გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით, ჩინელი სამხედრო ქართულ ხელებში
ja_ja
პოსტი Jun 15 2009, 01:34 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს თემა გავხსენი ჩემი ახალი ოპტიკის გამო. შევეცდები განვიხილო, მოკლე აღწერაც მოვაყოლო და ბოლოს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებასაც გაგიზიარებთ.

ასე თუ ისე შევიძინე Vector Optics 6-25x56 FFP, დეტალური ინფო შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე, დღეისათვის მგონი ტრანსპორტირების გამო ფასი გაიზარდა, მაგრამ ამას უკვე JAH-ი გეტყვით იმის და მიხედვით დაუკვეთავთ ჩქარი ჩამოტანით თუ ნელი ჩამოტანით.



მოკლედ ეს არის სამხედრო ოპტიკა, რომელიც წესით მწარმოებლის განმარტებით შეიძლება დაყენდეს ცეცხლსასროლ 0.50-იან კალიბრზეც. თუ მაგხელა კალიბრს უძლებს და არ იშლება PCP-ზე ეს ნიშნავს რომ ცხოვრების ბოლომდე არაფერი მოუვა smile.gif

ჯერ დავიწყოთ ძირითადი მახასიათებლებით:

1) ჯერადობა 6-25
2) გამომავალი ლინზის ხომა 56 მმ
3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 405მმ
4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ)
5) წონა 1 კგ
6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 9 მეტრიდან (JAH-ის განმარტებით მინიმალურ ჯერადობაზე, ანუ 6-ზე პარალაქსი სწორდება 6.5 მეტრიდან)
7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი
8) 5 დონიანი ილუმინაციის სისტემა მწვანე და წითელი ფერით
9) წყალგაუმტარი
10) ნისლისგან დამცავი (ბოლომდე ჯერ ვერ გავიგე რა არის, ჩვენთან ნისლი იშვიათია თან რაც ჩამომივიდა ეს ოპტიკა იმის მერე ნისლში ჯერ არ მოვხვედრილვარ smile.gif )
11) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული)
12) მილდოტის ბადე
13) წინა ფოკალში განთავსებული ბადე რის გამოც ჯერადობის ცვლილებისას არ იცვლება რეალური მილის მაჩვენებელი, სამაგიეროდ თვითონ ბადე იზრდება და პატარავდება, მოკლედ ყველა ჯერადობაზე ინარჩუნებს ფორმულას (მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში), პნევმატიკის სფეროში რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი, ეს მომავლის საქმეა, ინარჩუნებს სუფთა ხედვას, და იდეალურად ჩანს გამოსახულება, 1\"-იანი ბიუჯეტური მოდელებივით ბლურის ეფექტი და დაბნელება ვერ შევამჩნიე მაქსიმალური გადიდებისას.

დამატებით მოყვა თვალისთვის რეზინის ჩამოსაცმელი, წესით რამდენადაც მახსოვს არ უნდა მოყოლოდა, რადგან თავდაპირველ კონფიგურაციაში არ ეწერა, მაგრამ რატომღაც მოყვა, მემგონი ეს JAH-ის საჩუქარია (ასევთქვათ პრესენტ), არ მიყვარს ხოლმე როდესაც რაღაც ზედმეტ საჩუქრებს ვიღებ ხოლმე (მიტყდებასავით), მაგრამ ეს რეზინის თვალზე მისამაგრებელი იმდენად მინდოდა და მომეწონა რომ უარი ვერ ვთქვი.

მოკლედ ბიძია JAH-ს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, გადამეხადოს 10-მაგად.

ახლა გადავხედოთ თვითონ ოპტიკის სურათებს (ზოგიერთი დავაპატარავე, რადგან მაინც მობილით არის გადაღებული და დიდ განსაკუთრებულ ხარისხს არ იძლევა, ჩემი ფოტოაპარატი ჩამოვა ამ ხუთშაბათს და მერე კიდევ დავდებ ხარისხიან სურათებს თუ იქნება მოთხოვნა)

თვითონ ოპტიკის ხედი თავისი რინგებითურთ, სხვათაშორის კომპლექტში მოყვება მაღალი რინგები, საიტზე წერია რომ შეიძლება იყოს Weaver-ზე ან dovetail-ზე, მე მჭირდებოდა dovetail-ზე და JAH-მა სწორედ ეგეთი ჩამოიტანა.



