თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ გარეული მტრედი.

პოსტის ავტორი: foxi Nov 6 2013, 11:54 PM

თუმცა ამ ვიდეოში ყველა ჩამოვარდა,მაგრამ დამეთანხმებით მონადირეები რომ, ყველაზე უფრო ამტანი ფრინველია მტრედი.არ მიყვარს
როცა მოსანადირებელი ობიექტი იჭრება და უკვალოდ ქრება. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ნადირობთ მტრედზე,გამოიყენეთ H/N BARA
CUDA HUNTER -ი. ამ ვიდეოში ერთ ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია რა სიმძლავრე აქვს ამ ტყვიას.


პოსტის ავტორი: okela84 Nov 7 2013, 12:51 AM

საინტერესო ვიდეოა, ის ერთი 25-ნის ნასროლს გავს არ დაგიჭირონ biggrin.gif
ვახ როგორ მაინტერესებს მაგ ტყვიის სიზუსტე. დაახლოებით რამხელა ჯგუფებს აკეთებს 50 მეტრზე სტაბილურად ხომ არ გიცდია ?

პოსტის ავტორი: ilo Nov 7 2013, 07:53 AM

ციტატა(aleqsandre @ 7th November 2013 - 01:51 AM) *
ვახ როგორ მაინტერესებს მაგ ტყვიის სიზუსტე. დაახლოებით რამხელა ჯგუფებს აკეთებს 50 მეტრზე სტაბილურად ხომ არ გიცდია ?


50 მეტრზე არ გამიტეტსტია, მაგრამ 20 მეტრზე ბარაკუდა ჰანტერით ბენჟამინ ჰოლოუ პოინტზე და კროსმან ჰოლოუ პოინტზე უკეთესი ჯგუფი გავაკეთე. როგორც მახსოვს 22მმ იყო ჰანტერი, 27 მმ ბენჟამინ ჰოლოუ პოინტი, 34 მმ კროსმან ჰოლოუ პოინტი. მგონი სხვა დანარჩენ ჰოლოუ პოინტებსაც ჯობია.
კიდევ ამ ტესტში მონაწილეობდა არაჰოლოუ პოინტი jsb exact heavy - 16 მმ. იარაღი იყო ნიტრო ვენომ დასკი.
foxi
ამ ვიდეოში რა მანძილზე ესვრი?

პოსტის ავტორი: dato_janashvili Nov 7 2013, 08:52 AM

შეიძლება ვცდები კიდეც მარა ესენი რაღაც გარეულ მტრედებს არ გვანან umnik2.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 7 2013, 11:24 AM

okela84

თოფი ყველა სტანდარტის შესაბამისია. ანუ კალიბრი 177! რასაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს!!!!
რაც შეეხება მანძილებს და ჯგუფებს: მაქსიმალური 100 მეტრზე ვესვრი. ეს ტყვია თავის საქმეს აკეთებს. მთავარია მსროლელი და მისი თოფი.ჯგუფებზე არასოდეს ვიციკლები.არც ქაღალდს ვესვრი. არ მაინტერესებს.

dato_janashvili
გარეული მტრედი როგორც ასეთი, პირობითია. ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით პირდაპირი მნიშვნელობით გარეული მტრედის განმარტებას ვერ ვნახავთ. გარეულ მტრედს ჩვენთან საქართველოში ეძახიან ყველა იმ მტრედს რომლების ცხოვრობენ სახურავებსა თუ სხვენებში. ასევე მიტოვებულ შენობებში. თუ კარგად ჩაუფიქრდები ყველა არსება გარეულია რომელსაც პატრონი არ ყავს. გარეული ღორი,გარეული ქათამი. უბრალოდ ეს ცხოველები სახეს და ათას რამეს იცვლიან ასეთ პირობებში.
არსებობს მტრედის ნაირსახეობის 150 ჯიში! მეხორცული,საფოსტო,დეკორატიულ
ი. ერთი სიტყვით, ვიკიპედია წაიკითხე თუ ძალიან გაინტერესებთ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98_(%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98)

პოსტის ავტორი: name Nov 7 2013, 12:10 PM

foxi
რა მანძილიდან ესროდი?

