უკრაინელი Raptor 3 short |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
უკრაინელი Raptor 3 short |
Jan 25 2020, 09:48 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი |
მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ახალი ხელოვნების ნიმუში უკრაინიდან. ამაზე სულ მედგა თვალი რადგან ძალიან მომწონდა ვიზუალი, წონა და კომპაქტურობა. ინტერნეტ სივრცეში უდიდესი გამოხმაურებები აქვს მის ხარისხს და გამძლეობას. ტაიპანის და ამის ხარისხი ზუსტად ერთი და იგივეა. როგორც ვიცი ერთად მუშაობდნენ მათი მწარმოებლები და მერე გაეყარნენ პნევმატიკაში რაპტორი ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად. მისი კლონიც კი გააკეთეს პარაზიტმა ჩინელებმა, არტემისი პ15 მოკლედ შევეცდები ავღწერო რისი მაქნისია რაპტორი. დავიწყებ ზომით. არის ყველაზე მოკლე ბულპაპი ბაზარზე. სულ რაღაც 55სმ. წონა არის 2.6 კილო. შეიძლება თქვათ მძიმეა ზომასთან შედარებითო მარა რომ ნახავთ რა ხარისხის ნამუშევარია მიხვდებით რომ საკმაოდ მსუბუქია კიდეც. ლულა! ლულა! როგორ შევაფასო არ ვიცი. ლოტარ ვალტერი უჩოკო . სულ რაღაც 30სმ სიგრძის და 16მმ დიამეტრის, როგორც ლომი ეგეთი სქელია. მანომეტრი ვიკა რომელიც ერთი ერთში მუშაობს ფანტასტიურად! რედუქტორი რაღათქმაუნდა რომ აქვს. განმეორადობა საუკეთესო. დღეები დების შემდეგ პირველი გასწროლა 260 მეტრი, მეორე გასროლა 260 მეტრი. მესამეც მეოთხეც... ძალიან გაოცებული დავრჩი არც ერთი ჩემი ყოფილი სათამაშო ასე არ აკეთებდა. სიჩქარე ქარხნულად აყენია 260 მეტრზე ჯსბ 15.89 ით. არც მიცდია აწევ დაწევა რადგან ძალიან ზუსტი სიჩქარეა! 30 მეტრის ჯგუფების ფოტოებს ქვემოთ იხილავთ ფოტოებში ბარაბანჩიკები არის ალუმინის, ძალიან მაღალი ხარისხის. ზუსტად ისეთი პრინციპის როგორიც პ15 ზე მაგრამ განსხვავებით აქვს პატარა წვრილი ნახვრეტი რომელშიც გადის შტირი. თუ თვენ გადატენილი გაქვთ სათამაშო და გადაიფიქრეთ გასროლა, კოლოფზე წითელ ღილაკს გამოწევთ უკან და დაკეტავთ ბარაბანს. რის მეშვეობითაც ბარაბანი აღარ გადატრიალდება და მოხსნით იარაღს საბრძოლო პოზიციიდან. მადლობა!
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:39 AM |
Hosted by Pro-Service |