აქვე დავძენ რინგები ნამეტანი მჭიდროდ ჯდება ოპტიკაზე, თავიდან მეგონა რომ საერთოდ არ ჩამოეცმებოდა ზედა ნაწილი, რადგან უბრალოდ ზემოდან ჩამოდებისას მისი დიამეტრი აშკარად პატარა იყო, მაგრამ ოდნავი დაწოლა და რინგი მშვენივრად ჩამოეცვა ოპტიკას. ეს შეიძლება ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ეს პირველი ოპტიკური სამიზნეა თავისი რინგებიანად რომელიც მე ჩამოვარდა და ზოგიერთი ახალი აღმოჩენების გაკეთება მომიწია, ერთერთი შეიძლება ამ რინგების ამბავიც იყო.



თავიდან ოპტიკა გასწორებული იყო მაქსიმალურ ჯერადობაზე, მაგრამ თოფზე დაყენებისას მიჰქონდა 20 სანტიმეტრით მარცხნივ და 15-20 სანტიმეტრით ქვევით, სადღაც 15 გასროლა და საჭირო ცენტრი გასწორებულია, ტაქტიკური ბარაბნები ასწორებს, წკაპ-წკაპ-წკაპ და ნელნელა მიდიხარ სასურველ მაჩვენებლებზე.


ესეც ტაქტიკური ბარაბნები. ტრიალისას საკმაოდ მკვეთრად ისმის წკაპ-წკაპ-წკაპ და ხელშიც იგრძნობა რომ ერთი ბიჯით გადაწიე ბარაბანი, მოკლედ თუ ძალით არ გაერთე აზრებში შანსი არაა აგერიოს რამდენი ბიჯით გადაატრიალე ბარაბანი


ესეც ილუმინაციის ბუდე სადაც ჯდება ელემენტი, გამოიყენება სტანდარტული კომპის BIOS-ის ელემენტი, აქვე ჩანს როგორ ეხურება თავზე ხუფი.




ილუმინაციის განათების დონეები, როდესაც თეთრი წერტილის გასწვრივ გაჩერებულია სიმბოლო B მაშინ ილუმინაცია გამორთულია



ეს კი მთლიანი ხედი, ცოტა ბანძი სურათი გამოვიდა, მერე შევცვლი და უკეთესს დავდებ, მოკლედ ხელში სპეციალურად მიჭირავს რომ საორიენტაციო ზომები გამოჩნდეს



ეს კი ბადე ილუმინაციით, მზიან ამინდში ძლივს ჩანს ილუმინაცია მაქსიმალურ მე-5 დონეზეც კი, იდეაში ეგრეც უნდა იყოს, ილუმინაცია არის ბინდისთვის და არა მზიანი ამინდისთვის როდესაც ისედაც ყველაფერი მშვენივრად ჩანს (გადაღებისას ხელი მოძრაობდა და ცოტა გადღაბნილი სურათები გამოვიდა).



ეს კი ოპტიკის ძირს განთავსებული წარწერები. ამ სურათით პრაქტიკულად თვითონ ოპტიკის სურათები თავდება, მაგრამ დარჩა რამდენიმე დამატებითი დეტალი



წინა და უკანა ჩამოსაფარებელი დამცველი ხუფები, პლიუს თვალზე რეზინის წამოსაცმელი



რეზინის წამოსაცმელი ცალკე



მზის ანარეკლისგან დასაცავი კეპი.



ამ კეპზე მთელი თავგადასავლები დამემართა, თავიდან ვერაფრიც ვერ შევძელი მისი მიმაგრება, ninja-სთვის რომ ჩამოვიდა ოპტიკა, იმის დოკუმენტაციაში ნანახი მქონდა რომ წინა მხარეს რაღაც უნდა მოსძვრეს და ამის შემდეგ შეიძლებოდა კეპის მიმაგრება. ჩემს ოპტიკაზე ვერაფრით ვერ მივაგენი წინა ობიექტივის მხრიდან მოსახსნელ დეტალს. ყველაფერი იმდენაც ზუსტად და მიკრონებში იყო მიმჯდარი რომ 1.5 დღე ვთვლიდი მთლიანი ლითონია და რეზბა გათვლილი კეპისთვის არ არის მეთქი.



