გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
Spanj
პოსტი May 2 2018, 10:12 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი






გამარჯობა , CROSMAN blaze XT ამ თოფზე შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა მითხრათ?
რამდენად ნორმალურია თავის ფასში ?
მაინცდამაინც ბევრს არ ვითხოვ თოფისგან .
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ შევიძინე და შემდეგ აღმოვაჩინე ეს ფორუმი და ისიც გამყიდველმა მითხრა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავ თუ ესტუმრებიო .
საერთოდ ვერ ვერკვევი და კულისებიდან გადევნებთ თვალს .

პ.ს.
დღეს გავიგე რომ ახალ თოფს დაშლა და შეზეთვა ჭირდება ( ვერ გავიხსენე იმ სიტყვას რა ქვია scratch_one-s_head.gif ) მე კი ვუბრახუნე უკვე 50 ტყვიამდე და შესაძლებელია დაზიანებულიყო რაიმე დეტალი? იქნებ მითხრათ ვინმე ვინც დამეხმარება დაშლაში და ქარხნული ზეთების მოშორებაში biggrin.gif
არვიცი რამდენად სწორად ვხსნი თემას , თუ რამე შემეშალა მომიტევოს ადმინისტრაციამ შენიშვნას მივიღებ და გავითვალისწინებ მომავალში.მადლობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 3 2018, 11:46 AM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე.
მშვენიერი თოფია მშვიდობაში და კარგია რომ ამ ფორუმზე შემოხვედი, აქ გამოცდილი ხალხია და ბევრ კარგ რჩევა დარიგებას მოგცემენ.
დეკონსერვაციას რაც შეეხება არ ინერვიულო, თუ ისევ აქვს კვამლი და დიდი ხმა სროლის დროს ჯობია გაჩერდე აღარ ისროლო და დაელოდე მასტერების პასუხს , მეც ახალბედა ვარ ჯერჯერობით, ჩემ თოფზეც ვისროლე 30მდე ტყვი და მერე გავაკეთე დეკონსერვაცია და დეტალები გადარჩენილი იყო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 3 2018, 03:14 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



მადლობა მეგობარო.
სულ სამი დღეა ვიყიდე და პირველ ჯერზე მიზანი რომ გავასწორე 45 მეტრში კოკაკოლის ალუმინის ქილას უპრობლემოდ ვარტყამდი.გუშინ დავაფიქსირე რომ ლინზა ოდნავ უკან დაცურდა კარგად არ მქონდა დაჭერილი როგორც ჩანს . მოვხსენი და საგულდაგულოდ დავაყენე.შესაბამისად მიზანიც აირია.ახლა გამოსული ვარ გასასწორებლად მაგრამ ვერაფრით მოვახერხე 45-50 მეტრში კარდონზე მიმაგრებულ თაბახოს ფურცელს ვესვრი ,რომელზეც მარკერით მაქვს 10 სმ დიამეტრის წრე შემოხაზული . ხან სად მიდის ტყვია ხან სად. ესეიგი ერთსა და იმავე ნასტროიკაზე სხვადასხვა ადგილებში ხვდება ტყვია. 3 4 სანტიმეტრის ცდომილებაზე არ მაქვს ლაპარაკი sad.gif შესაძლებელია ლინზა დაზიანებულიყო? ან დეკონსერვაციის აუცილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი პრობლემა? შესაძლოა მე ვერ ვასწორებ მიზანს.

პ.ს. მიზნის გასწორების გამოცდილებას თუ გამიზიარებ დიდად მადლობელი დაგრჩები. .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 3 2018, 03:32 PM
პოსტი #4


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



თაბახის დურცელს ხვდება თუ არა არაუშავს, ჯერ გაიგე ყველა ნასროლი ერთ მხარეს მიდის თუ არა, მაგალითად 5ტყვოა საკმარისია, თუ ხუთივე ერთად იკრიბება მაშინ ოპტიკას არ აქვს პრობლემა, შეეცადე თოფი სროლის დროს რამეზე დააყრდო ოღონდ ლულით არა, როარ დაიკაწროს ხისკონდახი ნაჭერი დაუდო შეგიძლია.

თუ საიდუმლო არაა ვისთან იყიდე და რამდენად ?

