდება ჩვენს ფორუმზე
თან ეს ამ ბოლო დროს თორე აქამდე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა, მოკლეთ მივესალმები ყველანაირ სანქციას!

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 5 2010, 08:16 AM

Jah
ja_ja

ფორუმის მოდი, Auto Welcome Members აკეთებს მაგას ზუსტად, ანუ ახალდარეგისტრირებულ წევრს უგზავნის PM-ს.

ესეც მოდი: http://www.link.ge/file/337764/-M23--Auto-Welcome-Members-v2-0-0.zip.html ინსტრუქციები მოყვება.

დაყენების შემდეგ PM-ის ტექსტი დგება ადმინკაში.

პოსტის ავტორი: Jah Oct 5 2010, 11:06 AM

Power_VANO
ჯიგარი ხარ ვანიჯან, ახლავე დავაყენებ...

ja_ja
იქნებ ტექსტი მოიფიქრო... თი\ორე ჩემი ქართულით შორს ვერ წავალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 5 2010, 12:26 PM

ja_ja
მოკლედ სეთინგებში ჩაჯდა, სულ პირველია ეს აუტო ველქამი...
და დარჩა უბრალოდ ტექსტის შევსება.

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 5 2010, 01:39 PM

ესეთი ტექსტი როგორია:

თუ ბევრს არ გაა**კებთ, პრობლემები არ შეგექმნებათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფორუმის წევრები პირადად იზრუნებენ იმაზე, რომ საერთოდ შეგაძულონ ინტერნეტ სივრცე.

მერე ორი კნოპკა "ვეთანხმები" ან "არ ვეთანხმები"

და თუ ეთანხმება რამე თბილი მისალმება.

ბოდიშით, თავი ვერ შევიკავე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 5 2010, 03:13 PM

Jah

ციტატა(Jah @ 5th October 2010 - 01:26 PM) *
მოკლედ სეთინგებში ჩაჯდა, სულ პირველია ეს აუტო ველქამი...
და დარჩა უბრალოდ ტექსტის შევსება.


ოკ ტექსტს მოვიფიქრებ და აქ დავდებ, პორსტა ახლა გადარბენაზე ვარ და საღამოს შემოვალ და დავწერ ტექსტს.


Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 5th October 2010 - 09:16 AM) *
ფორუმის მოდი, Auto Welcome Members აკეთებს მაგას ზუსტად, ანუ ახალდარეგისტრირებულ წევრს უგზავნის PM-ს.

მოზგი ხარ მოზგი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 6 2010, 07:10 PM

მტააკ ესეიგი რაც ვნახე გვაქვს 3 ტარგეტი სადაც ხდება ამ პირველი ველცომ მესიჯის გაგზავნა.

1) Welcome PM
2) Welcome Email
3) Welcome Topic Forum


მაქვს კითხვა მესამე პუნქტთან ეგ როგორ გამოჩნდება? ვეჩნა თუ სანამ პირველ პოსტს დააგდებს?

ვაბშე Topic Settings სეტინგებში გავეჭედე....

ნუ ეს %board_name% და სხვა ცვლადები ნიხტ პრობლემ გასაგებია და გამოვიყენებ.

მოკლედ გამარკვიეთ ტოპიკში რას ვშვებით და დანარჩენი ნიხტ პრობლემო დავიწყე ტექსტზე ფიქრი და მომზადება.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 6 2010, 07:41 PM

მოკლედ აგერაა პირველი მონახაზი, აბა მითხარით კიდევ რა ჩავამატო, ან რა ამოვაკლო:


---------------------------------------------------------------------------------
გამარჯობა (ჩაიწერება მომხმარებლის სახელი),

დიდი მადლობა რომ შემიგვიერთდით Georgian Airgunners Portal-ზე. ახალი თემების და პოსტების დადებამდე, გთხოვთ კიდევ ერთხელ გაეცნოთ ჩვენი ფორუმის http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

თემის გახსნის წესი
1) თემის გახსნისას ამოარჩიეთ თქვენი თემის შესაბამისი განყოფილება;
2) თემის სათაური უნდა შეესაბამებოდეს იმ პოსტს რომელსაც თქვენ განათავსებთ;
3) ნუ გახსნით თემას რომლის ტექსტიც მხოლოდ სათაურში იქნება განთავსებული ხოლო თქვენს პოსტში იქნება მხოლოდ ერთი ბმული ან ერთი ორი სიტყვა;
4) თუ ხსნით პოსტს სადაც ფორუმელს სთხოვთ დახმარებას, ნუ დაიზარებთ და დეტალურად აღწერეთ რა დახმარება გჭირდებათ, გაითვალისწინეთ რომ სხვისგან გსურთ ამომწორავი პასუხი თქვენთვის საჭირო თემაზე, შესაბამისად პატივი ეცით ფორუმელებს და მაქსიმალრუად მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია;
5) ნუ გახსნით თემებს სადაც იქნება მოწოდება ძალადობაზე, ცხოველების წვალება და ასე შედმეგ.