პოსტის ავტორი: foxi Nov 7 2013, 12:22 PM

ციტატა(name @ 7th November 2013 - 01:10 PM) *
foxi რა მანძილიდან ესროდი?


ამ ვიდეოში 90 ნაბიჯზე მაქსიმუმ.

პოსტის ავტორი: dato_janashvili Nov 7 2013, 03:44 PM

okela84

გასაგებია პატივცემულო thank_you2.gif . უბრალოდ ქალაქში ნადირობაა აკრძალული და არა მტრედებზე ნადირობა ხომ?

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 7 2013, 04:19 PM

ფოქსიკ კარგი მსროლელი ხარ ნამდვილად, + ვიდეოც კარგია მშვენივრად ჩანს ყველაფერი

პოსტის ავტორი: foxi Nov 7 2013, 04:22 PM

Der Rote Baron

გაიხარე. თავი მოგვანატრე. friends.gif

dato_janashvili

ქალაქში მარტო ნადირობა კი არა თოფის უჩიხოლო ტარებაც აკძალულია! 19.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 7 2013, 04:58 PM

ციტატა(kakha @ 6th November 2013 - 11:54 PM) *
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ნადირობთ მტრედზე,გამოიყენეთ H/N BARA
CUDA HUNTER -ი. ამ ვიდეოში ერთ ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია რა სიმძლავრე აქვს ამ ტყვიას.

ვეთანხმები ავტორს. ეგ ბარაკუდები და ჰასტანის პცპ თითკოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. smile.gif ტყვიას მოხვერდისას უცნაური ხმა აქვს თითკოს პატარა ბუშტი სკდებოდეს ეგეთი. აკ ვიდეოში ხმა კარგად არ ისმის მაგრამ როცა მე ვნადირობდი ტყეში და სრული სიჩუმე იგდა იქ ისმოდა ეგეთი ხმა მოხვედრისას.

ანუ საოცრად კარგი ეკსპანსიურობა აქვს და ფრიმველის კორპუსს მინი აფეთქებას უტარებს smile.gif სიზუსტეც კარგი აქვს და ერთი სიტყვით ნადირობის ფავორიტი ტყვიაა 50-60 მეტრში. უფრო შორსაც მოქმედებს თავისთავად მაგრამ ამ მანძილზე ეკსპანსიურობას იჩენს კარგად.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 7 2013, 06:15 PM

foxi
კარგი ვიდეოა ფოქსიკ, მოკლედ მე ვერ ვიცლი სანადირო გასვლებზე და შენღა დარჩი მქონი პნევმოთი მონადირე მარტო smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 30 2013, 10:00 AM

foxi მხოლოდ შენ შემორჩი მონადირეების წამახალისებლად და გაგვანებივრე კიდე რამე ვიდეოთი smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Dec 4 2013, 01:56 PM

ციტატა(giorgi @ 7th November 2013 - 07:15 PM) *
კარგი ვიდეოა ფოქსიკ, მოკლედ მე ვერ ვიცლი სანადირო გასვლებზე და შენღა დარჩი მქონი პნევმოთი მონადირე მარტო

+1 და კამერაც კაი გაქვს, ასე რომ მოგვაყარე ვიდეოები smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 4 2013, 09:09 PM

გარეულ მტრედებზე მეც ვნადირობ ხოლმე, მაგრამ ასე შორიდან არა smile.gif ისე რა მანძილია ეს. არ ჩანს კარგად smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 4 2013, 10:35 PM

ეგ ექშენ კამერაა და გამოსახულება ცოტა შორიდან ჩანს, მგონი ესე 35-40 მეტრამდე იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 4 2013, 10:43 PM

smekosmeko
ცოტა მეტი მგონია smile.gif დაახლოებით 60-მდე.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 5 2013, 07:36 AM

მერე პცპ-სათვის ეგ იდეალური მანძილია smile.gif მითუმეტეს მტრედისხელა ობიექტზე.