5 ტყვიის სროლა ხდება შემდეგნაირად: ესეგი უმიზნებ მხოლოდ ერთ წერტილში და გაისვრი, ყველა გასროლისას დაუმიზნე მხოლოდ ერთ წერტილში და მერე ნახე ტყვიები ერთადაა თუ არა, ახლა ტყვია ტყვიაში თუარ ზის არაა პრობლემა

ხო მართლა დაწერე რა ტყვიებს ისვრი და რა წონებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 3 2018, 03:38 PM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



თოფს მანქანის კარებზე ვდებ ხის კონდახით ნაჭერი მაქვს დადებული და მაქსიმალურად ვცდილობ მყარად იყოს.
თოფი თბილისი მოლში ვიყიდე იარაღების მაღაზია რომ არის -2 სართულზე კიბეებთან 480 ლარი გადავიხადე თოფში და ტყვიებში 35 ლარი



ამას ვისვრი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 3 2018, 04:07 PM
პოსტი #6


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



მე როგორც გითხარი ეგრე ცადე გასროლა და მიხვდები ოპტიკის ბრალია თუ არა.
რომ გაისვრი ლულაში ჩაბერე თუ ბოლს შეამჩნევ გირჩევ აღარ ისროლო, მაგ საქმეს სიჩქარე არ უყვარს .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 3 2018, 04:18 PM
პოსტი #7


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



კი ბოლი აქვს ლულაში :/ მიზანი გავასწორე მადლობა ძალიან გამომადგა შენი რჩევა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 3 2018, 04:32 PM
პოსტი #8


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



აღარ ისროლო დამიჯერე, დეკონსერვაცია უნდა უეჭველი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 3 2018, 04:37 PM
პოსტი #9


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



ისე არის შემთხვევები დეკონსერვაციას რომ არ საჭიროებდეს ჩინეთის წარმოებული თოფები?აქ წავიკითხე გერმანული თოფები ზომიერად შეზეთილია ქარხნიდანვეო ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 3 2018, 07:19 PM
პოსტი #10


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



Spanj

კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე!

რჩევა პირველი: სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ და რაიმეს დააზიანებდე, ჯერ ჰკითხე ხალხს, რა იცი რა გირჩიონ. რადგან როგორც თვითონვე აღნიშნე ახალი ხარ პნევმო სამყაროში. (ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ თქვი: ჯერ შევიძინე და შემდეგ აღმოვაჩინე ეს ფორუმიო) ამის შემდეგ სხვა დანარჩენზე რჩევა იკითხე. smile.gif

შენი ფიშტო ჩინური არ არის. ამერიკული ფირმის crosman-ის წარმოებაა. უბრალოდ ჩინეთში იწყობა.
მაგ ფასად იდეაში ცოტა უკეთესის ყიდვა შეიძლებოდა, ვგულისხმობ ვიზუალს თორემ მონაცემები მსგავსი ფასის თოფებისა ყველას ერთიდაიგივე აქვს თითქმის. ეგ თოფი benjamin regal-ის ზუსტი ანალოგია, უბრალოდ რეგალს გაცილებით ლამაზი დამუშავება აქვს კონდახზე და გაცილებით კარგ ვიდზეა რადგან მუქი ლაქი უსვია. ნუ უფრო სიმპათიურია.

რაც შეეხება დეკონსერვაციას, ყველა თოფს სჭირდება ეს პროცესი, რადგან ქარხანაში ბევრ ტაოტს უსვამენ და ბევრ ზეთს ასხავენ ყველგან, რომ თოფი დროთა განმავლობაში არ დაჟანგდეს და ნესტი არ აიღოს, მყიდველმა კი უნდა ამოაკლოს ზედმეტი ზეთიც და ტაოტიც, მითუმეტეს ცილინდრში, სადაც ზამბარა მოძრაობს. უმჯობესია გასროლამდე მოხდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ დაპანიკდები, არაფერი მოუვიდოდა შენს თოფს 50 გასროლით. უბრალოდ აჯობებს აღარ გაისროლო და დეკონსერვაცია ჩაუტარო ჯერ. ანუ ის, რასაც შენ ამბობდი, დაშალო და მოახდინო ზედმეტი ტაოტის ამოკლება ცილინდრსა და დგუშიდან, რათა თოფმა გასროლისას არ წამოქმნას ისეთი ფეთქებადი და ცეცხლმჩენი პროცესები, როგორიც აზიანებს თოფს დროთა განმავლობაში. ეს პროცესი შეიძლება გამოვლინდეს დგუშის მანჟეტის შეჭმით-ამოწვით. თოფის ლულის გადასაბმელ ადგილას შატკის წარმოქმნის და სხვა სახით... მოკლედ არასასურველი შემთხვევაა. მე მაგალითად მინახავს, ძალიან ძლიერ თოფებზე, როგორებიც მაგალითად ჰატსან 125, ჰატსან 135 და სხვა მოდელებია, თვითონ დგუში შეუჭამია გასროლების ციკლს.