პოსტების დადების წესი
1) თქვენს მიერ დადებული პოსტი არ შეიძლება შეიცავდეს პიროვნების შეურაწმყოფელ ტექსტებს;
2) არ შეიძლება პოსტში ძალადობისა თუ სისხლისღვრისკენ მოწოდება, ასევე არ შეიძლება შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება;
3) ნუ გადაუხვევთ გახსნილი თემის ძირითადი მიმართულებიდან (Off Topick), ამის გამო შეიძება თქვენი პოსტი წაიშალოს.


ბოდიშს გიხდით რომ გახსენებთ წესებს და ძირითად პრინციპებს. ეს საჭიროა რომ შემდგომში გამორიცხული იყოს გაუგებრობა, გთხოვთ მისდიოთ აღნიშნულ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს:

1) წაშალოს, ან ჩაასწოროს თქვენი პოსტები;
2) ჩაწაშლოს დახუროს ან გადაიტანოს თქვენი თემები;
3) მოგცეთ გაფრთხილება, შეგიზღუდოთ დაპოსტვის შესაძლებლობა გარკვეული დროით , ან გაგიუქმოთ ექაუნთი

პოსტის ავტორი: Jah Oct 6 2010, 08:01 PM

ja_ja
ძალიან კარგია.

და ამ წერილში ხო არ ჩავსვათ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=534...?
თუ ეს დავამატოდ http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules და ამის ბმული ისედაც გაქვს უკვე ჩასმული...
რა ვიცი შენ რას ფიქრობ, მე შენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: bazuka Oct 6 2010, 11:50 PM



Jah
პირველი ჯობია, უფრო ეფექტურია

პოსტის ავტორი: Jah Oct 6 2010, 11:57 PM

ციტატა(bazuka @ 6th October 2010 - 11:50 PM) *
Jah
პირველი ჯობია, უფრო ეფექტურია

ანუ ჯაჯას დაწერილ წერილში ჩავსვათ კიდე ეს წესები?

პოსტის ავტორი: bazuka Oct 7 2010, 12:06 AM

Jah


აი ბანი მაგრად თვალში გხვდება კაცს.
თუმცა ძაან გადატვირთვაც, უკუშედეგს მოგვცემს.


პოსტის ავტორი: Quick Oct 7 2010, 12:00 PM

პატარა შესწორება

ციტატა
3) ნუ გადაუხვევთ გახსნილი თემის ძირითადი მიმართულებიდან (Off Topick), ამის გამო შეიძება თქვენი პოსტი წაიშალოს.

off topic
ციტატა
2) ჩაწაშლოს დახუროს ან გადაიტანოს თქვენი თემები;

o_O

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 7 2010, 03:03 PM

Jah

ციტატა(Jah @ 6th October 2010 - 09:01 PM) *
და ამ წერილში ხო არ ჩავსვათ ეს...?

ეგ მიზის..

აი ის მეორე არ მქონდა ნანახი smile.gif

Quick
კორექტურა მერე იქნება, ეგ პრობლემაა არაა. მთავარია ძირითადი ტექსტი smile.gif

პოსტის ავტორი: Quick Oct 7 2010, 04:17 PM

ja_ja
ოკ smile.gif ნუ ჩამითვლი პედანტობაში, მეც მომდის ხოლმე შეცდომები და სუპერგამართული ქართულით არ გამოვირჩევი. უბრალოდ ამ ტექსტის წაკითხვა ყველას მოუწევს და შეცდომა რო გაიპაროს არ იქნება ლამაზი, ადმინისტრაციაზე ეგრევე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნება მომხმარებელს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 7 2010, 04:36 PM

Quick
ნუ ეგ იასნია, განსახილველად იმიტომ დევს, პროსტა ჯერ ტექსტი არის საბოლოო ჩამოსაყალიბებელი, მერე კორექტურა და.... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services