თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ ახალი ტუმბო BULL

პოსტის ავტორი: gregory Apr 27 2016, 03:54 PM

სანამ ჩვენი კომპრესორი ავადაა აქტუალური ხდება ხელის ტუმბოების საკითხი.
ხოდა ჩამოვიდა ახალი ხელის ტუმბოები. ჯაჯას მიერ განხილულ "3 მუშკეტერს" ქართულ ბაზარზე დაემატა ჩინელი " ჯეკიჩანი" smile.gif



ჩვენთან გავრცელებულ ტუმბოებტან შედარებით აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა.
1. კომპლექტაცია
თავად ტუმბოს გარდა კომპლექტში შედის საკმაოდ ვრცელი და ილუსტრირებული ინსტრუქცია, უნივერსალური ქანჩი, სილიკონის ზეთი, სათადარიგო ვინტები, რინგების 2 სრული კომპლექტი. დამერწმუნებით არცერთ ტუმბოს არ აქვს ასეთი მდიდარი კომპლექტაცია.


2. მასალა
ტუმბოს მილები დამზადებულია 2 მმ სისქის, 304 მარკის უჟანგავი ფოლადისაგან. არცერთი სხვა მწარმოებელი ჯერჯერობით არ იყენებს ასეთ მასალას. შედეგად ნესტის დაგროვების გამო ხშირია კოროზია და ღრმულების გაჩენა. რაც თავის მხრივ კომპრესიას ასუსტებს და რეზინის რგოლებსაც აფჭებს.
3. მანომეტრი

საოცრად ზუსტი, ინფორმატიული მანომეტრია. ისრის მოძრაობის სიზუსტისთვის და ზედმეტი გადატვირთვების თავიდან ასაცილებლად მანომეტში ჩატუმბილია გლიცერინი.
4. მოხერხებულობა
ძალიან სასიამოვნო სიმყარის და ფაქტურის სახელურები აქვს. უმარტივესად იშლება და იწყობა.
5. ფასი
არამგონია ამაზე იაფად რაიმე იყიდებოდეს ქართულ ბაზარზე. ფასი 325 ლარია(დღევანდელი კურსით)

პოსტის ავტორი: userman Apr 27 2016, 04:01 PM

gregory

ციტატა(gregory @ 27th April 2016 - 04:54 PM) *
სანამ ჩვენი კომპრესორი ავადაა აქტუალური ხდება ხელის ტუმბოების საკითხი.


ისეთი ლამაზად დაასურათე , რომ მემგონი ჯაჯა გადაიფიქრებს კომპრესორის აწყობას smile.gif .

პოსტის ავტორი: davita76 Apr 27 2016, 04:11 PM

3 თუ 4 საფეხურიანია?

პოსტის ავტორი: gregory Apr 27 2016, 04:19 PM

ციტატა(davita76 @ 27th April 2016 - 05:11 PM) *
3 თუ 4 საფეხურიანია?

3 საფეხურიანია, ისევე როგორც ბენჯიკას და ხაჩიკას ტუმბოები


ციტატა(userman @ 27th April 2016 - 05:01 PM) *
ისეთი ლამაზად დაასურათე , რომ მემგონი ჯაჯა გადაიფიქრებს კომპრესორის აწყობას .

userman
ღმერთმა დაიფაროს smile.gif



პოსტის ავტორი: ikaaa Apr 27 2016, 05:36 PM

ძაან მომეწონა უჟანგავი ფოლადის იდეა smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 28 2016, 09:53 PM

მინდა ავღნიშნო რომ პირადად მქონდა შეხება და საკმაოდ მომეწონა ეგ ნასოსი , მეტი თუ არა ნაკლები არ არის არც ბენჯიკაზე და არც ჰაცანზე

პოსტის ავტორი: pilotina Apr 28 2016, 10:27 PM

250 ბარი რომელი ნასოსის სამუშაო წნევაა? Hill -ი?

პოსტის ავტორი: userman Apr 28 2016, 10:56 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 28th April 2016 - 10:53 PM) *
მინდა ავღნიშნო რომ პირადად მქონდა შეხება და საკმაოდ მომეწონა ეგ ნასოსი , მეტი თუ არა ნაკლები არ არის არც ბენჯიკაზე და არც ჰაცანზე


რამე რომ იყოს რეზერვუარს 300 ბარზე დაბერავს ? 250-ზე ჰატსანის ნასუსიც ბერავს..