რაც შეეხება მიზნის გასწორებას, მაგ ოპტიკას შეიძლება ლინზებიჩ ჩაუტყდეს რამდენიმე გასროლის შემდეგ და არ გაგიკვირდეს, ეგ ზავაცკოი ოპტიკები სუსტია. უბრალოდ აყოლებენ კომპლექტში რომ მყიდველის ხარბი გონება მიიზიდოს და მეტი არაფერი. ერთიდაიგივე ფასიანი თოფებიდან რომელს იყიდდი, რომელთაგან ერთს ოპტიკა მოჰყვება, თუ მეორეს, რომელსაც არ მოჰყვება? რათქმაუნდა იმას იყიდი რომელსაც ოპტიკა მოყვება ხო? მარტივი და სწორი მაგალითია მოკლედ.

ნუ ზოგადად ოპტიკა რომ დაგჭირდება იკითხე და გირჩევთ. გააჩნია რისთვის მოგინდება, მიზანში სასროლად თუ სანადიროდ. შორ თუ ახლო მანძილზე გამოსაყენებლად და ასე შემდეგ...

ეხლა რაც შეეხება ტყვიებს: მაგ ტყვიებში 10 ლარით ძვირი გაქვს გადახდილი. biggrin.gif თან შენს თოფს ქარხნულად ტყვიის სიჩქარე 1200 FPS, ანუ 366 მეტრი/წამში აქვს და ცოტა მძიმე ტყვიები უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რაღათქმა უნდა აქაც იმას გავიმეორებ თუ რისთვის გინდა ტყვიები, სანადიროდ თუ მიზანში სასროლად? მე მაგალითად ჩემს პრაქტიკაში ყოველთვის ამ ტყვიებს ვიყენებდი, სანადიროდაც და მიზანში სასროლადაც და დამიჯერე სუფთა კამფეტია, რადგან უზუსტესი ტყვიებია smile.gif ოღონდ თუ შენს თოფსაც მოეწონება მაშინ იქნება შენთვისაც კამფეტი smile.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 3 2018, 07:56 PM
პოსტი #11


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 3 2018, 08:39 PM
პოსტი #12


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(chicho @ May 3 2018, 08:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?

დინამოსთან, სულ ბოლომდე რო ჩაუყვები მონადირის მაღაზია რომ არის შენობის კუთხეში, მანდ ღირს 25 ლარი, მაგნუმშიც არის მაგრამ მგონი 28 ყიდიან ეგენი.
და რაც მთავარია ამას წინათ გრეგორს აღმოაჩნდა და 25 ად ყიდის. გრეგორთან იყიდო სჯობია biggrin.gif მაინც ჩვენი კაცია biggrin.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 3 2018, 08:45 PM
პოსტი #13


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



chicho
ციტატა(gihap0 @ 3rd May 2018 - 08:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?


დიღმის გუდვილში. მაღაზია " მაგნუმი "
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 4 2018, 12:00 AM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 4 2018, 12:00 AM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 4 2018, 10:55 AM
პოსტი #16


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



პირადში მოგწერ ნომერს ვინც აკეთებს დეკონსერვაციას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Spanj
პოსტი May 4 2018, 10:59 AM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,343
ქალაქი:თბილისი



chicho

გაიხარე დღეს დავურეკავ და თუ ეცლება ბარემ გავაკეთებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 4 2018, 03:49 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(Spanj @ May 4 2018, 01:00 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?

რამდენს გადაიხდიდი ოპტიკაში? მიზანში სასრილად თუ გინდა ეგ თოფი მაქსიმუმ 60-50 მეტრში გამოდგეს მიზანში სასროლად, მაგის შემდეგ უკვე რთულია ზედეპეს მიზანში სროლა. ნუ მტრედს შეიძლება 80-90 მეტრშიც გაარტა თუ რამდენიმე მილდოტით მაღლა აუწევ მაგრამ ეგ უკვე მიზანში სროლა აღარ არის.

