ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად, ანუ რა უნდოდათ ამათ სათევზაოთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად, ანუ რა უნდოდათ ამათ სათევზაოთ |
Oct 29 2013, 03:07 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ესე იგი იყო და არა იყო რა, კარგზე უკეთესი რა იქნებოდა, ჰოდააა ესე იგი ჩვენი გასვლების იდეოლოგიურმა მამამ აწია თემა - წავიდეთ და ვითეოზაოთო.... როგორც წესი დაიწყო ხალხის სიაში ჩაწერა. მარა როგორც წესი მეთევზეები ჩვენგან..... გარკვეული დროის მერე გაირკვა რომ თურმე ილარიონა მოლაპარაკებებს ორ ფრონტზე აწარმოებდა... ჩვენთან და ოჩოპინტრელებთან, ჩანაფიქრი კი იყო ის რომ ორ გუნდს შორის შეჯიბრება მომხდარიყო ვინ მეტ თევზს დაიჭერდა.... მე დიდი მოთევზავე არ ვარ და თავს ვიკავებდი, თუმცა აღმოჩნდა სხვა ასეთი თავშეკავებული ხალხიც, მაგრამ…. ნუ გადაგვარწმუნეს რა. თევზის გარდა მწვადებიც იქნება და ბოლო-ბოლო პნევმო კლასი ვაჩვენოთ მონადირეებსო... ჰოო რაცხა ინტრიგის მარცვალი ჩავარდა და ავიხვეტენით ყველანი. ავიხვეტეთ და იმდენი გამოვედით რომ თავდაპირველ დაგეგმილ სათევზაო ადგილზე წასვლა აღარ გამოდიოდა. მიზეზი მარტივი გამოდგა სად უნდა დაეტიოს 30-მდე დამშეული კაცი . ამიტომაც ანკესები გადაყრილი იყო, მიყვა მაგას თევზებიც, რაკუშკებიც და დავახვიეთ ყველამ ჩვენს საყვარელ ქესალოში ქესალოში სტანდარტულად ჩვენს მაგიდასთან მიმოფანტული ნაგავი დაგვხვდა, ჩვეულისამებრ მივასუფთავეთ იქაურობა - როდის ისწავლის ხალხი თავისი ქეიფის და მუღამის გასწორების მერე, იმაზე ფიქრს რომ შემდეგში მისვლა მოუწევს და სუფთა რომ დახვდეს იქაურობა კარგი იქნება. იმაზე აღარ ვამბობ რომ ჩვენს მაგიდასთან ქეიფობენ, უხვად ყრიან სიგარეტის კოლოფებს, ქაღალდებს ბოთლებს, ძეხვის კანებს, ხახვის ფურცლებს და.... მოკლედ აRარ ჩამოვთვლი მთელს სიბინძურეს ესე იგი ჩამოვიცალეთ, გავმართეთ სათევზაო პრიბამბასები და... მაიცა კაცო აკი გადავყარეთ ანკესებიო მოკლედ აღმოჩნდა რომ რამდენიმე მონაწილემ არ გადაყარა , ასე რომ ნაწილი წავიდა სათევზაოდ, ნაწილი მოგვიანებით ჩამოვიდა, დანარჩენი კი აგერ არიან ა... ვიღაც ვიღაცები და ვიცხა ვიცხაები ქირქილებდნენ მოკბეჩილი ვაშლი ჯობიაო, მარა გეევსოთ ვაშლები ჭიებით და ვერ გადაიღეს ამ უსასრულობის ვიდეო. აი დასაცინმა პლასტმასის სამსუნგმა კიდო Full HD რეზოლუციით დააფიქსირა ყოლიფერი . შეგიძლიათ დატკბეთ და უყუროთ პირველადი შეჯიბრისა და აურაცხელი ვაზნის გასროლის შედმეგ დადგა დრო როდესაც უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, მარა მოკბეჩილმა ვაშლმა აქაც რაცხა ის არ ქნა რაც უნდა ექნა მოკლედ რა თეფშების მტვრევის შეჯიბრს ფონად მიყვება ვაშლი vs სუმასუნი გამარჯვებულიც გვყოლია შედეგად... ესე იგი მაიცა გავიხსენო, პირველ ადგილზე გავიდა ჩვენი კაკოიე გამოუსწორებელი ლოთი, მარა რა გინდა არ ახარებს თეფშ და ჰა . ამის საქმე ისეა 2 მონადირე ვერაფრით ვერ არტყავენ ხეზე შემომჯდარ თუთიყუშს. ამასობაში მოდის რუსი ვანია და ნიძლავს უდებენ რუსს - აგერ 50 მეტრში თითიყუში ზის ხეზე და თუ მოარტყავ ერთ ტყვიანი გლუვიდანო .... რუსიც ეუბნება ბაზარი არაა ოღონდ ჯერ 1 იაშიკი არაყი უნდა