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 29 2016, 12:15 AM

userman
რის რეზიკს ბერავ 300-ზე? ძალიან არაკომფორტული იქნება დატენვა და კატასტროფულად შემცირდება ექსპლუატაციის ვადა ნასოსის

პოსტის ავტორი: gregory Apr 29 2016, 06:27 AM

3 საფეხურიანი ნასოსით 300 ბარი კატასტროფა იქნება
როგორც ტესტები აჩვენებს, ჰხაჩიკას ნასოსზე უფრო სწრადად ბერავს ეს ჩინელი.
კიდევ ერთი დეტალი. მესამე საფეხური ქარხნულად აქვს ფტოროპლასტზე გადაყვანილი smile.gif
ჩლანგი და კონექტორი იდეალური ხარისხისაა...
რევიუბში ყველა ამბობს, რომ ბენჯიკასაც და ხაჩიკასაც ბევრად ჯობსო.

პოსტის ავტორი: lev Nov 29 2016, 05:43 PM

gregory

ციტატა(gregory @ 29th April 2016 - 07:27 AM) *
კიდევ ერთი დეტალი. მესამე საფეხური ქარხნულად აქვს ფტოროპლასტზე გადაყვანილი

ეს რას ნიშნავს გრეგორი?

პოსტის ავტორი: gregory Nov 29 2016, 06:52 PM

lev
ანუ ბენჯამინის ტუმბოს რეზინის რგოლი აქვს და უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან. აქ კი უკვე ფტოროპლასტზეა და ბევრად დიდი რესურსი აქვს


პოსტის ავტორი: lev Nov 29 2016, 07:05 PM

ციტატა(gregory @ Nov 29 2016, 07:52 PM) *
lev
ანუ ბენჯამინის ტუმბოს რეზინის რგოლი აქვს და უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან. აქ კი უკვე ფტოროპლასტზეა და ბევრად დიდი რესურსი აქვს

ჰათსანას ნასოსზე და ბენჯამენზე ადვილი დასატენია ამით? ვიცი რომ ობიექტურად მიპასუხებ მიუხედავად იმისა, რომ ბულლს შენ ჰყიდი

პოსტის ავტორი: gregory Nov 29 2016, 07:15 PM

მე პირადად ბენჯამინი და ეს მქონდა და ბული ნაღდად ჯობს.

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 29 2016, 10:16 PM

ნასოსის ფასები აღარ ვიცი საქართველოში და ჰაცანის ნასოსი რა ღირს კიმარა თუ ეგ ჩინელი ყველაზე იაფიანია მაქ? რამხელა განბაჟება უწევს მაგ ჩინელს რომ ამხელათი მაღალია მაქ მისი ფასი.



პოსტის ავტორი: lev Nov 29 2016, 10:50 PM

ციტატა(sekurifa @ Nov 29 2016, 11:16 PM) *
ნასოსის ფასები აღარ ვიცი საქართველოში და ჰაცანის ნასოსი რა ღირს კიმარა თუ ეგ ჩინელი ყველაზე იაფიანია მაქ? რამხელა განბაჟება უწევს მაგ ჩინელს რომ ამხელათი მაღალია მაქ მისი ფასი.

350 ჰათსანის ნასოსი.

პოსტის ავტორი: gregory Jul 11 2017, 02:05 PM

ჩამოვიდა ახალი ტუმბოები.
წინა მოდელებისგან განხვავდება იმით, რომ წნება არის 310 ატმოსფერო, ფეხები დასაკეცი, ჰაერის ფილტრი...
ფოტოებს მერე დავდებ

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 11 2017, 04:59 PM

gregory
ისე ის ძველი რაც იყო ისიც 300-ზე ტენიდა, ჩემი ხელით მაქვს წნევა 300-ზე აყვანილი ისე რომ ვერც გავიგე და მაგრადაც გამიკვირდა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jul 11 2017, 05:18 PM

ფასები როგორაა?

პოსტის ავტორი: gregory Jul 11 2017, 06:44 PM

320 ლარი

პოსტის ავტორი: gregory Jul 12 2017, 09:59 AM

როგორც ვთქვი მთავარი განსხვავებაა ჰაერის გაფილტრვის სისტემა რომელსაც მოყვება 10 სათადარიგო ფილტრი და სათადარიგო რეზინები :

http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru

ასევე ძაან მოსახერხებელია დასაკეცი ფეხები, რომლის წყალობითაც ტუმბო ბევრად უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს:

http://radikal.ru
http://radikal.ru

მწარმოებელმა ისიც გაითვალისწინა რომ "შლანგის" სუსტი წერტილი ტრანსპორტირებისას მისი მოკეცვის ადგილია და ასეთი გამოსავალი ნახა:

http://radikal.ru
მოკლედ წინა მოდელზე ბევრად უკეთესია smile.gif

პოსტის ავტორი: gela Jul 12 2017, 01:57 PM

gregory

ვაა ამომეწონააა , მართლაც რომ ხოშიანი რამე ჩანს ეს ახალი ნასოსი

პოსტის ავტორი: gregory Jul 12 2017, 03:55 PM

მეც მომეწონა

პოსტის ავტორი: ikaaa Jul 12 2017, 10:34 PM

წინა მოდელიც ძაან მომწონდა და ეს კი მართლაც საუკეთესოა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services