გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გასვლა #12 და მისი რეპორტი, ორი ერთ ფლაკონში
ja_ja
პოსტი Aug 9 2009, 11:11 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



იყო და არა იყო რა, იყო პატარა წვიმა, და ქარი, მაგრამ იყო სამი ფორუმელიც რომლებმაც გადაწყვიტეს არაოფიციალური გასვლა გაეკეთებინათ. არც ფორუმზე დაგვიდია ინფო და არც წინასწარ დაგვიგეგმია გასვლა უბალოდ პარასკევს საღამოს გადავურეკე ჯორჯიკას, ფორუმზე ახალმა დარეგისტრირებულმა dawit-მა მე დამირეკა (კაიხნის ძმაკაცია და დისკოთი მაგრა დაინტერესებულია). შაბათს ჩემტან შევიკრიბეთ და სადღაც პირველი საათისთვის ჩემთან ვერის სასაფლაოს ზემოთ არსებულ მთაზე აღმოვჩნდით.

ვერ ვიტყვით სიქა გაგვძვრა იმდენი ვიარეთ მეთქი, მაგრამ კაი მანძილი გავიარეთ, მანამდე წამოსულმა სისტმა წვიმამ მთაზე არსებული ზედმეტი ხალხი აშკარად სახლებში გაყარა, რამაც მშვენიერი შედეგი მოგვცა, კაციშვილს მთელი დღე არ შევუწუხებივართ biggrin.gif. მივადექით ხელოვნურად გაშენებულ ნაძვნარში არსებულ რკინის მაგიდას და სკამებს, რაც მშვენიერი სასროლი პოზიცია აღმოჩნდა. აგერ ფაქტებიც:



ვიცი, ვიცი, რაღაც სხვა ინსტრუმენტიც დაინახეთ ჩემი დისკოს გარდა, იდეაში სწორედ ეგ ინსტრუმენტი იყო ერთერთი გასვლის მიზეზი, JAH-ს დრო არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინა, ამიტომაც ჩვენ შემოგვთავაზა ტესტირება რაზეც უარი ვერ ვთქვით, პლიუს გაირკვა რომ თბილისში სტუმრად იყო poul capello, დიახ დიახ, სწორედ ის აირგან რეპორტერი, რომელსაც შევთავაზეთ ვირთხის ნახვა და აირგან რეპოტერის ჩაწერაც, ნუ ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით, შევეცდები ხვალ დავდო დეტალური მიმოხილვა თავისი ვიდეოებით.



მოკლედ აი ეს იყო ჩვენი სასროლი დისტანცია. მანძილი 25 მეტრი რამდენიმე კვირის წინ გადავზომე, დავაძრე ჩემი დასაკეცი მიზნების მისამაგრებელი (ვინც ვერ მიხვდა... ვიყენებ ორიგინალურ დაუპატენტებელ ტექნოლოგიას, ანუ ვიღებ საშუალო ზომის მუყაოს კოლოფს. ვშლი მიმაქვს სასროლ ადგილამდე სა შემდეგ ადგილზე ვაწყობ, მდგრადობისთვის შიგნით ერთი ქვა და .... გამოდის საკმაოდ კარგი მიზნების მისამაგრებელი მოწყობილობა) ... ჰო მართლა ამჯერზე წაღებული გვქონდა ბლომად ტყვიები, არა რაოდენობრივად, არამედ ნაირსახოების მიხედვით, სულ გამიგვივიდა 10 ნაირსახეობა, აქედან ორი GAMO-ს ფირმის მოგვაწოდა ჩვენმა თანაფორუმელმა ochopintre-მ, რისთვისაც მას უღრმესი მადლობა




ესეიგი ჯერ ვისროდით უაზროდ, შემდეგ ვტესტავდით ვირთხას, ჩავწერეთ ზემოთხსენებული გადაცემა, აირგან რეპორტერისთვის, შემდეგ კი შევუდექით ტყვიების ტესტირებას. ჰო მართლა მორიგეობით დავითი და ჯორჯიკა დატასაობდნენ სანადიროდ, მაგრამ.... ან ჩიტებმა იყნოსეს რაცხა ან...