მოიტანოთო. მიუტანეს დათქმული 1 იაშიკი არაყი. რუსიც გამოთვრა გატიალდა, აიღო ხელში თოფი და ერთი გასროლით ჩამოაგდო თუთიყუში ხიდან. დგანან ახლა ეს მონადირეები გაშტერებული და ვერ გაუგიათ როგორ მოახერხა ამ ვანიამ თუთიყუშის ჩამოგდება, ეკითხებიან რაფერ ქენიო. რუსიც პასუხობს თან ხელებით აჩვენებს: -это же элементарно, у тебя десять стволов и тьма попугаев…. ასევეა ჩვენი კაკოიეც, დათვრება აიღებს თოფს ხელში და.... აქვს 60 ლულა და 3 მილიონი თეფში ერთს რომ არ მოხვდეს არ შეიძლება მოკლედ პირველი ადგილი კაკოიეს, ანუ Airgun, მეორე ადგილზე ბაცაცუნა, იგივე ტამპლიერა, იგივე DEF-ი, იგივე ნიკო, იგივე... ე ბიჯო მომკლა ამდენმა სახელმა ერთი ამოირჩიე რა . მოკლედ ესეც მივაწერეთ Airgun-ს, მესამე ადგილზე გაიდა ჩვენი Beqa, ანუ ესევ Airgun. მეოთხე ადგილზე მგონი მე და ილარიონა ვიყავით, ანუ ისევ Airgun, შეკაცო აგი მონადირეები რას აკეთებთ ხოლმე ნადირობისას , „ტოლკო სკაზკი რასკაზივატ უმეეტე და“?! ასე იყო თუ ისე მოგვიანებით შემოგვიერთდნენ დიდი რიბაკები, რომლებმაც ნაპირზე კაკ მინიმუმ ლოხ ნესის „ჩუდოვიშე“ ამოათრიეს, პროსტა რაცხა გაციებული იყო ეტყობა ეგ უბედური და ჰა-ჰა 4-5 სანტიმეტრი იქნებოდა სიგრძეში ასე იყო თუ ისე ამ ხალხსაც მოუნდა გასროლა, ძლივს წამლად დატოვებული ტყვიები შეხვდათ ამ უბედურებს.... ისე იმ დღეს მგონი 1000-ზე მეტი ვაზნა გავარდა, ხალხი ლულებს მგონი წყლით აციებდა . მოკლედ შემდგომ რა თქმა უნდა ქართული სუფრა და შეპირებული მწვადები... იყო მწვადების მოლოდინში დაბღვერილი ხალხიც ბაზუკ იზვინი, პროსტა კადრში შემთხვევით მოხვდი, სულ სხვა რაცხას ვიღებდი, უცებ სანამ კამერამ გადაიღო ჩამოიარე და... ზატო რეპორტში პატარა კბენისთვის იდეალური კადრი გამოვიდა იყო გამოცდილი Le sheff, შეეცადა ფრანციცული მენიუ შეეთავაზებინა ხალხისთვის მარა რათ გინა , ყველამ ქართული მწვადი ამჯობინა ნუ შემდეგ ქართული სუფრა, შესაბამისი მწვადებით, ქურით სულით ღვინით და რა ტქმა უნდა სადღეგრძელოებით და ვუი ვუი რას შობა აგი აბდალა.... ჩვენმა თამადამ დააძრო სასწაული განსხვავებული... არა მე თქვენ გეუბნებით ამას კიდო ეს უნდოდა? ზომებს მაინც შეხედეთ სად ეგ სასმისი და სად მსმელი .... იმას რა უჭირს გვერდზე ამოდენა თამადა რომ უზის, იმას არაფერი მოუვა მარა ამას..... აი ამ ვეებერთელა სასმისის შესმის მერე დაიწყო თავდავიწყება ვინ რას აკეთებდა კაცმა არ იცის ... ზოგი კუბელი დიქტატორივით იქცეოდა, პროსტა გაპარსულია რევოლუციის შემდეგ ზოგიც სუფრაზე ისე იჯდა რავარც დამშეული ებრაელი კონსლაგერში შემდეგ ყველა მობილში ქექვის ფუნქციონალში ჩაეერთო ბოლოს კი აცივდა და კოცონთან შემოჯდა ის ნაწილი რომელმაც სმას ვერ გაუძლო, აი დანარჩენი კი ვავა... ხან აქეთ გადმოხტებოდნენ და ცეცხლში ჩახტომას ლამობდნენ, ხან სკამებზე ფეხით დგებოდნენ თითქოს და სადღეგრძელოს სათქმელად მხოლოდ ფეხზე დადგომა საკმარისი აღარ იყო... მოკლედ ქართული სუფრის სტანდარტული „კანცოვკა“ ამის მერე უკვე დევიშალენით, ბექა ბიძიამ მთხოვა თავის პიპიასთან სურათის გადაღება, მარა იმდენი ფარი აანთო თვითონ აღარ ჩანდა კონტრაჟურის გამო ასეთი ანთებული და განათებული ვითარცა ახალი წლის ნაძვისხე, დევიძერით