პოსტის ავტორი: piettro Dec 5 2013, 10:50 AM

წეღან ვესროდი დაახლოებით 80 მეტრში ძალიან პატარა ჩიტს smile.gif მეხუთე ცდაზე ჩამოვსვი smile.gif სკვინჩა. მაგრამ მართლა შორია, მით უმეტეს 4X32 ოპტიკით smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 5 2013, 03:29 PM

foxi
უეჭველი იცი რომ ეგ მტრედები გარეულია? wink.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Dec 5 2013, 03:32 PM

piettro

ცოტა მაღლა დაწერა უკვე foxi-მ

ციტატა(dato_janashvili @ 7th November 2013 - 09:52 AM) *
შეიძლება ვცდები კიდეც მარა ესენი რაღაც გარეულ მტრედებს არ გვანან



ციტატა(kakha @ 7th November 2013 - 12:24 PM) *
dato_janashvili
გარეული მტრედი როგორც ასეთი, პირობითია. ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით პირდაპირი მნიშვნელობით გარეული მტრედის განმარტებას ვერ ვნახავთ. გარეულ მტრედს ჩვენთან საქართველოში ეძახიან ყველა იმ მტრედს რომლების ცხოვრობენ სახურავებსა თუ სხვენებში. ასევე მიტოვებულ შენობებში. თუ კარგად ჩაუფიქრდები ყველა არსება გარეულია რომელსაც პატრონი არ ყავს. გარეული ღორი,გარეული ქათამი. უბრალოდ ეს ცხოველები სახეს და ათას რამეს იცვლიან ასეთ პირობებში.
არსებობს მტრედის ნაირსახეობის 150 ჯიში! მეხორცული,საფოსტო,დეკორატიულ
ი. ერთი სიტყვით, ვიკიპედია წაიკითხე თუ ძალიან გაინტერესებთ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...83%9A%E1%83%98)

პოსტის ავტორი: piettro Dec 5 2013, 04:02 PM

EnDeL
მადლობა. ისე მე პირადად რამდენიმე სახეობა ვიცი, მაგრამ ასეთი ფერადები არ არიან ეგ ეგრეთწოდებული "გარეული" მტრედები,
ამიტომ გავამახვილე ყურადღება. დასავლეთში, ჩემთან სამეგრელოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. "ქალაქის მრედი", ეგეთივე მოლურჯო - მოიასამნისფრო შეფერილობით,
იშვიათად თეთრი და ყავისფერი შეგხვდეს smile.gif ამაზე არ ვნადირობთ ხოლმე (არ ვიცი რატომ). სანადიროდ კი დავდივართ უფრო მომცრო ზომის მტრედებზე, რომლის ფოტოც დავდე, ეგ არის ქედანი. არის ადგილობრივიც ცოტა რაოდენობით და ასევე ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე არის გადამფრენიც, რომლებიც გუნდებად დაფრინავენ ხოლმე smile.gif ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი შეფერილობისაა და ფერთა სიმრავლით არ გამოირჩევა smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 5 2013, 04:14 PM

საერთოდ კი, მართლაც, რაც შინაური არაა - გარეულია biggrin.gif ეგ მტრედები კი შინაურები ნაღდად არაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Dec 6 2013, 11:11 PM

კოლუმბუსი დაარქვა მაგას მგონი დარვინმა smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 7 2013, 07:33 AM

ქალაქთან ახლო მცხოვრებ მტრედებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით biggrin.gif ფიაა

piettro
მისტერ ხობი ,მესმის რომ ფორუმზე ახალი ხართ და ამუღამებთ, მაინტერესებს პმ-ის წაკითხვა თუ დაამუღამეთ smile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Oct 8 2014, 05:55 PM

სალამი ყველას დღეს ვაზიანში ვიყავი ,მტრედებზე ვინადირე მართლა ბლომად არიან, სიმინდებია დარჩენილი როგორც შედიხარ პოლიგონისკენ და იქ მოდიან ,მოკლედ მაგრად გავერთე მარა ერთი რამ კი ნაღდად არ ვიცოდი, თუ ესეთი ძლიერი ფრინველი იყო გარეული მტრედი მოკლედ თავში თუ არ მოხვდა არ კვდებიან ადგილზე,,,ორი ცალი ავიყვანე.


პოსტის ავტორი: ikaaa Oct 8 2014, 06:13 PM

gocha311
რა ტყვიას ესროდი? BARAKUDA HUNTER-ი საკმაოდ კარგად მუშაობს მაგათზე.

