Crosman C31, ანუ პისტოლეტი, რომლითაც გემრიელად გაერთობი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Crosman C31, ანუ პისტოლეტი, რომლითაც გემრიელად გაერთობი |
Nov 18 2010, 02:34 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
დავიწებ იქიდან, რომ ვისაც უყვარს სროლა, მაგრამ რაღაც-რაღაცა მიზეზების გამო, დილით ადრე სამუშაოდ გასული საღამოს როდესაც უკვე დაბნელებულია მაშინ ბრუნდება სახლში, ვეღარ ახერხებს თავისი საყვარელი თოფის სროლას, ეძებს გამოსავალს, რომ იქნებ როდესმე მაინც რაიმე მოახერხოს, ოღონდ ისროლოს... ნაცნობი სიტუაციაა არა? ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ სანამ ამ "გაჭირვების" გადამტანი საშუალება თავისით არ მოადგა ჩემს ცხოვრებას, მანამდე მე ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი როგორ მოვქცეულიყავი. ჩემი მეუღლისათვის, გასართობად, ბრმად და დაუფიქრებლად ვიყიდე Crosman C31 CO2, BB პისტოლეტი. (ჩემს Remington Vantage-ს ვერ ერეოდა გდადასატენად და მეც დავიღალე, როგორია შენ გადატენი და "სხვამ" ისროლოს, ვინც არ უნდა იყოს ). აი ასეთია ახალი, შეფუთული: გახსნილი : დატენილი მჭიდი: მჭიდში ჩადის 18-19 ბურთულა (BB) ასევე მოყვა თავისი კაბურა: საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისაგან არის შეკერილი და ძალიან მოსახერხებელი რამეა . ასევე ვიყიდე 6000 ცალიანი მოსპილენძებული ბურთულები ( Copperhead® BBs ), ზეთი Crosman Pellgun Oil და 12 გრამიანი CO2 ბალონები (CO2 cartridges) (დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს www_iaragi_ge) ------------------------------------------------------------------------------------------------------ პისტოლეტი ძალიან გავს ნამდვილ ცეცხლსასროლ ბერეტას. ვინც კარგად ერკვევა იარაღში, ის კი მიხვდება, რომ რაღაც ცოტა სხვაა , მაგრამ ვისაც გონია რომ "მაგარია" და ცნობს , სინამდვილეში კი ისე-რა იცის, ნამდვილად ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლისაგან. პისტოლეტი გარედან არის პლასტიკის. აქვს fiber optic ღია (რა თქმა უნდა) სამიზნეები, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის იარაღის შებინდებულში სროლას (საკმარისია სულ ცოტა სინათლე, მთავარია ხედავდე იმ ობიექტს, რაზე სროლასაც აპირებ). ძალიან კარგად "ზის" ხელში, არ არის მძიმე და შესაბამისად, საკმაოდ მოსახერხებელი სასროლია. სიმართლე რომ გითხრათ, ამობეჭდილ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ საკმაოდ კარგად მიაქვს მიზანში, 10-15მეტრის მანძილზე ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლზე და მისნაირებზე გავერთე ხოლმე და საკმაოდ შედეგიანადაც. ძალაც საკმარისი აქვს (მგონი), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვისროდი და იქვე ჩვენი "ჯიგრული" "კაცური" საქციელის ნაყოფი, "საქართველოს და საქართველოს ბუნების სიყვარულში" ქეიფის მერე დაყრილი "კილკის" და მისთანა სხვა კონსერვის რკინის ყუთები ეყარა. რომ ვესროლე გახვრიტა, ზნაჩიტ ძალასაც არ უნდა უჩივოდეს CO2 