სახლებისკენ, მარა რულთან დავითუსა დაჯდა... ნუ დავითუსამ იფიქრა იფიქრა და ნორიკა დღეს არ ყოფილა წამოსულიო და რაცხა იმ კაცის პატივსაცემად ხომ უნდა ვქნაო და ისეთ გზაზე წავიდა რომ აზრზე რომ მოვედით სად ვიყავით გაგებაში არ ვიყავით მოგვიწია გუგული ბიძიას რუკების მეშვეობით გზის გამოკვლევა, მარა ნავიგაციისას მიმართულება შემეშალა და დავითუსას ნი ტუდა შევახვევინე . შედეგად შევაჭერით ასე განათებულ გაკაშკაშებული და ღრიალა მანქანით ვიცხა თათრის ეზოში . ისიც აშკარად ამ ხმაურზე და ნათებაზე გარეთ გამოვიდა დგას კარებთან ატუზული და აღარ იცის რა ქნას, იგინოს, თავს უშველოს, ცხვარი დაკლას, თუ ეს უბრალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ქართველ პროვოკატორთა ბანდა იყო ჩუმად შემოპარული დავხედე გუგული ბიძიას რუკას, მივეცი ჩამაკორექტივებელი დირექტივები მძღოლს და წამოვედით სამშვიდობოს... არა ჩვენ კი ჩამოვაღწიეთ მშვიდობით სახლამდე, მარა იმ თათარს მშვიდათ თუ ეძინა იმ ღამეს სახლში აი ეგ აღარ ვიცი , შეიძლება ქათქათა ბარაშკების მაგივრად დინგ მოთხვრილი ღორები ესიზმრებოდა და ძილში ტრიალებდა ცივ ოფლთან ერთად
| |
> |
|
|
Nov 1 2013, 12:54 AM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 23-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 100 |
მოკლედ თებზაობიდან დაბრუნებულებს დაგხვდა დადუმებული თოფები და დაახლოებით ასეთი სურათი ხოდა მეთებზეებს შემოგვეყარა გულზე, ვიფიქრეთ ვაზნები გათავდა და დავრჩით ასე უთებზაო-უსროლელითქვა. თუუუმცაღა გამოჩნდა ღვთისნიერი ხალხი და ჩვენც გვასროლინეს პაწა. გაგვიხარდა ფრიად ! დავცხეთ მარა რა დავცხეთ... ვოტ, ჩვენც მივეხმარეთ მიწას შეფერადებაში ვაზნები ჩკა ! ავიშალენით და გადავინაცვლეთ რიგით მე-2 ჭამა-სმის ცერემონიალისკენ . მწვადი შეიიწვააა, თითებისჩამკვნეტი :O მოკლედ იუბილარებმა მართლა მაგარი სუფრა გაგვიშალეს . რასაც ჰქვია ჩიტის რძე არ დაკლებია სუფრას ( ბადრიჯანიც კი იყო იქამდე ) შემდეგ იყო, სმა - ჭიქებით, სმა - განსხვავებულებით, სმა - შემაღლებული ადგილებიდან და კიდევ სმა და ჭამაც იყო სხვათაშორის . ნუ მერე მუსიკაც იყო, ლექსებიც, კოცონიც და კოცონთან ცეკვაც მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო ეგ მგონი საინტერესო აღარ უნდა იყოს გარეშე თვალისთვის ( მიზეზები კი უხვადაა იცოცხლე) )) მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა. ეს იყო ერთ-ერთი ყოვლისმომცველი გასვლა თავისი ელემენტებით (ნადირობა, მიზანში სროლა, სტენდზე სროლა, თევზაობა, სმა-ჭამა, ცეკვა, ტაში და ტუში) დიახ თქვენ მართლაც გული უნდა დაგწყდეთ ვინც ვერ წამოხვედით ჭირი იდანა, ლხინი ადანა ქატო იდანა და ფქვილი კიდენა ადანაა ხო, წამოსვლამდე მე კიდე ვაჩხაკუნე აპარატი და ბარემის ბარემღა დავდებ ამათაც ( ჩემი რა მიდის რა, მაინც ვერ ავდგები დილით და დამაგვიანდება სამსახურში) P.S ფრანც ბეკემბაუერის არ იყოს მეც კი ვნახე იმ ღამეს უცხოპლანეტელები მარა ტელევიზიით კი არ გამოვსულვარ და კი არ შემიძრია დედამიწა, ბიიიიჯოს !!! ესეც მილქივეის გაჭირვებული ფრაგმენტი
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:50 AM |
Hosted by Pro-Service |