პოსტის ავტორი: gocha311 Oct 8 2014, 07:03 PM

ტყვიები /EXACT HEAVY DIABOLO 0,670g/ ესენი მქონდა ,,,,,,, ჩემი ფიშტო ცო2 -ზეა და 50 ატმოსფერომდეც აღარ იტენება, სიცივე არ მოსწონს ცო2-ს smile.gif და ძალაც კანეჩნო ცოტა სლაბი აქვს ,ნუ 20-30 მეტრში არაუშავს დალშე აზრიც აღარ ააქვს სროლას,,,ისე ბარაკუდა ჰუნტერი მართლა განსხვავებული ტყვიები ჩანს 0.67 გრამიანებიც ყოფილა ,გავსინჯავ ერთი სპასიბა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 8 2014, 08:07 PM

რავიცი მე როცა ვესროლი მკერდში ეგრევე ვარდებოდა... ისეთი ადგილი უნდა აირჩიო დასამიზნებლად სადაც ძვალი აქვს. თუ ძვალი არ გაუტყდა წაიღებს ტყვიას. ზურგი არის ეგეთი 100% შედეგი. მკერდში დამიზნებისას ზედა ნაწილში კისერთან ახლოს. ამწუთას ვნახე ცო2-ითო დაგიწერია, ხო ალბათ ძალა არ ყოფნის მაგას თორე არაა რთული მოსანადირებელი.

პოსტის ავტორი: kaka8079 Oct 8 2014, 08:08 PM

gocha311
ისე ბლომად არის მტრედი?აი რამდენს ესროლე ფა შენი თოფის იმედი 100 მეტრზე რომ გქონოდა რამდენს ესროდი? უბრალოდ მეც მინდა მტრედზე სანადიროდ გასვლა და ამიტომაც ვსვავ ამდენ კითხვას.

პოსტის ავტორი: gocha311 Oct 8 2014, 09:21 PM

gundebi dafrinaven .adgili unda modzebno sadac sxdebian.denis sadenebi gadis da me erti adgili vnaxe sul iq trialebdnen da jdebodnen.simagle sadgac 40metri eqneba.mokled garadoks gacsebi vazianshi da iqvea ra.telefonit ver vwer mere kargad gaswavli sadac unda mixvide dzalian didi gundebia mec gamikvirda..sheidzleba amindic egeto iyo .magrad modzrapbdnen

პოსტის ავტორი: kaka8079 Oct 8 2014, 09:36 PM

gocha311
ოკ მომწერე რა ძმურად კომპით რომ შემოხვალ.ან თუ აპირებ კიდევ გასვლას მეც გამომიარე,ყველა ვარიანტში მოგიწევს აეროპორტის გასვლა თუ ქალაქიდან მოდიხარ.

პოსტის ავტორი: maqsimusa Oct 9 2014, 05:32 PM

ეს ჩემი პირველი ნადირობა მარაუდერით და ნანადირევიც smile.gif

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 10 2014, 08:03 AM

და რას უშვებით მერე ამ მტრედებს??? ინგლისელი ლორდები ჩვენ არ ვართ რომ მაგის საჭმელში გაშვება მიღებული პონტი იყოს.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Oct 10 2014, 11:35 AM

ja_ja
სიამოვნებით მივირთმევ smile.gif
ცოტა მაგარი ხორცი აქ მაგრამ იჭმევა რა:-)

პოსტის ავტორი: gocha311 Oct 10 2014, 01:04 PM

ori saati wyalshi vaduge mere xaxvi davacheri wyali ro chaushra zeti davasxi da shevwvi:) mshvenieri zakuska gamovida arayze smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 10 2014, 02:22 PM

gocha311
დიდი თხოვნაა ქართული ალფავიტი გამოიყენე, ლათინური ტექსტები არ მიირება ფორუმზე, ფორუმის წესებსაც არღვევს და ფიზიკურად წაკიტხვაც ძალიან მოუხერხებელია. მობილურში SMS-ი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ტექსდატ ლათინური სიმბოლოებით ქართული ტექსტი აჭრილი ტრანსკლიპციებით კოშმარია...

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 10 2014, 02:54 PM

მტრედს არააქს სახარბიელო ხორცი, უგემურია და მაგარი. კარგია ქედანი, გულიო, გვრიტი... ეჰჰ ბოლოს როდის ვინადირე პნევმატიკით არც მახსოვს.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services