ოპტიკა აქ უფრო ძვირი ღირს და ისეთს მაინც ვერ იშოვი როგორიც მაგ თოფისთვის გამოდგება. აქ ან ძვირიანებია, ან დაბალფასიანები და არ ვარგა. მოკლედ, უნდა გამოიწერო მაგალითად ლიპერსი 3-9X40 ან ლიპერსი 3-9X50. ან ცენტრ პოინტის 3-9X40. ან აგერ მე ჩამოვიტანე რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი ოპტიკა
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგ სახელს დააჭირე და ჩემს თემაში გადახვალ პირდაპირ და დაათვალიერე. წაიკითხე, ყველაფერი მიწერია მანდ. მაგრამ ეს ცოტა ძვირი ჯდება, 220 ლარამდე დაგიჯდება. სხვა ოპტიკებისგან ეს ბოლო რაც დავწერე იმით განსხვავდება რომ სხვა ოპტიკების ბადე ბარაბნებთან კავშირდება, ამას კი მინაზე აქვს დამაგრებული. მთავარია მინა არ ჩატყდეს და დალშე სულ იმუშავებს. სხვა ოპტიკებს კი მალევე უწყდებათ ხოლმე ბადე. ნუ რარათქმაუნდა თუ ბანძი ოპტიკაა. თორემ ლიპერსი და ცენტრ პოინტი ნორმალური ოპტიკებია, თუმცაღა მაგათაც დოლურებთან დაკავშირებული ბადე აქვთ.

დეკონსერვაციას რაც შეეხება, მეც შემიძლია მაგის გაკეთება, უბრალოდ სტანოკი უნდა მაგას და მე არ მაქვს სტანოკი. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი May 4 2018, 04:48 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(x.m.e.l.o @ 4th May 2018 - 04:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სხვა ოპტიკებისგან ეს ბოლო რაც დავწერე იმით განსხვავდება რომ სხვა ოპტიკების ბადე ბარაბნებთან კავშირდება, ამას კი მინაზე აქვს დამაგრებული. მთავარია მინა არ ჩატყდეს და დალშე სულ იმუშავებს. სხვა ოპტიკებს კი მალევე უწყდებათ ხოლმე ბადე.

მოიცა გიო ნუ დააბნიე ახლა ეგ კაცი სულ)) დოლურებს არაფერი არ უკავშირდება იპტიკაში. დოლურებს შიგნიდან მიმწოლი ფეხები აქვს. ტრიალისას ფეხს გაწევს და გამოწევს შიგნით და აწვება იმ ცილინდრს რომელშიც არის ჯვარი დატანებული. შენს ოპტიკასაც ეგრე აქვს. კი აქვს ჯვარი ლინზაზე მაგრამ ეგ ლინზა იმ ცილინდრშია რაც დიდ ვიბრაციას განიცდის ზდპ ეზე და ფუჭდება. ეგაა ზუსტად ოპტიკუს პრობლემა ზდპეზე.

აი ოპტიკებს რომლებსაც ბადე უდიდდებათ ზუმთან ერთად მაგათ აქვთ ჯვარი სულ სხვა ლინზაზე რომელიც არ ზის დოლურებით სამოძრაო ცილინდრში და არ განიცდის ისეთ რხევას როგორც შენი ოპტიკის ჯვრიანუ ლინზა.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 4 2018, 05:18 PM
პოსტი #20


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(sekurifa @ May 4 2018, 05:48 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოიცა გიო ნუ დააბნიე ახლა ეგ კაცი სულ)) დოლურებს არაფერი არ უკავშირდება იპტიკაში. დოლურებს შიგნიდან მიმწოლი ფეხები აქვს. ტრიალისას ფეხს გაწევს და გამოწევს შიგნით და აწვება იმ ცილინდრს რომელშიც არის ჯვარი დატანებული. შენს ოპტიკასაც ეგრე აქვს. კი აქვს ჯვარი ლინზაზე მაგრამ ეგ ლინზა იმ ცილინდრშია რაც დიდ ვიბრაციას განიცდის ზდპ ეზე და ფუჭდება. ეგაა ზუსტად ოპტიკუს პრობლემა ზდპეზე.

აი ოპტიკებს რომლებსაც ბადე უდიდდებათ ზუმთან ერთად მაგათ აქვთ ჯვარი სულ სხვა ლინზაზე რომელიც არ ზის დოლურებით სამოძრაო ცილინდრში და არ განიცდის ისეთ რხევას როგორც შენი ოპტიკის ჯვრიანუ ლინზა.


მიმწოლი ფეხები ხო უკავშირდება თავისი მიწოლით მაგ ცილინდრს რომელშიც ჯვარია მოქცეული? biggrin.gif
ყოველ შემთხვევაში ლინზაზე დასმული ჯვრიანი ჩემნაირი ოპტიკა მაინც სჯობს ისეთ ოპტიკებს რომელთა ჯვარიც ცილინდრშია მოქცეული smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:24 PM
Hosted by Pro-Service