პისტოლეტის თაობაზე . რაც შეეხება გასროლების რაოდენობასა და ტყვიის სიჩქარეს... საინტერესო საკითხია მგონი ხომ? როგორც ბატონმა გრიგოლმა მითხრა როდესაც ბალონებს ვყიდულობდი, ერთი ბალონით დაახლოებით 80-100 გასროლა შეიძლება გამოვიდესო (მე რა თქმა უნდა მესიამოვნა), რაც შეეხება სიჩქარეს, ეს საკითხი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ორიოდე დღის წინ მივლინებით ვიყავი წასული გორისკენ, პატივცემული ფიშტო თავისი ბალონებით, ზეთითა და ტყვიებით მანქანაში მედო, საბედნიეროდ ქრონოგრაფიც . სადღაც 1-2 საათისათვის, როდესაც იქაურებისათვის შესვენება იყო, ყველა საჭმელად წავიდა, მე კი დავქოქე მანქანა და გავეშურე ახლომდებარე მინდვრისაკენ. მოვნახე უსაფრთხო ადგილი, გავშალე ქრონი, დავაწვეთე ბალონის თავზე 2 წვეთი ზემოთხსენებული ზეთი (ინსტრუქციის თანახმად ), ჩავდე პისტოლეტში, გადმოვყარე BB ბოთლიდან, დავტენე მჭიდი, შევაცურე იმავე ფიშტოში , მოვიმარჯვე საწერკალამი და რვეული, გავხსენი დამცველი და..... .... და დავიწყე ქრონის გავლით სროლა ! . ცოტა მეტი ინტერესიც რომ მიმეცა, ორი კურდღლის დაჭერის ვარიანტში, რაღაც დაჭ*ლეტილი პლასტმასის ბოთლი ვიპოვე და სამიზნედ გამოვიყენე . თავდაპირველად ქრონი მანქანის კაპოტზე მედო. მაგარი მზიანი ამინდი იყო, მზე გვერდულად ანათებდა და ქრონს თავისი დამცავი "ფრთები" ვერ შველიდა, 5-6 ერრორამდე მომცა 25-30 გასროლამდე, მერე კი მოვიფიქრე და "ზაპასკაზე" გადმოვდე მანქანის უკან. აქ კი ქრონამდე ერთგვაროვანი განათება მიდიოდა და შესაბამისად აღარც ისე ხშირად იძლეოდა ერრორს . მაქსიმალური სიჩქარე მივიღე 123.9 მ/წმ, გასროლების რაოდენობა კი... ამან კი გამაკვირვა!!! თითქმის 2-ჯერ მეტი, რასაც მოველოდი... აი აქვე დავდებ Exell-ში აგებულ (სპეც პროგრამა არ მაქვს და როდესაც მოვიცლი მაგასაც გადმოვწერ თუ სადმე ვნახავ) შედეგების გრაფიკს და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ. ქრონოგრაფი "ზაპასკაზე" : აი გრაფიკიც: მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი არასრული გატესტვის შედეგებით. თვითონ პისტოლეტითაც მაგარი კმაყოფილი ვარ. ასე რომ, ვისაც ისე ხშირად არ ცალია, რომ დღის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნიანი შაშხანით ისროლოს, შეუძლია იყიდოს ასეთი "სათამაშო" (რომელიც არც თუ ისე სათამაშოა და საკმაოდ საშიშიც კი არის, ძალიან დიდი ალბათობაა ბურთულების ასხლეტვის და საკმაოდ დამაზიანებელი ძალა აქვს ზოგ-ზოგიერთი ადგილისათვის), სამსახურიდან დაღლილი მოსული ჩავიდეს ეზოში, დაალაგოს ლუდის ქილები ან პლასტმასის ბოთლები უსაფრთხო ადგილზე, ისროლოს რამდენიც უნდა და ნაწილობრივ მაინც მოიკლას სროლის ჟინი. მერე აკრიფოს სროლის შედეგად დარჩენილი ნაგავ-ნუგავი, ჩაყაროს ურნაში, ავიდეს სახლში, დალიოს ჩაი და დაიძინოს, რათა მზად იყოს შემდეგი დღისათვის , რა იცი, იქნებ დღის სულს მოუწიოს სახლში დაბრუნება და უკვე შაშხანის სროლაც კი შეძლოს (კაცი იმედით ცოცხლობს )
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:30 PM |
Hosted by Pro-Service |