თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ სად შეიძლება დავატენინო vortex-ის ზამბარა?

პოსტის ავტორი: GGG55 Oct 6 2018, 09:52 AM

გამარჯობათ მჭირდება დახმარება თუ ვინმემ იცით სად ტუმბავენ ასეთ vortex ის ზამბარებს ჩვეულებრივად როგორც pcp თოფი ისე იტენება

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 6 2018, 09:00 PM

GGG55
რამდენ ბარზე გინდა? ზამბარა ამოღებულია?

პოსტის ავტორი: GGG55 Oct 7 2018, 08:55 AM

125 ბარზეა ეხლა და 150ბარამდე აქვს რესურსი რომ გაუზარდო ზამბარა მეყენა და ეხლა ამოღებული მაქვს

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 7 2018, 09:26 AM

ციტატა(GGG55 @ Oct 7 2018, 09:55 AM) *
125 ბარზეა ეხლა და 150ბარამდე აქვს რესურსი რომ გაუზარდო ზამბარა მეყენა და ეხლა ამოღებული მაქვს


რესურსის გაზრდა თუ გინდა პირიქით უნდა დააკლო წნევა და დაბალ წნევაზე ამუშაო.
წნევის გაზრდით სიმძლავრე მატულობს მარა რესურსი კლებულობს!!.

პ.ს. მგონი ჰაცანისავე პცპ რეზერვუარის შტუცერი მიდის და ჩვეულებრივ პცპ ნასოსით იტენება. იუთუბიზე მაქვს რამდენიმე ვიდეო რგოლი ნანახი. მანდ შეგიძლია მოიძიო ინფირმაცია

პოსტის ავტორი: GGG55 Oct 7 2018, 09:35 AM

ხო ვიცი მაგრამ დგუში დავამსუბუქე ხმამ და უკუცემამ საგრძნობლად დაიკლო მაგრამ ძალა მოაკლდა და ამიტომ მინდა მაღალი წნევა
ხო ვიცი მეც ნანახი მაქ როგორც იტენება მაგარმ ეგეთი პცპ ნასოსი არ მაქვს

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 7 2018, 09:40 AM

ციტატა(GGG55 @ Oct 7 2018, 10:35 AM) *
ხო ვიცი მაგრამ დგუში დავამსუბუქე ხმამ და უკუცემამ საგრძნობლად დაიკლო მაგრამ ძალა მოაკლდა და ამიტომ მინდა მაღალი წნევა
ხო ვიცი მეც ნანახი მაქ როგორც იტენება მაგარმ ეგეთი პცპ ნასოსი არ მაქვს


ჰაცანის შტუცერი არმაქვს, შენ თუ იშოვი ნასოს კი გათხოვებ და დატენე რამდენზეც გაწყობს.

პოსტის ავტორი: GGG55 Oct 7 2018, 09:55 AM

ეგ შტუცერი რომელ მაღაზიაში იქნება ნეტა თუიცი ან ვინმეს თუაქ ვიყიდი

პოსტის ავტორი: NRG Oct 7 2018, 09:57 AM

GGG55
შეიძლება დატენვამ ცუდი შედეგი მოგცეს და პირიქით ტყვიის სიჩქარემ დაიკლოს ასეთ შემთხვევადი უნდა მოაკლო წნევა და შენ შეძლებ მაგას? თან ერთხელ არ მოგიწევს დატენვა-დაცლის პროცედურა უნდა შეურჩიო სასურველი წნევა 5 ბარიც კი მნიშვნელოვანია და 130 დან 160 ბარამდე მოგიწევს ექსპერიმენტის ჩატარება თან ყოველი 5-10 ბარის მომატების შემდეგ უნდა ააწყო თოფი და გაისროლო ქრონში შემდეგ დაშალო დატენო კიდევ ააწყო და ისროლო და ა.შ. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services