უი მართლა ჯორჯიკა და დათო მიმტკიცებენ რომ დაინახეს 2 მელია. არ ვიცი რამდენად რეალურია, მე ჩემს გორაზე დავბერდი და ჩიტის, გველხოკერას, კუსა და კურდღლის გარდა არაფერი დამინახია, მარა რავიცი, რავიცი. ისე უნდა ვაღიარო ადრე კვერნა დამიფიქსირებია და შეიძლება მელაკუდაც გაიჩითა. ერთის მხვის სასიამოვნოა თუ დასახლებულ პუნქტთან ახლოს მელიები ჩნდებიან, ესეიგი ზემოთ ფუნიკულიორთან მეტი იქნებიან. მგონი სასიხარულო ინფორმაციაა, არა ნადირობის მხრივ, არამედ ცოცხალი არსებების გამოჩენის მხრივ.

კაი დავუბრუნდეთ ჩვენს გასვლის მიზეზებს, აგერაა პატარა ფოტორეპორტაჟი

მე და ჯორჯიკა იარაღებს ვამოწმებთ სხვადასხვა დისტანციაზე







დავითი აკაჩავებს მუსკულებს და სინჯავს თავის ძალებს სროლაში







ტინგიცაობისა და აირგან რეპორტერის ჩაწერის შემდეგ, დავემშვიდობეთ პოლს და შევუდექით სხვადასხვა ტყვიების ტესტირებას. ვისროდით 5-5 გასროლით. ვცდილობდით ჯგუფები გაგვეკეთებინა. თავიდან მე ვისროდი მერე ჯორჯიკა, თავიდან დამავიწყდა მიზნის გასწორება და როგორც იყო ისე ვისროდი, შემდეგ მიზანი გავასწორეთ CP 10.5-ზე და გავაგრძელეთ სროლა. შედეგებს აგერ გთავაზობთ შესაბამისი მიმოხილვით. გაითვალისწინეთ სათითაო ტყვიების მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ თავისი გაზომვებით დეტალური აწონვებით და მიზანში სროლით, ამჯერად კი საერთო მიმოხილვით უნდა დავკმაყოფილდეთ.

დავიწყოთ მიმოხილვა კროსმან პრემიერით





ნუ რა უნდა ვთქვა წესით სასროლი დისტანცია დიდი არ იყო და ადრე უკეთესი შედეგებიც მიგვიღია იგივე ტყვიაზე და იგივე თოფზე, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ცვალებადი ქარი, რომელიც არაფრის დიდებით არ ჩადგა. სუსტდებოდა, პრაქტიკულად ნოლზე ჩადიოდა, მაგრამ მერე ისევ უბერავდა, ასე რომ მთლად ზუსტი შედეგები არ გვაქვს.

ვაგრძელებთ discovery Hollow point-ით, საერთოდ ამის მომცრო ძმაზე 7.9 გრანიანზე ამბობენ პრაქტიკულად არ მიფრინავსო, მაგრამ აი ეს 10.5 გრანიანი ჰოლოვ პოინტი მიფრინავს და ძალიანაც კარგად.





ქარის მიუხედავად მშვენიერი ჯგუფებია, რა თქმა უნდა, მილიმეტრებში გაზომვას არ დავიწყებ, აზრი არა აქვს, არ იყო შესაბამისი პირობები, მაგრამ როგორც მოგივიანებით ვანახავთ საკმაოდ კაი შედეგები აქვს ამ ტყვიებს.

გადავედით JSB-ს ტყვიებზე, ხელთ გვქონდა 3 ტიპის ტყვია, ჯერ მსუბუქი 8.4 გრანიანი JSB Exact-ი





რავი კომენტარი საჭიროა? მემგონი ეს ტყვიებიც მშვენივრად მუშაობენ, ქარი რომ გამოვაკლოთ იდეალურ ჯგუფებს მივიღებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 9 2009, 11:14 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



კარგი ბატონო გადავიდეთ JSB STRATON-ზე 8.2 გრანი.





ორივე მსროლელზე ემჩნევა რომ ტყვია საოცრად მარცხნივ მიდის, მიუხედავად ამისა ტყვია ჯგუფებს აკეთებს, თან საკმაოდ კარგ ჯგუფებს, უბრალოდ ოპტიკა შესაბამის ტყვიაზე იქნება გასასწორებელი, მაგრამ თუ გაასწორეთ ოპტიკა სიტყვაზე 25 მეტრზე და ისვრით უფრო შორ მანძილზე, მაგალითად 50 მეტრზე, ტყვია ისევ გააგრძელებს მარცხნივ მოხვევას და ისევ გასცდება მიზანს, რა თქმა უნდა ისევ მარცხნივ.