ვიფიქრე ყველაფერი 100 ქულაზეა გაკეთებული და რაღაც ჩინურად არ გაეკეთებინათ ჩინელებს მეთქი ისე როგორ შეიძლებოდათქო smile.gif, მოკლედ ჩავთვალე რომ კეპი ზედმეტი ნაწილი იყო ჩემთვის. მე-2 დღეს კიდევ ერთხელ ვაკვირდებოდი წინა ლინზას და ხელით უბრალოდ მოვატრიალესავით წინა 2 მილიმეტრიანი დეტალი სადაც ჩემის აზრით გარე ლითონის ჩიგნით ჩახვევა იწყებოდა ლინზისკეს. უცაბედად წინა 1-2 მილიმეტრი მოტრიალდა, დავატრიალე და აი თურმე რეზბაც მანდ ყოფილა, 6-8 მოტრიალება და კეპის მისამაგრებელი რეზბაც გამოჩნდა. მივამაგრე კეპი და მოხსნილი 2 ლიმილეტრიანი დეტალი მშვენივრად მოერგო და მოეხრახნა კეპის წინა ნაწილს.

ისმის კითხვა რას ვერჩოდი ამ ჩინელებს biggrin.gif, ჩინური კი არის, მაგრამ მაინც სამხედროებზე გათვლილია და ჩემი შესაფებით 100 ქულას იმსახურებს 100-დან.


ეს კი მე-5 გასვლაზე გადაღებული ჩემი დისკავერი აქ მოყვანილი ოპტიკით. ოპტიკაზე ჩამოცმულია მაქსიმალურად ყველაფერი, მზის კეპიც, რეზინის თვალის სამაგრიც და წინა დამცავი ხუფიც.




ეს კი პირველი სისხლი. უხეში გასწორების შემდეგ 30 მეტრში მოხსნილი ხვლიკენცია



საკუთარი გამოცდილება აზრები

ჩემი შეფასებით ოპტიკა ღირს, ამაში დამერწმუნება ალბათ მე-5 გასვლის მონაწილეები. გასწორების შემთხვევაში მუშაობს გადასარევად, 70 მერტზე შესაძლებელია კოკაკოლის და ბორჯომის პლასტმასის ბოთლების თავსახურავების მოხსნა, ეს კი მაქსმიმუმ 20 მილიმეტრიანი ჯგუფია 70 მეტრზე(ეს არ არის შემტხვევითი გარტყმები, პირადად 3 ხუფი მოვხსენი 3 გასროლით). რა თქმა უნდა, თოფიც შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ოპტიკის გარეშე 70 მეტრში ამ პატარა დეტალის დანახვა შეუძლებელია.

მინუსები
1) ჩემის აზრით ცოტა მოუხერხებელია იმათთვის ვინც მიზანში სროლას არ აპირებს და სურს ნადირობა, ამ შემთხვევაში ოპტიკა ნამეტანი დიდია, ჯერესერთი ნადირობისას ამხელა გარჩევადობა საჭირო არ არის, მეორეცესერთი წონა - წონა იმას ჩალიჩობს რომ ხელიდან დამიზნება-გასროლისას მაქსიმუმ 3-ჯერ შესძლებ ნორმალურად შორ დისტანციაზე გასროლას, შემდეგ ხელი იღლება და ყველაფერი იქეთ აქეთ დადის, შესაბამისად მყარი საყრდენის გარეშე ამ ოპტიკის გამოყენება ჭირს.

2) ჯერადობის ცვლილებისას საჭიროა პარალაქსის გასწორება, ანუ ვთქვათ და ოპტიკაზე პარალაქსი გასწორებულია 6-ის ჯერადობაზე 50 მეტრზე, თუ ჯერადობას გაზრდი იმავე 50 მერისთვის 9-ზე ზევით, პარალაქსი გასასწორებელი იქნება, რადგან გამოსახულება ბლურდება.

3) გაბარიტები , საგრძნობია გაბარიტები აქვს, მთელი კომპლექტი სადღაც 53-55 სანტიმეტრს აღწევს

ჩემის აზრით მინუსები აქ თავდება


პლიუსები
1) კარგი მკვეთრი ხედვა, ნათელი გამოსახულება

2) მაღალი ჯერადობა და ამასთანავე მინიმალური პარალაქსიდან გასწორება. ყველაზე ნომინალური მინახია 5 იარდიდადან გასწორება, ჩემს ოპტიკას კი დოკუმენტალურად უწერია 10 იარდი, თუმცა 5-6 მეტრიდან უკვე შესაძლებელია პარალაქსის გასწორება მინიმალურ ჯერადობაზე

3) კარგი კომპლექტაცია, პრაქტიკულად იყიდე, დაამაგრე თოფზე და დაიწყე სროლა, ერთადერთი 6 კუთხა გასაღები სჭირდება რინგებს, თვითონ ოპტიკაზე ნებისმიერი დეტალის დამატება მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს.

