იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
Mar 31 2018, 12:33 AM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ მეგობრებო! მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება. მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა. წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში. დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61. მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს: მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" რომლის მიმწოდებელიც უმალ მოირგო ძველმა მოდელმა ახალმა კი ჩემი ფანტაზიით და ერთი ხელმრუდე ტოკარის წყალობით მახინჯი მიმწოდებელი მოირგო. (სურათებს ქვემოთ დავდებ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ) ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის) ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!! მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები: და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი: ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!! და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც: ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება. ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ. მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს: ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს: ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო. ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი. (აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე. ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი: კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი: რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს) ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება (მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? ) ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო) ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი. აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში და ბოლოს მივიღე ეს შედეგი: თოფის საბოლოო რეზიუმე: მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ. კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა) ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით) ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ. რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ. რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ. ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს უჰ რამხელა არზა გამომსვლია დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:48 PM |
Hosted by Pro-Service |