შემდეგი გვექნება საკმაოდ ლამაზი ტყვია Predatr 8.0 გრანი, რამდენადაც ვიცი ამ ტყვიასაც JSB უშვებს





ჩემს ნასროლზე დიდი ვერაფრით დავიტრაბახებ, მაგრამ აი ჯორჯიკამ მშვენიერი ჯგუფი გააკეთა, ასე რომ ამ ტყვიასაც აქვს პოტენციალი, პლიუს რაც არ უნდა იყოს ექსპანსიური კლასისაა, რაც მისანში მოხვედრისას იწვევს სამიზნის გარანტირებულ განადგურებას მისი დაფლეთვის შესაძლებლობების გამო.

კარგი ბატონო გადავიდეთ კორეულ ტყვიაზე eunjin-ზე, ტყვია ერთერთი ყველაზე მძიმეა, მგონი ამაზე მძიმე 0.177-იანში არ არსებობს, ტყვიის წონაა 16.1 გრანი.





ნასროლი თვითონ ამბობს ყველაფერს, ეს ტყვიები მიზანში სროლისთვის არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში დისკო მას ვერ გაქაჩავს, აი სანადირო ვარიანტში კი დიდი სიამოვნებით, ანუ გაფანტვა აქვს მაგრამ სანადიროდ მისაღები გაფანტვაა სამაგიეროდ მიზანში მოხვედრისას ტყვია არა ადამიანურ ფორმებს იღებს. ეს რაც შეეხება რბილ ობიექტებს, ხოლო თუ მოხვდა მყარ ობიექტს, არ უკვე იწყება იმ დონის ფლეთვითი ეფექტები რომ.... მოკლედ საშუალო ზომის ცხოველი, იქნება ეს ყვავი თუ კურდღელი გარანტირებულ სასიკვდილო კუჭის აშლას მიიღებს ამ კორეელის გადაყლაპვის შემთხვევაში, ხოლო მსუბუქი ბეღურა და სხვა ამდაგვარი ალბათ უბრალოდ ისევე გადავარდება როგორც ჰოლივუდის კინოებში ვესტერნის სროლის დროს გადავარდნილი ხალხი.

გადავიდეთ ბიმენის პროდუქციაზე, გვაქვს ორი პრაქტიკულად ერთმანეთის ასლი კვალი ტყვიები, ორივე არის ჩვეულებრივი ტყვიისგან ჩამოსხმული, მაგრამ გარედან დაფარულია სპილენძის თხელი ფენით, ეს ტყვიას საშუალებას აძლევს გახდეს ბურღი, სახლის პირობებში ჩატარებული ტესტებისას ეს ტყვიები ყველაზე ღრმად აღწევდნენ გაზეთების გროვაში.

მაშ ასე Beeman FTS Double 8.64 გრანი და Beeman Kodiak Double Gold 10.65 გრანიანი

ჯერ დავიწყოთ Beeman Kodiak Double Gold-ით





მიუხედავად თავისი უცნაური ფორმისა ტყვია მიზანში მიდის და ჯგუფებსაც აკეთებს, თუ მის შეღწევადობის შესაძლებლობებსაც გავითვალისწინებთ.....

გადავიდეთ მსუბუქ ძმაზე Beeman FTS Double Gold, ეს ტყვია რეკლამირდება როგორც ფილდ ტარგეტინგისთვის საუკეთესო და შორს სასროლი ტყვიები, ასევე აწერია რომ სუფთა კრიალა ზედაპირი აქვს რაშიც ყველა ვეთანხმებით, მაგრამ აი რეკლამირებული სუპერ სიზუსტე....




სიზუსტე რეკლამირებულს არ შეესაბამება.

კარგი ბატონო გადავიდეთ დღეისათვის ბოლო 2 ტყვიაზე, ესპანური ფირმა GAMO. როგორც ზემოთ ვახსენე ტყვიები მოგვაწოდა ჩვენმა თანაფორუმელმა ochopintre-მ, რისთვისაც მას უღრმესი მადლობა.

მოკლედ გვაქვს 2 ტყვია expander-ი და Gamo Pro Magnum

დავიწყოთ expander-ით





ჰოოო, დიდი ბოდიში ochopintre-სთან, მაგრამ ამ ტყვიას სიზუსტე პრაქტიკულად არ აქვს, სამაგიეროდ აკეთებს შესაშურ ნახვრეტებს, იდეალურად მრგვალი ხვრელები რჩება. იდეაში ამ ტყვიის ცუდი ფრენითი შესაძლებლობები ალბათ გამოწვეულია მისი ფორმით, ბრტყელთავიანი ტყვიები როგორც წესი დიდი დისტანციაზე ვერ დაფრინავენ. მიუხედავად პატარა წვეტისა, ეს ტყია შორი მანძილებისთვის შექმნილი არაა.