4) მოხერხებული ოფციები, ანუ ბარაბნები, სულ არის 4 ბარაბანი, ზემოთ-ქვემოთ გასასწორებელი, მარცხნივ-მარჯვნივ გასასწორებელი, პარალექსის გასასწორებელი და ილუმინაციის ბარაბანი

5) ტაქტიკური ბარაბნები, ბუიჯეტური მოდელებივით არ არის საჭირო დამცავი ხუფების მოხსნა ბარაბნებზე და შიგნით არსებული რეგულატორით გასწორება, პირდაპირ ბარაბნების ტრიალით ხდება სასურველი პარამეტრების გასწორება, 1 MOA დაყოფილია 4 კლიკად ანუ თითო კლიკი არის ¼ MOA რაც მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს გასწორებისას.

არის კიდევ რამდენიმე წვრილმანი რაც ამ ოპტიკას საკმაოდ მაღალ საფეხურზე აყენებს, დეტალურად ყველა მათგან ნელნელა დავწერ. ბოლო ბოლო მეთვითონ ვაკეთებ აღმოჩენებს, საკმაოდ ძლიერი ოპტიკაა, ქაღალდზე სროლისთვის მართალი გითხრათ მეტს არ ავიღებ, წესით 50 მეტრიან დისტანციაზე 25-იანი ჯერადობა საკმარისი უნდა იყოს. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Feb 14 2019, 07:35 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩემის აზრით კარგი გამოდგა, თავიდან ისე რა პონტშI ვუყურებდი, მაგრამ აშკარად ღირდა თავისი ფასო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით   Jun 15 2009, 01:34 PM
- - parna   გუშინდელი სენსაცი...   Jun 15 2009, 02:20 PM
- - ninja   ja_ja მოკლედ მადლობა ...   Jun 15 2009, 03:04 PM
- - Power_VANO   ნამდვილად მაგარი ო...   Jun 15 2009, 03:50 PM
- - nihontoman   გილოცავ, იმენა მაგ...   Jun 15 2009, 04:43 PM
- - geojorjika   ja_ja კიდევ ერთხელ გი...   Jun 15 2009, 06:34 PM
- - Jah   Ja_Ja, პირველ რიგში მა...   Jun 15 2009, 07:31 PM
- - Der Rote Baron   ja_ja, კიდევ და კიდევ გ...   Jun 15 2009, 08:01 PM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 ...   Jun 15 2009, 08:20 PM
- - Davitus   ამომწურავი რეპორტ...   Jun 15 2009, 08:41 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 ...   Jun 15 2009, 08:42 PM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 ...   Jun 15 2009, 08:44 PM
|- - parna   ციტატა(ja_ja @ Jun 15 2009, 05...   Jun 15 2009, 09:02 PM
- - ja_ja   parna ციტატა(parna @ 15th June 2...   Jun 15 2009, 09:35 PM
- - Jah   ასევე 1 რჩევა მოგცე...   Jun 15 2009, 09:49 PM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 ...   Jun 15 2009, 09:57 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 ...   Jun 15 2009, 10:11 PM
- - Jah   თუმცა დახატვაც არ ...   Jun 15 2009, 10:15 PM
- - ja_ja   მდააა, საკმაოდ დიდ...   Jun 15 2009, 10:27 PM
- - bazuka   მშვენიერი რამაა, მ...   Jun 16 2009, 12:13 AM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 16th June...   Jun 16 2009, 06:59 AM
- - geojorjika   მდააა, საინტერესო ...   Jun 17 2009, 07:58 AM
- - sekurifa   კარგია კარგი ასე ა...   Oct 22 2012, 06:48 PM
- - geojorjika   sekurifa ნადვილი არქეოლ...   Oct 23 2012, 08:03 AM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 23rd October 2012...   Oct 23 2012, 12:32 PM
- - ja_ja   sekurifa ნუ ვიდეო დაზუმ...   Oct 23 2012, 02:42 PM
- - vexam   თითქმის 10 წელიც გავ...   Feb 14 2019, 11:04 AM
- - ja_ja   ჩემის აზრით კარგი ...   Feb 14 2019, 07:35 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:55 AM
Hosted by Pro-Service