გადავიდეთ ბოლო ტყვიაზე Gamo Pro Magnum





ჰოოო აქ კი კომენტარი ზედმეტია, ნუ რა უნდა ვთქვა? არ მიფრინავს ეს ტყვიები და რაც გინდა ჰქენი. არ უნდათ და მორჩა, რა კაიფის გამო მიდის ეს ტყვია ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ, კაცმა არ იცის, ვერც ბრტყელ თავს დააბრალებ. მოკლედ არ დაფრინავს.

ეს ნათელი მაგალითია GAMO-ს ტყვიების მოყვარულებისთვის. თბილისში რამდენადაც ვიცი 200 ტყვიანი შეკვრა 7-8 ლარი ღირს, 500 ცალის ფასი გამოდის 17.5ლარიდან 20 ლარამდე. ვერ ვხვდები ამ ტყვების შეძენის მუღამს, მაშინ როდესაც 500 ცალიანი Crosman Ultra Magnum 10.5 გრანიანი ჯდება 21-22 ლარი. 2-3 ლარის ეკონომიის გამო....

Gigabyte13 სხვათაშორის შენც ბლომად გაქვს ეს ტყვიები, მგონი დროა სხვა ტყვიებზე გადახვიდე.

მოკლედ სულ ეს იყო, ამის მერე კიდევ მეგობარმა დარეკა და შემოგვთავაზა ლისზე გასვლა, წესით თვითმფრინავის გაშვებისთვის უნდა გვეყირებინა, მაგრამ როდესაც ლისზე ავედით ისეთი ქარი დაგვხვდა რომ.... სამაგიეროდ დისკომაც და ვირთხანაც საბრძოლო ვითარებაშ გაიარეს ტესტირება, ვირთხის შედეგს დავდებ დახურულ თემაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   გასვლა #12 და მისი რეპორტი   Aug 9 2009, 11:11 PM
- - ja_ja   კარგი ბატონო გადავ...   Aug 9 2009, 11:14 PM
- - geojorjika   მდააა , მოკლედ დიიი...   Aug 9 2009, 11:30 PM
- - ochopintre   მართლა მაგარი რეპო...   Aug 10 2009, 12:17 AM
- - parna   მაგარია ისა და RATMINATOR ...   Aug 10 2009, 12:31 AM
- - Davitus   ვაააა, მაგარი ინფო ...   Aug 10 2009, 02:20 AM
- - Jah   მშვენიერი მიმოხილ...   Aug 10 2009, 10:56 AM
- - geojorjika   Jah შენ კი არა მე ვის...   Aug 10 2009, 11:13 AM
- - ja_ja   ვისაც გაინტერესებ...   Aug 10 2009, 01:23 PM
- - nihontoman   ციტატაპლიუს გაირკ...   Aug 10 2009, 02:20 PM
|- - parna   ციტატა(nihontoman @ Aug 10 2009, ...   Aug 10 2009, 08:40 PM
- - nihontoman   ციტატავისაც გაინტ...   Aug 10 2009, 04:43 PM
- - ja_ja   nihontoman ნუ პაროლს მხოლ...   Aug 10 2009, 05:35 PM
- - nihontoman   ციტატაnihontoman ნუ პარო...   Aug 10 2009, 05:43 PM
- - ja_ja   nihontoman ნუ ეგ ადმინს უ...   Aug 10 2009, 05:45 PM
- - nihontoman   ციტატაnihontoman ნუ ეგ ად...   Aug 10 2009, 05:58 PM
- - geojorjika   parna კაიფობს , მეთუ მ...   Aug 10 2009, 08:42 PM
|- - parna   ციტატა(geojorjika @ Aug 10 2009, ...   Aug 10 2009, 09:14 PM
- - bazuka   საღოლ ჯაჯუნ, ისა და...   Aug 10 2009, 09:53 PM
- - bazuka   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Aug 10 2009, 09:57 PM
- - dawiti   კარგი შეკრება იყო ...   Aug 10 2009, 09:59 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 10th Augu...   Aug 10 2009, 11:05 PM
- - ja_ja   ბონუსის ვარიანტში ...   Aug 11 2009, 01:28 PM


თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th August 2025 - 07:12 AM
Hosted by Pro-Service